კალმახი და მისი თავისებურებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
კალმახი და მისი თავისებურებები
ბესო
პოსტი Dec 17 2009, 12:31
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნებისმიერი სახეობის თევზის დასაჭერად საჭიროა ამ სახეობის ჩვევების და საკვები, საცხოვრებელი გარემოს შესწავლა.
მით უმეტეს ეს ეხება კალმახს.

ამ კონკრეტულ სტატიაში არ დავკონკრეტდები კალმახის საცხოვრებელ ადგილებზე გარკვეული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შევეხებით სხვა მრავალ თვისებას!

კალმახი არის ძალზედ ფრთხილი მტაცებელი. მის საცხოვრებელ/სადგომ ადგილზე რაიმე ჩრდილის ჩამოწოლაც კი მის დაფრთხობას იწვევს! ამიტომ მეთევზე დიდი სიფრთხილით უნდა მიეპაროს პოტენციურ საკალმახე ადგილებს! არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა (თუ აუცილებლობა არ მოითხოვს).

მიუხედავად იმისა, რომ კალმახი ძალზედ ენერგიული თევზია, კვების დროს ის ამ ენერგიას ძალზე ეფექტურად ხარჯავს. ანუ მინიმალურ ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებისთვის. ამიტომ, კალმახის პოტენციურ სადგომებთან მეთევზემ რაც შეიძლება ახლოს უნდა გაატაროს სატყუარა, რათა მტაცებლის დაინტერესება შეძლოს -წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ დაინტერესდება ისეთი სატყუარით, რომელზეც ენერგიის დახარჯვაც მას ადეკვატურ "სარგებელს" არ მოუტანს.

ზედა 2 აბზაციდან გამომდინარე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ კალმახი კვების დროს გარკვეულწილად გვერდულად მოძრაობს, რითიც ის გზას უღობავს მდინარის მიერ ჩამოტანილ საკვებს, კალმახზე სპინინგით სპორტული თევზაობის ყველაზე გამართლებული მეთოდია სატყუარის შეგდება მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების მიმართულებით ჩამოტარება (ვინაიდან კალმახი ყოველთვის მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას), მის პოტენციურ სადგომთან რაც შეიძლება ახლოს და შესაძლებლობის ფარგლებში ნელი გატარებით.

ამასთანავე, ტრიალას/ვობლერის წყალთან შეხებისთანავე საჭიროა გატარების დაწყება, ვინაიდან წყალში უმოქმედოდ მოხვედრილი სატყუარა უმეტეს შემთხვევაში დააფრთხობს მტაცებელს.

ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის თევზი, კალმახის აქტივობაც დამოკიდებულია წყალში ჟანგბადის შემცველობაზე. ამიტომ კალმახი აქტიურად იკვებება დილით და საღამოს, როდესაც წყლის ტემპერატურა დაბალია და წყალში ჟანგბადის შემცველობა კი შედარებით მაღალი.

კალმახი არჩევს ფერებს, რა თქმა უნდა მისი გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია ამინდზეც და წყლის სისუფთავეზეც, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რომელიღაც 1 ფერის/ტონალობის სატყუარა არ იზიდავს მტაცებელს და ვერ იჭერთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად შეცვალეთ სატყუარა (შეცვალეთ სხვა ფერის ან ტონალობის სატყუარით).

ხშირად ხდება, რომ სპინინგისტი წყალში ხედავს სატყუარაზე გამოდევნებულ კალმახს, რომელიც უბრალოდ გამოაცილებს სატყუარას და ბრუნდება უკან. ამ შემთხვევაში მტაცებელი ან არ არის დაინტერესებული სატყუარით და მას საკუთარი "სამფლობელოდან" განდევნის გამოცილებით, ან ამჩნევს რაღაც საეჭვოს და ვერ ბედავს კბენას. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე სატყუარის ხელმეორედ გატარება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან დიდი შანსია მან დააფრთხოს თევზი. თუ პირველივე გატარები შემთხვევაში არის შანსი, რომ გატარების სიჩქარე შეანელოთ, ან სპინინგის წვერით ოდნავ წაუთამაშოთ, რომ სატყუარამ "თამაში" შეცვალოს, შეიძლება ამ მეთოდნმა გამოდევნებული კალმახის პროვოცირება მოახდინოს და ის ეცეს სამიზნეს. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სატყუარის შეცვლა ან უფრო მომცრო ზომის უფრო რეალისტური (არა მყვირალა) ფერის სატყუარით, ან უფრო აგრესიული "თამაშის" მქონე სატყუარით.

დილით ადრე და საღამოს პირზე კალმახი საკვებად გადის შედარებით დაბალ წყალში, ამიტომ მეთევზემ ეს მომენტი აუცილებლად უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, თორემ საკალმახე ადგილების ძებნაში და მისთვის "მიმზიდველი" ადგილების გატესტვაში შეიძლება ცხვირწინ მდგომი თევზი დააფრთხოს, რაც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე!

ზოგადად კალმახი ბუდობს ღრმა მორევებში, ქვების უკან, სადაც დინებას ეფარება, მდინარის კიდეებში და ჩაღრმავებებში, დიდი ქვების ქვეშ, მდინარეში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ.

ამ თევზს არ უყვარს მზე და სიცხე. უყვარც ცივი და სუფთა წყალი. ამიტომ მოღრუბლულ ამინდში კალმახის აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე მზიანში. დილის აქტიურობის მერე, მზინი დღის შემთხვევაში კალმახი გადადის ხოლმე პასიურ რეჟიმში (შიგადაშიგ "გამონათებებით" newsmile05.gif ) ანუ მიძვრება ღრმად სადაც გრილა, გადადის ჩრდილში და ა.შ. თუ მწველი მზეა, ცხვირშიც, რომ გაარტყათ სატყუარა მაინც არ მოიკლავს მისი გამოკიდებით თავს. newsmile05.gif




სპინინგით მოთევზავემ აუცილებლად უნდა იცოდეს კალმახის 1 საინტერესო თვისებაზე - კალმახი მდინარეში არ ბუდობს ჯგუფურად (რა თქმა უნდა ლიფსიტებს არ ეხება). ის მტაცებელია და თავის საცხოვრებელ/საკვებ ადგილს იცავს სხვა მტაცებლისაგან. ამიტომ ერთ და იმავე ადგილზე ვერ დავიჭერთ 3-5 ან 10 კალმახს, რათქმა უნდა თუ მორევი დიდი არ არის და არ იძლევა საშუალებას, რომ რამოდენიმე მოზრდილმა ეგზემპლარმა სხვადასხვა კუთხეში ან ორმოში იცხოვროს.


სტატიის ავტორია - ბესო მგალობლიშვილი და ის წარმოადგენს ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს საკუთრებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 9 2010, 11:00
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სამაგალითო სტატიებია, სურათებიც მიგემატებინა "უცხოლელების მიერ გადაღებული"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 9 2010, 12:19
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბესო
კარგი სტატიაა
პატარა და მრავლის მომცველი

სხვაც თუ მიამატებს ამას რამერუმეებს კარგი იქნება
და კარგი იქნება ყველამ თავის გამოცდილება დაწეროს რო დასკვნის გამოტანა შეიძლებოდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 9 2010, 13:51
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეეეე ძია! არ მიჯერებთ რა! არ არის საჭირო დღევანდელ პირობებში კალმახის ჭერის არანაირი მეთოდით ჭერის პოპულარიზაცია! :(

დღეს, როდესაც კალმახის პოპულაცია მთელ საქართველოში კატასტროფულად შემცირებულია და ამავე დროს შესაბამისი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მიერ არ ხორციელდება მისი დაცვისა და შენარჩუნებისათვის არანაირი ღონისძიება, 1000 ჯერ დაფიქრება გვმართებს, ღირს კი მისი ჭერის პოპულარიზაცია ისეთი მასობრივი გზით, როგორიცაა ინტერნეტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2010, 17:23
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 9th September 2010 - 14:51) *
არ არის საჭირო დღევანდელ პირობებში კალმახის ჭერის არანაირი მეთოდით ჭერის პოპულარიზაცია!


ჯერ ერთი ჩვენი ფორუმის საინფორმაციო/ინტელექტუალური ბაზის გამდიდრება არ ნიშნავს კალმახის ჭერის პოპულარიზაციას.
მეორეც - ამ განყოფილებაში მგონი ცისარტყელა კალმახზე გვაქვს საერთოდ საუბარი, რომელიც უკვე ძალიან ბევრ მდინარეში გამოჩნდა ისევ და ისევ დაუდევრობის გამო და მალე წითელ წინწკლიან კალმახს შეავიწროვებს, ვინაიდან საკალმახე მეურნეობების კონტროლი ნოლია.
და მესამეც - მე პირიქით თუ რაიმე პოპულარიზაციის მსგავს გავაკეთებთ 2 ხელით მომხრე ვარ. რაც მეტი პატიოსანი მეთევზე იქნება ამ ქვეყანაზე მით ნაკლები იქნება ბრაკონიერების ადგილი ამ საზოგადოებაში!
ციტატა(troutbaiter @ 9th September 2010 - 14:51) *
კალმახის პოპულაცია მთელ საქართველოში კატასტროფულად შემცირებულია

ეს ფორმულირებაც არ არის რეალობასთან ახლოს! - მეორე საკითხია რომ დენის აპარატები საშინელი მოვლენაა ამ ქვეყანაში და ეს განუკითხაობა ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს!

ციტატა(vito @ 9th September 2010 - 12:00) *
სამაგალითო სტატიებია, სურათებიც მიგემატებინა "უცხოლელების მიერ გადაღებული"


სურათებიც იქნება და ვიდეოებიც!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Feb 11 2011, 22:45
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იშხნელო
ძალიან კარგია
მივამატები რაღაც-რაღაცებს
თუმცა
მწირი (ყველაფერი ფარდობითია) გამოცდილება ეგეთი "ნაგლობის" უფლებას არ მაძლევს
თუმცა
ერთი მორევიდან
რამდენიმე ღირსეული ეგზემპლარის ამოყვანა შესაძლებელი რომაა
შენც კარგად იცი

და "სნასტების" გამართულობაც რა თმა უნდა პირველხარისხოვანია
ყოველ შემთხვევაში ვობლები და ბზრიალები უნდა იყოს მუშა
კოჭაზე რომ არაფერი ვთქვა :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Feb 18 2011, 10:18
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა((dila)adriano @ 11th February 2011 - 23:45) *
ერთი მორევიდან
რამდენიმე ღირსეული ეგზემპლარის ამოყვანა შესაძლებელი რომაა
შენც კარგად იცი


მორევს გააჩნია. მნიშვნელობა აქვს არა მარტო მის ზომას არამედ მორევის გეოგრაფიასაც. შეიძლება უზარმაზარი მორევი იყოს და თევზი საერთოდ არ იდგეს. მაგალითად მორევი რომელიც "ისილება" თევზისთვის არ არის სასურველი სადგომი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 7 2011, 11:34
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა((dila)adriano @ 11th February 2011 - 23:45) *
ერთი მორევიდან
რამდენიმე ღირსეული ეგზემპლარის ამოყვანა შესაძლებელი რომაა
შენც კარგად იცი

დავამატებ, რომ მორევიდან 2 ღირსეული ეგზემპლარის გამნოყვანა შესაძლებელია ქვირითობის პერიოდშიც როდესაც დაწყვილებულია თევზი. ოღონდ ამ პერიოდში თევზაობა არ შეიძლება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jul 14 2011, 11:32
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო

კარგი სტატიაა, შემეცნებითი...

ერთ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ მხოლოდ:

ციტატა
არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა


სწორედ იმიტომ, რომ კალმახი ასეთი ფრთხილი თევზია, მიზანშეწონილია წყალში ჩადგომა სადაც კი შესაძლებელია. როდესაც მეთევზე წყალში დგას, ყველაზე ნაკლებად მაშინ ფრთხება თევზი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 14 2011, 12:23
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მნიშვნელობა არ აქვს წყალში იდგები თუ ხმელეთზე მთავარი ის არის რომ თევზმა არ დაგინახოს(და თუ გინდა სულ ბუჩქებიდან ითევზავე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 14 2011, 12:31
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Pendragon @ Jul 14 2011, 12:32) *
ბესო

კარგი სტატიაა, შემეცნებითი...

ერთ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ მხოლოდ:



სწორედ იმიტომ, რომ კალმახი ასეთი ფრთხილი თევზია, მიზანშეწონილია წყალში ჩადგომა სადაც კი შესაძლებელია. როდესაც მეთევზე წყალში დგას, ყველაზე ნაკლებად მაშინ ფრთხება თევზი newsmile045.gif


newsmile05.gif წყალში ჩამდგარი მეთევზე კალმახს არ ჰგონია ლოდი ან ბუჩქი და ამიტომ არ არის მშვიდად newsmile05.gif


უბრალოდ თევზის მხედველობა წყლის ზევით დიდი კუთხით იშლება და როდესაც მეთევზე წყალში დგას, მაშინ მისი ტანის ნაკლები ნაწილი არის წყლის ზემოთ (ნაპირთან დგომასთან შედარებით) და ამიტომ შეიძლება მოხვდეს იმ ნაცრისფერ ზონაში, რომელსაც კალმახი ვერ ხედავს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ წყალში ჩასვლა ჯობია მგონი უსაფუძვლოა.


ყველაზე საუკეთესოა დარჩეს მეთევზე ხმელეთზე და ამოეფაროს რაიმეს:



და კიდევ 1 თუ თევზმა მაინც შეამჩნია მეთევზე, ანუ ახლოს მოყვა სატყუარას ნაპირთან. ერთად-ერთი შანსი იმ თევზის ისევ დაჭერის არის ის, რომ მეთევზე გაუნძრევლად უნდა იდგეს, სანამ თევზი ისევ თვალს არ მოეფარება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 14 2011, 15:08
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



საინტერესო თემაა newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jul 14 2011, 16:58
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა თქმა უნდა ლოდი და ბუჩქი არ ჰგონია.
უბრალოდ უფრო მცირე შანსია დაინახოს.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წყალში მდგომი მეთევზე თევზის მიერ შესაძლოა აღიქმება, როგორც წყლის ერთ-ერთი ბინადარი და მასში დიდ საფრთხეს ვეღარ ხედავს - ამის მტკიცება ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ მდინარის იმ ადგილას, სადაც გამივლია და ბუღიც დამიყენებია სიარულით, რამდენიმე წუთში თევზი დამიჭერია newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 14 2011, 18:28
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi






ამათი საქმე კი ნამდვილად ცუდათაა თუ რამე არ უშველეთ. vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი May 15 2012, 12:43
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალმახზე მინდა სათევზაოთ წასვლა და რა მჭირდე გთხოვთ დაწეროთ და რა სატყუარა უნდა გამოვიყენო დაწერეთ რა ვინმემ

სურათიც დამიდეთ რა რომელი ვოლბლერით და ბზრიალათი შეილება თევზაობა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2025 - 15:55