IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

განცხადება: განყოფილების წესები!!!
ბესო
განყოფილების წესები!!! 


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 7



გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა კალმახზე სპორტული თევზაობის განყოფილება, ვინაიდან ფორუმი არის ინფორმაციული და უნდა იყოს ამ ჯიშის თევზზე თევზაობაც განხილული, მაგრამ ეს განყოფილება მკაცრად კონტროლდება! ვერავინ ვერ დაპოსტავს ამ განყოფილებაში მოდერის ნებართვის გარეშე. ამ განყოფილების მოდერები ვართ: მე, ვიტო და გიორგი. ნებისმიერი პოსტი თუ თემა დაპოსტვამდე მოვა ჩვენთან და მხოლოდ ჩვენი თანხმობის მერე დაიდება ფორუმზე!! ამ ზომებს მივმართეთ იმიტომ, რომ მკაცრად განკონტროლდეს შემდეგი წესები რომელიც იარსებებს ამ განყოფილებაში:

იკრძალება!
1. კალმახის საცხოვრებელი მდინარეებისა და ადგილების მითითება;
2. წითელ წიგნში შეტანილი კალმახის სახეობების თევზჭერის აგიტაცია;
3. კალმახის ჭერის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალის დადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არის გადაღებული;
4. აკრძალული თევზჭერის მეთოდების დაწერა და აგიტაცია;
5. ნებისმიერი სახის ბრაკონიერობისა და კანონდარღვევის ჩვენება, დაპოსტვა და აგიტაცია;

დაშვებულია:
1. კალმახზე სპორტული მეთოდებით თევზაობის განხილვა;
2. ამგვარი მეთოდით თევზაობის დროს გამოყენებული აღჭურვილობის განხილვა;
3. იმ მეურნეობებში სადაც ყავთ ცისარტყელა კალმახები (Oncorhynchus mykiss) და დაშვებულია თევზაობა - იქ დაჭერილი ცისატრყელა კალმახის სურათების და ვიდეოების დადება (ამ პუნქტის დაცვა მკაცრად გაკონტროლდება ადმიისტრაციის მიერ).


მათთვის ვინც ვერ ანსხვავებს ცისარტყელა კალმახს ეგრეთწოდებული მდინარის/ტბის კალმახისგან რომელიც საქართველოს წითელი წიგნის სახეობაა:

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss):



მდინარის/ტბის კალმახი - წითელ წიგნში შესული სახეობა (Salmo fario Linnaeus):





მგონი სხვაობა აშკარაა და შესაბამისად არ მიიღება excuse - რომ არ ვიცოდი და ა. შ.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენი კლუბის დევიზია: "არა - ბრაკონიერობას"!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 21:39