თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ გადახლართვის საწინააღმდეგო მოწყობილობები

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2010, 12:57

ხოოოოოდა დღესაც ამექავა თითები და გადავწყვიტე ერთ
თითქოსდა უმნიშვნელო დეტალზე დამეწერა ორიოდ სიტყვა.

ყველამ ვიცით ტივტივაზე თევზაობის დროს შექმნილი პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ლიდერის
გადახლართვით სადავეზე ან თითონ ტივტივაზე, ხან სროლისას იხლართება, ხან გამოყვანისას, შემდეგ გვიწევს
მისი გაშლა და გასწორება, თუ კვანძი გაიკეთა დიდ დროს გვართმევს განნასკვა, ისიც თუ ძალიან არ არის გახლართული.
ხშირად ასეთი პრობლემის შექნის შემდეგ ლიდერი რჩება დაგრეხილი და დეფორმირებული და თავიდან გვიწევს
ყველაფრის გაწყობა, რაც ბევრ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და მიაქვს ესეთი აუცილებელი წუთები.

ამასწინათ თბილისის ერთ-ერთ სათევზაო მაღაზიაში შევიარე გარკვეული წვრილმანების საყიდლად და
გამყიდველის რჩევით ხელს გამოვაყოლე გადახლართვის საწინააღმდეგო სამონტაჟო მოწყობილობა, მართალი
გითხრათ აქამდეც მქონდა გაგონილი მის შესახებ უბრალოდ ვერასოდეს ვერ ვიხსენებდი, რომ მეყიდა და გამეტესტა,
მენახა მისი მუშა მდგომარეობა პრაქტიკაში....... პ.ს. ინგლისურად თუ დაგაინტერესებთ ნეტში მოქექვა
მიუთითეთ - anti tangle

ესე გამოიყურება ე.წ. პაკეტი რომელშიც არის 3 ერთეული ამ სასწაულმოქმედი მოწყობილობის newsmile05.gif
როგორც ინსტრუქციაშია მითითებული იგი გამიზნულია ვაგლერებისთვის(სრიალა ტივტივებისთის),
თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ფიქსირებულადაც რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ

http://pix.ge/

ეს ამოღებული ვარიანტი, როგორც ხედავთ შედგება 3 ნაწილისგან, თავად
კონსტრუქცია + 2 სილიკონის მილი + კარაბინი. თავად მოწყობილობა არის
დაახლოებით 135 გრადუსიანი კუთხის ფორმის, რომელსაც ცალი მხარე უფრო მოკლე აქვს.

http://pix.ge/ http://pix.ge/


მონტაჟის დასაწყებათ საჭიროა სილიკონის მილების მოხსნა. პირველს სადავე ძუაზე უყრით სწორედ მოკლე
მილს და შემდეგ გრძელს, ეს განპირობებულია იმით, რომ როდესაც მონტაჟი დასრულებულია ტივტივაზე მივიღოთ
გრძელი მხარე ისე რომ ლიდერი ან დარჩენილი ძუის ნაწილი ბოლოსკენ - ტივტივისგან რაც შეიძლება მეტი
დაშორებით აღმოჩნდეს. სწორედ ეს მომენტი აკეთებს იმას, რომ გასროლისას ლიდერი და ტივტივა ერთმანეთში
აღარ იხლართება ან იხლართება ბევრად ნაკლები ალბათობით.

http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/

ზემოთმოყვანილი მონტაჟი განსაზღვრულია ვაგლერის ფიქსირებულად მონტაჟისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ
სილიკონების უკან დამაგრებით არ ხერხდება, მოწყობილობის ლურჯ ბურთულაზე საჭიროა ძუის გადახვევა
რომ სროლისას სტიკმა არ იმოძრაოს.......

http://pix.ge/

ამის შემდეგ თქვენ მზად ხართ იგი გამოიყენოთ დანიშნულემისამებთ, თუმცა ეს საბოლოო დანიშნულება არ არის,
იგივე მოწყობილობა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სრიალის ფუნქციის მატარებლად, რაც ძალიან მარტივად
ხერხდება. უბრალოდ სადავეს გაუკეთეთ სტოპერი, აიღეთ მოწყობილობა და სილიკონების მოუხნნელად ძირითად
ღეძში გაატარეთ სადავე, მიიღებთ კლასიკურ ვაგლერს.

http://pix.ge/ http://pix.ge/


სისტემა აპრობირებულია, ნაცადია ჩემს მიერ და მუშაობს ძალიან კარგად, გისურვებთ წარმატებებს.

პოსტის ავტორი: o.cho Sep 10 2010, 14:35

ძალიან კარგი რამე ჩანს კაი თემაა თუ ამდენ დისკომფორტს ააცილებს კაცს ნაღდად ღირს კარგია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2010, 17:43

ციტატა(vito @ 10th September 2010 - 13:57) *
იხლართება ბევრად ნაკლები ალბათობით.


+1

ხო კაი რამეა.... ძალიან იშვიათად იხლართება და ისიც არა კატასტროფულად.... მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ.... ერთი ნიუანსია მანდ კიდე.... ლიდერი ცოტა უნდა ჩამოსცდეს ტივტივას.... ჩემ პრაქტიკაში, თუ ჩამოკიდებული ტივტივა ლიდერის (და შესაბამისად ნემსკავის) ქვემოდ არის - ახლართვის შანსი მატულობს, ხოლო თუ ზემოთ - მაშინ თითქმის არ იხლართება... და გადახვეულიც კი რომ ისროლო - წყალში სწორდება მისით...

პოსტის ავტორი: painkiller Sep 9 2011, 15:53

მაინც რომელ მაგაზიაშია, გადავაქოთე მთელი სამყარო და გარტყმაში არ არიან რას ვეკითხებოდი

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 9 2011, 16:17

მგონი მაგელანში ნახავ მიცკევიჩის #68-ში. ან კიდე Fishing club-ში, მიცკევიჩის 15-ში.

პოსტის ავტორი: kriko Oct 15 2012, 11:28

ხოო ეგ მაგარი რაღაც არის მეც ვცადე და დავისვენე ყველგან იყიდება, ოხრად მოვიმარაგეD.gif ჩემი ძმაკაცებიც დაინტერესდნენ და თევზაობის დროს ტექნიკურად ამახიესD.gifD მოკლედ მაგ ნივთით ყველა კმაყოფილია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)