ტივტივიანი ანკესის აწყობის რამოდენიმე ხერხი არსებობს. პრინციპი არის ორი. სრიალა ანუ "სკალზიაში" და ფიქსირებული.
სრიალა ტივტივა საშუალებას გვაძლევს დიდ სიღრმეზე ვითევზაოთ. გამოიყენება ჩვეულებრივ საშუალო და პატარა სიღრმეზეც. ეფექტურია შორს და ზუსტი სროლისთვის.
პრაქტიკულია ტრანსპორტირებისას.
ასაწყობად გვესაჭიროება შემდეგი ინვენტარი:
სათევზაო ჯოხი. სიგრძე 4 დან 5.5 მეტრამდე
კოჭა. არაინერციული
ძუა. ორი ზომა. ძირითადი ანუ რაც კოჭაზე ეხვევა0.2 დან 0.3 მმ და სატარებელი "პავადოკი" 0.15 დან 0.2 მდე. იმის მიხედვით თუ რა ზომის თევზზე აპირებთ თევზაობას.
შემზღუდავი ანუ "აგრანიჩიტელი" იგივე "სტოპორი"
კარაბინები ორი ზომა. ყველაზე პატარა (ტივტივას დასამაგრებლად) და საშუალო (ძუის ბოლოში მისაბმელად).
ტივტივა
სიმძიმე
ნემსკავი
მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი
მიამაგრეთ კოჭა სათევზაო ჯოხზე
დაახვიეთ კოჭაზე ძუა. 70 - 100 მეტრი. კოჭა უნდა გაივსოს ბოლომდე
ძუის ბოლო გაატერეთ რგოლებში
დაამაგრეთ ჯერ ერთი შემზღუდავი
აარჩიეთ პატარა კარაბინი
კარაბინის შემდეგ დაამაგრეთ კიდევ ორი შემზღუდავი
წამოაცვით სიმძიმე, ისე რომ თავისუფლად მოძრაობდეს
დაამაგრეთ ბოლოში საშუალო კარაბინი ე/წ "მარსკოი უზელით" (კვანძები აღწერილია მეზობელ თემაში)
მოჭიმეთ შემზღუდავი კარაბინისკენ, ისე რომ სიმძიმე დაფიქსირდეს
პატარა კარაბინზე მიამაგრეთ ტივტივა, ისე რომ ბოლო ორ შემზღუდავს შორის სრიალებდეს
ისე რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და თუ არ გეზარება ,რამოდენიმე დადე გიო
აიღეთ სატარებელი ძუა და ორივე ბოლოში მიაბით ნემსკავი. შემდეგ გაკეცეთ და შუა ნაწილი განასკვეთ, ისე რომ მიიღოთ 25-30 სანტიმეტრიანი ორი ბოლო.
აუცილებელია ერთი იყოს მეორეზე 6-8 სმ თი გრძელი
მარყუჟით მიაბით კარაბინზე
ანკესიც მზად არის
კარგია თუ "პავადოკებს" გაამზადებთ წინასწარ, სხვადასხვა ზომას, რათა თევზაობისას დრო არ დაკარგოთ
სამაგრი იოლად კეთდება კუსტარულად
ძალიან პრაქტიკულია სათევზაო ინვენტარის შესანახად ესეთი კეისი
ესეთი კონტეინერები გაგიიოლებთ სხვადასხვა წვრილმანის შენახვას
ტრანსპორტირებისას მოხსენით ტივტივა და ნემსკავიანი ძუა
ბედნიერ თევზაობას გისურვებთ........................................ პატივისცემით ჭალიმგელა
ეს თემა მეც კი მომეწონა , გააკეთეთ რა ხალხო ამისი მსგავსები.....
Bonehill
ისე ნიკა ასე მაინც გასწავლიან თევზაობას საღოლ გიო მაგარია მეც რაგაც ვისწავლე ამ თემიდან რომ პავადეკები ეეგრე გავაკეთო და იქ არ ვიტანჯო
ვა..მართლა რა კარგად გაუკეთებია გიოს. კიდევ სცადეთ.
ეს კარგია და სხვა რამეებზეც რო დავაკვალიანოთ კიდე ახლები ვერა?არ გაქვს რამე იდეა?
ვაა საღოლ ჭალო, მაგარია, ტაკ დერჯატ!
ისე მეც კი მომეწონა და როს გავსქუროთ სათევზაოდ ჭალიმგელა მაგრად მინდა სათევზაოდ წასვა
ჭალიმგელა
დიდი მადლობა მასალისთვის, ერთი სული მაქვს როდის ავაწყობ
მალადეს გიო! ისე აღწერა, რომ ანკესის გაწყობა მომინდა!
მალაძეც
კვირას მივდივარ ჯანდარაზე ,
ყოჩაღ გიო, მომანდომე წუმპეში თევზაობა
ისე ცოტა გრუზით ანკესიც ავაწყოთ კარგი იქნება
http://www.radikal.ru
როგორ შემიფასებთ ვარგა ტივტივები თუ არა?
nikola
სერიოზულლლ
ვაა კაია გიო... საღოლ... მაგარი თემაა...
ისე სიმძიმე მგონი ბურთულები აჯობებდა მაგ წყობაში.... იმიტომ რომ, შენ რაც სიმძიმე გაქვს, მაგით ზუსტად ვერ დაარეგულირებ ტივტივას დონეს... ნუ თუ ნაკლები მოგივიდა კიდე კაი (დაამატებ გარედან), მაგრამ მეტი თუ მოგივიდა - მაშინ ან ტივტივა უნდა გამოცვალო, ან დაშალო მონტაჟი და თავიდან ააწყო...
მე მაგალითად ჯერ ტივტივას ვუკეთებ და მერე წყალში სინჯვით ნელ ნელა ვაცმევ მრგვალ სიმძიმეებს, მანამ სანამ ტივიტვა არ გაჩერდება სასურველ დონეზე...
ხოდა კიდე რა მაინტერესებს... ტივტივასთან ზედა სტოპერი გასაგებია, მაგრამ ქვედა (ანუ შუა) სტოპერი რას აკეთებეს ?
გიორგი
კაცო სანამ ააწყობ მანამდე უნდა დათვალო ეგ სიმძიმე, მე ვედროში ვამოწმებ
გიორგი
akela1954
გიორგი
იმედია ამ თემის ავტორი ალბათ არ მიწყენს თუ ორ კორექტირებას შევიტან მის მიერ წარმოდგენილ სრიალა ტივტივას მონტაჟში. 1. როგორც მივხვდი სიმძიმის ქვევიოთ არსებული კარაბინი ემსახურება "პავადოკების" სწრაფ შეცვლას მისი დაზიანების შემთხვევაში. "პავადოკების" მიბმის ეს მეთოდი არის არასაიმედო და ხშირ შემთხვევებში მისგან უნდა ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. ტრადიციული მეთოდით "პავადოკების" მიბმას ჭირდება ორი წუთი და ამ ორი წუთის დაზოგვის გულისთვის მგონი არ ღირს გარისკვა დიდი თევზის გამოყვანა დავაყენოთ რისკის ქვეშ. მქონია შემთხვევა როცა უხარისხო "საპავადოკე" ძუის გამო ყოველ საათში მიხდებოდა მისი ახლიდან მონტაჟი და არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ მქონია. 2. თუ ამ მონტაჟზე ვიყენებთ სრიალა სიმძიმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის ძუაზე დაფიქსირებას? პასიური "კლოვი"-ს დროს, როდესაც ვთევზაობთ დაწვენილი ტივტივით, თევზის სატყუარის აღების შემთხვევაში ძუამ უნდა ისრიალოს სიმძიმეში, რათა ამ უკანასკნელმა მინიმალური დაბრკოლებაც არ იგრძნოს. ეს შეიძლება არ აისახოს კარჩხანას ჭერის დროს, მაგრამ ისეთი "კლაოზნიკი" თევზის ჭერის შემთხვევაში როგორიც ხრამულია ეს ნიუანსი აუცილებლად გამოიწვევს უშედეგო თევზაობას.
ჭალიმგელა
შენ გაიხარე.სულ სხვებს ვთხოვ ამიწყვეთ-მეთქი,ისე კარგად გაქვს ახსნილი,მგონი მეც კი გავაკეთებ ამას.
ivana101
შეიძლება. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულობიდან გამომდინარე მაინც კარაბის ვანიჭებ უპირატესობას. მით უმეტეს დამწყებებს ესე უფრო გაუადვილდევათ. დაოსტატების მერე თვითონ გააკეთონ რაც უნდათ
ამურზე თევზაობისას საერთოდ კვანძს არ ვხმარობ და არც პავადოკს. მონო 1 ნემსკავით და ფიქსირებული ტივტივათი, მაგრამ ეგ სხვა თემაა და აქ ტავგზას აუბნევს.
ivana101
ეს თემა აპინეთ, მე მგონი აჯობებს, თან სეზონიც მოდის. არ აჯობებს?
მოკლედ დღეს მაგარი რაღაცეები დავითრიე ტივტივიანი ანკესისთვის. გიგასთან შევიძინე ვაჟაზე.
ეხლა ჯერ ვიდეოებს ავტვირთავ და მერე სურათებსაც დავდებ
ეს არის ძალიან მაგარი რამე. ამის საშუალებით შესაძლებელია ფიქსირებული ტივიტივა დავამონტაჟოთ სრიალა წესით. ანუ ეს რაღაცა კეთდება ძირითად ძუაზე, ხოლო ტივიტივა ერჭობა შიგნით
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს არის სიმძიმეები მითითებული წონით. გამოიყენება როგორც სრიალა, ასევე ფიქსირებული მონტაჟისთვის. არის მრავალჯერადი გამოყენების.
http://pix.ge/
http://pix.ge/
განაწილებულ სიმდზიმეზე რას იტყვით ბოლოში ყველაზე მსუბუქით, ანუ ძირითადი სიმძიმე ტივტივასთან შემდეგ საშუალო სიმძიმე და შემდეგ ყველაზე მსუბუქი, როცა თევზი სატყუარას იღებს არავითარ დაბრკოლებას არ გძნობს და ტივტივას მგრძნობელობა მაქსიმალურია. თუ თევზმა სატყუარასთან ერტად ქვედა სიმძიმეც აწია (რაც ხდება ხოლმე) ტივტივა ზევით იწევს ... არ ვიცი როგორ ავხსენი მაგრამ სიღრმეში სათევზაოდ ჩემი აზრით ყველაზე კარგი წყობაა ...
townsman
კი სხვაობა აშკარად არის, მაგრამ ამ თემაში დავაბნევთ ხალხს. აქ დამწყებისთვისაა განკუთვნილი და მაგ მეთოდი თავგზას აუბნევს. თან მაინცდამაინც დიდი სხვაობა არ არის. მეორე მინუსი ის არის რომ ამ მეთოდზე სხვადასხვა ზომის ტივტივას და სიმძიმეს სწრაფად ცვლი, რამოდენიმე თან ფიქსირებული ტყვიით აწყობილს კი ძნელად თუ გადააწყობ.
იქნებ ამ თემასაც გადახედო http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=697
ისღა დამრჩენია
townsman
რატო უნდა გაჩუმდე კაცო ძალიან კარგი თემაა განხილვისთვის უბრალოდ ეს დამწყებთათვისაა და არ დაიბნეს ხალხითქო.
ჭალიმგელა
პრინციპში დამწყებებისთვის წინ 2 გვედია და ისწავლის ის დამწყები და მოუნდება უფრო დახვეწა და სხვაგან რო არ მოძებნოს აქ გავაგრძელოთ ჰა
რავიცი მე პირადად ბავშვობაშიც ეგეტ მონტაჟს ვაყენებდი როგორიც ზემოთ ავღნიშნე (თხილის ჯოხზე),ანუ როცა დამწყები ვიყავი, თუმცა "მასტერ სპორტა" არც ეხლა ვარ
EvO
აქ ნახე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=276
ჭალიმგელა
დიდი მადლობა
გიორგი
ის რომელიც არატრადიციული არ არის
კარგია
მოგესალმებით.
მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ლარი დამჭირდება საშვალო ანკესი რო ავაწყო სრული კომპლეტაციით ?
და სად მირჩევთ რო შევძინო.
ჩემი პირველი ანკესი უნდა ავაწყო და თქვენი დახმარება მჭურდება.
მადლობა დიდი.
tutmaji
გააჩნია შენ რამდენის გადახდა გინდა
ისე 50 ლარიდან 700 ლარამდე
tutmaji
ტამპლიერმა სწორი პასუხი გაგცა. ისე საშუალო თევზზე რომ გაერთო 50 ლარშიც ჩაჯდები და მაგავე ანკესით შეიძლება 3-4 კილოიანიც დასვა, მაგრამ როდის გიმტყუნებს არ იცი
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
უბრალოდ მინდა რო თავიდან ვისწავლო თევზაობა და საშვალო ანკესი რო შევიძინო.
3კგ და დიდ თევზს არამგონია საწყის ეტაპზე ჩემთან რამე საქმე ქონდეს
ანკესი სად ავაწყო რომელ მაღაზიას მირჩევთ
ტბებზე სათევზაოთ ძIრითადად. მდინარეზე უფრო იშვიათად.
მიაკითხე მიცკევიჩის ქუჩა #15-ში, მაღაზია ფიშინგ კლაბი. მაგთზე კარგ მრჩევლებს ვერ იშოვნი და იქვე დააკომპლექტებ ყველაფერს.
tutmaji
რჩევის და დახმარების ამბავში ბიძოს გირჩევ დაგაკვალიანებს ხოშიანად
და თუ ძალიან იაფად გინდა და თან უხარისხოები ლილოში წადი
tutmaji
რჩევის და დახმარების ამბავში ბიძოს გირჩევ დაგაკვალიანებს ხოშიანად
და თუ ძალიან იაფად გინდა და თან უხარისხოები ლილოში წადი
არა იყოს მადლობთ ლილოს "ხარსხიან" "ტავარზე" ბერი მსმენია
მადლობა რჩევისთვის მივაკითხავ სულ მალე მიცკევიჩის 15 ნომერს.
tutmaji
ლილოშიც შეიძლება არჩევა, განა არა, მაგრამ ვინმე უნდა წამოგყვეს ვინც დაგაკომპლექტებინებს. ბიძოსთან კიდევ რა თქმა უნდა ხარისხი უკეთესია და თან თვითონვე გირჩევს რა იყიდო და რა დაგჭირდება
tutmaji
გამარჯობა, თუ არ გეჩქარება იმ კვირაში ველოდებით ახალ საქონელს და იაფიანიც ბევრია ასე 15 ლარიდან ჯოხები და მასევე კოჭები ესე 40 ლარში სულ ჩაეტევი ძუიან წვრილმანებიანათ..
კონსულტაციას რაც შეეხება მე ო იქ ვიყო ისეთ დროს თუ დაამთხვევ (სულ იქ ვარ თუ სათევზაოთ არ ვარ გაპარული ) რაც ვიცი აგიხსნი, რაღაც რაღაცეებში ვერკვევი...
თუ ეგეც გეძვირება მაშინ ლილოს გარდა სხვა გზა არაა, მეტი იაფად ორიგინალი გამორიცხულია რაც არ უნდა დაბალი ხარისხის იყოს..
Fishing Club
ერთი იეფიანი შემინახე ძმა, 40 ლარში რომ ჩავჯდე სულ, ბავშვისთვის მინდა
OK. ბებერო
დაგირეკავ რო ჩამოვა
Fishing Club
ბოდიშის მოხდით.
და თუ ნამეტანს არ შეგაწუხებ მეც დამიპიემე რა. მე ბაღნიზა მინდა.
ბოლო-ბოლო მე და როვერა ერთ ტანკში ვიჯექით ომამდე. ის გამელოტდა და მე გავჭაღარავდი. ეხ სტაროსტ, ნე რადოსტ.
OK
sabo73
კიდე მოვა ეგ დრო ჩემო ძმაო
tutmaji
OK მარა არ დამავიწყდეს, მაგ დღეებში გადარბენა მექნება... ისე ფორუმზეც დავწერ სიახლეს და გადაავლე შენც თვალი
სტაროსტ, ტოჯე ნე მოლოდოსტ!!!
მოგესალმებით პატივცემულებო ! სურათები არჩანს (ზოგიერთი) იქნება მიშველოთ რამე თორე დავრჩი უთებზოთ
რადიკალითაა ატვირთული და გაჭედა, მაგათი მთავრობის დედა ვატირე
თუ შეგიძლია მეილზე გამომიგზავნო სურათები თუ კიდევ გაქვს რათქმაუნდა (ბოდიში შეწუხებისთვის)
არა მგინია რო მქონდს, არა და კარგად იყო ახსნილი
უბრალოდ ტერმინებში ვერვერკვევი და .... მხოლოდ აქ ვიპოვნე ასეთი ინტრუქცია ვერცერთ ქარულ და მითუმეტეს უცხოურ საიტზე ვერვნახე მსგავსი ვერაფერი
ისადა კავთან დამაგრებულს კარაბინს ტევზი არ აქცევს ყურადღებას ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)