თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ ტივტივები

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 28 2010, 02:37

მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ფორუმზე ვერ ვეღირსე ნორმალურ ინფორმაციას ტივტივების შესახებ, დავიწყე ძებნა ფრანციცულ საიტებზე...
ხოდა არ მეზარება და გაგიზიარებთ რასაც ვკითხულობ...

ვიწყებ "ყრუ" ტივტივებით. ანუ ტივტივები, რომლებიც ყრუდ მონტაჟდება ძუაზე. ვინც, მაინც ვერ გაიგეო - ტივტივები, რომლებიც არ სრიალებს ძუაზე... ანუ დაფიქსირებულია... ფიქსირებულია და უმოძრაო...

ყრუ ტუვტივები შედგება სამი ნაწილისგან...

1. ტივტივას ანტენა -აი ზევიდან რომ არის... აი რომელსაც რომ მისცქერებიხართ - ხომ არ ჩაარტყაო.. ეე მაგი..
2. თავად ტივტივა - ქე რომ ტივტივებს... რო არ იძირება... აი ზოგი რომ მრგვალია და ზოგი რომ ცრემლის ფორმის და ასე შემდეგ... ხოდა ეგა
3. ტივტივას კილი - ქე რომ არ ჩანს.... წყალქვეშ არის და მიტომ არ ჩანს...



ტივტივას ფორმასა და ზომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული მისი ტვირთამწეობა და გამოყენების სფერო (მდინარე, ტბა, დაბალი თუ ღრმა წყალი).

ტივტივას მგრძნობიარობაზე, პაკლიოვკების გადაცემაზე და ზოგადად წყალზე ქცევაზე, სრულ და სოლიდარულ პასუხს აგებენ ტივტივას ანტენა და კილი... კერძოდ კი - მათი სიგრძე და სისქე (ჯერ კიდევ კილზე და ანტენებზე ვლაპარაკობ... სხვა არაფერი იფიქროთ)... რაც უფრო წვრილია ანტენის დიამეტრი - მით უფრო მგრძნობიარეა ტივტივა... ხოლო რაც უფრო გრძელია კილი - მით უფრო მდგრადია იგი წყალში... მდგრადი ანუ ესეიგი უსტოიჩევი რაა.. ანუ ტრაკს არ ათამაშებს და კაცურად ასრულება დაკისრებულ მოვალეობებს...

ტივტივები ფორმის მიხედვით მრავალფეროვანია... ანუ ბევრნაიარია... ჰამაც საკმაოდ... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო რამოდენიმე ძირითადი ფორმა... რამოდენიმე რა, კონკრეტნად 3 ფორმაზეა საუბარი:

1. ტივტივა სწორი და მოგრძო ტანით (ფანქარი, პერო).. აქვთ ყველაზე მცირე წინაღობა ძირვის დროს და შესაბამისად გამოიყენება ფრონცკი თებზაობისას პატარა და ბრთხილ თებზებზე.... მხოლოდ წყნარ და გაჩერებულ წყალზე... ხოდა კიდე ქარი არ უყვარს ასეთ ტივტივებს.... მოკლედ კაპრიზნებია, მაგრამ თუ მალიოკზე თებზაობ - უცვლელია !! მე მაგალითად ხრამულზე ვთებზაობდი ეგეთი 1 გრამიანი ტივტივით ლიპაზე... აი ძაან მაგარი კაიფია...




2. ბურთულებისებური მრგვალი ტივიტვები გამოიყენება ჩქარ და საშუალო დინებაზე სათებზაოთ. სიღრმესაც კარგად იტანენ. მე არ გამომიცდია, მეტი ვერაფერს ვერ დავამატებ... იდეაში თავიანთი ფორმის და წყალთან შეხების ფართობის გამო - დინებას კარგად უნდა უძლებდეს

3. მტირალა ტივტივები. ანუ ცრემლის ფორმისები რომ არის, აი ეგენი. ითვლება უნივერსალურ ტივტივებათ. გამოიყენება სუსტ და საშუალო დინებაზე. წყნარ და გაჩერებულ წყალზე. არ ეშინია ქარის და შესაბამისი ვოლნების... მოკლედ მაგარია ძაან... მეც მომწონს.... ხოდა დამწყებებს საწყისად ასეთებს ვურჩევ, მიტომ რომ უნივერსალურია... ხოდა ეგრე !! newsmile05.gif newsmile05.gif



ეხლა როგორ ხდება ყრუ ტივტივების დამაგრება ძუაზე. ძუა ჯერ გადის ყულფში, რომელიც არის ტივტივაზე (ზოგი ტივტივაში ძუა შიგ ტივტივაში გადის) მერე კემბრიკებით მაგრდება კილზე. ორი კემბრიკით. პირველი, პატარა კემბრიკით მაგრდება კილზე ტივტივასთან ახლოს, ხოლო მეორე მოგრძო კემბრიკი მაგრდება კილის ბოლოში. თან ისე, რომ ცოტა გადმოდიოდეს ძუაზე... ასეთ დროს არ მოხერხდევა ახლართვა სროლისას...




მოკლედ ჯერ ესე... დანარჩენი მერე

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 10 2010, 23:01

small3d018.gif

დღეს ბესოს დახმარებით ანკესი ავაწყვე და ვეწაფები ინფოს რაც შემიძლია newsmile05.gif

ამ თემიდანაც მივიღე და ამოვკრიფე ინფო. აი სურათები კი ნამდვილად კარგი იქნებოდა, დამწყები მეთევზეებისთვის განსაკუთრებით. კი წავიკIთხე და იდეაში გავიგე, მაგრამ რაღაც მომენტების სურათებით ხილვა უფრო გაამყარებდა ცოდნას და უფრო დარწმუნებით მეცოდინებოდა საკითხი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 11 2010, 12:26

კითხვა გამიჩნდა:

ახლა მაქვს სულ ლილო მეიდ ტივტივები. ჰოდა ორი შედარებით გრძელები, ცოტა ნავაროჩენები. ზომებში ერთნაირებია, მაგრამ ერთი არის წვეთის ფორმის, მეორე ამობრუნებული წვეთის ფორმის.

რა განსხვავებაა ამათ შორის და რომელი რისთვისაა უკეთესი?

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 16:18

ციტატა(ვიტო @ Sep 13 2010, 12:56) *
Power_VANO
სურათები დააგდე აბა

აი:


პოსტის ავტორი: ვიტო Sep 13 2010, 17:25

Power_VANO
შენ შემთხვევაში განსხვავებას ვერ გეტყვი, ეგ ტივტივები არის
ანომალიური ტვირთამწეობების, ორივე ვაგლერია, ერთი ის არის რომ
ზედა თავი აქვთ სხვადასხვა ფორმის, ვითომ მხედველობის ნიუანსებია,
შემდეგში როცა ფინანსები რომანსებს არ იმღერებენ რამე უკეთესი შევარჩიოთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 13 2010, 17:35

ციტატა(vito @ 13th September 2010 - 18:25) *
არის
ანომალიური ტვირთამწეობების


მაგ ტივტივებს გარკვევით აწერია 3 გრამი და "ანომალიურს" რას ეძახი? (ანომალურს? newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 17:54

ციტატა(Beso @ 13th September 2010 - 18:35) *
აგ ტივტივებს გარკვევით აწერია 3 გრამი და "ანომალიურს" რას ეძახი? (ანომალურს? newsmile05.gif )


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

Орлиный глаз !!! newsmile05.gif))))))

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 13 2010, 17:58

ბესო
მერე მიაბი 3 გრამი და ნახავ რას იზავს

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 18:03

ციტატა(vito @ 13th September 2010 - 18:58) *
მერე მიაბი 3 გრამი და ნახავ რას იზავს


+1000 მართალია ეს კაცი... მეც მქონდა ეგეთი ტივტივა და ზედ ეწერა 5 გრამი..... მარა 3 გრამიც კი ძირავდა... ბოლოს დავიქნიე... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 19:50

მოკლედ სურათები ჩავამატე და ეხლა დამშვიდებული სინდისით შემიძლია შევუდგე ახალი თემის წერას, რომელიც შეეხება სრიალა ტივტივებს - ე.წ. "ვაგლერებს" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 20:17

მოკლედ, გავტესტე ახლა ორივე ტივტივა და... newsmile035.gif


3 გრამი ორივეს ბოლომდე ძირავს.

რეალურად, ლურჯი ცოტა უფრო უკეთესი გამოდგა მგონი, ნორმაზე (ანუ წყალს ზემოთ როცა ნარინჯისფერი ნაწილი და ანტენაა დარჩენილი) დასჭირდა 1.65 გრამი სიმძიმე. + ამ დროს გვერდზე იხრებოდა ესე 15 გრადუსამდე, ამიტომ წონა 1.72 გრამზე ავწიე, ნარინჯისფერი ნაწილი წყალში ჩავიდა ~2-მმ-ზე და გადახრა სადღაც 5 გრადუსამდე შემცირდა.

აი მწვანე... ცუდი ბიჭია.
ნორმაზე, ანუ ნარინჯისფერი ნაწილი წყლის ზემოთ, ვერ ვაყენებ. ეგრევე წვება წყალზე. რაც შევძელი, ისაა, რომ 1.30 გრამი სიმძიმით და სადღაც 15 გრადუსიანი გადახრით ნარინჯისფერი ზონა ნახევრად წყალშია. წონის დაკლებისას წყალზე წვება.


+ მაინტერესებს, რეალურად სწორად ვაკეთებ სიმძიმის შერჩევის პროცესს? ანუ მე როგორც მესმის, ტივტივას ნარინჯისფერი ნაწილი და ანტენა წყლის ზემოთ უნდა იყოს, სწორია?

ჰო, სიმძიმეები ციფრული სასწორით ავწონე.

ვიტო

ციტატა(vito @ 13th September 2010 - 18:25) *
შემდეგში როცა ფინანსები რომანსებს არ იმღერებენ რამე უკეთესი შევარჩიოთ

ეგ თავისთავად. ჯერ ჩემი პირველი ანკესია ეს.
39 ლარიან! newsmile035.gif (მთელი კომპლექტი, კარგად ვივაჭრეთ ლილოზე ბესომ და მე)

გამოცდილებასთან ერთად ნელ-ნელა გავაუმჯობესებ, ნაწილ-ნაწილ.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 20:22

ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 21:17) *
3 გრამი ორივეს ბოლომდე ძირავს.


რატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეგ 3 გრამი ჩინელებმა მიაწერეს და ეგ აღნიშნავს არა ტივტივას ტვირთამწეობას, არამედ თვითონ ტივტივას წონას newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ვანო, თუ გაქვს სასწორი აწონე გეხვეწები და ნახე რამდენი გრამია თვითონ ტივტივა... მაგრა მაინტერესებს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 20:28

გიორგი

ციტატა(somkhishvili @ 13th September 2010 - 21:22) *
ვანო, თუ გაქვს სასწორი აწონე გეხვეწები და ნახე რამდენი გრამია თვითონ ტივტივა... მაგრა მაინტერესებს

ეხლავე, 2 წუთში წონებით დავბრუნდები.

ისე, მეთოდი სწორია სიმძიმის შერჩევის, როგორც ვაკეთებ? ანუ სიმძიმიანი ტივტივა წყალში უნდა იძირებოდეს ნარინჯისფერ ზონამდე და ეგ ზონა + ანტენა წყალს ზემოთ უნდა დარჩეს?

----------------
----------------

ავწონე:

მწვანე არის 2.45 გრამი

ლურჯი არის 2.49 გრამი

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 20:45

ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 21:28) *
ავწონე:

მწვანე არის 2.45 გრამი

ლურჯი არის 2.49 გრამი


ჰმმ წონაც ვერ მიუწერიათ სწორად newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 21:28) *
ისე, მეთოდი სწორია სიმძიმის შერჩევის, როგორც ვაკეთებ? ანუ სიმძიმიანი ტივტივა წყალში უნდა იძირებოდეს ნარინჯისფერ ზონამდე და ეგ ზონა + ანტენა წყალს ზემოთ უნდა დარჩეს?



მანდ ორი ნარინჯისფერია newsmile05.gif კონკრეტულად შენი ტივტივებზე სწორი დამძიმება არის, როცა ჩანს მხოლოდ ბოლო წითელი (თუ ნარინჯისფერი) ნაწილი... დანარჩენი დაძირული უნდა იყოს

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 20:53

გიორგი

ციტატა(somkhishvili @ 13th September 2010 - 21:37) *
მანდ ორი ნარინჯისფერია კონკრეტულად შენი ტივტივებზე სწორი დამძიმება არის, როცა ჩანს მხოლოდ ბოლო წითელი (თუ ნარინჯისფერი) ნაწილი... დანარჩენი დაძირული უნდა იყოს

მოიცა, ე.ი. წყალს ზემოთ უნდა იყოს მხოლოდ ანტენის წითელი ნაწილი? თვითონ ტივტივას ნარინჯისფერი ნაწილი წყალში უნდა იყოს დაძირული?


ანუ ამ სურათზე რაც თეთრ რგოლებში ჩავსვი, მხოლოდ ეს უნდა იყოს წყალს ზემოთ?


ციტატა(somkhishvili @ 13th September 2010 - 21:45) *
მოკლედ გავაგრძელოდ.... ვაგლერების კონსტრუქცია... ვაგლერს აქვს საკმაოდ მოგრძო ანტენა... 20-30 სანტიმეტრი... თუმცა მხოლოდ მისი პატარა ნაწილი (მკაფიოდ ფერით შეღებელი) ჩანს წყლის ზედაპირზე.


ჰოო, ე.ი. არასწორად ამირჩევია სიმძიმეები. წავედი ახლა ხელმეორედ ავწონო და დავაყენო ზომაზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 20:56

newsmile035.gif ხო ეგრეა ვანო ეგრე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif აბა მაგხელა ტივტივა თევზმა რომ დაძიროს - ზმაკაცებსაც უნდა დაუძახოს newsmile035.gif newsmile035.gif

კ სტატე... ეგ შენი ტივტივები ვაგლერებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 20:59

ვოტ, ნუბი მეთევზის ამბავი newsmile035.gif newsmile035.gif (ახლა წაიღეთ ეს პოსტი ფორუმის კურიოზებში newsmile035.gif )

როცა წავიკითხე ვაგლერებზე შენი წინა პოსტი, ვეზიარე იეღოვას და მივხვდი არასწორად რომ ვაბამდი სიმძიმეებს, აბა მე რა ვიცოდი... :(

პოსტის ავტორი: ბესო Sep 13 2010, 20:59

ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 21:17) *
ნარინჯისფერი ნაწილი წყალში ჩავიდა ~2-მმ-ზე და გადახრა სადღაც 5 გრადუსამდე შემცირდა.


ნარინჯისფერი ზონის გამყოფი ხაზი (მითუმეტეს ჩინური მაფიისთვის) არ არის დოგმა, რომ წყლის ზედაპირს ემთხვეოდეს. ანუ ნებისმიერ წონა, რომელიც მაგ ტივტივას ტივტივს დააწყებინებს იდეაში გამოსადეგია.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 21:04

ციტატა(Beso @ 13th September 2010 - 21:59) *
ნარინჯისფერი ზონის გამყოფი ხაზი (მითუმეტეს ჩინური მაფიისთვის) არ არის დოგმა


+100 ეგ განსხვავებული ფერები იმისთვის არის, რომ ვთქვათ თუ ტივტივა აიწია ზევით (ზოგი თებზის პაკლიოვკის მანიშნბელი) დაინახო და დააპადსეჩკო.... იმიტომ არის ხოლმე განსხვავებული ანტენის ბოლო და შუა ნაწილი ერთმანეთისგან... დანარჩენ ფერებს დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს

მაცალე ჯერ ვაგლერის თემა არ დამიმთავრებია... newsmile05.gif მოვრჩები ეხლა

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 21:20



სრიალა ტივტივა, იგივე - ვაგლერი

როგორც სახელიდანვე გასაგებად და ძალიან ნათლად ჩანს - აღნიშნული ტივტივა, ფიქსირებული ტივტივასგან განსხვავებით, მოძრავად მონტაჟდება ძუაზე.

ვაგლერების შემდეგი 2 ძირითადი დანიშნულება (ან მათი კომბინაცია) არსებობს:
1) თებზის ჭერა შორ დისტანციებზე
2) თებზის ჭერა დიდ სიღრმეებზე, სადაც ფიქსირებული ტივტივა პრაქტიკულად უსარგებლოა და სადაც სათევზაო სიღრმე ბლ'ომად აღემატება ანკესის სიგრძეს.

წაგლერები თავიანთი ფორმით და მოყვანილობით არსებითად განსხვავდებიან სტანდარტული (ფიქსირებული) ტივტივებისგან. ეს იმით არის გამოწვეული, რომ თუ ჩვეულებრივი ტივტივასთვის ძირითადი დანიშნულებაა მგრძნობიარობა, ვაგლერისთვის ეს არის - სატყუარას და საკუთარი თავის ზუსტი მიტანა დაშორებულ ადგილას. შესაბამისად, მგრძნობიარობა გარკვეულწილად შეეწირა მის ძირითად დანიშნულებას.

თუმცა, აქ ორი დამამშვიდებელი გარემოება არსებობს. ჯერ ერთი რომ შორს თებზი ნაკლებად ფრთხილია და შესაბამისად მგრძნობიარობს ნაკლებობა ამით კომპენსირდება. მეორეც კიდე გაქვს ორი ვარიანტი: ან ვაი-ვაგლახით ითებზაო შორს, ან საერთოდ ვერ ითებზაო newsmile035.gif newsmile035.gif

მოკლედ გავაგრძელოდ.... ვაგლერების კონსტრუქცია... ვაგლერს აქვს საკმაოდ მოგრძო ანტენა... 20-30 სანტიმეტრი... თუმცა მხოლოდ მისი პატარა ნაწილი (მკაფიოდ ფერით შეღებელი) ჩანს წყლის ზედაპირზე. ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ანტენაზე ასევე არის სტაბილიზატორ (3-4 ფრთის სახით) რომელიც ვაგლერს მიმართულებას უნარჩუნებს სროლის დროს.

ანტენა მიმაგრებულია ტივტივას სხეულზე, რომელსაც როგორ წესი, საკმაოდ დიდი ტვირთამწეობა აქვს... და ბოლოს ტივტივა მთავრდება საკმაოდ მოკლე კილით და ძუაზე მისამაგრებელი ყულფით.



ანტენენის დანიშნულება ვაგლერზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტივტივაზე, არის ჩარტყმების და ზოგადად სატყუარას მდგომარეობის ვიზუალური გადმოცემა. შესაბამისად ამ ანტენებზე მოქმედებ იგივე კანონები რაც სხვა ტივტივების ანტენებზე: რაც უფრო ქელია ანტენა, მით უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა იგი ჩარტმებისადმი და მით უფრო აფრთხობს თებზს. საპირისპიროდ რაც უფრო ვიწროა ანტენა, მით უფრო მგრძნობიარეა იგი, მაგრამ სამაგიეროდ - ბევრად ვარდება ხილვადობა დაშორებულ მანძილებზე. ხშირად ვაგლერებზ მონტაჟდება კიდე დამატებითი წვრილი ანტენები, რომელიც აუმჯობსებს ხილვადობას. ჰამაც ფერადებია და ამიტომ შეიძლება შესაბამისი ფერის შერჩევა თევზაობის კონრკრეტული დროისთვის....

ვაგლერის ტივტივას ფორმას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს... ყველაზე უნივერსალურია მოგრძო ცრემლის ფორმა... უფრო მეტად მნიშვნელოვანია მისი ტვირთამწეობა. რაც უფრო მეტია ტვირთამწეობა, მით უფრო შორს შეიძლება მისი დაქნევა... მაგრამ ტვირთამწეობის ზრდასთან ერთად კლებულობს მისი მგრძნობიარობა და ასევე, იზრდება თებზის დაფრთხობის შანსი...


ვაგლერის კილი... ყველაზე პატარა კილია ტივტივებს შორის. კილზევეა მიმაგრებული ყულფი, რომლითაც ტივტივა მაგრდება ძუაზე.

ვაგლერები არსებობს ორი ტიპის: უკვე დამძიმებული და სიმძიმეების გარეშე. მათ განსხვავებაზე მერე დავწერ. მაგრამ ასებობს დამძიმებული ვაგლერის განსხვავებული კილები. არსებობს ფიქსირებული დამძიმებით და ცვლადი დამძიბებით.

ცვლადი დამძიმება ხდება შაიბების ან შარიკების დამატება / მოცილებით. ეს საჭირო ხდება, როდესაც ვთქვათ გვინდა სიმძიმის ნაწილი გადავიტანოთ ძუაზე... შესაბამისად იგივე რაოდენობის სიმძიმეს მოვაცილებთ ტივტივას და საერთი ტვირთამწეობა დარჩება უცვლელი.



მოკლედ ძირითადად ესაა... ერთს დავამატებ... თვითდამძიმებული ვაგლერები გამოიყენება მეტწილად შორს სასროლად... ხოლო საკუთარი სიმძიმის გარეშე - დიდ სიღრმეზე სათებზაოდ... თუმცა მათი კომბინაციაც მოსული პონტია...

რაც შეეხება ვაგლერის მონტაჟს - მაგაზე უკვე არსებობს თემა ამ განყოფილებაშივე....



ესეც ცვლადი ატენები





პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 13 2010, 21:37

ციტატა(ბესო @ Sep 13 2010, 21:59) *
ნარინჯისფერი ზონის გამყოფი ხაზი (მითუმეტეს ჩინური მაფიისთვის) არ არის დოგმა, რომ წყლის ზედაპირს ემთხვეოდეს. ანუ ნებისმიერ წონა, რომელიც მაგ ტივტივას ტივტივს დააწყებინებს იდეაში გამოსადეგია.



ციტატა(გიორგი @ Sep 13 2010, 22:04) *
+100 ეგ განსხვავებული ფერები იმისთვის არის, რომ ვთქვათ თუ ტივტივა აიწია ზევით (ზოგი თებზის პაკლიოვკის მანიშნბელი) დაინახო და დააპადსეჩკო.... იმიტომ არის ხოლმე განსხვავებული ანტენის ბოლო და შუა ნაწილი ერთმანეთისგან... დანარჩენ ფერებს დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს

მაცალე ჯერ ვაგლერის თემა არ დამიმთავრებია... newsmile05.gif მოვრჩები ეხლა


აჰაა, აინთო ნათურა თავში! განათდა! newsmile035.gif




მოკლედ, სწორი დამძიმების მეთოდით შერჩევისას მივიღე ასეთი შედეგი:

მწვანე ტივტივას სჭირდება 1.97 გრამი სიმძიმე
ლურჯ ტივტივას სჭირდება 2.75 გრამი სიმძიმე

შესაბამისად, ლურჯი უფრო ზანტია, უფრო ნელა მოძრაობს წყალში, მწვანე უფრო სწრაფად ხტება ზემოთ newsmile05.gif

გიორგი
ისე, ეს ვაგლერების ინფოც პირველ პოსტში რომ გადაიტანო, უკეთესი არ იქნება?

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 13 2010, 22:04

ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 22:37) *
მწვანე ტივტივას სჭირდება 1.97 გრამი სიმძიმე
ლურჯ ტივტივას სჭირდება 2.75 გრამი სიმძიმე


ეგრეა ბაბუ newsmile05.gif ზოგად, რაც მეტია ტვირთამწეობა - მით ზანტი და ნაკლებად მგრძნობიარეა ტივტივა newsmile05.gif newsmile05.gif მაგალითად ხრამულზე მე 1 -1.5 გრამიან ტივტივებს ვხმარობ და ისიც ფიქსირებული მონტაჟით და ძაან წვრილი ანტენით (ლიპაზე კერძოდ). ასეთ დროს ყველაზე მცირე მოძრაობასაც კი აფიქსირებ რაც წყალში ხდება... მაგრამ ამაში იხდის იმით, რომ თებზაობ 2-3 მეტრაში newsmile05.gif მეტი შორს ვერ მოიქნევ... ნუ ანკესაც გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც....



ციტატა(Power_VANO @ 13th September 2010 - 22:37) *
ისე, ეს ვაგლერების ინფოც პირველ პოსტში რომ გადაიტანო, უკეთესი არ იქნება?


რავი მეე... მევამატე და დანრჩენი უმფროსობამ გადაწყვიტოს

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 14 2010, 09:34

იყოს აქ, კალქია ბიძი კალქი, გუშინ გიგასთან კიდევ ვიყიდე კლარუსოს
დინების ტივტივა "bolo", არსენალში გამიხდა 2 ცალი newsmile05.gif კიდევ 2 მოდელი
მინდა და გავიდეთ გასატესტად მტკვარზე ან სადმე, ხოდა მაგაზეც მივცეთ სტატია.

პოსტის ავტორი: Infest Sep 30 2010, 18:54

ვინც ტივტივებში ერკვევით გამარკვიეთ რა

დღეს ასეთი 3 ტივტივა შევიძინე და რომელი რა ადგილისთვის იმუშავებს ყველაზე უკეთ მითხარით რა. ესენია:






ეხლა რაც შეეხება კითხვებს:

1) ამ სამიდან მდგარ წყალზე (ტბაზე) ყველაზე უკეთ რომელი ჯობია? და დანარჩენი ორი როგორი ადგილებისთვისაა?
2) პირველ მარცხენა ტივტივა სხეულზე (ზედვე) გვერდზე აქვს ხვრელი (იხ. სურათი). რისთვის? თვითონ ტივტივა ფიქსირებულია - თან რეზინა უკეთია.
3) რისთვის არის ტივტივებზე (მაგ. მეორეზე და მესამეზე) ერთნაირი მონაკვეთის ზოლები (_წითელი_ყვითელი_წითელი_ყვითელ
ი_) ოთხი მეორეზე და ორი მესამეზე, შესაბამისად?
4) რისთვისაა ტივტივების ანტენებზე თავზე, ხშირად წითელი ფერის, შედარებით სქელი, დაახლოებით ბურთულას ფორმის თავი? უბრალოდ რომ უკეთ დაინახო თუ? (იხ. სურათი)




წინასწარ დიიიიიიდ მადლობას ვიხდი თუ მიპასუხებთ ჩემ კითხვებზე...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 30 2010, 20:00

გიორგი
სულ დამავიწყდა შენი სრიალა ტივტივების დაკომენტება, ვაგლერი არ არის სრიალა,
სრიალა არის ე.წ. სლაიდერი

მინამ სანამ დაცინვას დაიწყებთ წიგნი წაიკითხეთ newsmile05.gif
http://www.matchfishing.ru/fishing/articles/det3985/?sphrase_id=268309

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 30 2010, 20:22

ვიტო

გენა ყველა წიგნი წიგნი კი არაა newsmile035.gif სწორი წიგნები უნდა წაიკითხო ხოლმე

http://fishingclub-zt.ucoz.ua/load/skolzjashhie_poplavki_dlja_dalnego_zabrosa/41-1-0-456

newsmile087.gif newsmile087.gif newsmile087.gif newsmile087.gif


Infest

თუ ეს თემა წაკითხული გაქვს, იდეაში ეგეთი კითხვები არ უნდა დაგბადებოდა...

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 30 2010, 20:43

გიორგი
მე საღდაოდ არ დამიწერია ბაბუ, მაგრამ რახან ჯიშ ჯილაგიანად მიტევთ მაშინ მეთქვენ გაგასწორებთ მიწასთან newsmile05.gif


ციტატა(somkhishvili @ 30th September 2010 - 21:22) *
გენა ყველა წიგნი წიგნი კი არაა სწორი წიგნები უნდა წაიკითხო ხოლმე

http://fishingclub-zt.ucoz.ua/load/skolzja...rosa/41-1-0-456

გენავ ეგ რა წყაროა, საერთოდ ვინმე კითხულობს თუ როგორ არის საქმე, რასიმე რეიტინგი ააქვთ?
მახის და ბოლონეზის განსხვავებები იციან?

ეს არის რუსეთში და სავარაუდოდ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე კომპეტენტური საიტი
თევზაობის ისეთ სახეობებზე როგორიც არის ტივტივა და მასთან დაკავშირებული თემები,
აქ შემთხვევითი პუბლიკაციები ვერ ხვბდება, ასე რომ უკოზზე ძრომიალის ნაცვლად
ცოტა უფრო ღერძების აზრები გადაიკითხე.

http://www.matchfishing.ru/

აქვე შეგიძლია წაიკითხო ძალიან ბევრი სწორი წიგნები, მაგალითად:
აგერ ბატონო, 2 გვერდია მთელი ენციკლოპედიური მასალები
http://www.matchfishing.ru/search/index.php?tags=%F1%EB%E0%E9%E4%E5%F0

ხოდა ეხლა შენც ნათესაური სოლიდარობა არ დამანახო რა,
მართლა სწორი წიგნები უნდა წაიკითხო ბაბუ, სწორიიიიიიიიიი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 30 2010, 20:50

ვიტო

მართლა ატრაკებ ეხლა...

მაგ შენს ლინკზე ის ძალიან ჭკვიანი კაცი წერს, რომ ვაგლერი არის ტივტივა ყრუ მონტაჟით

ციტატა
Ваглер- типичный поплавок для дальнего заброса с глухим крепление.


ხოდა წყაროს რაც შეეხება, არ ვიცი რა წყაროა, მაგრამ უფრო ბევრი და უფრო ჭკვიანობები რომ წერია ფაქტია.... განსხვავებით შენი წყაროდან... ხოდა ამ თემაზე კამათს კიდე არ ვაპირებ... თუ გინდა შიფანერკა დაუძახე აწი newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Infest Sep 30 2010, 20:54

ციტატა(გიორგი @ Sep 30 2010, 21:22) *
Infest

თუ ეს თემა წაკითხული გაქვს, იდეაში ეგეთი კითხვები არ უნდა დაგბადებოდა...


ხოდა რო არ ქონდა პასუხები იმიტო ვიკითხე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 30 2010, 21:06

Infest

ციტატა
1) ამ სამიდან მდგარ წყალზე (ტბაზე) ყველაზე უკეთ რომელი ჯობია? და დანარჩენი ორი როგორი ადგილებისთვისაა?



ციტატა
3. მტირალა ტივტივები. ანუ ცრემლის ფორმისები რომ არის, აი ეგენი. ითვლება უნივერსალურ ტივტივებათ. გამოიყენება სუსტ და საშუალო დინებაზე. წყნარ და გაჩერებულ წყალზე. არ ეშინია ქარის და შესაბამისი ვოლნების... მოკლედ მაგარია ძაან... მეც მომწონს.... ხოდა დამწყებებს საწყისად ასეთებს ვურჩევ, მიტომ რომ უნივერსალურია... ხოდა ეგრე !!





ციტატა
2) პირველ მარცხენა ტივტივა სხეულზე (ზედვე) გვერდზე აქვს ხვრელი (იხ. სურათი). რისთვის? თვითონ ტივტივა ფიქსირებულია - თან რეზინა უკეთია.


ციტატა
ეხლა როგორ ხდება ყრუ ტივტივების დამაგრება ძუაზე. ძუა ჯერ გადის ყულფში, რომელიც არის ტივტივაზე (ზოგი ტივტივაში ძუა შიგ ტივტივაში გადის) მერე კემბრიკებით მაგრდება კილზე. ორი კემბრიკით. პირველი, პატარა კემბრიკით მაგრდება კილზე ტივტივასთან ახლოს, ხოლო მეორე მოგრძო კემბრიკი მაგრდება კილის ბოლოში. თან ისე, რომ ცოტა გადმოდიოდეს ძუაზე... ასეთ დროს არ მოხერხდევა ახლართვა სროლისას...




ციტატა
3) რისთვის არის ტივტივებზე (მაგ. მეორეზე და მესამეზე) ერთნაირი მონაკვეთის ზოლები (_წითელი_ყვითელი_წითელი_ყვითელ
ი_) ოთხი მეორეზე და ორი მესამეზე, შესაბამისად?


ციტატა
+100 ეგ განსხვავებული ფერები იმისთვის არის, რომ ვთქვათ თუ ტივტივა აიწია ზევით (ზოგი თებზის პაკლიოვკის მანიშნბელი) დაინახო და დააპადსეჩკო.... იმიტომ არის ხოლმე განსხვავებული ანტენის ბოლო და შუა ნაწილი ერთმანეთისგან... დანარჩენ ფერებს დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს



ციტატა
4) რისთვისაა ტივტივების ანტენებზე თავზე, ხშირად წითელი ფერის, შედარებით სქელი, დაახლოებით ბურთულას ფორმის თავი? უბრალოდ რომ უკეთ დაინახო თუ? (იხ. სურათი)


ციტატა
ანტენენის დანიშნულება ვაგლერზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტივტივაზე, არის ჩარტყმების და ზოგადად სატყუარას მდგომარეობის ვიზუალური გადმოცემა. შესაბამისად ამ ანტენებზე მოქმედებ იგივე კანონები რაც სხვა ტივტივების ანტენებზე: რაც უფრო ქელია ანტენა, მით უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა იგი ჩარტმებისადმი და მით უფრო აფრთხობს თებზს. საპირისპიროდ რაც უფრო ვიწროა ანტენა, მით უფრო მგრძნობიარეა იგი, მაგრამ სამაგიეროდ - ბევრად ვარდება ხილვადობა დაშორებულ მანძილებზე. ხშირად ვაგლერებზ მონტაჟდება კიდე დამატებითი წვრილი ანტენები, რომელიც აუმჯობსებს ხილვადობას. ჰამაც ფერადებია და ამიტომ შეიძლება შესაბამისი ფერის შერჩევა თევზაობის კონრკრეტული დროისთვის....

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 30 2010, 22:41

გიორგი

ციტატა(somkhishvili @ 30th September 2010 - 21:50) *
მაგ შენს ლინკზე ის ძალიან ჭკვიანი კაცი წერს, რომ ვაგლერი არის ტივტივა ყრუ მონტაჟით

მერე მე რა ვთქვი რო? ან რატომ იფიქრე რომ გეკამათები? newsmile05.gif
გლობალური შიზოფრენია ტრიალებს რა, უბრალოდ დავწერე რომ
არსებობს ვაგლერი და არსებობს სლაიდერი, პატარა განსხვავება აქვთ მაგრამ
აერთიანებთ ის რომ ორივე შორი ტყორცნისთვის არიან

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 30 2010, 22:43

newsmile05.gif ხო მაგაში კი მართალი ხარ newsmile05.gif პატარა განსხვავება მართლაა მაგათ შორის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giorgiosi Dec 7 2010, 00:44

სეზონი დამთავრდა და რაღაცით ალბათ უნდა დავკავდეთ... მაგალითად აღჭურვილობის შევსებით და მომზადებით... აი ჩემი ტივტივების კოლექცია აქ ყველანაირია ძველი, ახალი, ხელნაკეთი, ლილოსი, კლარუსოსი, დიდი, პატარა... ვფიქრობ საინტერესო იქნებანახვა...

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2010, 01:11

giorgiosi

ამდენ ტივტივას მართლა ხმარობ ??

პოსტის ავტორი: giorgiosi Dec 7 2010, 01:27

ციტატა(გიორგი @ Dec 7 2010, 02:11) *
giorgiosi

ამდენ ტივტივას მართლა ხმარობ ??

ერთად არაnewsmile05.gif
უმეტესობას კი...

თან აქ ყველაარ არის სამუშაო ძირითადი ტივტივები ანკესებზე მიკეთიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 7 2010, 09:06

giorgiosi
მალადეც შენ, newsmile027.gif ამდენი ტივტივა ერთად ზოგიერთ მაღაზიაშიც კი არ მინახია.

პოსტის ავტორი: irakli-23 Jan 31 2011, 20:35

http://pix.ge/

ჩემი ტივტივები, ყველა ხელნაკეთია.

მასალა: ჩუსტის რეზინი, ორი ცალის გარდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: giorgiosi Jan 31 2011, 23:39

ძალიან მაგრებია... თან საინტერესოა... იქნებ ინსტრუქციასავით რამე დადო მეც ვაკეტებ მაგრამ ესეთი ლამაზები არ გამომდის... და დააკონკრეტე როგორი ჩუსტიnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: irakli-23 Feb 1 2011, 19:07

მეგობარი ამზადებს პატარა ჩარხი აქვს
ჩუსტი ოთახის ოღონდ ხარისხიანი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 13 2011, 11:34

irakli-23
მაიცა მართლა ჩუსტისგან არი? what.gif ცხოვრებაში აღარ გადავყრი ძველ ჩუსტებს, უკვე ვიცი რაშიც უნდა გმოვიყენო partyFishing.gif

პოსტის ავტორი: irakli-23 Mar 13 2011, 13:34

რა არ ეტყობა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 13 2011, 13:40

irakli-23

ეტყობა, დაჟე ფენებიც ეტყობა ლაქებად

მაგრამ იმდენად კარგად არის დამუშავებული რომ ლამის ქარხნულს გაქვს newsmile05.gif

რა ჩარხია ეგეთი, იქნებსურათიც დადო...

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 13 2011, 14:23

კაი იქნება, მეც მაინტერესებს ძალიან newsmile090.gif

პოსტის ავტორი: irakli-23 Mar 13 2011, 14:30

ჩარხი მე არ მინახავს მაგრამ ვიცი ისიც ხელნაკეთია
სურათს გადავუგებ როცა მოვხვდები

პოსტის ავტორი: svanski Apr 4 2011, 15:42

გაუმარჯოს კაი ხალხს ამ საიტის ახალი მომხმარებელი გახლავართ ,დზალიან მიტაცებს თევზაობა და ხსჰირად ვახერხებ ხოლმე წასვლას სხვადასხვა ტბებზე და ტბილისის ზგვაზე ძირითადად ვტევზაობ ტივტივაზე და ერტი კიტხვა მაქვს როგორ ავტვირტო სურატები მასწავლეტ რა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 4 2011, 17:23

svanski
არის მაგის გაკვეთილები ფორუმზე როგორც სურათებით ასევე ვიდეოებით გადახედე გადაათვალიერე და იპოვნი

პოსტის ავტორი: ბესო Apr 6 2011, 14:27

ციტატა(levani1994 @ 4th April 2011 - 16:42) *
როგორ ავტვირტო სურატები მასწავლეტ რა

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3020

პოსტის ავტორი: svanski Apr 18 2011, 10:33

http://pix.ge/

ესეც ჩემი ტივტივები

პოსტის ავტორი: motevzave Feb 17 2012, 17:37

ესეც ჩემი ტივტივები:
ესენი დინების:
http://www.radikal.ru
ამათ კი ტბაზე ვხმარობ
http://www.radikal.ru
ახლო ხედში რამდენიმე
http://www.radikal.ru

სულყველა ხელნაკეთია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 17 2012, 17:39

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: davit.p Apr 8 2012, 16:34

ყოჩაღ, ეგეთი კაი ხელი რო მქონდეს, აუცილებლად მექნებოდა ტივტივების სახელოსნო. და საკმაოდ კარგი გასართობი + ცოტაც შემოსავალი თუ არ ვიზარმაცებდი newsmile05.gif
ყოჩაღ და 1 კითხვა: იმ ივტივებს რომლებსაც ფოსფორთან კიდე პატარა ტივტივის ნაირი აქვს, ქარის დროს მგონი არაეფექტური იქნება ხო?

პოსტის ავტორი: o.cho Apr 8 2012, 19:52

ქარიან დროს ჯობს არ ქონდეს ანტენაზე არაფერი და რაც შეილება წვრილი ანტენა ქონდეს რომ ნაკლები წინაღობა იყოს და ქარი გაჭრას

პოსტის ავტორი: motevzave Apr 9 2012, 07:54

ერთი ეგაა რო დაზგა არ მაქ და პრიმიტიულად ჯაყვით და შკურკით ვმუშაობ და საკმაოდ შრომატევადია,
ერთხელ მეც გამიჩნდა იდეა გამეყიდა მარა მივხდი რო მენანებოდა ფულში გასაცვლელად D.gif newsmile05.gif
რაც შეეხება ბოლოში როა იმ პატარა ტივტივისნაირს ის დანიშნულება აქვს რო ღერძს აქვს ძალიან
დაბალი ტვირთამწეობა და ეგ ტივტივასნაირი მეხმარება დარეგულირებაში. newsmile05.gif

ციტატა
ქარის დროს მგონი არაეფექტური იქნება ხო?

კი რათქმაუნდა მარა მაგ დროს ვცვლი ხოლმე ტივტივას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: motevzave Apr 10 2012, 20:22

ცოტა განვაახლე ჩემი ხელნაკეთი ტივტივების მარაგი:
http://www.radikal.ru
ესც ვაგლერები, ყველაზე გრძელი როა, დამძიმებული 24სანტიმეტრია:
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Apr 10 2012, 21:28

ძალიან მაგარიია newsmile045.gif (Y)

პოსტის ავტორი: motevzave Apr 10 2012, 21:37

მდლობა გაიხარეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: okioki Apr 11 2012, 18:14

გამრჯობათ,ძალიან კარგი საიტია ბევრი რამე ვისწავლე,მადლობა თემის ავტორბს.
ტავტივაზე მაინტერესებს სიმძიმეებს შორის დაშორება რამდენი უნდა იყოს და პავადოკს რომ ეძახიან რომ ახსნათ როგორ კეთდება ან სურათი რომ დადოთ. მადლობთ

პოსტის ავტორი: ამური Apr 11 2012, 18:33

okioki

სამწუხაროდ უნივერსალი პავადოკი ჯერ არ არსებობს. გააჩნია რაზე აპირებ თევზაობას და იმის მიხედვით ირჩევა, "საპავადოკე" მასალის ზომა-ფორმა, ნემსკავის ზომა-ფორმა და აწყობილი პავადოკის ვიზუალური მხარე.

პოსტის ავტორი: okioki Apr 11 2012, 19:01

შამაია

პოსტის ავტორი: ამური Apr 11 2012, 20:17

გამიზნულად შამაიაზე არასოდეს მითევზავია მაგრამ რაც ვიცი ესაა.
სანამ კარგად დაამუღამებ,,, ტივტივაზე დაიჭერ ჩვეულებრივად, ანუ სტანდარტული აწყობილით და ცოტა გრძელი 0,12-0,15 ნომერი პავადოკებით და პატარა ნემსკავებით, ძველი ნომერაციით 4 ან 5 ნომერი. სატყუარად თეთრი ჭია ან პერლოვკა.
დაახლოვებით ესეთი. უფრო მეტიც თქმაც შეიძლება მაგრამ, არის ნიუანსები რასაც ვირტუალურად ვერ გადასცემ და ადგილზე, პრაქტიკაში უნდა ნახვა მაგრამ ესეც ნორმალურად მუშაობს.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 11 2012, 20:57

აი ჩემი ტივტივები, ყველას სურათი არ მაქვს



ესენი მატჩისთვის


პოსტის ავტორი: nikoloza_migina Apr 11 2012, 22:10

ძალიან კარგია... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 May 15 2013, 09:20

შედარებით მძიმეწონიანი ვაგლერები ხომ არ შეგხვედრიათ სადმე თბილისის მაღაზიებში?

პოსტის ავტორი: dato01 May 15 2013, 10:47

ბიძოსთან შეიარე სალმოს ვაგლერები ქონდა 4-6 და 10გრამიანები ჩქონდა .ახალი რაღაცეებიც ჩამოსდის მიკადოსი .იქ აარჩევ ფასებიც ნორმალური აქვს.თუ ჯიბეში ტუგრიკები ბლომად გაქვს მაშინ რა თქმა უნდა მიცკევიჩზე შეიარე მოგზაურში . მე ძალიან კმაყოფილი ვარ კლარუსოს ვაგლერებით.მოკლედ არჩევანი დიდია.

პოსტის ავტორი: levan81 May 15 2013, 11:07

dato01
მადლობა, მაგრამ ბიძოსთან 10 გრამიანზე ზევით არ აქვთ, მე მინიმუმ 20 გრამიანი მინდა. მოგზაურში არის შედარებით მძიმეები თუ იცი?

პოსტის ავტორი: dato01 May 15 2013, 18:11

კი ძამიკო ექნებათ.კლარუსოები რომ ქონდათ ნაღდად ვიცი.არჩევანი აქვთ დიდი.ჩემი მცირე გამოცდილებით გეტყვი რომ ჯობია ერთხელ გამოუშვა გამოსაშვები სისხლი და იყიდო ხარისხიანი ვიდრე ბევრი დ ა იაფფასიანი და კიდევ გირჩევ სიმძიმეების ცვლადი ვაგლერი შეიძინო.რამდენსაც გინდა იმდენ გრამიანს დააყენებ და უფრო უნივერსალურია.აბა წარმატებები.

პოსტის ავტორი: გიგი Dec 17 2013, 23:13

აი ჩემი ტივტივები...


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)