ოჩოპინტრე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ოჩოპინტრე |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ოჩოპინტრე (ქართ.)- ნადირთა მწყემსი, მხეცთა პატრონი, ნახევრად ღმერთი, უფრო დემონი, ბერძნულ პანისა და ლათინთა ფავნის მსგავსი, ნადირთა მწყემსი და მფარველი ხევსურთა მითოლოგიაში. მის სადიდებლად სრულდება წარმართული მაგიური ჰიმნი. საბას განმარტებით( ; ცრუმონადირენი ნადირთ წინამძღვრად იტყვიან ) . ნადირთ პატრონი სვანეთში დალი და აფსათი არიან, ფშავ-ხევსურეთში ადგილის დედა და სამძივისა, აღ-სა და იმავე მთაში ოჩოპინტრე (არის ქალიც და კაციც). თუ ხევსური ნადირობის წინ ოჩოპინტრეს არ შეევედრა, ნადირი არ დამიფრთხოო , ისე ვერაფერს გახდება : ” მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.” თუ არ შეევედრა, არ გამოსთხოვა ნანადირევი მონადირემ და ისე შეუდგა ნადირობას, ოჩოპინტრე გააფრთხილებს ჯიხვებს: აბა, გაიქეცით მონადირე გეპარებათო! ზოგჯერ ოჩოპინტრე მონადირეს სიზმრად ვაჟის სახით ეცხადება, თოფს უწვდის და ეუბნება: წამო, სანადიროდ წავიდეთო. ეს იმი ცხადი ნიშანია, რომ ოჩოპინტრე უხვ ნანადირევს ჰპირდება მას. დილით მონადირე თამამად მიდის სანადიროდ, ღრმად დარწმუნებული, რომ ბედნიერი ნადირობა ექნება. თუ დალი ან ტყაშიმაფა მონადირეს თავის სიყვარულს სთავაზობს ოჩოპინტრე - ძმობას . კარგი მონადირე ოჩოპინტრეს ძმადნაფიცია, ნადირთ მწყემსი მისთვის ჯიხვებს არ იშურებს. სანაცვლოდ როგორც დალი და ტყაშიმაფა, მონადირისგან ოჩოპინტრეც ერთგულებასა და საიდუმლოს დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირეს არათუ ხელი მოეცარება, არამედ გარდაუვალი დაღუპვა მოელის. ხალხში თქმულება იყო, რომ ვინც ბევრ ნადირს დახოცავდა, ოჩოპინტრესათვის სული ჰქონდა მიცემული, რაც მონადირის საიდუმლო იყო. თუ ხევსურს, კახელს ჯიხვი გაექცეოდა. ოჩოპინტრეს პერანგს შეუკერავდა, ხეზე დაჰკიდებდა : “ წყალობა მოიღე , ბევრი შენ და ცოტა მეო” ლოცვაში ; ნადირთ ანგელოზსაც; ეძახიან. ოჩოპინტრე უფრო კომიკური სახეა, დალი - ტრაგიკული. კონკრეტული მითები ოჩოპინტრეზე არ შემონახულა . არის ლექსები მაგ: ( ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი) .
ინფორმცია აღებულია მითოლოგიური ლექსიკონიდან. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ოჩოპინტე - ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
ბოჩი - ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო. ტყაშმაფა – ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება. ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის... ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს. დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი. წყარო: ვიკიპედია |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მაღთალი ხარ ვიტო
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზახარა
ვიტო ყოჩაღ ძმებო, მაგარი ინფოებია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.” ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი ისღა დაგვრჩენია ეს ფრაზები დავიზუთხოთ და ნადირობის თუ თევზაობის წინ ყველამ სათითაოდ ან ერთად ვთქვათ............ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,127 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვიტო
ტყაშმაფა და ოჩოკოჩი მეგრულ დიალექტში შემორჩენილიაააა, "ტყაჩუ"- ინფორმაციისთვის,ნიშნავს ტყის მცველს |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ოჩოკოჩი ალბათ ოჩო-კაცს ნიშნავს მეგრულად...ისე მშვენიერი თხოვნა ქონიათ ხევსურებს..ბევრი ნადირი მოგვაკვლევინე სული მაინც შენთან რჩება და შენს ფარას არაფერი მოაკლდებაო..ლოგიკურია ხო იცი..ხორცი მოგვცეს და სულები სულ იმისი იყოს....
ზახარ და ვიტო მართლა მაგრად გაგიკეთებიათ...ყოჩაღ.... |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საჭიროა, შეიძლება ისეთი სტუმარი შემოვიდეს რომ არ იცოდეს ოჩოპინტრე რა ნიშნავს, ამის წამკითხვარე ზოგადად მიხვდება ყველაფერს.
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სტუმარი რაა..რაც მე ოჩოს სადღეგრძელო მაქვს დალეული...თან ხო იცი როგორ, დილას რომ მანქანას მიაყენებ..სანამ გათენდება ბოლომდე..კვერცხს რომ გატეხავ კაპოტზე...დალოცავ ოჩოს..მერე დალის..მერე ვინც სახლიდან გამოგვაცილა..მერე საქართველოს ბუნებას..მერე ვინც კაი თვალით შემოგვხედავს და ბოლოს ისევ ოჩოპინტრეს გაუმარ....ჯოს..ჯოს...ჯოს...მერე შეხვალ მინდორში და მთელი ნადირ-ფრინველი დათესილია იქედან...
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზახარა
ვიტო გაიხარეთ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ყოჩაღ ბიჭებო, ეს რა საინტერესო ინფოები დაგიდიათ...
ბავშვობაში მიყვარდა ტყაშმაფებზე ისტორიების მოსმენა, ერთი სული მქონდა სადმე ტყეში შემხვედროდა ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კარგით რა ნუ გააჯაზებთ, თორემ დავხურავ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა არ მქონდა ნანახი, მაგარი ინფოებია
![]() ამირანის ამბავი არ ვიცოდი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 28-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაგარი ინფოია
|
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ამ საიტს ოჩოპინტრე რომ ქვია ზახარას დამსახურება ხო არაა?
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
alika77
სახელი ოჩოპინტრეს შერჩევა, ერთპიროვნულად არ მომხდარა, მაგრამ იდეა რომელიც განსახილველად გავიდა შეკრებაზე, ჭალიმგელას ეკუთვნის მემგონი, აღარ მახსოვს დეტალები თუ სურვილი ექნება თვითონ დაწერს ალბათ დეტალებს |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
წრონგ
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 18:56 |