თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფსკერული თევზჭერა - CARP FISHING _ ფსკერული ანკესის წყობა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 27 2010, 11:30

როგორ იწყობა ფსკერულზე სათევზაო ანკესი???

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 27 2010, 15:33

რა ძალიან ზოგადი კითხვაა newsmile05.gif უფრო ვერ დააზუსტებდი რომელ ფსკერულზე ამბობ?

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 27 2010, 21:16

რომელიც იცი newsmile029.gif:P:P

პოსტის ავტორი: ბესო Sep 1 2010, 15:46

ფსკერულის აწყობის უამრავი მეთოდი არსებობს გააჩნია რაზე სათევზაოდ გინდა, რამხელა თევზზე, სად და + მეთევზე რომელს ანიჭებს უპირატესობას! ასე, რომ ძალიან ზოგადი კითხვაა!

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 1 2010, 15:57

კარგით ბოდიში 1 კილოიან საზანზე კუმისზე და ყველას სხვანაირები იცით წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: axalbeda35 Apr 6 2011, 18:06

ვინმეს შეუძლია დონკის სხვადასხვა ვარიანტების თავისი ნახატებით დადება აქ? და რომ მიაწეროს რომელ თევზზე რომელია აწყობილი. partyFishing.gif partyFishing.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 6 2011, 20:06

გააჩნია დონკაში რა იგულისხმება? ფსკერული თევზაობის მონტაჟები თუ თვითონ ჯოხი, კოჭა და მოწყობილებები?

პოსტის ავტორი: axalbeda35 Apr 7 2011, 15:13

ხო კველაფერი. საქართველოს ტბებზე როგორი მოწყობილობა გამოგვადგება?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 7 2011, 16:53

კეთილი.

ჯოხი : 3,00 მეტრიდან - 3,90 მეტრამდე. სპორტული კარპ ფიშინგის შემთხვევაში 3,60-3,90. ტელესკოპურიც შეგვიძლია და შტეკერიც, ტელესკოპური ტრანსპორტირებისთვისაა მოსახერხებელი მაგრამ ტბაზე მიტანილი უკვე შტეკერი ჯობია. უკეთესი წყობა და გამძლეობა აქვს როგორც წესი (ერთფასიან ტელესკოპს და შტეკერს თუ შევადარებთ).
ჯოხის ტესტი უნდა მერყეობდეს 50გ. დან 150გ. ამდე. (თუ იდეაში ლოქოზეც აპირებ ხანდახან მაშინ 100გ. მაინც უდა ქონდეს და ამშემთხვევაში სიგრძე მაქსიმუმ 3 მეტრი, და უეჭველი შტეკერი)

კოჭა : ზომა უნდა მერყეობდეს 4000 იდან 8000 ის ფარგლებში გააჩნია რეების დაჭერას აპირებ. სასურველი იქნება თუ ძაან ჩაღრმავებული მაქო არ ექნება, რათა დისტანციაზე სროლაში არ შეგიშალოს ხელი. თუ ბაითრაინერიან კოჭას გაწვდები კიდე უფრო უკეთესი.

დიდი ზომის ჩოგანბადე, დიდი ზომის "სადოკი" და ათასი რაღაც კიდე ... პირველრიგში კაი კომფორტული სკამი-კრესლო.

მონტაჟები ტყვილა არ მკითხო მაგდენს აქ ვერ დავწერ და რომც დავწერო ვერ მიხვდები დაწერილზე. ერთხელ მაღაზიაში რო მოხვდები ჩემთან იქ აგიხსნი მაგეებს....

პოსტის ავტორი: axalbeda35 Apr 7 2011, 18:47

დიდი მადლობა გაიხარე ჩემო ძმაო.

პოსტის ავტორი: mailo May 16 2011, 18:07

არ შეიძლება უფრო დეტალურად??? მაგალითად როგორც ჭალიმგელამ იზრუნა და თვალსაჩინოდ წარმოადგინა ტივტივის მონტაჟი
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=2850 და აიპინოს ეს თემა დამწყებებისთის?

ანუ, არასდროს არ მითევზავია ფსკერული მეთოდით და მინდა დიდი თევზის დაჭერა (მაგ. საზანის), ასევე ჩემთვის ნაცნობია სიტყვა "დონკა" და გამიგია რომ საზანზე დონკით უნდა ითევზაო. ისიც გავიგე რომ ეს დონკა არის უამრავი სახის და დამოკიდებულია ამა თუ იმ გარემოებაზე.

დავსვათ მარტივი ამოცანა:
partyFishing.gif
როგორ დავიჭიროთ საზანი კუმისზე?? - მგონი დამწყებებისთვის კარგი სავარჯიშო ადგილია. ან ლისისი ტბაზე?

ვისაც არ დეგზარებათ, გთხოვთ გამცეთ შეძლებისდაგვარად ამომწურავი და დასურათებული პასუხი..

მადლობის ნახევარი წინასწარ, ნახევარი პასუხის მერეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club May 16 2011, 19:07

რავი ზევით დავწერე ყველა მონაცემი მაქსიმალურად დეტალებში.

ჯოხს + კოჭა + ძუა + მონტაჟი ეგაა ძირითადი... მონაცემები გარკვევით წერია ზემოთ.

თუ კიდე უფრო დეტალებში გაინტერესებს, შემომიარე მაღაზიაში ისეთ დროს რო იქ ვიყო და ლაივში აგიხსნი. ოღონდ ერთი ფირობით დაივიწყე სიტყვა "დონკა" და იხმარე. ფსკერული მეთოდით თევზაობა, ან უბრალოდ ფსკერული ან ფსკერულა...

პოსტის ავტორი: mailo May 17 2011, 08:36

კარგი მაშინ, მაღაზიაში შემოვალ ბლოკნოტით და პასტით newsmile05.gif და მარაზიაში როდის ხარ ხოლმე??? ერთხელ ვიყავი და ქალბატონი იყო მხოლოდ

პოსტის ავტორი: Fishing Club May 17 2011, 10:12

ყოველდღე 12:00 დან 6:00 საათამდე. (თუ სათევზაოთ არ ვარ გაპარული newsmile05.gif )

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)