ლულის ე.წ. "აბკატკა" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ლულის ე.წ. "აბკატკა", ჯადოსნური ვუდუს სწავლება?
Shooter
პოსტი May 6 2013, 22:59
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



მე საერთოდ ვპასიურობ ქართულენოვან ფორუმებზე და როგორც წესი არანაირ დისკუსიაში არ ვერევი. მაგრამ ბოლო დროს ვამჩნევ რაღაც ძალიან ჩემთვის გამაღიზიანებელ ტენდენციას, რომელმაც იმატა ასე ვთქვას "აბაროტები" და ტრენდი გახდა პრაქტიკულად ფორუმებზე.

როგორც წესი ვინმე ახალბედა ყიდულობს ჭ ხარისხის შაშხანას (ეს არის ყველა ის სევიჯები, მარლინები, რემინგტონები რომელთა ფასი აშშ-ში არ აღემატება 400 დოლარს ჩვენთან კი როგორც ყოველთვის ორჯერ მეტი და + მოხსნილი და დამალული ოპტიკა, რომელიც წესით უნდა მოყვებოდეს ამ იარაღებს) და ეგრევე გახსნილ თემაში მილოცვებთან ერთად იღებს რჩევებს ლულის აბკატკაზე, იმიტომ რომ ა) სიზუსტე გაუმჯობესდება. ბ) რესურსი მოიმატებს. ეს უკვე გახდა ტრენდი (Тренд в моде — актуальное (ближайшее, краткосрочное) направление, периодически повторяющаяся тенденция развития моды) და ამით მიიპყრო ჩემი ყურადღება და პრაქტიკულად მაიძულა გამეხსნა ეს თემა.

პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავიწყებ იმით, რომ, ლულის ე.წ. აბკატკა არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული პროცედურა რომლსაც რეალურად აბსოლუტურად არაფერი არ მოაქვს. ეს ჩემი აზრი არ არის. არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი, მეცნიერული (ხაზგასმით) დადასტურება რომ ე.წ. აბკატკა (ანუ გასროლა, წმენდა, გასროლა) რაიმე გავლენას ახდენს ან სიზუსტეზე ან ლულის რესურსზე. სამაგიეროდ უამრავია კვაზი-მეცნიერული დასაბუთებები, რომლის უკან არ დგას არაფერი გარდა პირადი დაკვირვებებისა, რომლებიც არის სუბიექტური, არადამაჯერებელი, არასარწმუნო და შეუძლებელია გადამოწმდეს. მეცნიერული ფაქტი არის ერთი: ლულის ფიზიკური თვისებები არ იცვლება. ესეიგი იცვლება კარმა, აურა, ჩი ძალა, ინი და იანი, კოსმოსური ენერგეტიკული ველი და ასე შემდეგ newsmile05.gif ასევე იგივე ეფექტის მისაღწევად დააწუწოთ ლულას ახლად მოკლული ქალიშვილი... ქათმის სისხლი და თქვათ დოხ ტიბი დოხ ტიბი დოხ. newsmile05.gif

მიუხედავად ამისა ეს მითი ცხოვრობს და ხარობს ყველგან სადაც ისვრიან. გასაკვირი არ არის რომ იქმნება აზრი რომ ლულის აბკატკა არის აუცილებელი და სასარგებლო. თუ ვინმემ ამაში დაიჯერა და ამ პროცედურას მისდესვ გასაკვირი არ არის. ამის მომყოლი ან დამწერი შეიძლება იყოს ძალიან დამაჯერებელი და პრობლემაც სწორედ ეგ არის. ვინც იჯერებს ის უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი (სამარცხვინო ამაში არაფერი არ არის), ვინც ამას კიდე უსადაგებს კვაზი მეცნიერულ ახსნებს ის უკვე სექტანტია newsmile05.gif

ეხლა პირველ აბზაცს რომ დაუბრუნდეთ, რატომ არის ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია უფრო აბსურდული? იმიტომ რომ ხალხნო, რას ელოდებით 300 დოლარიანი შაშხანისგან? ეს არის მაქსიმალურად გაიაფებული სერიული წარმოების შაშხანა, და ხალხი ვინც მაგას ყიდულობს არიან სროლაში პირველ კლასელები ჯერ. რამე შედეგს ისინი ვერ ნახავენ (იმიტომ რომ ის არც არის, მაგრამ მიზერული ალბათობაც რომ იყოს ის დაიმალება ჭ ხარისხის შაშხანის ლულის ხარისხში, ქარში, ატმოსფერულ სხვა პირობებში, მსრიოლელის ნევროზულ განწყობაში და ასე შემდეგ). ამიტომაც ხშირად ისმის წუწუნი, რატომ არ აკეთებს ერთ მოა-ს მსუბუქი შაშხანა ფანქრის სისქე ლულით გათვლილი .300 ვინ მაგზე. newsmile05.gif საკუთარი თავი გამორიცხეს, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი და იარაღი ლანძღე რამდენიც გინდა, პასუხს ვერ გაგცემს (ეს ჩემი სიტყვები არაა, ერთ ჩემზე ბევრად გამოცდილ სტრელოკს ეკუთვნის).

მიზეზი რის გამოც ლულის მწარმოებლები ხშირად აქეზებენ მყიდველს ეს პროცედურა გაიარონ აიხსნება ელემენტარული მათემატიკით: ყოველი უაზროდ გასროლილი ტყვია არის ლულის რესურსის შემცირება. რაც უფრო მეტს გაისვრით მით უკეთესი. ეს აქტუალურია იმ კალიბრებზე გათვლიული ლულებისთვის რომელთა რესურსი ისედაც მცირეა (მაგნუმები მაგალითად). მეტს ისვრით, მეტ ლულებს გაყიდიან მწარმოებლები.

კიდე უფრო დიდი უაზრობაა რაღაც მოლიბდენური სმაზკების გამოყენება რომლებიც მზადდება მათ შორის აფრიკული მცენარის გუარანას ფესვების ნაყენის გამოყენებიტ და გარდა იმისა რომ ინახვას ლულას კიდე დადებიტად მოქმედედებს იარაღის პატრონის ერექციაზე. მაგ მეთოდით ლულის ზედაპირის დამუშავება იგივეა რაც გუდვილში ნაყიდი სპრეით მანქანის ძრავში ინჟექტორების გაწმენდა. ორივე არის სრულად აზრს მოკლებული პრცედურა რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ლულის ზედაპირი ასე არ მუშავდება ხოლო ინჟექტორებში მუშაობისას ისეთი წნევაა რომ იქ არაფეერი არ ჩერდება, ხოლოს თუ რამე იქ გაჩერდა და საოცრება მოხდა მაგას მითუმეტეს სპრეი ვერ გამორეცხავს. იგივე ეხება ჩემი არ15-ის საყვარელ დენთის აირების მილს, რომელსაც პერიოდულად ეტაკებიან სექტანტები და უწუნებენ რომ შომპოლით იქ ვერ აღწევ. ესეთი ნივთიერებებით ლულისთვის ცუდი არ არის, ცუდია დამუშავების მეთოდი, ტყვიის დაფარვა მათი და ასეთი ტყვიის სროლა.

ასე რომ ჩემი რჩევა იქნება არ გაავრცელოთ მცდარი სწავლებები, არ გახდეთ სექტანტები და დაუბრუნდეთ წეშმარიტ რელიგიას newsmile05.gif

მე პრობლემები მაქვს ელემენტარულის ახსნასთან ხოლმე (ეტყობა არ მაქვს ამის ნიჭი) ამიტომაც თუ ეხლაც მე ყველაფერი არეულად დავწერე ელემენტარულად "დაგუგლეთ" ეს თემა და ნახეთ რას წერენ ნამდვილი პროფესორები ამ თემაზე. ჩემი მოსაზრება ადვილად დადასტურდება ყველაზე კომპეტენტური დამოუკიდებელი (ლულის მწარმოებელბი არ არიან დამოუკიდებლები) რესურსებიდან.

ხო მართლა, "ჭ ხარისხის" შაშხანების პატრონები არ გამიბრაზდეთ, ყველაფერი შედარებითია, არც ისე დიდი ხნის წინ ასეთ ფასში შაშხანის გამოშვება წარმოუდგენელი იყო და ის რომ ეს ეხლა ხდება არის ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი. მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას რომ ეს იარაღები არის დამწყები დონის ასე რომ მოეკიდეთ გაგებით ((ც) ბ. ივანიშვილი) ამ ფაქტს. ეს შაშხანებია კარგია იმატთვის ვინც "ჩესტნად" ცხოვრობს და არ აქვს ბევრი ფული, რომ იყიდოს მაღალი კლასის იარაღი. ასე რომ მე პატივს ვცემ ამ კლასს. თავის საქმეს (იშვიათი გამონაკლისებით) ეს შაშხანები აკეთებენ.

ეს მაგალითად გეილ მაკ მილანის (ხო ის მაკ მილანი) სიტყვებია

It all got started when a barrel maker that I know started putting break-in instructions in the box with each barrel he shipped a few years ago. I asked him how he figured it would help and his reply was if they shoot 100 rounds breaking in this barrel that's total life is 3000 rounds and I make 1000 barrels a year just figure how many more barrels I will get to make. He had a point; it definately will shorten the barrel life. I have been a barrel maker a fair amount of time and my barrels have set and reset benchrest world records so many times I quit keeping track (at one time they held 7 at one time) along with High Power, Silhouette, Smallbore national and world records and my instructions were to clean as often as possible preferably every 10 rounds. I inspect every barrel taken off and every new barrel before it is shipped with a bore scope and I will tell you all that I see far more barrels ruined by cleaning rods than I see worn out from normal wear and tear.

მარტივი კანონზომიერება რომ სროლის სამყაროში უფრო მეტი ლულა ფუჭდება არასწორი მოვლით ვიდრე წურავს თავის რესურს აქაც მოქმედებს.

არც მე არ მასწავლეს ეს რამე გასაიდუმლოებულ კურსებზე. მარტივმა გამოძიებამ გუგლით მომცა ამომწურავი პასუხი. არც არის გუგლი საჭირო. თუ ჩვენ რადმენიმე ტყვიის სროლით და შომპოლის გატარებით უცვლით ლულას თვისებას ისე რომ ეს ასისახება შესამჩნევად სიზუსტეზე, მაშინ წმენდის გარეშე 20-30 გასროლამ ლულას რა უნდა უქნას? ნარეზები წაუშალოს?. მე ყოველთვის მეგონა რომ თუ აბკატკას ქონდა რამე სარგებელი ის გამოიხატებოდა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ეგრევე და მითუმეტს სიზუსტის გაუმჯობესებით. ლულის თვისებების შეცვლა ცვეთით/ექსპლუატაციით (სროლა/წმენდა) იწვევს მხოლოდ დეგრადაციას და სიზუსტის შემცირებას რაც ბუნებრივი პროცესია. როგორც კი ვიმეორებ მე საკითხს ჩავეძიე, პასუხიც ადვილად ვიპოვე.

მადლობთ ყურადღებისთვის.

პს
ვინც ინგლისური იცით, ეს დისკუსია იხილეთ სადაც თავად მაკ მილანი მონაწილეობს და მოისმინეთ მისი ოპონენტების არგუმენტები და შეფასეთ მათი ხარისხი. მანდვე არის კომპანია მუშმასტერის ტექნიკური ექსპერტი რომელიც იგივეს წერს და გუგლში კიდე ბევრს ნახავთ newsmile045.gif
http://www.snipercountry.com/Articles/Barrel_BreakIn.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
5 გვერდი V  « < 2 3 4 5 >  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 59)
Shooter
პოსტი May 9 2013, 00:55
პოსტი #46


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



კიდე ორი ჩამჭრელი კითხვა:

კარგი მწარმოებეელი დაუშვებს ისეთი პროდუქტის გამოშვებას, რომელიც თავიდანვე არ მუშაობს იდეალურად და ანდობს მის იდეალამდე მიყვანას ვინმე სხვას?
რა უშლის ხელს მწარმოებელს თავად გაუკეთოს აბკატკა ლულას მათი აზრით საუკეთესო მეთოდით და კიდე უფრო უკეთესი პროდუქტი შესთავაზოს???


აბა დაფიქრდით. newsmile045.gif ასე რომ ჭალიმგელამ აბსოლუტურად სწორედ დაწერა ჰოლანდ&ჰოლანდზე newsmile05.gif

პრინციპში მე არგუმენტები ამოვწურე, აბკატკა ისეთივე რამეა როგორც შავი კატაა რომ გადაგირბენს ნიჩურიკები უნდა აჩვენო, ან როგორც სამჯერ ხეზე დაკაკუნება. მთავარია ლულა არ დააზიანოთ ხოლო თუ თავს კომფორტულად გრძნობთ, კი ბატონო ჩაატარეთ აბკატკა ახალ ლულას. მეტი ახალი ლულა, მეტი იარაღი, მეტი სროლა, მეთი გართობა და ცოდნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი May 9 2013, 01:13
პოსტი #47


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბევრი ბევრი პოსტი. საზოგადოებისთვის საკუთარი აზრის ტყვიამფრქვევით მიწოდება, ამ აზრის დამკვიდრება და შემდგომი სიამაყის განცდა. რა ნაცნობია ეს ყველაფერი. თუ შენ მართლა გგონია რომ ახალი თოფიდან პირველი 10 გასროლაა ყველაზე ზუსტი მაშინ ჯობდა მართლა დარჩენილიყავი პისტოლეტებში. რა გინდოდა წვენებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 01:17
პოსტი #48


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



by David E. Petzal - The Gun Nut

The Great Barrel Break-In Fad

Rifle shooting, like anything else, suffers through fads. There was the moly-coated bullet fad, which left thousands of barrels permanently bemucked with unremovable dark ugh. Then there was the cryogenics fad, in which folks would freeze your barrel for a fee, resulting in an accuracy increase of .00012 percent. And still with us is the great barrel break-in fad. აქ ჩამოთვლილია სამი დიდი მითი, მოლიბდენური საფოხები და ლულის გაყინვა (+ აბკატკა). ორი გაქრა, ერთი კიდე არსებობს.

If you are not familiar with it, the GBBF states that all new barrels must be broken in according to a formula which will smooth the barrel. This consists of firing a single shot, cleaning the bore, firing another shot, cleaning, and so on until you've done it five times. Then you fire five shots and clean, then ten and clean. Under some formulas I've seen, you keep this up for 100 shots.

If this is done, sayeth the GBBF, your bore will be as smooth as glass. It will never foul and your barrel will shoot better than anything Harry Pope ever dreamed of. If you do not follow this procedure, your bore will collect more copper than there is in all the mines of Zambia, your accuracy will be nil, and your kids will develop yaws.

Now let's return to the real world. If a barrel maker wants to turn out a really smooth bore, he will cast a lead slug on the end of a steel rod, charge it with polishing compound, and run it back and forward through the bore a thousand times or so, occasionally casting a new slug when the old one wears down. The back and forth is done by hand, because knowing when to stop depends on "feel." It is a lot of work.

თუ ლულის მწარმოებელს უნდა მიიღოს ნამდვილად გაპრიალებული ლულის არხი, ის ჩამოასხავს ტყვიის ფორმას ფოლადის ღერძზე, წაუსვას გასაპრიალებელ პასტას და გაატარებს ლულაში იქით აქეთ. გააკეთებს ამას ათასჯერ, დაამატებს ტყვიას, როდესაც პირველი "ჭურვი" გაიცვითება და ამას ყველაფერს ხელით გაათეკეთებს, იმიტომ, რომ ეს ხომ ხდება შეგრძნების დონეზე, ასე თუ მიხვები, როდის სასურველი შედეგი მიღწეულია! (ირონიული ნაწერია ავტორის)

How the shoot-and-clean process duplicates this escapes me. And rough barrels shoot just fine anyway. I've seen cut-rifled bores, broached bores, and hammer-forged bores that looked like the battlefield at the Somme and still shot spectacularly.


კიდევ ერთი კითხვა რჩება? როგორ ხვდებიამ "აბკატჩიკები", რომ აბკატკა დასრულდა წარმატებით? newsmile05.gif მართლა მეექვე გრძნობით? ესეც პასუხგაუცემელელი კითხვა. ლულის მასალები განსხვავდება, სადმე ხომ უნდა იდოს რეცეპტები აბკატკის? ჩემი აზრით კიდევე ერთი ლურსმანია აბკატკის კუბოში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 01:22
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(rezident @ May 9 2013, 02:13) *
ბევრი ბევრი პოსტი. საზოგადოებისთვის საკუთარი აზრის ტყვიამფრქვევით მიწოდება, ამ აზრის დამკვიდრება და შემდგომი სიამაყის განცდა. რა ნაცნობია ეს ყველაფერი. თუ შენ მართლა გგონია რომ ახალი თოფიდან პირველი 10 გასროლაა ყველაზე ზუსტი მაშინ ჯობდა მართლა დარჩენილიყავი პისტოლეტებში. რა გინდოდა წვენებში.



თუ მეხსიერება არ მღალატობს ბოლო ჩვენი საუბრისას თქვენ მიმტკიცებდით რომ პატრიკ ფლენიგანი ისვრის სრულიად ავტომატური თოფიდან და ჯერებით ამტვრევს თეფშებს. ეხლაც იგივე აზრზე ხართ? იქნებ წლები გავა როგორც ამ შემთხვევაში და აღმოჩნდება რომ მე ეხლა მართალი ვარ და ტყვილა მაწყენინეთ? newsmile045.gif

http://www.youtube.com/watch?v=5GxgJ72K3II

ასეა თუ ისე ასეთი ფორმის დისკუსია ცილდება ჩემ კომპეტენციას და რჩევებსაც ვერ მივიღებ. მე ჯობია დავრჩები იქ სადაც ვარ newsmile045.gif საზოგადოება კიდე აქ თავად გაერკვევა ყველაფერში დახმარების გარეშე newsmile05.gif.


თემიდან გამომდინარე მე დავამატებ, რომ განსხვავებული აზრის არსებობა განპირობებულია კიდე სხვა და სხვა ტოპ კლასის მსროლელების არსებობით. ყველაფერი რაც ამ ტოპ კლასში ხდება არ არის გასაგები უბრალო მოკვდავებისთვის, და არც ის რაც მუშაობს იქ კარგია და სასარგებლო საშუალოსტატისტიკური მსროლელისთვის. ტოპ კლასის მსროლელი არის უცხოპლანეტელი, რომლის რიტუალების აზრს ვერავინ ვერ გაიგებს და აზრი მათი ქმედებების კოპირებაში არ არის. მათი იარაღი სულ სხვა თემაა. იმის გამო რომ ვალერი ბალიკოევი ლიმონს აწურავს ლულას სროლის წინ და სამჯერ კითხულობს მამაო ჩვენოს, და თვლის რომ ეს მისთვის მუშაობს ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვინმე პავლემ იგივე უნდა გააკეთოს ისე რომ არ ჩაწვდეს ამ რიტუალების აზრს. ბუნებრივია საშუალო კლასი ცდილობს დაემზგავსოს ტოპ კლასს და ნაწილი იმ ჯადოსი რაც იქ სუფევს გადმოიტანოს თავის ცხოვრებაში (გიგანტური სპოილერები ან სარბოლო ზოლები 1.3 ძრავიან მანქანებზე იგივე თემაა). მე მაგალითად ბოლოს ვნახე, ერთი ძალიან კარგი კაცი, სროლის ენთუზიასტი. მას ქონდა ბიუჯეტური შაშხანა, ჩასმული 500 დოლარიან კონდახში და ატასი ბრიწირკა აბკატკა ბედინგით და გიგანტური დტკ-თი ლულის ბოლოზე. რა თქმა უნდა ძვირიანი ოპტიკა. 100 მეტრზე სროლისას აბსოილუტურად ქარხნულმა ტიკამ აჩვენა გაცილებით უკეთესი რეზულტატი ვიდრე ამ ჰიბრიდმა. ვინც იხდის ის უკვეთავს მუსიკას მაგრამ მუდმივად ვრწმუნდები, რომ ახალბედებს და საშუალოსტატისტიკურებს ასეთი "ტუნინგს" არ მოაქვს არანაირ პრაქტიკული შედეგი, ხშირად არის პრობლემებიც. სულ ბოლოს რაც ვნახე გლოკის ისტორია მოგიყევით. 60 დოლარიანი, , ზამბარა ბუფერით და ორ კომპონენტიანი ღერძით, უჟანგავი რკინისგან შევცვლაეთ 7 დოლარიანი სტანდარტული ზამბარით პლასტმასის ღერძით და იარაღი ამუშავდა.

ლოგიკა ჩემი არის მარტივი. ის ძვირადღირებული რეესურსი ვაზნების და ლულის რესურსის სახით უნდა დაიხარჯოს საკუთარი ოსტატობის გაზრდაზე და არა ვუდუზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი May 9 2013, 01:56
პოსტი #50


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგაქვს უამრავი წყარო ნეტიდან. ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ ვეგეტარიანელობაშია ჯანმრთელობა და ასევე პარალელურად შემიძლია დაგიდო ლინკი რომ უხორცობა კლავს. ასევე ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ იჟ-27 ზე მაგარი იარაღი დედამიწაზე არ არსებობს. ასევე ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ ბანგლადეში მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანაა. ეხლა ცოტა გასწორდა ეგ ამბავი თორე 2-3 წლის წინ შემეძლო დამედო ლინკი იმის შესახებ რომ ევროპაში ყველაზე მაგარი ბასეინი ქალაქ სენაკშია და ა.შ. და ა.შ. მე ასე ვთვლი რომ სროლის მაღალი შედეგების მისაღწევად ახალ თოფს მორგებაც ჭირდება, ბედინგიც და გასახმარისებაც. შენ თვლი რომ არ ჭირდება თოფს აპკატკა? ჩათვალე კაცო გიშლის ვინმე? რათ უნდა ამას ამდენი ისტერიკები და კუბოში ლურსმნები.
ხო ისა კიდე თქვენობით რა პონტში მელაპარაკები?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 02:01
პოსტი #51


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(rezident @ May 9 2013, 02:56) *
მოგაქვს უამრავი წყარო ნეტიდან. ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ ვეგეტარიანელობაშია ჯანმრთელობა და ასევე პარალელურად შემიძლია დაგიდო ლინკი რომ უხორცობა კლავს. ასევე ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ იჟ-27 ზე მაგარი იარაღი დედამიწაზე არ არსებობს. ასევე ნეტიდან შემიძლია დაგიდო ლინკი რომ ბანგლადეში მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანაა. ეხლა ცოტა გასწორდა ეგ ამბავი თორე 2-3 წლის წინ შემეძლო დამედო ლინკი იმის შესახებ რომ ევროპაში ყველაზე მაგარი ბასეინი ქალაქ სენაკშია და ა.შ. და ა.შ. მე ასე ვთვლი რომ სროლის მაღალი შედეგების მისაღწევად ახალ თოფს მორგებაც ჭირდება, ბედინგიც და გასახმარისებაც. შენ თვლი რომ არ ჭირდება თოფს აპკატკა? ჩათვალე კაცო გიშლის ვინმე? რათ უნდა ამას ამდენი ისტერიკები და კუბოში ლურსმნები.
ხო ისა კიდე თქვენობით რა პონტში მელაპარაკები?


მთელი სხვაობაც ჩვენს შორის არის ის რომ მე ვადასტურებ ჩემი წყაროების სარწმუნოებას და სანდოობას. ამით ჩვენ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don-G
პოსტი May 9 2013, 03:05
პოსტი #52


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 397
რეგისტრ.: 18-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შუთერ, ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მადლობა კონსტრუქციული მიდგომისთვის newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 03:24
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Don-G @ May 9 2013, 04:05) *
შუთერ, ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მადლობა კონსტრუქციული მიდგომისთვის newsmile027.gif newsmile027.gif



გაიხარეთ newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 03:54
პოსტი #54


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



მცირე შენიშვნა, ფორუმზე არ ჩანს "მწერალის" განწყობა და ინტონაცია, ამიტომაც ავღნიშნავ, რომ ყველაფერი რაც მე დავწერე არ არის ვინმეს დაცინვის, წყენის ან სულელად გამოყვანის მცდელობა. თუ ვინმეს ვიმეორებ მოწონს აბკატკის იდეა, რაზეა საუბარი ის თავისუფალია აკეთოს ის რაც მას მოწონს. მე ვერ და არ აუკრძალავ ადამინს მიიღოს "კაიფი" რაღაცისგან არც საყვარელი მანქანის დღეგამოშვებით ხელით გაპრიალება არ არის რაციონალური მაგრამ ამასთნა ბრძოლა უაზრობაა ჯობია უფრო სასარგებლო საქმეებით დაკავდე. მეც შეიძლება ვცდებოდე (როგორც ნებისმიერი ადამიანი) მაგრამ ჩემი საქმიანობაა სანდო წყაროების გამორჩევა, ინფორმაციის მოპოვება და მისი გადამუშავებაა და ამაში კიდე 4 უცხო ენის ცოდნა მეხმარება. ჩემი მწირი გამოცდილება ზე ზუსტ სროლაში და ის რაც მე მოვიძიე მეუბნება იმას, რაც მე დავწერე აქ. მე უბრალოდ არ მესმის არ წარმომიდგენია, სროლა-წმენდის რამდენიმე ციკლი რა ცვლილებებს იწვევს ლულაში, რომელიც შესამჩნევი ცვლილებების გარეშე ისვრის რამდენიმე ათას ტყვიას? აზრი აბკატკის მოწინააღმდეგეების ერთმანეთს ემთხვევა და არის მყარი დასაბუთებები, "აბკატჩიკების" აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა და აზრები არის ძალიან არეული. მყარი დასაბუთებები არ არსებობს. დანარჩენი თქვენ თვითონ დაასკვენით. ორივე ბანაკი თანხმდება რომ ერთ-ერთი მთავარი მტერი არის ლულის გადახურება ინტენსიური სროლით და ეს არის ის რაც უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, მითუმეტეს ბიუჯეტური შაშხანების პატრონებმა.

წარმატებები. newsmile05.gif

პს მაინც შეგახსენებთ, რომ თემა რომელიც მე წამოვიწყე ნაკლებად ეხება შილენის და ლოტარ ვალტერის ლულებს, ზე ზუსტ სროლას და სხვა გლობალურ საკითხებს, ეს ეხება ბიუჯეტურ/იაფ შაშხანებს და რწმენას იმაში, რომ "აბკატკა" შესამჩნევად გაზრდის სიზუსტეს. ეს ჩემი აზრით შეუძლებელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 9 2013, 09:15
პოსტი #55


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



Shooter

კარგი ხარ Shooter small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი May 9 2013, 13:59
პოსტი #56


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ადამიანი ისვრის, 10, 20, 30 ტყვიას. მოდის სახლში წმენდს იარაღს მერე ისევ მიდის და ისვრის . ანუ ე.წ. აბკატკა თოფს მაინც უტარდება.

გარდა ამისა ვიღაცა თუ ვიღაცეები ზუსტად აღარ მახსოვს წერდნენ, რომ სკს გარკვეული გასროლის შემდეგ თუარვცდები 1000 ზე მეტზე იყო საუბარი, გაცილებით უკეთ ისროდა ვიდრე თავიდან, ანუ ლულა დამუშავდა. არ ვიცი რამდენად სარწმუნოა მაგრამ ასე წერდნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი May 9 2013, 14:39
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



Shooter
აიცილებლად პირდაპირ მიზანში სროლას დავიწყებ თქვენი რჩევების მერე!
როცა რომელიმე ხრახნლულიანს შEვიძენ ოდესმე! (იმედია მალე!) newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 20:32
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(game 91 @ May 9 2013, 14:59) *
ადამიანი ისვრის, 10, 20, 30 ტყვიას. მოდის სახლში წმენდს იარაღს მერე ისევ მიდის და ისვრის . ანუ ე.წ. აბკატკა თოფს მაინც უტარდება.

გარდა ამისა ვიღაცა თუ ვიღაცეები ზუსტად აღარ მახსოვს წერდნენ, რომ სკს გარკვეული გასროლის შემდეგ თუარვცდები 1000 ზე მეტზე იყო საუბარი, გაცილებით უკეთ ისროდა ვიდრე თავიდან, ანუ ლულა დამუშავდა. არ ვიცი რამდენად სარწმუნოა მაგრამ ასე წერდნენ.



ქრომირებული ლულა ცალკე თემაა. ქრომი არათანაბრად ჯდება ხოლმე, და ამიტომაც ზუსტი სროლა და ქრომი შეუთავსებელია. შესაძლებელია 1000 გასროლის შემდეგ ქრომის ფენა მეტ ნაკლებად უფრო ერთგვაროვანი ხდება და მიზეზიც ეგ არის. არ ვარ დარწმუნებული.

ციტატა(მაქსიმუსა @ May 9 2013, 15:39) *
Shooter
აიცილებლად პირდაპირ მიზანში სროლას დავიწყებ თქვენი რჩევების მერე!
როცა რომელიმე ხრახნლულიანს შEვიძენ ოდესმე! (იმედია მალე!) newsmile05.gif



მე ხვალ სახლში მომაქვს სევიჯი ჰოგ ჰანტერი. არანაირი აბკატკა. ეგრევე სროლაზე გადავალ და რეზულტატებს მოგახსენებთ. არ მგონია რამე სიურპრიზები იყოს newsmile05.gif

პს
მთავარია პირველ გასროლამდე ლულა კარგაგ გაწმინდოთ რომ რამე საკონსერვაციო ზეთები ლულაში არ დარჩეს,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 9 2013, 21:20
პოსტი #59


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Shooter
რემები ტიკები და ძმანი მისნი ქრომირებული ლულებით არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 21:25
პოსტი #60


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა( T A M P L I E R @ May 9 2013, 22:20) *
Shooter
რემები ტიკები და ძმანი მისნი ქრომირებული ლულებით არის?



არა. აბსოლუტური უმეტესობა ქრომის გარეშეა, მგონი არც აქვთ მოდელები საერთოდ ქრომირებული ლულით. მე როგორც ვხვდები ქრიმირებული ლულები მანდ კეთდება მარტო ძირითადად ახლო მსროლელ სამხედრო თვითდამტენ იარაღებში. ბოლო დრომდე ითვლებოდა რომ არც პოლიგონალური ლულები არ არის ზუსტი ლულები.

პისტოლეტებში ეხლა რო ვიხსენებ მარტო ბერეტა 92-ს ქონდა ქრომირებული ლულა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 01:24