ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 09:37
პოსტი #136


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(უიარაღო @ Jul 10 2015, 09:56) *
კლუბს რომ მოსთხოვოთ მისი წევრის დასჯა და მათაც არ მოახდინონ რეაგირება (ისევე როგორც გ.დ ი -მ) მაშინ რა მექანიზმები გაქვთ?


არც ეს მოხდება! რადგან მე, როგორც კლუბის ადმინისტრაციის წევრს, რომ მომთხოვენ რეაგირებას, ჩემი კლუბის წევრის "კაიკაცობაზე" და როცა მე შესაბამი რეაქცია მექნება, ისევე ვეღარ დახუჭავს თვალს სხვა კლუბის ადმინისტრაცია!
ეგეც, რომ არა, თითქმის ყველა კლუბის ადმინისტრაციის წევრებს ვიცნობ და ამ ჩემს ნაცნობებში არ მეგულება ისეთი კაცი, ვინც ამაზე დახუჭავს თვალს!

ციტატა(assassin29 @ Jul 10 2015, 10:34) *
giohunt-1982
მართლა ამოიღეს კაცო ღალღა? წავიდნენ პროქტოლოგს გაესინჯონ


მესამე სეზონი იქნება წელს რაც აღარ არის სიაში!! newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 09:45
პოსტი #137


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



სოციალიზმი ჰქონდათ მასეთ საფუძვლებზე. აქსიომად ჰქონდათ რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი , პატიოსანი და სამართლიანი, რომ მასში სიხარბე და ბოროტება არ არის. რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ძმაკაცი, დედმამიშვილი ნათესავი თუ უბრალო თანამოქალაქე და ყველას ერთი სტანდარტით უნდა მოვექცეთ.


სავალდებულო რომ იყოს კლუბებში გაწქევრიანება რამდენიმე ათეული ათასი კლუბი შეიქმნება და მათ გამგეობებშიც ათეულათასობით ადამიანი იქნება. თუ ღმერთი დანიშნავს გამგეობის წევრებს (კონკრეტული ადამიანის შინაგანი ბუნება მხოლოდ მისთვისაა ცნობილი) მაშინ ნამდვილად გაამართლებს კლუბური მოწყობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 09:49
პოსტი #138


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ახლა ვინმეს რომ არ ეგონოს რომ მხოლოდ უარყოფაა ჩემი როლი ამ ცხოვრებაში ჩემს მოსაზრებასაც დავწერ.
მკაცრი ხელი და აღმზრდელობით-იდეოლოგიური მუშაობა. ეს უშველის მხოლოდ საქმეს. მკაცრი ხელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სხვა შემთხვევაში უეფექტო ან დანაშაულებრივი იქნება სადამსჯელო ღონისძიებების არასახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელება. იდეოლოგიური და აღმზრდელობითი მუშაობაში ვხედავ კლუბების როლს. აქ ნამდვილად ეფექტური იქნება ასეთი გაერთიანებების როლი. ამასთანავე ადამიანის თავისუფლების პრინციპიც არ უნდა დაირღვეს და თავისუფალი არჩენავის უფლება არ უნდა წაერთვას ადამიანს რომელ კლუბში შევა ან საერთოდ შევა თუ არა სადმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 10:11
პოსტი #139


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(giohunt-1982 @ Jul 10 2015, 10:28) *
თქვენ თუ ნადირობთ კურდღელზე? ან ტურაზე ან მელაზე?? და რა ბრაკონიერი ხართ???
იმდენად იდიოტური კანონმდებლობა გვაქვს,რომ ყველანი "ბრაკონიერები" გამოვდივართ თუ ტურას ვესროლეთ! არადა ვინც ტურაზე დაიშურებს ტყვიას ის ნუ მეტყვის მონადირე ვარო!
მეგობარო, ერთია ფარატინა ფურცელზე დაწერილი, სულელური კანონი და მეორეა მონადირის დაუწერელი კანონი!
ვისაც ნაღდად მონადირე ქვია იმან იცის, რომ გაზაფხულზე არ უნდა ინადიროს, მანოკით მწყერი არ უნდა ჟუჟოს და ფარით ქათამი! მაკე კურდღელი რომ არ უნდა მოკლას და თანაც მანქანიდან, ფარის მინათებით!
დენით და "პუტანკით" თევზი რომ არ უნდა გააწყოს წყალში!
როცა ვამბობ ბრაკონიერს, ვგულისხმობ ამის ჩამდენ არაკაცს და არა იმას ვინც მდევრების ნადევნ კურდღელს მოინადირებს ან ტურა-მელას!
60-იანი წლების მერე რომ აიკრძალა კურდღელზე და კაკაბზე ნადირობა, მასე მერე არც არავინ დაინტერესებულა მათი პუპულაციის ბედით! და რა? რადგან მთავრობას სულ ცალფეხზე ჰკიდია, მონადირეთა თაობები ისე უნდა გადავიდნენ,რომ კურდღელზე ვერ ინადირონ???
არც ღალღა აღარ შედის სანადირო ფრინველთა სიაში! რადგან ვიღაცა ტუტუცმა გაურკვეველი მიზეზით ამოიღო ჩამონათავლიდან! და ღალღას რომ მოვინადირებ მე ბრაკონიერი ვარ? ისემც მაგ კანონის შემომღების კუბო დავდგი!! newsmile05.gif

მაშ რა ვქნათ , კანონი ფეხებზე დავიკიდოთ და სინდისი გავიხადოთ კანონად ?(მე ისედაც ასე ვცხოვრობ)
არ დაგავიწყდეთ რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენნაირი სინდისი და მსოფლმხედველობაა. ხოდა ჩემთვის თუ წელიწადში ერთი-ორი კაკბის მოკვლა არ გამოიწვევს შინაგან კომფლიქტს სინდისთან ვიღაცისთვის ირემის მოკლაც შეიძლება შინაგანად დასაშვები იყოს. კაცობრიობამ მასეთი სამართალი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩააბარა. ჯერ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა, შემდეგ მათ სასიკეთოთ შეცვლაზე ვიფიქროთ.
ადამიანების პირადი შედელუბებები ყოველთვის განსხვავებულია. კლუბებშიც ზუსტად მასე მოხდება. გამგეობა პირადი შეხედულებით რა თქმა უნდა დაუშვებს კანონის სხვადასხვა ხარისხით გადაცდომას. ვიღაცას მიაჩნია მტაცებლები უნდა გამოიხშიროს, ვიღავას არა. ვიღაცას მიაჩნია კურდღელზე ნადირობა მდევრით დიდი ბოროტება არაა (ვემხრობი ამ აზრს). ვიღაცა ფარით ნადირობასაც ემხრობა. ეს ყველაფერი გამოიწვევს ქაოსს და ისედაც დაულაგებელი სიტუაციის უარესად არევას. ველოსიპედი კი არ უნდა გამოვიგონოთ, სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 10:49
პოსტი #140


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(უიარაღო @ Jul 10 2015, 11:11) *
სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა.


სახელმწიფოს კიდეც ევალება და ჩვენც ვთხოვთ გარემოს დაცვას, მაგრამ ვერ ახერხებს სახელმწიფო ამას სათანადოდ, იმიტომაც ვიღებთ ყოველწლიურად უარს და უარეს სიტუაციას! ამიტომაც სთხოვეს მონადირეებს იქნებ თქვენ შემოგვთავაზოთ რაიმეო.
ძამა, კაძახი(მთავრობა) ჩივა ვერ ვშობი მე მარტუაი და მიპოჭიკე შენც პატარაო! newsmile05.gif
ამ თემის სათაურში კი არადა პირველ პოსტში იყო ასეთი მესიჯი: მოვიფიქროთ რამე იდეა და შევთავაზოთ მთავრობასო ხო?!
ხოდა აგერ უკვე 10-ე გვერდია არაფერი მსგავსი არ დაწერილა, გარდა ზოგადი გულისტკივილისა დღევანდელ რეალობაზე!
ლეონ-ბლექის იდეის გარდა! მხოლოდ ერთი იდეა იყო, რომელიც მარტო მე მომეწონა? newsmile05.gif


ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:11) *
მაშ რა ვქნათ , კანონი ფეხებზე დავიკიდოთ და სინდისი გავიხადოთ კანონად ?

სულელური კანონის პირობებში სინდისი უკეთესია! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 10:50
პოსტი #141


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ხოდა ამისთვის არსებობს არჩევნები. და არ დაგვავიწყდეს ის ბრძნული გამონათქვამიც რომ "ყველა ხალხს ის მთავრობა ჰყავს რასაც იმსახურებს"

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 10:52
პოსტი #142


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 12:11) *
სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა.

სახემწიფოს..დიდიხანია ვთხოვთ მაგას. მაგრამ რაღაც ვერ ხერხდება. რატომ?..
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 12:11) *
რამდენი ადამიანიც არის იმდენნაირი სინდისი და მსოფლმხედველობაა. ხოდა ჩემთვის თუ წელიწადში ერთი-ორი კაკბის მოკვლა არ გამოიწვევს შინაგან კომფლიქტს სინდისთან ვიღაცისთვის ირემის მოკლაც შეიძლება შინაგანად დასაშვები იყოს. კაცობრიობამ მასეთი სამართალი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩააბარა. ჯერ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა, შემდეგ მათ სასიკეთოთ შეცვლაზე ვიფიქროთ.

კი.. ყველაფერი კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. არავითარი თვითშემოქმედება. უბრალოდ.. სახემწიფო უნდა ვაიძულოთ მოგვცეს ის..რასაც ისედაც ვიღებთ და სულელურად არის დაბლოკილი. ოფიციალურად მოგვცეს. კანონის თანახმად. მაგის მერე..არაფერიც აღარ აირევა. კლუბები იმოქმედებენ კანონის თანახმად.
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:49) *
მკაცრი ხელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სხვა შემთხვევაში უეფექტო ან დანაშაულებრივი იქნება სადამსჯელო ღონისძიებების არასახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელება.

მაგაში არავინ ეცილება სახემწიფოს. იმკაცრონ თუ შნო ექნებათ. მე ნამდვილად არ მეშინია..არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ.
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:49) *
ამასთანავე ადამიანის თავისუფლების პრინციპიც არ უნდა დაირღვეს და თავისუფალი არჩენავის უფლება არ უნდა წაერთვას ადამიანს რომელ კლუბში შევა ან საერთოდ შევა თუ არა სადმე.

ხოდა მაგიტომ ვამბობთ ჩვენც. რომელ კლუბშიც ენდომება..იქ გაწევრიანდეს. ან თYვითონვე დააფუძნოს. კაპიკების ამბავია. მოიყენოს გვერდით 2-3 ძმაკაცი..დაიმზადოს თავისივე საბუთ... დარეგისტრირდეს მთავარ ბაზაში და ინადირო რამდენიც გაეხარდება. თვითონ იქნება თავისი ტავის უფროსიც და გამგებელიც. მეტი თავისუფლება რაღაა?.. სახელმწოფოს მიერ შექმნილ მონკავშირში რომ შეგვყრიან?.. იქნება და მე ეგ არ ნიმდა..სად გავადვიდე?.. კლუბების კი დიდი არჩევანი იქნება. ბოლობოლო ერთი კლუბიდან თუ მოუწევს ვინმეს წასვლა.. კიდე უამრავი კლუბი იქნება..სადაც გაწევრიანებას შეძლებს. ეს არის დისკრიმინაციული და ერთ ხელში ყველაფერის მოქცევა არა?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 10:52
პოსტი #143


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან საინტერესო დისკუსიაა. უიარაღოს ვეთანხმები 100%. არსებობს კლუბი "ოჩოპინტრე" მას ახლაც შეუძლია მოითხოვოს რეაგირება ბრაკონიერობიოს ფაქტზე და მას შემდეგაც რაც ვთქვათ და სავალდებულო გახდება რომელიმე კლუბის წევრობა. რა სხვაობაა? ნადირობის უფლების და იარაღის ჩამორთმევას ახლაც კი ითვალისწინებს კანონი. რაც შეეხება კურდღელზე და ტურაზე ნადირობას რა თქმა უნდა ბრაკონიერობაა. ბრაკონიერობა არის იმიტომ, რომ ასე წერია კანონში. სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. არ მოგვწონს კანონი? გავერთიანდეთ ყველა და მოვითხოვოთ კანონის შეცვლა. თუ ისე მივუდგებით რომ სულელური კანონია და არ უნდა დავემორჩილოთ, მაშინ ბევრი სხვა სულელური კანონიც არსებობს, მაგალითად ამანათზე 300 ლარიანი ლიმიტი. რატომ არავის მოსდის თავში აზრად ამ კანონის არ დამორჩილება? ზემოთაც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი ერთადერთი პრობლემაა ის რომ გაერთიანება ვერ შევძელით დღემდე. ამ რამდენიმე ხნის წინ პეტიციას მოვკარი თვალი, რომელიღაც როკ ჯგუფის ჩამოყვანაზე იყო საუბარი და პირველივე დღეს 3000 (სამი ათასი) ხელმოწერა შეგროვდა. არცერთი კლუბი არ ვიცი რომლის პეტიციასაც თუნდაც 200 კაცი აწერდეს ხელს. თუმცა კლუბის წევრი გაცილებით მეტია. ისე ნუ გაიგებთ, რომ კლუბების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, იგივე ევროპაში ზუსტად მონადირეთა კლუბების დამსახურებაა რომ ნადირ ფრინველი მრავლად ყავთ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სავალდებულო წევრობა საქმეს ვერ უშველის, იმიტომ რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე ზუსტად იგივენაირი რეაგირების მექანიზმი ექნებათ კლუბებს, როგორც ახლა აქვთ. მაგალითად თუ მას შემდეგ რაც კლუბის წევრობა გახდება სავალდებულო და ასეთი კლუბის წევრი იბრაკონიერებს მას გარიცხავენ კლუბიდან და ჩამოერთმევა ნადირობის უფლება. ახლა რა უშლის მაგალითად კლუბ "ოჩოპინტრეს" რომ ბრაკონიერობაზე შემჩნეული წევრი გარიცხოს თავისი რიგებიდან? რაც შეეხება ნადირობის უფლების ჩამორთმევას, ორივე შემთხვევაში კლუბი იძულებული იქნება მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რადგან ამ უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა კერძო კლუბის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:07
პოსტი #144


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:45) *
სოციალიზმი ჰქონდათ მასეთ საფუძვლებზე. აქსიომად ჰქონდათ რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი , პატიოსანი და სამართლიანი, რომ მასში სიხარბე და ბოროტება არ არის. რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ძმაკაცი, დედმამიშვილი ნათესავი თუ უბრალო თანამოქალაქე და ყველას ერთი სტანდარტით უნდა მოვექცეთ.

ხოდა სწორედ..მაგათმა შექმნეს "მონკავშირი" სწორედ მაგ აზროვნების გათვალისწინებით. ეს..სწორედ არ არის ეგეთი პრინციპი. კონკურენციას.. თავისულაფლი გადანაცვლების საშუალებას..განვითარებას და მაღალ სტანდარტებს მოიაზრებს.
უმარტივესია ეს ყველაფერი. რომელკიმე ორგანიზაცია..მომპარავს და ვიგინდარას გვერდით იჩერებს?.. აი სულ ეგ არის. ეგ ორგანიზაციები..არც ამათრახებენ და ვერანაირ ქმედებას ვერ განახორციელებენ.. რისი უფლებაც კანონით არ აქვთ. მაგი ვისაც ევალება..იმან უნდა გააკეთოს. კანონის თანახმად. ჩვენ..მხოლოდ იმას ვიზავთ..რისი უფლებაც გვექნება.. კლუბიდან გავუშვებთ.. როგორ ბანკიდან.. ქარხნიდან და რომელიმე ოფისიდან გაუშვებდნენ ცუდ თანამშრომელს.

ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:52) *
სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.

გაუქმება უნდა მოვითხსოვოთ..პატივი კი არ უნდა ვცეთ. რომ ვუყურებ..კურდღელს და კაკაბს გადაყვება საქართველოს ფლორა და ფაუნა. მაგის გამო..ყველა ერიდება წესრიგის დამყარებას. რაც გზას უხსნი ბრაკებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:09
პოსტი #145


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უნდა მოვითხოვოთ აუცილებლად, მაგრამ პატივს თუ არ ვცემთ (არ შევასრულებთ) გამოვალთ ბრაკონიერები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:12
პოსტი #146


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:52) *
ახლა რა უშლის მაგალითად კლუბ "ოჩოპინტრეს" რომ ბრაკონიერობაზე შემჩნეული წევრი გარიცხოს თავისი რიგებიდან?

და ოჩოპინტრეს რიგებში..ვინ გეგულება ბრაკონიერი?.. გვითხარი და გარანტიას გაძლევ წასვლა მოუწევს. ოღონ კურდღელი და კაკაბი არ გვიხსენო. მაგაზე მეც სიამოვნებით გავინადირებდი. ელექტრიკი თუ იცი ვინმე.. ან მსგავსი მავნებლობის ჩამდენი?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:13
პოსტი #147


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თუ არ გავერთიანდით და გათითოკავეცულები ვივლით იგივე სამინისტროებში შეხვედრაზე, უფრო მარტივად მოახერხებენ აუტკივარი თავის არ ატკივებას, თან იმასაც იტყვიან აი ხომ ხედავთ რამდენ შეხვედრას ვმართავთო. სანამ გაერთიანებული საზოგადოების ძალას არ ნახავენ მანამდე არა მგონია საქმემ იოტისოდენითაც კი წაიწიოს წინ. განსაკუთრებით რეალურმა საქმემ და არა ფარატინა ქაღალდზე დაწერილმა უმკაცრესმა კანონმა, რომელიც არ სრულდება.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია NickAdams: Jul 10 2015, 11:14
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:14
პოსტი #148


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:09) *
მაგრამ პატივს თუ არ ვცემთ (არ შევასრულებთ) გამოვალთ ბრაკონიერები.

არ ვასრულებ და ფეხებიც მომჭამონ. თუმცა თუ დამიჭირეს..მომიწევს ჯარიმის გადახდა. გამოდის რომ რაღაც პატივისცემა მქონია. მაგის გამო..არამგონია კლუბიდან გამრიცხონ. ვაიძულებთ ეგ იდიოტური კანონი შეიცვალოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:16
პოსტი #149


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 10 2015, 12:12) *
და ოჩოპინტრეს რიგებში..ვინ გეგულება ბრაკონიერი?.. გვითხარი და გარანტიას გაძლევ წასვლა მოუწევს. ოღონ კურდღელი და კაკაბი არ გვიხსენო. მაგაზე მეც სიამოვნებით გავინადირებდი. ელექტრიკი თუ იცი ვინმე.. ან მსგავსი მავნებლობის ჩამდენი?..


მაგალითად მოვიყვანე, ნებისმიერი კლუბი, ფორუმი, თუ ფედერაცია მყავს მხედველობაში


ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 10 2015, 12:14) *
არ ვასრულებ და ფეხებიც მომჭამონ. თუმცა თუ დამიჭირეს..მომიწევს ჯარიმის გადახდა. გამოდის რომ რაღაც პატივისცემა მქონია. მაგის გამო..არამგონია კლუბიდან გამრიცხონ. ვაიძულებთ ეგ იდიოტური კანონი შეიცვალოს.


ხოდა მაგ იძულებას ჭირდება გაერთიანება, სხვანაირად არ გამოდის ხომ ვხედავთ უკვე რამდენი ხანია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:16
პოსტი #150


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 11:52) *
სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია.

სახელმწიფოს აშენებისა რა გითხრა მეგობარო, მაგრამ ამ კანონის პირნათლად დაცვის შემთხვევაში, რომ კურდღელს ერთ ათეულ წელიწადში, რომ ყოფა ეტირება ფაქტია! ასეთივე ბედს გაიზიარებს სხვა სასარგებლო ნადირ-ფრინველი უაზროდ გამრავლებული მტაცებლის პირობებში! მე ნაკლებად მჯერა,რომ ოდესმე დაშვებული იქნება მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა! ეს მთელი პოლიტიკაა, "ევროპული ამბებია" აქ და ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს!
ჰო, კიდევ ერთი, "სასარგებლო ნადირ-ფრინველი", ზუსტად ასე "ახარისხებს" ევროპაც და გნებავთ აშშც! მე არ მომიგონია! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 19:04