სამონადირეო სიტყვა-თქმანი (მოკლე ლექსიკონი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სამონადირეო სიტყვა-თქმანი (მოკლე ლექსიკონი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეგობრებო! კაი ხანია, სამონადირეო ლექსიკონისათვის რაღაცებს ვიწერდი და ვიწერ ხოლმე. მაგრამ უთავბოლოდ და უსისტემოდ.მერე ვეღარც ვპოულობ , სად რა ჩავინიშნე . ახლა ერთ ძველ ბლოკნოტს წავაწდი და ამ მასალებს გთავაზობთ. თან მივხვდი, რომ ამ საქმეს (მასალების შეგროვებას) ერთი კაცი ვერ გაწვდება და რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება საქარტველოს სხვადასხვა კუთხიდან, მით უკეთესი. ღვთის წყალობით, ჩვენი საიტი იძლევა ამის საშუალებას. დასაწყისისთვის ეს იყოს. ყველამ შევაწიოთ თითო სიტყვა თუ იდიომი. მეც მივამატებ,რასაც ვიპოვი.
![]() ბეჩო - დათვის ბუნაგი (რაჭ-იმერ) ჟრუნი - შურთხი ნაქი - დათვის პენისი განგური - ბეწვის გამოცვლა. გამოლვა - (რაჭ) იხ. განგური გამოლვილი - ბეწვგამოცვლილი (გაზაფხულზე) ფაცახი - ზედა ბეწვი თივთიკი - შიდა, რბილი ბეწვი დორბუნი - კლდის ქვაბი, სადაც ჯიხვები იზამთრებენ. კლდის თარო - ფეხმოსაკიდებლად ვარგისი შვერილი კლდისა, შენაჭერი რქა ეფოტკვრება (რაჭ) - რქა ექერცლება,უსკდება, უწვრილდება.. საჯიხვეები - ჯიხვთა საბინადრო ტერიტორიები თიკანი - წლამდე (ჯიხვის ნაშიერი) კვებულა - იგივე, წელმოვლილი ბოიკი - 1-დან 4 წლამდე(მამალი) წალა - 1-დან 4 წლამდე (დედალი) ვაცი და თხა - იგივენი, ზრდასრულები დარჩევა (დაერჩევიან) - თხებად და ვაცებად დაიყოფიან მირევა, დევნილობა, ბოტარობა,ხურაობა… - მძუნაობა თხები ატყდნენ - ამძუნდნენ თხები დაგრილდნენ - თხებმა თავი დაიცვეს - შეჯვარდნენ. ცილაობა - ვაცების ჭიდილი, როცა თხებს ეცილებიან ერთმანეთს. მემარტივე - არჩვის მეტსახელი (რაჭ) ვაცების და თხების ცალ-ცალკე ბინადრობის გამო ეძახიან. ვეძა - მჟავე წყალი დედა მთა - დიდი მთა, მაღალმწვერვალიანი წისაკონი - პაიჭის დასამაგრებელი წვრილი ღვედი ბანდულა - მსუბუქი, ღია ქალამანი, ძირგამოწნული, გამობანდული თომი - ქალამანში ჩასადები ბალახი ჭაპი - თასმა თაბლუყი - მარყუჟიანი წაპი სასწრაფო - არჩვის რქისგან დამზადებული თოფის წამლის (დენთის) დოზარანტი მუჯირა - (რაჭ) შუბისმაგვარი იარაღი, მთაში სიარულისას ხელჯოხადაც ხმარობდნენ (“ე საწყალი ბოხოტაო, შოდის მთაზე მოხტოდაო, წინ მუჯირა მიუძღოდა, უკან ქვები მოსწყროდაო”) ჭვილთი - (გურ) იგივენაირი დაახლოებით, გამოიყენებოდა ჩირაღდნებით თევზზე ნადირობისას გამჭრელი - მონადირის დანა მილიონი - დურბინდი საპირწამლე - რქის სადენთე ჯანთაუ - ნანადირევის გადასაკრავი თყავის ღვედი ტოლობა - წვრილფეხა, ახალგაზრდა მონადირეების ერთობა ამხანაგობა - უფროსი მონადირეების ერთობა.. (ჩვენიანები, ჩვენები) წინდამხვდური - პირველი შემხვედრი სანადიროდ მიმავალისთვის ფეხის გამოცვლა - შინ დაბრუნება და ხელმეორედ გამოსვლა მოსაჭირვები - ნადირის გამოსასვლელი, ჩასაფრებისთვის ხელსაყრელი ადგილი ( რუს. Лаз) მოჭირვა - სავალი ბილიკის ჩაკეტვა მეძირეები - ქვედა მხრის ჩამკეტი მარეკები მაწვერეები - ზედა მხრის ჩამკეტი მარეკები გულის დაკვლა - გულის ამოღება და გაჭრა (მანამდე ცხოველი მკვდრად არ ითვლებოდა) ფერთხი (ფერთხები) - გვერდი, გვერდები წილის რგება - ნანადირევის ვინმესთვის, არამონადირესთვის რგუნება ხელის გამოსაბრუნებელი - წილის სამაგიერო, მცირე საჩუქარი, რომ “ხელი არ გაყოლოდა”. ხელის გაყოლა - ხელის გაცუდება, უიღბლობა საყუჩი - თოფის ლულის ჩამოსადები დამიზნებისას სასვარი - ძაღლის სალაფავი, ქატო თბილ წყალში არეული. ჩარმა - თოფის სახეობა ქართული თოფი - თოფის სახეობა, კაჟიანი ყირიმული, ყირიმი - ასევე თოფის სახეობა ერეჯიბი - ასევე თოფის სახეობა (კაჟიანი) ლოტონი - მგლის ხროვა ჯილდა - სამიზნე, სანიშნე (мишение) მურა დათვი - მორუხო ან მოწაბლისფერო კლდის დათვი - შავ-მოლურჯო ღორდათვა - ყველაზე პატარა და ავია ყელქედანა დათვი - დათვი ყელზე თეთრი ზოლით რილო - თოვლშემდნარი ალაგი ჭარო - წყლიანი, დაჭაობებული ადგილი გაზაფხულობით, ნადნობი თოვლით გაჯერებული ნიკოფიჩხი (რაჭ) ჩიბუხა, ბეკასი ბერისა (რაჭ) ჩხართვი ბერისობა (რაჭ) ტრადიციული ნადირობა ძველად რაჭაში, ჩხართვების ჭერის სეზონი, მარტი-აპრილი მწყერაობა - მწყერის ჭერა ღურუკოთი ღურუკო - მწყრის საჭერი მარტივი მოწყობილობა ფორია - ფრინველთა მცირე გუნდი ტყრინი - სხვადასხვა სოფლის საერთო სანადირო ადგილი ჭანჭახი - უკაცრიელი ადგილი გეზის შეკვრა - იხ. მოჭირვა. სავარაუდო გასასვლელების ჩაკეტვა გვერდების დაჭერა - ფლანგების გადაკეტვა თავდავლა - მოძრაობის მიმართულებით გადასწრება, წინ დახვედრა დაორკვალება - კვალის არევის მიზნით, თავის კვალზე უკან მობრუნება (კურდღელმა იცის) კვალის გაკეცვა, გადაკეცვა - იხ. დაორკვალება მარყუჟი, დამარუჟება - კვალის გადაჭრა, საკუთარ კვალზე პატარა წრის გაკეთება ( კურდღელი ძალზე ხშირად, მელიაც იყენებს ამ ხერხს ) დაორკვალებულის გატანა, გაკეცილის გადაფურცვლა, მარყუჟის გახსნა - მდევრისგან კურდღლის ამ ეშმაკობების დაძლევა, კვალის სწორად წაღება გამომფრთხალი - გამორიდებული, იხ. გამოპარული გამოპარული - ძაღლის ან მონადირის უჩუმრად გამოსული გაიმანძილა - დაშორდა დაბლა გადასუნა(ძაღლმა) - ზემოდან მოატარა ცხვირი, ზემოდან ქვემოთ იყნოსა ცერობი - ციცაბო ფერდობი ყათარი - სავაზნე ცერი - გორის თავი, მწვერვალი ცერზე ასვლა წყლის გადასახტომი - საჩანჩქერე, ჩანჩქერი სიმაგრე - დასამალი ადგილი, გაბურდულ-ეკლიანი ძაღლებმა ამოთხარეს - შეამოწმეს, ძებნეს ადგილის გასინჯვა - დათვალიერება ნადირის აღმოსაჩენად.. ასევე, ძაღლების მიერ ადგილის შემოწმება. დათვტიალა, მგელტიალა - ფარას, ჯოგს შემოჩვეული ნადირი სამზირი - ნომერი, სათვალთვალო, სახუნდარი სამზირში ჯდომა - ნომერში ჯდომა მიმინოს გამართვა - მიმინოს გაწვრთნა ნარდი - დედალი მიმინო გეზელა - მამალი მიმინო (მდევარი ძაღლის სახელიცაა) კაპოეტი (ბურდღანაყარი) - წელგამოვლილი მიმინო, ქორი მომხედვარი - დამჯერე (მიმინო, მდევარი) ნაწანწალევი - ღამის კვალი მელიის,ტურის ნაცმუცნევი - კურდღლის ღამისეული კვალი, ჭამისას დატოვებული (жировка) ნატარი - ნადირის ნაკვალევი გასული კვალი, საწოლი კვალი - დილის კვალი ნაცმუცნევიდან საწოლ ადგილამდე იკარგება (მდევარი) - კარგი გამსვლელია, შორს გადის, დიდ ფართობს ამუშავებს ძებნისას ნამეტი - ცივკვალობა, ცივ კვალზე ყეფა, добор, როცა ხმას ამეტებს ხმამეტი - იგივე, ნამეტიანი, როცა ზედმეტად ყეფს ფუჭადმყეფარი,ყეფატყუილა, - მდევარი, რომელიც განუწყვეტლივ უმიზეზოდ ყეფს пустобрех ხმამომჭირნე - როცა პირიქითაა, ყეფას აკლებს Редкоскалая ჩაიყლაპა (მდევარზე ითქმის) - გაქრა, გადაიკარგა.ხმა არარ ისმის დიდი ხნის განმავლობაში სახუნდარი - “ნადირთა მოსავალი ადგილი” საბა. იხ. მოსაჭირვები, ნადირის ყელი ნადირის ყელი - ნადირის გამოსასვლელი ადგილები( რუს. Лаз) უყელა - წინ დაუხვდა, ჩაესაფრა მესახუნდრე - ნომერში მდგომი მსროლელი (სახუნდარებში უდგებიან) მასრის კივილი - მდევრის მასრაში ჩაბერვით მოხმობა. ასევე, მოვკალიო, დანარჩენებისთვის შეტყობინება. (“ამხანაგს მასრის კივილით შეატყობინებს: აქ ძესო!” თეიმურაზი, ირმის ყვირალობა) მეყორუღე - ეგერი (ვახტანგ მეექვსესთანაა “დასტურმალალი”) ჩუბინი - სნაიპერი, მარჯვე მსროლელი მოსამკვლელო - მომნადირებელის წილი კოლექტიური ნადირობისას (თავი, რქები, ტყავი, ხან გულ-ღვიძლიც) полаз - გასვლა (მდევრის თვისება) добычливость - ფეხღალიანობა, პოვნა, მპოვნელობა ფერები: подласый - თრთვილა багряный - მუქწითელა, ჟღალი შავზურგა ბაცზურგა ჩალისფერი მდევრის ხმები: ორდინალური, უბრალო ფიგურული, მუსიკალური გაბმული ყეფა ხმაჩაგდებით ყეფა,ხამუშად ყეფა შორს გასაგონი, შორსგამწვდენი, გამყივარი სუფთა, წკრიალა ჩახლეჩილი, ხრინწიანი ბოხი ხმა სლუკუნი დოღრიალა ფეხმარდობა - паратость მოუღლელობა - нестомчивость მხრის აბმა - свалчивость ჩაკარგვა - დევნის დროებით წყვეტა გაახლებამდე (скол) ყოვნი კვალის გატანა - ჩაკარგულის გაახლება გახტუნება - დაწოლილი კურდღლის პოვნა გაცხადება , გაიცხადა - კვალის დანამდვილება, თავდაჯერებულად, აზარტულად დევნა შეცხადება - თვალით დანახულზე ძალზე აზარტული ყეფა და კივილ-წივილი კვალს ღეჭავს - იქექება, დიდხანს უნდება კვალის გატანას, ყნოსვა არ ყოფნის ჩიჩქნის - იგივეა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 15:06 |