კალმახი და მისი თავისებურებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კალმახი და მისი თავისებურებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნებისმიერი სახეობის თევზის დასაჭერად საჭიროა ამ სახეობის ჩვევების და საკვები, საცხოვრებელი გარემოს შესწავლა.
მით უმეტეს ეს ეხება კალმახს. ამ კონკრეტულ სტატიაში არ დავკონკრეტდები კალმახის საცხოვრებელ ადგილებზე გარკვეული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შევეხებით სხვა მრავალ თვისებას! კალმახი არის ძალზედ ფრთხილი მტაცებელი. მის საცხოვრებელ/სადგომ ადგილზე რაიმე ჩრდილის ჩამოწოლაც კი მის დაფრთხობას იწვევს! ამიტომ მეთევზე დიდი სიფრთხილით უნდა მიეპაროს პოტენციურ საკალმახე ადგილებს! არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა (თუ აუცილებლობა არ მოითხოვს). მიუხედავად იმისა, რომ კალმახი ძალზედ ენერგიული თევზია, კვების დროს ის ამ ენერგიას ძალზე ეფექტურად ხარჯავს. ანუ მინიმალურ ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებისთვის. ამიტომ, კალმახის პოტენციურ სადგომებთან მეთევზემ რაც შეიძლება ახლოს უნდა გაატაროს სატყუარა, რათა მტაცებლის დაინტერესება შეძლოს -წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ დაინტერესდება ისეთი სატყუარით, რომელზეც ენერგიის დახარჯვაც მას ადეკვატურ "სარგებელს" არ მოუტანს. ზედა 2 აბზაციდან გამომდინარე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ კალმახი კვების დროს გარკვეულწილად გვერდულად მოძრაობს, რითიც ის გზას უღობავს მდინარის მიერ ჩამოტანილ საკვებს, კალმახზე სპინინგით სპორტული თევზაობის ყველაზე გამართლებული მეთოდია სატყუარის შეგდება მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების მიმართულებით ჩამოტარება (ვინაიდან კალმახი ყოველთვის მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას), მის პოტენციურ სადგომთან რაც შეიძლება ახლოს და შესაძლებლობის ფარგლებში ნელი გატარებით. ამასთანავე, ტრიალას/ვობლერის წყალთან შეხებისთანავე საჭიროა გატარების დაწყება, ვინაიდან წყალში უმოქმედოდ მოხვედრილი სატყუარა უმეტეს შემთხვევაში დააფრთხობს მტაცებელს. ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის თევზი, კალმახის აქტივობაც დამოკიდებულია წყალში ჟანგბადის შემცველობაზე. ამიტომ კალმახი აქტიურად იკვებება დილით და საღამოს, როდესაც წყლის ტემპერატურა დაბალია და წყალში ჟანგბადის შემცველობა კი შედარებით მაღალი. კალმახი არჩევს ფერებს, რა თქმა უნდა მისი გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია ამინდზეც და წყლის სისუფთავეზეც, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რომელიღაც 1 ფერის/ტონალობის სატყუარა არ იზიდავს მტაცებელს და ვერ იჭერთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად შეცვალეთ სატყუარა (შეცვალეთ სხვა ფერის ან ტონალობის სატყუარით). ხშირად ხდება, რომ სპინინგისტი წყალში ხედავს სატყუარაზე გამოდევნებულ კალმახს, რომელიც უბრალოდ გამოაცილებს სატყუარას და ბრუნდება უკან. ამ შემთხვევაში მტაცებელი ან არ არის დაინტერესებული სატყუარით და მას საკუთარი "სამფლობელოდან" განდევნის გამოცილებით, ან ამჩნევს რაღაც საეჭვოს და ვერ ბედავს კბენას. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე სატყუარის ხელმეორედ გატარება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან დიდი შანსია მან დააფრთხოს თევზი. თუ პირველივე გატარები შემთხვევაში არის შანსი, რომ გატარების სიჩქარე შეანელოთ, ან სპინინგის წვერით ოდნავ წაუთამაშოთ, რომ სატყუარამ "თამაში" შეცვალოს, შეიძლება ამ მეთოდნმა გამოდევნებული კალმახის პროვოცირება მოახდინოს და ის ეცეს სამიზნეს. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სატყუარის შეცვლა ან უფრო მომცრო ზომის უფრო რეალისტური (არა მყვირალა) ფერის სატყუარით, ან უფრო აგრესიული "თამაშის" მქონე სატყუარით. დილით ადრე და საღამოს პირზე კალმახი საკვებად გადის შედარებით დაბალ წყალში, ამიტომ მეთევზემ ეს მომენტი აუცილებლად უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, თორემ საკალმახე ადგილების ძებნაში და მისთვის "მიმზიდველი" ადგილების გატესტვაში შეიძლება ცხვირწინ მდგომი თევზი დააფრთხოს, რაც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე! ზოგადად კალმახი ბუდობს ღრმა მორევებში, ქვების უკან, სადაც დინებას ეფარება, მდინარის კიდეებში და ჩაღრმავებებში, დიდი ქვების ქვეშ, მდინარეში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ. ამ თევზს არ უყვარს მზე და სიცხე. უყვარც ცივი და სუფთა წყალი. ამიტომ მოღრუბლულ ამინდში კალმახის აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე მზიანში. დილის აქტიურობის მერე, მზინი დღის შემთხვევაში კალმახი გადადის ხოლმე პასიურ რეჟიმში (შიგადაშიგ "გამონათებებით" ![]() ![]() ![]() სპინინგით მოთევზავემ აუცილებლად უნდა იცოდეს კალმახის 1 საინტერესო თვისებაზე - კალმახი მდინარეში არ ბუდობს ჯგუფურად (რა თქმა უნდა ლიფსიტებს არ ეხება). ის მტაცებელია და თავის საცხოვრებელ/საკვებ ადგილს იცავს სხვა მტაცებლისაგან. ამიტომ ერთ და იმავე ადგილზე ვერ დავიჭერთ 3-5 ან 10 კალმახს, რათქმა უნდა თუ მორევი დიდი არ არის და არ იძლევა საშუალებას, რომ რამოდენიმე მოზრდილმა ეგზემპლარმა სხვადასხვა კუთხეში ან ორმოში იცხოვროს. სტატიის ავტორია - ბესო მგალობლიშვილი და ის წარმოადგენს ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს საკუთრებას |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სამაგალითო სტატიებია, სურათებიც მიგემატებინა "უცხოლელების მიერ გადაღებული"
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბესო
კარგი სტატიაა პატარა და მრავლის მომცველი სხვაც თუ მიამატებს ამას რამერუმეებს კარგი იქნება და კარგი იქნება ყველამ თავის გამოცდილება დაწეროს რო დასკვნის გამოტანა შეიძლებოდეს |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეეეე ძია! არ მიჯერებთ რა! არ არის საჭირო დღევანდელ პირობებში კალმახის ჭერის არანაირი მეთოდით ჭერის პოპულარიზაცია! :(
დღეს, როდესაც კალმახის პოპულაცია მთელ საქართველოში კატასტროფულად შემცირებულია და ამავე დროს შესაბამისი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მიერ არ ხორციელდება მისი დაცვისა და შენარჩუნებისათვის არანაირი ღონისძიება, 1000 ჯერ დაფიქრება გვმართებს, ღირს კი მისი ჭერის პოპულარიზაცია ისეთი მასობრივი გზით, როგორიცაა ინტერნეტი. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არ არის საჭირო დღევანდელ პირობებში კალმახის ჭერის არანაირი მეთოდით ჭერის პოპულარიზაცია! ჯერ ერთი ჩვენი ფორუმის საინფორმაციო/ინტელექტუალური ბაზის გამდიდრება არ ნიშნავს კალმახის ჭერის პოპულარიზაციას. მეორეც - ამ განყოფილებაში მგონი ცისარტყელა კალმახზე გვაქვს საერთოდ საუბარი, რომელიც უკვე ძალიან ბევრ მდინარეში გამოჩნდა ისევ და ისევ დაუდევრობის გამო და მალე წითელ წინწკლიან კალმახს შეავიწროვებს, ვინაიდან საკალმახე მეურნეობების კონტროლი ნოლია. და მესამეც - მე პირიქით თუ რაიმე პოპულარიზაციის მსგავს გავაკეთებთ 2 ხელით მომხრე ვარ. რაც მეტი პატიოსანი მეთევზე იქნება ამ ქვეყანაზე მით ნაკლები იქნება ბრაკონიერების ადგილი ამ საზოგადოებაში! კალმახის პოპულაცია მთელ საქართველოში კატასტროფულად შემცირებულია ეს ფორმულირებაც არ არის რეალობასთან ახლოს! - მეორე საკითხია რომ დენის აპარატები საშინელი მოვლენაა ამ ქვეყანაში და ეს განუკითხაობა ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს! სამაგალითო სტატიებია, სურათებიც მიგემატებინა "უცხოლელების მიერ გადაღებული" სურათებიც იქნება და ვიდეოებიც! |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იშხნელო
ძალიან კარგია მივამატები რაღაც-რაღაცებს თუმცა მწირი (ყველაფერი ფარდობითია) გამოცდილება ეგეთი "ნაგლობის" უფლებას არ მაძლევს თუმცა ერთი მორევიდან რამდენიმე ღირსეული ეგზემპლარის ამოყვანა შესაძლებელი რომაა შენც კარგად იცი და "სნასტების" გამართულობაც რა თმა უნდა პირველხარისხოვანია ყოველ შემთხვევაში ვობლები და ბზრიალები უნდა იყოს მუშა კოჭაზე რომ არაფერი ვთქვა :( |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი მორევიდან რამდენიმე ღირსეული ეგზემპლარის ამოყვანა შესაძლებელი რომაა შენც კარგად იცი მორევს გააჩნია. მნიშვნელობა აქვს არა მარტო მის ზომას არამედ მორევის გეოგრაფიასაც. შეიძლება უზარმაზარი მორევი იყოს და თევზი საერთოდ არ იდგეს. მაგალითად მორევი რომელიც "ისილება" თევზისთვის არ არის სასურველი სადგომი! |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბესო
კარგი სტატიაა, შემეცნებითი... ერთ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ მხოლოდ: ციტატა არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა სწორედ იმიტომ, რომ კალმახი ასეთი ფრთხილი თევზია, მიზანშეწონილია წყალში ჩადგომა სადაც კი შესაძლებელია. როდესაც მეთევზე წყალში დგას, ყველაზე ნაკლებად მაშინ ფრთხება თევზი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მნიშვნელობა არ აქვს წყალში იდგები თუ ხმელეთზე მთავარი ის არის რომ თევზმა არ დაგინახოს(და თუ გინდა სულ ბუჩქებიდან ითევზავე)
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბესო კარგი სტატიაა, შემეცნებითი... ერთ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ მხოლოდ: სწორედ იმიტომ, რომ კალმახი ასეთი ფრთხილი თევზია, მიზანშეწონილია წყალში ჩადგომა სადაც კი შესაძლებელია. როდესაც მეთევზე წყალში დგას, ყველაზე ნაკლებად მაშინ ფრთხება თევზი ![]() ![]() ![]() ![]() უბრალოდ თევზის მხედველობა წყლის ზევით დიდი კუთხით იშლება და როდესაც მეთევზე წყალში დგას, მაშინ მისი ტანის ნაკლები ნაწილი არის წყლის ზემოთ (ნაპირთან დგომასთან შედარებით) და ამიტომ შეიძლება მოხვდეს იმ ნაცრისფერ ზონაში, რომელსაც კალმახი ვერ ხედავს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ წყალში ჩასვლა ჯობია მგონი უსაფუძვლოა. ყველაზე საუკეთესოა დარჩეს მეთევზე ხმელეთზე და ამოეფაროს რაიმეს: ![]() და კიდევ 1 თუ თევზმა მაინც შეამჩნია მეთევზე, ანუ ახლოს მოყვა სატყუარას ნაპირთან. ერთად-ერთი შანსი იმ თევზის ისევ დაჭერის არის ის, რომ მეთევზე გაუნძრევლად უნდა იდგეს, სანამ თევზი ისევ თვალს არ მოეფარება!!! |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
საინტერესო თემაა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა თქმა უნდა ლოდი და ბუჩქი არ ჰგონია.
უბრალოდ უფრო მცირე შანსია დაინახოს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წყალში მდგომი მეთევზე თევზის მიერ შესაძლოა აღიქმება, როგორც წყლის ერთ-ერთი ბინადარი და მასში დიდ საფრთხეს ვეღარ ხედავს - ამის მტკიცება ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ მდინარის იმ ადგილას, სადაც გამივლია და ბუღიც დამიყენებია სიარულით, რამდენიმე წუთში თევზი დამიჭერია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახზე მინდა სათევზაოთ წასვლა და რა მჭირდე გთხოვთ დაწეროთ და რა სატყუარა უნდა გამოვიყენო დაწერეთ რა ვინმემ
სურათიც დამიდეთ რა რომელი ვოლბლერით და ბზრიალათი შეილება თევზაობა? |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
არ შეიზლებაო თევზაობაო და რავი აბა
|
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თქვენ დამიწერეთ რა კაცურად რით შეილება თევზაობა და როგორ . შეილება თU არა ეგ არ მეხება რატო არ გეხება და ეგეთები არავინ მკითხოს კაცურად მარტო ის ითხარით როგორ შეილება კალმახის დაჭერა
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კანონით ამ ჯიშის თევზის ბუნებიდან ამოღება აკრძალულია, ეს ეხება კალმახს და არ არის დაკონკრეტებული ცისატყელაა თუ სხვა,
ვერ ვიტყვით რომ არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, აკრძალვა უცოდინარის ნამოქმედარია და არა საქმიანის, აკრძალვას ბრაკონიერობასთან ბრძოლა თუ არ მოაყოლე აკრძავლა იგივეა კორპუსები რომ გარედან გადაღებეს და შიგნიდან იგივე დატოვეს, ასეა თუ ისეა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ვერაფერს ვცვლით გარდა იმისა ჩვენი ადამიანური კანონებით ვითევზაოთ. იყო ასეთი აზრი რომ მოვითხოვოთ კალმახზე თევზაობის დაშვებაო, არაა ეგ მართალი ჩემი აზრით, კალმახი მართლა ცოტაა, რომ დაუშვან კიდე მოაკლდება და ეგ უარესი იქნება, ასეთი მოთხოვნა მხოლოდ იმისთვისაა რომ მეთევზემ თავი გაიმართლოს, აი კანონით დაშვებულიაო და მე ბრაკონიერი არ ვარო. სპორტული თევზაობა, უენო ნემსკავით, ეს უკვე საქმესთან ახლოსაა, დაიჭირე - გაუშვი-ს პრინციპი ! აი ეს უნდა დავნერგოთ ჩვენში, მე კა ხანია დანერგილი მაქვს, მიყვარს კალმახზე თევზაობა, არის მდინარე სადაც გაგვიშვია იმისათვის რომ მერე ვითევზაოთ დაიჭირე-გაუშვი-ს პრინციპით, ამით თევზი არ ზიანდება, მეთევზე სპორტულ ჟინს იკლავს და ყველა რჩება კმაყოფილი. მე სხვანაირი შეხედულება მაქვს, გამოცდილებას გვიზიარებენ უცხოელი მეგობრები, ბევრად განვითარებული ქვეყნებიდან, ადგილობრივი რომელიც თავის სოფელში ანკესით თევზაობს კალმახზე ის ბრაკონიერი არ არის ჩემთვის ! მისთვის აკრძალვა სისულელეა. ის არ დაიჭერს 30 კილოს, ვერც დაიჭერს, უფრთხილდება მის მდინარეს, ის არ შეუშვებს დენით იქ არავის, თვითონ თევზაობს და იმიტომ, არის ასეთი სოფლები არც ისე შორს, აბა გაბედოს და ვინმე შევიდეს ბადით ან აპარატით, აი იქ უნდა გაუშვა თევზი და ისენი მიხედავენ. კანონი ზედაპირულია და ყოველთვის ადამიანობისკენ არ გიბიძგებს, დაარღიეთ თქო არ ვამბობ, მაგალითად კანონით ტრანსპორტში ადგილი რომ არ დაუთმო მოხუცს, ფეხმძიმეს და სხვა... შეგიძლია, ანუ შენ კანონით ვერავინ გაგამტყუნებს მაგრამ ასე რომ მოიქცე კანონის დამცველი იქნები თუ ..... ? ამიტომ ჩემო მეგობრებო, ამას სხვაგვარი მოქმედება უნდა, ჩვენ (კლუბი) ვყიდულობთ და ვუშვებთ მდინარეებში, მერე ვთევზაობთ და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით, ასე რომ ყველა მოვიქცეთ ბევრად კარგი შედეგი გვექნება ჩემი აზრით, ადამიანი რომელიც თევზს იყიდის და გაუშვებს ღამე აპარატით არ მოსპობს, პირიქით სხვასაც უბიძგებს, ეს გაიარეს სხვა ქვეყნებმა ბევრი წლის წინ, ჩვენ ეხლა გავდივართ, ძნელია მაგრამ გადაილახება, ადრე თუ გვიან მივხვდებით და მერე თევზი ბევრი იქნება ![]() აი ჩვენი კალმახები უკვე რამხელებია ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 942 რეგისტრ.: 10-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Fly Fishing Club
ნეტა თქვენსავით მსჯელობდეს ყველა... მაგრამ ვინც დენით და ბადით თევზაობს ერთადერთი შემოსავლის წყარო ეგ აქვთ... მე არ ვამართლებ მაგათ მარა გარკვეულწილად მესმის... მე შევხვედრილვარ დენით მოთევზავეს და ასე მითხრა 2 შვილი და ცოლი შიმშილით მომიკვდებაო და აღარ ვეკამათე მერე... ქვეყანაში უნდა იყოს ზოგადად ისეთი მდგომარეობა რო თევზაობა, თევზაობის ჟინის მოსაკლავი და გასართობი უნდა იყოს და არა თავის გადარჩენის საშუალება... |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიგი
კაი რა ბიჯო! თავის გასამართლებლად ყველა მაგას იტყვის. მოიყვანოს რამე, დათესოს და მერე მოსავალი აიღოს. მაინდამაინც დედა უნდა უტიროს მდინარეებს? ეგ არ არის გასამართლებელი!!! |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ციტატა მოიყვანოს რამე, დათესოს და მერე მოსავალი აიღოს ააწყვე ცხოვრება შენ ხომ? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხოო ყველაფერი წავიკითხე და ფლაი ფიშინგს ვეთანხმები 1000000% ით. ეხლა აღმოვაჩინე თურმე ჩემ სოფელში ყოფილა მდინარეში კალმახი და ერთი სული მაქ როდის დადგება ზაფხული .... ვნახავ თუ ძაან ცოტა ინება მაშინ გავუშვებ ყველას და თუ ბევრი იქნება 3 დან 1 ს წამოვიღებ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
nikoloz dvali
ეხლა აღმოვაჩინე თურმე ჩემ სოფელში ყოფილა მდინარეში კალმახი არ თქვა მდინარის და სოფლის სახელი ვნახავ თუ ძაან ცოტა ინება მაშინ გავუშვებ ყველას და თუ ბევრი იქნება 3 დან 1 ს წამოვიღებ წესით კალმახზე თევზაობა აკრძალულია, თუ მაინდამაინც დაარღვევ, მტკაველიანზე ნაკლები გაუშვი.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
არ ვთქვი სპეციალურად... ვინც მითხრა ეს ამბავი ავიდეთო გადავკეტოთო და ბადე ჩავაგდოთო მეუთხარი კაი მაშინ თქო
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თემა გასაწმენდია, ამ თემის მოდერს ვთხოვ დაურიგოს კანონდამრღვევებს გაბრთხილებები და გაწმინდოს თემა!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ![]() შენ კარგად წაიკითხე რაც ზევით ეწერა ? ვერ მივხვდი რაზე მეჩხუბები ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 386 რეგისტრ.: 6-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი ![]() |
გამარჯობა. ერთი რჩევა მინდა თქვენგან, როგორ ჯობია კალმახზე თევზაობისას ზემოდან დაუყვე მდინარეს თუ ქვემოდან აუყვე. საუბარი არ მაქვს რომ სათავემდე უნდა აყვე. მე როგორც ვიცი ქვემოდან ჯობია მაგრამ არის სხვა ვერსიებიც. კომპეტენტური პასუხი მაინტერესებს
მადლობა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 19:43 |