თავგადასავლები და საინტერესო ისტორიები დოკუმენტური ფილმისთ ვის, GDS tv ეძებს ადამიანებს საინტერესო ისტორიებით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თავგადასავლები და საინტერესო ისტორიები დოკუმენტური ფილმისთ ვის, GDS tv ეძებს ადამიანებს საინტერესო ისტორიებით |
Oct 11 2012, 16:19
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სალამი ყველას. მოკლედ GDS Tv-ში ვაკეთებთ დოკუმენტური ფილმების ციკლს საინტერესო ისტორიებზე და ადამიანებზე, რომლებსაც თავს გადახდათ რაიმე ამბავი, (სათავგადასავლო). ვინმეს თუ გადაგხდენიათ, თუნდაც ნადირობის დროს რაიმე სახიფათო ან უცნაური ისტორია ან თუ იცნობთ ასეთ ადამიანებს (არ აქვს მნიშვნელობა ასაკს). ? რა უნდა იყოს მთავარი ამ ისტორიაში: 1. დრამატული სიტუაცია. ( მაგალითად, მონადირე ჩაიჩეხა ხრამში და როგორ გაატარა ერთი კვირა შუა ტყეში და როგორ გადარჩა და ა.შ.) 2. პარანორმალური მოვლენები ( რამე უცნაური ხომ არ გადახდენია, დაუნახია, უგრძვნია და ა.შ ) 3. ექტრემალური სიტუაციები (სტიქიები) 4. ლეგენდები 5.უცნაური ადგილები ვინც იცნობთ ასეთ საინტერესო ადამიანებს ან თქვენ გადაგხდათ რაიმე მსგავსი, გთხოვთ ამ თემაში განათავსოთ თქვენი ისტორია. მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტი კეთდება და ველი თქვენგან გამოხმაურებას და საინტერესო ისტორიებს. საბოლოოდ როცა დამტკიცდება ეს ისტორია, გაკეთდება მისი მხატვრული რეკონსტრუქცია (ინსცენირება). წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით გიგა ბაინდურაშვილი |
|
|
Oct 11 2012, 16:25
პოსტი
#2
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
კარგი დეაა მაგრამ ძალიან ჰოლივუდური სცენარი მოითხოვე ეხლა შენ
აბა ბაიკები გამოუშვით |
|
|
Oct 11 2012, 16:38
პოსტი
#3
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლეგენდები და ზღაპრები იცოცხლე, არ გაგიჭირდება მსგავსი ამბები აქედან.... ისე გიორგი სომხიშვილს აქვს მაგარი ისტორია მანქანებთან დაკავშირებით..... ))))
|
|
|
Oct 11 2012, 16:41
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
T A M P L I E R
ჰოლივუდურზე უფრო საინტერესო ისტორიებს ვეძებთ )))))) ჰოლივუდი გაიცვითა უკვე.)) |
|
|
Oct 11 2012, 16:48
პოსტი
#5
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მე გამიგონია ბაკურიანის გზაზე თავის თავზე მონადირეს ირემო მოუკლავს ის ირემი ჩამოვარდნილა ამ კაცს დაცემია და ორივე ხრამში ჩაიჩეხა... კარგად არ ვიცი ვინც იცის ის უფრო ლამაზად მოყვება
|
|
|
Oct 11 2012, 17:23
პოსტი
#6
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ჩვენ გვჭირდება რეალურად ის ადამიანები, ვისაც გადახდა მსგავსი ისტორიები.
|
|
|
Oct 12 2012, 07:57
პოსტი
#7
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
giga_bai
საინტერესო წამოწყებაა. მამაჩემზე მაქვს რამოდენიმე ისტორია, პმ ში მოგწერ და თუ დაგაინტერესა ხომ კარგი, თუ არა და ისე მაინც მოგიყვები პრინციპში მთაში ბევრი არის მსგავსი სიტუაციები, მაგრამ ეხლა ვისაც გადახდა ის რომ დავწერო დაიჭერენ ერთერთს გეტყვი, სახელს არ დავწერ ოღონდ: დათვზე იყვნენ სანადიროდ, საკმაოდ დიდი დათვი მოინადირეს, ერთი ყტვიით დააგდო ჩემმა ბიძაშვილმა. ხელით რომ არ ეთრიათ დააგორეს. თითქმის მთელი კილომეტრი აგორეს. მერე ერთ კარგ ადგილას, უკვე ტრასასთან ახლოს პატარა ვაკე იყო და იქ შეისვენეს. მერე სურათები გადაიღეს, კისერზე გადამჯდარმა, წამოწოლილმა, მოკლედ იპოზიორეს. ბოლოს დაიწყეს გატყავებისთვის მზადება, ეს დათვი წამოხტა და გაიქცა დაბლა ჩაირბინა, ტრასაზე გავიდა და დააწვა. მანქანები უსიგნალებდნენ. ბოლოს ესენიც ჩავიდნენ როგორც იქნა ტრასაზე და სადღაც ნახევარ კილომეტრში წამოეწიენ, ვილისს დაურტყია და ისე გაჩერდა მოკლედ ბევრი ისტორიებია მთიდან, მაგრამ სურათებს შიშით არავინ მომცემს, ვინ გაიფაქტავს თავს |
|
|
Oct 12 2012, 09:16
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მე შემემთხვა ამ 20 წლის წინათ ესეთი რამე, (მემგონი პარანორმალური მოვლენაა). ტრადიცია მაქვს ყოველ შემოდგომაზე ქათამზე ჩავდივარ სანადიროდ ჩემთან გურიაში.ერთხელაც მთელი დღე ვიბოდიალე ტყეში ვერაფერი მოვინადირე.სახლში რო ვბრუნდებოდი გზაზე მეზობელი შემხვდა და მთხოვა ჩემ სოიოს კურდღელი შემოეჩვია და სულ გამინაგურა მოსავალიო. თუ ღმერთი გწამს წამოდი იქნება მოკლაო.ამიხსნა საიდან შემოდიოდა ყანაში კურდღელი.უკვე კაი დაბნელებული იყო.მოვტრიალდი და მივედი სადაც მითხრა.ვყარაულობ.არაფერია საერთოდ. კარგახნის ლოდინის მერე წამოვედი სახლში ტყე ტყე მოკლეზე.უცებ ჩემგან დაახლოებით 50 მეტრში ვიღაც პერანგის ამარა თმებ გაშლილი ქალი დგას და ხელს მიქნევს ჩემსკენ წამოდიო.არ ვიცი რა დამემართა და ნელნელა წავედი მისკენ,რამოდენიმე ნაბიჯის მერე თითქოს კეფაში მსუბუქი დარტყმა ვიგრძენი და უცებ ეს ქალიც გაქრა.ისეთი აშუშენია მქონდა რო თითქოს მეძინა და ვიღაცამ კეფაში წამითაქა.ძაან მაგრად შემეშინდა ისე ავპანიკდი რო იმ ქალის მიმართულებიდ თოფის სროლა დავიწყე.მეორე დღეს მივედი იმ ადგილზე სადაც ეს ამბავი შემემთხვა და ყველაზე გასაკვირი რა არის რო ის ქალი ისე იდგა რო შვენ შუა დიდი ხრამი იყო.თუ არ დავიბრიდებოდი ძაან მაგრა ავიჩეხებოდი.დღემდე მიკვირს რამ ან ვინ გადამარჩინა.
პ.ს. ნასვამი და მთვრალი არ ვყოფილვარ სრულიად ფხიზელი ვიყავი. |
|
|
Oct 12 2012, 10:05
პოსტი
#9
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ის კურდღელი იქნებოდა რომ არ მოკალი, გადაგარჩინა რა
|
|
|
Oct 12 2012, 10:12
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
|
|
|
Oct 12 2012, 10:19
პოსტი
#11
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნასვამი და მთვრალი არ ვყოფილვარ სრულიად ფხიზელი ვიყავი.
ციტატა ბელა იქნებოდა ეგა
გვარს შენც ქე მიხვდები ჩემო ოთარ |
|
|
Oct 12 2012, 10:21
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
|
|
|
Oct 12 2012, 10:37
პოსტი
#13
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მაშინ დამბურძგლა
პ.ს. ისე რავა ხარ? კაი ხანია არ მინახიხარ ძმაო,,, მომიკითხე შენი ვაჯკაცი.... იცოცხლე შოთა.ვარ რა ნელნელა. |
|
|
Oct 12 2012, 11:28
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გაგრიდან ვბრუნდებოდი ორ ჯგუფელ გოგონასთან ერთად. ბილეთები მატარებელზე ძლივს ვიშოვე და გოგონები მესამე ვაგონის კუპეში დავაბინავე და მოგვიანებით ჩემ ადგილისაკენ გავეშურე დასაძინებლად(მეთექვსმეტე ვაგონში,ე.წ "პლაცკარტში" )
საშინელები იყო,თითო ვაგონის ოთხი კარები და მის გაწეპილ სახელურებზე ჯაჯგური მოკლედ,გათენდა და მეგობრებთან უკან დაბრუნება გადაწყვიტე.მატარებელი გაჩერებული იყო სადღაც რიკოთის ტერიტორიაზე და გამცილებელი ქალი ტამბურს ხვეტავდა ცოცხით: -რამდენ ხანს გაჩერდება აქ,რომ ჩავიდე და ფეხით გავიდე მესამე ვაგონამდე?შევეკითხე მას. -15წთ.ელმავალი უნდა შეიცვალოსო. არადა,ის მხარე კარები ჰქონდა გახსნილი,რომელიც სადგურის გაჩერებაზე არ იხსნება,ანუ სადგურის მოპირდაპირე. ჩავხტი ვაგონიდან და დინჯად გავუყევი "შპალებს"თან ვფიქრობ:ამ მთებში, ელმავალი როგორ უნდა შეცვალონ კაცო? უკვე მივედი მესამე ვაგონთან და ამ დროს მემანქანემ საყვირი მისცა,ფანჯრიდან ხელით მანიშნა -ადი ვაგონშიო და დაიძრა კიდევაც... ვაი შენს სოსოს-გავიფიქრე და სახელური ჩამოვწიე. დაკეტილია! გავიქეცი შემდეგი ვაგონისაკენ,ავხტი,ჩამოვწიე სახელური და...ასიც დაკეტილია! მოკლედ მატარებელი ნელ-ნელა სიჩქარეს კრიბავს და მეც უფრო ჩქარა გავრბივარ საწინააღმდეგოდ,რომ იქნებ,რომელიმე კარები ღია დამხვდეს... უკვე,კარგად აკრიფა სიჩქარე მატარებელმა და ამ დროს ერთ-ერთი კარები ოდნავ შეიღო სახელურის ჩამოკვრაზე... მოვიხედე და გადამრჩენელი კარები შორსაა უკვე... მოკლედ,იმ მომენტში ალბათ მსოფლიო რეკორდს ვამყარებდი სირბილში და შპალებზე სირბილში ხომ საერთოდ... დავეწიე,შევახტი და...გადმოვარდი!სამი ყირა და მადლობა უფალს,რომ ბორბლებში არ შევვარდი. -ახალი რეკორდი სირბილში და ...არის!ამ ჯერზე ისე ჩავბღუჯე სახელურები,რომ ვეღარაფერი გამაგდებინებდა ხელიდან. მივაწექი შეღებულ კარებს და არ გაიღო! ღრიჭოში ვხედავ,რომ რესორის ნაჭერივით პალასაა ურდულად და შტირი აქვს ჩაყრილი შიგნით,რომელსაც თითებით ვერ ვწვდები . ამ დროს უკანალი წითლად ღვივის მაყვლის ბუჩქებისაგან და ვატყობ,რომ ჩამოხტომა პონტია უკვე...ხიდები...კლდეები...ხიდები.. . დავცხე მუშტი შუშას გამწარებულმა,მაგრამ რას გატეხავ რეზინაში ჩასმულ ამ სისქე მინას? რამოდენიმე წუთში,მინის იქით გამცილებელი ქალის სახე დავლანდე,რომელსაც უბილეთო მგზავრი ვგონივარ ალბათ და პროტესტს გამოთქვამდა... -გააღე შენი ჯიში მო....!!! ალი ბაბას ჯადოსნური სიტყვებივით ეგრევე გახსნა კარები.შევხოხდი ბინძურ ტამბურში და ძირს დაგდებულმა სული ძლივს მოვითქვი... ნუ,იქ მეგობრებმა შემიცხადეს...აღარ მოვყვები ამას.ისეთი დაყვლეფილი მქონდა იდაყვები,მუხლები და ტრაკი,რომ რა ვიცი რაღა არ იფიქრეს... მოსულიერებულზე გამახსენდა,რომ ბებიას მოქსოვილი,საყვარელი პულოვერი დამრჩა ჩემს ვაგონში და გავუყევი კარებებს ისევ ნელ-ნელა ... ორი ვაგონის შემდეგ,არ ვიცი როგორ მოხდა,მაგრამ კარებში თითები ჩავიყოლე ისე,რომ მერე ორი ფრჩხილი ამძვრა ზედ... ღრიალით და გინებით დავბრუნდი მეგობრებთან 5წთ-ში...ისევ მომასულიერეს და ისევ წავედი... ის კარები, ფრთხილად გავაღე და... -რელსები! არადა,ჩემს ვაგონამდე კიდევ 9-10 ვაგონი უნდა ყოფილიყო.ეგრევე მოვხურე კარები.ფანჯრიდან გავიხედე და...ჩახსნილი შემადგენლობა 80-100მ ში მოგორავს უკან,საიდანაც ვიღაცა ტიპი რაღაცას მეძახის და ხელით რაღაცას მანიშნებს... აი, ეხლა მართლა დამენძრაა...ვფიქრობ და ვატყობ უკვე ვეღარ გავექცევი ბედისწერას...წარმოვიდგინე,რომ მემანქანე მიხვდება,რომ ჩახსნაა,დაატორმუზებს და...ეგრევე მე შემომსკდება ჩახსნილი შემადგენლობა...ხოდა...დავგაზე ისევ! ჩაიხსნააა...ვყვირივარ და ვცდილობ შეჯახების წერტილს გავერიდო... შევარდი კუპეში მეგობრებთან და ვიძახი:დაწექით! გამაგრდით! მოგვე...კარგის ტრ...! იფიქრეს"სულ გაუბერა ამ უბედურმაო...და გამცილებელმა დაგვამშვიდა არა უშავს,არანაირი შეჯახება არ იქნებაო. მოკლედ,თბილისამდე 5-ჯერ ჩაიხსნა იმ ადგილში შემადგენლობა და სულ ველოდი,რაღაც მომივიდოდა... ავჭალაში ჩამოგვსვეს,ტექნიკური პრობლემები მვაქვსო და იმას ვფიქრობდი გამოვსულიყავი თუ არა კუპედან...მერე ტაქსი გავაჩერე და ვეუბნები: -მოთხოვნილზე მეტს გადაგიხდი,უბრალოდ 40 -ით ივლი,ყველა შუქნიშანზე გაჩერდები,არავის გაუსწრებ...თორემ შენ მოგ...კარგის ტრ......უკვე ყვირილზე გადავედი... სახლში მოსულმა ლიფტით არ ვისარგებლე,ფეხით ამოვედი და სიმშვიდე მაშინ ვიგრძენი,სახლში რომ შემოვდგი ფეხი... აი,ასეთი ცუდი დღე მქონდა მაშინ... |
|
|
Oct 12 2012, 11:35
პოსტი
#15
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Sos049
ძალიან მაგარი იყო ნუ იმ დროს სასაცილო ნადვილად არ იყო მაგრამ ეხლა გავიგუდე რომ ვკითხულობდი |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 13:55 |