ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ახალი იარაღი |
![]()
პოსტი
#76
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება (2.07.2010. N3285) 1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა. 2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს: ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე; ბ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა); გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე; გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე; (24.04.2012. N6058) დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან. 31. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი თავისუფლდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან. (8.11.2011. N5201) 4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები (24.04.2012. N6058) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს: ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის: ა.ა) სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ა.ბ) დამზადებისა და გადაკეთების წესს; ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში; გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას; დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ; ე) ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესს; ვ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესს; ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია. მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება 1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე. 3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; (3.11.2009 N 1971 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის: დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია); დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ; ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; (24.04.2012. N6058) ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. იმედია იპოვით რასაც ეძებთ მე 14 მუხლის მე 4 და მე 5 თე ქვეპუნქტები |
|
|
![]()
პოსტი
#77
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მასეთი 2 აზროვანი ტექსტები ჩვენს კანონმდებლობაში ბევრია, უნდა ვივარაუდოთ რომ აკრძალოვა ეხება დაურეგისტრირებელ და ლიცენზიის გარეშე გაკეთებულ იარაღს. ამის ვარაუდის შესაძლებლობას მაძლევს თვითონ კანონი, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს იარაღის დაზადებას კერძო ფიზიკური პირის მიერ, ლიცენზიის შემთხვევაში შეიძლება მეშლება კიდეც და კარგად არ ვიცნობ კანოონმდებლობას, მაგრამ აღნიშნული ლიცენზიით დამზადებული იარაღის გასხვისებაც შეუძლია, დამზადება და გასხვისება თავისთავად გულისხმობს მის გამოყენებას, ხოდა ნადირობასა და გამოყენებას შორის სხვაობა რა არის უსაფრთხოების თვალსაზრისით? ამიტომაც გაუჭირდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თუ საერთოდ მიიღო საქმე წარმოებაში. (ისე ზოგადად ვამბობ და არა კონკრეტულად ამ ადამიანზე ღმერთმა დაიფაროს, ყოველგვარი სასამართლოსაგან)
მასე თელაველ კაკოს იარაღებითაც ვერ უნდა ვინადიროთ. |
|
|
![]()
პოსტი
#78
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
რაზე უნდა ინადირო თელაველი კაკოს იარაღებით???? მწყერზე იხვზე თუ ქედანზე??? თუ ნადირზე აპირებ მაშინ რათქმაუნდა კანონთან კომფლიქტში ხარ და შესაბამისად ვერ ინადირებ კანონი კრძალავს
და ეგეც რო არ იყოს თელაველი კაკოს ( ჩარხსეინას) ყველა თოფი ბალისტიკა გავლილია წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიფორმებს მყიდველი და შესაბამისად შემოწმებაც გავლილიაქ? და ბოლო-ბოლო რას მებრძვით კაცო კანონი გინდოდა მოგიძებნე დაგიდე რავქნა მეტი ა? ჯერ წესია წესი მერე საქმეა საქმეო არ გაგიგია უწესობამ და თავქარიანობამ სადამდე მიგვიყვანა ვერ ამჩნევთ? ნახევარი საქართველოღა დავჩით და ისიც რა დღეშივართ ეგრე არშეიძლება ცოტა დაფიქრება და ტვინის განძრევაა საჭირო ვისაც რა და როგორ მოეპრიანება ისე რო ვქნათ დავითღუპებით მთლად ისე არც ბევრი გვიკლია |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
HUNTER FREDY
ბოდიშით ოფფიზა და აბიტურიენტებს აიყვან ? ![]() კანონებს მამა ნამდვილად არ ვარ მაგრამ აქ რომელიღაც პოსტში წავიკითხე რომ საქართველოში თითქოსდა არ არსებობს ესეთი კომისია ![]() ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ 1) არავინ არ გასცემს ასე ნაპრავო ნა ლევო იარაღის შეკეთების ასევე შექმნის ლიცენზია თუ არ არსებობს კომისია 2) ვთქვათ და ლიცენზიანტი გადაწვეტს იარაღის გაკეთებას წარმოებაში , რის საფუძველზე აპირებს იარაღების წარმოებას თუ მას არ გააჩნია ის დოკუმენტი რომ მისი პირველი ექსპერიმენტალური თოფი რომელიც მან შექმნა წარმატებით გაიარა ყველა პროცედურა დაიტესტა და ასე შემდეგ .. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ლიცენზია არ ნიშნავს ყველაფერს ![]() ანუ ცოტა თემას გადავუხვევ იმედია მომიტევებთ აგერ სულ რაღაც 6 თვის წინ ვაპირებდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში "კასტინგის" გასვლას "ვაკანსიები" იყო გამოცხადებული და რათქმაუნდა კანონები მქონდა სასწავლი: კაკ ნე კრუტი ერთი და იგივეა სელექციონერის მიერ გამოყვანილი , ხილის , ცხოველი ანდა მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანისას , მან ეს ყველაფერი უნდა წარადგინოს სოფლის მეურნეობის მიერ შექმნილ კომისიაში (ე.ი რაღაც კომისია არსებობს) რომელიც დაკვირვებებბს განახორციელებს რაღაც პერიოდით . თუ ჯიშმა/მცენარემ/ხილმა -ცდამ აჩვენა რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სელექციონერს ეძლევა ნებართვა აწარმოოს ესა თუ ის ჯიში . სელექციონერს არ აქვს უფლება კომისიის გარეშე გასცეს თავისი ქმნილება სხვა პირზე სელექციონერს არ აქვს უფლება კომისიის დამტკიცების(ნებართვის) გარეშე გამოყვანილი ჯიში (ცხოველი) შეაჯვაროს სხვა ცხოველზე რათა დახვეწოს ან კიდევ უფრო გამოიყვანოს ახალი ჯიშის ცხოველი , იგივეა ხილზე , იგივეა მცენარეზე . ანუ საქმე რაშია თუ სოფ.მეურ.სამ. გასცემს ლიცენზიას სელექციონერისთვის ის ვალდებულია დაემორჩილოს კომისიას. და არამგონია ეხლა იარაღების საქმეში კომისია არ არსებობდეს ![]() ესაა ჩქიმი უბეჟდენიე .... რაც შეეხება კანონებს ყველაფერს გოოგლით ვერ ნახავ ![]() + ერთი კითხვა მაქვს როგორ აიღეთ ლიცენზია? ![]() ![]() ესლი აშიბაიუს სკაჟიტე ტოვარიშჩი -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#80
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მომკალი და მე სხვა რამეს ვამბობ და ეს პატიოსანი კაცი კიდევ სხვა რამეს
![]() ეგ არის მაშნ როცა ამ იარაღის რეგისტრაციას აპირებ შემდგომი საკუთარი მოხმარებისთვის ან გასაყიდად, მაგრამ იარაღის გამოცდა სანამ მისი ტექნიკური მახასიათებლები დადგინდება ანუ იქნება სკდება ეს დედაარღნილი ლულა, პირდაპირ მომსახურების სააგენტოშ უნდა გაიქცე რამდენ საცდელ ნიმუშსაც გააკეთებ? |
|
|
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
Geoჟორჟიკა
კი იქ უნდა შემოწმდეს სადაც კანონშია მითითებული და იმ პირობებში რომელსაც კანონი კარნახობს ანუ სპეციალურ დახურულ კამერაში სადაც მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების წესები ( სუიციდით დაავადებული ,, თვითმკვლელი,, თუ მოხერხდა მისი გადარჩენა ოფიციალურად ჯარიმდება.) გაავლე პარალელი. იგივე სიტუაციაა მანქანების თემაშიც ანუ თუ ვინმე საკუთარი კონსტრუქციის მანქანას აკეთებს ტექ შემოწმებას გადის მომსახურების სააგენტოს ,, ექსპერტებთან,, და შესაბამისი კომისიის გავლისა და დადებითი შეფასების შემთხვევაში ეძლევა უფლემა ამ სატრანსპორტო საშუალებით ისარგებლოს თუ კომისიის პასუხი იქნება უარყოფითი მაშინ კანონი კძალავს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. კანონიც დაგიდე ანუ ამ შემოწმების წესს ადგენს მინისტრიო და მეორეც შემოწმებული და ვარგისი, უსაფრთხოება გავლილი ნიმუში თუ ეგზემპლარი შესაბამის კომისიას გადის ჩვენი კანონმდებლობით მომსახურეობის სააგენტოში და ეს ასეა მეტს მე აღარაფერს დავწერ გაიგებთ თქვენთვისაა კარგი თუ არა და რო წაიმტვრევთ ცხ**ის ადრე თუ გვიან მერე დარწმუნდებით ებრაელები იწყევლებიან ესე ,,შენ არ იცოდე სხვისი არ გჯეროდესო,, ამდენი არგუმენტების შემდეგ ეგეთი ჯიუტობა პირველად მესმის. |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
HUNTER FREDY
მეგობარო , ნუ გაცხარდებით. გადავიკითხე თქვენი პოსტი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე სად შეიძლება ინახოს ის "წესი", რომელზედაც კანონი ლაპარაკობს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ასეთი წესი არ არსებობს. ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები იმ წესით , რომელიც არ არსებობს. სხვა სიტყვებით, სანამ არ არსებობს "წესი" მისი დარღვევაც არ შეიძლება არსებობდეს. ასევე, სახელმწიფოს მიერ არ მიღებული კანონ ქვემდებარე აქტი არ შეიძლება იყოს მიზეზი ვინმეს ქმედების შეზღუდვისა. სწორედ ამ მოტივით იქნა მოგებული საქმე ჩემს მიერ უზენაეს სასამართლოში, რომელზედაც ვახსენე ზემოთ. ერთი დაბრკოლება, რაც მე მიჩნდება ამ შემთხვევაი დღეს-დღეობით არის ის , რომ მე არ შემიძლია განვასხვისო ეს იარაღი. |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
minchanin
ციტატა 4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ციტატა "წესი"- ასეთი წესი არ არსებობს <-------------- საიდან ასეთი დასკვნა ? ციტატა რაც მე მიჩნდება ამ შემთხვევაი დღეს-დღეობით არის ის , რომ მე არ შემიძლია განვასხვისო ეს იარაღი. როგორც ლიცენზიანტი და როგორც შემქმნელი რათქმაუნდა არა , მაგრამ რამდენადაც ვიცი და შეიძლება ვცდებოდე თუ ასეთი ტიპის იარაღს ფართო მაშტაბურად ანუ საწარმოში დაამზადებთ მაშინ უკვე გაქვთ რეალიზაციის უფლება ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მუხლი მე 14 ტე მე 4 და მე 5 პუნქტიდან გამომდინარე
4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ კიდე გაუგებარია მაშინ რაღაზე ვლაპარაკობთ ვერგავიგე მეტი გასაგებად რაგითხრა წესს ადგენს შინაგან საქმეთა მინისტრიმინისტრი ნუთუ კიდე გაუგებარია?? |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ეგ გავიგეთ 5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სადაა ეგ დამტკიცებული წესი? მაგ ლოგიკით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს კონკრეტული X დაკავებული პირი მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ უკვე შეიწყალა ან შეიწყალებს? თუ ამტკიცებ რომ არსებობს ეგეთი მაშინ დაწერე , სად წერია რომ ჯერ უნდა გაისიჯოს ნახევარი მუხით, მერე მთლიანი, მერე ორმაგით, მერე უნდა გაიზომოს ცვლილებები ლულის გეომეტრიაში და ასე შემდეგ , სად წერია ეგ წესი იქნებ გვითხრა თუ იმას გულისხმობ რომ კონკრეტული იარაღის გამოცდისას შინაგან საქმეთა მინისტრი დაჯდება და ცალ ცალკე წესებს ჩამოგიწერს? და თუ არა , ასეტი პრეცედენტი უკვე მრავალჯერ უნდა მომხდარიყო და შესაბამისად უნდა არსებობდეს სადმე დაწერილი ეგ წესი ეს ასეა მეტს მე აღარაფერს დავწერ გაიგებთ თქვენთვისაა კარგი თუ არა და რო წაიმტვრევთ ცხ**ის ადრე თუ გვიან მერე დარწმუნდებით რაც შეეხება ამ დამრიგებლურ ტონს, მემგონი არ არის საჭირო თორემ დიდაქტიკურ მოტივებზე საუბარი ისეთი ვიცი დაგბურძგლავს |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №576 2011 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. თანდართული სახით დამტკიცდეს „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი მუხლი 1 იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი (შემდგომში – წესი) ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე მათი ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის, იარაღის დადამღვის წესსა და პირობებს. მუხლი 2 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ბ) სააგენტოს თანამშრომელი – კანონმდებლობის თანახმად იარაღის ბალისტიკური შემოწმების, ექსპერიმენტალური გასროლისა და იარაღის დადამღვის განხორციელებაზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი; გ) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; დ) ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; ე) დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია; ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება; ზ) დამზადებული იარაღის მოწმობა – სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის, დამზადებულ იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს; თ) დაინტერესებული პირი – კანონმდებლობით დადგენილი პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა. მუხლი 3 1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება იარაღის (მისი ძირითადი ელემენტების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრების, მასრებისა და ტყვიების ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იარაღის საბაზრო ღირებულება, ხოლო იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით. 3. სააგენტოს მიერ ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება: ა) რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე; ბ) იარაღის შემადგენლობისაგან განცალკევებულად რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტზე; გ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ იარაღებისა, რომლებზეც სავალდებულო არ არის ექსპერიმენტული გასროლის განხორციელება); დ) იარაღის დამამზადებელის მიერ, დამზადებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით, აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ, ყადაღადადებულ იარაღზე; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე; ზ) ლიცენზირებულ პირთან შეკეთებულ იარაღზე, თუ იარაღის შეკეთების შედეგად იცვლება იარაღის ბალისტიკური მონაცემი; თ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას). 4. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი ელემენტების აღნიშვნა ხორციელდება რომაული რიცხვებით (ლულა – I, ჩარჩო – II, ჩამკეტი – III, ლულის კოლოფი – IV დოლურა – V), რომელიც დაიტანება ძირითადი ელემენტის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს თანამშრომელი განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში. 5. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან. 6. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალ რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან (გარდა ექსპერიმენტალური გასროლისა ან/და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და დადამღვისა). 7. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას, იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) დაზიანების ან სხვა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იარაღის შეკეთებაზე ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის გადატანის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა. აღნიშნული გარემოების არსებობისას ბალისტიკური შემოწმება წყდება. 8. იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დგება ელექტრონული ან/და მატერიალური სახის იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი. 9. იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული, სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით აისახება დამზადებული იარაღის მოწმობაში. 10. იარაღის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბალისტიკური შემოწმების შდეგად აქტში ასახული იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) მონაცემები უცვლელად აისახება სარეგისტრაციო მონაცემებად. მუხლი 4 სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს იარაღის ბალისტიკური შემოწმებაზე ან/და შესაბამისი აქტის გაცემაზე, თუ : ა) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი, დაზიანება ან გაუარგისება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია შეცვლილია ტექნიკური მახასიათებელი; ბ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) შემზღუდავი გარემოება; გ) არსებობობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები; დ) იარაღის დადამღვის განხორციელებისათვის, ამ წესით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, დაინტერესებული პირი უარს აცხადებს იარაღის დადამღვაზე; ე) ბალისტიკური შემოწმების შედეგად ვერ დგინდება კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები; ვ) წარმოდგენილი არ იქნა ბალისტიკური შემოწმების ან/და იარაღის დადამღვისათვის კანონით განსაზღვრული საფასური; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5 1. სააგენტოს თანამშრომელი იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას აწარმოებს: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის – პისტოლეტის ან რევოლვერის ( მათ შორის, საფანტის) ბალისტიკური შემოწმებისას; ბ) მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი, იარაღის შემადგენლობიდან განცალკევებულად ლულის რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ლულიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს მის შესაბამის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების გზით. 3. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის განსახორციელებლად, სააგენტოში წარმოადგინოს იარაღის შესაბამისი არანაკლებ სამი ვაზნა. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს იარაღის რეგისტრაცია (ხელახალი რეგისტრაცია). 5. ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებამდე, იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის, აგრეთვე ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს იარაღისა და ვაზნების ვიზუალური დათვალიერება. 6. სააგენტოს თანამშრომელის მიერ იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს სპეციალურ ტყვიამჭერში, ამასთან გამორიცხული უნდა იქნეს გასროლილი ტყვია-მასრების შემთხვევით შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით. 7. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება. 8. სააგენტოს თანამშრომელი, ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ მასრებსა და ტყვიებს, ათავსებს შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ლუქავს. დალუქული კონტეინერი იარაღისა და მისი მფლობელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად 30 დღის ვადაში, ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაეცემა საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. 9. ექსპერიმენტული გასროლა არ განხორციელდება, თუ: ა) კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმოდგენილი იარაღიდან ან მისი ძირითადი ელემენტიდან ექსპერიმენტული გასროლის ვალდებულებას; ბ) დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებაზე; გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტის ან ვაზნის დაზიანების, გაუმართაობის ან კოროზიის გამო შეუძლებელია ექსპერიმენტალური გასროლის წარმოება; დ) იარაღის გაუმართაობის გამო ექსპერიმენტალური გასროლის შედეგად ტყვიებზე ან მასრებზე შეუძლებელია ექსპერიმენტალური კვლევის მიღება; ე) იარაღიდან ექსპერიმენტალური განსროლის განსახორციელებლად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაბამისი რაოდენობის ან ტიპის ვაზნები; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 10. სააგენტოს (თანამშრომელს) არ შიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ექსპერიმენტული გასროლისას იარაღის დაზიანებისათვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მუხლი 6 1. დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) წარმოდგენილ იარაღზე, დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის არ არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, მისი იარაღის ძირითად ელემენტზე დადამღვის გზით. 2. დადამღვა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. მუხლი 7 1. რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, თუ: ა) სანადირო გლუვლულიან იარაღს (თოფს) ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) სანადირო ხრახნილლულიან იარაღს (კარაბინს ან შაშხანს) ჩარჩოზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) სანადირო კომბინირებულ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) პისტოლეტს ან რევოლვერს ჩარჩოზე ან/და ჩამკეტზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ცალკე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ქარხნულად დაკომპლექტებულ იმ მარკა/მოდელის იარაღებზე, რომელთა ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დატანას არ ითვალისწინებს ქარხანა-დამამზადებლი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად ელემენტზე დაუზიანებელი საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის შემთხვევაში, მეორე ძირითად ელემენტზე დამღის სახით დაიტანება იდენტური ნომერი, ხოლო თუ არც ერთ ძირითად ელემენტს არ გააჩნია ან გააჩნია დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომერი, იარაღს (მისი ძირითად ელემენტს) ენიჭება ახალი საინდენტიფიკაციო ნომერი. 4. იარაღზე (მის ძირითად ელემენტზე) ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვისას, ნომრის კომბინაცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 ციფრისაგან. 5. ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შემთხვევაში, ძველი (დაზიანებული) საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაითვლება გაუქმებულად. 6. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას. 7. დამღის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ. Geoჟორჟიკა ციტატა სადაა ეგ დამტკიცებული წესი? აგერააა ბატონო და გადახედე -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ალთაზარ
გაიხარე დიდი მადლობა გადავხედავ ეხლავე |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
რაც მე ეს ვეძებე გაიხარე ალთაზარო კაი კაციხარ შენე იმედია დასრულდება ეს გაუთავებელი გაუგებრობა
|
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
HUNTER FREDY
![]() ![]() ![]() მეც მაგის იმედი მაქვს -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აქ არის ის ბალიტიკური შემოწმება, რომელსაც ნებისმიერი იარაღი გადის რეგისტრაციისას, (გარდა გლუვლულიანი თოფებისა)
სად არის კერძო პირის მიერ დამზადებული იარაღი ნახსენები? (თუ გამომრჩა მომიტევეთ). ვერც კომისია ამოვიკითხე სადმე, რომელიც გეთაქნხმებით რომ უნდა იყოს... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2025 - 12:36 |