თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ ხავსზე თევზაობის პრინციპები

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 12 2009, 16:10

გამარჯობათ ყველას! newsmile090.gif

ბევრი ვეძებე ფორუმზე და ვერსად ვერ ვნახე სრული ინფორმაცია ხავზე თევზაობასთან დაკავშირებით. ძაან მაინტერებს ეგ პრინციპი და თუ ვინმეს გაქვთ წარმოდგენა ამ ხერხზე თუ შეგიძლიათ რო გაუზიაროთ ერთმანეთს. მე მგონი ერთ ერთი აზარტული ხერხია და თევზიც კარგი ჯდება. newsmile027.gif

სად იშოვება ხავსი და როგორი უნდა იყოს?
როგორი ადგილები უნდა ხავსზე სათევზაოდ?
ნემსკავის ნომერი, სიღრმე, როგორ უკეთდება ხავსი და ა.შ.

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 13 2009, 16:42

დავიწყოთ ანკესით, 4 მეტრიანი ჯოხი რუსული კოჭათი რომელსაც ჩვენ ზვიოზდოჩკას ვეძახით, ძირითადი ძუა 0,16-0,18მმ. სადავე ანუ პავადოკი 0,14-0,15. ნემსკავი 2,5-დან 3,5-მდე, აუცილებლად ყუნწიანი. ტივტივა სტიკი, წვეთი ან გადაბრუნებული წვეთი. გატარება ჩვეულებრივი მცირე შეყოვნებებით. ხავსი 2 სახეობისაა 1- ჭაობის ანუ ბალოტნი ხავსი რომელიც გამოყენებამდე უნდა მოიხარშოს 2-ჩქერის ანუ პერეკატის ხავსი, უნდა შეირჩეს ახალგაზრდა წარმონაქმნები, რბილი და ღია ხასხასა მწვანე ფერის. ადრე დიღმის ბაზაეში ჩითავდა, რაც გადაიტანეს ბაზარი არ ვყოფილვარ და არ ვიცი არის თუ არა.
ეს კოჭა რომელსაც ვხმარობ გატარებაზე თევზაობისას.
http://www.radikal.ru
ეს ხავსი და წამოგების პრინციპი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 13 2009, 17:35

ციტატა(sergeevich @ Aug 13 2009, 05:42 PM) *
დავიწყოთ ანკესით, 4 მეტრიანი ჯოხი რუსული კოჭათი რომელსაც ჩვენ ზვიოზდოჩკას ვეძახით, ძირითადი ძუა 0,16-0,18მმ. სადავე ანუ პავადოკი 0,14-0,15. ნემსკავი 2,5-დან 3,5-მდე, აუცილებლად ყუნწიანი. ტივტივა სტიკი, წვეთი ან გადაბრუნებული წვეთი. გატარება ჩვეულებრივი მცირე შეყოვნებებით. ხავსი 2 სახეობისაა 1- ჭაობის ანუ ბალოტნი ხავსი რომელიც გამოყენებამდე უნდა მოიხარშოს 2-ჩქერის ანუ პერეკატის ხავსი, უნდა შეირჩეს ახალგაზრდა წარმონაქმნები, რბილი და ღია ხასხასა მწვანე ფერის. ადრე დიღმის ბაზაეში ჩითავდა, რაც გადაიტანეს ბაზარი არ ვყოფილვარ და არ ვიცი არის თუ არა.
ეს კოჭა რომელსაც ვხმარობ გატარებაზე თევზაობისას.
http://www.radikal.ru
ეს ხავსი და წამოგების პრინციპი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


და რა მაინტერესებს...მდორე და ოდვად დაბალი უნდა იყოს ხო წყალი? და ნემსკავმა ფსკერთან ახლოს უნდა იმიძრაოს თუ ზევით უფრო? და რა მაინტერესებს რატო მაინცდამაინც რუსული კოჭა?


პოსტის ავტორი: ვიტო Aug 13 2009, 21:50

sergeevich
მე ვცადე ერთი ორჯერ მასწავლებლების გარეშე და ვერ მივხვდი პრინციპს, ძალიან მაინტერესებს რა თევზზე თევზაობენ ხავსით,
ინერციულსაც ვერ გაუგე ვერაფერი, ამებურდა და თავი დავანებე, არაინერციულზე რთული სახმარია, პრინციპში ისწავლის
კაცი მარა სიზარმაცეს რა უთხრა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 13 2009, 22:03

მეც ვერ დავუმუღამე მაგ ზვოზდაჩკას, მაგარი ამებურდა მაგრამ მართლა სიზარმაცის ბრალია ამებურდა და მივანებე თავი

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 13 2009, 22:03

ძალიან საინტერესო თემაა, კი გამიგია ხავსით თევზაობის შესახებ, მაგრამ არ ჩავღრმავებივარ, ასე რომ გაგვანათლეთ.......... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 13 2009, 23:41

მდორეს რაც შეეხება, ისეთი დინება უნდა იყოს რომელიც საშუალებას იძლევა რომ ტივტივათი ითევზაო.სიღრმეს, პირადად მე სადაც ვთევზაობ ჯოხის სიღრმე ანუ 4 მეტრია იმ ადგილას სიღრმე, რა თქმა უნდა ნაკლებ სიღრმეშიც კარგად შეიზლება დაიჭირო. თევზაობენ ხრამულზე თუმცა წვერა და პლატვაც იღებსო მარა მე არ მინახია რომ ხავსზე ეგენი დაესვას ვინმეს. მე კი ხრამულების კარგი ეგზემპლარები მყავს დაჭერილი ხავსზე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესენი ჩემი ნანადირევია, ხავსზე დავსვი 800 გრამზე ნაკლები არც ერთი არ არის ერთი 1,200-ია. რაც შეეხება კოჭას მიჩვევის ამბავია, ერთი ჩემი ნაცნობი მშვენივრად ხმარობდა უინერციოს პრავოდკაზე. რუსულ ინერციულს რაც შეეხება, უბრალოდ ჩინურ და თურქულ კოჭებზე ბევრად კარგი სვლა აქვს და ლითონის ხარისხიც გაცილებით უკეთესია. უარეს შემთხვევაში იმათაც გამოიყენებს კაცი.

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 13 2009, 23:56


ხრამული იჭირება და თანაც ძალიან კარგები. მაგრამ სექტემბრიდან იწყება მგონი ხავსზე თევზაობა. ადრე მტკვარზე რო ვიყავი. წვერას და მურწას ვიჭერდით ჯიგრულად და იქვე ვიღაც კაცი ხავსზე თევზაობდა და ისეთი ბარაქიანი ხრამულები ამოყარა, ერთი ოთხიცალი, რომ დაჭერილ თევზს ვუშვებდი newsmile01.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 13 2009, 23:59

ეხლაც კარგად მოვა.

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 14 2009, 00:03

sergeevich

ეს ხრამულები საით დაიჭირეთ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 14 2009, 00:05

ჯერ არ მოვა წყალი უნდა დაიწმინდოს

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 00:05

მტკვარზე. მართალია,უნდა დაიწმინდოს, მე ვიგულისქტემბრის თვე არ არის მეთქი აუცილებელი, აგვისტოშიც მშვენივრად იღებს ხავსზე.

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 14 2009, 00:09

ციტატა(sergeevich @ Aug 14 2009, 01:05 AM) *
მტკვარზე. მართალია,უნდა დაიწმინდოს, მე ვიგულისქტემბრის თვე არ არის მეთქი აუცილებელი, აგვისტოშიც მშვენივრად იღებს ხავსზე.



თბილისში თუ მცხეთისკენ?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 00:11

თბილისშიც და ზაჰესთანაც.

პოსტის ავტორი: 79999 Aug 14 2009, 00:15

ვა საინტერესოა newsmile05.gif


ხავსზე არასოდეს მითევზავია :|

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 14 2009, 00:25

sergeevich

და ისე რა სირთულეებია, როცა ხავსით თევზაობ. რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 00:30

პირველი სირთულე კარგი ხავსს შერჩევაა, მეორე გატარების ტექნიკა, გატარება შეყოვნებებით უნდა დაამხეცო, მესამე ადგილის სწორი შერჩევა, რადგან გადაგდება ძალიან შორს არ მოგიწიოს. დანარჩენი კი ნელ-ნელა მოვა გამოცდილებასთან ერთად.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 14 2009, 00:33

sergeevich

ციტატა(sergeevich @ 13th August 2009 - 11:30 PM) *
მესამე ადგილის სწორი შერჩევა, რადგან გადაგდება ძალიან შორს არ მოგიწიოს.

ეგ მარტო ხავსს ეხება?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 00:37

ეს საერთოდ გატარებით თევზაობას ეხება, ინერციულით ვიტო ძნელია შორს ისროლო ტივტივა არ მეთანხმები?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 14 2009, 01:00

sergeevich
კი, აშკარად გეთანხმები, უბრალოდ ადგილის ცოდნაც საჭიროაო რომ დაწერე მაგიტომ გამიჩნდა ეგ კითხავა

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2009, 17:12

sergeevich
ანუ წყალი მთლად მდორე არ უნდა იყოს, თუ როგორ არის ეგ ამბავი და რომ ამბობ:შეყოვნებით უნდა გაატაროო, ეგ როგორ ხდება, ნუ შეყოვნებაში რა იგულისხმება?...........

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 17:20

აბა ღმერთი შენსკენ! თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს არ მოგერიდოს! newsmile041.gif

მდინარეზე გატარებით თევზაობაზეა ლაპარაკი და მთლად მდორე წყალი სადაც არის ყურეებში იქ ხრამული არაა. შეყოვნებით ნიშნავს, პატარა მანძილს რომ გაატარებ უნდა კოჭა გააჩერო, ეს ნიშნავს რომ ტივტივის დატორმუზების დროს სატყუარა, ამ სემთხვევაში ხავსი წყლის ზემო ფენაში აიწევს და შემდეგ ტივტივის მიშვებისას ისევ იმ სიღრმეს დაუბრუნდება რა სიღრმეც შენ გაქვს დაყენებული, ამით იწვევ თევზის დამატებით პროვოცირებას რომ დაინტერესდეს სატყუარათი.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2009, 17:31

sergeevich
გასაგებია, დიდი მადლობა.......... ისე კიდევ ერთი: რომელ ხავსზეა ლაპარაკი, ხის ხავსზე ხოოო???..........

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 14 2009, 17:37

ციტატა(ჩელე @ Aug 14 2009, 06:31 PM) *
sergeevich
გასაგებია, დიდი მადლობა.......... ისე კიდევ ერთი: რომელ ხავსზეა ლაპარაკი, ხის ხავსზე ხოოო???..........

newsmile090.gif newsmile058.gif ზემო პოსტებში ვახსენეთ ეგ ამბავი. ხის ხავსი არა მეგობარო. newsmile055.gif პერეკატის ანუ ჩქერის და ბალოტნი ანუ ჭაობის ხავსზეა ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2009, 17:54

sergeevich
მადლობა, გაიხარე............ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zaza71 Aug 21 2009, 10:22

მიმდა დავამუღამო ამ წესით თევზაობა. წითელ ხიდზე ვუყურე და სერიოზული საბალერშჩიკო პონტია, მეც ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა...
თუ ვინმე ხართ ამ საქმის პროფი გამომეხმაურეთ. ელეკტრიკებისაგან და ბრაკებისაგან დაცული ადგილი ჩემზე იყოს.

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 21 2009, 10:32

ციტატა(zaza71 @ Aug 21 2009, 11:22 AM) *
მიმდა დავამუღამო ამ წესით თევზაობა. წითელ ხიდზე ვუყურე და სერიოზული საბალერშჩიკო პონტია, მეც ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა...
თუ ვინმე ხართ ამ საქმის პროფი გამომეხმაურეთ. ელეკტრიკებისაგან და ბრაკებისაგან დაცული ადგილი ჩემზე იყოს.



ხავსზე თევზაობა რამდენადაც გამიგია ,,ვისში პილოტაჟიაო", სამწუხაროდ გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლები, newsmile090.gif თუ გამოჩდება მაგ საქმის პროფესიონალი შეიძლება პრაქტიკული სემინარის ჩატარება მდინარის პირას newsmile042.gif

პოსტის ავტორი: temo Sep 2 2009, 08:33

ციტატა(zaza71 @ Aug 21 2009, 11:22 AM) *
მიმდა დავამუღამო ამ წესით თევზაობა. წითელ ხიდზე ვუყურე და სერიოზული საბალერშჩიკო პონტია, მეც ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა...
თუ ვინმე ხართ ამ საქმის პროფი გამომეხმაურეთ. ელეკტრიკებისაგან და ბრაკებისაგან დაცული ადგილი ჩემზე იყოს.


გაუმარჯოს მე ვიცი ხავსზე თევზაობა მაგრამ დიდათ არ მიზიდავს ბევრი ხეტიალი უნდა და წვალება ისე თუ სურვილი გაქვთ სწავლის არაგვზე გაისეირნეთ და მანდ ბევრი პროფია მაგ საქმის ამასცინათ 6 კილოიანი ჭანარი დაიჭირეს ბიჭებმა მართლაც რომ დიდი იყო

პოსტის ავტორი: MONADIRE173 Nov 4 2009, 12:10


პოსტის ავტორი: Maverick Nov 4 2009, 13:40

MONADIRE173
რა გინდოდა გეთქვა?

პოსტის ავტორი: Fishinglover Dec 18 2009, 21:55

კუმისის ტბაზე ხავსზე ამური მოვა : )

პოსტის ავტორი: metevze gio Jan 30 2010, 08:55

ეხლახანს დავიწყე თევზაობა და ბაჩაზე სათევზაოდ რა ზომის ნემსკავი გამოვიყენო? დონკით ვთევზაობ

პოსტის ავტორი: sergeevich Feb 3 2010, 09:45

ბაჩა რაღაა? newsmile040.gif

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 21:52

ციტატა(sergeevich @ Feb 3 2010, 10:45) *
ბაჩა რაღაა? newsmile040.gif


ბაჩა არი ღორჯო newsmile05.gif შიდა ქართლში ბაჩას ეძახიან, ღორჯო არავინ არ იცის

ციტატა(metevze gio @ Jan 30 2010, 09:55) *
ეხლახანს დავიწყე თევზაობა და ბაჩაზე სათევზაოდ რა ზომის ნემსკავი გამოვიყენო? დონკით ვთევზაობ


ბაჩაზე სათევზაოდ "საყლაპავი" ნესკავები დააყენე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: lawyer Apr 11 2010, 09:31

ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება... მაინტრესებებს კონკრეტულად თევზის რომელ სახეობებზე შეიძლება მსგავსი წეით თევზაობა და მნიშვნელობა აქვს თუ არა პერიოდს?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 11 2010, 11:41

მდინარეზე ხავსზე თევზაობ ნოემბერში როდესაც მდინარეში წყალი დაწეულია და თან რაც მთავარია დაწმინდავებულია რაც შეეხება თევზს კაპოტი და ხრამული მოდის მტკვარზე, თან შედარებით დიდი ეგზლემპლარები ჯდება ნახევერი კილოდან ზემოთ.

პოსტის ავტორი: nilus Apr 30 2011, 08:44

მართლა საინტერესო თემაა . ჯანდარაზე ვერ ითევზავებ ხო ხავსით ?

Shaaveerda ))

პოსტის ავტორი: davit.p May 5 2011, 20:05

ხავსის მოსაპოვებელი კაი ადგილი ვიცი newsmile05.gif მაგრამ ამ თემაში 2 წელია ხმა არავის ამოუღია და რო მოუნდება ვინმეს მიაკითხეთ დამბაზე მომუშავე პერსონალს მცხეთაში, თხოვეთ და ისეთ ხავს ამოიტანენ რომ მადაზე მოხვალთ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 10 2011, 16:22

რამდენადაც მე ვიცი ხავსს სულ ერთ ადგილზე ვერ აიღებ. იმ ხავსსაც თავისი "სიმწიფის" პერიოდი აქვს! მისი გამოყენება ამ პერიოდამდე ან მის მერე შედეგს არ იძლევა (ან ნაკლებ შედეგს იძლევა) ამიტომ 1 ადგილას, რომ გადავა "სიმწიფის" პერიოდი, მერე სხვა ადგილას მოიპოვებენ ხოლმე ხავსს გამოცდილი მეთევზეები!

პოსტის ავტორი: axalbeda35 May 16 2011, 16:57

ძმებო რამაინტერესებს ტივტივა გატარებით თევზაობისდროს რა როლს ასრულებს? ალბათ დარტყმას გრზნობ მაგით? დარტყმას ისედაც ხომ იგრძნობ ჯოხზე. ერთმა ამიხსნა დინაბას გაიგებო ანუ სად ჩერდება გრუზიო. არადა ნაღდად ვერ გავიგე ტივტივა ჯოხის წვეროსთან ახლოს უყენიათ. და ვინმეს შეუზლია ზუსტად დახაზოს ხავსი როგორ უნდა დავამაგროთ კაუჭზე?

პოსტის ავტორი: ბესო May 24 2011, 14:32

ციტატა(gela35 @ 16th May 2011 - 17:57) *
და ვინმეს შეუზლია ზუსტად დახაზოს ხავსი როგორ უნდა დავამაგროთ კაუჭზე?


http://pix.ge/

ხავსს უყრი იმ მარყუჟში და მერე ძუას მოჭიმავ - ეგაა და ეგ newsmile05.gif
შემდეგ 1-2-ჯერ გადაახვევ ნემსკავზე და ითევზავებ!

პოსტის ავტორი: ნიკა May 24 2011, 14:35

კიდევ ერთი გენიალური მხატვარი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 24 2011, 14:36

ციტატა(nika @ 24th May 2011 - 15:35) *
კიდევ ერთი გენიალური მხატვარი


აზრის გამოტანაა მთავარი, რაც თავისუფლად შეიძლება მაგ ნახატიდან.
უკეთესად, რომ შეგძლებოდა აქამდე გააკეთებდი! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკა May 24 2011, 14:40

არა მე ნახატზე ვიკაიფე მაგრად
ისე აქ ფეინთის ნახატებზე კაიფის პრეცედენტები

პოსტის ავტორი: Maverick May 24 2011, 14:42

ნიკა
ვაააა, რაინდობაზე უარი თქვი? newsmile05.gif newsmile035.gif



P.S. ბოდიში ოფიზა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნიკა May 24 2011, 14:49

Maverick
მააშ

პოსტის ავტორი: deniro877 Jun 9 2012, 18:43

ხავსით თევზაობას ცოდნა უნდა, მაგარი თევზი მოდის, მტკვარში რაც არი თითქმის Yველა სახეობა ხავსზე ჩვეულებრიივ იჭირება!!!! ამ საქმეში მაგარი ვარ!!

პოსტის ავტორი: machkhana Jul 10 2012, 22:13

მართლა მაგარია ხავსზე თევზაობა კაი მოშნი რომ დაჯდება და რომ მოათრევ, ხავსს ვირებდი ხოლმე ბოდორნაში ჟინვალისკენ მაგარი ხავსი იყო მარა მერე უკვე არაგვზეც მოვსინჯე ხავსის აღება და იმაზეც ჯიგრულათ კრავდა არაგვზე მაქვს მეც დაჭერილი ხავსზე თევზი კაი ჯანიანები, მტკვარზეც კარგათ იჩერენ ხოლმე მურწას და ციმორს

პოსტის ავტორი: lasha rustavi Aug 14 2012, 08:59

გამარჯობათ...ხავსით თევზაობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწკე...მაგარი ადრენალინია როცა 0.18 ძირითადზე და 0.14 პავადოკზე 2 კილოზე და მეტი ჭანარი დაგიჯდება...

პოსტის ავტორი: lasha rustavi Aug 14 2012, 10:10

გუშინ წინ ვიყავი ხავსით...შვიდი ღერი დავიჭირე.კველაზე პატარა ნახევარ კილოიანი.ორი ჭანარი ერთი 2 კილოიანი მეორე 2.5 კილოიანი...


გუშინ წინ ვიყავი ხავსით...შვიდი ღერი დავიჭირე.კველაზე პატარა ნახევარ კილოიანი.ორი ჭანარი ერთი 2 კილოიანი მეორე 2.5 კილოიანი...

http://postimage.org/image/db8um4rqz/

http://postimage.org/image/fivad5opz/

პოსტის ავტორი: JuVe Sep 15 2012, 18:14

ალაზანზე თუ უცდია ვინმეს ხავსით?

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 16 2012, 14:54

lasha rustavi

მალადეც შენ, კარგები ამოგიყვანია small3d018.gif small3d018.gif

ფონიჭალელი ვარ და აქაც კარგად მოდის, ჩემი ძმაა მაგის გურუ newsmile05.gif როგორც მივხვდი რუსთაველი ხარ და ქესალოსკენ როგორ მოდის ეხლა ხო არ ყოფილხარ?

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 27 2012, 20:35

არაგვზე ხავსით ხომ არ უთევზავია ვინმეს ? მაინტერესებს თუ გამოდგება არაგვზე 3 ან 4 ნომერი ნემსკავი ?

პოსტის ავტორი: lasha rustavi Sep 28 2012, 10:04

მოდის გრესთან...მაგრამ ლაბანი იშვიათად...

პოსტის ავტორი: DATKA Sep 28 2012, 18:13

Little Fisher
არ მითევზავია, და არც გამიგია ვინმეს ეთევზაოს არაგვძე ხავსხე. ეს სხვა მდინარეა.

არაგვზე ხავსი (სათევზაოდ ვარგისი) თუა არი?

რომელ თევზზე უნდა ითევზაო ხავსზე არაგვზე?

და ნემსკავი ამ შემთხვევაში 3-ე ხარისხოვანია, ისე 2,5 - 3 ნომერი სსრკ-ს კლასიფიკაციით საკმარისია.


პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 28 2012, 18:17

DATKA


ხრამული წვერა... რესტორანი ბულაჩაურის მაღლა ვაპირებ თევზაობას

პოსტის ავტორი: DATKA Sep 29 2012, 18:19

Little Fisher
მაგ მიდამოებში რავიცი, რავიცი მემგონია რომ აზრი არ აქვს.
შესაბამის ადგილს ვერ ნახავ ხავსზე გატარებით სათევზაოდ, და არც მოვა არაფერი.

ნუ ცდას წინ რა უდგა სცადე.

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 29 2012, 19:46

ხვალ მივდივარ არაგვზე და ვცდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: maxo_987 Apr 13 2013, 23:13

ხავსზე თევზაობას რა სჯობია. ეს თავიდანაა რთული კოჭასთან მიჩვევა თორე მერე იცოცხლე....თან სულ ენერგიული და ბარაკიანი თევზი ჯდება...

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 12:07

ყოველთვის მინდოდა მესწავლა და აუცილებლად ვისწავლი ამომწურავად... newsmile05.gif არაგვი ჩემი სამშობლოა და 2-3 კილოიანი კაპოეტი აქ ყოველთვის არის.. რით არ ვცადე,მაგრამ ვერაპრით დავიჭირე.. ხავსზე კი გამიგია 1.5-2კგ კაპოეტებს უპრობლემოდ იჭერენ.. ხავსი მაგარი რამე ყოფილა.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 13:41

მაინც რომელი ხავსი ჯობს? "პერეკატი"ს თუ ჭაობის?

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 13:52

პერეკატის მაგრამ არჩევა უნდა და უნდა იცოდე. ნორჩი და რაც შეიძლება ღია მწვანე.

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 14:38

ციტატა(kajuberi @ Jun 17 2014, 14:52) *
პერეკატის მაგრამ არჩევა უნდა და უნდა იცოდე. ნორჩი და რაც შეიძლება ღია მწვანე.

გაიხარე დიდი მადლობა. ბარემ ისაც მითხარი როდის დაიწყებს მოსვლას თევზი ხავსზე? არაგვში მინდა ვითევზაო, კარგ ეგზემპლარებს იჭერენ აქ ხავსით და მინდა მეც ვცადო..

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 14:39

ესე ზუსტად ვერ გეტყვი მარა საერთო აგვისტოს ბოლოდან იწყება ხავსით თევზაობა. რთული არაფერია უბრალოდ უნდა უყურო და ნელ ნელა დაამუგამებ.ხავსაც თავისი გაკეთების მუღამი აქვს .

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 14:47

ხო მარყუჟი უნდა და რაღაც ტავისებური ამბები.. მყავს აქ ერთი კარგი მეთევზე და ხავსითაც კარგ შედებს აღცევს.. უნდა მივებარო. D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 14:48

ციტატა(choportaaa @ 17th June 2014 - 15:47) *
ხო მარყუჟი უნდა და რაღაც ტავისებური ამბები.. მყავს აქ ერთი კარგი მეთევზე და ხავსითაც კარგ შედებს აღცევს.. უნდა მივებარო

უფრო მარტივად ისწავლი და დაამუგამებ D.gif D.gif მერე ჩვენც დაგვპატიჟე და ესე რაა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 14:54

ციტატა(kajuberi @ Jun 17 2014, 15:48) *
უფრო მარტივად ისწავლი და დაამუგამებ D.gif D.gif მერე ჩვენც დაგვპატიჟე და ესე რაა D.gif D.gif D.gif

აუცილებლად დაგპატჟებთ როგორც კი შედეგი მექნება. newsmile05.gif მაგრამ ეხლა რატომ არ უნდა აიღოს? ხავსი არ იქნება ვითომ ხარისხიანი თუ რისი ბრალია?

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 14:57

ხავსი არაა ისეთი როგორიც უნდა იყოს,ნორჩი ხავსი უნდა,წყალი უნდა იყოს სუფთა.ჯერ საკვები საკმარისი აქვს. შენ თბილიში უნდა ნახო სალაზე როგორი ხრამული იჭირება.რომ ვერ ატრიალებ D.gif D.gif წელს იმედია მოვიცლი მაგისთვის

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 15:11

ციტატა(kajuberi @ Jun 17 2014, 15:57) *
ხავსი არაა ისეთი როგორიც უნდა იყოს,ნორჩი ხავსი უნდა,წყალი უნდა იყოს სუფთა.ჯერ საკვები საკმარისი აქვს. შენ თბილიში უნდა ნახო სალაზე როგორი ხრამული იჭირება.რომ ვერ ატრიალებ D.gif D.gif წელს იმედია მოვიცლი მაგისთვის

გასაგებია.. ანკესიც საყიდელი მაქვს მაინც რაც მაგას ჭირდება ისეთი.. მე სულ ტივტივა და დონკები მაქვს, ხავსზე სხვანაირი კატუშკა და სხვანაირი ანკესი უნდა, ჩემები მაგ ამბავში არ გამომადგება.. თბილისში მტვარზე არასოდეს მითევზავია. მუღამი არ გამჩენია მანქანების სიგნალების ქვეშ გულს ვერ დაუდებ.. მაგრამ თუ ეგეთი კლოვი იქნება მერე უკვე აგარაფერს მივაქცევ ყურადღებას.. D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 15:13

ციტატა(choportaa @ Jun 17 2014, 16:11) *
გასაგებია.. ანკესიც საყიდელი მაქვს მაინც რაც მაგას ჭირდება ისეთი.. მე სულ ტივტივა და დონკები მაქვს, ხავსზე სხვანაირი კატუშკა და სხვანაირი ანკესი უნდა, ჩემები მაგ ამბავში არ გამომადგება.. თბილისში მტვარზე არასოდეს მითევზავია. მუღამი არ გამჩენია მანქანების სიგნალების ქვეშ გულს ვერ დაუდებ.. მაგრამ თუ ეგეთი კლოვი იქნება მერე უკვე აგარაფერს მივაქცევ ყურადღებას.. D.gif



არა მანქანების სიგნალში არც ჩვენ ვთევზაობთ D.gif D.gif არის ისეთი ადგილები. ჩახვალ და დაიწყებ თევზაობას წყნარად და ჯიგრულად . თუ საღამოს ჩახვედი 8 საათზე , დამკვრებელი მოდიან მეორე მხარეს რესტორნებია და სიმღერები მიდის მივი მოვდივარ D.gif D.gif ასწორებს D.gif D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 15:28

ციტატა(kajuberi @ Jun 17 2014, 16:13) *
არა მანქანების სიგნალში არც ჩვენ ვთევზაობთ D.gif D.gif არის ისეთი ადგილები. ჩახვალ და დაიწყებ თევზაობას წყნარად და ჯიგრულად . თუ საღამოს ჩახვედი 8 საათზე , დამკვრებელი მოდიან მეორე მხარეს რესტორნებია და სიმღერები მიდის მივი მოვდივარ D.gif D.gif ასწორებს D.gif D.gif

ვააააა ეგ მაგარი ადგილი გაგიძრიათ D.gif იქნებ მეც მოვხვდე როდესმე თქვენთან ერთად მაგ ადგილას... D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 15:34

choportaa
შენ მოინდომე და მოხვდები.გასწავლი იმას რაც მე ვიცი დანარჩენს ერთად ვისწავლით.სალაზე ვიცი თევზაობა ხავსი ცოტა ისეთია კომბინიზონი და წყალში უნდა შესვლაა

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 15:50

ციტატა(kajuberi @ Jun 17 2014, 16:34) *
choportaa
შენ მოინდომე და მოხვდები.გასწავლი იმას რაც მე ვიცი დანარჩენს ერთად ვისწავლით.სალაზე ვიცი თევზაობა ხავსი ცოტა ისეთია კომბინიზონი და წყალში უნდა შესვლაა

ახლა მალევე სჰევიძენ შესაბამის ანკესს და აუცილებლად შეგეხმიანები. მაგრად დამაინტერესა, კომბინიზონი მაქვს თუ საჭირო იქნება წამოვიღებ. მერე ჩემსკენ ვითევზაოთ ხავსით, ბულაჩაურის ხიდის ზევით დიდი მდორე ადგილია და იქ ბუდობენ უშველებელი კაპოეტები.. D.gif ყავთ დაჭეილი 2-3 კილოიანი ეგზემპლარები.. newsmile05.gif თან ბევრი..

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 16:00

არაა პრობლემაა ეხლა დიდი მოდის წყალი. ხრამული წამოვა ეხლა მალეე და დაიწყება რიბალკაა

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 16:03

კიდევ ერთი რაღაც მითხრეს და რამდენად მართალია არ ვიცი.. ხალვაზე მოდისო წვერა მაგრათ და რავი ან როგორ ამაგრებენ ხალვას ნემსკავზე ან რა მეთოდით თევზაობენ.. D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 16:07

ეგ არ გამიგია.წვერა იღებს სასისკი და სმესი გადარეული. იანტარნი ყველი და სმემი.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 17 2014, 16:54

ჰო ბუჯო ხალვა და სოსისი აჭამეთ და იანტარნი ყველი კიდე და მე კიდე მიკვირს ჭიაზე რატო აღარ მოდის თქო გარყვნეს მთელი თევზები ტო!!!

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 17:15

ჭიაზე კიდევ თევზაობს ვინმე? D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Jun 17 2014, 22:14

choportaa

ციტატა(choportaaa @ 17th June 2014 - 17:03) *
რამდენად მართალია არ ვიცი.. ხალვაზე მოდისო წვერა


რომელ წვერას გულისხმობ ? მთის წვერა და მურწა არ მქონია პრაქტიკაში და არც გამიგია ; აი წვერა ჭანარი, "პლატვა" , ქაშაპი, საზანი და რათქმაუნდა ხრამული კი ბატონო , რამდენიც გინდა.

რაც შეეხება პერიოდს, მტკვარზე დაიწმინდება თუ არა წყალი ბალახიც მალევე სუფტავდება, ახალი ნორჩი ყლორტები ამოიყრის და წავიდა კლიოვი...

ტიპები ზამთარშიც თევზაობენ, უხეშ ხავსს ხარშავენ არბილებენ და ეგარი.

ხავსი კიდე იქ აიღე სადაც აპირებ თევზაობას, ხშირად უკეთეს შედეგს იზლევა, ვიდრე სხვა წყლის ბალახი.


ეს ცოტა ძველია მაგრამ იყოს მაინც newsmile05.gif მე ვიღებ , ძმა დირიჟორობს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 17 2014, 22:28

ადგილი მეცნობა რუსთავია ეს ბოლო სკალა ამბაროვკასთან??

პოსტის ავტორი: LeoTaso Jun 17 2014, 22:53

ციტატა(irakli fofxadze @ 17th June 2014 - 23:28) *
ადგილი მეცნობა რუსთავია ეს ბოლო სკალა ამბაროვკასთან??


ქესალოა ირაკლი, ვადაკაჩკასთან არმისული, ალგეთის შესართავთან.

პოსტის ავტორი: choportaa Jun 19 2014, 11:01

ციტატა(LeoTaso @ Jun 17 2014, 23:14) *
choportaa



რომელ წვერას გულისხმობ ? მთის წვერა და მურწა არ მქონია პრაქტიკაში და არც გამიგია ; აი წვერა ჭანარი, "პლატვა" , ქაშაპი, საზანი და რათქმაუნდა ხრამული კი ბატონო , რამდენიც გინდა.

რაც შეეხება პერიოდს, მტკვარზე დაიწმინდება თუ არა წყალი ბალახიც მალევე სუფტავდება, ახალი ნორჩი ყლორტები ამოიყრის და წავიდა კლიოვი...

ტიპები ზამთარშიც თევზაობენ, უხეშ ხავსს ხარშავენ არბილებენ და ეგარი.

ხავსი კიდე იქ აიღე სადაც აპირებ თევზაობას, ხშირად უკეთეს შედეგს იზლევა, ვიდრე სხვა წყლის ბალახი.


ეს ცოტა ძველია მაგრამ იყოს მაინც newsmile05.gif მე ვიღებ , ძმა დირიჟორობს newsmile05.gif


მაგარი ვიდეოა! კარგია ხავსით არასდროს მითევზავია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი უსაყვარლესი მეთოდი გახდება.. newsmile05.gif ხალვაზე მურწა ვიგულისხმე, მე დიდად მაინც ვერ ვარჩევ მაგ ორ საოცრებას ერთმანეთისგან.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 19 2014, 11:30

მე არაგვზე ვაპირებ და ბოდორნის კაშხალთან იღებენ ხავსს.. მანდ ყველაზე კარგი ხავსიაო ამბობენ.. ერთ ჩემს მეგობარ მეთევზეს ვკითხე და 2 საათი ვდგევარ წყალში და იმას ვცდილობ რაც შეიძლება კარგი ხავსი ავიღოო, დგას და 2 საათი არჩევს... newsmile05.gif newsmile05.gif
მაგით უფრო მომწონს რომ მარტივი დაჩალიჩო არაა და განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს.. თორე ჭიის აკრეფას და ტბაზე გადასვლას რა უნდა? D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 19 2014, 12:49

კაარგი ხავსი იღება კიდე ხრამზე ჯერძოდ ხრამგესთან ჩემპიონია სუფთა წყალია და იიმიტო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 20 2014, 00:25

გაიხარე, მაგრამ არაგვზეც არაა მღვრიე როცა დადგება ეყალი მაგარი სუფთა მოდის.. ერთი ის მაინტერესებს ხევებში არ იღება ხავსი? ფშავისკენ კამკამა ხევები ჩამოდის და იქაური არ ივარგებს ვითომ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)