იხვი, და მისგან დამზადებული კერძები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
იხვი, და მისგან დამზადებული კერძები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
აბა თუ ვინმემ რამე კარგი რეცეპტი იცით დაწერეთ, სირცხვილია იხვზე რო არ წერია არაფერი....
|
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
იხვი კარგად გავასუფთავოთ, დაუჭრელს, მთლიანს მუცელში ჩავულაგოთ 2-3 კბილი ნიორი (სასურველია დაჭყლეტილი), 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ნაჭერი ლიმონი, დაუფქვავი შავი პილპილი, ცოტაოდენი კარგად გარეცხილი ბრინჯი (შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ყველი, სოკო - ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული). ცოტაოდენი სუნელები (ზირა). მოვაყაროთ მარილი.
აწი იწყება მთავარი: გავახვიოთ ფოლგაში კარგად და წესით თიხით უნდა ამოვლესოთ ჰერმეტულად. რამდენადაც ჩვენს პირობებში ეს ძნელია, მოვზილოთ მაგარი (სქელი) ცომი და მასში შევკრათ. გავაცხელოთ აირღუმელი 250 გრადუსზე და შევდგათ მანამ სანამ ცომი არ დაიწყებს გაშავებას. მინიმუმ 2-2,5 საათით. მერე გავაცალოთ ცომი და ფოლგა და... ჩემი სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ. თიხის შემთხვევაში 300 გრადუსზე აჩერებენ 3 საათი. თიხის მოცილების შემდეგ ერთი ხელის დარტყმით ყველა ძვალი სცვივა. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თიხის შემთხვევაში 300 გრადუსზე აჩერებენ 3 საათი. თიხის მოცილების შემდეგ ერთი ხელის დარტყმით ყველა ძვალი სცვივა. ბოდიში მაგრამ, აქ ცოტა უზუსტობა ხომ არ არის? 300 გრადუსზე 3 საათი ხუმრობა არ არის ხორცის გაჩერება, ჩვეულებრივ სტეიკს სადღაც 25 წუთი სჭირდება 170 გრადუსზე ღუმელში რომ მიიღო კარგად შემწვარი (well done) და 3 საათი 300 გრადუსზე საწყალი იხვისგან ალბათ ნახშირი თუ დარჩებაა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თიხა, ბატონო, თიხა. არავითარი უზუსტობა. ეს ჩინური რეცეპტია.
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კაი იხვის ხარჩოს არაფერი ჯობია, ჩინურადაც მიჭამია, მაგრამ ჩვენებურ ნიგვზიან ხარჩოს არაფერი ჯობია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კარგად გასუფთავებული და გატყავებული იხვი დავდოთ ცხიმწასმულ ღრმა ტაფაზე, ნელ ცეცხლზე და მივუშვათ 30-40 წუთი. ცალკე ტაფაზე მოვთუშოთ 2 საშუალო თავი ხახვი, 1 ნორმალური სიდიდის სტაფილო (ნელ ცეცხლზე), ხახვის ოდნავ შეწითლების შემდეგ დავუმატოთ ძირა, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და 10 წუთის შემდეგ ეს ყველაფერი მოვასხათ იხვს. იმავე ნელ ცეცხლზე გავაგრძელოთ ამ მასის შუშვა და მოკლე ნაჭრებად დამტვრეული მაკარონი (სპაგეტი) მასის შესაფერისი ოდენობით დავუმატოთ (მშრალი, რათქმა უნდა). არავითარი წყალი. თუ ცხიმი იხვს არ ექნა საკმარისი, ჯობია ზეითუნის ზეთი დავამატოთ სპაგეტისათვის და იმ დაბალ ცეცხლზე ვამყოფინოთ, მანამ სანამ მაკარონი არ იქნება მზად მისართმევად. ანუ სპაგეტი ცხიმმა უნდა მიიყვანოს მირთმევის დონემდე. ამ ყოველივეს (თავიდან ბოლომდე) 2 საათამდე სჭირდება საბოლოო ჯამში. ლიმონი, ცოცხალი მწვანილი გემოვნებით დაემატება მზა პროდუქტს.
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
ისეთ რეცეპტებს წერ იხვზე ნადირობა მომინდა
![]() დაგვინდე ცოტა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შოთა.03
ბოდიში... დაჭრილი. ძალიან გემრიელი რამეა. მთავარია ნელი ცეცხლი, მთელ წვენს გამოუყვანს თუ რამე გააჩნია. ნერვები და ლოდინი უნდა |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
იხვი შიანური სასარგებლოა ზაფხულის პერიოდში იმით, რომ არცერთ ქვეწარმავალს (მათ შორის, გველს) არ აჭაჭანებს ეზოში, შეჭმის ჩათვლით. ამიტომ მას არ მიირთმევენ გვიან შემოდგომა-ზამთრამდე. ანუ იმ პერიოდამდე, როცა ქვეწარმავლები თვითონ მიდიან გამოსაზამთრებლად და იხვიც იძულებულია მცენარეულ საკვებზე გადავიდეს. რაც შეეხება გარეულ იხვს, არცერთს თევზის სუნი არ ასდიოდა, რაც კი მე შემხვდა (დამერწმუნეთ, ეს არარის მცირე რაოდენობა). ჩიჩახვი სულ ქვიშით ჰქონდათ სავსე. როგორც გავიგე, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას, ამ ქვიშით ინელებსო საკვებს. ამიტომ იხვი, ყოველთვის უმჯობესია ჯერ მოიხარშოს (თუნდაც 10 წუთი იხარშოს) და მერე შეიწვას. ზემოთ ჩემს მოყვანილ რეცეპტებში ეს მომენტი, პრაქტიკულად, დაცულია. ანუ თიხაში თუ ცომში ის იხარშება-იწვის საკუთარ წვენში (მათ შორის, ცხიმში) და ყველა არასასიამოვნო კომპონენტი იღუპება, თუმცა ინგრენდიენტებს უერთდება, მეორე შემთხვევაში კი ნელ ცეცხლზე ასევე იღუპება, მაგრამ ორთქლდება. გემო ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს. ეს ისეთივე ფილოსოფიაა, როგორც მე ბავშვობაში ვერ ვიტანდი ბორშს და ლობიოს და დღეს ორივეზე ვგიჟდები
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 19-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
წელს რამოდენიმეჯერ გავაკეთე და მაგრად მომეწონა.
საჭირო მასალა : იხვი - 1 ხახვი - 5 (საშუალო თავი) მწვანე ბულგარული 1 ცალი. (კიდევ უფრო სასიამოვნო გემოს აძლევს) კარაქი - 100 -150 გრამი. ტომატპასტა - 4 ჩაის კოვზი. ქინძი,პეტრუშკა ნიორი. უცხო სუნელი,ზაფრანა,დაფქული წიწაკა,პილპილი 5 მარცვალი. იხვს ვატყავებთ,მაქსიმალურად ვცდილობთ ქონი დარჩეს ხორცზე.ვჭრით ნაჭრებად.ვათავსებთ წყლიან ქვაბში.როგორც კი წამოდუღდება გადავუღვრით წყალს,ჩავაგდებთ კარაქს და მიგვყავს დაბრაწვამდე.შემდეგ ვაყრით ალყაალყა დაჭრილ ხახვს და ბულგარულ წიწაკას,როგორც კი ხახვი და ბულგარული ჩაითუშება,ამოვურევთ და ვამატებთ 200-250 გრამ ადუღებულ წყალს.შემდეგ შევურევთ 4 ჩაის კოვზ ტომატს,დაჭყ**ტილი ნიორი,მარილი და უცხო სუნელები გემოვნებით.ვაგდებთ 5 მარცალ პილპილს.ვადუღებთ დაახლოებით 15-20 წუთი და ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს და პეტრუშკას. ჩვენი კერძიც მზადაა. უხდება 1 ბოთლი ალადასტური. ![]() წელს დაახლოებით 5 ჯერ გავაკეთე და დეგუსტატორებში დიდი მოწონება დაიმსახურა. (სეზონი მორჩა და რეცეპტებით მაინც გადავაყოლოთ გული) ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Rey -: Apr 7 2015, 15:05 |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 194 რეგისტრ.: 4-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Poti ![]() |
საინტერესოა, აუცილებლად გავსინჯავ ამ რეცეპტებს შეძლებისდაგვარად )) გააჩნია იქნება თუ არა იხვი წელს ) გმადლობთ რეცეპტებისთვის
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
Rey -
ყველაფერი კარგია, გატყავების გარდა, ცხიმი მიყვება კანს და აბა რაიქნება მაგის გარეშე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 12:50 |