ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
Aug 6 2013, 09:46
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.
მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა ჩუდა მთელი 1 წუთი მოკუნტული იდგა ისეთი სპაზმი დაემართა ამასობაში თაზო და გენერალიც გვესტუმრნენ. მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე. 5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში. მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე მადლობა ბიჭებო. რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი ვთევზაობდი ძირითადად მიწის ჭიაზე. ბოლოს რომ გამითავდა მიწის, გადავედი ნაკელზე. შიგადაშიგ სიმინდი, მაგრამ სიმინდზე ბოლოს დაჯდა ოღონდ ,,დონკაზე,, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში. დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას. აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ. |
|
|
Aug 6 2013, 10:03
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
ჩელე
მშვენიერი რეპორტია ჩემის მხრივ მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეორედ ვიყავი კლუბის წევრებთან და ფორუმელებთან ერთად (პირველად ფეხბურთი ვითამაშეთ) და კვლავ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. მადლობა ყველა წევრს და ფორუმელს კარგი კამპანიონობის გაწევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ტბას, ნამდვილად არ არის ურიგო ადგილი, თან შეიძლება რაიმე კარგი ეგზემპლიარის დაჭერა... უბრალოდ როგორც ბატონმა უმფროსმა აღნიშნა კარგი ამინდია საჭირო, რომ ცოტა მეტი ხალისი გქონდეს თევზაობის. რაც შეეხება ჩემს მონაგარს, დავიჭირე ერთი მოზრდილი ამური, ერთიც პატარა, დანარჩენი პატარა კარჩხანები და საზნებიც. ვთევზაობდი ფსკერულზე, სატყუარა სიმინდი და მშვენივრად აიღო ხო და დავასკვენი, რომ ამ დღეებში კონსულტაციები უნდა გავიარო იმ არყის შამქნმელებთან, ვოდკა უნდა იყოს ეგეთი! მადლობა ამ გასვლის ორგანიზატორებს და გასვლაში მონაწილე ყველა ადამიანს. რაც უმფრო მეტი იქნება ესეთი გასვლები, მით უმფრო მოსაწონი იქნება და ავდგეთ და ჩვენც ვაკეთოთ ეს მოსაწონი საქმე |
|
|
Aug 6 2013, 10:05
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შეცდომა შეცდომა ერრორ ერრორ
დოკმა დოკს ჯერ გაშლილი არ ქონდა ონკესი მე რო ვტყორცნე თეთრი ჭია და ზედ იჯდა კორასე არ ჩამითვალოთ არა რააც შეეხება გასვლას , ყველაფერი იყო გუუდ , მაგრამ ამინდს როგორც ყოველთვის ჩასვრა უყვარს , მოკლედ მე და დოკ-ტორი , ისეთ ცუდ ადგილას ვიდექით , რაგატკით ისროდა რაღაცეებს მარა თევზი არ სადა სჩანდა , საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ გადავიდეთ მოპირდაპირე მხარეს ვითომ ქარი არ იქნებაო და საკაიფოდ ვისვრითო , ვაი მერე იმ გადასვლას ზაცეპ-ზაცეპ-ზაცეპ , ქარი კი არა ქარბუქი იყო მანდ სიტყვას ვერ გაიგებდი რას გელაპარაკებოდა კაცი .... მოკლედ გადავწყვიტეთ გვევლო ესე და გვემოწმა ადგილები მარა ოდინ ფიგ რა .... საბოლოო ჯამში მოვკალათდით დამბის მარჯვენა მხარეს საცა თებზები გველოდნენ და გველოდნენ ... დავიჭირეთ კარასებიც , საზნებიც , კომბრიც მგონი , და ჩემი უსაყვარლესი 3 ამური რომლებიც სიმინდზე დაჯდნენ , თან ბოლოს იყო კაიფი , ბიჭებმა ვიბარგებითო და დროზე ქენითო , დოკ-ტორმა ეგრევე ამოიღო ონკესი , მე კიდე სანამ წავალ ერთს გავისვრი თქო , და მეორე ონკესის ჩაწყობა დავიწყე ამასობაში მოვიდა დოკტორი , მოდი მოგეხმარებიო , კაი მეთქი ოღონდ არ გაგექცეს მეთქი , და რა უნდა გაიქცესო არაფერი არ არიო , ხოდა ბოლოს ნაპირთან რომ მოიყვანა კი გაგვეცინა ორთავეს ბოლო 3 ამური ვოტ ტაკ , სასიამოვნოდ დავიღალე , ხო უი სულ დამავიწყდა , გავიცანი კაი ხალხი , ერთმა ვაჟბატონმა არათუ ფიალა აწია არამედ დალია და რა დალია ... უხ რა ახალგაზრდობა მოდის მოკლედ ყველაფერი გუუუდ . ჩელე გვიყვარხარ ძაან ....... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Aug 6 2013, 10:10
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სურათები და ვიდეობი დადეთ
ჩელე კარგი რეპორტია . საღოლ სურათები სურათები და კიდევ ერთხელ სურათები |
|
|
Aug 6 2013, 10:11
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნამდვილად კარგი დღე იყო, კარგი ხალხი გავიცანი, ამინდის მიუხედავად თევზაობა შედგა. ტბას რაც შეეხება ჩემი აზრით ღირს მანდ სიარული.
|
|
|
Aug 6 2013, 10:14
პოსტი
#6
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
პირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა ჩელე ამ ლამაზი რეპორტისთვის.
გამოვიდა ძალიან ლამაზი გასვლა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და როგორც აღინიშნა ბატონა ჩელიოზმა დადებითი ემოციებით დატვირთული. რაც შეეხება თევზაობას, გამომდინარე იქიდან რომ მე დიდი მეთევზე არ გახლავართ დავიჭირე რამოდენიმე კარჩხანა, მერე დაღლილმა გაბმულ ჰამაკშიც წავუძინე ცოტა, სუფთა ჰაერზე და შემდეგ უკვე ახლად მოსულ გენერალთან და თაზოსთან ერთად "პურიჭამას" მივჰყავით ხელი, თუმცა მას შემდეგ რაც ბიჭები თებზაობას მიუბრუნდნენ, მე და თაზომ ამ ორი საქმიანობის სინქრონიზაცია მოვახდინეთ და გავაგრძელეთ ბოლომდე მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებო ყველას ამ ლამაზი და სასიამოვნო გასვლისთვის. |
|
|
Aug 6 2013, 10:17
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნამდვილად კარგი გასვლა გამოგვივიდა. რაც მთავარია გავიცანი კარგი ადამიანები
|
|
|
Aug 6 2013, 10:17
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
temoo90
როგორ გეძინა ის სურათი დაიდოოოოოოოოს -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Aug 6 2013, 10:21
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 6 2013, 10:26
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
levan81
დაააიცააა ეს დიდიც ჩემს ბადეში იყო ? -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Aug 6 2013, 10:42
პოსტი
#11
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ყოჩაღ თქვენ !!! ყოჩაღ ორგანიზატორებს !!! კარგი გასვლა გქონიათ ეს ერთი და სხვა მრავალი ხომ არ დაგითვლიათ საერთო ჯამში რამდენი კგ თევზი დაიჭირეთ ? |
|
|
Aug 6 2013, 10:45
პოსტი
#12
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
მე, კუთხამ და ალექსამდრემ საერთო ჯამშო დავიჭირეთ დაახლოებით 6-7 კგ თევზი.
ჩემს ხელთ არსებულ სურათებს ავტვირთავ საღამოს |
|
|
Aug 6 2013, 10:47
პოსტი
#13
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ალთაზარ
ყველა შენთან იყო |
|
|
Aug 6 2013, 10:57
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ალთაზარ
ყველაფერს ავტვირთავ, შენ ნუ ნერვიანობ ცოტა ხანში იქნება სურათები |
|
|
Aug 6 2013, 11:31
პოსტი
#15
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ჩელე მშვენიერი რეპორტია, ბრავო
მე ვიტყვი, რომ პირველად ვიყავი ფორუმელებთან და კლუბის წევრებთან ერთად და მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გავატარე თქვენთან ერთად დრო , ძალიან კარგი, მეგობრული ხალხი ხართ და მიხარია რომ გაგიცანით რაც შეეხება თვითონ თევზაობას, დიდი მოთევზავე არ გახლავართ, რამოდენიმე საზანი, კარასი და ერთიც მცირე ზომის კობრი დავიჭირე, ნუ ჩემტვის მტავარი თქვენთან ერთად ყოფნა და დროის გატარება იყო, თევზის რაოდენობა ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ერთი სიტყვით ემოციებით დატვირთული და კარგი შტაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ. და ბოლოს, დიდ მადლობას მოგახსენებთ ორგანიზატორებს, კლუბისა და ფორუმის წევრებს, გაიხარეთ ბიჭებო. იმედია ასეთი გასვლები კიდევ მოეწყობა მომავალში ხო უი სულ დამავიწყდა , გავიცანი კაი ხალხი , ერთმა ვაჟბატონმა არათუ ფიალა აწია არამედ დალია და რა დალია ... უხ რა ახალგაზრდობა მოდის |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 20:57 |