ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

22 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა
შადი შამოდი
პოსტი Feb 3 2010, 10:19
პოსტი #106


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(თენგო @ Feb 2 2010, 23:29) *
Shadi shamodi
შადიმან შენ ხარ?

ჰამლეტის პირველ სცენაშია: ბერნარდი - ჰორაციო, მგონი შენა ხარ? ჰორაციო - მგონი, ისა ვარ.. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 3 2010, 11:13
პოსტი #107


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shadi shamodi
ციტატა(shadimani @ 3rd February 2010 - 11:19) *
ჰამლეტის პირველ სცენაშია: ბერნარდი - ჰორაციო, მგონი შენა ხარ? ჰორაციო - მგონი, ისა ვარ..

ყოფნა,არყოფნა საკითხავი აი ეს არის.
მემგონი ეშველა ჩაქირას თუ შენც აქ აიმყოფები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Feb 3 2010, 11:54
პოსტი #108


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ვა შადიმანს გაუმარჯოს! მოხარული ვარ. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 3 2010, 22:30
პოსტი #109


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩაქირასთან დაკავშირებით რა მინდა ვთქვა და პაჭუ ჟორდანიას ეს სამოცდაათი წლის წინანდელი სტატიაც რატო დავდე - ვიტო და დანარჩენებო, კაი და გულმხურვალე ბიჭებო, აფერუმ თქვენ მონდომებას! იმის მიუხედავად, რომ მეჩვენება, ბოლომდე არ გაქვთ გასიგრძეგანებული, რა სირთულის საქმეს შეეჭიდეთ,(არ გეწყინოთ!) მით უფრო დასაფასებელია თქვენი მონდომება. გულგასატეხად ნუ ჩათვლით ამ პირველ შედეგებს! პირიქით, მე, მაგალითად, ამასაც არ მოველოდი - ჩაქირას სისხლი არსებობს, ჯერ არ გადაშენებულა და ეს ფაქტი აშკარად იმედისმომცემია. იმათ საგვარეულოებს, თქვენ რომ გურიაში ძაღლები ნახეთ, რა თქმა უნდა, არავინ დაგახვედრებდათ, მაგრამ პატრონის და ოჯახის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ჩამოგეტანათ. ვინ იყო მამა,ბაბუა, იმის მამა, ჩაქირებით რო ნადირობდნენ? ბათუმის და ოზურგეთის მონკავშირის ძველ თანამშრომლებთაგან ალბათ ვინმე ცოცხალია და ახსოვთ ეს ძაღლები და მათი პატრონები. იმათი პოვნაა საჭირო და იმათი დასტური, რომ თოიძეები მართლა იყვნენ ამ ჯიშის მომშენებლები, ან სხვები, ვინც იყვნენ. ყველა ის ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ, რაც ამ ძაღლებს და მონადირეებს ეხებათ. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ძალიან დიდი დროც არ არის გასული. თუ ზოგადი წარმოდგენა მაინც არ შევიქმენით ჯიშის ექსტერიერზე, ხასიათზე, სამონადირეო თვისებებზე, ჩვენი ძალისხმევა ბნელ ოთახში იმ შავი კატის ძებნას შეეწირება, რომელიც დიდი ხანია, რაც ოთახიდან გაძურწულია. მაგრამ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ცუდად ნამდვილად არ ჩაივლის ეს თქვენი, განწირული კი არა, მამულიშვილური სულისკვეთება! ასე მგონია..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Feb 4 2010, 01:40
პოსტი #110


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shadi shamodi
ვიცი რასაც შევეჭიდე, არც იმის იმედი მაქვს რომ 100% გამოვა მაი ამბავი, იცის ვიცი რომ კინოლოგების ჩარევა იქნება საჭირო,
ძალან მიხარია ამ საქმეს საერთოდ რომ რეზონანსი მოყვა, ჩვენც გვაპატიეთ ესე პირველსავე გასვლაზე მაქსიმუმი რომ ვერ გავიგეთ,
არ ვიცით რა და როგორ უნდა მოვიკითხოთ და ავღწეროთ, შემდეგ ამბავში აუცილებლად ავიღებ თქვენგან კონსულტაციებს,
ყოველდღე აზრი მეცვლება ამ წამოწყებაზე, ხან მგონია რომ ტყუილად ვირჯებით, ხან მგონია რომ ვაიდა რამე ამოტივტივდეს

მთავარი ის არ არის რაც დაწერეთ, იმედია არ მიწყენთ ამას რომ ვამბობ, მე მიჩნია რომ ნებისმიერ საქმეს აქვს თავისი ეტაპები,
ავიღოთ და პირველ ეტაპად დავისახოთ ზოგადად ჩაქირების ან იმ ძაღლების პოვნა, რომლის პატრონებიც მათ ჩაქირას უეოდებენ,
დანარჩენი მერე განვიხილოთ, თუ მსგავსებები ვიპოვეთ მერე განვიხილოთ რა ღირს და არა, თუ არ ღირს ნამდვილად არ მაქვს იმის ხალისი რომ
წყალი ვნაყოთ, მე მიმაჩნია რომ მთავარია დავადგინოთ საეთოდ თუ არსებობს ეს ძაღლი დღეს, რაც მე ვნახე მაკვანეთში ნამდვილად არ მხიბლავს,
არა ექსტერიერის გამო.......... არც ველოდი რაიმე სილამაზეს უბრალოდ პატრონმა რაც დახატა მთლად ვერ დავაკავშირე ყველაფერს და
ეგეთ სიტუაციაში ბევრი კითხვა რაც უნდა მეკითხა არაღც გამხსენებია....

ამ წუთში ფორუმის იმედი მაქვს, ბევრი წევრია და თუ სადმე რამე გამოვჩხრიკეთ ეგ იქნება მეორე დაბადების დასაწყისი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Feb 4 2010, 09:33
პოსტი #111


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ექსტერიერი არაა დამღუპველი, მე შენ გეტყვი და რუსელი ხომ წყვიტავს სილამაზით ვარსკვალევს? newsmile05.gifnewsmile05.gif


მაგარამ შემორჩა იმიტომ რომ პრაქტიკოსია.


მე რა მაიტნერესებთ იცით? დაუშვალდ ვნახეთ რაღაც, არა ჩაქირა არამედ ჩაქირასებრნი,და არ უწერია ამ ჯიშს ამოქაჩვა, ეს რაც არის რა სახითაც შემორჩენილი, რომ შევაჯვაროთ სხვა გონჩებთან ან მისივე ტიპოლოგიის ძაღლებთან და გამოვიყვანოთ( რათქმაუნდა სახეცვლილი, მარგამ რაღაც მაინც ექნება ჩაქირული) ქართული ძაღლი არ შეიძლება? აი ეგ მაინტერესებს?


პ.ს. როდესღაც ინგლისური სეტერიც ხომ სხვანაერი იყო? და სელექციის შედეგად მიიღო ეს ფორმა და სახე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 4 2010, 10:30
პოსტი #112


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



X
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Feb 4 2010, 10:54
პოსტი #113


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



თენგო
არა გაბრაზება არაფერ შუაშია,აქ იმიტომ დავსვი ეგ კითხვა რომ თქვენაერ მცოდეს გაეცა პასუხი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 4 2010, 10:57
პოსტი #114


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



X
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Feb 4 2010, 14:09
პოსტი #115


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(თენგო @ Feb 4 2010, 11:30) *
ნოსო

ნოსო,ხო იცი პატივს გცემ,მარა ეხლა ველოსიპედის გამოგონებას ნუ დაიწყებ)newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile038.gifარ გამიბრაზდე)
მე გუშინ ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და აი რა მგონია: ერთადერთი რატომაც "ჩაქირაზე" ჩალიჩი ღირდა ეს ის არის რომ ქართულ ჯიშად ითვლება,თუმცა ესეც საკამათოა. არსებობს მოსაზრება რომ პირიქით შემოყვანილია .
კარგი რომ ყოფილიყო არ გადაშენდებოდა,ამის მაგალითია თუნდაც კავკასიური ინაგაზი რომელიც სხვებმა განავითარეს და ცალკე ჯიშად აღიარებასაც მიაღწიეს
საქართველოში ბევრი მახინჯი ტრადიცია არსებობდა, რომელიც მადლობა ღმერთს გადაშენდა. მაგალითად წაწლობა.ეხლა რა ვქნათ აღვადგინოთ?

იცით რომ ჩაქირას ერთერთი ენთუზიასტი ვიყავი,მაგრამ გუშინდელი ფიქრის შემდეგ მიმაჩნია რომ ეს არა თუ უსარგებლო,არამედ მავნეც იქნება
ვინაიდან ენერგიას,დროს და სახსრებს არასწორი გზით მიმართავს.
უმჯობესია იმ ჯიშებს მივხედოთ და განვავითაროდ რომლებიც მართლა მონადირულია.
დამიჯერეთ არავიზე ნაკლები"გრუზინი" არ ვარ მარა ურაპატრიოტზმს მაგონებს ეგ ამბავი. თუ ვინმეს აინტერესებს რამ გამოიწვია ჩემი განწყობის ესეთი მკვეთრი ცვლილება, პირად შეხვედრისას დაგისაბუთებთ

+100000000000000000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Feb 4 2010, 22:39
პოსტი #116


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ასე 10 წლის წინ ჩემი ძმაკაცი იყო მაგ საქმით დაინტერესებული-აჭარა გურია მოიარა და მხოლოდ 3 სუფთა სისხლის ეგზემპლიარი ნახა-მაგრამ არ მიყიდეს და ლეკვებზეც უარი უთხრეს. გუშინწინ იყო მოსული ჩემთან და ვიდეოები ვანახე-არც ერთი რაც ვდეოებზე ჩანს სუფთა არააო-მაგრამ რაღაც-რაღაცა ნიშნები შემორჩენილი აქვსო.

ეხლა ჩემ აზრსაც გეტყვით:
1) ვფიქრობ რომ სერიოზული ფინანსური წყაროების და ძაღლსაშენის გარეშე ამ ჯიშის აღდგენა და შეუძლებელია.
2) ეგზემპლიარების ნახვის შემთხევაში არ არსებობს ინფორმაცია: ექსტერიერის და სანადირო თვისებების ზედაპირული აღწერილობის გარდა-და ეჭვიც მეპარება ვინმე იყოს აჭარასა და გურიაში ამ ჯიშის მცოდნე.=არადა სელექციას აუცილებლად ჭირდება მიმართულება თუ რა ექსტრიერის ,ხასიათის და სანადირო თვისებების ჯიშის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს-რათა ჯიში საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და აღიარება მოიპოვოს.
3) ამ ყელაფრის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში უნდა არსებობდეს მოთხოვნილება ამ ჯიშის ძაღლებზე-რათა რაღაც რაოდენობის ძაღლებისა იყოს ხალხში(კვერნაზე ნადირობა როგორც ასეთი დღეს აღარ არსებობს -მყეფარებით ნადირობა კი საქართველოში პოპულარული არ არის(ალბათ ბუნებრივი პირობების გამო).

ასე რომ ურთულეს სქმეზე გაქვთ ხელი მოკიდებული.

სანადირო მეძაღლეობის კლუბისა და ჩემი მხრიდან კი რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Feb 28 2010, 00:56
პოსტი #117


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დიდი ხანია ამ თემაში სიჩუმეა .. რა ხდება ახალი ?? ლეკვები ხომარ გამოჩნდა ?? კონტაკტი თუ გვაქ იმ გურულთან ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kaxa108
პოსტი Feb 28 2010, 18:01
პოსტი #118


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 13-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbuilisi



გამარჯობათ ხალხო. მე მინდა გითხრათ რომ ჩემს ბავშობაში, ზუსტად არ მახსოვს ოთმოციანი წლების რომელი წელი იყო, ოზურგეთში ჩატარდა მონადირე ძაღლების გამოფენა. რა გამოფენა იყო ეროვნული თუ სახვა რამე ვერ მოგახსენებთ მაგრამ ის ფაქტი ძალიან კარგად მახსოვს და არასოდეს არ დამავიწყდება როდესაც ვნახე ჩაქირა.ეს ძაღლები გამოფენაზე მოიყვანა მაკვანეთელმა მონადირემ ქესკინა თოიძემ. დღევანდელივით მახსოვს როგორ მოაყენეს სატვირთო მანქანა თეატრის ბაღის მიმდებარე ტერიტორიას და გადმოიყვანეს ჩაქირები. იყო დაახლოებით ათი ეგზემპლიარი. ამათგან რამოდენიმე ლეკვი. მინდა გითხრათ რომ ჩემი ინტერესი იმან უფრო გააღვივა და ალბათ ამიტომაც მახსოვს რომ ხალხმა მათ დანახვაზე სხვა ჯიშების თვალიერებას მიანება თავი და ყველა იმათკენ წავიდა. ტან ამბობდნენ ჩვენებური ჯიშიაო. პატრონს ბატონ ქესკინას ისე ეამაყებოდა მათი თანხლებით გამოჩენა რომ ვიფიქრე ყველაზე მაგარი ძაღლია დედამიწაზთქო. სიმართლე გითხრათ მეც რომ მყოლოდა ისეთი ძაღლები მეც ვიამაყებდი. თუმცა რომ ვთქვათ სილამაზიტ ბევრ ძაღლს ჩამოჩებოდნენ მაგრამ მათში ღაღAც სხვა უფრო იყო ვიდრე სილამაზე. ფერით ყველა ისეთი ფერის როგორიც თვენ ნახეთ მაკვანეთში, ყველა თეთრი გულით და წინა თათებით. რაც შეეხება თეთრ საყელოს როგორც კოლის იმ ზომის ნამდვილად არა მაგრამ მათაც ჰქონდათ ნამდვილად. მომცრო ტანის საკმაოდ სხარტი და მოქნილი ძაღლები მოუსვენარი ტიპაჟები. ყურებს რაც შეეხება ზუსტად მახსოვს რომ ყველას დაჭრილი ჰქონდათ, ლეკვებსაც კი. მე ზემოთ წავიკითხე რომ ულამაზო ძაღლიაო მაგრამ მინდა გითხრათ რომ მე რაც მახსოვს იმ ძაღლისნაირებს ნამდვილად ვიყოლიებდი. თქვენ რომძაღლები ნახეთ მაკვანეთში მე მაგალითად ძუს მივამსგავსებდი იმ ძაღლებს, თუმცა რათქმაუნდა ეს ის არარის. მე გურული ვარ ოზურგეთელი და საკმაოდ ფართო წრე მყავს გურული მონადირეებისა, აუცილებლად მოვკითხავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 6 2010, 23:12
პოსტი #119


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩაქირა გამოჩნდა თავისი პირველადი სახით!!!!
ლაზებს და ლევანი მესხიძეს შემოევლოთ ჩემი თავი!!

დეტალები მოგვიანებით!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 6 2010, 23:16
პოსტი #120


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ვააა ეს მაგარი ინფორმაცია!!! გავს ისე იმ ძაღლებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

22 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2025 - 22:13