კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის ქვირითობა დაიწყო.
ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე). ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც... ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა. ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. თითქმის ყველაგან არა, ეგ ხდება იქ სადაც დენს ურტყავენ და ეგ ჭირს არა მარტო კალმახს, არამედ სხვა ნებისმიერ თევზსაც, რომელიც დენის ბრახუნის ზონაში ხვდება. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. +1 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! +1 და ეს ფირნიშები არა მარტო კალმახზე სხვა რაღაცეებზეც არის გასაკეთებელი, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდი... 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. 2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)... აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? PS. ბევრს ყავს საკალმახე მეურნეობაში წოთელ წინწკლიანი კალმახი და ეგენი უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ, რომ მცირე ნაწილი კალმახის გაუშვან მდინარეებსი. ლიფსიტის გაშვება არც არანაირ ზარალს არ მიაყენებს მათ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saCxere ![]() |
შესანიშნავი ინიციატივაა, ალბათ რომელიმე მდინარის პატრონაჟი აჯობებს, დამხმარე ტბორებიც დაიხვეწება შემდგომში, მთავარია პროცესი დაიწყოს.
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნამდვილად კარგი ინიციატივაა. სრულიაც ვეთანხმები და სიამოვნებით ჩავერთვები(შეძლებისდაგვარად) პრაქტიკულ ქმედებებში.
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, აუცილებლად მიმაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად სისტემატიურად ჩატარდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი ხასიათის შეხვედრები. (განსაკუთრებით ქვირითობის პერიოდში)
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ყოველივე მოქმედების კანონიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურებტან შეთანხმებას. ციტატა 2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)... მართალია! სისტემატიურად გდი-მ უნდა იმუშავოს. ჩვენ კი ჩავერთოთ. ამაზე ალბათ ისევ სამინისტროსტან გადაუდებელი შეხვედრა და შეთანხმება იქნება საჭირო. შესათანხმებელი იქნება აგრეთვე ფირნიშების განთავსების საკითხი, რადგან ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა ეგ საქმეც სამინისტროს ეგიდით გაკეთებულიყო. (იქნებ დაფინანსებასიც მიეღოთ მონაწილეობა) |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
დენი არ დაარტყას არავინ და საცხოვრებელიარ მოუწამლოს ამაზე მეტს ვერავინ ვერასდროს ვერ დაეხმარება და არც აარსდროს დახმარებია საქართველოში კალმახს! მეტი არაფერი არ სჭირდება. მიხედავს თავის თავს ეგ დალოცვილი მარა არ აყენებენ და!
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შესათანხმებელი იქნება აგრეთვე ფირნიშების განთავსების საკითხი, ისე ამ საკითხზე...ცოტა რაღაც მაფიქრებს... პირიქით რეკლამის სახე არ მიიღოს. შეიძლება ვინმემ..აღოაჩინოს..რომ "აქ კალმახი ყოფილა"-ო და დენით მიადგეს. თუ ნამიც განთავსება გადაწყვება....ალბათ აჯობებს....მკაცრი გაფრთხილება იყოს.. პასუხისგებასთან დაკავშირებით...და რომ ტერიტორიას ყურადღება ექცევა..რაც შეიძლება ძვირტად დაუჯდეთ. მაგას კი სამინისტროს გარეშე ვერ შევძლებთ....პირიქით..ეგ იმათ უნდა გააკეთონ და ჩვენ შევეშველოთ რითაც შევძლებთ. ეს ყველაფერი ჩემი აზრით რათქმაუნდა. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ საკითხზე ნაღდად დარდი არ გქონდეს ალბათობა ძალზე მცირეა. ![]() ![]() ![]() შენ არ იყავი რომ გაჰკიოდი საკალმახე ადგილებს ნუ ამბობთო? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saCxere ![]() |
მე ფირნიშები მაქვს გამოკრული და აწერია*ტერიტორიას იცავს საეგერო სამსახური* მე მგონი ჯობია სხვა წარწერებს, ჩვენც ბევრი გვაქვს ნაფიქრალი, *თევზაობა აკრძალულია*ს ჯობია, მეტ კონტროლს შეიცავს.
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საჩხერე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საჩხერე
თქვენ გოჩა იქ აწყობილი გაქვთ ყველაფერი და სხვაგანაც რომ მასე იყოს რა უჭირდა ჩვენს ფლორა-ფაუნას. ერთი გამაგებინე მერე ლიფსიტები თუ გამოიჩეკებიან და აქეთ ფლორა ფაუნას მე დავეხმარები მერე!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა საღადაო გახადეთ ეს სერიოზული თემა?
საქმეზე ვილაპარაკოთ> რას ვშვებით? რით დავიწყოთ? |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საქმეზე ვილაპარაკოთ> რას ვშვებით? რით დავიწყოთ? სიმართლე ითქვას...მართლა ბევრი ვიფიქრე თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ..და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე..ისეთი..რომ რამე შედაგი მოიტანოს. ჩვენ არ ვითევზაოთ გასაგებია და დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება ჩვენებისგან. შეგვიძლია ამ ჩვენს არეალში სხვებსაც მოვუწოდოთ იგივე. მაგრამ პრაქტიკულად კიდევ რა შრგვიძლია..ცოტა გამიჭირდა მოფიქრება. აბრების განთავსება კი შეგვეძლო..მაგრამ უკუეფექტი არ მოიტანოს იმას ვფიქრობ. თუ ფაქტს გადავაწყდით..ისედაც შეგვიძლია დარეკვა და გამოძახება(ან დაფიქსირება) კიდე ალბათ შეგვიძლია დიდი პიარაქცია მოვაწყოთ...შევუთანხმდეთ სხვა კლუბებსაც ...გავიდეთ და დიდი მოწოდება გავაკეთოთ(ისე..რომ ტელევიზიით გაშუქდეს) "ჩვენ უარს ვამბობთ მაგაზე, სხვამაც კეთილი ინებოს და იგივე გააკეთოს"... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 13:47 |