ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ახალი იარაღი |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტყვიის (სვინეცის) მაგივრად ფოლადის "ტყვიების" გამოყენება თუ გქონიათ იდეაში. მართალია წონა და ენერგეტიკა ნაკლები ექნება მაგრამ... ნუ ცდად ღირს, რამე "პაჩებნიკის შარიკი" შეიძლება დიამეტრში წავიდეს. დამრგვალება იდეალური ექნება სამაგიეროდ ვააააა! მეგობარო, ტელეპატი ხომ არა ხართ? ორიოდე საათის წინ ვბჭობდით ამ საკითხზე. ჩემი აზრით იდეა კარგია. მაგრამ მისი გამოცდაა საჭირო. ანალოგიური ფორმის ტყვიებით დატენვაზე მთელი წიგნი აქვთ დაწერილი მიტიჩკინებს. მამა-შვილი არიან. მამა იყო ნომერ პირველი საკისრების ("პოდშიპნიკების") ქარხნის გენერალური დირექტორი მოსკოვში. ეს საკმაოდ სერიოზული საწარმოა. 80-ინ წლებში ორმოცი ათასამდე კაცი მუშაობდა ამ ქარხანაში. ადრე ყველა საკისრების ქარხანა საბჭოთა კავშირში დანომრილი იყო. და ერთ ერთ მათგანში (# 11, ქ. მინსკი) მე ვმუშაობდი. სახვათა შორის ამ ორი ადამიანის გამოგონებაა "ტანდემი". ყველაზე ეფექტური ე.წ. ჟაკნით დატენილი გილზები. მაგრამ მათ ჰქონდათ საშუალება ნებისმიერი ზომის ბურთულა გაეკეთებინათ. ყოველ შემთხვევასი იდეა კარგია, ჩემი აზრით, და ღირს მასზე ფიქრი. |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ასეთ ტყვიებს აქვთ საკმაოდ კარგი სიზუსტე. მაგრამ სანადიროდ, განსაკუთრებით თუ ეს ბურთულები ამოღებულია საკისრიდან, ძალიან საშიშია ჯგუფური ნადირობის დროს. რადგან მას ახასიათებს სასტიკი ასხლეტვა. ის ძალიან მკვრივია (62 ერთეული როკველის სეტკით) და არ დეფორმირდება ქვასაც რომ მოხვდეს. ისინი, მიტიჩკინები, იყენებდნენ არა ნაწრთობ ფოლადის ბურთულებს, რომლებიჩ ცოტათი მაინც დეფორმირდებიან რაიმე მყარზე მოხვედრის დროს და კარგავენ ენერგიას და ნაკლებად განიცდიან ასხლეტვას. ამიტომ ისინი შედარებით უსაფრთხოები არიან. მიუხედავად ამისა მიტიჩკინები კატეგორიულად კრძალავენ ფილადის ბურთულების გამოყენებას ჯგუფური ნადირობის დროს. ისე ექსპერიმენტისთვის კი ღირს ამაზე ფიქრი. მადლობა წინადადებისთვის.
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მე თქვენს ადგილას ა თემას დახურულში გადავიტანდი, თუ დამიჯერებთ!!!! ეს ადამიანი კი ჩვენი თავდაცვისთვის მიგნება იქნება
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
დიდი არაფერია მეგობარო ბევრჯერ მაქვს ნაცადი და სხვადასხვა თოფიდან ძირითადად რუსული წარმოების სავალალო მდგოარეობასი მყოფი თოფები მემეტებოდა ამისთვის მაგრამ შედეგით ვერმოვიხიბლე ვერც სიზუსტემ დამაკმაყოფილა და ვერც მოხვედრის სიძლიერემ ასხლეტა იცოცხლე კარგი იცის და ისხლიტება თითქმის ყველა სიმკვრივის ზედაპირიდან რათქმაუნდა შეხების კუთხესაც დიდი მნიშვნელობა აქვს მქონია შემთხვევა სქელი თუნუქის დიდ ალაყაფის კარებს ვესროლე და სასწაულად გადავრჩი პირდაპირ უკან გამოისროლა ძალიან ახლოს ჩამიშხუილა კიდევ კარგი არ მომხვდა
დატენვისას ვხმარობდი პლასმასის, პენოპლასტის, პოლიურეტანის, თუქული ფლოსტის ძირისგან გამოჭრილ კონტეინერს რომელსაც მეთვიტონ ვამზადებდი ვარგებდი ფოლადის სფერიოოს და ასევე ლულის ჩოკურ ნაწილსვ ექსპერიმენტები ძალიან საინტერესო იყო მაგრამ როცა ვნახე და დავრწმუნდი რომ ხეირი არაფერი იყო და ესეთი ვაზნა რეალურად არაფერში გამომადგებიოდა შევწყვიტე. პირდაპირ შიშველი (უკონტენეირო) ბურთულის გასროლას არამც და არამც არ გირჩევ მეგობარო იმედიაგაითვალისწინებ ჩემ რჩევას და გამოცდილებას გისურვებ წარმატებას ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
ხო უნდა პატარა შესწორება შევიტანო ჩემ წინა პოსტში. სიჩქარე და სიზუსტე დამოკიდებულია ლულის ვიბრაციის და ტყვიის მიერ ლულის დატოვების მომენტს შორის. ეს აკავშირებს სიჩქარეს და სიზუსტეს. შესაბამისად გლუვლულიანს ნაკლებად ეხება და ამ თემაში ნაჩვენებ არკებუზას.
|
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხო უნდა პატარა შესწორება შევიტანო ჩემ წინა პოსტში. სიჩქარე და სიზუსტე დამოკიდებულია ლულის ვიბრაციის და ტყვიის მიერ ლულის დატოვების მომენტს შორის. ეს აკავშირებს სიჩქარეს და სიზუსტეს. შესაბამისად გლუვლულიანს ნაკლებად ეხება და ამ თემაში ნაჩვენებ არკებუზას. მადლობთ გამოხმაურებისთვის. მხოლოდ "აკრებუზა" ვერ გავიგე რას ნიშნავს. საინტერესო იყო. |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
აკრებუზა კი არა არკებუზა მეგობარო
არკებუზა ძველებური ლულის ტუჩიდან დასატენი ზუმბიანი ცეცხლსასროლი იარაღია |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ?
|
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ?
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ? შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ? სწორი ბრძანდებით. ლულა აბსოლუტურად ცილინდრულია. თანაც საკმაოდ კარგი ხარისხით. არაფერი არ გამიკეთებია, რადგან ისე კარგადაა ნაწრთობი რომ საჭრისი ვერ იღებს. ამ კალიბრზე აზრს ვერ ვხედავ, ხოლო 12 მმ.-ს კალიბრზე კი ღირს რაიმეს წამოგება. საინტერესო პროექტი მაქვს. მაგრამ, მაგ ცოტა მოგვიანებით. |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. მე იმიტომ გკითხეთ რომ საერთოდ იარაღი იქმნება რაღაც დანიშნულებით და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება განპირობებულია იარაღის დანიშნულებით. მაინტერესებს რა დანიშნულების არის თქვენი იარაღი და რით არის განპირობებული მასზე ასეთი ოპტიკის და ლაზერული სამიზნის არსებობა. ენერგიები და შედარებები "გეკოსთან" და 7.62X39-თან კარგია მაგრამ .22-ით შესაძლებელაი ზუსტი სროლა 200 მეტრზე და თქვენ რა მანძილზე ისროლეთ? |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას.
მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 12:56 |