ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო
ჩელე
პოსტი Aug 6 2013, 09:46
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.

მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა newsmile05.gif ჩუდა მთელი 1 წუთი მოკუნტული იდგა ისეთი სპაზმი დაემართა newsmile05.gif ამასობაში თაზო და გენერალიც გვესტუმრნენ.

მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე.

5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში.

მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე newsmile05.gif მადლობა ბიჭებო.

რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი newsmile05.gif ვთევზაობდი ძირითადად მიწის ჭიაზე. ბოლოს რომ გამითავდა მიწის, გადავედი ნაკელზე. შიგადაშიგ სიმინდი, მაგრამ სიმინდზე ბოლოს დაჯდა ოღონდ ,,დონკაზე,,

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში.

დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას.

აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
kokaluka
პოსტი Aug 6 2013, 13:22
პოსტი #31


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



სად არის ნადარბაზევის ტბა და ეხლა თუ მოდის თევზი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 6 2013, 13:28
პოსტი #32


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭაღარა
მე და დავითუსამ ვნახეთ


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Aug 6 2013, 14:39
პოსტი #33


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჭაღარა @ Aug 6 2013, 13:55) *
Doc
ეგ რომელია არავის რომ არ დაუნახავს? D.gif





აბა კითხე ალთაზარს და დავითას თუ არ დაუნახავთ?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Aug 6 2013, 15:01
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ashh.gif ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 6 2013, 15:15
პოსტი #35


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



kokaluka
ციტატა(kokaluka @ 6th August 2013 - 14:22) *
სად არის ნადარბაზევის ტბა და ეხლა თუ მოდის თევზი?


პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ....

Doc

შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Aug 6 2013, 16:56
პოსტი #36


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაუმარჯოს ბიჭებს, როგორ ხართ ?? მოკლედ მშვენიერი დრო გავატარეთ ჩემი აზრით, მე ძალიან ნასიამოვნები ვარ, კარგი ხალხი გავიცანი, ვისაც ვიცნობდი უკეთესად გავიცანი და რაც შეეხება თევზაობას მე მაინც ვიტყვი რო შედგა მოუხედავად გრიგალისა... მოკლედ მშვენიერი იყო და სანამ სეზინია შეიძლება კიდევ მასეთი ლამაზი დღეების მკოწყობა....

მადლობა ყველას......

ჭაჭა იყო სუპერ.. : )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Aug 6 2013, 17:13
პოსტი #37


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჩელე @ Aug 6 2013, 16:15) *
kokaluka


პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ....

Doc

შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? D.gif D.gif D.gif D.gif




ხოდა შენგან წამოსული რომ მოვიდა ჩემთან ქე გამოვიყვანე ნაპირზე მარა ალთაზარს რომ შეხედა ესე მითხრა "ჩემდათავად აქ დამრჩენის"ო ისკუპა ნაპირიდან და ქე წამოვიდა შენთან newsmile019.gif (ჩემი ბრალი იყო, ხელის ბადე არ მქონდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Aug 6 2013, 19:12
პოსტი #38


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი




загрузить картинку

ესეც ჩემი ამურჩიკი, დიდი არ იყო ასე 800-900 გრამი


image uploader



ძაან მარტივად ამოვიყვანე ხელის ბადის გარეშე newsmile05.gif


хостинг изображений png

ესეც საზანი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Aug 6 2013, 20:59
პოსტი #39


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნადარბაზევის შტორმის ამსახველი ვიდეო




პანორამული ხედი





სურათები უკომენტაროდ









































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Aug 8 2013, 11:23
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



პირველ რიგში რესპექტები ჩელეს, წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისათვის და რეპორტისათვის. მალადეცები შენ!!! small3d018.gif არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა, მიუხედავად საშინელი ამინდისა. მემგონი მანდ რაღაც ანომალიური ზონაა, სულ ასეთი ქარი და ამინდი როგორ უნდა დაგვხვდეს, მაგის დედაც... მიუხედავად იმისა, რომ მე და გენერალა ცოოტათი გვიან მივედით, მაინც ნასიამოვნები დავრჩი ამ კარგ ხალხთან შეხვედრით, საიდანაც ბევრს ვიცნობდი და ბევრიც გაიცანი. მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი და წესიერი ხალხი ყავს ამ ფორუმს და კლუბს. თევზაობიან სუფრიანად ყველაფერი იყო მშვენიალური, ღვინო დიდებული და არაყი თერმობირთვული... haied.gif თებზი ყველამ დაიჭირა და კიდევ მეტის დაჭერაც შეიძლებოდა ამინდს რომ ხელი შეეწყო, მაგრამ ამ გასვლის მთავარი მიზანი მაინცადამაინც ბევრი თევზის დაჭერა არ ყოფილა. ამიტომაც მე და თემომ ღვინისძიება ჩავატარეთ მანქანას მოფარებულებმა და მშვენივრადაც გავართვით თავი, ია ტაკ დუმაიუ! d778bc34f693c93907196ff195628213.gif ჩელემ მაგარი წერტილი დასვა დუპლის გამოყვანით. (ისე, ჩელეს რომ ამდენი ტურნირზე დაეჭირა, საპრიზო გარანტირებული გვქონდა უეჭველი newsmile035.gif partyFishing.gif) ხოოდა, ასე ნასიამოვნები და ცოტათი დაღლილები წამოვედით სახლში. კი ვიძახე, მარტო ვარ და ჩემთან გავაგრძელოთ მეთქი, მაგრამ დაღლილი იყო ხალხი და... არაუშავს, ყველაფერი წინაა. P.S მემგონი 24 საათი მეძინა, მეორე დღის საღამომდე bliadzl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 8 2013, 11:37
პოსტი #41


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თაზო
ციტატა
მარტო ვარ და ჩემთან გავაგრძელოთ მეთქი


ეგა როდის თქვი ? xexe.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Aug 8 2013, 12:05
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AJLTA3AP @ 8th August 2013 - 12:37) *
ეგა როდის თქვი ?
18სთ 47წთ ზე... boom.gif ეტყობა ქარის გამო ვერ გაიგე, თორემ წამოხვიდოდი ხო? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 8 2013, 12:41
პოსტი #43


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ეს იდეა მომეწონა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 8 2013, 12:45
პოსტი #44


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თაზო
D.gif D.gif დრო როგორ დაგიმახსოვრებია xexe.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Aug 8 2013, 13:06
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჭალიმგელა
იდეა გენიალური იყო დაგეთანხმები D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2026 - 10:30