ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1

თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi

ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა

პოინტერი

პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.

ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.

შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.

ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.

ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.

თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.

ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.

თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.

კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.

კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.

მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.

მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.

ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.

წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.

გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.

მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.

წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.

უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.

თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  « < 162 163 164 165 166 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (2445 - 2459)
ირაკლი
პოსტი Apr 2 2013, 15:49
პოსტი #2446

შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi

newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათუნა
პოსტი Apr 2 2013, 16:02
პოსტი #2447

ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 87
რეგისტრ.: 2-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი

ზაზა
ირაკლი
მადლობთ newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 2 2013, 16:44
პოსტი #2448

ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი

მოგესალმებით. კითხვა მაქვს ყველასთან, განსაკუთრებით კი giga_megu–ს პასუხი მაინტერესებს. კითხვა მაქვს „რიბო დელა ნოსეს“ ვიდეოსთან დაკავშირებით. ის რომ უსწრაფესია, საუკეთესო სტილის ძაღლია, ეს ცნობილია და ეჭვს არ იწვევს. მე მაინტერესბს თქვენი აზრი ფრინველის დამუშავებაზე, არის თუ არა ეს იდეალური მუშაობა. ვინაიდან მაინტერესებს დეტალურად, ამ ერთ კითხვას დავყოფ რამოდენიმედ, უფრო დავაკონკრეტებ :
1. ძაღლი ნაბულის შემდეგ დაიძრა ლტოლვით, რამოდენიმე ნაბიჯი გააკეთა პატრონის მოსვლამდე, როგორ ვიცი ამას არ მიესალმებიან ფცი–ში.
2. პატრონის მოსვლის შემდეგ, კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. პატრონმა თვითონ დაუწყო ძებნა და თვითონვე ამოაფრინა ფრინველი ძაღლის ცხვირის საპირისპირო მხრიდან.
მე მაინტერესებს ითვლება თუ არა ასეთი მუშაობა იდეალურად ფცი–ს წესებით, თუ დიდი ძაღლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც უშვებენ შეცდომებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Apr 2 2013, 18:01
პოსტი #2449

მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება

ციტატა(არჩილი @ Apr 2 2013, 17:44) *

მოგესალმებით. იმაზე რომ რიბოტი ფანტასტიურია და ძალიან მაგარი ძაღლი იყო,მარტო სტილით კი არა ასევე უდიდესი მწარმოებლობით გამოირჩედა რადგან თითქმის ყველა მაგარი ძაღლის საგვარეულოში ზის მისი სისხლები. რა თქმა უნდა იდიალურ მუშაობად ითვლება მუშაობა როდესაც მიტანება არ დაჭირდება პოინტერს და პატრონის მიცვლისთანავე ფრინველი ამოფრინდება,მიტანება არის მანამდე დაშებული შეცდომის გამოსწოება, მაგრამ რაც შეეხება ახომიწევას ის უნდა იყოს მაქსიმალუად სწრაფი და თითქმის შეუმჩნევი. ახლა კი კონკრეტულად რიბიტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ ეს მუშაობა მწყერზეა და ძაღლს აქ რაღაც რაღაცეებს პატიობენრადგა მწყერი მეტს მოძრაობს. რიბოტმა იმიტომ გადაინაცვლა რამდენიმე მაბიჯით რომ ფრინველი მირბოდა და აუცილებლად უნდა მიყოლოდა რომ ის გაეცერებინა, რაც შეეხება იმ ფაქტს რომ ფრინველი სხვა მხარეს ამოფრინდა ისევ იმის ბრალია რომ მწყერი მეტს დარბის. არ არსებობს არცერთი ძაღლი რომელიც ყოველთვის იდიალურად მუშაობს ამიტომ......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 2 2013, 18:37
პოსტი #2450

ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი

პასუხი დამაკმაყოფილებელია, მადლობთ. როდესაც ძაღლი თვითონ კარგია და ბევრ კარგ შთამომავალს იძლევა ეს საკმაოდ იშვიათია და ასეთი ძაღლები უაღრესად დასაფასებელია. თქვენი პასუხიდან გამომდინარე კიდევ 2 კითხვა გამიჩნდა. პირველი ეხება „ჩაკეტვას“, როგორც ეხლა ხშირად ხმარობენ. ანუ ყველა სახის ფრინველის ჩაკეტვა არ შეიძლება? თუ ყველასი შეიძლება ზოგის მეტად, ზოგის ნაკლებად? და მეორე–თუ ძაღლი არ იძვრის და წამყვანმა ფრინველი ვერ იპოვა და არც თვითონ ამოფრინდა, მაშინ ძაღლი არ ფასდება? და აქვე მესამეც, მეორიდან გამომდინარე– წესების მიხედვით მიტანების(პადვოდკა) არქონა დისკვალიფიკაციაა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება? ანუ ძაღლი შეფასდება თუ არა, თუ მოიხსნება რა შეცდომის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 2 2013, 20:47
პოსტი #2451

თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი

ესეც ჩემი ბიჭი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Apr 2 2013, 21:52
პოსტი #2452

თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela

ციტატა(giga_megu @ 2nd April 2013 - 19:01) *
რიბოტმა იმიტომ გადაინაცვლა რამდენიმე მაბიჯით რომ ფრინველი მირბოდა და აუცილებლად უნდა მიყოლოდა რომ ის გაეცერებინა

100%-ით ვეთანხმები, არ მახსოვს ზუსტად რომელ განყოფილებაში დავდე, თარგმანი მაქვს რუსი ექსპერტის სადაც იგივეს ამბობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Apr 2 2013, 22:53
პოსტი #2453

მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება

ციტატა(არჩილი @ Apr 2 2013, 19:37) *
პასუხი დამაკმაყოფილებელია, მადლობთ. როდესაც ძაღლი თვითონ კარგია და ბევრ კარგ შთამომავალს იძლევა ეს საკმაოდ იშვიათია და ასეთი ძაღლები უაღრესად დასაფასებელია. თქვენი პასუხიდან გამომდინარე კიდევ 2 კითხვა გამიჩნდა. პირველი ეხება „ჩაკეტვას“, როგორც ეხლა ხშირად ხმარობენ. ანუ ყველა სახის ფრინველის ჩაკეტვა არ შეიძლება? თუ ყველასი შეიძლება ზოგის მეტად, ზოგის ნაკლებად? და მეორე–თუ ძაღლი არ იძვრის და წამყვანმა ფრინველი ვერ იპოვა და არც თვითონ ამოფრინდა, მაშინ ძაღლი არ ფასდება? და აქვე მესამეც, მეორიდან გამომდინარე– წესების მიხედვით მიტანების(პადვოდკა) არქონა დისკვალიფიკაციაა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება? ანუ ძაღლი შეფასდება თუ არა, თუ მოიხსნება რა შეცდომის გამო.

წესების თანახმად მიტანება უნდა ჰქონდეს ზაღლს აუცილებლად,პოინერმა უნდა იმუშაოს მიტანების გაღეშე (სეტერს ევალება მიანება)ანუ ფრინველი უნდა აფრინდეს როგორცკი გამომვანი მიუახლოვდება. ფრინველის "ჩაკეტვას" რაც შეეხება ძაღლმა უნდა "ჩაკეტოს" ფრინველი (იდიალურ შემთხვევაში) არ აქვს მნიშვნელობა რა ფრინველი,მაგალითად ბანონი ალიკა ჭიჭინაძის პოინტერების დედას აიშას 5 წუთი ყავდა ხოხობი ჩაკეტილი და ვიდეოც არსებობს. ფრინველის ჩაკეტა არის ფრინველის შეშინება ანუ ძაღლმა უნდა იცოდეს სადამდე უნდა მიახლოვდეს ფრინველს რომ მას არ მისცეს გაქცევის საშუალება, მან თუ ვერ მოზომა და ახლოს მივიდა დასაშვებზე ფრინველს დააფრთხობს და მოიხსნება შეჯიბრიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 3 2013, 08:28
პოსტი #2454

ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი

ბოდიშს გიხდით ამდენ შეკითხვას რომ გაძლევთ მაგრამ მინდა ბოლომდე გავიგო, წესები ნიუანსებს არ პასუხობას. ეხლა რა მაინტერესებს ყველაზე მეტად. ვიცი რომ ფცი წესების მიხედვით ლტოლვა (პატიაშკა), ნაბულის გასწორებაა და ითვლება ნაკლად. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია; დიდი ძებნის ძაღლები დარბიან 30–40 და მეტი სიფართის პარალელებზე. ვთქვათ ფრინველი ზის პარალელიდან პირველ შემთხვევაში 10 , მეორე შემთხვევაში 20, მესამეში 30 მეტრში. სუნის კონცენტრაცია სამივე შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებული იქნება, ხომ ასეა. ვთქვათ პირველ შემთხვევაში ჩაკეტა, იმიტომ რომ მძაფრი სუნი იგრძნო. ერთნაირი წარმატებით ხომ ვერ იყნოსავს ყველას, როგორ უნდა დაამუშაოს ფრინველი ლტოლვის გარეშე. შემდეგ პარალელზე ფრინველი უკვე ქარგარეთ მოუწევს და გამოუვა გამოტოვება და მოიხსნება. თუ ლტოლვა მისაღებია, მაგრამ ეს იმოქმედებს შეფასებაზე. ანუ შეიძლება თუ არა მოიგოს ნაკლებყნოსვიანმა ძაღლმა, იმიტომ რომ პარალელი ისე დაუჯდა რომ ფრინველი ჩაკეტა, ძაღლს უკეთესი ყნოსვით რომელსაც პარალელიდან შორს მოუწია ფრინველი, დასჭირდა გრძელი ლტოლვა და ამიტომ მიიღო ნაკლები შეფასება.
კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. სადაც მწყერია იქ არის ღალღაც. ზუსტ პასუხს აქ ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ ძაღლს შეხვდა ღალღა, რა შედეგს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Apr 3 2013, 09:29
პოსტი #2455

შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi

ციტატა(giga_megu @ Apr 2 2013, 23:53) *
წესების თანახმად მიტანება უნდა ჰქონდეს ზაღლს აუცილებლად,პოინერმა უნდა იმუშაოს მიტანების გაღეშე (სეტერს ევალება მიანება)

????????????????
გიგა მექანიკური შეცდომაა თუ? იდეალურ მუშაობათ ითვლება, როდესაც პატრონის მისვლის თანავე ფრინველი ამოფრინდება, სულაც 1 მეტრშიც რო იჯდეს. მიტანებას რაც შეეხება მიტანება უნდა ჰქონდეს პოინტერსაც და სეტტერსაც, მხოლოდ ჯიშის დამახასიატებელი, პოინტერს აქვს უფლება სწრაფად მიეტანოს, მაგრამ ეს მიტანება არ უნდა ემსახურებოდეს ფრინველის დაჭერას., ხოლო სეტერი უნდა მიეტანოს ნელა თავის სტილის შესაბამისად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Apr 3 2013, 09:50
პოსტი #2456

შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi

ციტატა(არჩილი @ Apr 3 2013, 09:28) *
ბოდიშს გიხდით ამდენ შეკითხვას რომ გაძლევთ მაგრამ მინდა ბოლომდე გავიგო, წესები ნიუანსებს არ პასუხობას. ეხლა რა მაინტერესებს ყველაზე მეტად. ვიცი რომ ფცი წესების მიხედვით ლტოლვა (პატიაშკა), ნაბულის გასწორებაა და ითვლება ნაკლად. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია; დიდი ძებნის ძაღლები დარბიან 30–40 და მეტი სიფართის პარალელებზე. ვთქვათ ფრინველი ზის პარალელიდან პირველ შემთხვევაში 10 , მეორე შემთხვევაში 20, მესამეში 30 მეტრში. სუნის კონცენტრაცია სამივე შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებული იქნება, ხომ ასეა. ვთქვათ პირველ შემთხვევაში ჩაკეტა, იმიტომ რომ მძაფრი სუნი იგრძნო. ერთნაირი წარმატებით ხომ ვერ იყნოსავს ყველას, როგორ უნდა დაამუშაოს ფრინველი ლტოლვის გარეშე. შემდეგ პარალელზე ფრინველი უკვე ქარგარეთ მოუწევს და გამოუვა გამოტოვება და მოიხსნება. თუ ლტოლვა მისაღებია, მაგრამ ეს იმოქმედებს შეფასებაზე. ანუ შეიძლება თუ არა მოიგოს ნაკლებყნოსვიანმა ძაღლმა, იმიტომ რომ პარალელი ისე დაუჯდა რომ ფრინველი ჩაკეტა, ძაღლს უკეთესი ყნოსვით რომელსაც პარალელიდან შორს მოუწია ფრინველი, დასჭირდა გრძელი ლტოლვა და ამიტომ მიიღო ნაკლები შეფასება.
კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. სადაც მწყერია იქ არის ღალღაც. ზუსტ პასუხს აქ ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ ძაღლს შეხვდა ღალღა, რა შედეგს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ.

პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ იქ ძირითადი შეჯიბრებები ტარდება გნოლზე და 30 მეტრიანი პარალელი ძაღლისთვის გნოლის საყნოსად პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ის ძაღლი რამეს წარმოადგენს. რაც შეეხება მწყერს, მწყერზეც ტარდება შეჯიბრებები მაგრამ ირც ისე ხშირად იმის გამო რომ აღნიშნული შეჯიბრებები არ არის იმდენად პოპულარული. გნოლზე დაგეშილ ძაღლს სჭირდება გარკვეული პერიოდი , რათა ის გადაეწყოს მწყერზე და კარგად იმუშავოს მწყერზე. ეს ჩემი მოსაზრება არ არის ამას იძახის ყველა ცნობილი ევროპელი მგეშავი. ასე რომ არც ისე იოლია ეს ყველაფერი , როგორც იუთუბის კლიპებში ჩანს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Apr 3 2013, 10:07
პოსტი #2457

მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება

ციტატა(Giorgi_M @ Apr 3 2013, 10:29) *
????????????????
გიგა მექანიკური შეცდომაა თუ? იდეალურ მუშაობათ ითვლება, როდესაც პატრონის მისვლის თანავე ფრინველი ამოფრინდება, სულაც 1 მეტრშიც რო იჯდეს. მიტანებას რაც შეეხება მიტანება უნდა ჰქონდეს პოინტერსაც და სეტტერსაც, მხოლოდ ჯიშის დამახასიატებელი, პოინტერს აქვს უფლება სწრაფად მიეტანოს, მაგრამ ეს მიტანება არ უნდა ემსახურებოდეს ფრინველის დაჭერას., ხოლო სეტერი უნდა მიეტანოს ნელა თავის სტილის შესაბამისად.

მიტანების გარეშე მუშაობაში ის ვიგულისხმე რაც შენ დაწერე აუცილებლად უნდა ჰქონდესთქო მიტანება მარა უმჯობესია არ დაჭირდეს პოინტერსთქო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Apr 3 2013, 10:14
პოსტი #2458

მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება

ციტატა(არჩილი @ Apr 3 2013, 09:28) *
ბოდიშს გიხდით ამდენ შეკითხვას რომ გაძლევთ მაგრამ მინდა ბოლომდე გავიგო, წესები ნიუანსებს არ პასუხობას. ეხლა რა მაინტერესებს ყველაზე მეტად. ვიცი რომ ფცი წესების მიხედვით ლტოლვა (პატიაშკა), ნაბულის გასწორებაა და ითვლება ნაკლად. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია; დიდი ძებნის ძაღლები დარბიან 30–40 და მეტი სიფართის პარალელებზე. ვთქვათ ფრინველი ზის პარალელიდან პირველ შემთხვევაში 10 , მეორე შემთხვევაში 20, მესამეში 30 მეტრში. სუნის კონცენტრაცია სამივე შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებული იქნება, ხომ ასეა. ვთქვათ პირველ შემთხვევაში ჩაკეტა, იმიტომ რომ მძაფრი სუნი იგრძნო. ერთნაირი წარმატებით ხომ ვერ იყნოსავს ყველას, როგორ უნდა დაამუშაოს ფრინველი ლტოლვის გარეშე. შემდეგ პარალელზე ფრინველი უკვე ქარგარეთ მოუწევს და გამოუვა გამოტოვება და მოიხსნება. თუ ლტოლვა მისაღებია, მაგრამ ეს იმოქმედებს შეფასებაზე. ანუ შეიძლება თუ არა მოიგოს ნაკლებყნოსვიანმა ძაღლმა, იმიტომ რომ პარალელი ისე დაუჯდა რომ ფრინველი ჩაკეტა, ძაღლს უკეთესი ყნოსვით რომელსაც პარალელიდან შორს მოუწია ფრინველი, დასჭირდა გრძელი ლტოლვა და ამიტომ მიიღო ნაკლები შეფასება.
კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. სადაც მწყერია იქ არის ღალღაც. ზუსტ პასუხს აქ ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ ძაღლს შეხვდა ღალღა, რა შედეგს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ.

გნოლზე პარალელბი არის 40 მეტრი სადღაც და მწყერზე 10 მეტრი, ძაღლმა რომ გნოლზე 10 მეტრიანი პარალელებით იაროს აუცილებლად მოხსნიან, ფრინველს გამოტოვებს და მოხსნიანnewsmile05.gif ლტოლვა უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი თითქმის შეუმშნევი ძაღლი როდესაც იყნოსავს ფრინველს მაშენვე კი არ უნდა გაჩერდეს და სიარულით კი არ უნდა მივიდეს იმ ადგილამდე სადაც ფრინველი იკეტება, მან უნდა იცოდეს სად არის ის მანძილი და იქ უნდა დგებოდეს ნაბულზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 3 2013, 11:28
პოსტი #2459

ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი

მადლობთ ბატონებო პასუხებისათვის. არის კიდევ ერთი კითხვა რომელიც საკმაო ხანია მაწუხებს. ეს ეხება ყნოსვას. საკმაო პოსტები წავიკიხე ფორუმებზე. წერენ რომ დიდი ძებნის ძაღლებს იშვიათად ყავთ დიდი ძებნის შვილები. ერთ ბუდობაში შეიძლება გამოერიოს 1 ან 2 ან საერთოდ არა. უფრო მეტიც დიდი ძებნის ძაღლები გამოერევა მინიმუმ 100 ძაღლიდან ერთი. ანუ დიდი ძებნის ძაღლების შვილობა გარანტიას არ იძლევა რომ შვილები მისთანები იყვნენ. როცა საქმე ყნოსვაზე მიდგება აქ უკვე მტკიცე პასუხი ისმის, რომ ამ ძაღლებს ყნოსვა გენეტიკის დონეზე აქვთ, ანუ დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ თუ დიდი ძებნის ნიჭი არ არგუნა ღმერთმა ყნოსვიანი ძაღლი გარანტირებულად გვეყოლება. კითხვა ასეთია: თუ დიდი ძებნის უნარი იშვიათად გადადის შვილებზე, რატომ არის ყნოსვა გარანტირებული. ყნოსვის აპარატი უფრო სათუთი და მგრძნობიარე არ არის ვიდრე სამოძრაო აპარატი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 3 2013, 11:39
პოსტი #2460

თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti

ციტატა(არჩილი @ Apr 3 2013, 12:28) *
მადლობთ ბატონებო პასუხებისათვის. არის კიდევ ერთი კითხვა რომელიც საკმაო ხანია მაწუხებს. ეს ეხება ყნოსვას. საკმაო პოსტები წავიკიხე ფორუმებზე. წერენ რომ დიდი ძებნის ძაღლებს იშვიათად ყავთ დიდი ძებნის შვილები. ერთ ბუდობაში შეიძლება გამოერიოს 1 ან 2 ან საერთოდ არა. უფრო მეტიც დიდი ძებნის ძაღლები გამოერევა მინიმუმ 100 ძაღლიდან ერთი. ანუ დიდი ძებნის ძაღლების შვილობა გარანტიას არ იძლევა რომ შვილები მისთანები იყვნენ. როცა საქმე ყნოსვაზე მიდგება აქ უკვე მტკიცე პასუხი ისმის, რომ ამ ძაღლებს ყნოსვა გენეტიკის დონეზე აქვთ, ანუ დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ თუ დიდი ძებნის ნიჭი არ არგუნა ღმერთმა ყნოსვიანი ძაღლი გარანტირებულად გვეყოლება. კითხვა ასეთია: თუ დიდი ძებნის უნარი იშვიათად გადადის შვილებზე, რატომ არის ყნოსვა გარანტირებული. ყნოსვის აპარატი უფრო სათუთი და მგრძნობიარე არ არის ვიდრე სამოძრაო აპარატი.

წინასწარ ვერც ყნოსვას განსაზღვრავ და საერთოდ დიდი ძებნა ხომ მხოლოთ სამოძრაო აპარატი , დიდი სისწრაფე და სტილი არ არის. ეს არის მეძებრის ყველა თვისების ერთმანეთთან შერწყმის პიკი, მაქსიმალური გამოვლინებაა. ამიტომაცაა რომ სწორეთ 100 ძაღლიდან შესაძლოა მხოლოთ ერთში აღმოჩნდეს ეს ყველა თვისება თავმოყრილი. დანარჩენ შემთხვევებში კი როცა ერთ ერთი კომპონენტი ნაკლებად არის განვითარებული, დაუშვათ ყნოსვა ფეხებს ვერ მიყვება, ძაღლს დიდ ძებნაში არაფერი ესაქმებაა. ბუნებაში ხომ იდიალური არაფერი არ არსებობსს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 162 163 164 165 166 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th November 2025 - 11:12