22LR - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
22LR, "გეკო"
Shooter
პოსტი Feb 28 2013, 11:23
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Che Guevara @ Feb 28 2013, 11:52) *
xishnika
გაიხარე. მეც ძიების პროცესში ვარ ახლა, კარგად დავფიქრდები რამდენად გამომადგება. ახლა ჩემი სიძე იფორმებს, წავიღებთ სადმე მიუვალ მინდორში და გავსინჯავ. მერე გავაკეტებ დასკვნებს newsmile05.gif



ვინც რა არ უნდა თქვას, იყიდე ნახევრად ავტომატი და ნადირობას რაც შეეხება გააჩნია რა ნადირობებზე დადიხარ.

.22ლრ-ის (გეკოს ნუ ეძახით მაგას!!!!!) მთელი "პრელესტი" არის ვაზნების და იარაღის სიიაფე რაც გაძლევს საშუალებას ხშირად და ბევრი ისროლო და ფორმა შეინარჩუნო.

არანაირად არ არის სახიფათო. ბევრს არ ესმის რომ მომაკვდინებელი ძალა ამ ვაზნების არ შეესაბამება მათ ზომებს. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი და გრძელი ლულიდან ნასროლ .22ლრ კალიბრის ტყვიას საკმაოდ სერიოზული დაზიანებების მიყენება შეუძლია, იმიტომ რომ რბილი ტყვიისგან არის დამზადებული, არ გააჩნია გარსი და მოხვედრისას ფრაგმენტირდება და საკმაოდ დიდი მოცულობის ჭრილობის ზონას ქმნის. რა თქმა უნდა შედარებით.

ნახევრად ავტომატი იმიტომ რომ დიდი სხვაობა ბოლტთან შედარებით პრაქტიკულ სიზუსტეში 50-100 მეტრამდე არ არის ხოლო პირველი უფრო უნივერსალურია, გაძლევს საშუალებას სწრაფად შეიტანო შესწორება დამზინებაში და ისროლო , ეს კიდე მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ .22ლრ-ის ტრაექტორიას. "ნა ხუდოი კანეც" გამოდგება როგორც თავდაცვის იარაღის, 10 ტყვიანი სერია (ტიპიური ტევადობა ნახევრად ავტომატის) ვისაც გინდა იმას გააჩერებს.

აქსესუარები ადვილად საშოვნელია და იაფია, ესეც ხალისობის ფაქტორია. შეგიძლია იაფად და მარტივად ატუნინგო შენი კარაბინი.

.22ლრ უნდა ქონდეს ყველა ადამიანს ვინც ცოტა ოდნავ მაინც სერიოზულად არის განწყობილი ზუსტი სროლის მიმართ

ეხლა ჩემი დაწერილი ისე მომეწონა რომ წავალ და იმ ვესტერნ ფილდს გვერძე თემაში რომ იყიდება მე თვითონ გავიფორმებ.

ზე ზუსტ სროლა რაც ეხება, აქ არის ორი რამ, უმეტესობა ნახევრად ავტომატების არის ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით ხოლო ბოლტები არა. ამის გამო სასხლეტები ბოლტებს ყოველთვის ბევრად უკეთესი აქვს, რბილები, მსუბუქები და მოკლე სვლით. ეს არის ნომერ პირველი მიზეზი რატომ ერტნაირი "წონითი კატეგორიის" ბოლტები ოდნავ უკეთესები არიან ყოველთვის სიზუსტეში ვიდრე ნახევრად ავტომატები.

ლაპარაკი მაქვს სიზუსტეზე როდესაც 50-მეტრზე ჯგუფი არის 5 თეთრიანის ხელა. სტანდარტული კარაბინით, იაფი ვაზნით და ოპტიკით. აბსოლუტური უმეტესობა ხელმისაწვდომი ნახევრად ავტომატების ისვრის 2-5, 3სმ ჯგუფებს როგორც არაფერი. ზოგი უფრო ზუსტებიც არის.

მიზეზი მეორე რომ თუ სიჩქარის დევიაცია (ანუ სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ საწყის სიჩქარეს შორის, რომელიც მერყეობს გამომდინარე დენთის ხარსხიდან) ზეგავლენას ახდენს ნახევრად ავტომატებში საკეტის გახსნის დროზე რის გამო საწყისი სიჩქარის მერყეობა ხდება საკამაოდ დიდი რაც გამოიხატება ვერტიკალურ გაფანტვაში. თუ ვაზნები კარგია როგორც წესი ამ მოვლნას ადგილი არ აქვს. მე ესეთი რამ ვნახე მხოლოდ ერთხელ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Feb 28 2013, 12:55
პოსტი #77


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ანუ საბოლოო ჯამში, მიზნობრიობას რაც შეეხება, სიიაფის გამო, როგორც თავად იარაღისა, აგრეთვე ვაზნების, გასართობად და ფორმის შესანარჩუნებლად
(ვგულისხმობ მიზანში სროლას) გამოდის რომ საუკეთესო ვარიანტია, არა?

და ბარემ აქვე ვკითხავ მცოდნე ადამიანებს, ამ კალიბრში კონკრეტულად რომელ შაშხანას გაუწევდით რეკომენდაციას?
რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ბიუჯეტური მოდელები, (დაბალ ფასიანებიდან)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2013, 13:03
პოსტი #78


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ციტატა(Shooter @ Feb 28 2013, 12:23) *
.22ლრ უნდა ქონდეს ყველა ადამიანს ვინც ცოტა ოდნავ მაინც სერიოზულად არის განწყობილი ზუსტი სროლის მიმართ

სავარჯიშოთ მართლა კარგი რამ არის,ვაზნები აიფია და ტოზ 8 მაინც რო იყიდო 400 ლარად იშოვი
ყველაფერში ვეთანხმები Shooterს მაგრამ როგორც ასეთი სანადირო და პრაქტიკული არ არი(ჩემი გამოცდილებით ვამბობ).
შეიძლება წყნარ ამინდში გახვიდე უსაფრთხო ადგილას და რამდეიც გინდა უტკაცუნე მაგრამ სანადიროდ რო გახვალ ოდნავ ქარიან ან წვიმიან ამინდში შედეგი არ გექნება სახარბიელო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2013, 13:09
პოსტი #79


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



აქვე დავამატებ საშუალება რო მქონდეს სიამოვნებით შევიძენდი Walther G22ს newsmile090.gif სავარჯიშოდაც კარგი და თავდასაცავად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Feb 28 2013, 13:15
პოსტი #80


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ქარავანში აღარ აქვთ, რა ღირდა ხომ არ გახსოვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 28 2013, 13:43
პოსტი #81


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(xishnika @ Feb 28 2013, 14:03) *
სავარჯიშოთ მართლა კარგი რამ არის,ვაზნები აიფია და ტოზ 8 მაინც რო იყიდო 400 ლარად იშოვი
ყველაფერში ვეთანხმები Shooterს მაგრამ როგორც ასეთი სანადირო და პრაქტიკული არ არი(ჩემი გამოცდილებით ვამბობ).
შეიძლება წყნარ ამინდში გახვიდე უსაფრთხო ადგილას და რამდეიც გინდა უტკაცუნე მაგრამ სანადიროდ რო გახვალ ოდნავ ქარიან ან წვიმიან ამინდში შედეგი არ გექნება სახარბიელო


ყველა კალიბრს თავისი დანიშნულება აქვს და .22ლრ არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალიბრი რომელიც თითქმის 150 წელი არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2013, 13:44
პოსტი #82


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



არ მახსოვს,ისე ნახმარს იყიდი 1500 ლარის ფარგლებში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 28 2013, 13:47
პოსტი #83


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(xishnika @ Feb 28 2013, 14:09) *
აქვე დავამატებ საშუალება რო მქონდეს სიამოვნებით შევიძენდი Walther G22ს newsmile090.gif სავარჯიშოდაც კარგი და თავდასაცავად



ბულპაპაია და თუ ტავორი გაქვს ან შტეირ აუგი მაშინ მართლა კარგი არჩევანია სავარჯიშოთ.

გემოვნების ამბავია მაგრან გ22 არის ზედმეტად რთული, მძიმე და აქვს საშინელი (ორჯერ საშინელი) სასხლეტი, როგორც პრაქტიკულად ყველა ბულპაპს. ამას როგორც წარსულში სამი გ22-ის პატრონი ვიძახი.

ციტატა(temoo90 @ Feb 28 2013, 13:55) *
ანუ საბოლოო ჯამში, მიზნობრიობას რაც შეეხება, სიიაფის გამო, როგორც თავად იარაღისა, აგრეთვე ვაზნების, გასართობად და ფორმის შესანარჩუნებლად
(ვგულისხმობ მიზანში სროლას) გამოდის რომ საუკეთესო ვარიანტია, არა?

და ბარემ აქვე ვკითხავ მცოდნე ადამიანებს, ამ კალიბრში კონკრეტულად რომელ შაშხანას გაუწევდით რეკომენდაციას?
რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ბიუჯეტური მოდელები, (დაბალ ფასიანებიდან)


1. ეგრეა.

2. მე ჯერ არ შემხვედრია ცუდი კარაბინი (გარდა ჩემი აზრით გ22-სა რომელსაც არავის არ ურჩევ). დღეს ფასის ხარსხის მაჩვენებლით მარლინი არის კონკურენციის გარეშე (ჩემი აზრით). მაღაზია ქარავანი. 700-730 ლარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2013, 13:59
პოსტი #84


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ციტატა(Shooter @ Feb 28 2013, 14:47) *
დღეს ფასის ხარსხის მაჩვენებლით მარლინი არის კონკურენციის გარეშე (ჩემი აზრით). მაღაზია ქარავანი. 700-730 ლარი.

ძალიან მომწონდა magtech რომელსაც ყიდდი როგორც მახსოვს,ტოზ 17ს მერჩივნა,ისე მაგარი მისტიკური კალიბრია 22ლრ კიდე მინდება newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Feb 28 2013, 14:37
პოსტი #85


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Che Guevara
ციტატა(che-guevara @ 28th February 2013 - 10:41) *
რამდენად მირჩევთ რომ ვიყიდო გეკო, ვისაც გაქვთ რამდენად ხშირად ნადირობთ ამ მცირე კალიბრიანი შაშხანით? რომ ვიყიდო და დავდო ეგეც არ მინდა



შარშან ვაპირებდი გამეყიდა ტოზ-8 , ბოლო ფასი 250 ლარიც კი აყო , მაგრამ უშედეგოდ და კიდევ კარგი რომ ვერ გავყიდე .

ამ კალიბრში ტოზ-8-ის გარდა არ ჩამვარდნია ხელში, მაგრამ ესეც მაგარი რამეა გინდაც მიზანში სასროლად, გინდაც სანადიროდ. ძირითადად ვნადირობ ქედანზე 100-150 მეტრის ფარგლებში (ოპტიკა მეტის საშუალებას არ მაძლევს). ნუ რათქმაუნდა ამინდი ამ მანძილზე სერიოზულად მოქმედებს.

ერთი სიტყვით მე გირჩევ შეიძინო




თან გაერთობი newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Feb 28 2013, 14:45
პოსტი #86


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
LeoTaso

ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 28 2013, 16:57
პოსტი #87


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Fishman @ Feb 28 2013, 15:45) *
Shooter
LeoTaso

ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?



კი. შეჩერება დამოკიდებულია ბევრ რამეზე გარდა ტყვიის კალიბრისა და ენერგიისა.

მე ვიცი რეალური ისტორია როდესაც პატარა ირემს (მდგარს) ესროლეს .45ACP, ის არც გაინძრა, მსროლელმა იფიქრა რომ ააცილა, და ესროლა მეორედ. ამჯერად ირემი დაეცა. რო მივიდა ორი ტყვიის მორტყმული ნახა. ასე რომ ....


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Che Guevara
პოსტი Feb 28 2013, 17:04
პოსტი #88


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 82
რეგისტრ.: 9-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



Fishman
ციტატა(khmaltevza @ 28th February 2013 - 15:45) *
ერთი 150-200 მეტრ მანძილზე ძაღლისხელა ცხოველს დააზიანებს? შეაჩერებს?

ჩემს გულში იჯექი, ეგ მაინტერესებდა მაგრად. მაგ მიზნით მინდა რომ შევიძინო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Feb 28 2013, 17:08
პოსტი #89


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fishman



Shooter - ვეთანხმები.

მაგალითისთვის გეტყვი : სამსახურის ეზოში ვესროლე ნაგვის ურნას ( უჟანგავი დიდი ურნები როა) , ორი მილიმერტის სისქის კედელი მაინც ექნექა, 100 მეტრიდან სუფთად გახ**იტა, ასე რომ 22 კალიბრი სახუმარო არარის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 28 2013, 17:13
პოსტი #90


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
გააჩნია სად მოხვდება. ორჯერ წამივიდა მგელი ერთს 30-35 მეტრში ვესროლე, მკერდით იდგა, თავში ვერ ვესროდი და ზედ მკერდზე გავხვრიტე, ანუ ტყვია შიგნით ჩარჩებოდა ყველა ვარიანტში. ფეხები გაჩაჩხა ართი და გადახტა. მერე მეცხვარემ ნახა მკვდარი 30 - 40 მეტრში ნასდროლიდან. ბუჩქებში შევარდა და აღარ შევყევი 22 იანით.

მეორე მუცლის ან ფილტვის არეში მოსვდა, იმანაც ერთი შეიმჩნია და წავიდა.

ტურაზე ტოზ 99 ით, გენომ ესროლა 5 ტყვია, პირველივემ დააგდო, რომ მივედით წამოდგა და კიდევ მიაყოლა. ჯამში 5 ტყვია. მანქანასთან მოვათრიე, სურათები გადავიღეთ და ტურა წამოდგა ფოტოსეანსის შემდეგ კიდევ newsmile05.gif

შენ რომ ტყვიები მომეცი თუ გახსოვს, ვინჩესტერის 40 გრანიანები, აი ეგ დედას ტირობდა, ძაან ძლიერი ტყვია იყო, მაგრამ ელიზე გასწორებულ ოპტიკაზე 28 სანტიმეტრი მომცა სიმაღლეში სხვაობა, ზემოთ მიქონდა, თითქმის ტრაექტორია არ ქონდა სხვა ტყვიებთან შედარებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 08:08