თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფსკერული თევზჭერა - CARP FISHING _ მარკერი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 5 2009, 14:28

მარკერი (გამოიყენება სიღრმის საზომად და ფსკერის რელიეფის გამოსაკვლევად)
http://img197.imageshack.us/i/1211695746pic4.jpg/

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 6 2009, 00:24

ნიკა

ერთს შეგისწორებ თუ არ გეწყინება. მარკერი არარის სიღრმის გასაზომი არც არაფრის გამოსაკვლევი. მარკერი სიტყვა გეუბნება პირდაპირ რაც არის, ადგილის მოსანიშნი რო გაიგო რა ადგილებს კორმავ და დონკები სად უნდა ჩაყარო ხოლმე.

პოსტის ავტორი: Irakli_13 Aug 6 2009, 10:39

ციტატა(FISHING CLUB @ Aug 6 2009, 01:24 AM) *
ნიკა

ერთს შეგისწორებ თუ არ გეწყინება. მარკერი არარის სიღრმის გასაზომი არც არაფრის გამოსაკვლევი. მარკერი სიტყვა გეუბნება პირდაპირ რაც არის, ადგილის მოსანიშნი რო გაიგო რა ადგილებს კორმავ და დონკები სად უნდა ჩაყარო ხოლმე.



თუ არ გეწყინება მეც შეგისწორებ newsmile05.gif ... ძალიან ღრმად ცდები ... მარკერი როგორც ერთი ისე მეორე ზევით ხსენებული საქმისთვის გამოიყენება ... და ასევე იმისთვისაც რაც შენ ზევით დაწერე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 6 2009, 10:44

დავიბენი ეხლა მე newsmile05.gif ანუ სამივე საქმისთვის ????

1. ადგილის მონიშვნა
2. სიღრმის გაზომვა
3. ფსკერის ნიადაგის შესწავლა

ასეა ??

პოსტის ავტორი: Irakli_13 Aug 6 2009, 10:45

ციტატა(გიორგი @ Aug 6 2009, 11:44 AM) *
დავიბენი ეხლა მე newsmile05.gif ანუ სამივე საქმისთვის ????

1. ადგილის მონიშვნა
2. სიღრმის გაზომვა
3. ფსკერის ნიადაგის შესწავლა

ასეა ??


რათქმაუნდა გიორგი ... ნამდვილად ეგრეა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 6 2009, 11:52

ციტატა(Irakli_13 @ Aug 6 2009, 11:39 AM) *
თუ არ გეწყინება მეც შეგისწორებ newsmile05.gif ... ძალიან ღრმად ცდები ... მარკერი როგორც ერთი ისე მეორე ზევით ხსენებული საქმისთვის გამოიყენება ... და ასევე იმისთვისაც რაც შენ ზევით დაწერე. newsmile05.gif


მონიშვნა, და გაზომვა კიბატონო. მარა რელიეფი როგორ უნდა შეისწავლო მაგითი?

პოსტის ავტორი: Irakli_13 Aug 6 2009, 12:01

ციტატა(FISHING CLUB @ Aug 6 2009, 12:52 PM) *
მონიშვნა, და გაზომვა კიბატონო. მარა რელიეფი როგორ უნდა შეისწავლო მაგითი?



თავიდან შეიძლება ცოტა რთული მოგეჩვენოს მაგრამ რო დაამუღამებ ძალიან ადვილია ... რელიეფი მარკერის სიმძიმით გამოიკვლევა ... ანუ სიმძიმის ფკერზე თრევით ... მთავარი ისაა რო მარკერის ძირითადი ძუა, პლეტიონკა უნდა იყოს აუცილებლად, რათა ვიბრაცია მოგცეს ხელზე და ამით მიხვდე თუ რა ტიპის რელიეფზე მოათრევ სიმძიმეს ... ასევე ამ საქმეში ანკესის წვეროც გეხმარება ისიც სხვადასხვა ტიპის გრუნტზე სხვადასხვანაირად ვიბრირებს(დახტის).

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 6 2009, 16:45

ხო რავი ალბათ მე ძირითადად ადგილის მოსანიშნად ვიყენებ.. შენ იმინა კარპზე თევზაობ მარტო? მეც ეგ გეზი მაქ აღებული იმინა მარტო მაგას ვთევზაობ და ნელნელა მივდივარ წინ.. აპარატურასაც ვაწესრიგებ ნელნელა მომავალი სეზონისთვის რო მზად მქონდეს... (ეხლაც მაქ რაც მჭირდება მარა მინდა პროფესიონალურს დავუახლოვო)

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 4 2010, 17:26

მე მარკერით ფსკერის შესწავლის ტექნიკა მაინტერესებს ძალიან. საინტერესო პროცესი უნდა იყოს, ხომ არ გაქვთ თეორიული სახელმძღვანელო მაინც რომ წავიკითხო?

პოსტის ავტორი: triglit Jan 4 2010, 18:53

ციტატა(ნიკაP&A @ Jan 4 2010, 18:26) *
მე მარკერით ფსკერის შესწავლის ტექნიკა მაინტერესებს ძალიან. საინტერესო პროცესი უნდა იყოს, ხომ არ გაქვთ თეორიული სახელმძღვანელო მაინც რომ წავიკითხო?


აბა ეს ნახე ნიკ.
http://carpomania.com/93-voprosy-o-karpe-big-rik-i-styuart-chast-2-texnika-ispolzovaniya-markera.html
სხვებსაც გინახავ. იკასაც ექნება რამე. მაგრამ როგორ თავად ვსინჯე, ნაპირზე რომ დგახარ მარკერით ხელში აი მანდ ყველაფერი გასაგები ხდება წამებში. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 4 2010, 22:08

მოკლედ გასვლაა საჭირო ტბის პირას მარკერით ხელში, ეგ პრაქტიკულად უნდა ნახო ასე დისტანციურად ვერ გამოვა ეგ საქმე

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 5 2010, 06:14

ნიკაP&A
+1 ჩემთვისაც აუხსნიათ რამოდენიმეჯერ მაგრამ 5 წუთში მავიწყდებოდა, თუ არ ნახე რთულია გაგება

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 22 2010, 22:43

ამ ბოლოდროს მარკერებს რო ვუყურებ სხვადასხვა ფორმა ზომა და წონა აქვს და ხომ არავინ იცის რა განსხვავება აქვს???

პოსტის ავტორი: zurikela Jan 23 2010, 13:52

ჩემი აზრით თვითნაკეთი მარკერიც ივარგებს, ტყუილა ფული რომ არ ვხატჯო http://salapin.ru/forum/attachment.php?attachmentid=2803&d=1253084630

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 23 2010, 17:38

მემგონი არ ღირს წვალებად და მაინც არ გამოვა ისეთი კარგი 10-15 ლარი ღირს მგონი

პოსტის ავტორი: dantist Apr 26 2010, 22:37

მემგონი ყველა სერიოზული მეკობრის ან ფიდერით მოთევზავეს არსენალში შედის ტივტივა-მარკერი, რადგან სათევზაოდ ამორჩეული ადგილის ფსკერის რელიეფის დასადგენად ის ყველაზე კარგი საშუალებაა (ექოლოტის შემდეგ რა თქმა უნდა).

პოსტის ავტორი: CarPLeX Jun 10 2013, 22:25

ციტატა(T A M P L I E R @ Jan 23 2010, 18:38) *
მემგონი არ ღირს წვალებად და მაინც არ გამოვა ისეთი კარგი 10-15 ლარი ღირს მგონი


ნორმალური (არათუ კაი) მარკერი ევროპაში 40 50 ევრო ღირს )))) 15 ლარში კაი მარკერი თან მითუმეტეს საქართველოში ვერ ივარგებს რა D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)