ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 24-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არაგველი საღოლ ძმაო მთელი ეს პროცესი წარმომიდგა თვალწინ, ყოჩაღ მაგარი ლექსია. ეგრე გააგრძელე.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დილით ფანჯრებია დაჭირხლული
წუხელ მთებში ისევ უთოვია გარეთ ამინდია შლეგიანი ღამით მთვარეს მზესთან უომია ისევ ყურშა ყმუის უმადური ტყეებს წამიყვანე ნადირიანს ავდექ ავითრიე ტანსაცმელი ხირიმს ავიტაცებ სპილოს ძვლიანს კარში გამოვედი ჩავისუნთქე მადლი შევუთვალე დალის მზიანს ყურშას წკმუტუნმა და სიხარულმა უკვე ცხრა მთასაც კი მიაღწია. ქშენით მივუყვები ნაბილიკარს ყურშამ ტყიანსაც კი მიაწია ნისლით დაფარული ძირს ხევები უკვე მივამგვანე ფარდაგიანს ტყეებს ზამთრისაგან შეწუხებულს უკვე სუდარაც კი ჩაუცვიათ. თოვლმა აირეკლა მზის სხივები უკვე მზერას მჭრიან თვალ სევდიანს აი ყურშამ სადღაც ხევს ჩაჰყეფა ყორნები მოსმენასაც არ მაცდიან აი ამომიჩნდა მურა დათვი ავსულნი თოფის ხმაზე კვლავ კრთებიან ასე ნადირობდა ალბათ ჯარჯი მთები მის ნაკვალევს მისტირიან უკან დავბრუნდები უკუნეთში სახლში ჯალაბობა კვლავ მიცდიან. ბუხარს გაახურებს პაპა გოლა მერე არყის სმასაც მოჰყვებიან ზღაპრებს მოგვიყვება უხუცესი სასმლით ლეგენდები ცოცხლდებიან ისევ კოპალა და იახსარი დევებს ხევ-ხუვებში თავქვე ყრიან ღამე გაილევა ჩვენს ქუხილში ლექსებში ერთმანეთს არ აცდიან, მოდი გაბედე და სადმე წადი სულში დაბნელებას მოგისჯიან. სხვისთვის ნადირობა ხიფათია ჩემთვის რისკია და სხვა ხიბლია. ესეც თუ მოგეწონებათ. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
შენ აღარ ხუმრობ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მადლობა გაიხარეთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 485 რეგისტრ.: 12-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi-bakuriani ![]() |
aragveli
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მინდა გავეხიზნო უგულოებს
აღმა შევუყევი გზა-წვრილიანს ქალაქს ულოკია ჩემი სული მარილს მიმატებდა ჭრილობიანს. უკან მომკიოდა მიკიოტი წინ სულ მთებია და ველებია უკან მიმათრევდნენ უფსკრულებში სადაც სისხლის მსმელი ქაჯებია უნდა გავეცალო უღმერთოებს სადაც მთებია და ხატებია თქვენთან უკვე დადის ცოცხლად მძორი იქ კი უფლის წმინდა გულებია ქუჩებს ბევრი ახსოვს ცოფიანი სახლი თქვენი- "ქავის კარებია" გზაზე ბევრი შემხვდა უმადური ბევრჯერ სიყალბესთან მიომია უნდა გავეხიზნო პარაზიტებს ვნანობ აქამდე რაც მიცხოვრია. თქვენთან ომია და დუღილია იქ კი მხოლოდ ზვავის ქუხილია თქვენთვის უცხო არის ილია და ჩემთვის საუკუნო საგზალია. ჩემთვის მთებში არის სიცოცხლე და თქვენთვის აქეთ მხოლოდ ტრამალია. გზები მახსოვს მხოლოდ სისხლიანი იქ კი ყვავილების ბილიკია. ზოგჯერ თქვენც გიყვარდათ გაგიჟებით გრძნობა ისევ ვერცხლმა გადაძლია. მთაში ქოხებია გულით სავსე თქვენთან ბაბილონის გოდოლია მთები სპეტაკია თოვლისფერი თქვენთან სოდომი და გომორია. ჩემთვის მთავარია ერთგულება თქვენთვის მითია და ზღაპარია. არც მე არ ვყოფილვარ ანგელოზი ბევრი ვიმრუშე და მიპარია მერე ავედევნე ტატოს "მერანს" მერე უფლის გზებით მიარია. ნელა გამოვძვერი ჭაობიდან ახლა მთებში ვარ და მიხარია. ესეც იყოს თუ მოგეწონებათ. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მხოლოდ რწმენა და მთა მინდა
სიმშვიდე , მინდვრის სურნელი სადმე მიმაგდეთ ჭიუხებს ცა იყოს ჩემი მკურნელი. არ დავნებდები საწუთროს ლექსის ვიქნები მთხუპნელი. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
სხვების სიტყვებს არ ვიცი რა დავამატო... ![]() ისე კი შენი ლექსების თემა ცალკე რო გახსნა არ გინდა ? |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არ არის საჭირო იყოს აქ. ამასაც დავდებ მაშინ.
იყო წალკოტი და უფლის ბინა, ზეზვა-მზიას სანამ მოუგვნია. უფალს დაუთმია მოწყალებით, თავად ზეცად ყოფნა მოსურნია. მერე კერპებით და ზარ-ზეიმით თურმე უფალიც კი დაგვიწყნია. გონი გაუნათა უღმერთოებს ნინოს ჯვარით როცა ულოცნია. იყო უღრანი და შიგ ხოხობი, ახლა თბილისად რომ უძახიან. გონი დაუკარგავთ შიშისაგან, მტერს რომ გორგასალი უნახია. იყო დავითი და დარუბანდი, დიდგორს სელჩუკნი რომ გვიკაფნია. აბა ვინ შეჰბედავს დამარცხებას, სადაც დემეტრეს და ცოტნეს ზრდიან. ზეცა გაყინულა სიმწრისაგან სამას არაგველს რომ თავებს ჭრიან ჩვენი ღალატი და ჩვენი მარცხი აქ ხომ მინდორ -ველებს ზედ ატყვია. ჩვენი ცოდვითა და სიმწრისაგან გარეჯს უდაბნოებს უტირია. როცა ეგონათ რომ გავნადგურდით , ჩვენში ალგეთის მგლებს აღარ ზრდიან, მაშინ კვლავ ვანახეთ შინდისი და ქაჯნი ისევ ისე შიშით ჰკრთიან. მოდი ნუ წავლეკავთ ამ ქვეყანას ჩვენც ხომ ქართველები გვრქვია. მოდი ვუპატრონოთ სიკვდილამდე სანამ ახალ გმირებს ზრდიან. |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მთვარეს შესცივნია იანვარში
ზეცას მგლის ყმუილი შეჰყინვია ირმებს უკვალიათ მთებზე თოვლი ჭადარს სამოსი არ შერჩენია. ტყეში გაუფატრავთ ტოტია და თოვლზე სისხლის კვალი ამჩნევია. ისევ შიმშილობენ ბეღურები რა ქნან სამშობლოს ვერ ელევიან. სულში საამური სიმშვიდეა, მთები ზამთრის ძილს რომ ეძლევიან. სერზე მიაბოტებს მონადირე ნადირს ძილი არც დღეს უწერია. ღამეს მოუკვლია მზის სხივი და ყინვას ჩემს ფანჯრებზე უქარგია. ისე გულადათ დგას იანვარი თითქოს დღეებს მასაც არ უთვლიან. ეს იანვარსსსსს |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() წიგნის გამოცემას არ აპირებ? |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არა მგონია ღირდეს. ეს ლექსები უბრალოდ ჩემი უსაქმურობის წამალია.
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მე რომ მეგონა უშენოდ
დავიღვრებოდი ცრემლადა დავიღამებდი სამზეოს შენი ღიმილის ჩრდილადა ვერ გამკურნავდა წამალი სულ ვიავდრებდი წვიმადა მივეგდებოდი ძაღლივით წასული გრძნობის მცველადა, სულ გამთელავდა საწუთრო, გადვიქცეოდი რეტადა. არ გავივლებდი სხვის სახელს სულს ექმნებოდი კერპადა. თურმე არც მასე ყოფილა, როგორაც გული ღელავდა. თურმე არც მასე იწვიმებს როგორც ჭექდა და ელავდა. დრომ სულ მილოკა ჭრილობა მალამო გამიზიარა. ახლა ფერმკრთალად მაჩნიხარ წლები წაგშლიან მთლიანად. |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ღამით სიზმარი მეწვია
ამიტაცა და ამრია სადღაც საფლავებს მიმაგდო სადღაც სულეთში გამრია. აქეთ უმკლაო მუცალი იქით ჯოყოლაც სტანია. სისხლი გმართებსო შენ ჩვენი ცოდვებით დანაღვარია. კაცმა კაცურად უნდა ზღო რაც დატოვილი ვალია. თვალი ვარიდე გავწიტლდი ავტირდი როგორც ქალია. თვალი მარიდა ორივემ შეცბა და ზიზღიც გარია. წახდენილანო ბეჩავნი ზვიადაურის გვარია. ასეთ ცოცხალსა რით ვერ სჯობს, ის ჩვენი ხანჯლით მკვდარია ??? გული ცოცხლობსო იმისი, ღირსებაც ისევ საღია. ეს ცოცხალ ლეშად ქცეულა, ფეხს გვილოკს როგორც ძაღლია. ამას ჩვენს გვერდით რა უნდა გულჩვილი ჩვენ რას გვარგია, სად იყო, იქვე მიაგდეთ, იქ უღირსების ტახტია. |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვნახოთ ვნახოთ თუ ექნა მომავალი ამ ლექსებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მზე იძინებდა კავკასიონზე
მწუხრი მოადგა ქედებს თოვლიანს მობანცალებდა მშიერი დევი, შეჭმას უპირებს დამბულ ამირანს. ყორნებს მიჰქონდათ ქართული სული ვერ გვივარგია დაჭრილ არწივათ. გამოგვლევია სულისთვის საზრდო გადავქცეულვართ ერი არიფათ. დაგვიწყებია ჩვენი ვარძია და სხვისი ლუვრი გაგვკვირვებია. გაგვკვირვებია სპარტა და ჰუნი, არაგველები დაგვიწყებია. მშვიდობით გვყავდეს ათენი, რომი ქართლს თუნდაც ცეცხლი წაკიდებია. სხვის ხელს შევყურებთ კუდის ქიცინით ღირსება ჩირად გადვიქცევია. ვერ დაგვიცვია წინაპრის მიწა უფლის იმედათ დაგვირჩენია. |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
უნდა ვცოვრობდეთ, სადაც ღრუბლები,
ჩვენი ქოხის წინ დაირწევიან სადაც მოვარდნილ ვნებათა დასი ჩვენს სარეცელზე დაიწვებიან. სადაც ბოროტი ქაჯი და ალი ჩვენი ყურებით დაისჯებიან. სადაც ნისლები მწვერვალთა თავზე ღამე წვიმისგან დაიცლებიან. სად სასთუმალთან ამბორს გიტოვებ, მე სანადიროთ მთები მელიან. მერე ფოფინა თვალები ალბათ, გზებზე ყურებით დაილევიან. სად დათოფილი ჯიხვების არვე კაცთა მტრობისგან დაფეთდებიან. ჩემი ლექსები და ოცნებები შენს სასთუმალთან დაიფქვებიან. ჩვენი ქოხის წინ მყინვარებიც კი, შენი თვალების მზერით თბებიან. უნდა ვცხოვრობდეთ ზეცასთან ახლოს სადაც ღრუბლები შენით თვრებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ნისლები, სავალ ბილიკებს შლიან,
ზვავი ჩემს სავალს დასჯახებია. სხვათა საუფლოს სიმსვიდე სუფევს, ჩემს სუნთქვას მგლები ჩასაფრებიან. მეც ხომ ვიდექი ერთ დროს დროს თქვენს გვერდით, თქვენთვის გმირობაც ჩამიდენია. სისულელეა ვინ დაგიფასებს გმირთათვის კბილი ჩაუბჯენიათ. ზოგჯერ ღვთის გლახა სალამს არ გეტყვის, ზოგჯერ მეფეც კი მომსალმებია. მე განდეგილი მთები მეძახის, იქ ბერად ყოფნა მომსურვებია. |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ჩემს ტკივილს, უცხოს არასდროს ვანდობ
მავანნი მყისვე გიჟათ ჩამთვლიან. მე სხვანაირი ტკივილით მტკივა, ჩემი დარდები სხვა გზით დადიან. მე დაჩეხილი მუხები მტკივა, პეპლის სიმცირე, გულში გამჩრია. მტკივა ზამთარში დამზრალი მიწა, ნისლი საკუთარ სუნთქვად მაჩნია. მე ამ გაყინულ ენძელებს ვჩივი, ყინვამ დაღები რომ დაამჩნია. მთაში ჩამოშლილ ზვავებზე ვდარდობ, სიბრალული რომ არ გააჩნიათ. ზღვის თავზე დაღლილ ფრინველზე ვგლოვობ, თბილი ქვეყანა რომ აირჩია. მე დაკოდილი ირემი მტკივა სისხლი ფოთლებს რომ უკვე არია. ხმელი ფოთლების სიკვდილი მტკივა, ხეებს სამოსი რომ არ აცვიათ. მე გაჩეხილი ვაზები მტკივა, მე ეს ბუნება დარდად მაჩნია. თქვენ მხოლოთ თქვენი ტკივილი გტკივათ, ყვავილზე დარდი მე გამაჩნია. |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
საღოლ .შენზე კრებული ალალიაა თავის პრეზენტაციით.იფიქრე მაგაზე |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მადლობა ბიჭებო გაიხარეთ. თქვენი გვერდში დგომა მაძლიერებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ბარო რათა ხარ ჩუმადა,
რა თავი ჩაგიღუნია. ვერ ხედავ მოძმეს , შენს მთასა, ხანჯალს შიგ გულში უყრიან. ბარო არ გმართებს ლაჩრობა, როცა მთას საფლავს უთხრიან. ნასახლარები გამრავლდა, სოფლებში მგლები ყმუიან. აქ სიმარტოვის ყრუ კვნესა, შენთან ჩაკრულოს მღერიან. ჭირისუფალი არა ჰყავთ, დაუმარხავათ კვდებიან. ბარო მთამ ბევრჯერ გიშველა, ახლა ქაჯები კეჭნიან. ამოდი გვერდში დაუდექ, გამოაცოცხლე კერია. ამოდი სანამ დრო არის მთები უცრემლოდ კვდებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ესეც აქ იყოს
გარიყული მზე ჩაიწვერა კავკასიონზე, სხივებს ჯერ კიდევ გამოჰყოლიათ, ზაფხულისგან შერჩენილი სითბო, არა და ზაფხული უკვე, უფსკრულის პირას იდგა და საცაა უკანასკნელად კრავდა ხელს, ოქოსფერი შემოდგომა ბოლომდე გადასაჩეხათ. ირგვლივ უკვე ყველაფერი შეეწუხებინა და ყველაფრისთვის დაემჩნია თავისი კვალი, აბეზარ ბუღსა და სიცხეს. ყველაფერს ოქროსფერი დაჰკრავდა და ხმობა ეტყობოდა. ეს ყველაფერი შორიდან რაღაც ზღაპრულ ფერთა პალიტრას ქმნიდა. სულ უბრალო ბალახებიც კი , გმირულად ხვდებოდნენ სიცოცხლის ციკლის დამთავრებას და ნიავზე ნარ-ნარად ირწეოდნენ, შემოდგომის გრილ ნიავს გულ-მკერდს ისე უშვერდნენ , როგორც უკანასკნელ ამოსუნთქვას. სულ უბრალო ჭიანჭველაც კი გრძნობდა, ზამთრის მოახლოებას და ისინიც შემოდგომის ფუსფუსში ჩამბულიყვნენ. შემოდგომის მთვარიანი ღამე ფეხაკრეფით შემოიპარა, მთის პატარა სოფელში. მთელი დღის ფუსფუსში დაღლილ სოფელს , უკვე ღრმა ძილით ჩასძინებოდა. მხოლოთ სოფლის ძაღლები თუ შეუყეფავდნენ , ღამეულ ლანდებს შიგა და შიგ. ერთი განაპირა ქოხიდან მკრთალად მოჩანდა სინათლე. ქოხი თქო ვახსენე და ან სად ეცალა მის პატრონს, ნორმალური სახლის ასაშენებლად. მთელი თავისი სიცოცხლე , ტყე -ღრეში ხეტიალსა და ნადირობაში დაეღამებინა. თვითონ კიდევაც განიცდიდა თავის მდგომარეობას, მითუმეტეს რომ უკვე ხანში შესულ ბერ-ბიჭად ქცეულიყო და უშვილძიროდ დარჩენილიყო. ერთხელ ყვარებოდა კიდეც , მაგრამ თქმა ვერ გაებედა, ქალი სხვას შეუღლებოდა, მას კი დღემდე ისევ უანგაროდ , იმდენად წრფელი სიყვარულით უყვარდა, რომ სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს. თავის გულის ნადებსა და საიდუმლოს მხოლოთ მთებს, ყვავილებს, ხეებს და ჩანჩქერებს უმხელდა. ბევრჯერ სცადა მოეშალა ეს თავისი ახირება და ტყე-ღრეში წანწალი, მასაც სხვებივით ეცხოვრა, მარა არაფერი გამოუვიდა, ეს მისი ავადმყოფობა იყო, უკურნებელი სენი. ამისთვის იყო დაბადებული და ასე უნდა ეცხოვრა, ბუნება მისი სულის ნაწილი გამხდარიყო და ადამიანებისგან დაკლებულ სითბოს ის უვსებდა. აი ახლაც სანადიროთ ემზადებოდა, თვალები უელავდა, რაღაც სხვანაირი სხივი უკრთოდა, სხივი ხვალინდელი დღის ნეტარებისა. გაამზადა ყველაფერი, იქვე ბუხრის გვერდით, თავისივე გაკეთებულ ტახტზე მიწვა, მარა მთელი ღამე არ დაუძინია. თავში ათასი ფიქრი და დარდი უტრიალებდა. მისი ფიქრი და დარდიც კი ყველასგან განსხვავებული იყო. გადახედავდა ბუხართან დაგროვილ ხმელ კუნძებს და ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკებდა, გუშინ შუა გორზე ნედლი მუხები დაუჭრიათ და ამ სიტყვებს მთელ ნაღველს თან ამოაყოლებდა. თავად ნედლ ხეს არასდროს მოსჭრიდა, დადიოდა და ეძებდა ხმელ , გადაქცეულ ხეებს და მათაც რუდუნებით , ბოდიშის მოხდით მოათრევდა სახლში. მთელი ღამე სტკიოდა მოჭრილი მუხები. გამთენიისას წამოდგა , აუშვა ჯიშიანი მეძებარი, თავისებურად მოეფერა , წინ აიდევნა და დაადგა ვიწრო ბილიკს მთებისკენ. მიდიოდა და თვითვეულ ხესთან, თვითვეულ ბალახთან ჩერდებოდა და როგორც საკუთარ შვილს ისე ათვალიერებდა, თბილად ესაუბრებოდა. იქ ხეს ჩამოხრილ ტოტს გაუსწორებდა, გახმობის პირას მისულ ყვავილებს, წყალს აპკურებდა. ვისაც შემოდგომა მთებში არ უნახავს, მისთვის ვერანაირი ლამაზი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ზღაპრულ სილამაზეს, ეს უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო. უყურებდა ფშაური ფარდაგივით აჭრელებულ ტყეს გიგია და გულში სითბო ეღვრებოდა. ნადირობა ვახსენე და სანადიროთაც , მხოლოთ და მხოლოთ ლამაზი განცდებისთვის დადიოდა. რამდენჯერ გასცინებია ირონიული ღიმილით, როდესაც რომელიმე ვაი მონადირე, მთავარ აქცენტს ნანადირევის რაოდენობაზე აკეთებდა და ამით თითქოს ყველას უმტკიცებდა, თავის უპირატესობას ამ სათუთ და ფაქიზ საქმეში. გიგია თითქოს ადამიანი არც იყო, შემთხვევით იყო ამ დედამიწაზე მოვლენილი, ან იქნებ ზუსტად ის იყო ადამიანი და სხვები იყვნენ, მუტაცია გამოვლილი მაქციები. მთელი დღე იხეტიალა გიგიამ, ტკბებოდა ბუნებით და მეძებრის ლამაზი მუშაობით. ყოველი ამოფრენილი ტყის ქათმის თუ როჭოს შემდეგ , პატარა ბავშვივით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რამ დაგაფრთხო შე ქათამო შენა, არაფერს გერჩი, იფრინე თავისუფლად, გაალამაზე ბუნება, მიაძახებდა უკან და თვალს ჰორიზონტამდე გააყოლებდა. საღამოს დაღლილ დაქანცული, სოფლის ორღობეს რომ მოატანდა, გამოლაგდებოდნენ გულ-ქვა მეზობლები და გიგიას ირონიული ტონით კითხავდნენ, კიდევ ცარელა დაბრუნდი გიგია? ოო როგორ ეჯავრებოდა ეს კითხვა გიგიას. არავის ესმოდა რომ ყველაზე სავსე სწორეთ მაშინ ბრუნდებოდაა. მიდიოდა გიგია და თან მიჰყვებოდა ბანებზე გადმომდგარი მეზობლების, ქირქილი და ხორხოცი. ამ დროს ყველაზე მეტად წყევლიდა გიგია თავისი გაჩენის დღეს და უფალსაც ყველაზე მეტად საყვედურობდა, სადმე უღრან ტყეში მუხის ხედ რომ არ დაბადა და მისთვის გაუცხოვებულ, მოაზროვნე ნაძირალებში გააჩინა. |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ღმერთო გაიმეტე ოცნებები
სანამ რეალობამ გადამძლია, სანამ კიდევ ცოცხლობს იმედები, სანამ ქარაფიდან გადაყრიან. ისევ ვიჯდე ჩემთვის, მეცხრე ცაზე, სადაც ცისარტყელის ფერებია. ღმერთო გაიმეტე ეს მცირედი, ღმერთო სანამ გულში იმედია. მოდი ამადევნე ოცნებები, თორემ პრობლემები იმდენია. მოდი დამიბრუნე აღმაფრენა სანამ იარები ცოცხლდებიან. ღმერთო არ წამართვა ოცნებები, და თუნდ ნურასოდეს ახდებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ყელში ამოვიდა გაჩუმება,
მთების ვარამი უნდა ვიყვირო. თქვენ თუ არ გტკივათ დაჭრილი მუცო, მარტომ რამდენიც გინდა ვიტირო. ვერ გაამთელებს მარტოდენ ცრემლი, ძალთა ერთობა თუ არ ვიხილო. ვერ გადავარჩენთ ჩამოშლილი არდოტს, მთა რომ სულ ყველამ ფეხქვეშ ვითრიოთ. ვერ გავამრავლებთ არხოტში ხევსურს, ჩვენ რომ თბილისის თავზე ვიფრინოთ. რა გაამხნევებს ჩარგალში ფშავლებს, ლექსი რომ მხოლოთ ბარში ვიკითხოთ. სადღა შემორჩა არაგვს მოსახლე, არაგველები ცაში ვიძოთ. უქმათ დაღვრილა წინაპრის სისხლი, მთა რომ დაცლილი ობლად ვიხილო. თქვენც თუ არ გტკივათ, თქვნ თუ არ გესმით, მთებმა რამდენიც გინდა იტიროს. |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
თოვლმა მრავალი გზები წაშალა,
სოფელი თეთრად, ხელით დახატა. შენს ბილიკს მაინც, ვერაფერს შველის, ჩემი გული რომ მზესთან დამარხა. ან როგორ წაშლის თოვლი იმ ბილიკს, ბეწვის ხიდი რომ გამომატარა. რა გაუხდება, შენს მზერას ფიფქი, მზის სხივები თუ გამოაყარა. მე მეეჭვება, სიკვდილი წაშლის?? მას რაც ზვავებმაც ვერ გადაშალა. მთას შერცხვა ჩემი თანაგრძნობისა, მიწვა და თოვლი გადაიფარა. ################## ღმერთო შემინდე ყოველი სუნთქვა, ღმერთო სულიდან ეშმაკს გამყარე. ღმერთო წამართვი ეს ბოლო ჯუბა, რომელიც თურმე გლახაკს გავხადე. ღმერთო წაიღე ყოველი გროში, რომელიც თუნდაც ყაჩაღს გავაძრე. ღმერთო მაპკურე სულ ცოტა მადლი, სანამ ეს სული ცოდვით გავახმე. ღმერთო შემინდე ყოველი წუთი, ამპარტავნება რომ ვერ დავამხე. ღმერთო წამართვი ის ბილწი ფიქრი, მეძავ ქალებშიც რომ ვერ დავახრჩე. ღმერთო შენ იცი ჩემი ღირსება, რამდენჯერ სადღაც ხევში დავმარხე. ღმერთო მოვმდგარვარ სულეთის საზღვარს, მუხლზე დაყრდნობით შემოგცახცახებ. ჯანდაბას იყოს წავალ ჯოჯოხეთს, ოღონთ თვალები შემომანათე. ############# ხელი დამრია წუხელ ქარებმა სიზმრები ცხადად აატივტივა, საღამო იყო მშვიდი და უტყვი, და მწვერვალებზე ზეცას ეძინა. დავაბიჯებდი მთვარეულივით, და ფეხქვეშ თითქოს ნისლი მეფინა. მე სიმარტოვით რათ მჩაგრავ ღმერთო, ყველა ვარსკვლავი სხვებს თუ ეტრფიან. მე სიმარტოვის რათ გავხდი მგზავრი, როცა მთებზეც კი ზეცას ეძინა. ############### ჩემო ტკივილო და მთებით კუზიანო, ვისთვის სიამაყევ, ვისთვის ჭირიანო. ძვლებიც საქართველოს ჭირზე ტირიანო. სვავნი დაჭრილ არწივს ისევ ებრძვიანო. მუმლი ბებერ მუხას ისევ ერჩიანო. ყორღანაშვილებიც ისევ რჩებიანო. ისე გაგზიდავენ, ვითომ რთველიაო. ცრემლს არ მოგწმენდავენ, არა სველიაო. შენი მიწა უკვე, ნაგვის ტევრიაო. ქართლის დედაც უკვე შენი მტერიაო. ისე გაფურთხებენ, ვითომ მტვერიაო. ტაძრის მეთვალყურე, მხოლოთ მტრედიაო. შენი მგალობელი, მხოლოთ მთებიაო. ქაჯნი შენი სისხლით, ხრამში თვრებიანო. ხევში შენი დაწვით , ბევრი თბებიანო. სხვები ამის ნახვით, შორით ტკბებიანო. ბაზალეთზე ისევ სისხლის ტბებიაო. შენთვის დავიწვები, შენთვის დავიხ**ჩები, ჩემო მთებიანო, ჩემო კუზიანო. |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
შენი შემოქმედებაა? |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
კი ჩემებია.
|
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იფიქრე რაც გითხარი იმაზე.
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაზაფხულის პირზე თოვა,
ზამთრის ბოლო ბრძოლად მოვა. ყინვის ბოლო გაბრძოლებას, მზის სხივები დაუტოლდა. დედამიწის გაყინულ გულს, ენძელები დაუგროვდა. გაზაფხულის თბილ მარწუხებს, ყინვა სადღაც გაურბოდა. სადღაც ნამქერს, მზის სხივები, ქარებს უცებ გაუქრობდა. სადღაც მთებში ხარ ირემი, მწვანე ბალახს , ფურს უყოფდა. ბოლო ფიფქებს ობლებივით, გულს არავინ გაუყოფდა. შემოპარულ მარტის თვეში, მხოლოდ მთებსღა გაუთოვდა. მოდიოდა გაზაფხული, ენძელების გულს ათბობდა. ########## მომბეზრდა ბრძოლა ნისლში გახვეულს, ირგვლივ ქაჯები რომ დამხვევიან. მოჩანდა სადღაც სინათლის სხივი, ჯანღი იმასაც გადაეხვია. ზოგჯერ ხელებზე მთას დავატევდი, ზოგჯერ მარცვალიც არ დამტევია. ზოგჯერ ოცნებას ცხადად ვაქცევდი, ზოგჯერ ოცნებაც არ მაბადია. სიზმრები ღმერთმა თქვენთვის ინება, მე აბა ძილი სად გამაჩნია. სიმდიდრე თქვენთვის, ბროლის კოშკია. მე კი ეს მთებიც სახლად მაჩნია. ვიბრძვი სადამდეც საწუთრო მაცლის, სანამ სამშობლოს ცულით მაჭრიან. |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
aragveli, ალიკ რატომ ფიქრობ რომ უსაქმურობის შედეგია? იქნებ ეგ არი შენი საქმე ცხოვრებაში, ღმერთმა შენი გრძნობების გამოხატვის საოცარი ნიჭი მოგცა ძმაო, ეგ ნიჭი ყველას არ აქვს
|
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაიხარეთ მადლობა ყველას შექებისთვის. ჩემო ნუკრი , პოეზია როგორც ნადირობა ისეა, უკვე ჩემთვის, დიდი ხანია. იმის გულისთვის რომ ნაწერებს არ ვინახავდი, ბევრი დაიკარგა. ძაან ფაქიზად და ფრთხილად ვეპყრობი ამ საკითხს და ვნახოთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
თოვდა ისეთი სინაზით თოვდა,
თითქოს უფალი სუდარას ქსოვდა. თოვდა და ცოტა ქარებიც ქროდა, სივრცეს სიკვდილის სურნელი ჰქონდა. სურნელი ჰქონდა, სურვილიც ჰქონდა, მაგრამ უფალი სხვა გვარად ბჭობდა. კარი შეაბა ნისლმა ჰორიზონტს, და მის შეღებას ვირაცა მთხოვდა. მთხოვდა და ალბათ იმედიც ჰქონდა, ჩემს თვალებში ხომ ჭინკები ჰკრთოდა. გადავაბიჯე ნისლში შევცურე და თურმე წასვლას, დარჩენა სჯობდა. დარჩენა სჯობდა, რადგან წასვლაში, გმირობის მხოლოთ სურვილი მქონდა. |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მე სხვანაირი სამყარო მსურდა,
ჩემთან ზღაპრების ცეცხლი ელავდა. ჩემს ბედთან ძაღლი რას გახდებოდა, ძაღლის მაგივრად მგლები ყეფავდა. თვალწინ დამიკლეს წლებმა წიქარა, და ასფურცელა სადღაც ფეთქავდა. თავი მომიჭრეს ნაცარქექიას, დევი მის თავზე ხანჯლებს ფერავდა. დამინაკუწეს წლებმა სამეფო, წლები სულისთვის ჩარჩოს ჰკერავდა. გამინაპირეს რეალობაში და ბედი ჩემთვის ხანჯალს ლესავდა. ************************** შემოდგომაა ტატნობზე ნისლის ფთილები ყრიაო. ბევრი ვიარე მგელივით, გადავიარე ფრიალო. გადავიტყავე მუხლები, ხევებში ზვავი ყრიაო. სული შემბერე ნიავო სანამ შარს გადამყრიანო. მთიდან რომ სივრცეს გავცქერი, მეფენიც თავს მიხრიანო. მკლავზე რომ ღრუბლებს დაიწვენ, ბატონი ვინ მიგდიაო. თავისუფლების აკვანი სწორეთ მთამ დაარწიაო. მე აქ სიკვდილსაც ყაბულს ვარ, თუ წერამ მომიწიაო. წამოუბერეს ქარებმა, ნისლი მთას გადადიანო. ღამეს ეხებში ვათენებ, სიპები ძილში მცდიანო. დღისით ასას წყალს მივტოპავ, მხრით ზეცა მიკავიაო. ჯიხვები უნდა მოვხელო, ცოდვები გავიმთლიანო. თუ ერთხელ ჯიხვი დათოფე, მოწამლული ხარ ტიალო. მერე თუნდ ცოლი გაგექცეს, მაინც ვერ დაგიშლიანო. თუკი შუნ -ჯიხვი დავთოფო, ნუ გამითენებ მზიანსო. ცის ნამი ქუჩის ღერებზე ცრემლებად ჩამოდიანო. გული ხარ- ჯიხვზეც შემტკივა, ისიც ხომ ვაჟკაციაო. როგორც ალუდას, მუცალი ხან ისე სულში მჭრიანო. რა ვქნა უფალო შემინდე, გული არ დამიზიანო. ჩემი ბრალი ხომ ის არის, მონადირე რომ მქვიანო. |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
სადაც ნისლები ფეხქვეშ მიყრია
და ზეცამდეა არც ისე შორი, იქ ამიყვანეთ იქ დამასახლეთ, სადაც არ არის შფოთი და ჭორი. სადაც ღრუბლებმა გადამიარა და შუბლზე თბილი დამისვა ტორი. იქ ამიყვანეთ ,იქ დამასახლეთ, უნდა ფიქრების დავიდგა გორი. ჩემი ცხოვრება მგლის ყმულია, ან ცის კიდეზე, დაღლილი ქორი და ნუ მომძებნით რათგან თქვენამდე ამ მთის გარეშეც შორია, შორი. |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ჩემი დეიდაშვილია , ჩემს ლექსზე ააწყო და მგონი კარგი გამოვიდა. |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ალიკ დათოს ველაპარაკე და გინდა მომიტანოს გინდა გადმოაგზავნოსო.
|
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სიმღერა ძალიან კარგი გამოსულა. "ჩემი ცხოვრება მგლის ყმუილია, ან - ცის კიდეზე დაღლილი ქორი". ამ სტრიქონების ავტორობას კიდე ბარე ორი მაგარი პოეტი ინატრებს. დამიჯერეთ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
aragveli
შემატოკა რასაც ქვია. საღოლ ძმა ძაან მაგარი სიტყვებია ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
aragveli
კარგია ქართველო ბოლომდე მიაწექი |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დიდი მადლობა ყველას
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#56
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
შენ სასთუმალთან, აპრილი გიწევს,
მაისის სიომ გადაგიარა. გადაგიარა შენ არ გაჰყევი, და დარდით მთებში იბორიალა. შენ სასთუმალთან იები ყვავის და დეკემბერი გაჩნდა იარად, ვერ შეითვისე იანვრის სუსხი, ყვავილები რომ გაგიტიალა. შენი თვალებით დათვრა ივნისი და ივლისამდე მთვრალმა იარა. შენ გვირილებში მაშინ გიპოვეს, გაზაფხულმა რომ იმშობიარა. ********************** მთები ხომ ჩვენი , თითქოს არცაა, მხოლოდ ზე-კაცთა გამხდარა ტახტი. დევები ბარში გადმოხვეწილან, ზურგზე ემჩნევათ კოპალას ლახტი. მთები ხომ უფლის ტახტრევანია კლდის ეხებშია ზე-კაცთა სახლი. მთები ღირსეულ კაცთა ხვედრია, ჩვენ ვინ გვარგუნა ,მირონის საცხი. და ამიტომაც არ გაგიკვირდეს გულში დარჩები ყველას არაკად, მწვერვალზე ასულს, ცა თუ მოგერგო, დედამიწა კი გეპატარავა. |
|
|
![]()
პოსტი
#57
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#58
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ხომ შეიძლება გეცხოვრა მთაში,
ყოფილიყავი შენ მწყემსის ქალი. დილით ნისლები მთებზე გეწველა, დაისვენებდა სივცეში თვალი. ხომ შეიძლება მთაში გეცხოვრა, გეტოლებინა ზეცესთვის თავი. სადაც მთის ნიავს თავბრუ დახვეულს, დაადგებოდა აღმართზე ჭვალი. ხომ შეიძლება მთაში გეცხოვრა, არ გდომებოდა ქალაქის მჭვარტლი. ხომ შეიძლება თვალით გენახა, მთის ხეობიდან ასული ჭავლი. მე ვიცი სჯობდა იქ შევხვედროდით, ვერ მოგვეწყვიტა ერთურთზე თვალი და სიბერეშიც ბრმას მყვარებოდა, შენი სავალი შარა და კვალი. ხომ შეიძლება მთებზე გემარხა, ჩემი დაღლილი ხორცი და ძვალი. მაგრამ განგებამ ბევრი იცინა და მოიქნია ნაფერი ხმალი. გზები ერთურთზე ისე გაჰკვეთა, რომ ქაჯებს დარჩათ ოცნების ქალი. ******************** ნისლები, მთების ნასუნთქი ორთქლი, ნიავმა თავზე გადამაყარა. ჩამოიწია ზეცა მოქუფრდა და ცრემლი თმებზე ჩამომაღვარა. თავისუფლების ღვთიურმა განცდამ, მთელი ცხოვრება მთებში მატარა. მატარა როგორც ჭიუხის ქარი და მწვერვალებზე ფერფლად დამყარა. თავისუფლება ფერფლადაც გიჯობს, სანამ განგებამ მონად დაგმარხა. თავისუფლებას აქ მთებზე სძინავს და თავი უკვე თერგში ჩახარა. მოდით იყვირეთ , მოდით აღვიძეთ, სანამ ზვავებმა, სულ მთლად დაფარა. ********************* ამოიწია მზე ამოცურდა და მთებს კალთებზე ჩვილივით უზის. ჩვილივით უზით, მზე გაზაფხულის და ზამთარს უკვე ყორღანებს უთხრის. ზვავის ნაჟური თერგმა იშვილა და მღვრიე ტალღებს ჭინკები უხტის. მუხლი მოღალა ზამთროს ქარებმა, ნამქერებს უკვე ფიფქებიც უჭირს. ნასოფლარები მზეზე ჰკიდია და წუთისოფელს ჩირივით უღირს. იქნებ გაზაფხულს მთაში შემოსვლას, უჩვენოთ უკვე უფალი უშლის. *********************** მე თვითონ მიკვირს , როგორ გავუძლე როგორ ვათრიე სული წყეული. როცა გამვლელი ზარმაციც მგლეჯდა და ჩავამთავრე ასე წლეული. როცა სამართალს ბრბოში ვეძებდი და ციციკორე ჰყავდათ მოთავე. როცა ლინჩის წესს ისე გიდგენენ, რომ ღვთისნიერი ვერვინ მონახე. ჩაჩოქილი ხარ პირველ ქვას უცდი, უცდი თვალები შეაგებო შენზე უარესს. ჯერ არ მომკვდარხარ, მაგრამ რაც დაგრჩა, იმას მათ უკვე წილი უყარეს. მე უკვე მიკვირს როგორ გავუძლე, როგორ აღვსდეგი ფერფლად ფენიქსი, ახლა სფინქსივით როგორღა ვდგავარ!? როცა დამისვეს გულზე დეფისი. |
|
|
![]()
პოსტი
#59
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#60
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#61
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 686 რეგისტრ.: 27-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არაგველო
![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ამური: Feb 25 2014, 01:10 |
|
|
![]()
პოსტი
#62
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
aragveli
დალევა და ქეიფი მომინდა, ან მთაში გაქცევა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#63
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაიხარეთ მადლობა. ზახარ ჯიგარი ხარ.
****************** ჯაჭვის პერანგი ისე ჩაგვხსნია რომ წინაპარი მიწიდან კერავს. გალავნის კედლებს გასვლია ყავლი და ხალხი იმედს, მიწიდან კენკავს. რამდენ ანგელოზს ვერ გავუფრთხილდით, გოლგოთას უკვე სისხლისფრად ფერავს. ჩვენ ხომ იმდენი მადლი დავმარხეთ, რომ სიყვარული მიწაში ფეთქავს. ჩვენ ხომ იუდა უნდა განვსაჯოთ და მხოლოდ ჩვენი სიმართლის გვჯერა. სხვის სიმცირეზე უნდა ვიცინოთ, ჩვენსას ვერ ვამჩნევთ, არა და ვერა. ანგარებისთვის უნდა ვილოცოთ, მხოლოდ ხორცისთვის, გაძღება ძერა. ვერ მოვიშალეთ უმადურობა და სასწაულის უნდობლად მზერა. აქ საქართველოს ყავლი გასვლია, მხოლოთ წინაპრის საგზალით ძღება. აქ სასთუმალთან ბიბლია გვიდევს და სული მაინც ეშმაკით თვრება. ********************** მე მარტოობის ბღავილი შემშლის და განთიადზე ცოლად მოგიყვან. შენ ზღვა ოცნების ახდენას უცდი, მე კი ამ ზღვიდან ერთ წვეთს მოგიტან. შენ აბრეშუმის გზას ელოდები, მე ნარ-ეკალზე, წყლულებს მოგიბან. შენ ბავშობიდან უფლისწულ უცდი, მე კი უბრალო გლახა მოგივალ. მოვალ და ვიცი ჩუმად დაწყევლი, დედამიწაზე ბედ-იღბლის სარწყავს. რომ ბროლის კოშკი ჩამოიშალა და მიახწია ეშმაკმა საწადს. ბოლოს კი ბოლოს მე ვიცი ჩემო, დატრიალდება ეგ ფიქრი წაღმა. ამ დაღლილ სულში ჩამოიხედავ ჩამოიხედავ და არსად წახვალ. მიხვდები მერე ის ერთი წვეთი, რომ ათას ზღვაზე უკეთა სჩანდა. ვინც აბრეშუმის გზა აირჩია, ფუფუნებაში უღმერთოდ წახდა. უფლისწულს თურმე გლახაშიც სძინავს, და ერთ დღეს თურმე აგიხდენს ზღაპარს. სულში უღმერთოდ ჩაგისახლდები, ვეღარ გაავლებ, ჩვენს შორის საზღვარს. **************************** დაუშვით ფარდები სინათლე არ მინდა, მაგ თვალთა ნაშუქი სხივები მეყოფა. დაუშვით ფარდები, მზეს ჩამოაფარეთ და ჩემთვის დაიწყოს მაგ თვალთა მეფობა. შეკარით სივრცე და ჰაერი არ მინდა, მე შენი ნასუნთქი ორთქლიც კი მეყოფა. შეკარით, შებოჭეთ სხვა სივრცე არ მინდა, შენს გულში პატარა ადგილი მეყოფა. ნისლი მიუსიეთ , ეს მთვარე დამარხეთ, შენს თავს მეცილება და გულზე მესობა. გააქრეთ ზაფხული , სხვა სითბო არ მინდა, მაგ გულზე მე თავის მიდებაც მეყოფა. დახურეთ კარები არავინ არ მინდა, საკმარი მავნეს და ნაჭრევი მეტყობა. მზე თუნდაც ჩავიდეს, დადგეს აღსასრული, მაგ თვალთა ნათელი სამყაროს ეყოფა. ******************** ერთი ნახვით, შევიყვარო მინდა, ერთი გვქონდეს, დადებული ზავი. ზაფხულივით მწველი მზერა მინდა, ერთი ნახვით, შემაყვარო თავი. მე ერთგული, ორი გული მინდა, რომ სხვას, არც როს გავაპარო თვალი. მთელ სამყაროს ვანაცვალო მინდა, მისი თუნდაც პაწაწინა ხალი. ჩვენს სავალად ცის ლაჟვარდი მინდა, სანთელივით დავუტოვოთ, ჩვენს მომავალს კვალი. მსურს წვიმაში მივდიოდეთ, მე და შენ და ბავშვი, ნაფეხურებს ასდიოდეს, სიყვარულის ჭავლი. |
|
|
![]()
პოსტი
#64
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
მალადეც ალიკ,ლექსებიც კაია და სიმღერამ დაგლიჯა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#65
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
***********************
ქარი აღვიძებს სისხამზე ნისლებს, სერებს საკინძე გადაუშალა. გადაუშალა აბღავლდა ზეცა, დორბლები ღრუბლებს გადმოაყარა. და იყო ზეცა შეშლილი მამრი, მდედრის მწვერვალებს რომ ენაცვალა. დედამიწა კი გარყვნილი ქალი, დრომ ნაოჭიც რომ ვერ დააკარა. ჩამოიფარეს შავი ღრუბელი და ერთმანეთან შემოაღამდათ. შემოაღამდათ მათი ნაყოფი, მთებს გაზაფხულად გამოაყარა. ***************** მანძილი ასჯერ გავზომე, გაჭრამ კი დააგვიანა. ფიქრებმა როგორც ალამუტს, ასი წრე შემოგიარა. ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს შიგნიდან მღრნიდა იარა. ნისლსში ნაბანმა ვიარე, ნაკლული გაჩნდით მთლიანად. ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით, ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად. თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს, ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად. ზოგჯერ არც უნდა გაზომო, უნდა გაჰკვეთო მთლიანად. ************************* არა არ ვდარდობ კიდევ მითხარით, კიდევ მეძახეთ თქვენ რომ არ გგავართ. კიდევ მითხარით რომ ვარ შეშლილი და ჩემს სიგიჟეს ვეღარ დავმალავ. რომ სხვანაირად ვხედავ სამყაროს, მზეს რომ მთის წვერზე მხოლოდ მე ვმარხავ. რომ ფერადია ჩემთვის ზამთარი და კლდის ქიმებზე ქარებს ზედ ვაბავ. მე ხომ ცხ**ის ტყავში ვერ გავეხვიე და ახლა მშიერ მგელივით ვჩანვარ. მოდი ჩამქოლეთ, თქვენგან გამრიყეთ რომ დავიჯერო, სწორ გზაზე ვდგავარ. ********************* ვის რით ვუშველო, რით ვემსახურო რით ვუფანტო ბებერ ირემს , მშიერი მგლები. ვერ გადაარჩენ რაც საწუთრომ უკვე გასწირა, რაც ბედისწერამ გადაჩეხა, წაართვა წლები. ვერ გადავარჩენ ამიტომაც ტკივილი მტანჯავს, ამიტომაც სინდისი მქეჯნის. მე ხომ ბუნებამ უჩაჩქანო თავი მარგუნა, მე ხომ განგებამ, ჯავშნად მხოლოდ მარგუნა მთები. რით შეგეშველოთ, რით შეგეწიოთ, როცა სიკვდილთან, მე თვითონაც, მოსათიბი ბალახი ვხდები. სასჯელად ალბათ მხოლოდ ის კმარა, როცა მშობლის წინ დამხობილი, უმწეოთ კვდები. რით განუგეშოთ, რით გაგამხნეოთ, როცა აღსასრულს მე თვითონაც შიშველი ვხვდები. ვერ გაგიფრთხილდით , ვერ გიპატრონეთ და ალბათ უკვე ამიტომაც, არ შემდგარი გმირივით ვკვდები. გაიხარე აჩი ერთი სიმღერა კიდევ ჩაიწერება ეხლა. |
|
|
![]()
პოსტი
#66
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაც კარგია, მაინც კარგია......
|
|
|
![]()
პოსტი
#67
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა პირველად ვნახე რატომღაც, გაოგნებული ვარ, ყოჩაღ მთიულო
|
|
|
![]()
პოსტი
#68
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#69
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli რაც კარგია-კარგია. ყოჩაღ მარტო არ შველის ამ ნიჭს.
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#70
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მადლობა ყველას შემოგევლეთ. ბევრია და ნელ-ნელა დავამატებ.
![]() *********************** მოდი მიწამლე ნაკლული ფრთები, რომ მხოლოდ შენთვის ავაფრიალო. მოდი შეხსენი სულს საკეტური, რომ ერთხელ მაინც ავაბრიალო. მოდი ჩამხსენი გულიდან მწუხრი, რომ გაზაფხული გაგიმთლიანო. მოდი მოჰყევი ყვავილების მტვერს, მთებში წავიდეთ სახეტიალოდ. გამოგვეტიროს მარტის ნიავი, და შენს კალთებზე ილოლიავოს. მე ამას უკვე სიზმრებში ვხედავ, და გაღვიძება მიჭირს ტიალო. ************************** სანამ ბოლომდე ჩაინაცრები და გულს დაგიხრავს წყეული მახრა, მანამდე უნდა იყვირო ძმაო, მანამდე უნდა გაუსწრო სავალს. ოქროთი სავსე სკივრი რათ გინდა, თუ კი არ ახდი არასდროს, არსად. ჩაინაცრები და უკან მოგდევს, ამოუთქმელი სიმდიდრის დასტა. უნდა იყვირო უნდა , იტირო უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა. ქვიშაზე ისე უნდა დაწერო, ცხრა ოკიანემ ვერ შეძლოს წაშლა. ისე ძლიერად უნდა იყვირო, შეაზანზარო ეშმაკის შარა. დღეს უკვე ისიც უნდა იყვირო, რაც მხოლოდ ღმერთმა იცოდა შარშან. უნდა იყვირო, უნდა იტირო, ყველა წყაროზე მოასწრო ჩავლა. შენ ყველას კოკა უნდა აავსო, უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა. |
|
|
![]()
პოსტი
#71
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არა ძმაო მართლა მაგარ ლექსებს წერ!!!
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 733 რეგისტრ.: 13-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
aragveli
მალდეც ძმაო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli გაიხარე ძმაო,კარგი კაცი ხარ შენ.მშვენიერი ლექსია
|
|
|
![]()
პოსტი
#74
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
გადასარევია წერე ძამიკო წერე მიეცი ნიჭსა გზა ფართო.შეგძლებია და ნუ დააყოვნებ
|
|
|
![]()
პოსტი
#75
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#76
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვეღარ მოვქაჩე, თავ -აწყვეტილ გრძნობებს სადავე,
მივყევი ზვირთებს მაგრამ თურმე , თურმე სადამდე. თურმე სუყველა რაღაც ზღვრამდე , უნდა გიყვარდეს და თუ დაკარგე გულს არც, ისე უნდა გიწვავდეს. მე უკუღმართმა დავივიწყე ყოველი ზღვარი და ჩემი გული ნაფეხურზე გელოლიავა. ამ სიყვარულმა გაგზარდა და ისე გატარა, რომ ცამდე ასულს, თვითონ ღმერთი გეპატარავა. ******************* აბა სიკვდილით ვინ შეგაშინებს, თუ კი საფლავად ზეცას გითხრიან. აბა სიცოცხლე რა სათქმელია, როცა პარაკლისს მკვდრები გიხდიან. სიკვდილი მხოლოთ მაშინ იღვიძებს, როცა მშობლისთვის გოდორს დაწნიან. როცა არ იცი სამშობლოს ფასი, და უფალს შენი ხელით დაჭრიან. სიკვდილი მხოლოდ მაშინ გამარცხებს როცა სიძულვილს თავზე გაცრიან. როცა არ იცი თეთრი და შავი და ჩოხის ნაცვლად, მტრობა გაცვია. როცა სიყვარულს ანდერძს აუგებ და კაცის მოკვლას აღარ გაცდიან. მაშინ სიკვდილით მართლა მოკვდები და შენს სახელსაც წლები წაშლიან. |
|
|
![]()
პოსტი
#77
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მონადირის ჩანახატი
არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ. საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო. დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი. ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას. ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება. აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით. ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება. ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა. |
|
|
![]()
პოსტი
#78
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 1-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეხლა ვნახე ეს თემა.არაგველი ყოჩაღ ძმაო შენ, მაგარი ლექსები და ჩანახატები გაქ. რამდენიმე მათგანზე ჟრუანტელმა დამიარა
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ისევ წვიმები, ეს ბოლო წვეთი,
თითქოს ჩემს დაღლილ, სხეულზე ფეთქავს. უნდა გავიდე ვიხეტიალო , ვერ მიმაჩვევენ დაბმას და ყეფას. უნდა გავიდე გადავეფარო, თორემ ეს ქარი გვირილებს პენტავს. გვირილებს პენტავს და ზეცას უკვე, თითქოს ყვავილის ფურცლები ფერავს. უნდა გავიდე გადავეფარო, უენოებსაც სჭირდებათ შველა. უსულო აბა როგორ ვუწოდო, როცა ბავშვივით ტიროდა ყველა. მერე რა თუკი გიჟათ შემრიცხავთ, ღობის შიგნიდან დაიწყებთ ყეფას. ეს ქარავანი ზეცამდე მიდის, ძაღლი სამადლო სალაფავს თქვლეფავს. |
|
|
![]()
პოსტი
#80
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვუყურებ წარსულში,
ჩემს აღთქმულ სამყაროს და უკვე დაღრუბლულ, დანისნულ ჩემს თვალებს, ნათელი ფერები მგელივით მოშივდა. დედის მოყოლილი გმირების ზღაპარი, როცა სასთუმალთან დილამდე რჩებოდა. როცა ცისარტყელა ღრუბლებში ნაბანი, ბოლო წვეთებისგან ზეცაზე შრებოდა. ცხრა თავა დევს ენთო სიკეთის ლამპარი და უსიყვარულოდ არავინ კვდებოდა. როცა უანგარო იმ პირველ სიყვარულს, თითქოს ღვთიშობელის თვალები შვენოდა. ახლა კი წლებისგან ჯურღმულში ჩავარდნილს, ის წლები მშიერი მგელივით მშიოდა. ფანჯრიდან მოჩანდა ხოჯა და შამანი, მოლა კი შორიდან სულში ჩამკიოდა. სატანა მოადგა ხმელეთზე ზღვის ნაპირს და ყველა წამსვლელი მის ნავში ჯდებოდა. ქვეყნად სიყვარულის უკვე უკვდავება, სამყაროს კი არა, მეც აღარ მჯეროდა. წლებმა შეგვიჭამა ნათელი ფერები, სულმა ბავშობიდან ზურგით რომ ეზიდა და უკვე ეშმაკის ნალოკი რწმენისგან, სული იმედებზე წრიაპით ეკიდა. |
|
|
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ალექს, გამომცემლობაში სადმე არ მიგიტანია?
|
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა.
|
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დედამიწა სამყაროს ვინა სთქვა რომ გულია?
სოდომს, გომორს დავარქმევ, შემედავო რთულია. ცაშიც ასე ფიქრობენ, რომ ეშმაკი გვწყურია. თურმე ადამიანი, დედამიწის წყლულია. აპოკალიფს ჩვენ თვითონ, მოვისწრაფებთ სრულიად, სიბნელეში ნათელი, ჩვენთვის მხოლოდ ფულია. აზრს ვერ შემაცვლევინებს, რომ მედავოს დუნია. თხაზე უწინ გავყიდეთ, საკუთარი რჯულია. ჯოჯოხეთი გაშინებთ? ჯოჯოხეთი რთულია? რა გაშინებთ ეს მიწა ჯოჯოხეთის გულია. ვინც სამოთხეს დატოვებს, თურმე აქა ხვდებიან. სამოთხიდან პირდაპირ, ჩვენს ხომალდში ჯდებიან. ჩვენს საშველად ვინ მოვა, საზღვრად კუპრის ზღვებია. რაც ჩვენ უფალს დავმართეთ, დაივიწყეს გგონია? კიდობანი ააგოს ნოე ვნახოთ სჯობია, ნოეს ნაცვლად დღეს უფრო დემონები გვყოლია. ნათელ ფერებს დაეძებ და იპოვი გგონია>? აღმოაჩენ რომ მხოლოდ, ბავშვის ნახატს ჰქონია. სიყვარული გვიშველის ეგ ხომ ძველი ჭორია, როცა უფლის გულამდე ისევ შორზე, შორია. ჩვენი სულიც დღეს უკვე, სხეულივით მძორია. ზოგს სამყარო არ ჰყოფნის, მგლების წინამძღოლია. ავიწყდება ბეჩავს რომ დრომ გაფატრა ტოტია. სამოთხეს ელოდებით? სადმე წახვალთ გგონიათ? ჩვენი სულის ადგილი, ჯურღმულებში მგონია. |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაზაფხულს ქალაქში ვერ იგრძნობ ძვირფასო,
გაზაფხულს ქალაქში ფერმკრთალად ხვდებიან. ვერც მე დავიტიე სულში მოსართმევად, გაზაფხულს ამბოხი ხომ იცი სჩვევია. ნუ ღელავ, სიმორცხვის მანდილი მოიძრე, ჩვენ არა, ქორწილი ბუნებას სწვევია. შური მორევიათ მინდორში ყვავილებს, და შენს სილამაზეს ტირილით წყევლიან. წამოდი გაზაფხულს გვირგვინი დაადგი, სანამ ყინვები და სუსხხი მორევია. თორემ მე ჩავამწყვდევ შენთვის მოსართმევად, ჩემს თავს ყვავილები შეგეცილებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
************************
ზეცა დაბზარა წუხელ ქუხილმა, უმწეო გმინვა არვინ იწამა. მე კი ვამჩნევდი გასამთელებლად, დილით ღრუბელმა როგორ იწვალა. ზეცა არ კვდება ერთი ნაჭრევით , ღრუბელი უფრო მეტად იტანჯა. მე უფრო მომკლავს ეგ ნაკაწრები, თუ კი ზეცაზე უფრო იმატა. მე უფრო სხვისი ტკივილი მომკლავს, საკუთარს ვშველი, ნისლით ვიფარავ. მე ყოველ დილით ფრთხილად გამოწმებთ, და თქვენს ტკივილებს ჩუმად ვიპარავ. |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 8-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა. არაა ხელიდან გასაშვები.ჩემი ძმაკაციც პოეტია წერს ლექსებს და იმისგან ვიცი რომ ყველას ესეთი შემოთავაზება არ აქვს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
რატომ გავრბივარ ყოველთვის სადღაც !?
ან ამ მთებს რატომ ვეპოტინები!? რატომ მგონია რომ გასათბობად , ყველას დაღლილ სულს ვემყოფინები!? ჭაობში ვდგავარ მაგრამ ოცნებით, სულ სხვა სივრცეებს ვეფოფინები. ისიც საქმეა თუ სიყვარულში, ერთ თქვენგანს მაინც ვემჯობინები. თავად ვიხრჩობი, გადასარჩენად ათას თქვენთაგანს ვეჯაჯგურები. ჩამწყვდეული ვარ ბოთლში ჯინივით და კედლებს ისე ვეჯახუნები. მე უკვე ალბათ თავხედი მქვია, ალბათ სატანას ვეფოფინები, ადამიანად როცა დამბადეს, და სხვა სივრცეებს ვეპოტინები. ********************** მე მოვალ ძვირფასო შორეულ მთებიდან და ამ აღსარებას ბელტებად ამოვყრი. მე მოვალ ძვირფასო ზამთარ გამოვლილი, გაზაფხულს მაგ შენი სულიდან ამოვთხრი. მოვალ და უბრალოდ თვალებით მითხარი , სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე. მოვალ დაჭრილი და ჯავშან დალეწილი, ჭრილობებს თუ არა, სულს მაინც მიწამლე. მოვალ და არაფრად არ ჩავთვლი მას უკვე, რამდენიც ვევნე და რამდენიც ვიწვალე. მე მინდა უბრალოდ იმისი მჯეროდეს , სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე. |
|
|
![]()
პოსტი
#91
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ჯიგარი ხარ ... მაგრად მომეწონა ... ფბში დაგიმატებ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაიხარეთ მადლობა. ვიყავი მაგ არტ-კაფეში ლექსების წაკითხვაც მომიხდა, მარა მანდ საღამოს ჩატარება არ გამოვა, ძალიან ბევრია მსურველი და ვერ დავეტევით.
|
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ცუდია მეც მაინტერესებს .. წამოვიდოდი
|
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
როცა მზის სხივებს ჭიუხში ვხვდები,
მზე რომ მტკაველზე ალაპლაპდება. ეს გული უკვე ლოქოდ ნაქცევი, იქ კალმახივით აფართხალდება. შემოერია ნისლი ხეობას , იქვე ხევებში სადმე მიწვება. შემომეხიზნა ეხებში ქარი და დევ-გმირების ზღაპარს მიყვება. მიყვება როგორ უყვარდათ ძველად, როგორ დავმარხეთ ძველი დიდება. მიყვება როგორ დავკარგეთ მადლი და ჭირისუფლად გვერდით მიჯდება. ღმერთო ამიტომ მხოლოდ ერთს შეგთხოვ, მე მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება. ღმერთო დღესვე ვარ ყაბულს სიკვდილზე, თუ ჭირისუფლად ქარიც მეჯდება. |
|
|
![]()
პოსტი
#96
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#97
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არა აჩი იქ არ გამოვა .
|
|
|
![]()
პოსტი
#98
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
სადაურობას როდესაც მკითხავთ,
მე წამით პასუხს დაგიგვიანებთ, და იმ ერთ წამში ჩემში რა ხდება, იმას მაინც ვერ გაგიზიარებთ. მერე წმსკდება ამაყი მზერა და არწივივით თვალს ვაბრიალებ. ჩემს წარსულს, მერე ისე გიყვებით, თითქოს დაჭრილი დევი ვღრიალებ. მე იმ ბერმუხის ერთი ტოტი ვარ, სამასი ფესვი კრწანისს რომ ჩარგო და იმ ფესვების ოფლმა და სისხლმა მთელ საქართველოს მალამოდ არგო. მე იმ მთებიდან ერთი კენჭი ვარ, წანარებმა რომ არაბებს ავნო. არაგვზე მდგარი ნისლის ნაგლეჯი და მამულს უნდა წულულები ვბანო. ვაჟას ლექსიდან ერთი ნაწყვეტი და გუდამაყარს გოდერძის წყარო. კრწანისამდე რომ ვეღარ ჩავედი, ცრემლები უნდა მცხეთაში ვღვარო. მე ის ჯარჯი ვარ ჯიხვებს რომ სდევდა და დამიფარე გუდანის ჯვარო. ზვავმა უფსკრულში ვერ გადამჩეხა, შენ როგორ დამღრღნი სევდავ და ჯავრო. არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით, საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო. მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო. |
|
|
![]()
პოსტი
#99
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
ესეთი ლექსი ჯერ აქ არ დაგიდია, საღოლ მაგარია ძაან. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#100
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 18:19 |