სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#61
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#62
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მე, ამდენი პოლემიკის მერე ერთს ვიტყვი მხოლოდ:
ცხოვრებაში მარტო არ მინადირია (ბუნებაში იბრალოდ თოფ გადაკიდებულ ბოდიალს, არ ვგულისხმობ), ორი ძაღლიც მყოლია ერთდოულად და 2-3 წელი უძაღოდაც ვიყავი. არც ის შემთხვევა მქონია, რომ ვინმე უცხო ამომდგომოდა გვერდში და არც მე ვიკადრებ მაგას არასოდეს. ეს მარტივად , რომ ვთქვათ უნამუსობაა და მეტი არაფერი. მაგრამ მეგობრებთან ერთად ნადირობის მთელი სიტკბოს აღქმა უფრო, მსიმოვნებს ვიდრე ეულად ბოდიალი, თუნდაც ძაღლის სრულყოფისათვის. არც არცერთი ჩვენგანი არ და ვერ იტყვის უარს, სამეგობროსთან ერთად ნადირობაზე, რადგან აზრი ეკარგება მაშინ ყოველივე "ერთობლივს" და საერთოდ ერთად ყოფნას. |
|
|
![]()
პოსტი
#63
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთს მეც ვიტყვი სანადიროდ ბევრჯერ დამიპატიჟია ხალხი და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სტუმრად, სანადიროდ რომ კაცს ეპატიჟები და იმ კაცს ძაღლი არ ყავს შენი მოვალეობა არი ს, რომ ის კაცი ანადირო ვინმეს, რომ ვეპატიჟები სულ იმაზე ვფიქრობ ის კაცი, როგორი კმაყოფილი წავა იმ ნადირობიდან და ჩემს თავს მოეორე ხარისხზე ვაყენებ ან ვესვრი რამეს ან არა, ხშირად უნადადირია აქ მყოფებს ჩემი ძაღლით 5 და 6 კაცს და ყველა მაგარი კმაყოფილი იყო რომ მეველესავით არ იარეს და 10 მდე ვაზნა გაისროლეს, მაგრამ შენ თუ დასაგეში ძაღლი გყავს და ძაღლი გამოუცდელია და ახალი ფეხ ადგმული აქვს ნადირობა მაშინ იმ ძაღლით შენ უნდა ინადირო მარტო რომ ძაღლმა ისწავლოს და შემდეგში შენს მეგობრებთან ერთად ინადირო კაცურად, ამაში საგანგაშოს ნამდევილად ვერ ვხედავ ეს ასე იქნება ყოველთვის ახალ ფეხ ადგმულ კრავს გაქცევას ვერ მოთხოვ
|
|
|
![]()
პოსტი
#64
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
3 წელია პოინტერი მყავს,მანამდე ბიძაშვილის ირლანდიურთან გვინადირია ორს,დიდი ხნით ადრე კი ისევ ორს სეტერ-კურცხაარის ნაჯვართან.გადავხედე პოსტებს და გამოდის,რომ ძაღლებში არ გამიმართლა,არც ახლანდელი ანადირებს ჩემს გარდა სხვას,უბრალოდ არ დაუჯერებს,ის ორი წინა კი ორს ძლივს გვანადირებდა 4-5-6-7-ს კი არა.
7 დიპლომიანია ჩემი ძაღლი საველეებში,მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს ბრძანებებს ასრულებს,სხვასთან არ ან ვერ ეძებს და შეიძლება ტყვიაც დაახალოს ვინმემ. რა ვიცი,რა ვიცი,მაინც ვერ გავიგე ვერაფერი |
|
|
![]()
პოსტი
#65
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეხლა ვატყობ რომ ზუსტად ათიანში მოვარტყი
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#66
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია აქ ძმაკაცებთან ერთად ნადირობა ან სიამოვნება, სულ სხვა რამე3ს ეხებოდა ეს ყველაფერი და თუ გინდათ შამეცით
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#67
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვიტო
კორექტულად ბნ.ვიხტორ თორე შეძახილმა ხე გაახმოვო ხო იცი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#68
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 27-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აქ რამოდენიმე ვარიანტია:
1. ,,სხვისი ძაღლის" ტერმინში თუ ძმაკაცის ძაღლი იგულისხმება, ამ შემთხვევაში მორალთანაც და ეთიკასთანაც მართალი ვიქნები, თუ ამ ძაღლის სტოიკაზე პირველი მე ვესვრი; 2. თუ ,,სხვაში" იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომელმაც დამპატიჟა სანადიროდ თავისი ძაღლებით, ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ისე ვფიქრობ, როგორც ჰერცოგმა აღნიშნა ზემოთ და რა თქმა უნდა ვესვრი ,,სხვისი ძაღლის" სტოიკიდან აფრენილ ფრინველს (რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თუ მე სროლის უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდები ,,სხვასთან" შედარებით); ძალიან ბედნიერი ვარ როცა ჩემი დაპატიჟებული სტუმრები ჩემი ძაღლის ნანახ ფრინველს ესვრიან და მოინადირებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პირველ გასროლაზე ჩემს სტუმრს წინასწარ მხოლოდ თანხმობას კი არ ვაძლევ, ვავალდებულებ ხოლმე, რომ პირველი მათ ესროლონ; 3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ა-მორალური და არაეთიკურია სხვისი ძაღლით ნადირობა. |
|
|
![]()
პოსტი
#69
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ეხლა ვატყობ რომ ზუსტად ათიანში მოვარტყი ![]() თემა რომ კარგი გახსენი და საწირბოროტო საკითხებზე მსჯელობა რომ მიდის ეგ ეგრეა მაგრამ მანც რას გულისხმობ ან რისი გაგება გინდოდა ცვენც გაგვაგებინე სეკაცო გვმალავ თუ რაი? |
|
|
![]()
პოსტი
#70
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აქ რამოდენიმე ვარიანტია: 1. ,,სხვისი ძაღლის" ტერმინში თუ ძმაკაცის ძაღლი იგულისხმება, ამ შემთხვევაში მორალთანაც და ეთიკასთანაც მართალი ვიქნები, თუ ამ ძაღლის სტოიკაზე პირველი მე ვესვრი; 2. თუ ,,სხვაში" იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომელმაც დამპატიჟა სანადიროდ თავისი ძაღლებით, ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ისე ვფიქრობ, როგორც ჰერცოგმა აღნიშნა ზემოთ და რა თქმა უნდა ვესვრი ,,სხვისი ძაღლის" სტოიკიდან აფრენილ ფრინველს (რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თუ მე სროლის უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდები ,,სხვასთან" შედარებით); ძალიან ბედნიერი ვარ როცა ჩემი დაპატიჟებული სტუმრები ჩემი ძაღლის ნანახ ფრინველს ესვრიან და მოინადირებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პირველ გასროლაზე ჩემს სტუმრს წინასწარ მხოლოდ თანხმობას კი არ ვაძლევ, ვავალდებულებ ხოლმე, რომ პირველი მათ ესროლონ; 3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ა-მორალური და არაეთიკურია სხვისი ძაღლით ნადირობა. ყველაფერია ნათქვამი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#71
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია აქ ძმაკაცებთან ერთად ნადირობა ან სიამოვნება, სულ სხვა რამეს ეხებოდა ეს ყველაფერი და თუ გინდათ შამეცით ![]() არაფერ შუაში არაა ვიტო, ზუსტად გაიგე ამ თემის არსი. ჰანთერ ამ პოსტის ზედა პოსტი ნახე თავისი ციტატიან კომენტარიანა. ეგაა ზუსტად რისი გაგებაც მინდოდა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
აუ აქ ამბები ყოფილააააა.
მეც გამოვთქვამ ბარემ ჩემ მოკრძალებულ აზრს, მაგრამ მანამდე გიორგის ანუ ჭალიმგელას მივმართავ, რომ ძალიან სწორად გავიგე მისი აზრი და შესაბამისადაც ვემხრობი, აგრეთვე დანარჩენ იუზერებსაც ვემხრობი, იმ გაგებით, რომ შესაძლებელია თემას გადაუხვიეს, სხვანაირი აზრი გამოიტანეს, მარა რა აზრიც გამოიტანეს იმ აზრით და იმ გაგებით მართლები არიან. ეხლა პირადი შეხედულება. 7 წელია მყავს ინგლისური სეტერი, 90% სხვებთან ერთთად ვანადირებ, მაქსიმუმ 2 მონადირესთან, მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამით ვხედავ რომ ძაღლი დავკარგე, ეხლა უკვე გვიანია რამის შეცვლა მისი ასაკიდან გამომდინარე, იგი ეძებს, პოულობს დარბის იქით აქეთ, ცდილობს ასიამოვნოს ყველას, მაგრამ ამით თვითონ ფუჭდება, ის პეწი და სილამაზე აღარააქვს რაც მე პირადად მინახავს იმ დარჩენილ 10%ში. მართლა ძნელია და არც მითქვამს არასდროს მარტო უნდა ვინადირო ჩემი ძაღლითო, იმიტომ, რომ ალბათ 1 ძაღლია ჩემთვის და არ ვიცოდი აქამდე ბევრი რამ, თU როგორ უნდა ამეზარდა კარგი მონადირე ძაღლი და შესაბამისადაც არ ვაქცევდი ყურადღებას თუ რამდენ მონადირეს ანადირებდა, მეგონა, რომ რაც მეტს ანადირებდა მით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თUრმე არ ყოფილა მთლად ეგრეც საქმე. ის ხალხი რომელიც დამიპატიჯია ჩემი ძაღლის ხარჯზე ჩემი მხრიდან არასდროს არ ვყოფილვარ წინააღმდეგი, გამომდინარე ისევ იქიდან, რომ ისინი მე დავპატიჯე, მაგრამ არც არასდროს არ მქონია და რომც ეცადათ, მაგის უფლებას არ მივცემდი არავის, რომ ძალდატანებით, ნაგლად და უწესოდ ამომდგომოდეს ვინმე გვერდით და მითხრას მანადირე შენი ძაღლითო, მართლა არაა ეთიკური, როდესაც შენ უძაღლო მონადირე, ძაღლიანს ჩაუხტები წილში, არა იმის გამო რომ შენ მას უნდა მისცე ბევრი შანსი, იმისა რო შენი ძაღლის ნაპოვნი მწყერი ჩამოიკიდოს, არამედ იმიტომ, რომ შენს მიერ ნაწვალები და გაზრდილი ძაღლი არ წაგებილწოს, რაც საბოლოოდ გარდაუვალი იქნება... ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის კულტურა, რო არ მყავდეს ძაღლი არ წავალ სანადიროდ სხვის ძაღლთან ერთად, თუი მაინდამაინც იქნა მათგან წამოსული დაჯIნებული მოთხოვნა, წავალ და ვინადირებ შუმზე, გარდა მაგისა არასდროს არ ვაკადრებ საკუთარ თავს, რომ ვინმეს, თუნდ ძმაკაცს შევთავაზო ჩემი ინიციატივით სანადიროდ წასვლა და მისი ძაღლით ნადირობა, პროსტა ტეხავს ისევ და ისევ ძაღლის გამო.... |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძაან კაი თემა გაგიხსნიათ.წელს მე ძაღლი არ მყავდა მთელი სეზონი ლეკვის დაგეშვას მოვანდომე ,ძმაკაცებთან ერთად ვუიყავი სულ სამჯერ უძაღლოდ და იმდენი ვინერVიულე კინაგამ თოფი დავამტვრიე.ბიჩები ძაან გაგებით მეკიდებოდნენ და ნაბულზე დამდგარ ძაღლზე მეძახდნენ სასროლად მარა ზაან გავწვალდი მაინც და ვთქვი თუ მემრის ფრინველის ძაღლი არ მეყოლება დაყენებული თოფს ხელში აღარ ავიღებ მეთქი,ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და 7 თვის ლეკვით ვინადირე ერთი ნადიტობა სუ 11 მწყერი ავიღე მარა ძაან კმაყოფილი დავრჩი რომ სახვეწარი არ მქონდა.ფემი ცუდათ მყავდა ეხლა და კინაღამ გავგიჯდი.ერთმა მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო
|
|
|
![]()
პოსტი
#74
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
მე მაინც სხვისი ძაღლით ნადირობა მიმაჩნია სხვისი აქტის ყურებას უფრო..
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#75
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 8-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო მოგესალმებით ყველას! ამ ფრაზიდან გამომდინარე მინდა ჩემი ძაღლის შესახებ მოვყვე..გვყავს ინგლისური სეტერი,წლის და ორი თვის.ფაქტიურად ჩემი გაზრდილია--მეუღლე ძალიან დაკავებულია თავისი საქმით,თუმცა კარგი მონადირეა(მე ასე ვიცი).ყოველთვის ჰყავდა მონადირე ძაღლები მაგრამ სოფელში..ეს აქ გვყავს,კორპუსის ტიპის ბინაში.ვერ შეველიე სოფლისთვის--ძალიან პატარა იყო რომ მოიყვანა და შემეცოდა..მოკლედ--ამას წინათ ახლობელთან ერთად იყო სანადიროდ,იმის ძაღლი დაბერდა და ვეღარ ტვირთავს ისე ძალიან.უკმაყოფილო არ ჩამოსულა.მერე იმავე ახლობელმა სთხოვა ძაღლის გატანება.თვითონ თბილისში არ იყო და მე ავუყვანე წერეთელზე.რომ დაინახა ის კაცი---აიწყვიტა თუ თავი გამოაძვრინა საყელურიდან--ვერ გავიგე--გამომექცა(ვწერდი ზემოთ უკვე),წერეთელზე გადარბენისას დაეჯახა მანქანა+ დამეკარგა..ოთხი საათი ვეძებეთ+პატრულიც ეძებდა(ვთხოვე უბანში მოძრავ ჯგუფს)..ძლივს ვიპოვე..რათქმაუნდა---აღარ გავატანე.რამდენიმე დღეში ისევ მთხოვა და ტლიკინს ხომ ვერ დავუწყებდი--გავატანე.რომ ჩამომიყვანეს--კუჭის მდგომარეობა არ მომეწონა--ორი ცელოფანი გამოაყოლა და მწვანედ გადიოდა..ვკითხე -რა აჭამეთთქო და ჭამით ისეთი არაფერი,წყალი დალია მწვანე,ჭაობისო..ტან ბევრიო..მე მონადირე არ ვარ თუმცა ძაღლები ძალიან მიყვარს(ორი გვYავს),და მაინტერესებს--ტქვენც ასე ასმევთ ჭაობის წყალს??მგონი შესაძლებელია წყლის წაღება,რომ სუფტა დალიოს.ძალიან ფერებაში გყავს გაზრდილიო---დამცინესსავით. და კიდევ---სულ ვფიქრობ,რატომ გაიქცა იმ კაცის დანახვაზე?ისიც ნადირობს ხშირად და ძაღლები სულ ჰყავს..და კიდევ---მეუღლეს ჰყავდა რამდენიმე დღის წინ და რაღაც უკმაყოფილო იყო---დარბის მინდორში და არ ეძებსო..რამდენიმე მწყერი ააფრინა,მაგრამ სუნით არა,დანახვითო..არადა,ეზოში რომ ჩაჰყავს(სკვერში),ნაბულზეც დგება და დავკვირვებივარ---ყნოსვით მაღლაც ყნოსავს და ბალახებში ლამის არხები გათხაროს ცხვირით..ძალიან გონიერია,შტერი არ არის და მინდორში რა ემართება--ვერ ვხვდები..პატარაა ჯერ ვითომ?? აღზრდაში შეცდომა დავუშვით თუ გამოსწორდება მდგომარეობა??როგორ??გაშვების და გასხვისების ვარიანტი არც განიხილება..წინასწარ გმადლობთ გამოხმაურებისთვის..(ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომ მამაკაცი არ ვარ და არც მონადირე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 22:12 |