თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტივტივა და თევზჭერის სხვა მეთოდები _ ტივტივიანი ანკესის აწყობა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2010, 23:02

ტივტივიანი ანკესის აწყობის რამოდენიმე ხერხი არსებობს. პრინციპი არის ორი. სრიალა ანუ "სკალზიაში" და ფიქსირებული.
სრიალა ტივტივა საშუალებას გვაძლევს დიდ სიღრმეზე ვითევზაოთ. გამოიყენება ჩვეულებრივ საშუალო და პატარა სიღრმეზეც. ეფექტურია შორს და ზუსტი სროლისთვის.
პრაქტიკულია ტრანსპორტირებისას.

ასაწყობად გვესაჭიროება შემდეგი ინვენტარი:

სათევზაო ჯოხი. სიგრძე 4 დან 5.5 მეტრამდე


კოჭა. არაინერციული


ძუა. ორი ზომა. ძირითადი ანუ რაც კოჭაზე ეხვევა0.2 დან 0.3 მმ და სატარებელი "პავადოკი" 0.15 დან 0.2 მდე. იმის მიხედვით თუ რა ზომის თევზზე აპირებთ თევზაობას.


შემზღუდავი ანუ "აგრანიჩიტელი" იგივე "სტოპორი"


კარაბინები ორი ზომა. ყველაზე პატარა (ტივტივას დასამაგრებლად) და საშუალო (ძუის ბოლოში მისაბმელად).


ტივტივა


სიმძიმე


ნემსკავი


მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი


მიამაგრეთ კოჭა სათევზაო ჯოხზე


დაახვიეთ კოჭაზე ძუა. 70 - 100 მეტრი. კოჭა უნდა გაივსოს ბოლომდე


ძუის ბოლო გაატერეთ რგოლებში


დაამაგრეთ ჯერ ერთი შემზღუდავი


აარჩიეთ პატარა კარაბინი


კარაბინის შემდეგ დაამაგრეთ კიდევ ორი შემზღუდავი


წამოაცვით სიმძიმე, ისე რომ თავისუფლად მოძრაობდეს


დაამაგრეთ ბოლოში საშუალო კარაბინი ე/წ "მარსკოი უზელით" (კვანძები აღწერილია მეზობელ თემაში)


მოჭიმეთ შემზღუდავი კარაბინისკენ, ისე რომ სიმძიმე დაფიქსირდეს


პატარა კარაბინზე მიამაგრეთ ტივტივა, ისე რომ ბოლო ორ შემზღუდავს შორის სრიალებდეს

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 17 2010, 23:03

ისე რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და თუ არ გეზარება ,რამოდენიმე დადე გიო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 17 2010, 23:05

აიღეთ სატარებელი ძუა და ორივე ბოლოში მიაბით ნემსკავი. შემდეგ გაკეცეთ და შუა ნაწილი განასკვეთ, ისე რომ მიიღოთ 25-30 სანტიმეტრიანი ორი ბოლო.
აუცილებელია ერთი იყოს მეორეზე 6-8 სმ თი გრძელი


მარყუჟით მიაბით კარაბინზე


ანკესიც მზად არის


კარგია თუ "პავადოკებს" გაამზადებთ წინასწარ, სხვადასხვა ზომას, რათა თევზაობისას დრო არ დაკარგოთ


სამაგრი იოლად კეთდება კუსტარულად


ძალიან პრაქტიკულია სათევზაო ინვენტარის შესანახად ესეთი კეისი


ესეთი კონტეინერები გაგიიოლებთ სხვადასხვა წვრილმანის შენახვას


ტრანსპორტირებისას მოხსენით ტივტივა და ნემსკავიანი ძუა



ბედნიერ თევზაობას გისურვებთ........................................ პატივისცემით ჭალიმგელა

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 18 2010, 01:01

ეს თემა მეც კი მომეწონა , გააკეთეთ რა ხალხო ამისი მსგავსები.....


პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 18 2010, 01:14

Bonehill
ისე ნიკა ასე მაინც გასწავლიან თევზაობას საღოლ გიო მაგარია მეც რაგაც ვისწავლე ამ თემიდან რომ პავადეკები ეეგრე გავაკეთო და იქ არ ვიტანჯო

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 18 2010, 01:30

ვა..მართლა რა კარგად გაუკეთებია გიოს. small3d018.gif კიდევ სცადეთ. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 18 2010, 01:36

ეს კარგია და სხვა რამეებზეც რო დავაკვალიანოთ კიდე ახლები ვერა?არ გაქვს რამე იდეა?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 18 2010, 05:32

ვაა საღოლ ჭალო, მაგარია, ტაკ დერჯატ! newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gurika Mar 18 2010, 07:49

ისე მეც კი მომეწონა და როს გავსქუროთ სათევზაოდ ჭალიმგელა მაგრად მინდა სათევზაოდ წასვა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 18 2010, 16:41

ჭალიმგელა
დიდი მადლობა მასალისთვის, ერთი სული მაქვს როდის ავაწყობ

პოსტის ავტორი: ბესო Mar 18 2010, 18:23

მალადეს გიო! ისე აღწერა, რომ ანკესის გაწყობა მომინდა! small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2010, 20:20

მალაძეც newsmile05.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 18 2010, 21:15

კვირას მივდივარ ჯანდარაზე newsmile05.gif,
ყოჩაღ გიო, მომანდომე წუმპეში თევზაობა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 18 2010, 21:27

ისე ცოტა გრუზით ანკესიც ავაწყოთ კარგი იქნება

პოსტის ავტორი: nikola Mar 18 2010, 22:14

http://www.radikal.ru

როგორ შემიფასებთ ვარგა ტივტივები თუ არა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 18 2010, 22:37

nikola
სერიოზულლლ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 19 2010, 01:06

ვაა კაია გიო... საღოლ... მაგარი თემაა... small3d018.gif

ისე სიმძიმე მგონი ბურთულები აჯობებდა მაგ წყობაში.... იმიტომ რომ, შენ რაც სიმძიმე გაქვს, მაგით ზუსტად ვერ დაარეგულირებ ტივტივას დონეს... ნუ თუ ნაკლები მოგივიდა კიდე კაი (დაამატებ გარედან), მაგრამ მეტი თუ მოგივიდა - მაშინ ან ტივტივა უნდა გამოცვალო, ან დაშალო მონტაჟი და თავიდან ააწყო...

მე მაგალითად ჯერ ტივტივას ვუკეთებ და მერე წყალში სინჯვით ნელ ნელა ვაცმევ მრგვალ სიმძიმეებს, მანამ სანამ ტივიტვა არ გაჩერდება სასურველ დონეზე...

ხოდა კიდე რა მაინტერესებს... ტივტივასთან ზედა სტოპერი გასაგებია, მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს ?

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 19 2010, 01:14

ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:06) *
ტივტივასთან ზედა სტოპერი გასაგებია, მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს ?

სტოპერი რა არის??..

პოსტის ავტორი: ბესო Mar 19 2010, 01:16

ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:06) *
მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს


შუა სტოპერი იდეაში იმ სიმაღლეზე უნდა აჩერებდეს ტივტივას, რომ გადაგდებისას პავადოკის ტივტივაზე მოდების შანსი გამორიცხოს. ან აფიქსირებს ტივტივას. მაგრამ ეგ ამართლებს მხოლოდ შორს სროლის დროს! შესაბამისად მაგ წყობიდან თავისუფლად შეგიძლია ამოაგდო ქვედა 2 სტოპერი თუ შორს არ გიწევს გადაგდება ანკესის. და მით უმეტეს თუ მრგვალ სიმძიმეებს ამაგრებ, რომლებიც მყარად ფიქსირდება ძუაზე!

პოსტის ავტორი: გოგა Mar 19 2010, 01:16

ციტატა(levani @ 19th March 2010 - 02:14) *
სტოპერი რა არის??..

ზევიდან მეოთხე სურათში როა ის არის სტოპერი.ტივტივის დასაფიქსირებლად იყენებენ.
ეს სურათის დაკოპირება ვეღარ ვისწავლე რა

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 19 2010, 01:24

გიორგი
კაცო სანამ ააწყობ მანამდე უნდა დათვალო ეგ სიმძიმე, მე ვედროში ვამოწმებnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 19 2010, 01:37

გიორგი

ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:06) *
ტივტივასთან ზედა სტოპერი გასაგებია, მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს ?

შუა "სტოპორი"- დამჭერი საშუალებას იძლევა მცურავი ტივთივა, ყრუდ დამაგრებულ ტივტივად აქციო, თუ იმ შუა დამჭერს მაქსიმალურად მიუახლოვებ პირველ დამჭერს და ტივტივის სასრიალო რგოლს გაჭედავ.
ერთ. ორ ან სამ წერტილში ყრუდ დამაგრებული ტივტივის მგრძნობიარობა ბევრად უფრო მეტია და წვრილი თევზის ჭერის დროს სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 19 2010, 01:48

akela1954

ციტატა
შუა "სტოპორი"- დამჭერი საშუალებას იძლევა მცურავი ტივთივა, ყრუდ დამაგრებულ ტივტივად აქციო, თუ იმ შუა დამჭერს მაქსიმალურად მიუახლოვებ პირველ დამჭერს და ტივტივის სასრიალო რგოლს გაჭედავ


მეც მასე მივხვდი...

ციტატა
ერთ. ორ ან სამ წერტილში ყრუდ დამაგრებული ტივტივის მგრძნობიარობა ბევრად უფრო მეტია და წვრილი თევზის ჭერის დროს სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.


აი ამისთვის კი უღრმესი მადლობა newsmile05.gif სულ მაინტერესებდა რატომ უნდა იხმაროს კაცმა ფიქსირებული ტივტივა, როცა სრიალა ტივტივა ბევრად უფრო პრაქტიკულია...

მაგრამ მე მგონი სტოპერებით დაფიქსირებული ტივტივა, ისეთ ეფექტს ვერ მისცემს როგორც ჩვეულებრივი ფიქსირებული ტივტივა... და მაშინ რა აზრი აქვს სრიალა ტივტივისგან ფიქსირებულის გაკეთებას შუა სტოპერის მეშვეობით ???

პოსტის ავტორი: ბესო Mar 19 2010, 02:05

ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:48) *
მაგრამ მე მგონი სტოპერებით დაფიქსირებული ტივტივა, ისეთ ეფექტს ვერ მისცემს როგორც ჩვეულებრივი ფიქსირებული ტივტივა... და მაშინ რა აზრი აქვს სრიალა ტივტივისგან ფიქსირებულის გაკეთებას შუა სტოპერის მეშვეობით ???


არავითარი. უაზრობაა. 100 თავით უკეთესია 2 წერტილში ფიქსირებული. ერთად ერთი სტოპერის შეზღუდვის გამოყება შეიძლება შორს სროლისას, სიმძიმის მერე - პავადოკის სიგრზე არ უნდა იყოს სიმძიმესა და ტივტივას შორის სიგრძეზე მეტი და მაშინ არ გექნება გადახლართვები!!!

პოსტის ავტორი: akela1954 Mar 19 2010, 02:12

გიორგი

ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:48) *
ისეთ ეფექტს ვერ მისცემს როგორც ჩვეულებრივი ფიქსირებული ტივტივა

+1000 დასტურ.
ციტატა(somkhishvili @ 19th March 2010 - 02:48) *
მაშინ რა აზრი აქვს სრიალა ტივტივისგან ფიქსირებულის გაკეთებას შუა სტოპერის მეშვეობით ???

ეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული სად თევზაობ და რამდენად ხშირად გიწევს თევზაობის მეთოდის შეცვლა , მაგ: ნახევრად ფსკერულზე გადაკეთება, სიღრმეების ცვლა, შორ მანძილზე ტყორცნა და კიდევ სხვა ყველა თავისებურად უბერავს. თვითონ მეთევზის უნარზეა ბევრი დამოკიდებული და ტექნიკურ აღჭურვილობაზე. თუ 7-10 მეტრიანი შტეკერით თევზაობ იქ მცურავ ტივტივას რაუნდა.

პოსტის ავტორი: ivana101 Mar 19 2010, 08:55

იმედია ამ თემის ავტორი ალბათ არ მიწყენს თუ ორ კორექტირებას შევიტან მის მიერ წარმოდგენილ სრიალა ტივტივას მონტაჟში. 1. როგორც მივხვდი სიმძიმის ქვევიოთ არსებული კარაბინი ემსახურება "პავადოკების" სწრაფ შეცვლას მისი დაზიანების შემთხვევაში. "პავადოკების" მიბმის ეს მეთოდი არის არასაიმედო და ხშირ შემთხვევებში მისგან უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. ტრადიციული მეთოდით "პავადოკების" მიბმას ჭირდება ორი წუთი და ამ ორი წუთის დაზოგვის გულისთვის მგონი არ ღირს გარისკვა დიდი თევზის გამოყვანა დავაყენოთ რისკის ქვეშ. მქონია შემთხვევა როცა უხარისხო "საპავადოკე" ძუის გამო ყოველ საათში მიხდებოდა მისი ახლიდან მონტაჟი და არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ მქონია. 2. თუ ამ მონტაჟზე ვიყენებთ სრიალა სიმძიმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის ძუაზე დაფიქსირებას? პასიური "კლოვი"-ს დროს, როდესაც ვთევზაობთ დაწვენილი ტივტივით, თევზის სატყუარის აღების შემთხვევაში ძუამ უნდა ისრიალოს სიმძიმეში, რათა ამ უკანასკნელმა მინიმალური დაბრკოლებაც არ იგრძნოს. ეს შეიძლება არ აისახოს კარჩხანას ჭერის დროს, მაგრამ ისეთი "კლაოზნიკი" თევზის ჭერის შემთხვევაში როგორიც ხრამულია ეს ნიუანსი აუცილებლად გამოიწვევს უშედეგო თევზაობას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2010, 10:52

ციტატა(გიორგი @ Mar 19 2010, 02:06) *
ისე სიმძიმე მგონი ბურთულები აჯობებდა მაგ წყობაში.... იმიტომ რომ, შენ რაც სიმძიმე გაქვს, მაგით ზუსტად ვერ დაარეგულირებ ტივტივას დონეს... ნუ თუ ნაკლები მოგივიდა კიდე კაი (დაამატებ გარედან), მაგრამ მეტი თუ მოგივიდა - მაშინ ან ტივტივა უნდა გამოცვალო, ან დაშალო მონტაჟი და თავიდან ააწყო...




პასუხი

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 18 2010, 00:02) *
[მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი






ციტატა(ivana101 @ Mar 19 2010, 09:55) *
იმედია ამ თემის ავტორი ალბათ არ მიწყენს თუ ორ კორექტირებას შევიტან მის მიერ წარმოდგენილ სრიალა ტივტივას მონტაჟში. 1. როგორც მივხვდი სიმძიმის ქვევიოთ არსებული კარაბინი ემსახურება "პავადოკების" სწრაფ შეცვლას მისი დაზიანების შემთხვევაში. "პავადოკების" მიბმის ეს მეთოდი არის არასაიმედო და ხშირ შემთხვევებში მისგან უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. ტრადიციული მეთოდით "პავადოკების" მიბმას ჭირდება ორი წუთი და ამ ორი წუთის დაზოგვის გულისთვის მგონი არ ღირს გარისკვა დიდი თევზის გამოყვანა დავაყენოთ რისკის ქვეშ. მქონია შემთხვევა როცა უხარისხო "საპავადოკე" ძუის გამო ყოველ საათში მიხდებოდა მისი ახლიდან მონტაჟი და არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ მქონია. 2. თუ ამ მონტაჟზე ვიყენებთ სრიალა სიმძიმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის ძუაზე დაფიქსირებას? პასიური "კლოვი"-ს დროს, როდესაც ვთევზაობთ დაწვენილი ტივტივით, თევზის სატყუარის აღების შემთხვევაში ძუამ უნდა ისრიალოს სიმძიმეში, რათა ამ უკანასკნელმა მინიმალური დაბრკოლებაც არ იგრძნოს. ეს შეიძლება არ აისახოს კარჩხანას ჭერის დროს, მაგრამ ისეთი "კლაოზნიკი" თევზის ჭერის შემთხვევაში როგორიც ხრამულია ეს ნიუანსი აუცილებლად გამოიწვევს უშედეგო თევზაობას.



აქ შემოგთავაზეთ უნივერსალური ვერსია. ეს მონტაჟი შეგიძლიათ გადაკეთების გარეშე იხმაროთ როგორს მცოცავ ტივტივაზე, ისე ფიქსირებულზე. რაც შეეხება მოძრავ სიმძიმეს, როცა დაფსკერებით თევზაობთ, ანუ დაწვენილი ტივტივათი, მაშინ საჭიროა სიმძიმის მოშვება, ანუ ძუას უნდა ქონდეს 10-20 სმ მდე მოძრაობის საშუალება. ეს გაცილებით ეფექტურს და მგრძნობიარეს ხდის. ამავდროულად მდორე წყალში თევზაობისას უკეთესია ფიქსირებული სიმძიმე. გადაგდევისასაც ნაკლებად იხლართება. რაც შეეხება ბოლოში დამაგრებულ კარაბინს, ხარისხიანი კარაბინის ტესტი გაცილებით მაღალია ვიდრე ძუის. შემდეგ ძალიან პრაქტიკულია სწრაფი შეცვლისთვის და ბოლოს, ტრანსპორტირების დროს ნემსკავები უნდა ჩაიხსნას.
გამოცდილი მეთევზე რა თქმა უნდა 2-3 წუთშიც ააწყობს "პავადოკს" მაგრამ თემა განკუთვნილია დამწყებთათვის. თუმცა ამ მეთოდს ყველას ვურჩევდი

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 19 2010, 11:07

ჭალიმგელა
შენ გაიხარე.სულ სხვებს ვთხოვ ამიწყვეთ-მეთქი,ისე კარგად გაქვს ახსნილი,მგონი მეც კი გავაკეთებ ამას.

პოსტის ავტორი: ivana101 Mar 19 2010, 11:33

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 19 2010, 11:52) *

პასუხი

რაც შეეხება ბოლოში დამაგრებულ კარაბინს, ხარისხიანი კარაბინის ტესტი გაცილებით მაღალია ვიდრე ძუის.

კარაბინი გაუძლებს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ ავიღოთ ორი ერთი ზომის ძუისგან დამზადებული "პავადოკების" ვარიანტები, კარაბინით და ტრადიციული მეთოდით მიმაგრებული, დიდი თევზის ტარების დროს კარაბინიანი "პავადოკის" გაწყვეტის შანსი უფრო დიდია ვიდრე ჩვეულებრივის.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 19 2010, 11:41

ivana101
შეიძლება. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულობიდან გამომდინარე მაინც კარაბის ვანიჭებ უპირატესობას. მით უმეტეს დამწყებებს ესე უფრო გაუადვილდევათ. დაოსტატების მერე თვითონ გააკეთონ რაც უნდათ newsmile05.gif

ამურზე თევზაობისას საერთოდ კვანძს არ ვხმარობ და არც პავადოკს. მონო 1 ნემსკავით და ფიქსირებული ტივტივათი, მაგრამ ეგ სხვა თემაა და აქ ტავგზას აუბნევს.

პოსტის ავტორი: ivana101 Mar 19 2010, 13:56

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 19 2010, 12:41) *
ivana101


ამურზე თევზაობისას საერთოდ კვანძს არ ვხმარობ და არც პავადოკს. მონო 1 ნემსკავით და ფიქსირებული ტივტივათი, მაგრამ ეგ სხვა თემაა და აქ ტავგზას აუბნევს.

ტივტივას აწყობის მეთოდები უამრავია, მთავარია დამწყებს მიმართულება ანახო, მერე თვითონ დახვეწავს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 19 2010, 14:24

ivana101

ციტატა(ivana101 @ 19th March 2010 - 14:56) *
ტივტივას აწყობის მეთოდები უამრავია, მთავარია დამწყებს მიმართულება ანახო, მერე თვითონ დახვეწავს. newsmile027.gif

+1000

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 13 2010, 17:18

ეს თემა აპინეთ, მე მგონი აჯობებს, თან სეზონიც მოდის. არ აჯობებს?

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 13 2010, 21:16

მოკლედ დღეს მაგარი რაღაცეები დავითრიე ტივტივიანი ანკესისთვის. გიგასთან შევიძინე ვაჟაზე.

ეხლა ჯერ ვიდეოებს ავტვირთავ და მერე სურათებსაც დავდებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 13 2010, 21:54

ეს არის ძალიან მაგარი რამე. ამის საშუალებით შესაძლებელია ფიქსირებული ტივიტივა დავამონტაჟოთ სრიალა წესით. ანუ ეს რაღაცა კეთდება ძირითად ძუაზე, ხოლო ტივიტივა ერჭობა შიგნით newsmile05.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ეს არის სიმძიმეები მითითებული წონით. გამოიყენება როგორც სრიალა, ასევე ფიქსირებული მონტაჟისთვის. არის მრავალჯერადი გამოყენების.
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: townsman Jun 17 2010, 08:01

განაწილებულ სიმდზიმეზე რას იტყვით ბოლოში ყველაზე მსუბუქით, ანუ ძირითადი სიმძიმე ტივტივასთან შემდეგ საშუალო სიმძიმე და შემდეგ ყველაზე მსუბუქი, როცა თევზი სატყუარას იღებს არავითარ დაბრკოლებას არ გძნობს და ტივტივას მგრძნობელობა მაქსიმალურია. თუ თევზმა სატყუარასთან ერტად ქვედა სიმძიმეც აწია (რაც ხდება ხოლმე) ტივტივა ზევით იწევს ... არ ვიცი როგორ ავხსენი მაგრამ სიღრმეში სათევზაოდ ჩემი აზრით ყველაზე კარგი წყობაა ...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 17 2010, 08:43

townsman
კი სხვაობა აშკარად არის, მაგრამ ამ თემაში დავაბნევთ ხალხს. აქ დამწყებისთვისაა განკუთვნილი და მაგ მეთოდი თავგზას აუბნევს. თან მაინცდამაინც დიდი სხვაობა არ არის. მეორე მინუსი ის არის რომ ამ მეთოდზე სხვადასხვა ზომის ტივტივას და სიმძიმეს სწრაფად ცვლი, რამოდენიმე თან ფიქსირებული ტყვიით აწყობილს კი ძნელად თუ გადააწყობ.

იქნებ ამ თემასაც გადახედო newsmile027.gif http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=697

პოსტის ავტორი: townsman Jun 17 2010, 08:56

ისღა დამრჩენია ashh.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 17 2010, 11:04

townsman
რატო უნდა გაჩუმდე კაცო ძალიან კარგი თემაა განხილვისთვის უბრალოდ ეს დამწყებთათვისაა და არ დაიბნეს ხალხითქო.
ჭალიმგელა
პრინციპში დამწყებებისთვის წინ 2 გვედია და ისწავლის ის დამწყები და მოუნდება უფრო დახვეწა და სხვაგან რო არ მოძებნოს აქ გავაგრძელოთ ჰა

პოსტის ავტორი: townsman Jun 17 2010, 12:06

რავიცი მე პირადად ბავშვობაშიც ეგეტ მონტაჟს ვაყენებდი როგორიც ზემოთ ავღნიშნე (თხილის ჯოხზე),ანუ როცა დამწყები ვიყავი, თუმცა "მასტერ სპორტა" არც ეხლა ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: EvO Jul 11 2010, 18:26

ციტატა
დაამაგრეთ ბოლოში საშუალო კარაბინი ე/წ "მარსკოი უზელით" (კვანძები აღწერილია მეზობელ თემაში)

ეგ როგორ დავამაგრო ვერ ვნახე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2010, 18:36

EvO
აქ ნახე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=276

პოსტის ავტორი: EvO Jul 11 2010, 19:44

ჭალიმგელა


დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 23 2010, 22:27

ციტატა(ivana101 @ 19th March 2010 - 09:55) *
ტრადიციული მეთოდით "პავადოკების" მიბმას ჭირდება ორი წუთი


და ტრადიციული რომელია ???

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 24 2010, 12:45

გიორგი
ის რომელიც არატრადიციული არ არის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nilus Apr 29 2011, 22:38

კარგია

პოსტის ავტორი: tutmaji May 10 2011, 14:55

მოგესალმებით.
მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ლარი დამჭირდება საშვალო ანკესი რო ავაწყო სრული კომპლეტაციით ?
და სად მირჩევთ რო შევძინო.
ჩემი პირველი ანკესი უნდა ავაწყო და თქვენი დახმარება მჭურდება.

მადლობა დიდი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 10 2011, 15:34

tutmaji
გააჩნია შენ რამდენის გადახდა გინდა
ისე 50 ლარიდან 700 ლარამდე

პოსტის ავტორი: ბესო May 10 2011, 16:25

ციტატა(tutmaji @ 10th May 2011 - 15:55) *
მოგესალმებით.
მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ლარი დამჭირდება საშვალო ანკესი რო ავაწყო სრული კომპლეტაციით ?
და სად მირჩევთ რო შევძინო.
ჩემი პირველი ანკესი უნდა ავაწყო და თქვენი დახმარება მჭურდება.

მადლობა დიდი.

გააჩნია რაზე გინდა თევზაობა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 10 2011, 18:25

tutmaji
ტამპლიერმა სწორი პასუხი გაგცა. ისე საშუალო თევზზე რომ გაერთო 50 ლარშიც ჩაჯდები და მაგავე ანკესით შეიძლება 3-4 კილოიანიც დასვა, მაგრამ როდის გიმტყუნებს არ იცი

პოსტის ავტორი: tutmaji May 11 2011, 12:45

მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
უბრალოდ მინდა რო თავიდან ვისწავლო თევზაობა და საშვალო ანკესი რო შევიძინო.
3კგ და დიდ თევზს არამგონია საწყის ეტაპზე ჩემთან რამე საქმე ქონდეს newsmile035.gif
ანკესი სად ავაწყო რომელ მაღაზიას მირჩევთ

ტბებზე სათევზაოთ ძIრითადად. მდინარეზე უფრო იშვიათად.

პოსტის ავტორი: sabo73 May 11 2011, 12:47

მიაკითხე მიცკევიჩის ქუჩა #15-ში, მაღაზია ფიშინგ კლაბი. მაგთზე კარგ მრჩევლებს ვერ იშოვნი და იქვე დააკომპლექტებ ყველაფერს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2011, 12:49

tutmaji
რჩევის და დახმარების ამბავში ბიძოს გირჩევ დაგაკვალიანებს ხოშიანად
და თუ ძალიან იაფად გინდა და თან უხარისხოები ლილოში წადი

პოსტის ავტორი: tutmaji May 11 2011, 13:00

tutmaji
რჩევის და დახმარების ამბავში ბიძოს გირჩევ დაგაკვალიანებს ხოშიანად
და თუ ძალიან იაფად გინდა და თან უხარისხოები ლილოში წადი

არა იყოს მადლობთ newsmile035.gif ლილოს "ხარსხიან" "ტავარზე" ბერი მსმენიაnewsmile05.gif

მადლობა რჩევისთვის მივაკითხავ სულ მალე მიცკევიჩის 15 ნომერს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 11 2011, 14:22

tutmaji
ლილოშიც შეიძლება არჩევა, განა არა, მაგრამ ვინმე უნდა წამოგყვეს ვინც დაგაკომპლექტებინებს. ბიძოსთან კიდევ რა თქმა უნდა ხარისხი უკეთესია და თან თვითონვე გირჩევს რა იყიდო და რა დაგჭირდება

პოსტის ავტორი: Fishing Club May 11 2011, 18:34

tutmaji

გამარჯობა, თუ არ გეჩქარება იმ კვირაში ველოდებით ახალ საქონელს და იაფიანიც ბევრია ასე 15 ლარიდან ჯოხები და მასევე კოჭები ესე 40 ლარში სულ ჩაეტევი ძუიან წვრილმანებიანათ..
კონსულტაციას რაც შეეხება მე ო იქ ვიყო ისეთ დროს თუ დაამთხვევ (სულ იქ ვარ თუ სათევზაოთ არ ვარ გაპარული newsmile05.gif ) რაც ვიცი აგიხსნი, რაღაც რაღაცეებში ვერკვევი... newsmile05.gif

თუ ეგეც გეძვირება მაშინ ლილოს გარდა სხვა გზა არაა, მეტი იაფად ორიგინალი გამორიცხულია რაც არ უნდა დაბალი ხარისხის იყოს..

პოსტის ავტორი: ROVER May 11 2011, 19:50

Fishing Club

ერთი იეფიანი შემინახე ძმა, 40 ლარში რომ ჩავჯდე სულ, ბავშვისთვის მინდა partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club May 11 2011, 22:04

OK. ბებერო newsmile05.gif

დაგირეკავ რო ჩამოვა

პოსტის ავტორი: sabo73 May 11 2011, 22:37

Fishing Club

ბოდიშის მოხდით.
და თუ ნამეტანს არ შეგაწუხებ მეც დამიპიემე რა. მე ბაღნიზა მინდა. blashe.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

ბოლო-ბოლო მე და როვერა ერთ ტანკში ვიჯექით ომამდე. ის გამელოტდა და მე გავჭაღარავდი. ეხ სტაროსტ, ნე რადოსტ.ehh.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club May 11 2011, 23:02

OK newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ROVER May 11 2011, 23:10

sabo73

კიდე მოვა ეგ დრო ჩემო ძმაო vot-tak.gif

პოსტის ავტორი: tutmaji May 12 2011, 11:23

tutmaji

ციტატა
გამარჯობა, თუ არ გეჩქარება იმ კვირაში ველოდებით ახალ საქონელს და იაფიანიც ბევრია ასე 15 ლარიდან ჯოხები და მასევე კოჭები ესე 40 ლარში სულ ჩაეტევი ძუიან წვრილმანებიანათ..
კონსულტაციას რაც შეეხება მე ო იქ ვიყო ისეთ დროს თუ დაამთხვევ (სულ იქ ვარ თუ სათევზაოთ არ ვარ გაპარული ) რაც ვიცი აგიხსნი, რაღაც რაღაცეებში ვერკვევი...

თუ ეგეც გეძვირება მაშინ ლილოს გარდა სხვა გზა არაა, მეტი იაფად ორიგინალი გამორიცხულია რაც არ უნდა დაბალი ხარისხის იყოს..



ძალიან დიდი მადლობა. თუ არ შეწუხდები p.m. რო მომწერო როცა ჩამოვა ახალი საქონელი.

პოსტის ავტორი: Fishing Club May 12 2011, 17:07

OK მარა არ დამავიწყდეს, მაგ დღეებში გადარბენა მექნება... ისე ფორუმზეც დავწერ სიახლეს და გადაავლე შენც თვალი

პოსტის ავტორი: valera Jul 29 2011, 15:58

სტაროსტ, ტოჯე ნე მოლოდოსტ!!!

small3d018.gif

პოსტის ავტორი: мекобре Jan 23 2012, 22:29

ციტატა(nikola @ Mar 18 2010, 23:14) *
http://www.radikal.ru

როგორ შემიფასებთ ვარგა ტივტივები თუ არა?



дзалиан карги тивтивебиа.мец егетебс вхмароб.,,стрела,,-с типис тивтивеби кобрисебуребзеа гатвалисцинебули дзиритадат.кашапзе да упро мцире сахеобебзе упро мгрдзнобиаре тивтивебиа сасурвели.карги агчурвилоба гкониа partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 9 2013, 19:40

მოგესალმებით პატივცემულებო newsmile041.gif ! სურათები არჩანს (ზოგიერთი) იქნება მიშველოთ რამე თორე დავრჩი უთებზოთ newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2013, 21:44

რადიკალითაა ატვირთული და გაჭედა, მაგათი მთავრობის დედა ვატირე

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 10 2013, 16:49

თუ შეგიძლია მეილზე გამომიგზავნო სურათები თუ კიდევ გაქვს რათქმაუნდა (ბოდიში შეწუხებისთვის) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2013, 16:56

არა მგინია რო მქონდს, არა და კარგად იყო ახსნილი

პოსტის ავტორი: Giga_Shamshe Jun 10 2013, 18:16

უბრალოდ ტერმინებში ვერვერკვევი და .... მხოლოდ აქ ვიპოვნე ასეთი ინტრუქცია ვერცერთ ქარულ და მითუმეტეს უცხოურ საიტზე ვერვნახე მსგავსი ვერაფერი

პოსტის ავტორი: tornike bakuradze Aug 21 2016, 12:04

ისადა კავთან დამაგრებულს კარაბინს ტევზი არ აქცევს ყურადღებას ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)