ბრაკონიერებთან ბრძოლა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

114 გვერდი V  « < 69 70 71 72 73 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერებთან ბრძოლა
ams
პოსტი Jan 28 2014, 20:18
პოსტი #1051


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



nik@a
რ არის ქართამის აღება ადამიანებს შორის პატივისცემა როა, კაცობა და ძმობა რო ფასობს ?
იმ კაცმა ქართამი კი არ აიGო დაუწერა 100 ლარიანი, და სხვა რამეს ჩაწერდა საბაბს იმაში რომელ;იც 100 ლარიან სასჯელს მოიცავს.
კიდე ვერ ხვდებიტ რაშია საქმე? მთავარია რო ჭკუა ასწავლა. პროსტა ეგ ამბავი სხვანაირად გასკდა და ჭორები გამოიწვია, ვინმემ ნახა იმ საბუთში რა საბაბი ჩაიწერა.
რა არასდროს გაუჩერებიხარ პატრულს , მაგალიტად ღერძულის გადაკვეთის დროს და 100 ლარიანის მაგივრად 20 ლარიანი დაუწერიათ ვიტომ რემენი არ გეკეთა და მაგიტომ გაგაჩერეს, მტავარია იმ ადამიანს მიუთითა რო მეორედ არარ მიქაროვო, შანსი მისცა რა.
ამასთან დაკავშირებიტ ყველას სხვა აზრი ექნება და ნუ დავიწყებთ მაგაზე დავას შორს წაგვიყვანს, ანალოგიურ სიტუაციაში წარმოიდგინეთ ტავი და ისე გააკეთეთ კომენტარი. გინდა ჭორი იყოს და გინდა მართალი მე ჩმეი აზრი გამოვხატე მივესალმები ეგეთ მიდგომას

მე მომიტევეთ ოფისთვის ამ თემასტან დაკავშირებიტ აღარაფერს დავწერ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Jan 28 2014, 20:18
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jan 28 2014, 20:32
პოსტი #1052


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან ცუდი ფაქტია. ჯანმრთელობის გამო სახლში ყოფნა მიწევს და შემთხვევით წავაწყდი ახოტაზე ერთ-ერთ სერიას. გაოგნებული უცხოელები, უყურებენ თვალწარმტაც მდინარეებს, რომელიც კალმახით უნდა იყოს სავსე, მაგრამ სამწუხაროდ ცარიერილია. მე პირადად რაჭველი ვარ და იქაური ბუნების მოტრფიალე ვარ. ხალხის შეგნება პრიმიტიულია, კალმახი მხოლოდ კაკლის ნოშოში შემწვარი აინტერესებთ და როგორ მოიპოვებენ, რამდენს გაანადგურებენ ზედმეტად, თავიანთი კუჭის სამყოფის გარდა, სულ არ აინტერესებთ.
წინათ, სტუმრის პატივსაცემად კაცი გავიდოდა და 2 საათში ანკესით დაიჭერდა სამყოფ კალმახს, ახლა კი, ბავშვს რომ 2 ცალი დაუჭირო და გემო გაასინჯო, შეიძლება მთელი დღე დაგჭირდეს, ისიც შეიძლება ვერ დაიჭირო. ჩემს ხეობაში კატასტროფული მდგომარეობაა. დენის აპარატმა საერთოდ გაანადგურა იქაურობა. ბოლო ორი წელია, სოფლის მოსახლეობა (დაჩნიკები, აბა ადგილობრივები მხოლოდ 70 წელს გადაცილებული ბებოები არიან), სანამ იქ არიან უცხო მანქანებს შეუმოწმებლად არ ატარებენ და ცოტა შეშინდნენ ტრაკონიერები. თუმცა, ონის ბაზარში ამ ზაფხულს მაინც იყიდებოდა ხერხემალში გაღუნული მდ.საკაურის კალმახი 45-60 ლარად, რომელიც მართლაც უნიკალურია და ეს ტრაკონიერი მაინც არაკაცულად ცდილობს მომატყუოს, ანკესით დაჭერილიაო (თუმცა, ესეც არ შეიძლება ამჟამად).


პ.ს. ჩემი აზრია, რომ ყველა ბრაკონიერი უნდა ჩააწვინო საწამლავიან წყალში, თვალები დაუწვა და შემდეგ ჩაუყო დენის აპარატი, ნელი სიკვდილით რომ ჩაძაღლდნენ. დინამიტით ადეთქება მაგათთვის ბაირამობა იქნება.

მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 28 2014, 23:46
პოსტი #1053


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dilar @ 28th January 2014 - 22:18) *
იმ კაცმა ქართამი კი არ აიGო დაუწერა 100 ლარიანი, და სხვა რამეს ჩაწერდა საბაბს იმაში რომელ;იც 100 ლარიან სასჯელს მოიცავს.

თუ ეგრეა მაშინ რას ვერჩით. უბრალოდ ნამდვილად არ მინდა კორუფცია დაბრუნდეს ქვეყანაში. არ მიყვარს იქ ცხოვრება..სადაც კანონი ფულზე იყიდება. კაცობა და პატიება სხვა თემაა. მთავარია მაგ პატიების ხარჯზე..ვიღაცამ ჯიბე არ გაისქელოს..თორემ უცბათ გაიჩითებიან ყველგან "ჯიგრიანი მპატიებლები".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 28 2014, 23:50
პოსტი #1054


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



jaba_gugesha
ციტატა(jaba_gugesha @ 28th January 2014 - 22:32) *
ონის ბაზარში ამ ზაფხულს მაინც იყიდებოდა ხერხემალში გაღუნული მდ.საკაურის კალმახი 45-60 ლარად,

და იქაური ორგანოები..ვისაც მაგისი კონტროლი ევალება მაგ დახლს ნივიჟუს უკეთებდა ალბათ. მოკლედ.. ჩვენ ტურაზე გვიპირებენ ჯარიმის დასწერას და ბრაკები ბაზარში ყიდიან დენდარტყმულ კალმახებს და ყველას ძინავს. აი საღოლ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 29 2014, 08:32
პოსტი #1055


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jan 29 2014, 00:46) *
თუ ეგრეა მაშინ რას ვერჩით. უბრალოდ ნამდვილად არ მინდა კორუფცია დაბრუნდეს ქვეყანაში. არ მიყვარს იქ ცხოვრება..სადაც კანონი ფულზე იყიდება. კაცობა და პატიება სხვა თემაა. მთავარია მაგ პატიების ხარჯზე..ვიღაცამ ჯიბე არ გაისქელოს..თორემ უცბათ გაიჩითებიან ყველგან "ჯიგრიანი მპატიებლები".

ლეონ ბლექ ზუსტად მასე იყო.
რაც დავწერე იმოტომ არ დამიწერია რომ ზოგს მოეწონოს ზოგს არა. ამით მინდოდა ხმა მიმეწვდინა მათთვის ვისაც ეხება ამის დარეგულირება და კონტროლი (იმედია საზოგადოების აზრი აინტერესებთ და ფორუმებსაც თვალს ავლებენ). რაც შეეხება ჩემგან რეაქციებს და კონკრეტულ რეაგირებას მე დონკიხოტად და სპრუტად არ ვთვლი თავს . ამას სისტემამ უნდა ებრძოლოს , რა თქმა უნდა თუ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა (უნარი).
ჭორს რაც შეეხება , რუსებს აქვთ ანდაზა: ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 29 2014, 09:29
პოსტი #1056


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 29th January 2014 - 10:32) *
ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

გეთანხმები. სამწუხაროდ ეგრეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jan 29 2014, 10:43
პოსტი #1057


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
27-01-2014
"მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ"

ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული.

ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი.
თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ.

პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო...

სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც.
ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი.

სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ, სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით.
კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, - ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით, რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი.

სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო.
სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?!

განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!).

რა ანადგურებს თევზს

დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება
ეკა ლომიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 29 2014, 11:17
პოსტი #1058


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



შარშან იმდენჯერ შევესწარი ალაზანზე დენით თევზაობის ფაქტრ რომ ბოლოს საერთოდ თევზაობაზე ხელი ავიღე. თევზაობდნენ , დღისით მზისით. ნავიდან და სანაპიროზე ფეხით ზურგზე მოკიდებული აპარატებით. არა და ნადირობის სეზონი რომ მორჩება ანკესით თევზაობა საუკეთესო საშუალებაა ბუნების მოყვარული ადამიანისთვის იმ ჟინის მოსაკლავად რაც ჩვენ სისხლში და ყოველ უჯრედშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 29 2014, 11:59
პოსტი #1059


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
ნამდვილად მძიმე წასაკითხია. რა ჯანდაბა უნდა მოუხერხდხდეს ამ მავნებლებს და გარემოს დამბინძურებლებს კაცმა არ იცის. მკაცრ კონტროლთან ერთად.. სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოებია ჩასატარებელი. ზოგი რომ მიხვდეს რას აფუჭებს და შეეშვას მავნებლობას..ზოგიც დაისაჯოს(ვინც ვერ მიხვდება) შეიძლება ცოტა გაუმჯობესდეს სიტუაცია. მაგ ხალხს ვინმე თუ არ მიაწვა ძალით..ცხოვრებაში არ შეეშვებიან მაგ იდიოტიზმს. მაგათ საქართველო ვიღაცის გონიათ და სულ არ ანაღვლებთ იმ "ვიღაცას" რამეს თუ გამორჩებიან. ჩემი აზრით..სერიოზულად უნდათ მაგათ თავში ჩარტყმა. სამწუხაროდ სხვანაირად არ ესმით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jan 29 2014, 12:02
პოსტი #1060


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Leon-black

samwuxarod, martali xar.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Jan 29 2014, 12:05
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 29 2014, 12:05
პოსტი #1061


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 29th January 2014 - 13:17) *
შარშან იმდენჯერ შევესწარი ალაზანზე დენით თევზაობის ფაქტრ რომ ბოლოს საერთოდ თევზაობაზე ხელი ავიღე.

მანდ ერთადერთი გამოსავალია ვიდეოს გადაღება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. რაც შეიძლება მკაფიოდ ჩანდეს რას აკეთებენ და რაც მთავარია სახეები ირჩეოდეს. მაგის პარალელურად..გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა.
თუნდაც ე კლუბი.. მთელი საქართველოს მასშტაბით ვართ წარმოდგენილი.(ანუ ყველგან არიან ჩვენი წევრები და აქტიური ფორუმელები) შეგვიძლია ეგეტი ფაქტები ყველა რეგიონში დავაფიქსიროთ. ხოდა კარგს ვიზავთ თუ ეგეთ ფაქტებს დავყრით თუნდაც აქ. მერე იციან ჩვენებმა სადაც წაიღონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 18 2014, 11:35
პოსტი #1062


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F...amp;h=FAQE0kmqS
რა ქვია ახლა ამას სახელად? მე მერიდება, თან ცენზუროვანი ვერაფერი მოვიფიქრე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 18 2014, 12:14
პოსტი #1063


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(shadimani @ 18th February 2014 - 12:35) *
რა ქვია ახლა ამას სახელად?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Feb 18 2014, 12:16
პოსტი #1064


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



შადი შამოდი
ჩემთან არ იხსნება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Feb 18 2014, 12:48
პოსტი #1065


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




აუტო ჰუნთინგი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

114 გვერდი V  « < 69 70 71 72 73 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 23:14