ვეტერინარია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

181 გვერდი V  « < 121 122 123 124 125 > »   
Reply to this topicStart new topic
ვეტერინარია
ზაზა
პოსტი Jul 1 2013, 10:39
პოსტი #1831


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Maverick @ Jul 1 2013, 11:26) *
რა არის ორიქიტი? როგორ ვუმკურნალოთ ორქიტს


ამ კითხვებზე პასუხი იცის ვინმემ?



Воспаление яичек(орхит) - ნახე გუგლში. ზოგან წერია 2-4 კვირაში ისედაც გაუვლის, მაგრამ ხვადი უნაყოფო გახდებაო, არის სხვა უმფრო მძიმე ფორმებიც...

სასწრაფოდ პაატასთან და მიხედავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 1 2013, 10:40
პოსტი #1832


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზაზა
გუგულისთან კი ვნახე, მაინტერესებდე აქ თუ ვინმეს ქონია მასთან შეხება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
max1971
პოსტი Jul 1 2013, 16:38
პოსტი #1833


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 29-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(მარდი @ Jul 1 2013, 11:38) *
სისხლი ცემინების შემდეგ მოდის ნადირობის შემდეგ?

დიახ ცემინების შემდეგ,თითქოს ცხვირიდან რაღაცის გამოგდებას ცდილობს,მაგრამ ექიმმა რაღაც
ინსტრუმენტით შეამოწმა და არაფერი არააო,რენდგენშიც არაფერი ჩანს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jul 1 2013, 17:47
პოსტი #1834


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(max1971 @ Jul 1 2013, 17:38) *
დიახ ცემინების შემდეგ,თითქოს ცხვირიდან რაღაცის გამოგდებას ცდილობს,მაგრამ ექიმმა რაღაც
ინსტრუმენტით შეამოწმა და არაფერი არააო,რენდგენშიც არაფერი ჩანს

მაგაში არაა მაშინ საშიში არაფერი..
ძირითადად ამბროზიის მტვერი იწვევს და საერთოდ მტვრის ბრალია ეგ ყველაფერი. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
max1971
პოსტი Jul 1 2013, 20:58
პოსტი #1835


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 29-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(მარდი @ Jul 1 2013, 18:47) *
მაგაში არაა მაშინ საშიში არაფერი..
ძირითადად ამბროზიის მტვერი იწვევს და საერთოდ მტვრის ბრალია ეგ ყველაფერი. newsmile045.gif

დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 2 2013, 11:11
პოსტი #1836


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მე ვფიქრობ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს თემა აქტუალურია. სტატია ვთარგმნე ჩვენი კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმიდან. არის პროფესიონალი ვეტექიმის დაწერილი.


თუ თქვენს ძაღლს გველმა უკბინა

თუკი თქვენ შეამჩნიეთ ძაღლის არაადეკვატური მოქმედება, ორიენტაციის დაკარგვა, მძიმე სუნთქვა, მოუსვენრობა ან კოჭლობა მაშინ უკვე დასაშვებია რომ მოქმედებს გველის შხამი. ასეთ სიტუაციაში მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ.
ძაღლი დააფიქსირეთ და არ მისცეთ ბევრი მოძრაობის საშუალება, რადგანაც კუნთოვანი სისტემის გაძლიერებული მუშაობა და ტაქიკარდია ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას ორგანიზმში. ამიტომაც გველის ნაკბენის დროს ძაღლი ხელზე გადაწვენილი მიიყვანეთ მანქანამდე. ტრანსპორტირების დროსაც ეცადეთ რომ ძაღლი მანქანაში დაფიქსირებული იყოს და გყავდეთ გვერდულად დაწვენილი, უკეთესია თუ მას პლედს ან თბილ გადასაფარებელს გადააფარებთ რადგან შხამის მოქმედების შედეგად შესაძლოა სხეულის ტემპერატურა დავარდეს.


გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები.

თუ ნახეთ ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ის წყალბადის ზეჟანგით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად სპირტის შემცველი სითხე, რადგან ის ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას, მითუმეტეს არ დაალევინოთ ძაღლს სპირტი ან არაყი.



ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან.

ასევე რეკომენდირებულია ნაკბენ ადგილას ყინულის დადება. სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ შრატი თუ არ ვიცით რა დოზა შეიძლება შევუყვანოთ ძაღლს სჯობს მიმართოთ პროფესიონალს.

საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სჯობს ძაღლი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jul 2 2013, 15:26
პოსტი #1837


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაგრინსკი, კარგი და სასარგებლო სტატიაა, თუმცა მე მგონი ჯობია ჩვენც და ძაღლებიც მოვერიდოთ ასეთ ადგილებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 2 2013, 16:26
პოსტი #1838


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მე რომ ასპროცენტიანი მოვარიდებ ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომაც არ ვნადირობ კახეთში, ჩემი მამულები კი იცი ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jul 2 2013, 16:51
პოსტი #1839


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიცი და სუუუუუ წიე. მარა რაღა სუუუ, ქე ნახა ნახევარმა დუნიამ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 2 2013, 17:05
პოსტი #1840


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



რატო ჩუ მი ტოჟე ლუდი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 3 2013, 10:07
პოსტი #1841


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



gagrinski
ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდი და გადაგვითარგმნე ეს სტატია, საინტერესოა, მაგრამ რაღაცეებში ვერ დავეთანხმები, ყოველ შემთხვევაში ადამიანებზე ეგრეა და ძაღლთან მიმართებაში თუ სხვანაირად ვიქცევით ბოდიშს ვიხდი. ანუ ვერ დავეთანხმები ამაში:

ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად

შხამი მარტო სისხლში არ არის, შხამი ხვდება კუნთოვან ქსოვილში და სისხლის გამოდევნა შედეგს ვერ მოგვცემს

ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა

კატეგორიულად აკრძალულია ამ ქმედების განხორციელება (თუ რატომ ამას სამედიცინო ენით ვერ დაგისაბუთებ, პროფესიონალმა ექიმმა ჩამოთვალა აკრძალვები და იმის სიტყვებს ვიმეორებ)

ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო

უსაფრთხო კიარა საერთოდ აკრძალულია მასეთი რამ

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რაც მე მაღლა დავწერე არის ადამიანებზე, თუმცა ცოცხალი ორგანიზმია ძაღლიც და არამგონია განსხვავდებოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა

დანარჩენში ალბათ უფრო ვეთანხმები, განსაკუთრებით ამაში

ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება

რადგან ქართველმა მეცნიერმა ქვეწარმავლების შესახებ განაცხადა, რომ ვციტირებ:
საქართველოში არ არსებობს გველი რომლის შხამი ადამიანისათვის არის მომაკვდინებელი, ადამიანი იღუპება ალერგიით! იგივე ხდება ფუტკრის და სხვა შხამიანი მწერის ნაკბენის დროს

თუ დაინტერესდებით ვეცდები მოვიძიო ეგ გადაცემა თუ იქნება ინტერნეტში და დავდო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 3 2013, 10:12
პოსტი #1842


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუთხა

რავა არ დავვინტერესდებით. მოდის სეზონი და საფრთხე მატულობს. ასე, რომ არ გვაწყენს "ზედმეტი" ინფორმაცია ამის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 3 2013, 10:19
პოსტი #1843


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



Fishman
ვეცდები მოვიძიო, საზოგადოებრივ არხზე იყო, ვაკაჭის რომ მიყავს, 2 ან 3 კვირის წინ, თუ იქნება სადმე ჩანაწერი დავდებ აუცილებლად

ხო მართლა, ვეტერინარმაც იბაზრა

მინდვრებში ახლა არის ბალახი რომელიც ძაღლს შეიძლება შეერჭოს ფეხში და შემდეგ ის ბალახი მოძრაობს ზემოთო და სასურველი იქნება თუ ნადირობის ან გასეირნების შემდეგ თუ შევატყეთ რომ ძაღლი ცუდად დგავს ფეხს კარგად დავუთვალიეროთ ფეხის გულები და თითებს შორისაც, რომ ეს ბალახი არ ჰქონდეს შერჭობილი და სანამ გართულდება მანამდე ამოვაცალოთო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 3 2013, 11:03
პოსტი #1844


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ესეც ის გადაცემა

http://1tv.ge/video/18561
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 3 2013, 11:14
პოსტი #1845


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ის ექიმი ვინც ეს სტატია დაწერა არის ვეტარინარულ მეცნიერებათა დოქტორი, ციტატები რომ გაქვს ამორებული იქ თუ კიდევ ერთხელ წაიკიტხავ დასერვაზეც და ჟგუტის შემოჭერაზეც არ ამობობს რომ გააკეთეთო პირიქით გაფრთხილებს და გიხსნის როგორ უნდა გააკეთო.
ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები.

ციტატა(dato gagrinski @ 2nd July 2013 - 12:11) *
ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან.


მე ვთარგმნე პროფესიონალის სტატია, დილეტანტებისას არც ვკითხულობ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

181 გვერდი V  « < 121 122 123 124 125 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 19:26