თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

20 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ?
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 20 2009, 00:28
პოსტი #136


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kote @ 19th November 2009 - 17:52) *
სულ ტყუილად, როცა დახელოვნდები მაშინ შეიძლება აღარც მოკლა.

ამ ბოლო ხანებში.....რაღაც -რაღაცეების მოკვლის სურვილი დამეკარგა....ეგ რას ნიშნავს???... უკვე დავხელოვნების გზაზე ვდგევარ???...
ციტატა(kote @ 19th November 2009 - 17:52) *
ბევრი რამე არ ვიცით და რაც არ ვიცით აუცილებლად ცუდი არ არის, სიტყვაზე მენდე.

მაგაში გეთანხმებით.....ნამდვილად არ ვარ იმ განწყობით.."რაც არ ვიცი ცუდია"...პირიქით....მაგას ვგმობ...სწორედ ის არ მომწონს..როდესაც ადამიანები აზრზე არ არიან და ცდილობენ ჭკუა სხვას დაარიგონ..იმისი მომხე ვარ..ჯერ კარგად გავერკვეთ რაშია საქმე...და მერე ვიმსჯელოთ
ციტატა(kote @ 19th November 2009 - 17:52) *
მონოპოლიზირებული არ იყო, წყობა იყო ეგეთი.

რათქმაუნდა...ვიცი როგორი წყობაც იყო....ხოდა მაგიტომ მიჭირს დაჯერება, რომ "მონკავშირი" დამოუკიდებელი კლუბი იყო...რათქმაუნდა..შეიძლება ოფიციალურად ეგ ეგრეც ყოფილიყო.....მაგრამ სინამდვილეში?????..ეგ ხომ სახელმწიფოზე დაქვემდებარებული...

ორგანიზაცია იყო???...ან ყოველ მოკლულ მგელზე...დაწესებულ ჯილდოს...კლუბი იხდიდა????...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 20 2009, 12:52
პოსტი #137


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 19 2009, 00:53) *
ეგ კი მართალია..მაგრამ განვითარება მაგ კუთხით თუ არ წავიდა..ვერასდროს მივაღწევთ...თუ მაგ მიმართულებით წავა...ოდესმე ალბათ იქნება....(ეგ ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული)
სწორედ მაგიტომ ვამბობ ხოლმე...რაც შეიძლება მეტი სამონადირეო მეურნეობა უნდა არსებობდესთქო..

თუ... ოდესმე... ალბათ იქნება... უნდა...

ეს ყველაფერი მომავლის პერსპექტივაზე საუბარია და მეტი არაფერი (შარკის სტილში), იმიტომ რომ, დღევანდელი ჩვენი და ევროპული რეალობები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან.
მე კი მაინტერესებს, დღეს რა უნდა გაკეთდეს...
და დღეს რაც ხდება,რომ არ მომწონს, მაგიტომ ვამბობ.

დღეს რაიმე ზომები რომ იქნას მიღებული ამ მიმართულებით, თუნდაც სტრუქტურული ცვლილებები (სამინისტროს ფარგლებში), ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლური განვითარების გზიდან გადავუხვევთ?? იმ დონემდე თუ მივალთ და რაიმე უწყება ზედმეტი იქნა, გაუქმდება ან რესტრუქტურიზაციას დაექვემდებარება, რა პრობლემაა...
სამინისტროებს აერთიანებენ და ეს გაჭირდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 20 2009, 13:22
პოსტი #138


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 19 2009, 00:53) *
ნამდვილად ჯობს....უბრალოდ ეგ რაღაც....ევროპისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უკან..კომუნიზმისკენ...

მუდმივად მანიპულირებ ამ კომუნიზმის საშიშროებით და ვერ გამიგია რატომ...
იმ ეპოქაში აღარასდროს დავბრუნდებით...
და ძალიან კარგად იცის ყველამ, როგორი რეჟიმიც გახლდათ...
კუდიანებზე ნადირობა უკვე სასაცილოც აღარაა...
ხელოვნურად გაბერილმა ამ თემამ უკვე აქტუალობა დაკარგა.

ყველაზე არასასურველი რამიდანაც შეიძლება დადებითი გამოცდილება შეიძინო, ხომ იყო სფეროები, სადაც დიდ წარმატებებს ვაღწევდით, ხომ არსებობდა რაღაც მექანიზმები , სისტემები, რამაც გაამართლა. ჰოდა, რატომ უნდა ვთქვათ ასეთ გამოცდილებაზე უარი?? წარსულს მთლიანად გადავუსვათ ხაზი?

პ.ს. სკანდინავიაში, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია, განვითარებული სოციალიზმია.

QUOTE (ლევანი @ Nov 19 2009, 00:53) *
ეგ თუ ეგრე იყო ნამდვილად არ ვიცოდი...უბრალოდ მაშინ მიჩნდება კითხვა....რატომ იყო ყველაფერი მაგათ ხელში მონოპოლიზირებული???...რატომ არ შემეძლო...თოფის ყიდვა მაგათი წევრობის და ნებართვის გარეშე??..თუ კლუბი იყო. მხოლოდ...რატომ არ არსებობდა სხვა ალტერნატივა???...( იქნებ ამათი წესები სულაც არ მომწონდა)

მოიცა, კომუნისტების ეპოქის კვალობაზე, ნამეტანი ხომ არ მოინდომე? newsmile041.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Nov 20 2009, 16:22
პოსტი #139


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლევანი
ციტატა(levani @ 20th November 2009 - 01:28) *
ან ყოველ მოკლულ მგელზე...დაწესებულ ჯილდოს...კლუბი იხდიდა????...


არა სახელმწიფო (ნაკრძალებისა და სამონადირეო-მეურნეობების მთავარი სამმართველო, ბოლოს) იხდიდა და ადგენდა ნორმატიული აქტებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 20 2009, 19:07
პოსტი #140


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 19 2009, 00:53) *
თუნდაც..(სანამ გადაფრინდებიან ისინიც ჩვენი ბუნების ნაწილს წარმოადგენენ)...მაგრამ ამაზე მე საერთოდ სხვა რამეს ვგულისხმობდი....მეც ვესვრი და სიამოვნებასაც ვიღებ ნანადირევის მოპოვებით....არც იმას ვცდილობ თავი ყველაზე ჰუმანურ მონადირედ წარმოვაჩინო.....უბრალოდ იმას ვაღიარებ, რომ ის..რასაც მე ვაკეთებ(ვკლავ) არც დიდად საამაყოა...და დიდ ხელოვნებად არ მიმაჩნია...უბრალოდ ეგეთი აზარტი მაქვს და რავქნა...

თურმე თანამედროვე სპორტული ნადირობის არსზე ზედაპირული წარმოდგენა გქონია - გარემოდან ამოღების, ზიანის მიყენების, გართობის ( ამაზე ადრეც დაწერე მეზობელ თემაში) გარდა, მასში სხვა დანიშნულებასა და შინაარსს ვერ ხედავ.
სწორედ ასეთი "კონცეფციით" შეიარაღებული ე.წ. ბუნები დამცველები გამოდიან ნადირობის წინააღმდეგ.
და საერთოდ, მე ასე მიმაჩნია, რომ მხოლოდ გართობისთვის, კაცი არ უნდა ნადირობდეს...
ნამდვილ მონადირეს ეამაყება კიდეც თავისი საქმიანობა, ხოლო დახელოვნებას ნებისმიერ სფეროში შეიძლება მიაღწიოს კაცმა.
ნადირობაში - ასეთ რთულ, მრავალწახნაგოვან სფეროში მწვერვალების დაპყრობა (მარტო სროლას არ ვგულისხმობ, ბევრისგან განსხვავებით) კი, ერთიორად საპატიოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 20 2009, 19:22
პოსტი #141


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 19 2009, 00:53) *
ისე კი თუ მარტო გადამფენები არ ითვლება ზიანის მიყენებად...ხოლო ადგილობრივები..უკვე ზიანში გადის...კურდღელზე ნებართვას რაღატომ ვითხოვთ???...

იმიტომ, რომ სპორტული ნადირობის ერთერთი ძირითადი ობიექტია.
იმიტომ, რომ საკმაო რაოდენობითაა, ანუ იშვიათი არაა და მით უმეტეს, გადაშენება არ ემუქრება და გაცილებით მეტი იქნებოდა ტურები ასე რომ არ გამრავლებულიყვნენ.
იმიტომ, რომ მაინც ნადირობენ და ეს აკრძალვა ძირითადად მაინც ფურცელზეა.
იმიტომ, რომ სახელმწიფომ თავი არ უნდა მოიტყუოს და შემოსავალი არ უნდა დაკარგოს.
იმიტომ, რომ მამაჩემი კურდღლის გემრიელ კერძს ამზადებს, პომიდვრის ცხარე სოუსში. newsmile027.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Nov 20 2009, 20:22
პოსტი #142


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN
ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:22) *
იმიტომ, რომ მამაჩემი კურდღლის გემრიელ კერძს ამზადებს, პომიდვრის ცხარე სოუსში.


მომეწონა,გაუნგრეველი არგუმენტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 20 2009, 21:55
პოსტი #143


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



akela1954
ერთი ამ განყოფილებაში შეიხედე - საქართველოს ფლორა, ფაუნა, მხარეები . მანდ არის თემა - რეალურად როგორია კოლხური ხოხობი.
გაარკვიე რა, ბიჭები სიმართლეში...

პ.ს. თემიდან გადახვევისთვის, ბოდიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Nov 20 2009, 23:15
პოსტი #144


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ ამ დებატების წაკიტხვა უკვე ვეღარ გამომდის. ამიტომ პოლიტიკაში ნუ გადაიყვანთ!
ამას გარდა, რაც შეეხება სანადირო სავარგულების კერძო ხელში გადასვლას: ამან შეიძლება ერმანიაში იმუშაოს, მაგრამ საქარველოში - დამღუპველია. და იმის მიუხედავად, რომ გერმანელებს ყველაზე დიდი შანსი აქვს ამის, მაინც არ გააკეთეს, იმიტომ, რომ იქაც კი შეიძლება კორუფციის წყარო გამხდარიყო.

მოკლედ დღეს არ მაქვს ნამდვილად ამის ნერვი, მაგრამ ჩვენი და სამინისტროს შეხვედრის შესახებ დავწერ ხვალ და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 21 2009, 00:45
პოსტი #145


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 13:52) *
თუ... ოდესმე... ალბათ იქნება... უნდა...

ეს ყველაფერი მომავლის პერსპექტივაზე საუბარია და მეტი არაფერი (შარკის სტილში),

ეგ იმიტომ, რომ...ეგეთი რამეები..გრძელვადიანია...და დანამდვილებით ვერავინ იტყვის წინასწარ..როგორ განვითარდება მოვლენები.....თუ ჯადოსნური ჯოხი გაქვს..და შეგიძლია...რამდენიმე დღეში შეცვალ-შემოცველო ყველაფერი და საუკეთესო დატოვო..რას გვიმალავ??? newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 13:52) *
იმ დონემდე თუ მივალთ და რაიმე უწყება ზედმეტი იქნა, გაუქმდება ან რესტრუქტურიზაციას დაექვემდებარება, რა პრობლემაა...
სამინისტროებს აერთიანებენ და ეს გაჭირდება?

მემგონი მართლა გაქვს ჯადოსნური ჯოხი... newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 14:22) *
მუდმივად მანიპულირებ ამ კომუნიზმის საშიშროებით და ვერ გამიგია რატომ...

იმიტომ, რომ...აქ, ზოგადად გ.დ.ი.-ს თემებში...ბევრგან დაფიქსირდა(მეზარება ამოქექვა)...ძველი სისტემის მიმართ ნოსტალგია...."მაშინ ისე იყო" და ის ჯობდა....ამ დროს...სვლა უკან...რომელსაც მგონი ძლივს თავს ვაღწევთ ბოლო ბოლო...
ისე კი მაგითი ნამდვილად არ ვმანიპულირებ...არ მჭირდება არაფერში..
ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 14:22) *
ხომ არსებობდა რაღაც მექანიზმები , სისტემები, რამაც გაამართლა.

აი ამან ნამდვილად დამაინტერესა...რა იყო ეგეთი რამაც გაამართლა და დაიხურა???

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 14:22) *
მოიცა, კომუნისტების ეპოქის კვალობაზე, ნამეტანი ხომ არ მოინდომე?

ხოდა მაგას ვჩივი მეც....როგორი დასაჯერებალია...იმ დროში დამოუკიდებელი კლუბი....
ციტატა(kote @ 20th November 2009 - 17:22) *
არა სახელმწიფო (ნაკრძალებისა და სამონადირეო-მეურნეობების მთავარი სამმართველო, ბოლოს) იხდიდა და ადგენდა ნორმატიული აქტებით.

მაგრამ აქვე პასუხიც...მე "მონკავშირი" დასამონადირეო-მეურნეობის მთავარი სამმართველო....ერთ მთლიანობაში მოვიაზრე...არადა მე მაგ სამართველოს ვგულისხმობდი..

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:07) *
თურმე თანამედროვე სპორტული ნადირობის არსზე ზედაპირული წარმოდგენა გქონია

კიბატონო...ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია..ამ სფეროში...ღრმად განწავლულობაზე..(მე სულ სხვა პროფესია მაქვს...აი პრეტენზიაც იქ მაქვს)..ნადირობა კი უბრალოდ ჰობია ჩემი...მიყვარს ბუნებაში გასეირნება...თუ კარგად ვინადირე..კმაყოფილი ვბრუნდები..თუ ხელცარიელი წამოვედი..მაინც კმაყოფილი ვარ....მოკლედ...ნადირობა მიზეზია ჩემი ბუნებაში გასვლის...

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:07) *
სწორედ ასეთი "კონცეფციით" შეიარაღებული ე.წ. ბუნები დამცველები გამოდიან ნადირობის წინააღმდეგ.

იქნება და ეგეთი შეურაცხყოფის გარეშე აგეხსნა....რატომ ითვლება ჭეშმარიტი მონადირე...უფრო დიდ ბუნების დამცველად....ვიდრე...რომელიმე...

ნაკლებად მონადირე..ან სულაც მთამსვლელი???

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:07) *
და საერთოდ, მე ასე მიმაჩნია, რომ მხოლოდ გართობისთვის, კაცი არ უნდა ნადირობდეს...

აბა???ოჯახსაც უნდა ინახავდეს???... newsmile035.gif newsmile035.gif კი მაგრამ სხვა რა დანიშნულება აქვს ნადირობას???...ვგულისხმობ...იხვზე, მწყერზე და ა.შ....(ცოფიანი მგელის და სხვა მავნებლების ლიკვიდაცია..რეგულირებას არა)

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:07) *
ნამდვილ მონადირეს ეამაყება კიდეც თავისი საქმიანობა,

მე მიმაჩნია...ნადირობა..როგორც საქმიანობა...დიდი ხნის წინ ჩაბარდა ისტორიას...დღეს მაგითი თავს აღარავინ ირჩენს...აი მაგ სფეროში დახელოვნება...კი არის ერთგვარი აზარტი.....მეც მომწონს..როდესაც ადამიანი..ველურ ბუნებაში ისე გრძნობს თავს...როგორც თევზი წყალში...

ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:22) *
იმიტომ, რომ სპორტული ნადირობის ერთერთი ძირითადი ობიექტია.
იმიტომ, რომ საკმაო რაოდენობითაა, ანუ იშვიათი არაა და მით უმეტეს, გადაშენება არ ემუქრება და გაცილებით მეტი იქნებოდა ტურები ასე რომ არ გამრავლებულიყვნენ.
იმიტომ, რომ მაინც ნადირობენ და ეს აკრძალვა ძირითადად მაინც ფურცელზეა.
იმიტომ, რომ სახელმწიფომ თავი არ უნდა მოიტყუოს და შემოსავალი არ უნდა დაკარგოს.

ნუ...ამ ყველაფერს...რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები...(ბევრგან მაქვს დაფიქსირებული)...ეგ კი რატომ დავწერე..არამგონია რთული მისახვედრი იყოს...
ციტატა(AlekoN @ 20th November 2009 - 20:22) *
იმიტომ, რომ მამაჩემი კურდღლის გემრიელ კერძს ამზადებს, პომიდვრის ცხარე სოუსში.

ეგრე დედაჩემი უმაგრეს ჩახოხბილს აკეთებს.... newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 21 2009, 00:48
პოსტი #146


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ბესო @ Nov 21 2009, 00:15) *
ამას გარდა, რაც შეეხება სანადირო სავარგულების კერძო ხელში გადასვლას: ამან შეიძლება ერმანიაში იმუშაოს, მაგრამ საქარველოში - დამღუპველია. და იმის მიუხედავად, რომ გერმანელებს ყველაზე დიდი შანსი აქვს ამის, მაინც არ გააკეთეს, იმიტომ, რომ იქაც კი შეიძლება კორუფციის წყარო გამხდარიყო.

რა გახდა ასეთი უსაშველო, იმ გერმანელთან შეხვედრის ამბავი რომ გადმოგვცეთ??
სხვისა არ ვიცი, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, სანამ გავიგებდე.
საყვედური ჩემგან! newsmile019.gif

იდეაში ცუდი არ უნდა იყოს, სავარგულების კერძო საკუთრებაში გადასვლა (სანადირო მეურნეობას ვგულისხმობ), რადგან დაცვის ხარისხი მეტი იქნება. ასევე არჩევანიც მოიმატებდა და კონკურენციაც.
თუმცა...
ერთი იმის მეშინია, უმეტესობამ უცხოელ მონადირეზე გათვლით, ფანტასტიური ფასები არ მოხიოს და ჩვენი მონადირეების ძალიან დიდი ნაწილი თამაშგარე არ დარჩეს.
უნდა ჩაიდოს რაღაც მექანიზმები, რაც დაიცავს ჩვენს უფლებებს.
ნადირობა უნდა იყოს მოქალაქის უფლება (რა თქმა უნდა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში), და არა მხოლოდ ვიწრო წრისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება. ადრეც დავწერე, რომ მონადირეს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება - ხელმისაწვდომ ფასში ინადიროს სახელმწიფო სავარგულში, დაწესებული ქვოტის ფარგლებში ან ისარგებლოს კერძო სანადირო მეურნეობის სრული მომსახურეობითა და კომფორტით და მოინადიროს სასურველი რაოდენობის ან ხარისხის ნადავლი, შესაბამისი ანაზღაურებით.
კიდევ ერთი ტენდენციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ზოგიერთი ბობოლა, მათ შორის ყოფილი და კარგად ნაცნობებიც, იღებდა სავარგულებს და აქცევდა მხოლოდ საკუთარი ოჯახისა და სამეგობროს გასართობ "სანადირო მამულად". ჩემი აზრით, ეს იქნება მთავარი პრობლემა, სავარგულების მასიურად კერძო ხელში გადასვლისას და ამის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზიმები იქნება მისაღები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 21 2009, 01:26
პოსტი #147


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN
აქ ძირითადად გეთანხმები...პატარა რაღაცის გარდა..
ციტატა(AlekoN @ 21st November 2009 - 01:48) *
მონადირეს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება - ხელმისაწვდომ ფასში ინადიროს სახელმწიფო სავარგულში

სახელმწიფო სავარგული..უბრალოდ ვერ იარსებებს.(კაპიტალისტურ წყობაში)..ეგ მაგ შემთხვევაში უკვე ბიზნესია...ხოლო ხელისუფლებას..ეკრძალება ყოველგვარი ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობა...რომც გააკეთონ..და დაბალი ფასები დაადონ...ეგ გამოიწვევს იმ კერძო მეურნეობების სიკვდილს....
ციტატა(AlekoN @ 21st November 2009 - 01:48) *
ერთი იმის მეშინია, უმეტესობამ უცხოელ მონადირეზე გათვლით, ფანტასტიური ფასები არ მოხიოს და ჩვენი მონადირეების ძალიან დიდი ნაწილი თამაშგარე არ დარჩეს.

ამან..შეიძლება თავიდან მართლა ეგეთი სახე მიიღოს...თუმცა მომრავლებასთან ერთად...ფასებიც დაიწევს..თავისუფალმა ბაზარმა უნდა არეგულიროს ფასები...ის..რაც ბევრია იაფია....(ევროპაში საერთოდ უფასო გახდა ჩლიქოსნები..ოღონდ შეამცირონ როგორმე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 21 2009, 18:09
პოსტი #148


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 21 2009, 01:45) *
ეგ იმიტომ, რომ...ეგეთი რამეები..გრძელვადიანია...და დანამდვილებით ვერავინ იტყვის წინასწარ..როგორ განვითარდება მოვლენები.....თუ ჯადოსნური ჯოხი გაქვს..და შეგიძლია...რამდენიმე დღეში შეცვალ-შემოცველო ყველაფერი და საუკეთესო დატოვო..რას გვიმალავ??? newsmile035.gif newsmile035.gif
მემგონი მართლა გაქვს ჯადოსნური ჯოხი... newsmile035.gif newsmile035.gif

ნუთუ არ შეიძლება, დღეს, რეგიონალურ დონეზე შეიქმნას ნადირ-ფრინველის დამცავი უწყების ფილიალები???
ნება-სურვილი თუ არ გაქვს, ვერავითარი ჯადოსნური ჯოხი ვერ გიშველის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 21 2009, 18:40
პოსტი #149


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 21 2009, 01:45) *
იმიტომ, რომ...აქ, ზოგადად გ.დ.ი.-ს თემებში...ბევრგან დაფიქსირდა(მეზარება ამოქექვა)...ძველი სისტემის მიმართ ნოსტალგია...."მაშინ ისე იყო" და ის ჯობდა....ამ დროს...სვლა უკან...რომელსაც მგონი ძლივს თავს ვაღწევთ ბოლო ბოლო...
ისე კი მაგითი ნამდვილად არ ვმანიპულირებ...არ მჭირდება არაფერში...

დღეს რომ ნადირ-ფრინველის დაცვა მიგდებულია და არსებული სისტემა არაეფექტურია იმას ვჩივი...
ადრე, ეგერების ხელში უფრო დაცული იყო. მაგიტო მწყდება გული, რომ მიივიწყეს ეს გამოცდილება...
ადრე, მონკავშირში მისაღებად, ერთი წელი კანდიდატობა იყო საჭირო, რეკომენდაცია, სანადირო თეორიული მინიმუმი უნდა ჩაგებარებინა... დღეს კი ყველას, ვისაც თოფი აქვს, და ლიცენზიას იყიდის, შეუძლია უპრაკუნოდ იბოდიალოს ...
ეს სისტემა, უკან სვლა რომ გგონია, თანამედროვე ევროპაში მოქმედებს დღესაც.
ეგერიც, კომუნისტური გადმონაშთი კი არა, ევროპიდანაა გადმოღებული.
ასე, რომ ჯერ გავერკვეთ, რაა "ნაფტალინმიყრილი გამოცდილება" და რა - მართლაც, სასარგებლო, ჯანსაღი მიდგომა საქმისადმი...

პ.ს. ისე, რომ იცოდე, გრიშა ონიანის და პანტელეიმონ გიორგაძის თანამზრახველი ვარ, პუტინმა ჩემი რეკომენდაციით აღადგინა დიადი საბჭოეთის ჰიმნი, საცვლებქვეშ წითელი ალამს ვატარებ ჩუმად...
პ.პ.ს. ახლა კი უნდა გავიდე, ლენინის ბიუსტს ვაქანდაკებ და უნდა დავამთავრო. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 21 2009, 19:05
პოსტი #150


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Nov 21 2009, 01:45) *
იქნება და ეგეთი შეურაცხყოფის გარეშე აგეხსნა....რატომ ითვლება ჭეშმარიტი მონადირე...უფრო დიდ ბუნების დამცველად....ვიდრე...რომელიმე...

ნაკლებად მონადირე..ან სულაც მთამსვლელი???

ჩემს ციტატაში რაა შეურაცხმყოფელი, მართალი გითხრა, ვერ გავიგე.

ჭეშმარიტი მონადირე იმიტომაა ბუნების მეტად დამცველი ბევრ დანარჩენთან შედარებით, რომ მას ნადირ-ფრინველის რაოდენობის შემცირება და მით უმეტეს, გაჟუჟვა კი არ უნდა, არამედ - პოპულაციის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, რადგან დაინტერესებულია, მუდმივად მისდიოს საყვარელ საქმიანობას, ე.ი. ინადიროს, ასევე, მისმა შვილმაც, ანუ მომავალმა თაობამაც გააგრძელოს ეს საქმე. ამიტომაც, პირდაპირი შეხება რომ აქვს ნადირ-ფრინველთან და პრინციპში მასზეა დამოკიდებული, შეგნებული მონადირე რეალურადაა დაინტერესებული მათი ბედით. ამის გამოძახილია ის, რომ ინდოეთში, ვეფხვების ეროვნულ პარკს, დიდი მონადირის, ნატურალისტისა და ბუნების მოტრფიალის - ჯიმ კორბეტის სახელი ჰქვია. კიდევ, ამერიკაში ინდაურის, ბიზონის, თეთრკუდა ირმის, როგორც სახეობის გადარჩენა და აღორძინება სანადირო კლუბების, ანუ მონადირეთა ამხანაგობების დამსახურებაა. იგივეა სასარგებლო სანადირო-სარეწაო ნადირ-ფრინველის მომრავლება ევროპაში - სანადირო მეურნეობებს, მონადირე, ამ საქმის მცოდნე და ერთგული ხალხი აკეთებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

20 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2025 - 18:39