თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფსკერული თევზჭერა - CARP FISHING _ ფიდერი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 16 2009, 18:02

როგორც ვიცით feeder ინგლისიდან გავრცელდა და საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა რა მაღალი ეფექტურობით არც ქართველი მეთევზეების მხედველობას გამოჰპარვია.
feeder-i როგორც რუსები ეძახიან donka s karmushkai საკმაოდ მარტივი მოწყობილობაა,მიუხედავად იმისა რომ ფიდერი ბევრნაირია, მისი პრინციპი მაინც ერთი და იგივე რჩება ეს არის ფსკერული მოწყობილობა ინტეგრირებული საკვებურით

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ფიდერით თევზაობის მეთოდი ნახევარი საუკუნის წინ ბრიტანეთში გაჩნდა, სადაც რამოდენიმე სახელით იყო ცნობილი ფიდერი (feeder fishing), ლეჯერინგ (ledgering) ან ქუივერთიფი (quivertip fishing). ყველაზე კარგად თევზაობის ამ სტილს აღწერს ქუივერთიფი, რადგანაც თევზის “ჩარტყმის” სიგნალიზატორად გვევლინება ანკესის წვრილი მგრძნობიარე ბოლო, რომელიც ირხევა (ქუივერინგ) მაშინ როდესაც თევზი დაინტერესდა ჩვენი სატყუარით. ფიდერი ძირითადად განკუთვნილია “თეთრი” არამტაცებელი თევზის საჭერად, თუმცა არც თუ ისე იშვიათია ფიდერით ქარიყლაპიას და სხვა მტაცებლის დაჭერის ფაქტები.

ფიდერის “ჯოხი” არის ჩვეულებრივი კარპის ჯოხის მსგავს, შტეკერული ჯოხი, მხოლოდ განსხვავებას წარმოადგენს დამატებითი განსხვავებული სიხისტის წვერები, ჩვეულებრივ 2, 3 ან 4, რომლებიც სტანდარტულად მოყვება ჯოხებს.



გამოარჩევენ ფიდერის ჯოხის რამოდენიმე კლასს:
მსუბუქს (light feeder) - სიგრძით 2.5 - 3მ, რომლისთვის გამოიყენება სიმძიმე 40 გრ. წონით და მომცრო “საკვებურები”. ამ კლასის ფიდერი განკუთვნილია მოკლე დისტანციებზე, მცირე ზომის არხებსა და ტბებზე სათევზაოდ.
საშუალოს (medium feeder) – 3.3 – 3.9 მ სიგრძით, რომლებთანაც გამოიყენება 60 გრ. საკვებურები. ეს ფიდერი გამოსადეგია ნებისმიერ ტბაზე, წყალსაცავზე და მდორე დინების მქონე მდინარეებზე.
მძიმეს (heavy feeder) – რომლებიც გამოიყენება უფრო მძიმე, 80-100 გრ-მდე საკვებურებით თევზაობის შემთხვევაში.
ექსტრა მძიმეს (eztra heavy) – ასეთი ჯოხების სიგრძე მერყეობს 3.6 – 4.5 მ-მდე, რათა გაადვილდეს მძიმე, 150 გრ-ზე ზევით საკვებურების შორ დისტანციაზე ზუსტი სროლა. გამოიყენება მოზრდილი თევზის საჭერად, დიდ მდინარეებზე სწრაფი დინებით.

ქუივერთიფი - ჩარტყმის სიგნალიზატორი

ანკესის წვერი, რომელიც გვიჩვენებს თევზის მოდებას ნემსკავზე, მთავარი რგოლია აღნიშნულ ანკესში. შეძენისას სასურველია 3 ან 4 დამატებითი წვერის მქონე ანკესის შეძენა. წვერი გვაძლევს საშუალებას თითოეული მათგანი მიუსადაგოთ ჩვენს მიერ არჩეულ წყალსატევს თუ დასაჭერი თევზის სახეობას. წვერი სიხისტე ხშირად იზომება უნციებში (Oზ), 0.5 Oზ და ზევით, 6-Oზ მდე. ასევე თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა ფერის მარკირება, ძირითადად წითელი, ყვითელი და მწვანე (4 წვერის შემთხვევაში - რუხიც)

კოჭა

ტრადიციულად ფიდერით თევზაობისთვის იყენებენ ჩვეულბრივ უინერციო კოჭას, მაქოთი 2000-3000, წინა ან უკანა ფრიქციონით (მუხრუჭით), ან კიდევ “ბაითრანერით”. სასურველი კოჭას ქონდეს მაღალი “გადაცემის სიჩქარე” (5:1 და მეტი), რადგან, როგორც მოგეხსენებათ ფიდერით თევზაობისას ხშირია სატყუარის გადაგდების სიხშირე, მიუხედავად იმისა მოხდა თევზის ამოყვანა თუ არა. ასევე კოჭის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მაქოზე ძუის ჩამკეტ კლიპსას, რომლითაც ხდება სატყუარის სროლის დისტანციის ფიქსაცია, ის უნდა იყოს ხარისხიანი და კარგად დამუშავებული. ასევე თვით მაქო არ უნდა იყოს ღრმა, რადგანაც ძირითადად მცირე დიამეტრის მონოს და წნულის გამოყენება გვიწევს. დიდ დისტანციებზე და სწრაფი დინების მქონე მდინარეებზე თევზაობისას მიზანშეწონილია კარპფიშინგისთვის განკუთვნილი ძლიერი კოჭების გამოყენება.



მონო ძუა და წნული ძუა

ფიდერით თევზაობისას შესაძლებელია როგორც მონო ძუის ასევე წნულის გამოყენება. ყველაფერი დამოკიდებულია ჭერის ადგილზე, დისტანციაზე და მეთევზის განსწავლულობაზე ამ მეთოდით თევზაობაში. როგორც ვიცით წნულს აქვს ნაკლები ჭიმვადობა ვიდრე მონოს და ამდენად საჭიროებს ჩარტყმაზე სწრაფ და მოზომილ რეაქციას.

სადგარი

ფიდერით თევზაობისას აუცილებელია ხარისხიანი სადგარების ქონა, რადგან მის დადგმისა და ზედ ანკესის სწორად მოთავზებაზეა დამოკიდებული დრეკადი წვერის ზუსტი მოქმედება. შესაძლებელია ჩვეულებრივი ორკაპა სადგარების გამოყენებაც, მაგრამ ესეთ შემტხვევაში ხშირად მოგვიწევს ანკესთან ერთად მისი გადატანა ადგილიდან ადგილზე.




საკბეურები

ძირითადად გამოარჩევენ 3 ტიპის საკვებურებს, ღია ("open&feeder") ტიპის, დახურულს (block&feeder") და “მეთოდ”-ის ("method feeder") ტიპისას.



სასურველია არსენალში გვქონდეს დიდი რაოდენობის და სხვადასხვა მოდიფიკაციის საკვებურები თევზაობის განსხვავებული პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
ღია ("open&feeder") ტიპის საკვებურები თავისთავად არსებობს როგორც ოვალური ასევე წახნაგოვანი ფორმის, რომლებიც გამოიყენება ძირითადად ტბებსა და წყალსატევებზე, დამდგარ წყალში და მდინერეებში. დინების არსებობისას ან ქარიან ამინდში სასურველია წახნაგოვანი საკვებურების გამოყენება. ღია ტიპის საკვებურიდან ადვილად ხდება საკვების გამოდევნება. საკვების გამოთავისუფლების სისწრაფე შესაძლებელია ვარეგულიროთ მასში არსებული კომპონენტების ცვალებადობით. საკვები უნდა იყოს ზომიერად ფხვიერი რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს, მაგრამ არც იმდენად რომ გადაგდებისას მოხდეს მისი საკვებურიდან გადმოყრა.
დახურულს ("block&feeder") ტიპის გამოყენების არეალი იგივე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მასში შეგვიძლია მოვათავსოთ მხოლოდ მატლები და ჭიაყელები რომლებიც დროდადრო დატოვებენ საკვებურს.
“მეთოდ”-ის (""method feeder") ტიპის საკვებური გამოიყენება ძირითადად დამდგარ წყალში. ამ შემთხვევაში საკვები უნდა იყოს უფრო მკვრივი, რადგანაც მოსახერხებელი იყოს მისი შეზელვა და თან გაუძლოს მის გატყორცნას დანიშნულების ადგილამდე.

საკვებურების მთავარ ძუაზე მიმაგრებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. არსებობს მათი მიმაგრებისთვის რამოდენიმე კვანძი და საშუალება. მაგალითისთვის მოვიყვან რამოდენიმეს: “პატერნოსტერი”-ს კვანძი, სიმეტრიული და ასიმეტრიული. ასევე სპეციალური გადახვევის საწინაამღდეგო “მილი” მასზე დამონტაჟებული ტრიალითურთ.
პატერნოსტერი – გამოირჩევა მარალი მგრძნობელობით, მასში დამატებითი დედალების, როგორიცაა “მილი” და ტრიალას არარსებობის გამო, მაგრამ ახასიათევს თვით ამოკვრაც (?!?!).
სიმეტრიული კვანძი – უფრო მგრძნობიარე ვიდრე პატერნოსტერი და “მილი”-ს მქონე მონტაჟი მაგრამ ახასითებს ხშირი გადახლართვა.
ასიმეტრიული – სიმეტრიულის მსგავსია, მხოლოდ კვანძI ოდნავ გადახრილი. გამოირჩევა მგრძნობიარობით მაგრამ საჭირეობს გამძლე ძუასა და წნულს.
გადახლართვის საწინაამღდეგო მილის მქონე – ამ მონტაჟებში ყველაზე ნაკლები მგრძნობიარობის მქონეა, მაგრამ უპირატესობა მისი მდგომარეობს სწრაფ და ადვილ დამზადებაში.






ნემსკავები

რაც შეეხება ნემსკავებს, ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის მაგრამ მყარი მასალისგან დამზადებული ნემსკავები. (დაწვრილებით შემდეგ სტატიებში)


ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზაობის სიზუსტეს, ამისათვის ორიენტირად შეგვიძლია ავიღოდ მოპირდაპირე ნაპირზე არსებული ბოძი, ხე ან რაიმე უძრავი ობიექტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში . . . . (მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ))) ალბათ მარკერს ჩავაგდებ). ასევე სასურველია ერთი და იგივე დისტანციის დაჭერა, ამისათვის დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე.






პ.ს. ძირითადად ეგაა, (გაგრძელება და დეტალების დამატება შემდეგ სტატიებში).
made in { triglit }

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 19:44

და უდილიშჩა როგორი უნდა ფიდერს? თუ არ უნდა საერთოდ?

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 16 2009, 20:18

მონადირე
როგორ არ უნდა, უბრალი ფსკერული ვარიანტის ნებისმიერი ჯოხი წავა,
რა თქმა უნდა ფროფესიონალურ დეტალებს თუ არ გულისხმობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 17 2009, 10:25

მოკლედ, "ჩაინიკი" ვარ თევზაობაში newsmile05.gif

ფსკერულის ჯოხს რას ეძახიან? ტელესკოპი ხომ ტივტივიანი ანკესის ჯოხს ჰქვია?


ყველაფერს ჯობია ბიძინას მივაკითხო მაღაზიაში, თორემ აქ შეკითხვები მექნებაა, გამაგდებთ კიდეც ფორუმიდან newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ვიტო Jul 17 2009, 11:52

მონადირე

ციტატა(Zvikius @ 17th July 2009 - 09:25 AM) *
ფსკერულის ჯოხს რას ეძახიან? ტელესკოპი ხომ ტივტივიანი ანკესის ჯოხს ჰქვია?

გლეხურ ენაზე ფსკერულად იხმარება ნებისმიერი ტელესკოპური ჯოხი რომელიც შედარებით დიდ
დატვირთვას უძლებს, ანუ მძიმე ტევზზეა გათვლილი...
ტელესკოპური კიდე შეიძლება ნებისმიერ ჯოხს უწოდო რომელიც გასაშლელია,
მაგრამ იქაც არის რა თავისი დაყოფები newsmile045.gif

ციტატა(Zvikius @ 17th July 2009 - 09:25 AM) *
ყველაფერს ჯობია ბიძინას მივაკითხო მაღაზიაში

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 6 2009, 00:01

T A M P L I E R

შენა და ამას გრუზი აღარ უნდა ხო ??? თუ უნდა ??

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 6 2009, 17:45

ამას არ უნდა უკეთია თავისი საკმარი გრუზი თან კორმასაც ხო აქვს გრუზი

პოსტის ავტორი: levan Oct 9 2009, 20:55

ფიდერს ისევ პვა პარკი მირჩევნია

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 9 2009, 21:20

ფიდერი მაგარი რამეა, მე მომეწონა.

პოსტის ავტორი: sergeevich Nov 17 2009, 23:18

კარგი საკვებურები გავაკეთე ფოტოლენტის სავი ყუთებიდან და ძველი მიკადოს ტელესკოპის პირველი "კალენიდან". საძირავი კაბელის ტყვია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 17 2009, 23:21

ნახვრეტიანი??სურათი გექნება

პოსტის ავტორი: sergeevich Nov 17 2009, 23:30

კი ნახვრეტიანი პლასმასები და ანკესის მუხლისა კიდენა 9 ცალი ოვალური ჭრილით მაგარი საკაიფოებია. ერთი ამ სურათების ატვირთვის პრობლემა უნდა მოვაგვარო და მერე დავყრი სურათებს, ეხლა ვერ დავდებ ტექ. მიზეზების გამო. small3d029.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 17 2009, 23:31

ოკ. ველით სურათებს

პოსტის ავტორი: triglit Nov 18 2009, 11:10

მოგესალმებით. მეგობრებო "ფიდერით" თევზაობა არის კლასიკური ბრიტანული ფსკერზე ჭერის მეთოდი, რომელსაც ასეთი მცირე ზომის პოსტი არ ეკადრება მგონია. ტამპლიერს ვთხოვ მოიძიოს მეტი მასალა და დაამატოს, რადგან იმათ ვინც არ იცის ეგ რა არის საფუძვლიანი წარმოდგენა ჰქონდეს. მე მხოლოდ 3-ჯერ ვითევზავე ამ მეთოდით (სხვისი ჯოხებით) შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ფაქტიურად უნივერსალურია ფიდერის ანკესი თავისი "კვივერტიპებით" არსენალში. რაღაც მომენტში შეგიძლია ტივტივაც ჩაანაცვლო და ჩვეულებრივი ფსკერული ჯოხიც. ძალიან ბევრი სტატიები და მოსაზრებები მაქვს მაგაზე გადაკითხული და ასე რომ შემიზლია "ლინკებით" დაგეხმარო. არსებობს კიდევ "დაბალი ტესტის" და შედარებით მოკლე ფიდერები, იგივე "პიკერი", მგონი ეგეც ამ თემაში იქნება ჩასართველი.

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 20 2010, 11:52

ცოტა დავაგვიანე, ეს ჩემი ფირმის საკვებურები.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 22 2010, 22:21

sergeevich
კარგებია ძალიან მარა ზაცეპს რო წამოედოს არ მოძვრება კარმუშკა??

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 22 2010, 23:21

თეთრი რგოლები რომ ჩანს, რასაც მავთული უჭირავს ყოველი შემთხვევისათვის წებოზე დავსვი და მკვიდრათაა დაფიქსირებული. შარშან ვითევზავე მაგეებით და რავიცი გაამართლა. ისე თუ მკვდარ ზაცეპში მოხვდა ეგ კი არა დონკის 80-100 გრამიანი გრუზები წყდება 0,5 ასნავნოი ძუაზე. იმ ფოტოლენტის ყუთის საკვებურს 1 კარგი თვისება აქვს, პადსეჩკისას კარგად ამოდის ზედაპირზე და ზაცეპის შანსიც მცირდება.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 22 2010, 23:26

sergeevich
კარგია მაშინ ,იმიტომ ვიკითხე რო მეც გავაკეთე ოღონდ სეტკისგან და მიძვრებოდა ზაცეპებში ეგრევე

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 22 2010, 23:31

სეტკისაგან არ მიცდია ჯერ, მამენტ ტბაზე არც არის საჭირო ჩემი აზრით სეტკა, პლასმასი უფრო მოსახერხებელია. თანაც ჩვენთან მდინარეებზე დინებაზე ცოტა მაგარი პრობლემატურია ფიდერი, ყველგან ქვიანი ფსკერია თითქმის და ზაცეპის რამხელა შანსებია თვითონაც იცი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 23 2010, 00:47

ზაცეპი ჩვენი ტკივილია .მერე გადავუღებ სურათს განახებ

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 23 2010, 17:33

საინტერესოა, ველოდები.

პოსტის ავტორი: LUI48 Jan 24 2010, 14:22

http://www.radikal.ru

აი კიდევ ერთი ფიდერის ვარიანტი

აი როგორ მზადდება სახლის პირობებში კარმუშკა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

 

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აი ესაა newsmile071.gif newsmile071.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jan 24 2010, 21:22

ამდენ წვალებას 2-3 ლარი ღირს უბრალო საკვებური..

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 24 2010, 21:30

LUI48

კარგია მაგრამ საწვალებელი ჩანს, თუ გაიწაფები და დაამუღამებ ძალიანაც საკაიფოა, თუ არადა იყიდი და ეგ არის რა, ისე მე მომწონს შემოქმედებითი ადამიანების საქმიანობა, თავად გაგიკეთებია? საინტერესოა პრაქტიკაში რამდენად მარტივი გასაკეთებელია, ისე მარტივი ჩანს ძალიან

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 25 2010, 11:54

FISHING CLUB
ნიკაP&A
რატო ტო, მგონი ძალიან მარტივი ასაწყობია და ერთ ჯერზე კაცი 20 ცალამდე ააწყობს და სანერვიულოც არ გექნება კაი ხანი
რომ ზაცეპებმა რამე წაგართვეს, ყოველთვის გექნება რეზერვი, მგონი 5 წუთიც არ უნდა ამის გაკეთებას, ერთხელ გააკეთებ და კარაქივით
წავა.
მასე ტყვიების ყიდვაც შეიძლება მაგრამ ხალხს სახლში დაზაკრუკება ურჩევნია

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 25 2010, 17:09

ყიდვა კი შეიძლება მარა არც ჩემი კარმუშკებია ცუდი, თუ კაცს არ ეზარება ჩალიჩი და მასალები გაქვს ყიდვა რაღა პონტია? მითუმეტეს ფოტოლენტის ყუთებიდან გაკეთებული კარმუშკები არაფრით არ ჩამოუვარდება მაღაზიისას თანაც დამზადებას რამდენიმე წუთი უნდა, მოკლედ კაცია და გუნება რა.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Feb 20 2010, 20:05

ციტატა(sergeevich @ Jan 25 2010, 18:09) *
ყიდვა კი შეიძლება მარა არც ჩემი კარმუშკებია ცუდი, თუ კაცს არ ეზარება ჩალიჩი და მასალები გაქვს ყიდვა რაღა პონტია? მითუმეტეს ფოტოლენტის ყუთებიდან გაკეთებული კარმუშკები არაფრით არ ჩამოუვარდება მაღაზიისას თანაც დამზადებას რამდენიმე წუთი უნდა, მოკლედ კაცია და გუნება რა.




ფოტოლენტას თავისებური სუნი აქვს და ეს სუნი ვითომ არ დააფრთხობს თევზს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 21 2010, 11:08

ნიკაP&A
დროთა განმავლობაში გასდის ეგ სუნი.მაგ სუნს მემგონი ლენტა ქმნის

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 26 2010, 21:18

sergeevich
აი ესენია რო გეუბნებოდი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sergeevich Feb 27 2010, 13:50

ციტატა(T A M P L I E R @ Feb 26 2010, 22:18) *
sergeevich
აი ესენია რო გეუბნებოდი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


მშვენიერია, მგონი არაფრით არ ცამოუვარდება ქარხნულებს. ისე მეტალის ბადისაგან ჯერ არ დამიმზადებია. ვფიქრობ მტკვრის ვარიანტების დამზადებას, ოთხკუთხედი ან სამკუთხედი ფორმის მძიმე, 60 გრ იანი საძირავით. როგორ ფიქრობ იმუშავებს სწრაფ დინრბაში?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 27 2010, 18:41

sergeevich
საერთოდ დინებაში ფიდერით ტევზაობასთან რაღაც მწყრალად ვარ მგონია რომ უსწრაფესად გარეცხავს ყველანაირ პრიკორმკას

პოსტის ავტორი: sergeevich Feb 27 2010, 22:45

მეც ეგრე მგონია მაგრამ არის ვარიანტები, მაგალითად დახურულ კარმუშკაში კოპტონის ნაჭერი. რას იტყვი?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 2 2010, 18:01

sergeevich

ციტატა(sergeevich @ 27th February 2010 - 23:45) *
მეც ეგრე მგონია მაგრამ არის ვარიანტები, მაგალითად დახურულ კარმუშკაში კოპტონის ნაჭერი. რას იტყვი?

აზრიანია ძალიან მალეც არ გარეცხავს და კარგა ხანს იმუშავებს

პოსტის ავტორი: zurikela Mar 3 2010, 08:42

მოგესალმებით,.
.ვისაც რუსული გესმით მოგცემტ ერთ საიტს სადაც დაწვრილებით გიხსნიან ფიდერის გამოყენებას...მეორე ვიდეოსშია.http://dokkino.ru/292-jenciklopedija-rybolova.-fider-jeto-prosto.html

პოსტის ავტორი: dj_bebero Mar 31 2010, 14:47

რა გასვლებში ყოქფილა აქ ხალხი თავი რიბაკი მეგონა newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Mar 31 2010, 15:30

მე მაქვს დინებაში სათევზაო ფიდერი, საღამოს სურათებს დავდებ. მარტივი ასაწყობია.

პოსტის ავტორი: Hecht Apr 8 2010, 19:19

რამე რეცეპტს მაგალითისთვის რო გავაკეთო ხვალე თბილისის ზღვაზე მინდა მოვსინჯო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 8 2010, 21:39

დაფქული კოპტონი, ქატო, პურის გული და რაზეც თევზაობ ის (ჭიაყელა, სიმინდი და ა.შ.)

პოსტის ავტორი: Hecht Apr 8 2010, 22:08

გაიხარე დიდი მადლობა newsmile05.gif

ხოდა მგონი დღეს შენ მაღაზიაში ვიყიდე რაღაც ტყვიები და კარაბინები newsmile035.gif newsmile05.gif
და ქატო სად ვიყიდო ბაზარში არის ყველგან?

პოსტის ავტორი: Rniko Apr 21 2010, 16:17



იქნებ ვინმემ მითხრას აუცილებელია ფიდერის ჯოხი ? რომ ეს ავაწყო? ანუ ფიდერის ჯოხზეა ეს განკუთვნილი? არ შეიძლება ვთქვათ დომკის ჯოხს მოვაბა და შემდეგ ნემსკავები ?

პოსტის ავტორი: dantist Apr 26 2010, 20:37

ციტატა(Rniko @ Apr 21 2010, 17:17) *


იქნებ ვინმემ მითხრას აუცილებელია ფიდერის ჯოხი ? რომ ეს ავაწყო? ანუ ფიდერის ჯოხზეა ეს განკუთვნილი? არ შეიძლება ვთქვათ დომკის ჯოხს მოვაბა და შემდეგ ნემსკავები ?



ფიდერის ჯოხი აუცილებელია, რადგან თვითონ თევზაობის ამ მეთოდის განუყოფელი ნაწილია ე.წ. ქვივერტიპი ანუ ელასტიური სპეციალური ბოლოვანა, რომელიც ჯოხის ბოლოს მაგრდება და წარმოადგენს კიდეც თევზის დარტყმის სიგნალიზატორს. მის გარეშე ფიდერით თევზაობა თავის დედა აზრს კარგავს. ასე რომ ამ სტილით თევზაობისთვის შექმნილია სპეციალური ჯოხების მთელი ასორტიმენტი, რომლებსაც მოჰყვება თან ბოლოვანების ნაკრები - როგორც წესი სამი განსხვავებული ელასტიურობის. გარდა სპეციალური ჯოხისა, ფიდერით თევზაობას ესაჭიროება მთელი რიგი აქსესუარები, რაზეც თუ დაგაინტერესებს შემიძლია გიამბო.
მე აქ ახალი ვარ და ცოტა გაშინაურება მჭირდება.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 20:56

dantist
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე,

ვატყობ იცი რასაც ამბობ და სრულიად გეთანხმები მაგარამ იმაშიც ვერ ვხევავ ცუდს თუ უბრალოდ კარმუშკად გამიყენებს ადამიანი ფიდერს

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 21:27

ციტატა(Hecht @ Apr 8 2010, 23:08) *
გაიხარე დიდი მადლობა newsmile05.gif

ქატო სად ვიყიდო ბაზარში არის ყველგან?

ქატო იყიდება ნავთლუღში, კალონკასთნ.

პოსტის ავტორი: Rniko Apr 26 2010, 21:36

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 26 2010, 21:56) *
dantist
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე,

ვატყობ იცი რასაც ამბობ და სრულიად გეთანხმები მაგარამ იმაშიც ვერ ვხევავ ცუდს თუ უბრალოდ კარმუშკად გამიყენებს ადამიანი ფიდერს



კი სწორედ მიხვდი მე მინდა რომ ავაწყო უბრალოდ კარმუშკათ რა დომკის ჯოხზე ...

როგორ და რა პრინციპით ავაწყო ხომ ვერ მეტყვით ?

ფიდერი არ მინდა უბრალოდ კარმუშკათ...

პოსტის ავტორი: dantist Apr 26 2010, 22:59

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 26 2010, 21:56) *
dantist
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე,

ვატყობ იცი რასაც ამბობ და სრულიად გეთანხმები მაგარამ იმაშიც ვერ ვხევავ ცუდს თუ უბრალოდ კარმუშკად გამიყენებს ადამიანი ფიდერს


მადლობა. ეს ფორუმი ჩემთვის ახალი აღმოჩენაა, რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს. მიხარია რომ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არის ასეთი ადგილი.
რაც შეეხება კარმუშკის გამოყენებას უბრალო დონკაზე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირველად მეც სწორედ ეგეთი საკვებურა მივაბი ჩემს დონკებს. უბრალოდ მათო ეფექტურობა საეჭვოა, თანაც ისინი ძირითადად მონიკელებულია და ჩემი აზრით წყალში საეჭვოდ გამოიყურება. ნამდვილი ფიდერის კარმუშკები ყველა მუქი ფერისაა. უბრალო კოპტონის დონკა (ზღარბი) ბევრად უფრო ეფექტურია ჩვენს წყლებში. პრინციპში კოპტონის ნაჭერი ხომ ამ შემთხვევაში კარმუშკის როლს ასრულებს.

ციტატა(Rniko @ Apr 26 2010, 22:36) *
კი სწორედ მიხვდი მე მინდა რომ ავაწყო უბრალოდ კარმუშკათ რა დომკის ჯოხზე ...

როგორ და რა პრინციპით ავაწყო ხომ ვერ მეტყვით ?

ფიდერი არ მინდა უბრალოდ კარმუშკათ...


შენთვის ყველაზე მისაღები ასეთ სიტუაციაში უნდა იყოს ე. წ. MEТHOD კარმუშკით თევზაობა. დაგუგლე ამ სიტყვით ინტერნეტში და კველაფერი გასაგები გახდება. მე ჯერ არ ვიცი ლინკების დადება ,თორემ დაგეხმარებოდი (არ დამცინოთ). ამ წესით თევზაობისას არ არის აუცილებელი სპეციალური ჯოხი. შედეგად გექნება სწორად აწყობილი ინკესი და კარგი შედეგები. თუ MEТHOD კარმუკას ვერ იშოვი, იყიდე გრუზიკიანი პრუჟინა შიდა მილით (არის მაგელანშიც და მოგზაურშიც) და ის მოაბი. წარმატებები.
თუ რამე გაჭირდა დაწერე.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 23:04

მონიკელებული საკვებური მგონი არ უნდა იყოს პრობლემა რადგან ის ნიკელი სარკის ფუნქციის მატარებელია და მზეზე რო ბრწყინაბს წყალში იმ გარემოს აირეკლავს რაც დახვდება იქ,მთავარიაიმ საკვებურში რას ჩაყრი თორე ისეთი არომატიზატორებია შემოსული თევზი სულ თვალებს დახუჭავს და ისე მივა საკვებურთან.
ეს არის ჩემი გაკეთებული საკვებური კუმისზე ხმარების მერე ისეთი კამუფლირება მიიღო რო ვერანაირი თევზი ვერ დაინახავ
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: dmoral Apr 26 2010, 23:47

აი მონიკელებასთან დაკავშირებით100% -იანი ხარ. შარშანწინ ვსინჯე შაორზე ფსკერულით მაგდაგვარი(მონიკელებული) საკვებურით და იმ ჯოხზე შედეგი-0. სხვებზე ძნელად ,

მაგრამ ცოტა მაინც დავიჭირე. ღამით უფრო შედეგიანი იქნება. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Irakli_13 Apr 27 2010, 14:32

ციტატა(dantist @ Apr 26 2010, 23:59) *
შენთვის ყველაზე მისაღები ასეთ სიტუაციაში უნდა იყოს ე. წ. MEТHOD კარმუშკით თევზაობა. დაგუგლე ამ სიტყვით ინტერნეტში და კველაფერი გასაგები გახდება. მე ჯერ არ ვიცი ლინკების დადება ,თორემ დაგეხმარებოდი (არ დამცინოთ). ამ წესით თევზაობისას არ არის აუცილებელი სპეციალური ჯოხი. შედეგად გექნება სწორად აწყობილი ინკესი და კარგი შედეგები. თუ MEТHOD კარმუკას ვერ იშოვი, იყიდე გრუზიკიანი პრუჟინა შიდა მილით (არის მაგელანშიც და მოგზაურშიც) და ის მოაბი. წარმატებები.
თუ რამე გაჭირდა დაწერე.


ვეთანხმები დანტისტს ... მძლავრ ანკესებზე უჯობესია "მეთოდ ფიდერის" გამოყენება.

ეგ მონტაჟი უკვე კარგა ხანია აპრობირებულია და ძალიან ეფექტურადაც მუშაობს.

მემგონი ეგ სურათი უკვე დევს აქ ფორუმზე თუმცა კიდევ ერთხელ დავპოსტავს ... მე პირადათ საკმაოდ ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru\

http://www.radikal.ru

ბოლო სურათზე სხვა ფიდერია გამოყენებული თუმცა მუშაობის პრინციპი იგივეა აქაც. ერთი განსხვავებით ... ზედა მონტაჟი ფიქსირებულია ქვედა კი მცურავი.

პოსტის ავტორი: dantist Apr 27 2010, 20:23

ესეც ლინკი MEТHOD-ზე

http://www.gachok.com.ua/bila-riba/korop/426-sportivnay-lovly-karpa-method.html

http://www.vseofishing.net/engmet.html

მაგრამ ეს მეთოდი მაინც კარპფიშინგის სფეროდან არის, აქ კი მემგონი თემაა ფიდერით ანუ ქვივერტიპით თევზაობა

პოსტის ავტორი: axalbeda34 May 28 2010, 11:27

ფიდერი პლასმასზე რომ არ დამაგრდეს და პირდაპირ ლესკაზე დამაგრდეს არივარგებს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 28 2010, 11:30

ალბათ პლასმასის მილზე საუბრობ ეგ მილი გადახლართვის საწინააღმდეგოცაა

პოსტის ავტორი: Fuego Jun 1 2010, 16:56

To T A M P L I E R

საკვებურების მთავარ ძუაზე მიმაგრებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ეს აბზაცი უფრო გამოყავი და გაავრცე, იმედია მერე ეგეთი კითხვები აღარ გაუჩნდებათ.

(თუ მაინც გაუჩნდებათ newsmile045.gif )

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 1 2010, 17:04

Fuego
დამწყებს გაუჩნდება მერე დავდებ სურათებს მეტად გასაგები რომ იყოს

პოსტის ავტორი: goxnari Jun 9 2010, 00:03

მაგარი მაინტერესებს ფიდერით თევზაობა და იქნებ აწყობის სქემა დადოთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Quco Jun 12 2010, 10:09

რამე საკვებურას რეცეპტი დაწერეთ რა ვერ მივაგენი თემას სადმე თუა აქ გახსნილი :(

პოსტის ავტორი: goxnari Jun 21 2010, 04:23

ბრატცი დადეთრა აწყობის სქემა.,,ანუ ძუიდან დაწყებული ნემსკავით დამთავრებული როგორ იწყობა,,წინასწარ მადლობაhttp://ge.smiles.26l.com/smile.79731.html

პოსტის ავტორი: ij18e Jun 21 2010, 14:02

ასეთ აწყობილზე იჭერენ კაპარჭინას და კობრსაც

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 22 2010, 22:39

goxnari
პირველ გვერდზე დევს მთლიანი სურათი

პოსტის ავტორი: goxnari Jun 23 2010, 15:16

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 22 2010, 23:39) *
goxnari
პირველ გვერდზე დევს მთლიანი სურათი

გაიხარეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: დიტო Jun 23 2010, 23:06

ისე დავიწყე ფიდერზე თევზაობა და ამართლებს ხო იცი,არადა სკეპტიკურად უყურებდი ამ რაღაცეებს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 23 2010, 23:27

დიტო
ფიდერით დაიწყე თუ უბრალოდ საკვებურას ხმარობ?

პოსტის ავტორი: goxnari Jun 24 2010, 01:13

მეც მაგარი დავინტერესდი და უეჭველი მივხედავ მაგ საქმესnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: დიტო Jul 6 2010, 13:14

T A M P L I E R
ისე კაი დროს გიპასუხე მარა ახლა ვნახე,ვხმარობ საკვებურას 30 გრამიანს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 6 2010, 13:39

დიტო
newsmile090.gif newsmile090.gif ეტყობა ჩაგეძინა ამდენ ხანს newsmile087.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

შედეგი თუ გაქ1ვს რამე

პოსტის ავტორი: დიტო Jul 6 2010, 14:31

არა უშავს ნიკოლოზ,ყველაზე მეტად საკვებურზე ამართლებს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 6 2010, 14:32

დიტო
რა სმესი გქონდა საკვებურაში
მოყევი როგორ იყო რა

პოსტის ავტორი: დიტო Jul 6 2010, 14:35

მარტო კოპტონიც კაია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 6 2010, 14:52

დიტო
კაცო შენ ის დაწერე რა და როგორ გააკეთე და როგორ დაიჭირე

პოსტის ავტორი: დიტო Jul 6 2010, 15:02

ვააა გაუკეთე საკვებურა თავისი სამაგრით რომელიც სამკუთხედს გავს ბიძინასთან ვიყიდე,შემდეგ მივამაგრე პავადოკი ოღონდ 1 ნემსკავით,აჯობა 1-მა ზაცეპი არ აქვს ისეთი ხშირი,ჩავყარე კოპტონი,ტკბილი სიმინდი,ვანილი და კრახმალი,ზედვე დავასხი საკვებურში ანისულის ზეთი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 6 2010, 15:23

დიტო
შეგიძლია საკვებურას სურათი დადო??

პოსტის ავტორი: დიტო Jul 6 2010, 15:24

სურათს ვერ მაგრამ ისე აგიხსნი არის მრგვალი შავი ფერის სეტკა,ცალი მხრიდან დახურული

პოსტის ავტორი: caizer Jul 14 2010, 20:41

http://www.israfish.com/
საკმაოდ კარგი საიტია, ბევრი თემა დახვეწილია

აი კიდევ, ეს საიტი ძირითადად ფიდერზეა
http://salapin.ru/index.html

პოსტის ავტორი: Fox Sep 4 2010, 22:53

და დონკისთვის როგორი საკვებურის გამოყენებაა მიზანშეწონილი? და ტბაზე ყველაზე გავრცელებული კორმის რეცეპტს ხოვერ დამიწერთ? მართალია ყველას თავისი საიდუმლო ექნება მაგრამ მე ვერაფრით შეგეცილებით თევზაობაში newsmile05.gif ( ჯერჯერობით ) newsmile035.gif ჯერჯერობით თეორიულად ვსწავლობ თევზაობას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: LUI48 Mar 6 2011, 22:16

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 6 2011, 22:24

LUI48
კარგი სურათია
თუ არ ვცდები ეს ცოცხალი საკვებისთვის არის(თეთრი ჭია)

პოსტის ავტორი: იაშკა May 21 2011, 16:17

http://www.youtube.com/watch?v=nbaEIjKyttc

პოსტის ავტორი: Caldera Aug 6 2011, 00:00

ციტატა(nika @ 16th May 2009 - 19:02) *
ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზაობის სიზუსტეს, ამისათვის ორიენტირად შეგვიძლია ავიღოდ მოპირდაპირე ნაპირზე არსებული ბოძი, ხე ან რაიმე უძრავი ობიექტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში . . . . (მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ))) ალბათ მარკერს ჩავაგდებ). ასევე სასურველია ერთი და იგივე დისტანციის დაჭერა, ამისათვის დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე.


ყველაზე ნაღდია პლასმასის ბოთლს სიმძიმე მოაბა და ღუზა გააკეთო, წყალში შეცურო და სასურველ ადგილზე ჩაუშვა

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 20 2012, 17:12

ფიდერით თევზაობის მოყვარულთა საყურადღებოდ---სექტემბრის შუა რიცხვებში(თარიღი დაზუსტდება) იგეგმება პირველი "2012 წლის კლუბთაშორისი პირველობა ფიდერით თევზჭერაში".ტურნირს ექნება პირადი პირველობის სახე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.ტურნირი ჩატარდება ან წალკაში ტბაზე ან რუსთავის პარკის არხში.


წელს ტურნირი ჩატარდება სამოყვარულო დონეზე, თუმცა დროთა განმავლობაში მას მიეცემა სპორტული შეჯიბრის სახე და შესაბამისად გამკაცრდება წესებიც.

2012 წლის ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
2. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
3. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
4. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
5. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
6. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
7. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერული ტიპის მონტაჟი, მათ შორის მეთოდ-ფიდერიც (ეს წესი დროთა განმავლობაში გამკაცრდება).
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით.
9. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
10. დაჭერილი თევზის მოსათავზებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი ბადისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს (ნუ მცირე გამონაკლისის გარდა )

შემდგომში მოგაწვდით უფრო დაზუსტებულ ინფორმაციებს.ორგანიზებას უწევენ ფიშერ.გედან -დენტისტი- ანუ თენგო და ქლუბ მონადირედან სალამანდრა ანუ ზურა რომელიც ეხლა რუსეთში ცხოვრობს ჩამოდის სექტემბრისთვის და მისი დიდი სურვილია ამ ტურნირის ჩატარება.ჩვენც ვეხმარებით საორგანიზაციო საკითხებში და გვინდა საყოველთაო და ყოველწლიური გავხადოთ ეს ტურნირი.ფაქტიურად საქართველოს ჩემპიონატს ეყრება საფუძველი.ძალიან გაგვიხარდება და აუცილებელიც არის ყველა კლუბდან თუ მიიღებს ხალხი მონაწილეობას.თენგომ მე მთხოვა აქ მომეწოდებინა ეს ინფორმაცია.
მსურველებს გელოდებით newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
იმედია ადმინები არ მიწყენენ ამ ინფორმაციის დაანონსებას,იმიტომ რომ ეს არის საერთო ტურნირი და არა შიდასაკლუბო ტურნირი. newsmile05.gif
პატივისცემით: მალხაზ მახარაშვილი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 21 2012, 21:07

საოცარია--ფიდერით თევზაობა არავის აინტერესებს აქ??

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 23 2012, 11:05

+100

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 28 2012, 11:41

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge, club-monadire.ge-ს მხარდაჭერით აწყობს საქართველოში პირველ კლუბთაშორის შეჯიბრებას ფიდერით თევზჭერაში.

ტურნირის სახელწოდება: "2012 წლის კლუბთაშორისი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 16 სექტემბერი.

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი.

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება თევზის სპორტული ფსკრული ანკესით (ფიდერით) ჭერაში

ტურნირის მიზანი:სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მეთევზეთა შორის გამოცდილების გაზიარება


შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ტიპის საკვებურით აღჭურვილი მონტაჟი. ნებადართულია თევზაობა მეთოდ-ფიდერით, რომელიც მიმაგრებულია ინ-ლაინ წესით. მეთოდ-საკვებურას ღრუ მიმაგრება აკრძალულია.
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი.

ტურნირის განრიგი:

7:00 მონაწილეთა შეკრება შეჯიბრების ადგილზე;
7:30 კენჭისყრა და მონაწილეთა განაწილება სექტორებში;
8:00 ტურნირის სტარტი
15:00 ტურნირის ფინიში (რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მსაჯთა კოლეგიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტურნირის მსვლელობის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ);
15:30 აწონვა და შედეგების შეჯამება
16:00 დაჯილდოვება

მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე. ამისათვის საჭიროა ამ თემაში დაპოსტოთ თქვენი სახელი, გვარი და (თუ გაქვთ) ნიკნეიმი და ტურნირის ორგანიზატორები მოგათავსებენ ქვეშმდებარე სიაში.
მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება აქ და საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 30 2012, 20:10

maxo06
ნებისმიერი ესეთი თემა შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. ელემენტარული პატივისცემის ამბავია

მით უმეტეს Fisher.ge ს არ უნდა ქონდეს ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 30 2012, 20:31

ზუსტადაც რომ არ არის კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენც ასე გვეგონა,იმიტომაც მთხოვეს რომ აქ დამედო ეს ინფორმაცია,რატომ უნდა გავიდეს ეს ინფორმაცია პრივატული ტელეფონსაუბრის დონეზე არ მესმის.თუ თვლით რომ ამინფორმაციის აქ დადებით უპატივცემულობა გამოვხატე თქვენს მიმართ გთხოვთ რომ წაშალოთ მთლიანად ის პოსტები რაც ამ ინფოს ეხება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 30 2012, 21:24

maxo06
ფორუმს აქვს თავისი წესები და ყველას მართებს მისი დაცვა. მით უმეტეს კიდევ მასამე კლუბის ლინკების და რეკლამების დადება.

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 22:10

http://www.youtube.com/watch?v=HXEsyUhAeeo&feature=player_detailpage

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 31 2013, 22:45

http://www.youtube.com/watch?v=00L5tTHN0ws&feature=player_detailpage

ნახეთ გამოგადგებათ

პოსტის ავტორი: paata71 Apr 2 2013, 14:45

ვიყიდე ფიდერის ჯოხი medium feeder.მოყვა ორი ცხვირი.ერთს აწერია 1ოზ მეორეს 2ოზ.რა ზომის საკვებურის ხმარება შეიძლება იქნებ მითხრათ.

პოსტის ავტორი: i.gor Apr 3 2013, 00:04

paata
1ოზ ნიშნავს 1 უნციას რომელიც არი დაახლოებით 28,5გრ .შესაბამისად საკვებურა არ უნდა აღემატებოდეს ამ წონას.

პოსტის ავტორი: paata71 Apr 3 2013, 05:53

მადლობ.გასაგებია

პოსტის ავტორი: maxo_987 Apr 20 2013, 22:30


http://postimg.cc/image/4h13d7lol/


დგეს გავაკეთე იმედია არ დააფრთხობს თევზს D.gif პირველის კვალობაზე რას იტყვით?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 3 2016, 12:25


http://postimg.cc/image/soy952km7/

http://postimg.cc/image/sdle61tjz/

http://postimg.cc/image/t4e4btvxb/
დღეს გავაკეთე მემგონი კაი გამოვიდა, მდინარეში მინდა ვსინჯო თუ გაამართლებს.

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 3 2016, 14:45

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

კარქია მალადეცები small3d018.gif მაგრამ რაცხა დიდი მეჩვენება ამას ერთი კილო საკვებურით ვერ გაავსებ xexe.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 3 2016, 16:35


http://postimg.cc/image/eu4k0cfkv/
ესეც უფრო პატარა ამას ნახევარი კილო დაჭირდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 9 2016, 19:37

სალამი, გავტესე ფიდერი მაგრამ არ მომეწონა ცოტა უფრო მსხვილ ნახ**ეტებიანი სეტკა უნდა ვსინჯო, ამაში ერთხელ რო ჩავტენე მთელი თევზაობა მეყო. ვერ ჭამს თევზი და ვერს წყლის დინება აცლიდა მოზელილ სატყუარას.

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 13 2016, 20:55


http://postimg.cc/image/64u10dckf/

http://postimg.cc/image/4eazyvv1b/
ცოტა დავხვეწე მემგონი ეს უკეთესი გამოვიდა, ცოტა უფრო მსხვილი ,,სეტკით" გავაკეთე.

პოსტის ავტორი: shotaa Apr 13 2016, 21:50

ძირულა
კარგი ხელი გქონია ქარხნულს გავს, რა თევზზე თევზაობ ფიდერით?

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 14 2016, 04:54

ციტატა(shotaa @ Apr 13 2016, 22:50) *
ძირულა
კარგი ხელი გქონია ქარხნულს გავს, რა თევზზე თევზაობ ფიდერით?

წვერაზე. აქ დაჟე მაღაზიაშიც არ იციან რა ხილია ფიდერი. ცოტა აწყობა ვერ დავამუღამე პავადოკზე თორე დანარჩენს ეშველება. :-)

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 14 2016, 14:13

ძირულა

მშვენიერი ნაკეთობაა. ყოჩაღ. რამდენი გრამია?


იქნებ ფოტოები სწორად დადო

პოსტის ავტორი: shotaa Apr 14 2016, 18:30

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=33133images.png
სპორტულ მონტაჟს გირჩევდი.

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 14 2016, 19:59

ციტატა(ჩელე @ Apr 14 2016, 15:13) *
ძირულა

მშვენიერი ნაკეთობაა. ყოჩაღ. რამდენი გრამია?


იქნებ ფოტოები სწორად დადო

არვიცი არ ამიწონია. ისე გრამობა ჩემ ხელში არაა რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ, რაც შეეხება სურათს ვერ დავამუღამე ბოლოში სადაც ლინკი უნდა მოვკოპო იმას არ მიხსნის. პირდაპირ დებს.

პოსტის ავტორი: ძირულა Apr 14 2016, 20:21

http://postimage.org/


პოსტის ავტორი: ძირულა Apr 14 2016, 20:53

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ეს მონტაჟი რამდენად კარგია?

პოსტის ავტორი: ძირულა May 7 2016, 19:56

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
სალამი. ახალი ფიდერი გავაკეთე არ მახსოვს რა ქვია, ინ ლაინ მონტაჟით. კაი გამოვიდა ეხლა დიზაინის დახვეწა უნდა და ეგაა. მდინარეზე რამდენად გამოდგება ერ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: ძირულა May 7 2016, 20:21

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ოთო. May 7 2016, 21:00

ძირულა
წონა რამდენი აქ? დიდი მეჩვენება.

პოსტის ავტორი: ძირულა May 7 2016, 21:23

60 გრამია. დიდი რა ქათმის კვერცხის ხელაა სულ, კვერცხი ავიღე ყალიბათ

პოსტის ავტორი: avto1990 Apr 24 2018, 11:40

გამარჯობათ, ფლეტით ვაპირებ თევზაობას და ეს ინვენტარი შევიძინე რას ფიქრობთ ნორმალური ბრენდებია?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)