ედა, ციმბირული ჰასკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ედა, ციმბირული ჰასკი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი.
![]() მაშ ასე, გაიცანით ![]() ![]() ლეკვის წარმოშობა: საგვარეულო ნომერი: FCG-1000 სქესი- ძუ სახელი- ედა შეფერილობა: შავ-თეთრი დაბადების თარიღი- 20.02.2015 დაბადების ადგილი- ბორჯომი მამა- ბუფი FCG-0590 დედა- დეზი FCG-0617 მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული. დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015 (ეს ისე, ჩემთვის ![]() მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ბანაობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() фото хостинг ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად ![]() ![]() ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა ![]() ![]() ![]() თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან ![]() ![]() ასე ძინავს ხოლმე ![]() ![]() ![]() ![]() хостинг фото პრობლემები: ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება. 1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას. 2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო. 3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე. 4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო? 5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს ![]() 6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ ![]() ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ედამ ბოყაყი გაიცნო ედა და ზღნარბი ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ.... |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 527 რეგისტრ.: 14-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძაან მაგარი ტიპია
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კარგი გოგოა სასახელო გაგეზარდოს
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაიხარეთ. ვეცდები სასახელო გავზარდო....
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi ![]() |
მაგარი ტიპია ძაან წარმატებები ჩელე შენც და ედასაც
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს. |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ჩელე
ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ზუსტად მაგიტომ ვერ მომყავს ჯერ ძაღლი.. მესამე შვილის დრო და ნერვები არ მაქვს ჯერ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Davitus
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს. ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს. აი ჯიგარი ხარ ძია კაკო რააა.... აბა ოლეგას რომ ვუთხარი ეგ ამბავი, ზაგესში ესმოდათ მაგის კივილი.... ![]() ![]() ![]() არა ვიცი რომ პოინტერივით, კურცხაარივით და ა.შ ვერ ინადირებს, მაგრამ რაღაცას ხომ იზამს არა? არც მე ვარ მონადირე, მაგრამ ფრინველი რომ ფრინდება ვცდილობ ჩახმახს მაინც გამოვკრა ![]() ![]() Ellimyst ხოოო, შენ ჩემზე რთულად გქონია საქმე. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ჩელე
თან მეექვსე სართულზე ) |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაგარი ტიპიაა)) მეც მყავს ჰასკი. მამალი 1 წლის) საერთოდ ვფიქრობ რო ეს ჯიში არ არის საქართველოს კლიმატისთვის ზოგადად, მაგრამ ნუუ თუ შეუქმნი პირობებს შეიძლება რო კარგად იგრძნოს თავი. მადირობით ჩემიც პატარაობიდან სულ რაღაცას ეძებს და დასდევს)) მარა მე მგონია რო უფრო დიდ ცხოველებზე უფრო კარგად ინადირებს ანუ ლაიკას ნაირად რაა. ის რო იხვი გამოიტანოს ტბიდან დიდი ხალისით ეგ არამგონია) რაც შეეხება ხასიათს, უჯიუტესი ძაღლია! სისხლი გამიშრო მარა ჯერ ლეკვია და შევძელი უკვე რო გარეთ გაშვებული დამყავს და რო ვეძახი მორბის ჩემთან) ჯერ მაინც ცანცარაა მარა რო მოემატება ასაკი წესით უფრო დამჯერი უნდა გახდეს. ყველას ვურჩევ თუ დარწმუნებული არ ხართ რო დაუთმობთ დიდ დროს და ენერგიას, მაშინ ჰასკი არ აიყვანოთ, იმიტო რო ძაალიან რთული გასაწვრთნელია! მით უმეტეს პირველ ძაღლად ჰასკის არავის არ ვურჩევ! არ არის პატრონზე ზედმეტად დამოკიდებული ძაღლი. ძალიან უყვარს თავისუფლება, მარა მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეიძლება რო შენ ჭკუაზე მოიყვანო) უბრალოდ პატარაობიდან მაქსიმალურად ყოველდღე კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, ოღონდ ისე რო თან უხაროდეს და აინტერესებდეს შენთან კონტაქტი და ურთიერთობა, თორე ზედმეტად სიმკაცრემ და ვარჯიშებმა შეილება უკურეაქციაც გამოიწვიოს! უნდა აინტერესებდეს შენ რას გააკეთებ, საით წახვალ წამოხვალ რო დაგელოდოს და მერე მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება, ამის მიღწევა არ არის ადვილი ჰასკის შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელიც არ არის))
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
lupus
ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა ადამიანი რომელსაც ჰასკი ყავს და თან ფორუმზეა ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ისე კარგი ლეკვი რა ღირს დაახლოებით? საბუთებით და ამბებით...
mymarket-ზე რომ გადავხედე, ძალიან განსხვავებული ფასებია... |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ისა და...
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა? |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
MORGAN
მე პირადად 350$ მივეცი. თუმცა მანამდე 400-450$ გაყიდა ამის დაძმები ამის ყოფილმა პატრონმა. ასევე ძალიან განსხვავებული ფასები აქვთ. ვერ გაიგებ. 1200-იც ღირს, 800-იც, 600-იც და 300-იც... არის ასევე 2 კლასის: მუშა და საგამოფენო. საგამოფენო უფრო ძვირი ღირს... მოკლედ დიდი ბალამუტია რა... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას. 2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო. 3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე. 4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო? 5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს 6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ 1-გაიზრდება დაანებებს თავს. 2-ტილო დაასველე მოფსმულში და დადე ერთ ადგილას, რო ოუნდება მანდ მიიყვანე და მანდ მოაფხმევინე მუდმივად, მეე თავისით მივა მანდა, მერე კიდე აჩოჩე კარებისაკენ და ეგეც გაიჩოჩება კარებისკენ ![]() 3- სხვას შეაშინებინე, მერე ისწავლის ჭკუას და არც ეზოს გაცდება და დაძახილზეც მოვა, შეგიძლია დაემალო მაგ დროს რო მაგით შეშინდეს.... 4- თოკით არა, საკვებით ფერებით და თამაშთამაშით. 5- გარეული მწყერი პადრანკები იქნება წელს და მოგიგროვებთ. ქათამზე არ გაიწევს, თავისას ცნობს სუნით. 6- ეგ მართლა თოკით და ტორმუზებით. გაქაჩავს მოქაჩე და ასე შემდეგ, თან ეძახე ფეხთანთქო რო მიხვდეს რას ითხოვ მისგან. ეხლა წარმატებები და თუ რამე აქ ვართ!!!!!! |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
MORGAN
მუშა რა პონტში ? მუშა- ანუ გამწევი ძალა. შეგიძლია შეაბა მარხილში და ათრევინო ბარგი. ზურგზე ხურჯინი მოჰკიდო და ათრევინო და ა.შ. ეხლა კი სერიოზულად. საგამოფენო ძაღლები დაყოფილია ცალკე კატეგორიებად. როცა ყიდულობ, ვალდებულება გაქვს ყველა გამოფენაზე ატარო. მუშა კი შეგიძლია საერთოდ არც კი გაიყვანო თუ მოშენებას არ აპირებ. საგამოფენო ძუს მხოლოდ საგამოფენო ხვადთან აჯვარებენ. მუშას არ შეგიჯვარებენ მასთან. აი მუშა ძუს შეჯვარება საგამოფენო ხვადთან კი შესაძლებელია, მაგრამ მაქსიმუმ 10%. მუშა შეგიძლია გლდანშიც ასეირნო. საგამოფენოს სეირნობა კი ვაკეს გარდა არ შეიძლება, მაგრად ტეხავს ![]() ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა? ჰასკი და ლაიკა ერთი ოჯახიდან არიან. ლაიკისებრთა ოჯახი. მაგრამ ჰასკი უფრო გამოყვანილი ჯიშია. უძლებს უფრო მეტ ყინვას ვიდრე ლაიკა. ათრევს უფრო მეტ ბარგს და დიდხანს ვიდრე ლაიკა. ძლიერია ლაიკასთან შედარებით. ჰასკის უმეტესობა ცისფერთვალებაა ლაიკასთან შედარებით. ჰასკი მეტად რთული მოსათვინიერებელია ვიდრე ლაიკა თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ზომებშიც არის განსხვავება. მცირე, მაგრამ მაინც. როცა ჰასკის ასეირნებ ტვინი გაქვს შეჭმული კითხვებით. მაგ: ლაიკაა? რა ლაიკაა? ეს ის ლაიკა არ არის, ფილმიც რომ არის გადაღებული? და ა.შ. როცა ჰასკის ასეირნებ, უფრო მეტად ჩერდები ვიდრე ლაიკის სეირნობისას. თითო მოფერება, 1-დან 3 წუთამდე გრძელდება. ჰასკის ბეწვის ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ლაიკის. შესაბამისად რთული მოსავლელია. აქ მოყვანილი ფაქტები შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, ასე რომ მთლად მენუ დამიჯერებთ.... ![]() შოთა.03 ჯიგარი ხარ ძია კაკო... |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ჩელე
გარეგნულად ძალიან გვანან ერთმანეთს... რასაც დავაკვირდი... მეგობარი მჩუქნის ლეკვს, ჰასკის... საგამოფენო წარმომავლობისაა სავარაუდოდ, მაგრამ არ მახსოვს რომ ამას გაეყვანოს სადმე. არც მე არ გავიყვან სავარაუდოდ... ( თუ წამოვიყვანე, რა თქმა უნდა ) ისე, მეგობრად მეყობა ალბათ ) |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
MORGAN
რჩევის სახით: თუ ეზოიანი სახლი არ გაქვს, გაგიჭირდება შენც და მასაც.... |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
მანდ ვიჭედები ზუსტად ....
თორემ ბავშვებს გაახარებდა კაცი ) |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხოოო, აი ეგ ცოტა უხერხულობას შეგიქმნის. თუ დიდი სახლია 100კვ-ზე მეტი კიდევ გაძლებს, მაგრამ თუ პატარა სახლია ცოდოა. ლეკვობისას არაფერი, მერე რომ იზრდება მერეა ამბავი. არ იღლებიან ტიპები, სამაგიეროდ შენ იღლები. სულ თამაში უნდა, სულ მოძრაობს და ეს ცოტა არიყოს პატარა სახლში ძალიან დიდი დისკომფორტია.
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
120 კვადრატულამდეა სახლი.. დიდი აივანიც მაქვს...
მაგრამ სახლში მაინც... |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა განსხვავებაა და სხვა და სხვა ჯიშია. აიი როგორც დაახლოებით სტაფი და პიტბული რაა)) ლაიკა საერთოდ ბევრნაირი არსებობს. არის დასავლეთ ციმბირული ლაიკა, რომელიც არის იმენა მონადირე ჯიში. არის რუსულ-ევროპული ლაიკა, არის იაკუტიური ლაიკა, რომელიც ყველაზე მეტად გავს ჰასკის. არის კიდე კარელიური ლაიკა, ყველაზე პატარა ტანის ლაიკებში. ეს ყველა სხვა და სხვა ჯიშია და განსხვავდება თავის ზომით და აგებულებით. ჰასკი არის ლაიკისებრთა ოჯახიდან, ოღონდ ცალკე ჯიშია ესეც რაა.
|
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩელე- 6თვის აღარ არის ძაან პატარა იმისთვის რო ყურადრებას არ გაქცევდეს. რაც უფრო მოემატება ასაკი უფრო გაგიჭირდება მორჯულება) თუ ეგრე გაიგნორებს არვითარ შემთხვევაში პავადოკის გარეშე არ გაუშვა გარეთ თორე დიდი ალბათობით გაგექცევა. საერთოდ ეგ კონტაქტი პატრონსა და ძაღლს შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ გაიგნორებს ეს იმას ნიშნავს რო თავისი გააქვს და როგორც უფროსს არ გაღიარებს რაა)) თან შენი თუ დედალია უფრო ადვილი გასაწვრთნელია ვიდრე მამალი. ბრძანებები ასწავლე, დაჯექი დაწექი, მოდი ჩემთან და ა.შ. როცა არ დაგიჯერებს მაინც გააკეთებინე რო თავისი არ გაიტანოს. ეგ ძაან მნიშვნელოვანია) როცა გააკეტებს რასაც ეტყვი მაშინ დააჯილდოვე სასუსნავით ან მოეფერე. პროსტა ნერვები უნდა რაა))))
|
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
lupus
ბრძანებები იცის. ადექი, დაწექი, დაჯექი, 2 ფეხზე ჯდომა მაგრამ ცოტა უჭირს, დატრიალდი, ეხლა ფეხებში გაძრომას ვამუღამებთ და კიდევ ჟესტიკულაციით მოდის და ჯდება. უბრალოდ თუ ხასიათზე არ არის არ აკეთებს არაფერს. პავადოკის გარეშე არ ვუშვებ. თუ ვუშვებ, სულ ყურადღებით ვარ რომ არ გამეპაროს სადმე. მაგრამ რაც გაიზარდა, თითქოს უფრო დაჭკვიანდა და დაძეხებულზე მოდის. ასე რომ იმედი მაქვს დაჭკვიანდება. შენი კაი ტიპია. ჩემსას ცხვირზე ზუსტად მსგავსი ლაქები აქვს, უბრალოდ ცოტა უფრო მეტად გამოკვეთილი აქვს ვიდრე შენსას. გამოფენაზე თუ გყავდა გაყვანილი? |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჰოო კაია ეეგ. მთავარია არ დაგაიგნოროს რაა. შენი უნდა ესმოდეს პირველივე დაძახებაზე. მაგას თუ მიაღწევ ჩათვალე რო არასოდეს არ გიღალატებს. შენ უნდა იყო მისთვის ყველაფერი. კიი მყავდა ერთხელ. ნოემბერში სპორტის სასახლეში. ჰასკებში პირველზე გავიდა და მერე ყველა ჯიშის best-show-ში მესამეზე) ლეკვებში რაა 5 თვის იყო მაშინ) ანუ კაი შედეგია საკმაოდ)) იმის მერე იგივე FCI გამოფენა ქუთაისში ჩაატარეს და ეხლა იქ ნაღდად ვერ წავიყვანდი)) ისე რაავი ტყუილა აწვალებენ ძაღლებს რაა. რო წამოვიყვანე ისე დაიYალა მანქანაში ეძინა)) პროსტა ის არი რო მერე გოგოებს უფრო ადვილად უშოვნი შესაჯვარებლად რაა როცა კაი ტიტულები აქვს))
|
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოდა როცა ავარჯიშებ და თუ ხან გიჯერებს ხან არა, როცა არ დაგიჯერებს როგორც გინდა გაგიძალიანდეს იმ წამსვე იგივე ადგილას გააკეთებინე იგივე. არც ერთ შემთხვევაში თავისი არ გაატანინო. არ შეგეცოდოს მაგ დროს ეგ ეხა ჩაგვრას კი არ ნიშნავს, უბრალოდ მერე ჩათვლის რო როცა გაუსწორდება მარტო მაშინ დაგიჯეროს რაა)) ნებისმიერი ძაღლი ეგრე აზრონებს და ჰასკი კიდე განსაკუთრებით ჯიუტია მაგ შემთხვევაში)) გვერდით სიარული ასწავლე კარგად და დაძახილზე რო მოვიდეს. ყველაზე მთავარი ეგენია მისივე უსაფრთხოებისთვის)) მე სიმართლე გითხრა ფეხებში ძრომიალი და ცეკვა თამაში არც მიცდია, იმიტო რო რაავი ჩემი აზრით არაფერში არ ჭირდება)) ნუუ შენ თუ გისწორდება რა თქმა უნდა კი ბატონო)))
|
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხო მომშენებელს ყოველთვის აქვს უპირატესობა გამოფენაზე მიღებული დიპლომებით... კარგი შედეგი დაუდია შენ ძაღლს. ყოჩაღ. ვისი ''პაროდაა''?
|
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გადავხედე თემას და კაი ხანია არაფერი დამიწერია ედას შესახებ.
მოკლედ, გავიზარდეთ, ცოტა დავჭკვიანდით, სინღერასაც ვცდილობთ ხანდახან ![]() ![]() загрузить картинку на сайт რაც შეეხება ხასიათებს. ძალიან სრაფად ეცვლება ხასიათი. თანდათან დამჯერი ხდება. ჯიუტია, მაგრამ რა შედარებაა? ჭამით აღარ ჭამს როიალს, არც ჩაპის, არც პედიგრს. თითქმის ყველანაირი ამ სახის საჭმელი ვცადე და ძალიან დიდი საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხალისით მხოლოდ ქათამს და ძროხის მოხარშულ ხორცს მიირთმევს. ძვლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თონის პური უყვარს ძალიან კიდევ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. თევზსაც თუ ხასიათზე არ არის არ შეჭმს. მეზობლის ძაღლთან მიგვაქვს ხოლმე და იქ ჭამს, იმის შიშით, რომ იმას არ ვაჭამოთ. 2 თვის წინ დაახლოვებით, ყბაზე რაღაც გამოუვიდა. ანალიზი გავუკეთე და ინფექციაა ჩვეულებრივიო. ძალიან ნელა ურჩება. დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, მაზი, ზილიონკა, მაგრამ ნელა მიდის პროცესი. დაახლოვებით 4 თვეში ''წეჩკა'' დაეწყება და შევაჯვარებ სავარაუდოდ. ასე რომ კარგ სასიძოს ვეძებ ![]() ტყეში უკვე აღარ მშორდება. გავა 20 მეტრზე დაახლოვებით და მერე ისევ უკან მორბის რომ ვიპოვნო. აქამდე სულ მე დავდევდი ![]() მოკლედ კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით. ესეც მცირე ფოტო-ვიდეო |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
დაჭკვიანებული კი არი წყალს ჭიქით სვავს მეტი რა გააკეთოს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ოთო.
არა ბრატ, სანამ ''მამი''-ს არ დამიძახებს, არ მოვეშვები.... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კაი ხნაია ჩემ გოგოზე არეფრი დამიწერია. დასაწერი ბევრია. დიდი თავგადასავალი გადაგვხვდა ამ ზაფხულს. ზოგმა კი იცის, მაგრამ ბევრმა არა.
![]() მოკლედ, 20 აგვისტოს ჩემი ედა გაქრა. აღიგავა მიწისაგან პირისა. 22-ში საბერძნეთში მივდიოდი და 20-ში მიმყავდა "ბალტო"-ში, უნდა მიმებარებინა დროებით და თან მინდოდა რაღაც ესწავლებინათ. რა თქმა უნდა შესაბამისის თანხის სანაცვლოდ ![]() ![]() ვერაფერს ვაკეთებდი, შორს ვიყავი და არ შემეძლო იმაზე მეტის გაკეთება რასაც ვაკეთებდი. მაგრამ იმედი სულ მქონდა, რომ ვიპოვნიდი. ჩამოვედი საბერძნეთიდან და მეროე დილით, გოგო სახლში მყავდა. როგორც მითხრეს "იპოვნეს". აღარ დავიწყე ჩაძიება, რადგან ხალხი იყო ჩარეული და შევეშვი. რაც მთავარია, სახლში მყავდა უკვე. კარგი ის არის, რომ გამოაჩინეს და არ გადამალეს და რამე არ დაუშავეს. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. ახლა დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება დაკარგულის პოვნა. გამოვიწერე ტრეკერი, რომელსაც აქვს როგორც სიმ კარტა ასევე ჯი-პი-ეს მხარდაჭერა. ონლაინ ხედავ რუკაზე სად არის ესა თუ ის ნივთი ან არსება, რომლესაც უკეთია ეს ტრეკერი. ასევე აქვს ფუნქცია, რომლის დროსაც რუკაზე შემოუსაზღვრავ და საზღვრის გადაცდება თუ არა, მაშინვე მოგდის სმს ტელეფონზე, რომ გასცდა შემოსაზღვრულ ტერიტორიას. იდეაში კარგი რამეა და ვნახოთ თუ ივარგებს ჩვენ პირობებში. სავარაუდოდ იქით კვირას ჩამომივა და მაინტერესებს თუ იმუშავებს. იმედი მაქვს გაამართლებს. ესეც 17 დღიანი გაუჩინარების შემდეგ შეხვედრა... https://goo.gl/photos/ox8kJEY468gqTTm1A ესეც სანამ დაიკარგებოდა რამდენიმე კვირით ადრე დავტოვეთ სახლში და რომ მოვედით იქაურობა ნაომარს გავდა... ![]() https://goo.gl/photos/odkqNGt8zq3Vc8VPA |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძაან გამოხარდა თქვენი ამბავი, გილოცავ.
ხოდა ეს ტრეკერი მეც მაინტერესებს იქნებ ლინკი დაგეგდო. |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გოგიტა
ჯერ ჩამოვიდეს და გავტესტავ. თუ იმუშავა გეტყვით.... ან პრინციპში ნახეთ თქვენც. არჩევანი დიდია, უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ყოველთვე გადასახადი არ გქონდეს. ეს რაც გამოვწერე არ იხდი არაფერს გარდა იმისა, რომ ინტერნეტი სულ ჩართული უნდა გქონდეს იმ სიმ ბარათზე, რომელსაც ჩაუდგავ... https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საკმაოდ ბევრი ძაღლი იკარგება ბოლო დროს. ზოგს იპარავენ, ზოგი თავისით გადის და აღარ მოდის და ა.შ. ვისაც არ გამოუცდია ალბათ ვერ მიხვდება ეს რა ტანჯვა-წამებაა. ვისურვებ არავინ გამოსცადოს. მეც ამ ზაფხულს დავკარგე ჩემი გოგო და თითქმის 20 დღიანი ნერვიულობის და ძებნის შემდეგ მივაგენი. ახლა სახლში მყავს და იმის ალბათობა, რომ გაიპაროს და აღარ დაბრუნდეს, დასულია 10%-ზე.
მას შემდეგ რაც ვიპოვნე ჩემი გოგო, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა მემოქმედა რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. ოცდამეერთე საუკუნეა. პროგრესი დღითიდღე მატულობს ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი რაც გამაკონტროლებინებდა ჩემ ლამაზ ედას. ძიების შემდეგ მივაგენი ჯი-პი-ეს ტრეკერს, რომლის საშუალებითაც: 1. ვაკონტროლებ ძაღლის ადგილმდებარეობას ''ლაივ'' რეჟიმში 2. ვაკონტროლებ როდესაც სცდება ზონას 3. ვისმენ ირგვლივ რა ხდება 4. ტრეკერს აქვს როგორც ვინდოუს ასევე ანდროიდ აპლიკაცია და შეგიძლიათ როგორც ლეპტოპში ან პერსონალურ კომპზე, ისე მობილურითაც აკონტროლოთ. 5. არის წყალგამძლე მსგავსი ტრეკერები მრავალი სახის არის, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიმალური ეს ვერსიაა რადგან: 1. არ აქვს სააბონენტო გადასახადი პროვაიდერთან ( არის ტრეკერები, რომლებსაც აქვთ სააბონენტო გადასახადი ყველ წელს) 2. ერთი რაც ჭირდება ამ ტრეკერს არის, სიმ ბარათი, რომელზეც ჩართული იქნება მუდმივად ინტერნეტი და სმს მხარდაჭერა, რომ ზონის გაცელის შემთხვევაში, სმს მოგივიდეთ ტელეფონზე მინუსები: 1. როდესაც ზონას სცდება, სმს მომდის ჩინურ ენაზე. თუმცაღა აპლიკაციით ჩვეულებრივ მიჩვენებს სად იმყოფება მოცემულ მომენტში. 2. ამ ტრეკერს გააჩნია ე.წ. ''სლიპ მოუდ'' ფუნქცია. ამას რომ ვააქტიურებ, მერე წესით მოძრაობაზე უნდა ჩაირთოს, მაგრამ არ ირთვება. ეს სისტემა განკუთვნილია ენერგიის ხარჯის შემცირებისთვის. იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავუგე, გათიშული მაქვს ეს ფუნქცია და შესაბამისად სულ ჩართულია რაც იწვევს ბატარიის მოკლე დროში დაჯდომას. ეს მოკლე დრო კი 9-10 საათია. ისე კი ინსტრუქციით 350 სააათი უწერია. მოკლედ ჩემთვის მაინც კარგი რამეა და გირჩევთ შეიძინოთ, რათა დაიცვათ თქვენი ცუგა. შეიძლება ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ გამოვიწერე და მუშაობს. რაღაც მინუსები აქვს. არის აპლიკაციაში რაღაც ნიუანსები, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ზონას რომ გაცდებოდა მცოდნოდა. ამ ტრეკერის საშუალებით ამას ვახერხებ უკვე. ![]() წარმატებებს გისურვებთ პ.ს. ვინმეს არ ეგონოს, რომ წილში ვარ ამ ტრეკერების. ![]() ![]() ![]() ესეც ლინკი, საიდანაც გამოვიწერე. https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ედს რო აქ დღიური ოლივერამ რა დაგიშავა ?
|
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ოლივერი და მარგო აქ დაემატება და წარმოგიდგენთ ჩემს ზოოპარკს...
|
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მარგო რომელი ლუჩკო ?
|
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არა, დედოფალი...
|
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 13:26 |