ძაღლის დაგეშვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ძაღლის დაგეშვა |
![]()
პოსტი
#961
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვფიქრობ საინტერესოა !!!! შეიძლება ბევრს ნანახიც აქვს ,მაგრამ იმათ ვინც აპირებს ძაღლის დაგეშვას ნამდვილად წაადგება!!! |
|
|
![]()
პოსტი
#962
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 39 რეგისტრ.: 18-November 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაგარი ვიდეოებია დზაან მაგრამ ძაღლი მომოკვდა და ყიდვის საშვალება არამაქვს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#963
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#964
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას.პირველი ძაღლია ჩემთვის 4 თვის პოინტერია,ბრძანებები ვასწავლე ყველაფერი წადი,მოდი დაჯე,აპორტირებასაც აკეთებს. მაინტერესებს როდის 8უნდა ვანახო ფრინველი,როგორ და რანაირად.თუ აპრილ მაისს უნდა დაველოდო
|
|
|
![]()
პოსტი
#965
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
miroslava
დაელოდე აპრილ-მაისს მანამდე ტყუილად ნუ იჩქარებ |
|
|
![]()
პოსტი
#966
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მადლობა რჩევისთვის.მანამდე ალბათ რაც ვასწავლე უნდა ვუმეორო ხო? თუ გადავღლი ყოველდღიური გამოცდებით? MAVERICK ერთი თხოვნა მაქ თქვენთან იქნებ ჩემი პოსტი წაიკითხო 4 ფეხა მეგობრების კვების თემაში
|
|
|
![]()
პოსტი
#967
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 16-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სპანიერი მწყერზე ადვილად იგეშება? და ტუ იგეშება საერტოდ? და რაზე?
|
|
|
![]()
პოსტი
#968
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მეგობრებო დავიწყე თარგმანი იაბლონსკის და ივაშენცევის წიგნის მეძებარი ძაღლის გეშვა, ვცდილობ ის მთავარი ნაწილები ვთარგმნო რომელიც ყველა ახალბედას გამოადგება დაგეშვის დროს. გთავაზობთ პირველ ნაწილს.
ვამტკიცებ რომ არ შეიძლება ძაღლი იყოს ცუდი მეგობარი ნადირობაში თუ ის ჯიშიანია და აქვს ყნოსვა. ყველაფერი იმ ადამიანზეა დამოკიდებული ვის ხელშიც ძაღლია. სანამ დაიწყებთ ძაღლთან მუშაობას, ეცადეთ გაიგოთ მისი ხასიათი. ძაღლები ისევე როგორც ადამიანები არსებობენ როგორც რბილი ასევე მტკიცე ხასიათის. არ შეწუხდეთ და არ მიატოვოთ დაწყებული საქმე თუ თქვენ ჯიუტი და ავი ძაღლი შეგხვდათ, თქვენი სიმტკიცე, უკიდურეს შემთხვევაში კი პარფორსი და წკეპლა ადრე თუ გვიან გატეხავს თქვენი მოსწავლის სიჯიუტეს. ჩემს ხელში ბევრ სეტერსა და პოინტერს გაუვლია, მაგრამ ყოველთვის ვიყავი იმ აზრზე, რომ თუ ორ ერთნაირი მონაცემების სეტერს და პოინტერს დააყენებ, ვგულისხმობ ერთნაირი ყნოსვის ძაღლებს გამარჯვება ყოველთვის სეტერის მხარეს დარჩება. სეტერი პოინტერზე ჭკვიანია, უფრო მიჯაჭვულია პატრონთან და მზად არის პატრონის გამო ცეცხლშიც და წყალშიც შევიდეს. დაგეშილი მინდორში მუშაობს გაცილებით უკეთ და ასევე გაცილებით სწრაფად ეგუება გარემოს რომელსაც ნადირობის დროს იცვლის და ფრინველსაც რომელზეც მისი პატრონი ნადირობს. თუკი თქვენ პოინტერის მუშაობას ნახავთ მინდორში დაგრჩებათ არაჩვეულებრივი მანქანის ნახვის შთაბეჭდილება, თქვენ შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებით მაგრამ სახლში მისვლისთანავე ის ქრება, მაშინ როდესაც სეტერის მრავალფეროვანი მიტანებისა და ნაბულების ნახვის შემდეგ ეს სურათი თქვენ მუდმივად თვალებში დაგრჩებათ. –––––––––––––––––––––––––– ფრინველზე დაგეშვა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი დაგეშვის პროცესში, ხანგრძლივად ან შესაზლოა სამუდამოდაც გააფუჭებს მას. ამიტომ მუდმივად დააკვირდით მას, ისე რომ არცერთი მისი არასწორი მოძრაობა მხედველობიდან არ გამოგრჩეთ. საუკეთესო დრო ძაღლის დაგეშვისთვის არის მაისი თვის ბოლო რიცხვებიდან დაწყებული ივლისის პირველ ნახევრამდე არსებული პერიოდი. ეცადეთ არ გაიყვანოთ ძაღლი ისეთ ადგილას სადაც ისვრიან, რადგან სროლა მის აღგზნებას გამოიწვევს და ხელს შეგიშლით გეშვის პროცესში. ძაღლი აუცილებლად მარტომ უნდა დაგეშოთ, საუკეთესო ფრინველი ძაღლის დასაგეშად არის დუპელი, რადგან როგორც კი ამ ფრინველს ადამიანის და ძაღლის ხმა ესმის იმდენად კარგად იმალება, რომ იშვიათია შემთხვევა ის ძაღლის ნაბულის გარეშე ამოფრინდეს. რაც შეეხება მწყერს, ის დიდხანს უჩერდება ხოლმე ძაღლს ნაბულზე მაგრამ ცხოვრობს მშრალ ადგილებში, იძლევა ნაკლებ სუნს და გარბის ძალიან სწრაფად და უფრო შორს ვიდრე დუპელი. შესაძლოა არ დამეთანხმოს ბევრი მონადირე მაგრამ არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას ახალგაზრდა ძაღლი ტყეში მობინადრე ფრინველზე დავგეშო თუ მან გეშვის კურსი ჭაობში არ გაიარა. რადგან ჭაობში დაგეშილი უპრობლემოდ მუშაობს ტყეში, პირიქით კი იშვიათად ხდება. რაც შემეხება მე, მხოლოდ უთოფოდ ძაღლის დაგეშვას ვაღიარებ, არასოდეს ჩემს თავს უფლებას არ მივცემ ხელში იარაღი მანამ ავიღო სანამ ძაღლი სრულყოფილად დაგეშილი არ იქნება, სანამ არ დავრწმუნდები რომ ის არაფერს გააკეთებს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ პრინციპის გამო ძალიან ბევრი კარგი ნადირობა გამიცდენია, სამაგიეროდ შემდეგ ვირებდი ჯილდოს, როდესაც სანადიროდ მშვენივრად დაყენებული ძაღლით გავდიოდი. არსებობს ძველი მონადირეების კატეგორია, რომელიც ახლაგაზრდა ძაღლს გამოცდილ ძაღლთან წყვილში მუშაობით გეშავს, მე ამ პრინციპს არ ვეთანხმები, რადგან ნუ დაგავიწყდებათ, რომ კარგთან ერთად ის გამოცდილი ძაღლის ბევრ ცუდ თვისებასაც შეიძენს. საჭიროდ ვთვლი გითხრათ ისიც, რომ ძუ ძაღლები უფრო ადრე იხსნებიან ვიდრე ხვადები. წლამდე ხვადი დაგეშვა შეცდომად მიმაჩნია, მაშინ როდესაც ძუს უკვე 9 თვიდან ვგეშავ. აი თქვენ უკვე ჭაობში შეხვედით, სანამ ძაღლს ძებაზე გაუშვებთ ფეხებთან დააწვინეთ, გაუკეთეთ საყელურზე ქორდა, გაუშვით ქარის საწინააღმდეგო მიმართულლებით და აუჩქარებლად მიყევით. ის გიჟივით გავარდება და მიეცით მას სრული თავისუფლება რათა ირბინოს და იმოძრაოს ჭაობში. იმ ადგილისკენ სადაც გეგულებათ დუპელი გადაადგილდით ნელა და ძაღლსაც მიუთითეთ მიმართულება. თქვენ შეამჩნევთ თქვენი ძაღლის მოულოდნელ მოძრაობას, ის ერთ ადგილზე გაშეშდება და თითქოს ეშინიაო ისეთი ნაბიჯებით დაიწყებს გადაადგილებას წინ. მიყევით თქვენს ძაღლს ოღონდ ნუ მიუახლოვდებით ძაან, რამდენიმე ნაბიჯში ის უკვე ნაბულზე დადგება, აუჩქარებლად მიუახლოვდით თქვენ ძაღლს და მიწაზე მყოფი ქორდა ისე აიღეთ ხელში რომ ის არ დაიჭიმოს. ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს გააჩეროთ პირველ ნაბულზე თქვენი აღსაზრდელი და დააწვინეთ, არ დაგავიწყდეთ მისი მოფერება და გამხნევება. ამის შემდეგ სცადეთ თქვენი ძაღლის წინ გაგზავნა თუმცა ეს ასეთ დროს რთულია, ძაღლს ამ დროს ძალიან უნდა იმას მიუახლოვდეს რისის სუნიც თავბრუს ახვევს, თუმცა ამავე დროს ძალიან ეშიანია ამის. ეცადეთ მოსიყვარულე ტონალობაში გაგზავნოთ ის წინ, თუ ასეთ შემთხვევაშიც არ წავიდა, თქვენ მშვიდი ნაბიჯით მიუახლოვდით იმ ადგილს სადაც ზის ფრინველი, ის აფრინდება და ამ დროს ძაღლმა შესაძლოა სამი რამ გააკეთოს–ის კუდს ამოიძუებს და თქვენ ფეხთან მოვა, გაეკიდება აფრენილ ფრინველს, ან დაბნეული ადგილზე დარჩება. თუ შეეშინდა, დაუძახეთ, მოეფერეთ და სასუსნავი მიეცით. მიიყვანეთ იმ ადგილას სადაც ფრინველი იჯდა და მიეცით უფლება კარგად დაყნოსოს ის ადგილი რათ დარწმუნდეს რომ მას შიშის საფუძველი არ უნდა ქონდეს. მეორე შემთხვევაში დაქაჩეთ ქორდა და ამევ დროს მკაცრად უბრძანეთ დაწვეს. აწიეთ მარჯვენა ხელი რომელშიც წკეპლა გექნებათ. ამი შემდეგ ეცადეთ დააწყნაროტ თქვენი აღსასზრდელი და გადაიყვანეთ იმ ადგილას სადაც ის შემდეგ ფრინველს აღმოაჩენს. როგორც კი ის ისევ დადგება ნაბულზე, შეუცვალეთ ჩვეულებრივი საყელური პარფორსით, უბრძანეთ წავიდეს წინ, როგორც კი ფრინველი ამოფრინდება, ის ეცდება გაეკიდეოს მას, ამ დროს თქვენი ძაღლი იგრძნობს ქორდას და კისრის არეში მცირე ტკივილს, მსუბუქად უნდა მოსცხოთ წკეპლაც და უბრძანოთ დაწვეს. რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ ძაღლი ფრინველზე გაკიდების ყოველგვარ სურვილს დაკარგავს. ვაგრძელებ თარგმანს ნაბული, მიტანება თუ თქვენი აღსაზრდელი ფრინველის სუნის დაჭერის დროს მიტანებას ფრთხილად და მშვიდად აკეთებს არაფერზე ინერვიულოთ, ეცადეთ მხოლოდ რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად სიფიცხეში არ გადაუვიდეს და ამის გამო არ შეცვალოს ტავისი მიტანება უფრო სწრაფ და უყურადღებო მიტანებაში. თუკი თქვენი აღსაზრდელი სწრაფად და სიფიცხით აკეთებს მიტანებას, აუჩქარებლად უნდა ეცადოთ დააგდოთ მისი სიფიცხე. გაუკეთეთ პარფორსი ქორდით, ფიცხი მიტანების დროს შიგდაშიგ მოქაჩეთ ხოლმე ქორდა მიტანების დროს და შეანელეთ ის. პარფორსისი და ქორდის საშუალებიტ მიღებული გაკვეთილი აიძულებს თქვენს მოსწავლეს ფრინველს ნელა და შეყოვნებებით მიუახლოვდეს. ნელი მიტანება შეყოვნებებით ძაღლს საშუალებას აძლევს სწორად გაარჩიოს ფრინველის სუნი და ზუსტად მიგიყვანოთ იმ ადგილამდე სადაც ის ზის. ნაბული–მეძებარი ძაღლის თანდაყოლილი თვისებაა, თუმცა სხვადასხვა ძაღლებს ის განსხვავებული აქვთ, ამიტომაც ხანდახან საჭირო ხდება ნაბული გავუმყაროთ ძაღლს. ან ვაიძულებთ ძაღლს დიდიხანს იდგეს ნაბულზე ან პირიქით ნაბულზე დგომის დროს ვამცირებთ. პირველი გაკეთება გაცილებით ადვილია ვიდრე მეორესი. თუკი მე ვხედავ, რომ ჩემს აღსაზრდელს აქვს კარგი ყნოსვა, დიდი მანძილზე აკეთებს მიტანებას და ჩერდება ფრინველის სუნის გასარჩევად(მისი ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად), ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად ააფრინოს მის წინ მჯდარი ფრინველი მე ვხვდები რომ მას არ აქვს კარგი და მყარი ნაბული. მე მშვენივრად ვხვდები რომ მას უბრალოდ არ ყოფნის მოთმინება დიდხანს გააჩეროს ფრინველი, მისი გაუმაძღობა ფრინველისადმი მას აბრუებს და ის ფიცხდება. ეს ძაღლის მხრიდან ერთგვარი სიცელქის გამოხატვაა. მე ვუკეთებ მას კვლავ პარფორს და რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაშიც მყავს ის ნაბულზე გაჩერებული. პარფორსი ამ შემთხვევაში ძალაა–ის ჩემს ძაღლს უმატებს მოთმინების უნარს და მის სიფიცხეს აგდებს, ასევე აიძულებს მას იდგეს დიდხანს და განაბული ჩემს ბრძანებამდე. აი ზედმეტად მყარი ნაბული კი არის ისეთი ხინჯი მეძებარი ძაღლისთვის, რომ მისგან გათავისუფლება ძალიან რთულია. გვხვდებიან ისეთი ეგზემპლიარები როდესაც დადგებიან ნაბულზე და თუ გინდა მოკალი–ადგილიდან ვერ დაძრავ. მათზე არაფერი მოქმედებს, ფეხის კვრაც კი–ეს ქმედება არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ! ასეთი ძაღლის არსებობის შემთხვევაში მას ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეთ, არავითარ შემთხვევაში მკაცრად არ მოსთხოვოთ ნაბულიდან წინ წასვლა, სიმკაცრით და ბიძგებით თქვენ მას მხოლოდ დააშინებთ. მე წარმატებით ვიყენებ პრაქტიკაში შემდეგ მეთოდს–როდესაც ჩემი ძაღლი ნაბულზე ასეთ მდგომარეობაშია, მე მის გვერდით ვჯდები, ვეფერები მას და ვცდილობ ყველანაირად გავართო ის, უფრო სწორედ ვცდილობ ის რეალობაში დავაბრუნო. როგორც კი შევატყობ რომ ის შედარებით დამშვიდდა, თბილი ხმიტ ვამხნევებ და ვგზავნი მას წინ. ასეთი ხერხი რომელსაც ხშირად გაიმეორებთ აკეთებს იმას რომ ჩემი ძაღლი რომელიც კატალეფსიითა შეპყრობილი ტავისუფლდება მისგან და შეცდომის გარეშე იწყებს მუშაობას. |
|
|
![]()
პოსტი
#969
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
![]() ![]() ![]() მშვენიერია მომეწონა ძაან! |
|
|
![]()
პოსტი
#970
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ის აფრინდება და ამ დროს ძაღლმა შესაძლოა სამი რამ გააკეთოს–ის კუდს ამოიძუებს და თქვენ ფეხთან მოვა, გაეკიდება აფრენილ ფრინველს, ან დაბნეული ადგილზე დარჩება. თუ შეეშინდა, დაუძახეთ, მოეფერეთ და სასუსნავი მიეცით. მიიყვანეთ იმ ადგილას სადაც ფრინველი იჯდა და მიეცით უფლება კარგად დაყნოსოს ის ადგილი რათ დარწმუნდეს რომ მას შიშის საფუძველი არ უნდა ქონდეს. მეორე შემთხვევაში დაქაჩეთ ქორდა და ამევ დროს მკაცრად უბრძანეთ დაწვეს. აწიეთ მარჯვენა ხელი რომელშიც წკეპლა გექნებათ. ამი შემდეგ ეცადეთ დააწყნაროტ თქვენი აღსასზრდელი და გადაიყვანეთ იმ ადგილას სადაც ის შემდეგ ფრინველს აღმოაჩენს. როგორც კი ის ისევ დადგება ნაბულზე, შეუცვალეთ ჩვეულებრივი საყელური პარფორსით, უბრძანეთ წავიდეს წინ, როგორც კი ფრინველი ამოფრინდება, ის ეცდება გაეკიდეოს მას, ამ დროს თქვენი ძაღლი იგრძნობს ქორდას და კისრის არეში მცირე ტკივილს, მსუბუქად უნდა მოსცხოთ წკეპლაც და უბრძანოთ დაწვეს. რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ ძაღლი ფრინველზე გაკიდების ყოველგვარ სურვილს დაკარგავს. ესაა ჩვენი ტკივილი ![]() სეტერი პოინტერზე ჭკვიანია, უფრო მიჯაჭვულია პატრონთან და მზად არის პატრონის გამო ცეცხლშიც და წყალშიც შევიდეს. დაგეშილი მინდორში მუშაობს გაცილებით უკეთ და ასევე გაცილებით სწრაფად ეგუება გარემოს რომელსაც ნადირობის დროს იცვლის და ფრინველსაც რომელზეც მისი პატრონი ნადირობს. თუკი თქვენ პოინტერის მუშაობას ნახავთ მინდორში დაგრჩებათ არაჩვეულებრივი მანქანის ნახვის შთაბეჭდილება, თქვენ შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებით მაგრამ სახლში მისვლისთანავე ის ქრება, მაშინ როდესაც სეტერის მრავალფეროვანი მიტანებისა და ნაბულების ნახვის შემდეგ ეს სურათი თქვენ მუდმივად თვალებში დაგრჩებათ. +100000 ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#971
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
ციტატა სეტერი პოინტერზე ჭკვიანია, უფრო მიჯაჭვულია პატრონთან და მზად არის პატრონის გამო ცეცხლშიც და წყალშიც შევიდეს. დაგეშილი მინდორში მუშაობს გაცილებით უკეთ და ასევე გაცილებით სწრაფად ეგუება გარემოს რომელსაც ნადირობის დროს იცვლის და ფრინველსაც რომელზეც მისი პატრონი ნადირობს. თუკი თქვენ პოინტერის მუშაობას ნახავთ მინდორში დაგრჩებათ არაჩვეულებრივი მანქანის ნახვის შთაბეჭდილება, თქვენ შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებით მაგრამ სახლში მისვლისთანავე ის ქრება, მაშინ როდესაც სეტერის მრავალფეროვანი მიტანებისა და ნაბულების ნახვის შემდეგ ეს სურათი თქვენ მუდმივად თვალებში დაგრჩებათ. აქედან პირველი წინადადება საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ორი ჯიშის ინტელექტი დაახლობით ერთნაირია, თუმცა გაწვრთნაში პოინტერი უფორ რბილია და ბევრად თბილი ძაღლია. ის რომ სტერი უფორ პლასტიურია სანადირო ობიექტებში შეიძლება სადღაც მართალი იყოს... მინახავს ერთი პოინტერი ნალები ინტერესით ტყის ქათამზე და დიდი ინტერეისთ მინდორვის ობიექტებზე, მაგრამ ინგლისური სეტტერში ასეთი რამე არ გამიგია... ისე ჭკუით კურცჰაარი ორივე მაღლა დგას... გაწვრთნაში არც შევდარაებ პოინტერს და მით უფრო სეტერს. ჩემმა კურცჰაარმა 2 თვის ასაკში დაიწყო ბრძანებების ათვისება, 4 თვის ასაკში უკვე ყველაფერს აკეთებდა და 8 თვის რომ იყო იგივე ბრძანაბებს ჯესტებით და თან ნებისმიერ მანძილზე. მახოსვ ინკასტორი რომ მოდიოდა სახლში 6 თვის ლეკვი კარებთან წვებოდა და სხვა ოთხაში გასვლის საშუალაბს არ ძალევდა და თუ მრიცხველის გარდა თუ რამეს მოკიდებდა ხელს იმ წამსვე ღრენას და ყეფას იწყებდა. ძაან დიდი სიამოვნებას ვღებულობდი მაგ ლეკვთან მუშაობით. მახსოვს ანონსის კეთებას რო ვასწავლიდი ლეკვი თვალს და ხელს შუა სწავლობდა ყველაფერს. დღეასც მივტირი მაგ ლეკვს :( |
|
|
![]()
პოსტი
#972
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#973
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აქედან პირველი წინადადება საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ორი ჯიშის ინტელექტი დაახლობით ერთნაირია, თუმცა გაწვრთნაში პოინტერი უფორ რბილია და ბევრად თბილი ძაღლია. ის რომ სტერი უფორ პლასტიურია სანადირო ობიექტებში შეიძლება სადღაც მართალი იყოს... მინახავს ერთი პოინტერი ნალები ინტერესით ტყის ქათამზე და დიდი ინტერეისთ მინდორვის ობიექტებზე, მაგრამ ინგლისური სეტტერში ასეთი რამე არ გამიგია...ისე ჭკუით კურცჰაარი ორივე მაღლა დგას... გაწვრთნაში არც შევდარაებ პოინტერს და მით უფრო სეტერს. ჩემმა კურცჰაარმა 2 თვის ასაკში დაიწყო ბრძანებების ათვისება, 4 თვის ასაკში უკვე ყველაფერს აკეთებდა და 8 თვის რომ იყო იგივე ბრძანაბებს ჯესტებით და თან ნებისმიერ მანძილზე. მახოსვ ინკასტორი რომ მოდიოდა სახლში 6 თვის ლეკვი კარებთან წვებოდა და სხვა ოთხაში გასვლის საშუალაბს არ ძალევდა და თუ მრიცხველის გარდა თუ რამეს მოკიდებდა ხელს იმ წამსვე ღრენას და ყეფას იწყებდა. ძაან დიდი სიამოვნებას ვღებულობდი მაგ ლეკვთან მუშაობით. მახსოვს ანონსის კეთებას რო ვასწავლიდი ლეკვი თვალს და ხელს შუა სწავლობდა ყველაფერს.დღეასც მივტირი მაგ ლეკვს :( ცუდათ არ გამიგო მართლა მაინტერესებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#974
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
კალვერა
საკუთარი სეტრი არ მყოლია, მაგრამ საქრთველოში საუკეთოს რაც იყო იმ დროს იმ ძაღლების ჯერ დაგეშვა მინახია ლეკვობაში, შემდგომ სავლეები და შემდგომ ნადირობაც. საქართველოში იყო და არის ნომალური სტერები (საბჭოთა მოშენების სატნდრიტთ) მაგამ პრაქტიკულად არ ყოფილა ან ძაან ცოტა იყო კარგი კურცჰაარები. (გერმანულ-ევროპული გაგებით) რა პირობებში და რა გმოცდების ჩაბარებაც კურცჰაარს უწევს გერმანიაში (ევროპაში) და რა მოთხოვნებია ძაღლის ინტელქტზე, იმას ბრიტანული ძაღლები ვერ გაივლიანი. სხვა ფსიქიკა აქვთ და იმიტომ. ზახარა ცუდად რატომ უნდა გავიგო, მაგრამ პირადადაც მიანხია (ერთად ნადირობის დორს) და რამოდენიმე ინფორმაციას წამიკითხავს ამასთან დაკავშირებით. ერთი რაც მახსენდება ისაა რომ ერთ-ერთი კლასიფიკაციით კურცჰაარი ყველა ჯიშებიდან 17 ადგილზე დგას პოინტერი და სეტტერი სადღაც 30 და 40 ადგილებს ინაწილებენ. გონებრივი შესაძლელელობები გერმანული სექლექციის ნაწილი იყო და არის. ინგლისელებისთვის ასეთი კრიტერიუმი არასრდოს ყოფილა მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ განვმარტავ მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ძაღლის სიჭკვინზე და აქედან გამომდინარე ადვილად წვრთნადობაზე და გეშვადობაზე. ამაში რომ ეხლა გერმანული ძაღლები ერთი თავით მაღლა დგანან ბრიტანელებზე ამას ყველაზე დიდი "ანტი გერმანელებიც" აღიარებენ. საქართველოში და თვით რუსეთში (თვითონცა წერენ ამაზე) იმის 1/4 მსგავსი კურცჰაარებიც არ ყოლიათ რაც გრემანიაში ან თუნდაც საფრანგეთში ყავდათ. ძალიან დიდი უმრავლსეობას დამახინჯებული, აღგზებდაი ფისქიკა ქონდათ, რაც გამოწვეული იყო ეგრედ წოდებული "პოინტერიზააცით" რაც წლებსი მანძილზე მიმდინარეობდა. ასეთ ძაღლს რომ ნებისმიერი იგლისური სეტერი აჯობებდა გინდ ჭკუით და გინდ ნადირობაში რა დიდი დავა და კამათი უნდა? განვმეორდები; იმ გაწვრთნილობის, გაწაფულობის და გამძლეობის ტესტებს (რაც პირადპირ კავშირშია ძაღლის გონებასთან და ფქსიკასთან) რასაც კურცჰაარი და დრათჰაარი აბარებს 10-დან მხოლოდ 3 ბრიტანელი თუ ჩააბარებს. იმიტომ კიარა რომ ბრიტანელები "დებილები" არიან, არამედ იმიტომ რომ მათი სელქცია ამ კუთხით არასდროს წასულა. |
|
|
![]()
პოსტი
#975
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
იაბლონსკი არამგონია ცდებოდეს, მაგ ადამიანის ხელში ასობით ძაღლს გაუვლია, და ათობით დაუგეშია, კურცჰაარი არც კი ყავს ნახსენები. ის მეძებრის ნადირობის სილამაზეს, ყნოსვას მიტანებას და ნაბულს როგორც კაცი ულამაზეს ქალს ისე გრძნობს და ახასიათებს. რაც შეეხება სეტერების დახასიათებას, ამში ორმაგად არ შეცდებოდა იმიტომ რომ სეტერისტი იყო. თან წიგნში არ აკონკრეტებს რომელ სეტერზეა აქვს საუბარი, ის ამბობს სეტერები, ანუ ლავერაკს, ირლანდიურს და გორდონს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ყველა სხვა მეძებრებს ერთად აღებულს.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 14:02 |