თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ სასროლი ბადე

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 23 2009, 14:20

გავყიდი ჩემ მოქსოვილ სასროლ ბადეს (6.5 კგ). ნაქსოვია , შეკერილი არ არის. მდინარეში ჯერ არ დასველებულა.
მსურველებს ვასწავლი ბადის ქსოვას (უფასოდ).

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 23 2009, 15:15

საღოლ akela1954 ძალიან კარგი განცხადებაა,ისე რამდენად ყიდი და სურათიც არ იქნებოდა ურიგო

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 23 2009, 16:01

სურათი დადეთ და ფასი მიუთითეთ, შეგიძლიათ აუქციონის მოწყობაც

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 23 2009, 16:05

akela1954

ციტატა(kote @ 23rd October 2009 - 03:20 PM) *
მსურველებს ვასწავლი ბადის ქსოვას (უფასოდ).

საინტერესო წინადადებააააა, ბადის სროლაც გეცოდინება და ეგეც გვასწავლე თუ შესაძლებელია

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 24 2009, 11:28

ნიკაP&A
გაყიდვების სპეციალისთი ვერა ვარ. ეს ბოლო ბადე ჩემთვის მოვქსოვე (იყო დრო წელიწადში ორი ბადე არა მყოფნიდა, მამაჩემი მიქსოვდა). ამას მოფერებით "პერდეს"ვეძახი.

gizovichi
დიდი სიამოვნებით ! და არა მარტო ბადის სროლა, მოქსოვაც. 7-8 წელია ოპტიმალურ ვარიანტს ვეძებდი (ფორმულებით) და მივაგენი (მე ესე მგონია).
ბადეს როგორც თოფს ანთროპოგენული მონაცემებიც ჭირდება; სიმაღლე, ფიზიკური მომზადება...... რასაკვირველი გასათვალისწინებელია დასაჭერი ობიექტი და თევზაობის ადგილი. (ისე ბადეში შველიც მყავს დაჭერილი, ქალები ბევრი....newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif )

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 24 2009, 13:31

ფასი დადე რა ფასი... მაგრად მინდა........
newsmile035.gif

1

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 24 2009, 14:13

რას აფასებთ თქვენ ბადესს

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 24 2009, 14:22

მართლა არ ვიცი რა დავაფასო 78 000 კვანძის შეკვრა.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 24 2009, 14:58

იმედია კვანძის რაოდენობის ფასი არ ექნება
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 24 2009, 16:45

ფასი დადეთ, ხომ ხედავთ ხალხს აინტერესებს, ან არადა თემას შეუცვალეთ სათაური

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 24 2009, 18:41

ახალი 300 გელა, ნახმარი (7კგ) 200გელა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 24 2009, 18:44

ძალიან ძვირია ჩემი მეზობელი აკეთებს სასროლ ბადეების და მე 35 ლარად მომიქსოვა მარტო ძაფი მიუტანე 1 კილო წვრილი და 1 კილო მსხვილი და 2 ბადე მოქსოვა ეერთი მე მომცა ტყვია კიდევ მქონდა და არ მიYიდია თვითონ კიდევ 100 ლარდ ყიდის

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 24 2009, 19:01

ღმერთმა ხელი მოუმართოს. უტყვიოთ ბადე 2 კგ-ია.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 24 2009, 19:14

akela1954

ციტატა(kote @ 24th October 2009 - 07:41 PM) *
ახალი 300 გელა, ნახმარი (7კგ) 200გელა

ნამეტანი ძვირია ეგ ფასი ჩემო ძმაო....
მე პირადად არ მიღირეს ნამდვილად....
ასე რომ წარმატებნები,.....

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 24 2009, 19:53

ხოდა მაგი არ ვთქვი 1 კილო ძაფი მიმატანიანა წვრილი და 1 კილო მსხვილი ცოტა ჯებეებისთვის და დაბლა რომ ადვილად არ დაიხესს 7 კილოა ჩემი ბადე სოფელში მაქვს მშვენივრად ვხმარობბბ და სულ 35 ლარი დაჯდა ისე თბილისში დინამოსთან 200 ლარი ღირსს

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 24 2009, 20:16

მსხვილი 0.5 - 0.6 ძუისგან მინდა ჩოგანბადისთვის(პადსაჩოკი) პატარა ბადე. ძუა იმიტომ, რომ შიგნი არ იბურდება ვობლერები და ბლესნები. ჩვეულებრივ ბადეებში საშინლად იბურდება და ნერვებს მიშლის. ხომ არავინ დამეხმარება?

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 24 2009, 20:25

troutbaiter
დახატე რამხელა და რა დიამეტრის, ანუ ყველა ზომა. მე მაგსისქე ძუას აღარ ვხმარობ, თუ მომაწვდი მოგიქსოვ. რაზე უნდა დასვა, იმის სურათიც საჭიროა. თუ ჩოგანბადეა დიდი არ უნდა იყოს.

ადმინს ვთხოვ ეს თემა წაშალოს

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 24 2009, 20:25

300 ლარი ჩემი აზრითაც არაადექვატური ფასია. მითითებული წონის ბადეების ფასი 100 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. რაიმე განსაუკთრებული კაპრონით თუა ნაქსოვი არ ვიცი მაგრამ მაგ ფასში ალბათ გაჭირდება გაყიდვა, თან კრიზისია, როგორც გლობალური ისე ადგილობრივი

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 24 2009, 20:27

akela1954

დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის! newsmile05.gif
პატარა ჩოგანია, სამგზავრო, საკალმახე. ხვალ სურათსაც დავდებ და ზომებსაც მივაწერ.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2009, 06:34

akela1954
რატომ წავშალოთ? სასროლ ბადეზე თემა არ გვაქვს, სატაური შეუცვალოტ და ტევზაობაში გადავაგდებ წინააღმდეგი თუ არ იქნები

ფასი მეც ძალიან მეძვირა, მაღაზიებში 100-150 ლარებში დევს, რაიმე განსაკუთრებული ხომ არ აქვს შენბადეს?

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 25 2009, 11:42

ვიტო
გაყიდვებიდან მოცილდეს და სხვა მხრივ სასროლი ბადით თევზაობა ძალიან სპორტულია. იქნებ იმათ ვისაც "უჭირს" და დღეს ელექტრო აპარატი უჭირავს ხელში სასროლ ბადეზე გადავიყვანოთ. წესიერი კაცის ხელში სასროლი ბადე საბრაკონიერო იარაღი ნამდვილად არ არის რანაირი ზომის "აჩკოც" არ უნდა ქონდეს (20-30 სმ ლოქოს რომ დაიჭერ ანკესზე ქვაბში ხომ არ ჩააგდებ, თოხითაც მოუკლავთ კაცი, მაგრამ თოხის ხმარებაზე და შენახვაზე ნებერთვებს არ იძლევიან newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif )

განსაკუთრებული ის არის, რომ "ჰენდ მეიდია", შეკერილი არ არის და იშლება აბსოლუტურად სწორედ. ალბათ სადმე შევხვდებით წყალთან, ესე ჩატში ბადეს ვერ შეამოწმებ.

თემა გასახსნელია, მითუმეტეს ამ საქმის ბევრი მცოდნე ყოფილა და გამოცდილების გაზიარება გამოსადეგი საქმეა.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 12 2009, 12:59

კაცო ერთი კაი საკალმახე 7 კგ-იანი სასროლი ბადე მინდა და არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს. 150-200 ლარის ფარგლებში?

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 3 2010, 15:10

ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 24 2009, 19:44) *
ძალიან ძვირია ჩემი მეზობელი აკეთებს სასროლ ბადეების და მე 35 ლარად მომიქსოვა მარტო ძაფი მიუტანე 1 კილო წვრილი და 1 კილო მსხვილი და 2 ბადე მოქსოვა ეერთი მე მომცა ტყვია კიდევ მქონდა და არ მიYიდია თვითონ კიდევ 100 ლარდ ყიდის


6 კგ-იან ბადეს რამდენად დაამზადებს მეზობელი შეგიძლია რომ გამიგო ეგ ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 3 2010, 15:17

ისე სასროლი ბადეების ფასები მეც მაინტერესებს.............. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Jan 3 2010, 15:38

ციტატა(PREDATOR @ Jan 3 2010, 16:17) *
ისე სასროლი ბადეების ფასები მეც მაინტერესებს.............. newsmile027.gif




ჰერცოგის მეზობელი ქსოვს და იმედია ფასებს გაგვიგებს, ისე 300 ლარადაც იყიდებოდა მაგრამ ძვირია ჩემთვის ეგ ფასი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 3 2010, 18:59

300 დზალიან ძირია მაგის მოქსოვა სადღეც დაახლეეებით მარტო ძაფი 50 დალარამდე ჯდება და ეერთი მაგდენი ხელობაც თუ გაწყობთ მე ვნახავ იმ ბიჭს რა ზომაც გინდათ თქვით მდინარისთვის თუ ტბისთვის და ბაზარი არ არის მოქსოვს

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 21:43

ტბის ბადეს რამდენად მოქსოვს აბა იქნება გაიგო

პოსტის ავტორი: ivana101 Apr 10 2010, 23:20

akela1954 . მოკლედ მე და ჩემს ძმაკაცს გვაქვს ამერიკიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ზომის სასროლი ბადე, ჯიბეების და გრუზების გარეშე, ანუ ასაწყობი. რაღაც ლათინური სერიალი იწყებოდა, ტიპი ოკეანის სანაპიროზე შლიდა(ისროდა)უზარმაზარ, პარაშუტივით ბადეს, ხოდა ზუსტათ ეგეთია. მასალა არის რაღაც სასწაული, ძაან წვრილი და ზემტკიცე ძაფისგან მოქსოვილი. გვინდა გადაკეთება, ანუ აქაურ ყაიდაზე რომ მოვაქციოთ და მაინტერესებს ვინმე ამ საქმის კარგი მოხელე. ხომ ვერ მიმასწავლით ესეთ კაცს? დიდი მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: ბესო Apr 13 2010, 11:09

akela1954

შეიძლება თქვენი ბადის სადმე ნახვა?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 13 2010, 15:13

ციტატა(ნიკაP&A @ Nov 12 2009, 13:59) *
კაცო ერთი კაი საკალმახე 7 კგ-იანი სასროლი ბადე მინდა და არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს. 150-200 ლარის ფარგლებში?

რუსთავში ბევრგან ქსოვენ სასროლ ბადეს 150 დაათიდან 200 ლარი ბოლო ფასი თუ დაინტერესდები როდესაც გიდათ მიგყვებით

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 14 2010, 02:51

ბესო
აღარ არის ჩემთან. ის რაც დარჩა "პერდე" არ არის, შამაიისთვის მოვქსოვე ერთი 4-5 წლის წინ, თიანელებისთვის, სპეციალურად სქელი ძაფითაა ნაქსოვი "ექსპლოატაციას" რომ გაუძლოს.

ivana101
დამაინტერესე! ძაფია საინტერესო. ქსოვის დროს ეგეთი მასალა ხელს ჭრის, მაგრამ წყლის ჭრა ექნება 10-ზე. მოდი ვნახოთ და რისი გაკეთება შეიძლება მოვიფიქროთ. გაუკეთებელი ამ ქვეყანაზე არაფერია. ქარხნული ნაქსოვი იქნება, საინტერესოა როგორ გადიან აბსოლუტურ წრეზე, ალბათ მაინც ჩაკერილი იქნება ( 6 სექტორი ). ოღონდ ერთი პირობით: ბადეს ვქსოვ პირადი სიამოვნებისთვის და ზაკაზებს არ ვიღებ, დროც შესაბამისად, მარტო ბადის ქსოვით არ ვერთობი.

პოსტის ავტორი: ბესო Apr 14 2010, 11:36

akela1954

მე დამაინტერესა რა აქვს თქვენს ბადეს განსხვავებული სხვა ბადეებთან შედარებით! და როგორ გამოგყავთ მეთევზის ზომა წონის მიხედვით ბადის წონა/ზომა.

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 14 2010, 15:07

ბესო
ჩემი ხელით არის მოქსოვილი და ერთი ზედმეტი თვალი (აჩოკი) არა აქვს. გაშლილ მდგომარეობაში აბსოლუტურ წრეს აკეთებს.
თოფის ლულები ისვრის არტყავს კონდახი - ეს ძველი რუსული გამოთქმაა. თუ კონდახი მორგებული არა გაქვს სრულყოფილი გასროლა არ გექნება. ისევე როგორც თოფის ბალანსი ლულებსა და კონდახს შორის და მრავალი სხვა.
დაახლოვებით იგივე ხდება სასროლი ბადის შემთხვევაში; თუ ბადის წონა მებადურმა ვერ დაძლია ბადის სრულყოფილ გაშლაზე და მითუმეტეს გეომეტრული ფიგურის დახატვაზე ბადით ლაპარაკი ზედმეტია. ისევე როგორც ბადის სიგრძე თუ მებადურის სიმაღლეს ბევრად აღემატება ბადე სრულყოფილად არ გაიშლება, თევზაობის ობიექტიდან გამომდინარე თვალის ზომაც გასათვალისწინებელია და მრავალი სხვა. ვაზნას ყველა თოფიდან გავისვრით, მაგრამ თუ თოფი მორგებული არ გაქვს სტაბილურ შედეგზე ფიქრიც კი ზედმეტია.
სასროლი ბადით თევზაობა გარდა დიდი პრაქტიკისა მოითხოვს ფიზიკურ კონდიციასაც, ერთხელ, ორჯერ - ათჯერ გაისვრი ბადეს მაგრამ მერე პროცესი უსიამოვნო ხდება და ბადის გაშლის ეფექტურობაც ეცემა თუ იმაზე უფრო მძიმე ბადით თევზაობ ვიდრე შენი ფიზიკური კონდიცია გაძლევს საშუალებას.
სასროლი ბადით თევზაობა ისევე როგორც თევზაობის სხვა მეთოდები ძალზე აზარტულია და სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა მძიმე სამუშაოს შესრულების ეფექტს გიტოვებდეს.
არამგონია პასუხი სრულყოფილი, მაგრამ ჩემი მიდგომა ამ საქმისადმი ავხსენი.

ისე, სუფთა მთის მდინარის მორევში ბადეს, რომ დაარტყავ და ბადის ცაში კალმახი გაიელვებს ....... ნომერში გამოსული ნადირის ეფექტია! (მოგონებების თაროდან)

პოსტის ავტორი: (dila)adriano Apr 14 2010, 20:02

ძალიან მეწყინა
როდესაც ფორუმის პატივცემულმა წევრებმა
აკელა 1954-ს ბადე სიძვირით დაუწუნეს
აქაოდა მაღაზიებში ბევრად იაფი ღირსო

ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ:
ბავშვობაში სიზმრად ყველაზე ხშირად ბადეს ვხედავდი
ბადე - ანკარა წყალში
ბადე - მღვრიე წყალში
ბადე - ნიორწყალში newsmile01.gif
მოკლედ ყველგან ბადე მელანდებოდა
მამაჩემს სამნაირი ბადე ქონდა:
1) მსუბუქი 5 კგ.-იანი წყალმარჩხ მდიონარეებზე წვერა-ქაშაპზე სათევზაოდ
2) საშუალო 6,5 კგ-იანი ზღვაზე კეფალზე და სხვ. სათევზოად
3) დიდი 8,5 კგ-იანი საორაგულე

სასროლი ბადე კოკა-კოლას ბოთლი არაა, ყველა რომ ერთმანეთს გავდეს
თითოეული ბადე რაღაც გაგებით ხელოვნების ნიმუშია
კარგი ოსტატის მოქსოვილი - სიამოვნებას და უხვ თევზს მოგანიჭებთ
აი ჩემი სახლის წინ მეთევზის მაღაზიაში რომ იყიდება, ის კი - ერთი თვალის შევლებითაც ვხვდები, პირველივე "ზაცეპკაზე" აიხევს სიფათს
ასე რომ
შეგიძლიათ 100 ლარად შეიძინოთ ერთჯერადი ბადე
(ეგრე 10 ლარიანი ჯოხები და კატუშკებიც ეძრობა მაღაზიებში, მაგრამ კარგი მეთევზე არ ყიდულობს)
და შეგიძლიათ იყიდოთ გამოცდილი ოსტატის მოქსოვილი ცისარტყელა ბადე
ოღონდ სად და ვისთან
ეგ მართლა არ ვიცი
აკელას სიტყვაზე ვენდე
თუ ბადის ყიდვა გადავწყვიტე პირველი მას დავუკავშირდები
ოღონდ ჯერ კარგად დავათვალიერებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Apr 14 2010, 22:52

ვეთანხმები ანდრიანოს 100%

პოსტის ავტორი: ბესო Apr 15 2010, 13:13

(dila)adriano

ფასზე მე პირადად არაფერი მითქვამს. უბრალოდ ბადის შეძენას ვაპირებთ და თუ akela-ს აქვს გარკვეული გამოცდილება ამაში... დიდი სიამოვნებით მივიღებდი დარიგებას!
მაინტერესებს ჩემთვის როგორი ბადე იქნება "ზედგამოჭრილი" და ესეთი ბადე ვის მოვაქსოვინო!

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 15 2010, 13:41

ბესო
დიდი სიამოვნებით: ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემ (რასაკვირველია რაც ვიცი), ქსოვასაც გასწავლი და შენით მოიქსოვე ბადე. შენ მოქსოვილ ბადეს უფრო გაუფრთხილდები. მამა როცა მიქსოვდა ბადეს წელიწადში ორი არა მყოფნიდა.

პოსტის ავტორი: ბესო Apr 15 2010, 13:55

ციტატა(kote @ 15th April 2010 - 14:41) *
ქსოვასაც გასწავლი


დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი... რა ხელსაწყოები მჭირდება ამისთვის?

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 17 2010, 10:05

ბესო
ბევრი არაფერი; მაქო და ზომის დამცავი. ყველაფერი ხელით კეთდება. საჭიროა 2-3 მმ. სისქის, 50 x 25 სმ ტექსტოლიტის ფირფიტა. ძაფი, ჩვენ სინამდვილეში კაპრონის.
ყველაზე მთავარი მოთმინება.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 17 2010, 12:36

ძალიან საინტერესოა. მთელი ჩემი ცხოვრების მაიძილზე..მინდოდა სასროლი ბადით თევზაობა. ვერ მოვახარხა აქამდე(მარტო საჩხრეკი ბადით მითევზავია ყვირილაზე) მაგ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ.

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 17 2010, 13:37

ბესო
http://samodelnoe.ru/18-vyazanie-rybolovnoj-seti.html
http://www.fishing-net.ru/1/1/
http://www.catfish1.com/forums/showthread.php?38869-Cast-Net-Braille-Line-Repair
http://www.curriecustomnets.com/construction.html

აი ეს საერთო წარმოდგენისათვის. დანარჩენი პრაქტიკაა და ფანტაზია.

ლევანი

ნეტა, როგორც ეგ ოცნებაა ადვილად შესასრულებელი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 17 2010, 22:54

akela1954

შეგიძლია შენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების სურათები დადო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 17 2010, 23:24

აუ მეც მაგრად მაინტერესებს ეს საქმე,ადრე ერთი უბნელი გამოცდილი კაცი მასწავლიდა ეკრანის ქსოვას(მაშინ ბნელი ვიყავი და პატარა)ინსტრუმენტებიც ჩემი ხელით გავაკეთე,ავითვისე კიდეც მაგრამ ახალგაზრდობამ გაიტანა აზრები სხვაგან გარბოდა.
ეხლა თუ ვინმე შემასწავლის ამ საქმეს ბედნიერი ვიქნები, ბავშვობიდან დავყვებოდი ნათესავებს ხრამზე და იქიდან მოვიწამლე,ამ ბოლოდროს კიდე რაჭაში შევეცადე გაშლას და ნორმალურად გამომივიდა(ძალიან მძიმე იყო).

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 18 2010, 00:08

ციტატა(nika @ 18th April 2010 - 00:24) *
შევეცადე გაშლას და ნორმალურად გამომივიდა(ძალიან მძიმე იყო).

რამე განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება???..(არასდროს მიცდია)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 18 2010, 00:20

ლევანი
ოო კი მოძრაობების მთელი კასკადია ცოტა მოხერხება უნდა,ყოველ გაშლა ერთგვარი რიტუალია

akela1954
როგორც ვიცი სასროლი ბადე ორნაირად იქსოვება
ნაკერიანი და უნაკერო.შენ რომელი წესით ქსოვ??

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 18 2010, 00:24

T A M P L I E R მეც ვიცი ბადის სროლა ოღონდ რამდენად პროფესიონალურად ვერგეტყვი მაგრამ თავისებური მუღამიაქვს რაა 8 კილოიანს ვისროდიხოლმე მაგრამ ეხლა აღარმაქ ვათხოვე სხვას და ჩაწყიტა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 18 2010, 00:29

ჯეკო
თუ წყლის ზედაპირზე სრულად გაშლილი ბადე ეფინება და ეს სისტემატურად ხდება ესეიგი ბადის გაშლა იცი.
მაგრამ მე ამ საქმის ვირტუოზები მინახია რას აკეთებენ მთის ღელეებში გადავირიე კაცი,მაგან მომწამლა ზუსტად

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 18 2010, 00:34

ხო მეც მინახავს ნიკუშ მასეთი ხალხი მთის მდინარეებში newsmile027.gif newsmile027.gif ყველაფერს თავისი ხიბლი და მუღამიაქ რააა

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 19 2010, 13:40

ბესო

ციტატა(Beso @ 17th April 2010 - 23:54) *
შეგიძლია შენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების სურათები დადო?

შევეცდები. გადაღება პრობლემა არ არის აი დადებით არასოდეს დამიდია. ჩემ აიტიშნიკებს ვთხოვ და დადებენ თან ვისწავლი.
T A M P L I E R
ციტატა(nika @ 18th April 2010 - 01:20) *
როგორც ვიცი სასროლი ბადე ორნაირად იქსოვება
ნაკერიანი და უნაკერო.შენ რომელი წესით ქსოვ??

ბადე ან იკერება ან იქსოვება. მე ვქსოვ თავიდან ბოლომდე. ქსოვის დროს ყველა მქსოველს თავისი ფორმულა აქვს ნამატების გაკეთების. ჩემ შემთხვევაში ხდება ძაფისა და შრომის რესურსის ეკონომია და საბოლოო ჯამში ნამატები ნაწილდება თანაბრად ბადის მთელ სიგრძე- სიგანეზე.

პოსტის ავტორი: ბესო Apr 20 2010, 12:14

ციტატა(kote @ 19th April 2010 - 14:40) *
დადებით არასოდეს დამიდია

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3

შეგიძლია pix.ge გამოიყენო ატვირთვის სერვერად.

ციტატა(kote @ 19th April 2010 - 14:40) *
ყველა მქსოველს თავისი ფორმულა აქვს ნამატების გაკეთების. ჩემ შემთხვევაში ხდება ძაფისა და შრომის რესურსის ეკონომია და საბოლოო ჯამში ნამატები ნაწილდება თანაბრად ბადის მთელ სიგრძე- სიგანეზე


ხოდა ეგ ფორმულები და მათი გამოყენება გვაინტერესებს ზუსტად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 9 2010, 22:09

12 wlis var da sasroli badit vtevzaob da dzaan magariaaa newsmile05.gif

12 wlis var da sasroli badit vtevzaob da dzaan magariaaa newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 10 2010, 12:27

ციტატა(king of fishing @ May 9 2010, 23:09) *
12 wlis var da sasroli badit vtevzaob da dzaan magariaaa newsmile05.gif

12 wlis var da sasroli badit vtevzaob da dzaan magariaaa newsmile05.gif

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 10 2010, 13:03

king of fishing
ეგ დზალიან დასაფასებელია ჩემის აზრით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 10 2010, 13:10

მადლობაააააა
სოფელში ბაბუამ მასწავლა ორი ბადე მაქ მარა ერტყი დზაან მძიმეა და ვერ ვისვრი და მეორე კიიიიიიიიიი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 10 2010, 13:11

king of fishing
რომელ სოფელში თევზაობ და რაზე?

პოსტის ავტორი: ლეკი May 10 2010, 13:13

ციტატა(ნოსო @ May 10 2010, 14:03) *
king of fishing
ეგ დზალიან დასაფასებელია ჩემის აზრით newsmile05.gif

მართლაც რომ დასაფასებელია!! dastur.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 10 2010, 20:21

ჭალვანში კორბულის რაიონი მდინარე ძირულაა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 11 2010, 00:25

ეე ძირულის ჩხერიმელის და ბორმელის თევზს რა ჯობია

პოსტის ავტორი: ლევანი May 11 2010, 01:57

ციტატა(nikolozi=) @ 10th May 2010 - 21:21) *
ჭალვანში კორბულის რაიონი მდინარე ძირულაა

რა კორბოულის რაიონი..თვითონ კორბოულია საჩხერის რაიონი. ჭალვანი კი მაგარი სოფელია. მე ყვირილაზე ვიჭერდი ბავშვობაში...(ოღონდ ანკესით და საჩხრეკი ბადით) სასროლი ბადის სროლა ვერ მოვასწარი და გულში მაქვს ჩარჩენილი.

პოსტის ავტორი: king of fishing May 11 2010, 13:38

martlaaac dzaan magari sofelia ხეებიც! arisss newsmile05.gif

მოდერირებულია ფორუმის წესების შესაბამისად!

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2010, 13:55

king of fishing
თუ შეგიძლია ქართულად წერე

პოსტის ავტორი: შალვა May 11 2010, 14:08

სოფ. ჭალვანთან, ძირულაზე სასროლი ბადით? რამე სპეც ადგილები იცი ალბათ, ან სიგრძეზე შლი ბადეს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2010, 14:21

შალვა
დაიჭირე ხო newsmile090.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 11 2010, 20:46

ვერ დამიცჰირა რადგან ძირულა ქვევით უფრო დიდია ლიჩისკენ. და ზემოტ ვერ იტევზავებ და იქ ჩანგლთ თევზაობენნნნ
T A M P L I E R
მეტი როგორ ვწერო ქარტულად ერთხელ დავწერე ინგლისური ასოებით

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 12 2010, 00:23

king of fishing
ვახ რას მეჩხუბები კაცო newsmile029.gif ერხელ გითხარი და გამოასწორე მითქვია მეტი რამე?? ashh.gif

პოსტის ავტორი: mose May 15 2010, 18:46

თუ სასროლ ბადეებზე გაინტერესებთ ინფორმაცია, ან სხვა რაიმე , შემიძლია დაგეხმაროთ!

პოსტის ავტორი: akela1954 May 18 2010, 09:33

mose
მაინტერესესებს. რა სახის ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია?

პოსტის ავტორი: არვიცია Jun 2 2010, 19:31

გთხოვთ, იქნებ განმიმარტოთ, რა არის ხოლიხი ბადე ?

პოსტის ავტორი: tommy Aug 18 2010, 21:22



ბადე ძვირია არა-და ძაან საჭირო, თუმცა არ ვიცი მგონი ეგ აკრძალული ხილი ჩვენს სინსმდვილეში... small3d018.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 25 2010, 09:00

200 ლარად შეაკერინებ

პოსტის ავტორი: zaza71 Apr 6 2011, 14:18

ციტატა(akela1954 @ Oct 23 2009, 15:20) *
გავყიდი ჩემ მოქსოვილ სასროლ ბადეს (6.5 კგ). ნაქსოვია , შეკერილი არ არის. მდინარეში ჯერ არ დასველებულა.
მსურველებს ვასწავლი ბადის ქსოვას (უფასოდ).


ბადის მოქსოვა მე მაინტერესებს, ინტენეტით მოვძებნი სადმე საინტერესო სტატიებს ბადის ქსოვაზე?

პოსტის ავტორი: ბესო Apr 6 2011, 14:23

ციტატა(zaza71 @ 6th April 2011 - 15:18) *
ინტენეტით მოვძებნი სადმე საინტერესო სტატიებს ბადის ქსოვაზე?

კი

ციტატა(kote @ 17th April 2010 - 14:37) *
http://samodelnoe.ru/18-vyazanie-rybolovnoj-seti.html
http://www.fishing-net.ru/1/1/
http://www.catfish1.com/forums/showthread.php?38869-Cast-Net-Braille-Line-Repair
http://www.curriecustomnets.com/construction.html

პოსტის ავტორი: dj_bebero Apr 7 2011, 21:47

სასროლი ბადე დასჰვებულია აბსოლუტურად ყველგან გარემოს დაცვის ინსპექციამ დაუსჰვა და დზალიან მაგარი და საინტერესო მეთოდია მე ვაპრენ ყველაზე მეტად მიყვარს ბადიტ ტევზაობა




ციტატა(zaza71 @ 6th April 2011 - 15:18) *
zaza 71


ზაზა მე მინდა დზალიან გულით მინდა ბადის ქსოვის სწავლა და სჰემეხმიანე რა

პოსტის ავტორი: raji Apr 23 2011, 11:29

მოგესალმებით
გაცნობებთ რომ ვარკეთილში გაიხსნა სათევზაო მაღაზია ჯავახეთის 26 ში თათრების ბაზრობის პირდაპირ

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 10 2011, 16:56


პოსტის ავტორი: akela1954 Nov 10 2011, 22:22

ციტატა(zaza71 @ Apr 6 2011, 15:18) *
ბადის მოქსოვა მე მაინტერესებს, ინტენეტით მოვძებნი სადმე საინტერესო სტატიებს ბადის ქსოვაზე?

dj_bebero

ჯერ ცოცხალი ვარ და ნათქვამ სიტყვას არ გადავდივარ.
ბადის ქსოვის სწავლა თუ გინდათ გასწავლით.

პოსტის ავტორი: gio.k Feb 25 2012, 21:38

ციტატა((dila)adriano @ Apr 14 2010, 21:02) *
ძალიან მეწყინა
როდესაც ფორუმის პატივცემულმა წევრებმა
აკელა 1954-ს ბადე სიძვირით დაუწუნეს
აქაოდა მაღაზიებში ბევრად იაფი ღირსო

ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ:
ბავშვობაში სიზმრად ყველაზე ხშირად ბადეს ვხედავდი
ბადე - ანკარა წყალში
ბადე - მღვრიე წყალში
ბადე - ნიორწყალში newsmile01.gif
მოკლედ ყველგან ბადე მელანდებოდა
მამაჩემს სამნაირი ბადე ქონდა:
1) მსუბუქი 5 კგ.-იანი წყალმარჩხ მდიონარეებზე წვერა-ქაშაპზე სათევზაოდ
2) საშუალო 6,5 კგ-იანი ზღვაზე კეფალზე და სხვ. სათევზოად
3) დიდი 8,5 კგ-იანი საორაგულე

სასროლი ბადე კოკა-კოლას ბოთლი არაა, ყველა რომ ერთმანეთს გავდეს
თითოეული ბადე რაღაც გაგებით ხელოვნების ნიმუშია
კარგი ოსტატის მოქსოვილი - სიამოვნებას და უხვ თევზს მოგანიჭებთ
აი ჩემი სახლის წინ მეთევზის მაღაზიაში რომ იყიდება, ის კი - ერთი თვალის შევლებითაც ვხვდები, პირველივე "ზაცეპკაზე" აიხევს სიფათს
ასე რომ
შეგიძლიათ 100 ლარად შეიძინოთ ერთჯერადი ბადე
(ეგრე 10 ლარიანი ჯოხები და კატუშკებიც ეძრობა მაღაზიებში, მაგრამ კარგი მეთევზე არ ყიდულობს)
და შეგიძლიათ იყიდოთ გამოცდილი ოსტატის მოქსოვილი ცისარტყელა ბადე
ოღონდ სად და ვისთან
ეგ მართლა არ ვიცი
აკელას სიტყვაზე ვენდე
თუ ბადის ყიდვა გადავწყვიტე პირველი მას დავუკავშირდები
ოღონდ ჯერ კარგად დავათვალიერებ newsmile05.gif

1000% გეთანხმები მეგობარო!

პოსტის ავტორი: გოგა Feb 26 2012, 03:11

gio.k
მაინც რა მოგეწონა,ლექსად ნათქვამი სილამაზე?

პოსტის ავტორი: gio.k Feb 26 2012, 19:04

ციტატა(გოგა @ Feb 26 2012, 04:11) *
gio.k
მაინც რა მოგეწონა,ლექსად ნათქვამი სილამაზე?

კი ძალიან მომეწონა ლექსად ნათქვამი სილამაზე! ?

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 27 2012, 13:45

ციტატა(გოგა @ Feb 26 2012, 04:11) *
gio.k
მაინც რა მოგეწონა,ლექსად ნათქვამი სილამაზე?

ჰოდა იყავით ახლა, ლექსად ნათქვამი სილამაზის გარეშე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 27 2012, 14:03

(dila)adriano
რა იყო რა გულს გვიხეთქავ,რამე ფასეული დაიკარგა? D.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 27 2012, 14:15

გოგა

დიდი მადლობა


ისე რომელიმეს ხომ მაინც უნდა აეხსნა რა გეწყინათ?


პოსტის ავტორი: გოგა Feb 27 2012, 14:30

(dila)adriano
რა მადლობა,რა გვეწყინა???
რას ამბობ გამარკვიე მაინც

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 27 2012, 14:33

გოგა
მეც მაგას არ ვკითხულობ?


პოსტის ავტორი: გოგა Feb 27 2012, 14:34

(dila)adriano
ხოდა რას მეკითხები ეგ ვერ გავიგე.
მე რა დავწერე და შენ რა პასუხი გამეცი.
მოკლეთ დიდ გაურკვევლობაში ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sama Jun 19 2012, 12:26

გამარჯობათ სასროლი ბადის ყიდვა მინდა და სად შეიძლება ვიყიდოოოო?? წინასწარ მადლობააა ოღონთ ახალი D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 19 2012, 12:42

sama
დიდუბიდან რო გადადიხარ დიღმისკენ ხიდზე, სანამ გადახვალ, ზედ ხიდზევე მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან დგანან და ყიდიან სხვადასხვა ზომის ახალ, ხელით ნაქსოვ ბადეებს....
ფასი არ ვიცი ნამდვილად

პოსტის ავტორი: sama Jun 19 2012, 12:44

ძალიან დიდი მადლობააა

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 19 2012, 14:05

მგონი მანდ აღარ არია, ყოველ შემთხვევაში მე არ შემინიშნავს კარგა ხანია.

sama

სათევზაო მაღაზიებში იკითხე.....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 19 2012, 14:17

ჩელე
მგონი მანდ აღარ არია, ყოველ შემთხვევაში მე არ შემინიშნავს კარგა ხანია.
მაქეთ ვმუშაობ და ვიცი დანამდვილებით რო მანდ ყიდიან!

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 19 2012, 14:29

შოთა.03

ძნაჩეტ, მანდ არის..... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 20 2012, 06:53

სამგორი ბაზარშიც ვნახე ამ რამდენიმე დრი წინ. ვიღაც კაცი იდგა..მთელი ატრიბუტებით(ტივტივიან-ძუებიანად) იმას ქონდა ბადეებიც.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 20 2012, 06:58

ციტატა(SHOTA @ 19th June 2012 - 13:42) *
დიდუბიდან რო გადადიხარ დიღმისკენ ხიდზე, სანამ გადახვალ, ზედ ხიდზევე მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან დგანან და ყიდიან სხვადასხვა ზომის ახალ, ხელით ნაქსოვ ბადეებს....
ფასი არ ვიცი ნამდვილად

ეგენი აკრძალულ ე.წ. პუტაიცებს ქსოვენ და ღიად ყიდიან აკრძალულ , საბრაკონიერე ხელსაწყოს. !

პოსტის ავტორი: ramazi13 Jul 6 2013, 07:59

გამარჯობატ, იკნებ მასცავლოტ სად ცავიკიტხო რომ ბადიტ ტევზაობა ნაგდად დასჰვებულია? ცინასცარ გმადლობტ

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 6 2013, 08:28

ციტატა(ramazi13 @ Jul 6 2013, 08:59) *
გამარჯობატ, იკნებ მასცავლოტ სად ცავიკიტხო რომ ბადით ტევზაობა ნაგდად დასჰვებულია? ცინასცარ გმადლობტ


ყველა ბადით თევზაობა დაშვებული არაა, იკრძალება სახლართ საწური ბადეები დაშვებულია სასროლი ბადე და ისიც იმ შემთხვევაში თუ მისი უჯრების ზომა კვანძიდან კვანძამდე ემთხევვა ნორმით დაშვებულს

პოსტის ავტორი: @bazierashvili@ Jul 7 2013, 15:46

საინტერესოა

პოსტის ავტორი: choportaa Jun 28 2014, 22:47

მოგესალმებით ყველას! ბადე მაქვ თითქმის ახალი,მაგრამ თევს ვერ იჭერს იმის გამო, რომ ჯიბეები არასწორადაა მოქსოვილი. რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში? უნდა დაიშალოს და ახლიდან შემოექსოვოს ჯიბეები თუ უნდა დაემატოს ცოტა კიდევ? მიდევს და ვუყურებ, არადა ბადით თევზაობა მაგრად მიყვარს თან ვარჯიშიც გამოგდის კაცს.. D.gif

პოსტის ავტორი: Hubert Jun 29 2014, 11:25

ციტატა(choportaa @ Jun 28 2014, 23:47) *
მოგესალმებით ყველას! ბადე მაქვ თითქმის ახალი,მაგრამ თევს ვერ იჭერს იმის გამო, რომ ჯიბეები არასწორადაა მოქსოვილი. რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში? უნდა დაიშალოს და ახლიდან შემოექსოვოს ჯიბეები თუ უნდა დაემატოს ცოტა კიდევ? მიდევს და ვუყურებ, არადა ბადით თევზაობა მაგრად მიყვარს თან ვარჯიშიც გამოგდის კაცს.. D.gif



ნახვა უნდა ეგრე ზეპირად ვერავინ გეტყვის,დიდუბის ხიდთან დგანან ხოლმე რამოდენიმე ადამიანი ბადეებს ყიდიან,იმათთან მიდი და აჩვენე

პოსტის ავტორი: choportaa Jun 30 2014, 01:04

გაიხარე მადლობა..

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jun 30 2014, 02:46

რა ღირეს ეგ ბადეები ხომ არ იცით?..

პოსტის ავტორი: მარდი Jun 30 2014, 03:55

ლეონ-ბლექი
ძვირია ლევან თუარ ვცდები 100 ლარიდან იწყება.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 30 2014, 07:47

5 კილო საქორწილე ცოცხალის ფასია.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მარდი Jun 30 2014, 08:00

D.gif მაშ მაგრამ არა ერთ 5 კილოს დაგაჭერინებს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 1 2014, 00:09

ციტატა(sergo tabagari @ 30th June 2014 - 05:55) *
100 ლარიდან იწყება.

ნორმალური ფასია..რას ერჩი. მაგისი მოქსოვა ხუმრობა საქმეა?.. ერთ მოფულიანებაზე მინდა შევიძინო. სულ მინდოდა მაგითი თევზაობა და ჯერ ვერ ავიხდინე ეგ ოცნება.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 1 2014, 05:38

ლეონ-ბლექი
ჯერ გარაჟი გააკეთე...

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jul 1 2014, 09:27

დიდუბის ხიდთან რო ყიდიან, მაგ კაცისგან მე შევიძინე წლების წინ 8 კილოიანი ბადე და კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბადეს კი არ ქსოვს, აწყობს. ანუ, თურქეთიდან შემოდის პირდაპირ შეკერილი, და არა მოქსოვილი ბადე.აქ უქსოვს ჯიბეებს და უმატებს ტყვიებს. საკმაოდ მსხვილი ძაფით არის შეკერილი და ჭრა არ უვარგა. ერთი თევზიც კი ვერ დაიჭირა მაგ ბადემ. მე კაი, არ ვარ დიდი მსორლელი, მაგრამ ბიძაჩემი და არის კიდევ რამდენიმე კაცი ვინც გამოცადა და ყველა უკმაყოფილო იყო.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jul 1 2014, 10:22

ციტატა(Nukry @ 1st July 2014 - 07:38) *
ჯერ გარაჟი გააკეთე...

რათა?.. გარაჟში უნდა შევინახო?.. D.gif

jaba_gugesha
გასათვალისწინებელი აზრია. მადლობა.

პოსტის ავტორი: levani-gabo Jul 2 2014, 18:47

ციტატა(jaba_gugesha @ Jul 1 2014, 10:27) *
დიდუბის ხიდთან რო ყიდიან, მაგ კაცისგან მე შევიძინე წლების წინ 8 კილოიანი ბადე და კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბადეს კი არ ქსოვს, აწყობს. ანუ, თურქეთიდან შემოდის პირდაპირ შეკერილი, და არა მოქსოვილი ბადე.აქ უქსოვს ჯიბეებს და უმატებს ტყვიებს. საკმაოდ მსხვილი ძაფით არის შეკერილი და ჭრა არ უვარგა. ერთი თევზიც კი ვერ დაიჭირა მაგ ბადემ. მე კაი, არ ვარ დიდი მსორლელი, მაგრამ ბიძაჩემი და არის კიდევ რამდენიმე კაცი ვინც გამოცადა და ყველა უკმაყოფილო იყო.

ზუსტად რვა წლის წინ ვიყიდე მაგ კაცისგან ბადე და არ ვემდური,თურქეთშია აწყობილი თუ ტაჯიკეთში ბადე მაგარია,საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ვიხმარე.

პოსტის ავტორი: levani-gabo Jul 2 2014, 18:47

ციტატა(jaba_gugesha @ Jul 1 2014, 10:27) *
დიდუბის ხიდთან რო ყიდიან, მაგ კაცისგან მე შევიძინე წლების წინ 8 კილოიანი ბადე და კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბადეს კი არ ქსოვს, აწყობს. ანუ, თურქეთიდან შემოდის პირდაპირ შეკერილი, და არა მოქსოვილი ბადე.აქ უქსოვს ჯიბეებს და უმატებს ტყვიებს. საკმაოდ მსხვილი ძაფით არის შეკერილი და ჭრა არ უვარგა. ერთი თევზიც კი ვერ დაიჭირა მაგ ბადემ. მე კაი, არ ვარ დიდი მსორლელი, მაგრამ ბიძაჩემი და არის კიდევ რამდენიმე კაცი ვინც გამოცადა და ყველა უკმაყოფილო იყო.

ზუსტად რვა წლის წინ ვიყიდე მაგ კაცისგან ბადე და არ ვემდური,თურქეთშია აწყობილი თუ ტაჯიკეთში ბადე მაგარია,საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ვიხმარე.

პოსტის ავტორი: general Jul 3 2014, 11:26

მეც ვეძებ სასროლ ბადეს და სადმე თუ გეგულებათ მიმასწავლეთ.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jul 3 2014, 20:14

ციტატა(levani-gabo @ Jul 2 2014, 19:47) *
ზუსტად რვა წლის წინ ვიყიდე მაგ კაცისგან ბადე და არ ვემდური,თურქეთშია აწყობილი თუ ტაჯიკეთში ბადე მაგარია,საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ვიხმარე.



გაგმართლებია მეგობარო. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: soso16021984 Feb 28 2015, 23:19

ბიჭებო ბევრმა დაწერე სასროლ ბადეზე ბევრი რამ, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა ეს თემა. 2 რამ მაინტერესებს იქნებ დამეხმაროთ: 1- როგორ აითვლება ის 2 წანტიმეტრი , ანუ როგორ იზომება უჯრა ბადის, რომელიც ბრაკონიერულსჰი არ გადის, და 2- ვინმემ ხომ არ იცით ვინ ქსოვს იაფად ხარისხიან ბადეებს. თუ შეგიძლიათ საკონტაქტო ნომერი რომ დადოთ იმ პიროვნებების. დიდი მადლობა წინასწარ ყველას

პოსტის ავტორი: jola Feb 28 2015, 23:23

soso16021984
ნასკვიდან ნასკვამდე

პოსტის ავტორი: soso16021984 Mar 13 2015, 16:09

მაქვს სასროლი ბადე გავყიდი 70 ლარად. მიდევს მაიმარკეტ ჯიზე

პოსტის ავტორი: jola Mar 13 2015, 18:19

ლინკი დადე მე ვეძებ, რა წონისაა და როგორ მდგომარეობაშია?

პოსტის ავტორი: soso16021984 Mar 16 2015, 12:26

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_307&product_id=7362307

ძაფი კარგია და კარგადაა ნაქსოვი, მაგრამ რამდენიმე ადგილას არის გახეული. 6-7 კილო იქნება ზუსტად არ ვიცი. რუსთავში არის კაცი ვინც გააახლებს. მე დრო არ მაქვს რომ წავიღო. მე მინდა ახალი ვიყიდო და იმიტომ ვყიდი ამ ფასში

პოსტის ავტორი: jola Mar 16 2015, 13:57

ოკ , წარმატებები გაყიდვაში

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Aug 21 2015, 23:55

მოგესალმებით,

ერთი რაღაც მაინტერესებს, ვინც ერკვევით სასროლი ბადის მოხმარების წესებში და კანონებში newsmile05.gif. მინუმუმ 20 მმ უნდა იყოს უჯრის ზომა, კანონში ესე წერია და რა არის ნაგულისხმები? ჯიბეების ზომა თუ ზედა ნაწილის? მე პირადად არ მინახავს ისეთი ბადე, რომლის ჯიბეები ამ სტანდარტში ჯდებოდეს.

თუ ვინმემ იცით ზუსტად, გამარკვიეთ რა. ვინმემ სადმე არ დამაჯარიმოს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Amirandevi Sep 6 2015, 17:42

თუ იცით ვინმე ქსივდეს კარგ ბადეებს შეძენა მინდა, იქნებ ან მომწეროთ აქ ან ნომერი მომცეთ.. ნორმალური ბადე ვერ ვნახე თბილიში.

პოსტის ავტორი: bobby Dec 6 2015, 01:34

გამარჯობათ . თუ იცით ამერიკული სასროლი ბადეები რომლებსაც ჯიბეები არ არვს ჩვენთან აკრძალულია ?



გამარჯობათ . თუ იცით ამერიკული სასროლი ბადეები რომლებსაც ჯიბეები არ არვს ჩვენთან აკრძალულია ?


პოსტის ავტორი: vaxo1992 Jul 6 2016, 12:34

ნომერი რო მომწერო იმ პიროვნების ვინც ბადეებს ქსოვს შეგიძლია?

პოსტის ავტორი: jemal Apr 11 2018, 12:09

ციტატა(akela1954 @ Oct 23 2009, 15:20) *
გავყიდი ჩემ მოქსოვილ სასროლ ბადეს (6.5 კგ). ნაქსოვია , შეკერილი არ არის. მდინარეში ჯერ არ დასველებულა.
მსურველებს ვასწავლი ბადის ქსოვას (უფასოდ).

გაუმარჯოს შენ რა მეთოდით ქსოვ ქართული მეთოდით მეც ვქსოვ ბადეებს თუ შემოხვალ დამიკავშირდი jemali2323@gmail.com

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 11 2018, 21:31

2009 შია ეგ პოსტი დაწერილი.

პოსტის ავტორი: jemal Jun 8 2019, 16:38

ციტატა(ოთო. @ Apr 11 2018, 22:31) *
2009 შია ეგ პოსტი დაწერილი.

ახალი პოსტი არი რამე მაგ თემაზე

პოსტის ავტორი: krazana Aug 6 2019, 08:28

სალამი ყველას!!
სასროლი ბადის ქსოვა მინდა დავიწყო და როგორი კაპრონით მოვქსოვო არ ვიცი (რა ნომერი კაპრონით, ან სხვა მატერია თუ უკეთესია რას მირჩევთ) აქ ერთი კაცი ქსოვს ბადეს, ფორუმზე akela აწერია. კარგა ხნის წინ იყო შემოსული ამ საიტზე და თუ ვინმემ იცით ამ კაცის ტელეფონის ნომერი რომ მომცეთ newsmile05.gif მადლობა წინასწარ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)