თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ ანკესი ტივტივათი სათევზაოდ

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 23 2009, 21:17

ხალხნო ფოურმზე 41 კაცი ტივტივათი თევზაობს და კაციშვლის არ დაუწერია როგორი ანკესია კარგი ამისთვის , ანუ როგორი ჯოხია უკეთესი ? ( შტეკერული თუ ტელესკოპური) როგორი ძუაა უკეთესი ? როგორი კოჭა ? ნუ ტივტივები ყველა ადგილისთვის და პირობისთვის სხვა იქნება, ასევე სატყუარები? რა თევზზე უნდა ითევზაო ამით, როდის? რა პიობებში? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 23 2009, 21:49

ციტატა(geojorjika @ Nov 23 2009, 22:17) *
ხალხნო ფოურმზე 41 კაცი ტივტივათი თევზაობს და კაციშვლის არ დაუწერია როგორი ანკესია კარგი ამისთვის , ანუ როგორი ჯოხია უკეთესი ? ( შტეკერული თუ ტელესკოპური) როგორი ძუაა უკეთესი ? როგორი კოჭა ? ნუ ტივტივები ყველა ადგილისთვის და პირობისთვის სხვა იქნება, ასევე სატყუარები? რა თევზზე უნდა ითევზაო ამით, როდის? რა პიობებში? newsmile05.gif

ჩემი მოკრძალებული აზრით .............ჯოხს რაც შეეხება........გააჩნია რაზე თევზაობ......? მაგალითად ლოქოზე ჭანარზე შტეკერული.......... newsmile090.gif კოჭას რაც შეეხსბა ყველაზე მარტივი კლასიკური.........! ძუის ნებისმიერი სისქის და ნუმერაციის უპირატესობის საკითხს მე ადგილზე, გაწყეტაზე ტესტით ვარჩევ. რაცმთავარია ტივტივა ყველაზე კარგი და უნივერსალური..... შამპანიურის საცობისგან საკუთარი ხელით გამოთლილი და სანთებელით შერუჯული თუ გაშავებულია......!!!! ასევე ინდაურის და ბატის ფრთასაც არაუშავს.......ეს ორი სახეობა მდინარეზეც კარგია და ტბაზეც.....სატყუარას რაც შეეხება მეთვითონაც ვსწავლობ ჯერ და კიდევ ბევრი წელი მოვუნდები ................ ასერომ არ გავკადნიერდები და ჩემს აზრებს აღარ მოგახვევთ............... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 23 2009, 23:24

PREDATOR

ციტატა(PREDATOR @ 23rd November 2009 - 22:49) *
.ჯოხს რაც შეეხება........გააჩნია რაზე თევზაობ......? მაგალითად ლოქოზე ჭანარზე შტეკერული.


მოიცა მდინარეზე ღორჯოზე რომ ტევზაობ შტეკერული არ წავა? ან იმ შტეკერულს რამხელა უნდა ქონდს სიგრძე? ტესტი სატყუარებზე? ტესტი ძუაზე? როგორი წყობის უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 24 2009, 16:26

ციტატა(geojorjika @ Nov 24 2009, 00:24) *
PREDATOR


მოიცა მდინარეზე ღორჯოზე რომ ტევზაობ შტეკერული არ წავა? ან იმ შტეკერულს რამხელა უნდა ქონდს სიგრძე? ტესტი სატყუარებზე? ტესტი ძუაზე? როგორი წყობის უნდა იყოს?

დაცა დაიცა ნუ დამაბნიე.......... newsmile090.gif ღორჯოზე თევზაობის Dროს შტეკერული ანკესი რადგინდა.........? ჯერ ეგერთი შტეკერული .........................მძიმეა............... მერე ძვირია მესამეც მე რომ ჩამოვეკიდო მეც გამიძლებს და ახლა ღორჯოზე რადგინდა..?...... newsmile090.gif ძუას რაც შეეხება მიახლოებით ხომ იცი რა წონის თევზებზე თევზაობ... შენთვის მისაღებ სისქეს შეარჩევ მერე ერთ ბოლოს ჯოხზე მიაბავ და გაწყვიტავ რომ ნახო ეგრევე ხომარწყდება.....წესით ნებისმიერი ნუმერაციის ძუის გაწყვეტა უნდა გაგიჭირდეს. ესე ვამოწმებთ ძუას იმერეთში. newsmile090.gif
სატყუარაზე ტესტი მეარგამიგია რამოგახსენო......... newsmile090.gif როგორი წყობის უნდაიყოს რა.......? ვერგავიგე. მაგრამ შტეკერული ანკესი მინახია -2- სახის ჩვეულებრივი "კოლცოებით" და მეორე ნაირს არვიცი რაქვია....ანკესის ტანი იყო კონუსური ტრუბასავით დაძუა კოჭადან შიგნით ანკესში შედიოდა. და "კოლცოები" სულ არ ქონდა.ოღონდ ეგ ანკესი ძალზედ დიდი წონებისთვის არის.

პოსტის ავტორი: Fuego Dec 2 2009, 09:55

ტივტივაზე თევზაობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვიდან ჩანს. საქმე იმაშია, რომ არამტაცებელი თევზი (მეორენაირად თეთრ თევზსაც ეძახიან) ბევრად ფრთხილია მტაცებლებზე. ამიტომაც ყველაზე მცირე განივკვეთის ძუებს ძუსტად ტივტივათი და ყინულქვეშ მოთევზავეები იყენებენ. (იქ სხვა პრობლემაა - წყლის ზედმიწევნითი გამჭირვალობა.) რაც შეეხება ღორჯოს, მისი მტაცებლური ბუნებიდან გამომდინარე ძუის სისქე გადამწყვეტი არაა, აგრეთვე ჯოხის სიგრძეც ნაკლებადაა აქტუალური, რადგანაც ძირითადად ღორჯო თავთხელში (ნაპირთან ახლოს) ცხოვრობს, ამიტონ შეაიჩიე ჯოხის სიგრძე კონკრეტული ადგილიდან გამომდინარე.
ისე, ამ ბოლო დროს ბევრი იწერება მიკროჯიგით ღორჯოს ჭერაზე - მე მგონი ბევრად საინტერესო უნდა იყოს. (თუ ვინმე ღორჯოს დამამზადებელ ქარხანაში არ მსახურობს და რაოდენობას არ მისდევს...... newsmile029.gif )

პოსტის ავტორი: ბესო Dec 2 2009, 14:48

ტივტივაზე სათევზაოდ ჯოხს იმის მიხედვით უნდა შერჩევა, თუ რაზე ვთევზაობთ, რა ადგილას ვთევზაობთ და ა.შ.
მაგ: ფოთში, კაპარჭინაზე კეფალის ჭერის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული მეთოდი არის 6-7 მეტრიანი, რგოლების გარეშე, ჯოხებით თევზაობა. ყოველგვარი კოჭის გარეშე.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 22:07

ციტატა(გიორგი @ Dec 6 2009, 20:16) *
+1 newsmile05.gif


კი მარა ამ პლიუსებს ვწერთ და ვართ , სად არის აბა მიკროჯიგით თევზაობაზე რომ უნდა გავენათლებინეთ ამ კაც სპინინგის განყოფილებაშI? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 21 2010, 20:28

geojorjika

newsmile05.gif)) თემას თუ არ გახსნი - თავისით კი არ გაიხსნება newsmile05.gif newsmile05.gif

ტივტივათი სათევზაოდ გინდა შტეკერული ანკესი გამოიყენე და გინდა ტელესკოპური.... ორივეს აქვს თავისი + და -:

ტელესკოპურის პლუსები ისაა, რომ კომფორტულია ტრანსპორტირების დროს. ამ კომფორტში იგულისხმება არა მხოლოდ მცირე გაბარიტები, არამედ ისიც, რომ შეგიძლია მონტაჟის მოუშლელად აკეცო ანკესი. რასაც ვერ იზავ შტეკერულის დროს.... იმიტომ, რომ შტეკერული ანკესი სულ უნდა დაშალო, კოჭაც მოხსნა და ისე შეინახა შალითაში... მაგრამ !!! სამაგიეროთ, საშუალო სტატისტიკური შტეკერული ანკესი ბევრად უფრო მსუბუქი და მგრძნობიარეა ვიდრე ტელესკოპური newsmile05.gif და კაიფიც ბევრად მეტი აქვს თევზაობისას...

რაც შეეხება სიგრძეს, ჩემი აზრით ტივტივათი სათევზაოდ ანკესი უნდა იყოს არანაკლები 4 მეტრისა და მაქსიმუმ სადღაც 5.6-6 მეტრამდე... მეტი გრძელი იდეაში არ უნდა დაგჭირდეს თუ რამე სპეციფიკურ ადგილას არ მიდიხარ სათევზაოდ.....

ტესტიც ასე 3-5 გრამიდან 15-20 გრამამდე ფარგლებში...


პოსტის ავტორი: ვიტო Aug 23 2010, 12:53

მეც დავამატებდი რომ, თუ სტაციონარულად აპირებ ერთ ადგილზე თევზაობას თავისი "პადკორმკით" და ა.შ,
შტეკერული რულეს და საერთოდაც რულეს თუნდაც ადგილის შეცვლა მოგიწიოს.

ვხსნი: მე ყოველთვის თავიდან ვაწყობ ანკესს
ნებისმიერი გადაადგილების დროს, თუნდაც ტელესკოპური იყოს, არც მეზარება და ისედაც მაქსიმუმ 3 წუთს დაკარგავ თავიდან
გაწყობაი, მგონი არც ისე დიდი დროა, ჰამაც "პავადოკს განაახლებ, ჰამაც შეიძლება ადგილის ცვლილების შემდეგ სხვა სიმძიმე, ტივტივა,
კაუჭის ზომა და ა.შ რაღაცეების შეცფვლა მოგიწიოს, ასე რომ შტეკერი მაინც მამაა.

კიდევ ერთს დავამატებდი რომ თითონ რგოლები ტელესკოპურს უფრო მალე უფუჭდება დაკეცვა გაშლაში, უფრო სწორედ
თითონ რგოლების სამაგრები...........

პოსტის ავტორი: dzebisa777 Sep 13 2010, 19:10

გამარჯობათ ხალხო,მე თუ მკითხავთ ძუაც და ჯოხის სიგრძეც სადაც მიდიხარ იმის მიხედვით უნდა აარჩიო.კახეთში ალაზანზე თხილის ჯოხი ყველაფერს მირჩევია,ფენოპლასტისგან გათლილი ძაბრულა ტივტივა ასანთის ღერით.სულ წყვილ-წყვილად მოჰყვება ალაზნურა და მურწა.ტბაზე და წყალსაცავზე ასმეტრიანი კოჭა და 6 მეტრიანი ჯოხი იდეალურია.ძუის სისქეს იმით განსაღვრავ რა წონაზე აპირებ ჩალიჩს

პოსტის ავტორი: ბესო Sep 13 2010, 20:52

ციტატა(PREDATOR @ 24th November 2009 - 17:26) *
ჯერ ეგერთი შტეკერული .........................მძიმეა


თუ არმატურისგან არის დამზადებული შეიძლება და ისე არანაირად არ არის მძიმე.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 10 2011, 18:04

პირველ რიგში უნდა გავერკვეთ ტივტივის რომელ მეთოდს გვინდა მოვკიდოთ ხელი.

ძირითადი სახეობებია :

1. შტეკერი - მარტივად რო ავხსნა ვინც ა იცის ტელევიზორში მაინც დაინახავდა, ერთმანეთზე აწყობილ "ტრუბებს" თავისი როლიკებიანი სადგარით. შტეკერის ჯოხები 5-6 ექვსი მეტრიდან იწყება, ხოლო სპორტული კი ახალი კანონით 13.5 მეტრია (ადრე 15იც იყო.) კოჭა საერთოდ არ გამოიყენება ამ სახეობაში შესაბამისად არც გამტარი რგოლები. ძალიან ეფაქტური სახეობაა, განსაკუთრებით წვრილი თევზის საჭერად, მაგრამ ამავედროს საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია და ამიტომაც ნაკლებად პოპულარულია საქართველოში.




2. "მახი" მახის ჯოხები 3 მეტრიდან იწყება, ტესტი არ უწერია ისევე როგორც შტეკერს. კოჭა და გამტარი რგოლებიც რო არ ჭირდება ეგეც ვიცით ალბათ. ერთერთი ყველაზე მარტივი სახეობაა ტივტივის, გჭირდებათ მხოლოდ ჯოხი რომლის წვერზეც სპეციალურ კონექტორზე მაგრდება დაახლოებით ჯოხის ტარამდე ძუა, (ტივტივით, სადავით და სხვა დანარჩენით) და ეგაა მთელი მოწყობილება. მაგრაამ საოცრად ეფექტური სახეობაა, ერთიდაიგივე ადგილას ვაგდებთ სულ იქიდან გამომდინარე რო ძუის ზომა შეზღუდული გვაქვს და იმავე ადგილს ვკორმავთ და ადრე თუ გვიან ძალიან დადებით შედეგამდე მივდივართ.
ჯოხს ვირჩევით სიტუაციიდან გამომდინარე მაგალითად 3 და 4 მეტრიანი ჯოხი კარგია ნავიდან სათევზაოთ, სტანდარტულ სიტუაციაში 6-8 მეტია საუკეთესო და ა.ს ჯოხები ადის 10-12 მეტრამდე

3. "მატჩი" ინგლისური ტივტივის სახეობა გვჭირდება სპეციფიური მატჩის ჯოხი 3 მეტრიდან 4.5მ ამდე, საუკეთესო ვარიანტია 3.9 - 4.2მ.
მატჩის კოჭა 2000-4000 ზომებში, ოღონდ აუცილებლად ამოვსებული მაქოთი. ძუა 0.10მმ და 0.20მმ ამდე გააჩნია რაზე ვთევზაობთ, ტივტივა : ძირითადათ ვაგლერები თუმცა სხვა სახის ტივტივასაც თუ გამოვიყენებთ არავინ გვეტყვის საყვედურს.
ჯოხის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ შტეკერს. ეცადეთ რო 2 ან 3 მუხლიანი აარჩიოთ.
განსაკუთრებულათ ძლიერია ეს სახეობა დისტანციაზე სათევზაოთ, თავისუფლად შეგიცვლით "ვანკა სტანკას" და რათქმაუნდა ახლოშიც მშვენივრათ მუშაობს.

4. "ბოლონეზე" იტალიური სახეობა რომელსაც ვიცნობთ ყველანი კარგად, და უბრალოდ ტივტივას ვეძახით და გვგონია რო ამ სახეობის გარდა ტივტივა სხვა არაფერს ქვია. ჯოხები იწყება 3მ და 8მ ამდე. კოჭა ნებისმიერი 1000 და 4000 ამდე ზომის გემოვნებით. ძუა 1.00მმ - 0.25მმ მდე. სადავე -0.02 ძირითადს, მაგალითად : 0,20მმ ზე ვაყენებთ 0,18-0,17 სადავეს.

ტივტივა : განუსაზღვრელი ფანტაზიით და გრამაჟით. რათქმაუნდა ეცადეთ ქარხნული წარმოების და გარკვეულად მითითებული გრამაჟის ტივტივები შეიძინოთ. და არა ჩუსტებით გაკეთებული გაურკვეველი წარმოების და გაურკვეველი გრამაჟის....




თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ მზად ვარ ჩემი მცირე გამოცდილება გაუზიარო!

პოსტის ავტორი: Davitus Apr 10 2011, 18:25

ციტატა(FISHING CLUB @ 10th April 2011 - 19:04) *
ჯოხს ვირჩევით სიტუაციიდან გამომდინარე მაგალითად 3 და 4 მეტრიანი ჯოხი კარგია ნავიდან სათევზაოთ, სტანდარტულ სიტუაციაში 6-8 მეტია საუკეთესო და ა.ს ჯოხები ადის 10-12 მეტრამდე


+1000

აი მე ესპანეთში რამხელა ჯოხით ვთევზაობდი, აბა თუ მიხვდები რამდენ მეტრიანი ჯოხია newsmile05.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 10 2011, 18:26

ბოლომდე არ ჩანს, ალბათ ასე 9-10 მეტრამდე

პოსტის ავტორი: Davitus Apr 10 2011, 18:27

FISHING CLUB

11 მეტრი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 10 2011, 18:28

პროსტა რო არ დაიბნეს ხალხი, დავაკონკრეტოთ რო ლაპარაკია "მახის" სტილზე

პოსტის ავტორი: levan81 Mar 23 2013, 19:04

დღეს მაჩუქეს კარბონის ჯოხი, მაგრამ როგორც მერე გავარკვიე საკმაოდ საშიში ყოფილა მოღრუბლულ ამინდში, შეიძლება მეხი დაგეცესო :( რამდენად შეესაბამება სიმართლეს? როგორც ვიცი კარბონის ჯოხები ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და რანაირად თევზაობენ უამინდობაში?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 23 2013, 19:29

levan81

მეხის დაცემის რა გიტხრა მაგრამ, კარგი ელეკტრო გამტარია, სამწუხაროდ, ამ ფორუმზე შეიწირა ერთი კარგი ადამიანი, ქარიან ამინდში გაშლილი ჯოხით, მაღალი ძაბვის გადამცემებს შეეხო შემთხვევით და წრედი რომ შეიკრა, რათქმაუნდა გულმა ვეღარ გაუძლო, გატარებულ ძაბვას

პოსტის ავტორი: levan81 Mar 23 2013, 19:47

Davitus
სამწუხარო ამბავია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

არადა ბუმბულივითაა ეს ჯოხი, დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება. რას ვიზავ, მომიწევს ამინდების შერჩევა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 23 2013, 19:47

Davitus
ისე კორკის სახელირო რომ აქვს არაფერი??

პოსტის ავტორი: kantorski Apr 3 2013, 19:24

ციტატა(geojorjika @ Nov 23 2009, 22:17) *
ხალხნო ფოურმზე 41 კაცი ტივტივათი თევზაობს და კაციშვლის არ დაუწერია როგორი ანკესია კარგი ამისთვის , ანუ როგორი ჯოხია უკეთესი ? ( შტეკერული თუ ტელესკოპური) როგორი ძუაა უკეთესი ? როგორი კოჭა ? ნუ ტივტივები ყველა ადგილისთვის და პირობისთვის სხვა იქნება, ასევე სატყუარები? რა თევზზე უნდა ითევზაო ამით, როდის? რა პიობებში? newsmile05.gif

რაც უფრო მჩატეა უფრო კარგია

პოსტის ავტორი: ilariona Apr 3 2013, 20:49

levan81
ლევან, მოღრუბლულშიც მითევზავია და ქარიანშიც, ხოდა ჯერ ცოცხალი ვარ.

ისე კი, ჭექაქუხილი თუა და ელვა თუა, რა გინდა სათევზაოთ? D.gif წადი სახლში და დალიე ჩაი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 3 2013, 20:51

ilariona small3d018.gif
D.gif

პოსტის ავტორი: levan81 Apr 4 2013, 09:26

ilariona

ციტატა(ilariona @ 3rd April 2013 - 21:49) *
ისე კი, ჭექაქუხილი თუა და ელვა თუა, რა გინდა სათევზაოთ? წადი სახლში და დალიე ჩაი


პრინციპში ეგეც მართალია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 25 2013, 15:16

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 10 2011, 19:28) *
პროსტა რო არ დაიბნეს ხალხი, დავაკონკრეტოთ რო ლაპარაკია "მახის" სტილზე

რა მახი? კატუშკა უყენია

პოსტის ავტორი: Sane May 25 2015, 18:57

ტივტივით თევზაობისთვის ჯოხი მინდა .3,6 -4 მეტრი, კარბონის, ტელესკპური..დაბალი ტესტით. შეგიძლიათ დამილინკოთ ებაიდან და ამაზონიდან 50 დოლარამდე ღირებულების.. http://www.amazon.com/gp/product/B00MQTBCRI/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A382AKSTJTCC93 ამ ჯოხზე რას იტყვით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)