სპინინგი, ზოგადი საუბრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სპინინგი, ზოგადი საუბრები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.
რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს. ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული. სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ. მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს. საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას. იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას. ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას. იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას. საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე. სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში. ავტორი: troutbaiter |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მე როგორც ვატყობ, დასავლეთში უფრო თევზაობენ ამ შენი სპინინგით.... აქეთკენ ნაკლებად
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
არა გიო არაა ეგრე,უბრალოდ დასავლეთში ადგილებია ბლომად თორემ ჩვენსკენ ნაკლებად სპეციალისტები არიან,რაც შეეხება თევზაობას ყველა თევზაობს კოვზით გაკეთებული ბლესნით ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ნოსო
და რა მაინტერესებს, ამ სპინინგით მარტო მტახებელ თევზე ხდება თევზაობა ?? თუ არამტაცებელზეც მოსულა ??? |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
არა, მტაცებელი მხოლოდ,ქორჭილა,კარიყლაპია. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
და მე თუ სწორად ვხვდები, ახლო მახლო ტბებში მტაცებელი თევზი არ გვყავს და გვრჩება მხოლოდ მდინარე, ხომ ???
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
არც მდინარეში გვყავს დიდი არაფერი,შენ მინიმუმ დაიჭირო 2 ცალი,3 ცალი,და თევზს ვერდაიჭერ რასაც ქვია,ამის გარდა მე არმინახავს კაცი სპინინგით ლოქო დაეჭიროს საქართველოში,ანუ ეგ თევზის გმორიცხე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მდაააა
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
ახლა გიო შენ სპინინგს რას ეძახი აქიდანგმოვიდეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
შტეკერნი ჯოხი, 3.2 მეტრი ნუ კოჭას მგონი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა... + დაწნული ძუა 0.4-იანი...
ბლესნებზე და სხვა სატყუარებზე აღარ მაქვს ლაპარაკი |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
ახ შენ ყველაფერი გქონია ძმაო მე პირადად არა მაქ არცერთი ზემოთ თმული ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისე სპინინგი ქვია მაგ ამბავს, თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ჩემი ანკესით ბათუმში ვითევზავე ზღვაზე... რაღაც გამზადებული პავადოკები იყიდებოდა იქვე მაღაზიაში... დონკის და სპინინგის ნაჯვარი იყო
![]() ხოდა მოკლედ, მოიქნევდი ამ შენს ანკეს ზღვაში, მერე ნელ ნელა ამოწევდი.... მოქინევდი... ამოწევდი... ეს იყო მთელი თევზაოვის ტექნოლოგია... მოყვებოდა სტავრიდა, ხან 2-3 ცალი ერთდროულად.... პირველი თევზი მანდ დავიჭირე... ხოდა სპინინგი ქვია მაგ თევზაობას თუ რა სხვა რამე არ ვიცი... გაიხარე ნოსო დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, აუცილებლად ვეცდები რომ წამოვიდე |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გიორგი
მაგ თევზაობას სპინინგი არქვია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ხო, მეც მასე ვფიქრობდი სპინინგი არ ერქმევა თქო... ისე ზღვაზე ხო მოსულა სპინინგი ??? თან მითუმეტეს კატერიც თუ გაიჩითა ???
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 29 რეგისტრ.: 7-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არაგვზე ქაშაპი(ეგეც მტაცებელია
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2025 - 16:18 |