სეგუჯიო იტალიანო, Segugio italiano |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სეგუჯიო იტალიანო, Segugio italiano |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 29-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სეგუჯიო იტალიანო (იტალ. Segugio italiano) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი იტალიაში ანტიკურ ხანაში. დღევანდელი სეგუჯიო ძალიან გავს ძველეგვიპტურ ძაღლს, რომელიც გამოსახულია ეგვიპტელი ფარაონების პირამიდებზე. მასტიფთან ნათესაობამ კი ეს ძაღლი უფრო მძიმე გახადა. ამ ძაღლის გარეგნობა თავად მეტყველებს მის წარმოშობაზე — სეგუჯიოს აქვს გრძელი ფეხები და მეძებრის დრუუნჩი. იტალიური რენესანსის ეპოქაში სეგუჯიოს სილამაზემ დიდგვაროვნების ყურადღება მიიპყრო, მისი სახლში ყოფნა პრესტიჟულად ითვლებოდა. დღესდღეობით სეგუჯიო ძალიან პოპულარულია იტალიაში როგორც მონადირე ძაღლი. მას აქვს არაჩვეულებრივი ყნოსვა და ნადირის სუნის აღებისას მხოლოდ მის დევნაზე ფიქრობს, ყურადღება არაფერზე ეფანტება. თუმცა ბლადჰაუნდისგან განსხვავებით სეგუჯიო ცდილობს, დაეწიოს და მოკლას ნადირი. როგორც მონადირე და როგორც კომპანიონი ეს ძაღლი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს იტალიაში. მისი ბალნის ფერი შეიძლება იყოს ჟღალი და შავი-ჟღალით, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. სეგუჯიო კარგად იტანს სიცხეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ადვილად იწვრთნება. აბა გაგიგიათ ამ ჯიშის შესახებ? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 17:52 |