სუმო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სუმო, ძალიან მაგარი სპორტი
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 17:47
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სუმო ტრადიციული იაპონური ორთაბრძოლაა
ხანგრძლივი ისტორიული ფესვებით



სუმო ეს კონტაქტური სპორტის სახეობაა, რომლის ფესვებიც იაპონიაშია და რომელიც მთლიანად მხოლოდ ამ ქვეყანაშია განვითარებული. აქ არ ვგულისხმობთ სუმოს სამოყვარულო ნაირსახეობას, რომელიც ბევრ ქვეყანაშია (მათ შორის საქართველოში) ფეხმოკიდებული, თუმცა ის პეწი, კლასი არ აქვს, რაც პროფესიულ სუმოს. სამოყვარულო სუმოში ის სული დაკარგულია, რასაც სათუთად უფრთხილდებიან იაპონელები. სუმო მხოლოდ სპორტი არც არის, ის იაპონელთათვის გენდაი ბუდოა, ანუ თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაა.
სუმოს ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამიტომაც ორთაბრძოლების წინ მრავალ ტრადიციულ რიტუალს ასრულებენ. მაგალითად, მარილის მოფრქვევის რიტუალი უძველესი, შინტოს რელიგიის დროიდან მოდის. რიკიშის, ანუ პროფესიონალი სუმოისტის ცხოვრება საკმაოდ მკაცრია და მას სუმოს ასოციაციის (ნიჰონ სუმო კიოკაი) წესები აკონტროლებს. პროფესიონალები ვალდებულები არიან თავიანთ კლუბებში (ე.წ. ჰეიებში) იცხოვრონ, მათი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტიც წინასწარ გაწერილია და აუცილებლად უნდა შესრულდეს – ჭამის რაციონიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. ყველაფერი იაპონიის მრავალსაუკონოვან ტრადიცებს უკავშირდება. ცნობილია, რომ სუმომ შედარებით თანამედროვე სახე მეომარ ოდა ნობუნაგას დროს, მე-16 საუკუნეში მიიღო. მიუხედავას იმისა, რომ სუმო იაპონურ ფესვებზე აღმოცენდა მსგავსი საბრძოლო ხელოვნება განვითარებული იყო მონღლოთში (მონღოლური ჭიდაობა), ჩინეთში (შუაი იაო) და კორეაშიც (სირეუმი).


სუმოს ორთაბძოლაში გამარჯვებულია ის ფალავანი, რომელიც შეძლებს მეტოქის გაძევებას რკალის ფორმის რინგიდან, რომელსაც იაპონელები დოჰიოს უწოდებენ. გამარჯვებულია სუმოისტი იმ შემთხვევაშიც, თუ შეძლებს მეტოქის დაგდებას დოჰიოზე. პირველი ვინც კი დოჰიოს ტანის ნებისმიერი ნაწილით შეეხება გარდა ფეხისა, დამარცხებულია. თუმცა ხშირად საკამათო ეპიზოდში, შეიძლება გამარჯვება იმ სუმოისტს მიანიჭონ, რომელიც პირველად შეეხო მიწას. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მსაჯები დაადგენენ, რომ მის მეტოქეს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ორთაბრძოლისას არ არის შეზღუდვები, ამიტომაც წესების და მიზნის სიმარტივის მიუხედავად, სუმოში დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებენ. აკრძალულია მხოლოდ მუშტის დარტყმა, წელს ქვემოთ დარტყმა და თმების მოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში დამრღვევს მაშინვე წაგებას უთვლიან. სუმოისტის საბურველი ე.წ. მავაშია – აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც რამდენიმეჯერ დახვეულია სპორტსმენის ფეხებს შორის და ზურგთან განასკვულია. სხვათა შორის, თუკი ბრძოლისას სუმოისტი მავაშის დაკარგავს, მას წაგება ეთვლება. როდესაც გამარჯვებული გაირკვევა მას მსაჯი (გიოჯი) სახალხოდ აცხადებს, აქვე დააკონკრეტებს იმ ილეთს (კირიმატე), რომლის წყალობითაც იმარჯვა სუმოისტმა. მაშინ როცა ბრძოლა სულ რაღაც წამები გრძელდება, მისთვის მზადება, რიტუალის შესრულება, ბრძოლის შემდგომი რიტუალი გაცილებით მეტ დროს ითხოვს. დოჰიო 4,55 მეტრი დიამეტრის რკალია. საფარი თიხნარია, რომელზეც ქვიშაა მოყრილი. რკალი ბრინჯის სპეციუალური ღეროებისგან არის შეკრული. მასზე ფეხის დაბიჯება წესებით შეიძლება.
წელიწადში ექვსი სუპერტურნირი, ანუ ბაშო იმართება: იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერში და ნოემბერში. აქედან ოთხი ტოკიოში, ორი კი პროვინციებში. სუპერტურნირების გარდა პროფესიონალები ვალდებულნი არიან სუმოს ასოციაციის ეგიდით საჩვენებელ გამოსვლებშიც მიიღონ მონაწეილოება, რომლებიც სუმოს პოპულარიზაციის მიზნით იაპონიის სხვადასხვა რეგიონში იმართება. რეიტინგზე (ბანძუკე) მხოლოდ სუპერტურნირების შედეგები აისახება. ბაშო 15-დღიანია ელიტის ორ დივიზონში (მაკუუჩი და ძურიო), ხოლო დაბალ ლიგებში - 7-დღიანი. სუმო კონტაქტური სპორტია და იქ ტრავმები ძალზე ხშირია. სპორტსმენებს ხშირად აქვთ პრობლემები ჯანმრთელობასთან ჭარბი, მაგრამ ორთაბრძოლისას აუცილებელი, წონის გამოც. სპორტსმენები სხვადასხვა კლუბის წევრები არიან. იაპონური წესის თანახმად კლუბს მხოლოდ ერთი უცხოელის ყოლის უფლება აქვს, თუმცა ზოგიერთ კლუბში უცხოელს არაფრის დიდებით არ აიყვანენ.
სუმოისტის ცხოვრება ჰეიაში დილით მზის პირველ სხივებთან ერთად იწყება. დილით გარკვეული რიტუალის შემდეგ, სუმოისტები ხუთსაათიან, მომქანცველ ვარჯიშს გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ სპორტსმენები საუზმობენ. ამ დროს ისინი დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. სხვათა შორის, არ არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელიც. საუზმის შემდეგ სამსაათიანი ძილის დროა, შემდეგ კი – ვახშმის. თითოეული სუმოისტის წარმატებაზეა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მას „ფუფუნების საგნების“ გამოყენება. მაგალითად, მობილური ტელოფონის, ინტერნეტის, ცალკე ოთახში დაძინების.. ყველა სუმოისტს აკრძალული აქვს მანქანის მართვა.
პროფესიულ სუმოში 6 დივიზიონია. უმაღლეს, მაკუუჩიში 42 სუმოისტია, მეორე ელიტურ დივიზიონ ძურიოში - 28. ამ ორ დივიზიონში მოხვედრილი სუმოისტები რანგის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას, მათ ემსახურებიან ცქიფიტოები (ცუკებიტო), ახალგაზრდა დამწყები სუმოისტები. მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 120 სუმოისტია, შემდეგი დივიზონებია: სანდანმე, ჯონიდანი და ჯონოკუჩი. დღეისათვის პროფესიულ სუმოში 59 უცხოელია, მათ შორის სამი ქართველი: ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). სამოვე მებრძოლი ელიტაშია
ელიტაში რიგითი სუმოისტის რანგი მაეგაშირაა, ისინი რეიტინგის მიხედვით 1-დან მე-16 (ან მე-17) ნომრამდე არიან განაწილებულნი. არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის დივიზიონი, თუმცა ეს დაყოფა პირობითია – აღმოსავლეთის დივიზიონი მხოლოდ ნახევარი საფეხურით წინ დგას დასავლეთისაზე. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე დიდი რანგი არის იოკოძუნა. ტერმინი წამოვიდა სიტყვებიდან ჰორიზონტი და თოკი. ახლაც იოკოძუნებს სარიტუალო ღონისძიებისას ერთგვარი თოკი აქვთ შემოხვეული, რომლის სიმძიმე ზოგჯერ 20 კილოგრამია. უმაღლესი ტიტულის მიღების წესი განსაზღვრულია ასე: ოძეკის, რომელსაც იოკოძუნობა სურს უნდა ჰქონდეს ძალა, ოსტატობა და ხიბლი (ჰინკაკუ). ყოფილა შემთხვევა, რომ „დიდი ჩემპიონის“ ტიტული არავის უტარებია და იყო დრო, როცა ერთდროულად ოთხი იოკოძუნა იყო რეიტინგში. ფაქტობრივად კი ოძეკი იოკოძუნა ხდება თუკი ზედიზედ ორ სუპეტურნირს მოიგებს, ან ერთს მოიგებს და ორჯერ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბოლო დღემდე, ამასთან ბაშოზე არანაკლებ 12 მოგება ექნება (15-დან). იოკოძუნას ტიტულს არ ართმევენ, თუკი სუმოისტი უმაღლეს დონეზე ვეღარ ასპარეზობს ის აუცილებლად უნდა წავიდეს სუმოდან. დღეს ორი იოკოძუნაა მოქმედი, ორივე მონღლოა – რიგით 68-ე იოკოძუნა ასაშორიუ (2003 წლიდან) და 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო (2007 წლიდან).
იოკოძუნას შემდეგ რანგით მეორე ტიტული ოძეკია (ჩემპიონი). დღეს ოთხი ოძეკია: ჩიოტაიკაი, კაიო, კოტოოშუ და კოტომიცუკი. კოტოოშუ ბულგარელია, დანარჩენები კი – იაპონელები. მესამე რანგი სეკივაკეა, მეოთხე – კომუსუბი. ქართველი ლევან ცაგურია ორი სუპერტურნირის განმავლობაში ატარებდა კომუსუბის ტიტულს. ჯერჯერობით ეს მისი უმაღლესი მიღწევაა. სუმოისტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ თავიანთი რანგის მიხედვით. იოკოძუნას ხელფასი თვეში 24,5 ათასი დოლარია. ამაში რა თქმა უნდა, არ შედის ორთაბრძოლების დროს მიღებული ჰონორარები. ოძეკი თვეში 20 ათას დოლარს იღებს, სეკივაკე და კომუსუბი - 14,8 ათას დოლარს, რიგითი მაეგაშირა – 11,3 ათას დოლარს, ხოლო ძურიოს დივიზიონის წევრი – 9 ათასს.



სუმოს ლექსიკონი

ბანძუკე: სუმოს რეიტინგ-ლისტი, რომელიც წინა ბაშოს შედეგების მიხედვითაა შედგენილი და ქვეყნდება მომავალი ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბანძუკე ხელნაწერი დოკუმენტია, რომელიც სუმოისტებს ურიგდებათ.

ბაშო: სუმოს სუპერტურნირი. წელიწადში 6 ბაშოა. უფრო ზუსტი დასახელებაა ჰონბაშო.

გიოჯი: სუმოს მსაჯი

დოჰიო: არენა სადაც მიდის ორთაბრძოლა. თიხნარზე დაყრილი ქვიშაა, რომელიც ბრინჯის მცენარის ღეროს რკალითაა შემოსაზღვრული.

დოჰიო-ირი: რინგზე გასვლის ცერემონიალი. მხოლოდ ძურიოს და მაკუუჩის დივიზიონის სუმოისტები ასრულებენ. დასავლეთის და აღმოსავლეთის სუმოისტები ცალ-ცალკე ასრულებენ რიტუალს, იოკოძუნა კი ცალკე.

იოკოძუნა: დიდი ჩემპიონი, ყველაზე მაღალი ტიტული სუმოში.

იუშო: ტურნირის მოგება ნებისმერ დივიზიონში. უმაღლეს დივიზიონში თან ახლავს იმპერატორის თასის მოგება.

კაჩი-კოში: ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რაც რეიტინგში წინსვლის გარანტიაა.

კენშო-მავაში: სარიტუალო მავაში, რომელიც ინდივიდუალური გემოვნებითაა მოხატული. ადრე კენშო მავაშით ჭიდაობდნენ.

კირიმატე: ილეთი, რომლის წყალობითაც იმარჯვებს რიკიში. კირიმატე მრავალია.

კინბოში: ოქროს ვარსკვლავი. ეძლევა მაეგაშირას რანგის სუმოისტს თუკი ის ბაშოზე იოკოძუნას დაამარცხებს. აქვს ფინანსური დატვირთვაც.

კომუსუბი: მეოთხე რანგი სუმოში.

მაეგაშირა: უმაღლესი დივიიზონის სუმოსიტთა უდაბლესი რანგი. ბაშოს დროს მხოლოდ მაღალი რანგის მაეგაშირებს უწევთ ბრძოლა იოკოძუნასთან და ოძეკისთან.

მაკე-კოში: უარყოფოთი ბალანსი, რეიტინგში დაქვეითების გარანტია.

მაკუუჩი: უმაღლესი დივიზონის დასახელება.

მაკუშიტა: რანგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი დივიზიონი.

მავაში: სუმოისტის ქამარი-ტილო, რომელსაც ის ატარებს ვარჯიშისას და ორთაბრძოლისას. თეთრი, ბამბისა ვაჯიშისას და აბრეშუმის ფერადი – შეჯიბრებისთვის.

ნიჰონ სუმო კიოკაი: სუმოს ასოციაცია.

ოიაკატა: სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი

ოძეკი: ჩემპიონი, მეორე რანგი პროფესულ სუმოში.

რიკიში: პირდაპირი თარგმანით, ძლიერი მამაკაცი. სუმოისტი.

სანდანმე: მეოთხე დივიზიონი.

სანიაუკუ: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი – ამ რანგის სუმოისტთა კრებსითი სახელი.

სეკიტორი: ის სუმოისტი, რომელიც ორი ელიტური დივიზიონიდან ერთ-ერთშია.

შიკონა: საბრძოლო სახელი. შეიძლება იყოს ნამდვილი სახელის იდენტურიც.

ძურიო: მეორე დივიზიონი, ითვლება ელიტად. ამ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტს აქვს ხელფასი და პრივილეგიები.

ჯონიდანი: რანგით მეორე უდაბლესი დივიზიონი სუმოში.

ჯონოკუჩი: უდაბლესი დივიზიონი . ასეც ითარგმნება იაპონურდან – „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ჰენკა: დაჯახების დროს ხერხით მეტოქის აცილება და ამ მეთოდით გამარჯვება. ხშირად ცუდ ტონად ითვლება იაპონელ პუბლიკის თვალში, განსაკუთრებით თუ ჰენკას მაღალი რანგის სუმოისტები მიმართავენ.

ჰეია: პორდაპირი მნიშვნელობით ოთახია, თუმცა იხმარება კლუბის აღსანიშნავად. ჰეია არის ადგილი, სადაც სუმოისტები ვარჯიშობენ და ცხოვრობენ.

ჰიკივაკე: ყაიმი, დღევანდელ სუმოში ძალზე იშვიათი მოვლენაა.


ამჟამად იაპონიაში სულ არის სამი ქართველი სპორცმენი: კოკაი (ლევან ცაგურია), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (გაგა ჯუღელი)
კოკაი
ტოჩინოშინი
გაგამარუ

ესენი კიი დღესდღეისობით ყველაზე ძლიერი სუმოისტები (იოკოძუნები)

ასაშორიუ
ჰაკუჰო


წარმოშობით ორივე მონღოლი სპორცმენია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
6 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
Der Rote Baron
პოსტი Nov 1 2009, 01:04
პოსტი #16


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 138
რეგისტრ.: 15-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



bala
შენ სუმოისტი ხარ? არ მეგონა სუმოში თუ ხელის დარტყმაც შეიძლებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 13:28
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Der Rote Baron
ციტატა(george911 @ 1st November 2009 - 02:04 AM) *
შენ სუმოისტი ხარ?

კიიიიი
ციტატა(george911 @ 1st November 2009 - 02:04 AM) *
არ მეგონა სუმოში თუ ხელის დარტყმაც შეიძლებოდა

ხელის დარტყმა შეიძლება მარა მუშტის არაააა... კაროჩე ყველაფერი შეიძლება მუშტის დარტყმის გარდა... შეგიძლიან თვალში თითი ატაკო (მარა გრეხია) ან თავი ჩაარტყა სახეში, ან აბერკოტი გლიჯო, შეგიძლია ყელში დაარტყა ხელი, კიდე იდაყვის ხმარებაც შეიძლება.... კაროჩე ჩხუბია რაააა მარა ბევრი არ მიმართავს მაგ დარტყმებს იმიტომ რომ ელიტაში ყველა ერთად არის და უმეტესობა ძმაკაცობს და ვისთანაც გრიზნიკაშია ააქვთ იმას უბაგუნებენ........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 1 2009, 13:46
პოსტი #18


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა..მაგარი საინტერესოა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 14:01
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესეც მეეეეეეე დონ ბალა newsmile035.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2009, 14:04
პოსტი #20


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



bala
ვააა საღოლ, რა დაეციი, მე მეტკინა იმის მაგივრად......... newsmile035.gif სხვა ვიდეობიც თუ გაქვს გამოუშვი რაა.............

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif ჯიგარი ხარ, ჯიგარიიი..............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 14:08
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს ჩვენი გუნდია უკრაუნელებს ვხვდებით.......


პრისტა ვინც იღებდა იყო მაგარი ჩოილარი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cz80
პოსტი Nov 1 2009, 14:13
პოსტი #22


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 206
რეგისტრ.: 24-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflisi :D



bala
newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ ჯიგარ...ტაკ დერჟატ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 1 2009, 14:42
პოსტი #23


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლა რა მაგარია...ტო...ეგ მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მოიგე???....საღოლ ძმაო...აწი შეგვიძლია სხვა ფორუმებს ვეჭიდაოთ ხოლმე... newsmile035.gif newsmile035.gif
ვგრძნობდი რაა...რაღაცა ისე ვერ იყო...(პროფესიონალი მონადირე რო მეგონე)...თურმე სხვა დარგის მასტერი ყოფილხარ...საღოლ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 14:51
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



cz80
ლევანი
ტენკიუები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(levani @ 1st November 2009 - 03:42 PM) *
აწი შეგვიძლია სხვა ფორუმებს ვეჭიდაოთ ხოლმე...

ბაზარი ააა დავესხათ თავს და გავანადგუროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Nov 1 2009, 15:22
პოსტი #25


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



bala

შენ ბოლო ბოლო სუმოისტი ხარ თუ ძიუდო და რამე?ვერ მივხვდი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 16:45
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგევიჩ
ციტატა(gogagoga @ 1st November 2009 - 04:22 PM) *
შენ ბოლო ბოლო სუმოისტი ხარ თუ ძიუდო და რამე?ვერ მივხვდი

ანუ ჭიდაობას რაც შეეხება ყვლაფერს ვჭიდაობ რააა.... უნივერსალ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 1 2009, 17:07
პოსტი #27


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



bala
არადა ლამის პაკრიშკის ბოლტმა გაჯობა ჩემპიონ კაცს newsmile035.gif კაია კაი, ისე რამდენი კილო ხარ არ გითქვამს მაშინ, და კიდევ რამდენ კილოიან კატეგორიაში გამოდიხარ სუმოში, თუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა? ...ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cz80
პოსტი Nov 1 2009, 17:50
პოსტი #28


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 206
რეგისტრ.: 24-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflisi :D



ციტატა(Davitus @ 1st November 2009 - 06:07 PM) *
ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Nov 1 2009, 17:53
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სუმო newsmile05.gif კაი კაცი ხარ! newsmile035.gif მერე დავჭიდოთ ერთმანეთსnewsmile05.gif ოღონდ თოფის სროლაში newsmile05.gif აბა ისე აზრი არ აქ,წააგებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Nov 1 2009, 17:56
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
ციტატა(cz80 @ 1st November 2009 - 06:50 PM) *
ხოდა ისა კიდევ, პაკრიშკა იმ მხარეს გასკდა ზუსტად, საითაც შენ იჯექი

მაგას რა მნიშვნელობა ააქვს ისეთ გზაზე მოვდიოდით გინდა ნოსო მჯდარიყო მაინც გასკდებოდა.....newsmile035.gif:D:D:D
ჩაგეთვალა კარგად ვიცინე

იკო1981
ციტატა(:)ZORAIDE:) @ 1st November 2009 - 06:54 PM) *
მერე დავწწიდოთ ერთმანეთს ოღონდ თოფის სროლასი

ბაზარი არააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 15:21