მდევრით მონადირეებმა რა ვქნათ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

82 გვერდი V  « < 58 59 60 61 62 > »   
Reply to this topicStart new topic
მდევრით მონადირეებმა რა ვქნათ, ვინ იცის რამდენი საინტერესო ამბავი გვექნებოდა მოსაყოლი ერთმანეთისთვის
aragveli
პოსტი Apr 6 2013, 14:11
პოსტი #886


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



უფროსი მონადირეებისგან ბევრ მაგაზე უარესსაც მოისმენ. D.gif ყველაზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა, მარა რა, სულ რამოდენიმე კაცია ვისაც სწორად ესმის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 6 2013, 14:24
პოსტი #887


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aragveli
მომისმენია და დამიშვია კიდეც შეცდომა პატარა ბიჩობაში მაგრამ ბევრი კარგი რჩევაც მოუციათ. ხო მართლა ცოტა თუა გარკვეული ბოლომდე ყველა საკითხში vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 6 2013, 14:41
პოსტი #888


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



დაგვიჯერე რასაც ვიძახით და არ წააგებ გამოგადგება ჩვენც ჩვენი დიდი მეგობარი მონადირეებისგან ვიცით სწორეთ აღზდა მდევარის და გეშვა ასერომ რამოდენიმე ადამიანია ვინც მართლა იცის მდევრებით ნადირობა რას ნიშნავს mardi.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 6 2013, 15:02
პოსტი #889


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



kupra
vetanxmebi.gif newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Apr 6 2013, 22:17
პოსტი #890


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყველა მონადირემ უნდა ინადიროს თავისი სინდის კარნახით.ჩვენ სამეგობროში პირველ მარტს რომ შევინახავთ თოფებს აგვისტომდე ხელის მომკიდებელი არავინ არ ვართ თუნდაც პრემია დაგვიწესონ ნადირის მოკვლისთვის. კანონებს კი ისეთი ხალხი წერს ვინც ქადაგებს რომ მგელმა თუ საქონელი შეგიჭამა უნდა მოგვმართო გარემოს დაცვის სამინისტროს ჩვენ მოგცემთ ან არ მოგცემთ მგლის მოკვლის ნებართვას და მხოლოდ ამის მერე გაქვს უფლება წახვიდე და მოკლაის ნადირიო.თითქოს მგელი იქ მოგიცდის სანამ შენ მიხვალ და მოკლავ.67წლის კაცი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება მდევრებით ვნადირობ და ერთად ერთი მგელი მყავს სულ მოკლული.ასე რომ ნადირის მოპოვებისთვის მარტო ნებართვა არ კმარა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Apr 6 2013, 22:36
პოსტი #891


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(giuli @ 6th April 2013 - 23:17) *
ჩვენ მოგცემთ ან არ მოგცემთ მგლის მოკვლის ნებართვას

ზუსტად მაგიტომ ვართ კაი დღეში, ეგეთები რომ გვიზიან ზემდგომ ორგანოებში!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 7 2013, 02:16
პოსტი #892


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ციტატა(giuli @ Apr 6 2013, 23:17) *
ყველა მონადირემ უნდა ინადიროს თავისი სინდის კარნახით.ჩვენ სამეგობროში პირველ მარტს რომ შევინახავთ თოფებს აგვისტომდე ხელის მომკიდებელი არავინ არ ვართ თუნდაც პრემია დაგვიწესონ ნადირის მოკვლისთვის. კანონებს კი ისეთი ხალხი წერს ვინც ქადაგებს რომ მგელმა თუ საქონელი შეგიჭამა უნდა მოგვმართო გარემოს დაცვის სამინისტროს ჩვენ მოგცემთ ან არ მოგცემთ მგლის მოკვლის ნებართვას და მხოლოდ ამის მერე გაქვს უფლება წახვიდე და მოკლაის ნადირიო.თითქოს მგელი იქ მოგიცდის სანამ შენ მიხვალ და მოკლავ.67წლის კაცი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება მდევრებით ვნადირობ და ერთად ერთი მგელი მყავს სულ მოკლული.ასე რომ ნადირის მოპოვებისთვის მარტო ნებართვა არ კმარა.

მგელი არ ვიცი მარა წალკაში დატუნიები რო დატოვეთ გაგიმებული იქ მეც ვიყავი და რა კარგად მახსენდება ეგ დრო 2 დღეში 3 დრუნჩა სახუმარო საქმე არაა.....

თქვენაირი მონადირეები გიული ბიძია სულ თითზე ჩამოსათვლელია ნამდვილი მონადირე რასაც ქვია და თავისი ცოდნა განათლება მაგ საკითხში თქვენ რო გაგქვთ ბევრი ვერ დაიკვეხნის და მე კიდე მერგო ის ბედნიერება თქვენაირ ადამიანებთან მამაჩემის წყალობით რომ მომიწია ბევჯერ ნადირობა და ვისწავლე ბევრი რამე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Apr 7 2013, 07:38
პოსტი #893


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლაშა ბიძია წალკის ნადირობა იყო მისი უდიდებულესობა შემთხვევის ბრალი ანუ როგორც ერთი რაჭველი დათვებზე მონადირე კაცი ღალაკო ჯოხაძე იტყოდა ხოლმე ღმერთისგან გაცემული ნადირი.მე უბრალოდ გამიმართლა და კარგად შევასრულე თორემ ისეთი ხაიებიც გამიკეთებია რომ ძაღლისთვის ბოდიშიც მომიხდია ხოლმე.ეხლა მაგარ ტრაურში ვარ ჩემი თარეშას დაღუპვის გამო .თავიდან არ ამომდის როგორი თვალებით მეხვეწებოდა რამე მიშველეო.არაგველსა და ნუკრის ლეკვები დაუობლე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 7 2013, 08:14
პოსტი #894


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ადრე ძალიან გული მწყდებოდა ხოლმე თუ ნადირს ავაცდენდი და ხელიდან გავუშვებდი, ღამით ამეკვიატებოდა ამაზე ფიქრი და არ მაძინებდა. დღეს უკვე თუ მოვკალი იმაზე ფიქრით ვერ ვიძინებ. მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად დავუკვირდი და ეს მართლაც სასწაულია, მე ასე ვიტყვი ხოლმე, თუ უწერია არ ასცდება თქო და მართლაც მასეა, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია 2 ნაბიჯში მდგომი ნადირისთვის ზედი-ზედ დამიცილებია, მაგრამ ასევე ბევრი შემთხვევა მახსენდება როცა სულაც არ ველოდი რომ მოხვდებოდა ისეთ მანძილში და სიტუაციაში მისვრია და მიზანს არ ასცილებია. მე თუ მკითხავთ ამაში რაღაც ბუნების ხელი ურევია, როცა გამოგიგზავნის და გამოიმეტებს მამა ზეციერი მაშინ თითქოს თავად მოდის ნადირი შესაწირად. ყოველ შემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ასეა და ასე მწამს, ამიტომაც ზედი -ზედ ხან 20- და 30 გასვლიდანაც ხელცარიელი თუ დავბრუნებულვარ, ეს საერთოდ არც შემიმჩნევია და მოთმინებით დავლოდებივარ უფლის წყალობას. არსებობენ ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრება, ვერ პატიობენ საკუთარ თავს ერთხელ მიზნისთვის აცდენას და ეს ცხოვრების მხოლოთ ერთი ფრაგმენტი, მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ. არა და ამ დროს ალბათ მართლა დანაშაული რომ ჩაედინათ ღვთისა და ერის წინაშე, სინდისი ერთი წუთითაც არ შეაწუხებდათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 7 2013, 09:22
პოსტი #895


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რა დაემართა გიული ძია თქვენს თარეშას? გული დამწყდა ძალიან, ნადირობას რაც შეეხება უკვე სულში მაქვს გამჯდარი როდის ვინადირო და როდის არა როცა არ შეიძლება ნადირობა ამის სურვილი არც მიჩნდება წავალ ტყეში წავიყვან ჩემს მდევარს და ლამაზ მუსიკას მოვუსმენ უწყვეტ მუსიკას რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, მოკვლა კი მაშინ მახარებს თუ მტაცებელს ვკლავ, ვიცი რომ ამით ბევრი სხვა ფრინველი და ნადირი ამოისუნთქავს, კურდღელზე აცდენა ნამდვილად არ მაწუხებს პირიქით მიხარია როცა მიდის ესეიგი ასე იყო საჭირო და მომავალ წლს ურო მეტი იქნება, როცა ნადირზე ვნადირობ ან მპატიჟებს ვინმე სულ გულს ვუჭამ კითხვებით ბევრია? ბევრს ხო არ კლავთ ჩვენი ნადირობის მერე ხომ არ დაეტყობა რამე მის რიცხოვნობას, ამაზე ფიქრი არ მასვენებს იქნებ სულ რამოდენიმერა იყო შემორჩენილი და ჩვენ კიდე შევამცირეთ, ჩემი ოცნებაა საქართველოში ისევ მრავლად იყოს ნადირ ფრინველი ხოხობი გნოლი კაკაბი, მთიდან კი ირმის ყვირილი ისმოდეს, შეიძლება ძაან მხტვრულად ჟგერს მაგრამ ყველავ ვიცით რომ ოდესღაც ასეთი რამ ხდებოდა, გული მტკივა ამაზე ფიქრი არ მცილდება, უკანასკნელ კაპიკს გავირებდი ოღონდ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ასეთი საართველო მენახა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 7 2013, 09:32
პოსტი #896


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



Aragveli
gonchatniki
შეიძლება არათემატურად ვპოსტავ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, თქვენი პოსტები არის როგორც პატარა ნოველა ან, პოსტი შედევრი. რა ლამაზად წერთ, მიუხედავად იმისა რომ მდევრებით ნადირობის გაგებაში არა ვარ, ყოველთვის მსიამოვნებს მათი წაკითხვა. მეც მაქვს მსგავსი შეგრძნება როდესაც ჩემს საყვარელ ობიექტზე ტყის ქათამზე ვნადირობ ან დავაცილებ ან უსროლელად წავა გავიფიქრებ, ზოგჯერ კი ხმამაღლაც წამომცდებახოლმე -- რა საოცრად წავიდა. და მიხარია რომ ისევ მაჯობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 7 2013, 10:06
პოსტი #897


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არჩილი- გაიხარე ჩემო ძმაო. ჩვენ მონადირეები, რაღაცით ალბათ ვგევართ პოეტებს, ყველა ჩვენგანს გვაქვს სამყაროს ჩვენებური აღთქმა და ხედვა. ამ პოეტური აზროვნების გარეშე, ზამთრის ცივ ღამეში , შუა ღამეზე თბილი საწოლიდან არ წამოვხტებოდით და თბილ საწოლში ძილს , მთის სიპზე წოლაში არ გავცვლიდით. ამ ხედვის და აზროვნების გარეშე, მე მჯერავს რომ, თვით ის ადამიანიც კი არ მიატოვებს თბილ საწოლს, რომელიც ტყეში მხოლოთ ხორცის ნაჭერის მოსაპოვებლად მიდის, ეს აზროვნება და უხილავი ძალა მასაც ეუფლება, მაგრამ მას უბრალოდ კულტურა აკლია. ბოლომდის ვერ სწვდება ამ აზროვნების და ხედვის სიღრმეს და სილამაზეს. 2 ადამიანი მეგულება, ვისაც ბუნებაში რიყის პატარა კენჭიც კი სტკიოდათ , ხის ხმელ ფოთლებსაც კი სულს უბერავდნენ და თითქოს მისი სათქმელი სატკივარით, თავად საუბრობდნენ. ვაჟა-ფშაველა და გოდერძი ჩოხელი , ვაჟა თავად იყო მონადირე და მთელი ცხოვრება ტყე-ღრეში ჰქონდა გატარებული, გოდერძის ალბათ არასოდეს უნადირია, მაგრამ რაც მთავარია ამ ორ ადამიანს მთა აკავშირებდა. ალბათ სწორეთ მთაში და ადამიანისგან წაუბილწავ , უღრან ტყეში გვიყალიბდება ეს აზროვნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Apr 7 2013, 10:59
პოსტი #898


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



გაიხარეთ ბიჭებო, ბავშვობიდან მქონდა აეთი შეგრძნებები მივდიოდი ჩუმად ტყეში დავეხეტებოდი და მისი ნაწილი ვხდებოდი ამის გაგება არავის შეეძლო ჩემთვის და ამ ყველაფრის შემხედვარეს მხოლოდ იმიტომ მტკიოდა გული რომ მე იმ მომენტში მარტო ვიყავი როცა მზე ლამაზად ამოვიდა დილით როცა ფეხიდან მწყერი ამიფრინდა როცა შევხედე როგორ გადაჭრა ბილიკი კურდღელმა, როგორ ღამდება ტყეში როგორი სუნი დგება როცა დიდი ხნის ნანატრი წვიმა დაეცემა დედამიწას, მინდა ეს სხვასაც გავუზიარო სხვამაც დაინახოს რას ვგრძნობ ეს ხომ ბუნების მიერ დადგმული სპექტაკლია ყველაზე წრფელი ყოველგვარი რეპეტიციის და სიყალბის გარეშე, ეს რომ დაინახო შენ მისი ნაწილი უნდა გახდე და მეც ისევე გულწრფელად ვწერ ამას როგორიც ბუნებაა, რა არის აცდენა აცდენა შანსია რო დაინახო თუ რალამაზად გაფრინდა რა ლამაზად გაიქცა, სიკვდილი ხომ გაწყვეტილი სიმია ბუნების საკრავ ინსტუმენტზე, შუა სპექტაკლზე დაშვებული ფარდა როდსაც სპექტაკლი თავის ნამდვილ სახეს კარგავს და ის დროზე ადრე მტავრდება სრულყოფილების გარეშე, აი რა გრძნობდა ვაჟა მან ყველაზე უსულო არსებების სული და ტკივილი დაგვანახა კლდე, ხმელი წიფელი. საკმარისია ჩოხელის მგელი წაიკითხო და ნახავ თუ როგორ შეეძლო ადამიანს ბუნების ისეთი სასტიკი ბინადრის სულში ჩახედვა როგორიც მგელი, დანახვა ერთია და კიდე ერთი უდუიდესი ნიჭი არის ის რომ მათ შეძლეს ეს ყველაფერი ჩევენს გულებში მოეტანათ, როგორც ნათქვამია ნამდვილი მონადირე ის კი არ არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს თუ ხოხობს, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავსო, ბავშვობაში ერთ მოხუც მონადირეს როცა ვკითხე როდის გავხდები ნამდვილი მონადირე ტქო ასე მიპასუხა: მაშინ როცა გაფრენილ მწყერზე ან გაქცეულ კურდღელზე გამიზნებულ თოფს უკანვე ჩამოსწევო, იმ დროს ვერც კი მივხვდი რა იგულისხმა ამ ადამიანმა მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი რასაც გულისხმობდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი Apr 7 2013, 11:44
პოსტი #899


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



gonchatniki
aragveli

ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, მე ფორუმზე ახალი წევრი ვარ დაარც წესები ვიცი კარგად. თუ შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. გახსენით ცალკე თემა არ ვიცი რა სათაურით , მონადირის ჩანახატები , ბუნების სიყვარული, სულით მონადირე, ან ნადირობის ლამაზად აღქმა. არ ვიცი თქვენ უკეთ მოიფიქრებთ, სადაც თავმოყრილი იქნება ეს პოსტები. რომ ეხლა თითქოს ეს რიგითი პოსტები დროთა განმავლობაში ძალიან დასაფასებელი გახდეს მონადირეებისათვის და ნებისმიერი ბუნების მოყვარულისთვის. გადაშლი წაიკითხავ და ცხოვრება 1 წუთით მაინც გაგილამაზდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 7 2013, 11:56
პოსტი #900


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არჩილი- კარგი ადამიანი ხარ მიხარია ფორუმზე შენისთანა ხალხის გამოჩენა. თვითვეულ ჩვენთაგანს, ალბათ ჩვენი ცხოვრების ნახევარ გზაზე შემოგვაღამდება(როგორც ბატონი კოწია იტყოდა) ნადირობა და ბუნებასთან სიახლოვე რომ აგვიკრძალოს ვინმემ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

82 გვერდი V  « < 58 59 60 61 62 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th June 2025 - 08:47