დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DISEVI
პოსტი Nov 26 2010, 17:44
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 6-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო
გაიხარე, იქნებ ამაზეც დამეხმარო.

http://www.gdi.gov.ge/admin/editor/uploads...es/nadiroba.pdf
აქ ვნახე და წერია
ციტატა
აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში




ხომ არავის გექნებათ მსგავსი რუკა?
კონკრეტულად რუსთავი და გარდაბანი (თბილისი მაქ)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 26 2010, 17:50
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



DISEVI
ქალაქში რომ არ უნდა ინადირო ეგ განვმარტო? newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Nov 26 2010, 17:53
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



DISEVI
და მაგას რა განმარტება უნდა რომ უბნებში და ქალაქის ტერიტორიაზე რომ არ უნდა ინადირო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DISEVI
პოსტი Nov 26 2010, 17:57
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 6-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო
newsmile035.gif მე ქალაქების საზღვრები მაინტერესებს newsmile05.gif
თორემ ქუჩაში კი არ უნდავინადირო newsmile035.gif newsmile035.gif

ზოგი ქალაქის ადმინისტრაციული საზღვარი დასახლებულ პუნქს რამოდენიმე კილომეტრითაც სცილდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jan 19 2011, 19:10
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



მძიმე წასაკითხია ეგ ბრძანება, თოფის დაჭერის შეგეშინდება ბუნებაში რომ გახვალ. აუცილებლად რაიმეს დაარღვევ შემთხვევით და ბრაკონიერი გამოხვალ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bero
პოსტი Feb 12 2011, 21:47
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 12-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გავეცანი ბრძანებას და რა მაინტერესებს? ეს ბრძანება არის ეხლაც? ეს პოსტი 2009 შია გაკეთებული და ეხლა 2011 წელია ...

და კიდე მე-5 მუხლის გ პუნტქში საუბარია აკრძალვაზე ე.წ ღამის ხედვის მოწყობილების გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს რატომ არის აკრძალული ?

წინასწარი დიდი მადლობა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baiateo
პოსტი Feb 12 2011, 22:28
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 81
რეგისტრ.: 18-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არის ეხლაც. თუმცა გარკვეული ცვლილებები შევიდა.


რატომ არის აკრძალული ვერ გეტყვი, ჩემი გაკეთებული არაა წესები და არ ვმუშაობ მე მაგ საკითხზე, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, არის ევროკავშირის დირექტივა ფრინველების შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დირექტივასთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ ნადირობის ზოგიერთი საშუალება, რაც ამ დირექტივის მიხედვით აკრძალული უნდა იყოს ჩვენთან დაშვებულია.

ისე ჩემი პირადი აზრია, რომ ამ აკრძალვის მოტივი ალბათ არის ის, რომ არათანაბარი მდგომარეობა იქნებოდა ამ მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Feb 13 2011, 01:19
პოსტი #9


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(baiateo @ 12th February 2011 - 23:28) *
დირექტივასთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ ნადირობის ზოგიერთი საშუალება, რაც ამ დირექტივის მიხედვით აკრძალული უნდა იყოს ჩვენთან დაშვებულია.

ეგ წესით ეგრეც უნდა იყოს,ჩვენ ხომ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chago2007
პოსტი Mar 11 2011, 12:56
პოსტი #10


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 11-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ცხოველებზე ნადირობის წესები სად სჰეიძლება რო გავიგო,,,ლიცენზიები რა ღირს და ასე შემდეგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 11 2011, 13:52
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(chago2007 @ Mar 11 2011, 13:56) *
ცხოველებზე ნადირობის წესები სად სჰეიძლება რო გავიგო,,,ლიცენზიები რა ღირს და ასე შემდეგ

ცხოველებზე ნადირობის წესი არის ერთი - დაშვებულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში. ლიცენზირებისთვის და ფასებისთვისაც შესაბამისად უნდა მიმართო ამ მეურნეობებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kurtanidze dito
პოსტი Aug 1 2011, 18:47
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 1-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო იხვი თუ ბუნებრივი სტიქიისგანაა ქანცგამოლეული მივხვდები ჰაერში რო მოფრინავს მაგ დროს და აღარ ვესვრიიიი? ცოტა აზრი უნდა დაატანონ რას წერენ რა

და გეხვეწებით გამაგებინეთ კიდე: არასრულწლოვანი ვარ ჯერ და მამაჩემთან ერთად ნადირობის უფლება მაქ თუ არ მაქ კანონით ან სხვა უფროს ადამიანთან ერთად იმისი იარაღით... მაგ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვეძებ უკვე ორი წელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Aug 1 2011, 18:58
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ციტატა(kurtanidze dito @ Aug 1 2011, 19:47) *
ხო იხვი თუ ბუნებრივი სტიქიისგანაა ქანცგამოლეული მივხვდები ჰაერში რო მოფრინავს მაგ დროს და აღარ ვესვრიიიი? ცოტა აზრი უნდა დაატანონ რას წერენ რა

და გეხვეწებით გამაგებინეთ კიდე: არასრულწლოვანი ვარ ჯერ და მამაჩემთან ერთად ნადირობის უფლება მაქ თუ არ მაქ კანონით ან სხვა უფროს ადამიანთან ერთად იმისი იარაღით... მაგ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვეძებ უკვე ორი წელია

მამაშენთან ერთადაც და ისედაც თუ მოწამლული ხარ ინადირე ვინ გიშლის უბრალოდ სადმე ვინმეს ისეთს არ გადაეყარო რამე პრობლემა შეგემთხვას ჩემი ძმაკაცური რჩევაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Aug 2 2011, 00:08
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bubu-bubula @ 1st August 2011 - 19:47) *
მაგ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვეძებ უკვე ორი წელია

მაგ კითხვის ზუსტი პასუხია: არანაირი იურიდიული უფლება არ გაქვს არასრულწლოვანს ნადირობის. + არავის აქვს უფლება იარაღის თხოვების/გათხოვების... იარაღი მხოლოდ მეპატრონის ხელში უნდა იყოს...
მეპატრონის შვილები, შვილიშვილები, ახლო ნათესავები, მშობლები, ბებია-ბაბუები არ არიან უფლებამოსილნი აიარაღის ტარება-გამოყენეამიაში!!!!
ამიტომ ყურადღებზზზზთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Aug 2 2011, 00:08
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bubu-bubula @ 1st August 2011 - 19:47) *
მაგ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვეძებ უკვე ორი წელია

მაგ კითხვის ზუსტი პასუხია: არანაირი იურიდიული უფლება არ გაქვს არასრულწლოვანს ნადირობის. + არავის აქვს უფლება იარაღის თხოვების/გათხოვების... იარაღი მხოლოდ მეპატრონის ხელში უნდა იყოს...
მეპატრონის შვილები, შვილიშვილები, ახლო ნათესავები, მშობლები, ბებია-ბაბუები არ არიან უფლებამოსილნი აიარაღის ტარება-გამოყენებაში!!!!
ამიტომ ყურადღებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kurtanidze dito
პოსტი Aug 2 2011, 09:22
პოსტი #16


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 1-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა ბიჭებო გაიხარეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
limona543
პოსტი Aug 29 2011, 09:05
პოსტი #17


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 22
რეგისტრ.: 15-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე და პირველ რიგში მოგესალმებით. წავიკითხე ეს დებულება და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამის დამწერს არც უნადირია, არც უთევზავია და შეიძლება საერთოდ ტყეშიც არ ყოფილა newsmile090.gif
ჯერ საერთოდ ახალბედა ვარ ამ საქმეში და არც ვიცოდი თუ ამდენი სახეობის ცხოველზე ნადირობას კანონი კრძალავდი. გამოდის მარტო ფრინველებზე შეიძლება ნადირობა. ან ამ ტურას და მგელს რას უფრთხილდებიან ვერც მე ვერ გავიგე რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gigolo
პოსტი Sep 28 2011, 01:21
პოსტი #18


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 45
რეგისტრ.: 23-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



(დაუკითხავად წაიღეთ თქვენს კედლებზე, გმადლობთ)



მიმართვა საქართველოს პარლამენტს



სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“

ტელ: (+995-32) 253 71 25;

ფაქსი: (+995-32) 253 71 24

www.nacres.org



გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების (მათ შორის, ნადირობის) წესებსა და პროცედურებში ცვლილებების კანონპროექტის შესახებ





„ნაკრესი“ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივას, სამართლებრივად დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ნადირობა. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ხელისუფლება უკვე აღიარებს ცხოველთა სამყაროს მონეტარულ ფასეულობას, რაც ბრაკონიერობაზე კონტროლის გამკაცრების იმედს გვაძლევს.

მიუხედავად ამისა, წარმოდგენილ კანონპროექტში არის ორი უაღრესად პრინციპული საკითხი, რაც ეწინააღმდეგება როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, ასევე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და საერთაშორისო წითელ ნუსხებში შეტანილ ზოგიერთ სახეობაზე ნადირობის დაშვებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი შეფასებისა და მონიტორინგის გარეშე;
კანონპროექტი ითვალისწინებს ნადირობის დაშვებას საქართველოს ეროვნულ პარკებში.

ჩვენი აზრით, ამგვარი ცვლილება ცალსახად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:
სრული განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ზოგიერთ მცირერიცხოვან სახეობას;
ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვების შედეგად, საქართველოში პრაქტიკულად აღარ დარჩება ადგილი, სადაც ველური სახეობები ბუნებრივ გარემოში გამრავლდებიან, ანუ აღარ იქნება ამ სახეობათა ბუნებრივი რეზერვუარები (მცირე ფართობის მქონე სახელმწიფო ნაკრძალები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ), რის გამოც აზრი ეკარგება დაცული ტერიტორიების ფუნდამენტურ არსს;
ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს მდგრადი სანადირო ტურიზმის განვითარებას;
საფრთხის ქვეშ დადგება საქართველოს ეროვნული პარკების ტურისტული პოტენციალი, ისევე როგორც საქართველოს ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო იმიჯი;
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გატარება ფაქტობრივად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბუნების დაცვის სფეროში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალში გადაყრას ნიშნავს. ეს სამომავლოდ ეჭვქვეშ დააყენებს ამ სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი დონორების დახმარებას, როგორიცაა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, გარემოს დაცვის გლობალური ფონდი და სხვ.

თხოვნით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართოს სათანადო კომპეტენციის ორგანიზაციები და ექსპერტები. ვფიქრობთ, არსებობს ამ კანონპროექტის დახვეწის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ის დაეფუძნება მდგრადი გამოყენების პრინციპებს, უზრუნველყოფს საქართველოს ველური ფაუნის გადარჩენასა და, ამავდროულად, გაითვალისწინებს კერძო ბიზნესისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.





ერთი ეს ნახეთ რა,,, სულ გაგიჟდნენ კაცო...!!!!!!!!!!!!!!!!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი Sep 28 2011, 12:49
პოსტი #19


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტვინი წაიღეს ამ ვითომ დამცველებმა..ბუნების...!!! ფეისბუქზე ისეთი გაკიცხვა მიდის მონადირეებისnewsmile05.gifვფიქრობ ჩვენ გავხდებით წითელ წიგნში შესატანი!!სრული უვიცები!











Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Misha Perajka
პოსტი Sep 28 2011, 13:41
პოსტი #20


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 85
რეგისტრ.: 5-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia.



სამწუხაროდ ერთ ქვაბში გვხარშავენ მონადირეებსაც და იმ ავად სახსენებელ ბრაკებსაც. ამ კლუბში და ფორუმზე არიან ისეთი ადამიანები ვინც იქით ასწავლის ვითომც და ბუნების დამცველებს როგორ უნდა ბუნებას დაცვა. საერთოდ ისეთი ვითარებაა რომ, მარტო წსიერი მონადირის და მეთევზის ანაბარაა დარჩენილი ჩვენი ბუნების დაცვა.

ესაა ჩემი კომენტარი :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Sep 28 2011, 20:43
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



რა არ მოგეწონად ,,ნაკრესი,,-ს წერილში?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი Sep 28 2011, 23:54
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნადრევი ვნებათაღელვა..ჯერ მხოლოდ ვარაუდებია..მკაცრად ჩამოყალიბებული სახით არ არსებობს მითუმეტეს არც გადაწყვეტილება არ მიღებულა რამდენადაც მე ვიცი და არც სადმე შემხვედრია. მიშა ფერაშკა .მათალია''მარტო წესიერი მონადირის და მეთევზის ანაბარაა დარჩენილი ჩვენი ბუნების დაცვა. ''ამ ეტაპზე ესეა.და ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია..არ შეიძლება მელაზე ,ტურაზე მგელზე.კურდღელზე თუ ის გარკვეულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ბინადრობს ,აკრძალული იყოს ნადირობა და კანონით ისჯებოდეს.უნდა დაწესდეს მკაცრად განსაზღვრული ვადები.უნდა გამკაცრდეს კანონი დარღვევაზე.და არა ესე უბრალოდ დემაგოგიურად..კვლა ცუდია!21 საუკუნეში მოპოვებით როგორ უნდა გაერთო და რაღაც ბოდიალი.აიკრძალოს ნადირობა(ამით უბრალოდ უბიძგებ კანონის დარღვევისკენ)ვითომ ბიბლიური მიდგომით,დარაღაც უგუნური არგუმენტებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი Sep 29 2011, 00:53
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



წერილს რაც შეეხება ,არც არაფერია მოსაწონი(რადგან რაღაც კონკრეტულ შემოთავაზებას ვერ ვხედავ) და არც არაფერი მოუწონარი..ჩვეულებრივი წერილია ფობიებით.უფრო კონკრეტული, რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა.ჩემი აზრით მისი განხილვა შორს წაგვიყვანს.1)"კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გატარება ფაქტობრივად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბუნების დაცვის სფეროში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალში გადაყრას ნიშნავს." რა თანხებზეა ლაპარაკი?რამდენად წარმატებით განხორციელდა ის პროექტები??თუ ფოტოხაფანგების დაყენებას ვგულისხმობთ და ამას მილიონი დასჭირდა ძალიანც ცუდი, სახელმწიფო ბევრად ნაკლები ფინანსური რესურსით მოაგვარებს ამას..და რაც მთავარია გარდა სახეობაზე დაკვირვებისა..პრევენციას მოახდენს დანაშაულებრივი ფაქტების.ერთი სიტყვით შორს წაგვიყვანს ამ წერილის განხილვა..თან არ ვიცით რა ცვლილებები იქნება მიღებული როგორ შევაფასოთ2) "ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს მდგრადი სანადირო ტურიზმის განვითარებას; "რომელი?მიღებულია გადაწყვეტილება? ერთადერთი რაც გასაგებია და მისახებია ამ წერილში ბოლო პუნქტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Misha Perajka
პოსტი Sep 29 2011, 12:07
პოსტი #24


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 85
რეგისტრ.: 5-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia.



არაა ჩვენი საშველი რა. უცხოელები თუ არ ჩაერივნენ ჩვენ ვეღარ დაგვიცვია ჩვენი ბუნება. კი მაგრამ ეგეთი რა ჭკუა გადაგვიბრუნდა, რომ სულ გარედან უნდა გვასწავლონ და გვიკარნახონ, თორე ისეთებს ჩავიდენთ რომ დედა აღარ ეყოლება ამ ლამაზ ქვეყანას. საქმე იმაშია პირდაპირ არაფრის გადმოღება არ შეიძლება, ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს და ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა. უცხოელებს კი არ ვერჩი რამეს, უბრალოდ რაც ერთში შეიძლება გამართლებული იყვეს, მეორეში სავალალო შედეგს მოგვცემს. და შედეგი სახეზეც არის; მგელი, ტურა და მელა თუ არ დავიცავით თურმე დაიქცევა ყველაფერი. სადღაც თითო ოროლა თუა და დასაცავია ჩვენთან ბატონო გაანადგურა ყველაფერი. ხო და რა დიდი კარნახი უნდა უცხოეთიდან, რომ ამ მავნებლების ამოღების დროა ბუნებიდან. ირემი, შველი და მურა დათვი რომ აკერიათ პირზე ბუნების დიდ დამცველებს აქამდე სად იყვნენ რომ მავნებლების დაცვის გარდა არაფერს ლობირებდნენ. ვერ ჩამოთვლი იმდენი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა საქართველოში, რითი ვერ შეიკრიბნენ და ვერ დადეს საქართველოში ბუნების დაცვისა და განვითარების გეგმა?! რას ელოდებიან, სანამ მთავრობა არავის დაუკითხავად მიიღებს გადაწყვეტილებას ხო?! მერე გვიანი იქნება, სანამ ახალი კანონპროექტი აქტიური ცვლილებების ფაზაშია, ჯერ კიდევ არის დრო. აგერ ბურთი და მოედანი ძვირფასო ბუნების დამცველო ორგანიზაციებო!!! ოღონდ ბუნდოვნად და ვრცლად არა. კონკრეტული საქმეებით აიძულეთ კანონმდებლები, რომ ხერიანად რამე გამოვიდეს ამ საქმიდან. მაგრამ კრიტიკა და ვაი ვიში იოლია, საქმეა ძნელი :(.
სამწუხაროდ ჩვენ ყურს მაინც არავინ დაგვიგდებს, ჩვენ ყველასთვის მაინც ამ უსუსური ქმნილებების მკვლელებად აღგვიქვავენ :(. ისე, ერთი რამ მაინტერესებს; ყველაფერზე რომ აკრძალულია ნადირობა და მარტო გდამფრენზეა დაშვებული და აქაც მხოლოდ რამოდენიმე ინდივიდზე. ან რატომ არ გამრავლდა სხვა დანარჩენი ფრინველთა და ცხოველთა სამყარო საქართველოში ან ამ საცოდავმა მწყერმა რა დააშავა?! აიკრძალოს რა საერთოდ ნადირობა, რაღას ველოდებით?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 29 2011, 12:21
პოსტი #25


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Misha Perajka
ციტატა(Mikheil Saralishvili @ 29th September 2011 - 13:07) *
არაა ჩვენი საშველი რა. უცხოელები თუ არ ჩაერივნენ ჩვენ ვეღარ დაგვიცვია ჩვენი ბუნება. კი მაგრამ ეგეთი რა ჭკუა გადაგვიბრუნდა, რომ სულ გარედან უნდა გვასწავლონ და გვიკარნახონ, თორე ისეთებს ჩავიდენთ რომ დედა აღარ ეყოლება ამ ლამაზ ქვეყანას. საქმე იმაშია პირდაპირ არაფრის გადმოღება არ შეიძლება, ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს და ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა. უცხოელებს კი არ ვერჩი რამეს, უბრალოდ რაც ერთში შეიძლება გამართლებული იყვეს, მეორეში სავალალო შედეგს მოგვცემს. და შედეგი სახეზეც არის; მგელი, ტურა და მელა თუ არ დავიცავით თურმე დაიქცევა ყველაფერი. სადღაც თითო ოროლა თუა და დასაცავია ჩვენთან ბატონო გაანადგურა ყველაფერი. ხო და რა დიდი კარნახი უნდა უცხოეთიდან, რომ ამ მავნებლების ამოღების დროა ბუნებიდან. ირემი, შველი და მურა დათვი რომ აკერიათ პირზე ბუნების დიდ დამცველებს აქამდე სად იყვნენ რომ მავნებლების დაცვის გარდა არაფერს ლობირებდნენ. ვერ ჩამოთვლი იმდენი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა საქართველოში, რითი ვერ შეიკრიბნენ და ვერ დადეს საქართველოში ბუნების დაცვისა და განვითარების გეგმა?! რას ელოდებიან, სანამ მთავრობა არავის დაუკითხავად მიიღებს გადაწყვეტილებას ხო?! მერე გვიანი იქნება, სანამ ახალი კანონპროექტი აქტიური ცვლილებების ფაზაშია, ჯერ კიდევ არის დრო. აგერ ბურთი და მოედანი ძვირფასო ბუნების დამცველო ორგანიზაციებო!!! ოღონდ ბუნდოვნად და ვრცლად არა. კონკრეტული საქმეებით აიძულეთ კანონმდებლები, რომ ხერიანად რამე გამოვიდეს ამ საქმიდან. მაგრამ კრიტიკა და ვაი ვიში იოლია, საქმეა ძნელი :(.
სამწუხაროდ ჩვენ ყურს მაინც არავინ დაგვიგდებს, ჩვენ ყველასთვის მაინც ამ უსუსური ქმნილებების მკვლელებად აღგვიქვავენ :(. ისე, ერთი რამ მაინტერესებს; ყველაფერზე რომ აკრძალულია ნადირობა და მარტო გდამფრენზეა დაშვებული და აქაც მხოლოდ რამოდენიმე ინდივიდზე. ან რატომ არ გამრავლდა სხვა დანარჩენი ფრინველთა და ცხოველთა სამყარო საქართველოში ან ამ საცოდავმა მწყერმა რა დააშავა?! აიკრძალოს რა საერთოდ ნადირობა, რაღას ველოდებით?!

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი Sep 29 2011, 14:16
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მათ საიტზე შევედი..უცნაურ რამეს წავაწყდი newsmile05.gif))1)ფოტოხაფანგებმა ამ ტერიტორიის ბინადარი ცხოველების საკმაოდ ბევრი ფოტო გადაიღო: ნიამორი - 75, მგელი - 15, დათვი - 5, შველი - 2, ჯიხვი - 3, შურთხი - 10. სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ლეოპარდი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ..მგელი 15,შველი-2,ჯიხვი-3.ფაქტები თვითონ მეტყველებს..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rifle
პოსტი Jun 11 2012, 11:54
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 121
რეგისტრ.: 11-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ეს რას ნიშნავს? რო ვთქვათ სკს-ით გადამფრინბელებზე ნადირობა არ შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 11 2012, 12:20
პოსტი #28


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რამდენიმე წელიწადში ( 5- 10) ნახევრად ავტომატური გლუვლულიანი სანადირო იარაღით რომელშიც მოთავსდება არა უმეტეს 3 ვაზნისა აიკრძალება ნადირობა

კანონპროექტი მზადაა

:(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jun 11 2012, 13:14
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 13:20) *
რამდენიმე წელიწადში ( 5- 10) ნახევრად ავტომატური გლუვლულიანი სანადირო იარარი რომელშიც მოთავსდება არა უმეტეს 3 ვაზნისა აიკრძალება ნადირობა

კანონპროექტი მზადაა

:(

რა სისულელეა, მაშინ აუკრძალონ ისეთ მონადირეებს ნადირობა ვინც არ მაზავს არცერთ გასროლას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 11 2012, 13:24
პოსტი #30


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



eg kanoni TurqeTSi didi xania aris
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jun 11 2012, 13:28
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მუსიკანტმა უნდა დაუკრას, ბოზმა იბოზოს, ვაჭარმა ივაჭროს, მონადირემ ინადიროს, -----------------სადამ ყველა მინისტრი(ვისი პრეროგატივაცაა ბუნების დაცვა) ადეკვატური არ იქნება თავისი სკამის იქამდე არაფერი გვეშველება. განსაკუთრებით ეს წვეროსანი გაურკვეველი სპეციალობის მქონე ეგრთწოდებული მინისტრი ხაჩიძე, წავიდეს რა კლარნეტი დაუკრას ლომებს მაინც შეაშინებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 11 2012, 14:39
პოსტი #32


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ელექტრო მანოკების შესახებ არაფერს წერენ დებულებეში???? wtfg.gif wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 11 2012, 16:43
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE ( T A M P L I E R @ Jun 11 2012, 14:24) *
eg kanoni TurqeTSi didi xania aris


და არა მარტო თურქეთში, დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 11 2012, 18:22
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(megreli @ Jun 11 2012, 15:39) *
ელექტრო მანოკების შესახებ არაფერს წერენ დებულებეში???? wtfg.gif wtfg.gif


კი ეგ კაკნონი მზადაა და წელსვე ამ სეზონზე ამუშავდება მაგრამ გასაკვირი ისაა რომ ამ კანონის დამცველი სამსახური გააუქმეს (გდი) არც რამე სხვა ალტერნატიული სამსახური შექმნილა ეხლა ნადირობას ტყის ფონდში სატყეო აკონტროლებს და ტყის ფონდის გარეთ პოლიცია და რომელი ერთი ივლის მინდვრებში მანოკების აღმოსაჩენად ეგ ვერ გავარკვიე ჯერ

რაღაც გაუგებრობა ხდება დედასამშობლოში ამ კუთხით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 11 2012, 23:59
პოსტი #35


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 19:22) *
კი ეგ კაკნონი მზადაა და წელსვე ამ სეზონზე ამუშავდება მაგრამ გასაკვირი ისაა რომ ამ კანონის დამცველი სამსახური გააუქმეს (გდი) არც რამე სხვა ალტერნატიული სამსახური შექმნილა ეხლა ნადირობას ტყის ფონდში სატყეო აკონტროლებს და ტყის ფონდის გარეთ პოლიცია და რომელი ერთი ივლის მინდვრებში მანოკების აღმოსაჩენად ეგ ვერ გავარკვიე ჯერ

რაღაც გაუგებრობა ხდება დედასამშობლოში ამ კუთხით

ძალიან კატასტროფულადაა საქმე მაგ მხრივ :( newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 16 2012, 13:43
პოსტი #36


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorgi vs beki
პოსტი Jul 11 2012, 01:57
პოსტი #37


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 10-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოიცა კაცო არ დამცინოთ მანოკით ფრინველზე ვერ ვინადირებ?
მაგალითად იხვზე. დავიბარო პირდაპირ ჯანდარაზე და მოვა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 11 2012, 07:19
პოსტი #38


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



giorgi vs beki
ელექტრო მანოკებით ნადირობა აკრძალულია newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorgiparos
პოსტი Aug 23 2012, 19:09
პოსტი #39


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 112
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kunzuli.paros,saberzneti



მოსაკრებლის ქვითარი რა ღირს ამ სეზონზე .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 23 2012, 19:44
პოსტი #40


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



elisa
ჩერვონეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 23 2012, 22:15
პოსტი #41


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



giorgi vs beki
იხვზე რა..... პირის საფშვიტინოც მანოკია მარა მწყერზე ხომ ვერ დააფშვიტინებ?
იხვზე შეიძლება, გინდა პირით იყოს გინდა აკულიატორით newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorgiparos
პოსტი Aug 24 2012, 12:26
პოსტი #42


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 112
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kunzuli.paros,saberzneti



newsmile090.gif newsmile090.gif მადლობ შევძლებ გადახდას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Dec 17 2012, 22:18
პოსტი #43


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების მინისტრის
ბრძანება №07
2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3-ის) და/ან რეალიზციის მიზნით.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
4. სანაპირო თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.
5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.
6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს: (6.07.2011 N 114)
ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;
ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);
ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ისა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ისა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს;
ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;
ბ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური.
91. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით) ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით. (6.07.2011 N 114)
92. ტოპენანტი – პლასტების შეერთების (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი. (6.07.2011 N 114)
93. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა. (6.07.2011 N 114)
94. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა. (6.07.2011 N 114)
95. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით, ბურთულებით და სხვა საგნებით. (6.07.2011 N 114)
10. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
11. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
12. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებუროი კედლებით.
13. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
14. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
15. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
16. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
19. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს.
20. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
21. სასროლი ბადე _ სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
22. ჩოგანბადე _ სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
23. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
24. სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს _ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო. (24.10.2011 N 216)

თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები

მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
3. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. (27.12.2011 N 275)
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. (27.12.2011 N 275)
8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: (27.12.2011 N 275)
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია; (30.01.2012 N 36)
დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;
ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;
9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. (27.12.2011 N 275)
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. (27.12.2011 N 275)
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. (27.12.2011 N 275)
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. (27.12.2011 N 275)
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. (27.12.2011 N 275)

მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები (27.12.2011 N 275)
1. ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; (30.01.2012 N 36)
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;
დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; (30.01.2012 N 36)
ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;
რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;
ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;
ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;
ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;
ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; (30.01.2012 N 36)
ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე;
დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; (30.01.2012 N 36)
ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;
თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;
ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;
მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;
ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;
რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;
ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;
ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;
ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;
ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა (27.12.2011 N 275)
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.

თავი III
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები

მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყ**ბი, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;
3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე; (6.07.2011 N 114)
გ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყ**ბში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
ი1) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; (10.06.2011 N 74)
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.
პ) პალიასტომის ტბაში: (10.05.2011 N 31)
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
ჟ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
4. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს სამინისტრო.
5. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; (6.07.2011 N 114)
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.

მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)

მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ვ) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით).(6.07.2011 N 114)
ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს; (6.07.2011 N 114)
თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
ი) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები. (6.07.2011 N 114)
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ: (6.07.2011 N 114)

ა) I ზონა

№ X Y
1 719019.2442 4670904.9309
2 697037.7754 4670877.8887
3 729921.4741 4641179.4795
4 707740.4720 4641915.7101
WGS = 1984.

ბ) II ზონა

№ X Y
1 727742.0535 4625744.9823
2 707216.0765 4634329.8567
3 726175.5805 4620758.1139
4 706497.6148 4631045.9888
WGS = 1984.

გ) III ზონა

№ X Y
1 719634.3215 4615174.0879
2 701907.4086 4628351.9638
3 714788.7771 4609603.5223
4 695919.6695 4621317.3775
WGS = 1984.


მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება. (6.07.2011 N 114)
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი.
1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. (6.07.2011 N 114)

მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც როგორც მინიმუმ უნდა აფიქსირებდნენ ბადეი-არაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის /ნებართვის სერია და ნომერი.
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყ**ბში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.

მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები (24.10.2011 N 216)
1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ.
3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში სააგენტოს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.
4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).”.
5. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
6. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
7. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.
8. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);
დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;
ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა;
ვ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე;
ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა.
9. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
10. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
11. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.
12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
13. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
14. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება სააგენტოს ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.

მუხლი 19. ამოღებულია (24.10.2011 N 216)

მუხლი 20. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, ,,გ” და „ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.

მუხლი 21. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 22. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

დანართი №1 (6.07.2011 N 114)

თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი
თევზის სახეობების მიხედვით

თევზსაჭერი იარაღები თვლის მინიმალური ზომები მმ-ში თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში
მოსასმელი ბადე 12 –
თევზმახეები 12 –
ქისა ბადე 6,5 –
ტრალი 6,5 –
კონუსური ბადე 12 –
პარაშუტისებრი ბადე 12 –
მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 –
ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 –
სახლართი ბადე 18 –
სხვა თევზსარეწი იარაღები 12 –

დანართი 2

ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე

N თევზის სახეობა
ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური
სიგრძე (მმ-ში)
1 ქაფშია 70
2 ქარსალა 60
3 მერლანგი 120
4 კეფალისებრნი 200
5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850
6 სტავრიდა 100
7 ხონთქარა (ბარაბული) 85
8 ღიპა ქაშაყი 110
9 შავი ზღვის ქაშაყი 170
10 სარღანი 320
11 ლუფარი 220
12 პელამიდა 250
13 სკუმბრია 150
14 ღორჯოსებრნი 110
15 ქამბალა-კალკანი 350
16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)
17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)
18 ღლავი (ლოქო) 500
19 ფარგა 380
20 წერი (ქარიყლაპია) 320
21 სიგისებრნი 180
22 ჭერეხი 400
23 კობრი 320
24 კაპარჭინა 260
25 ჭანარი 320
26 შამაია 250
27 ხრამული ტბის 250
28 ხრამული მდინარის 220
29 ვიმბა 120
30 სხვა თევზები 200


დანართი 3

სარეწაო ჟურნალი

თევზ-ჭერის
(ცდის)
რიგითი
ნომერი თევზსა-ჭერი ბადე
იარაღის და
სახელება თევზაჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირ-ებით ან გეოგ-რაფიული კოორდი-ნატებით) თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) თევზჭერის ყოველი ცდის დამ-თავრების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობე-
ბის მიხედ-
ვით კგ-ში) ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ) თანჭერი-ლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ-ში შენიშვნა (თევზჭე-რისას ტექნიკური შეფერხებები, ფორსმაჟო-რული ვითარება და სხვა) თევზჭერის განმახორ-ციელებე-ლი პირის ხელმოწერა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10


დანართი 4

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები

ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები
1 Anser anser რუხი ბატი
01.11 – 01.03 საერთო დღიური რაოდენობა 8 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი
01.11 – 01.03
3 Anas crecca ჭიკვარა
01.11 – 01.03
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი
01.11 – 01.03
5 Anas querquedula იხვინჯა
01.11 – 01.03
6 Anas clypeata ფართოცხვირა იხვი
01.11 – 01.03
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03
სხვა ფრინველები
8 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 15.12 7 ცალი
9 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი
10 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი
11 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
12 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
13 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
14 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Dec 17 2012, 22:23
პოსტი #44


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №30
2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1. (27.12.2011 N 276)
1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:
ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე; (30.01.2012 N 35)
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე; (30.01.2012 N 35)
ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:
ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:
ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე; (30.01.2012 N 35)
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;
გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე; (30.01.2012 N 35)
ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;
რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;

მუხლი 2
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
გ) სანტას ტბაზე - 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე; (10.06.2011 N 73)

მუხლი 4
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
@bazierashvili@
პოსტი Jul 7 2013, 15:38
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 106
რეგისტრ.: 25-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kaxeti. kardenaxi



newsmile040.gif

newsmile040.gif

newsmile040.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 7 2013, 16:20
პოსტი #46


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dima71 @ 17th December 2012 - 23:23) *
საქართველოს ენერგეტიკისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №302011 წლის 10 მაისი ქ. თბილისინადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

ეს ძველი კანონია მემგონი კორექტირებები შევიდა წელს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
@bazierashvili@
პოსტი Jul 7 2013, 16:28
პოსტი #47


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 106
რეგისტრ.: 25-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kaxeti. kardenaxi



newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 21 2013, 11:16
პოსტი #48


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს არის განახლებული კანონი, გადაავლეთ თვალი. სამწუხაროდ აქაც არის ორაზროვანი მუხლები. დანარჩენი განსაჯეთ


5


საქართველოს კანონი




საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



„მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ.

13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“.

2. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“.

4. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“.



მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი




ქუთაისი,

12 ივნისი 2013 წ.

N723-IIს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 21 2013, 19:39
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაა ეს ვერაფერს გაიგებს კაცი, რა ცვლილებები შევიდა გარდა იმისა რომ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. ან მანოკზე აკრძალვა სად არის ან მტაცებელზე ნადირობის ნების დართვა, რავიცი რავიცი xPMWh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Jul 22 2013, 21:48
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვერფერი ვერ გავიგე გარდა ჯარიმების გაზრდისა..


წერონ და იკიტხონ - ეს აზრი გამოვიტანე ისევ - არადა ასეა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 22 2013, 22:15
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(general @ Jul 21 2013, 20:39) *
რაა ეს ვერაფერს გაიგებს კაცი, რა ცვლილებები შევიდა გარდა იმისა რომ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. ან მანოკზე აკრძალვა სად არის ან მტაცებელზე ნადირობის ნების დართვა, რავიცი რავიცი xPMWh.gif



15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 22 2013, 23:21
პოსტი #52


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ კი გავიგე შე კაცო მარა, newsmile045.gif აქ უმეტესი პუნქტი ბუნდოვანია. ესაა ჩემი კომენტარი..... D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 23 2013, 07:33
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



და ჯარიმების გაზრდას რა აზრი აქვს თუ არავინ გააკონტროლა? შარშან ხან რომელ მინდორში დავფრატუნობდი და ხან რომელში და კაციშვილს არ უკითხავს ეგ თოფი რომ გიჭირავს მოპარული ხომ არ გაქვსო, ხალხი დღისით მზისით მანოკებს რთავდა და არავინ არ ეუბნებოდა რატომ გიდგათო, ეგრე ფურცელზე წერით რომ რამე გამოდიოდეს აშენდებოდა საქართველო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 23 2013, 07:55
პოსტი #54


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კუთხა
ეგრეა, გაკონტროლება უნდა სერიოზული!
სადაც მანქანა მიუდგება იმ ადგილებამდე აკონტროლებდნენ ერთი პერიოდი, ფეხით სიარული ყველას ეზარებოდა...
ეხლა რამდენიმე წელია არც მანქანით დადიან და არც ფეხით...და რასაც უნდათ იმას შვებიან ბრაკები. უნდა გამოიყოს შტატი 2-ჯერ მეტი შესაბამის სამინისტროში და პარალელურად დაევალოს პოლიციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 23 2013, 08:35
პოსტი #55


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



სკვითია
ფეხით სიარულზე არ არის, ფეხით არც მოუწევთ სიარული ძმა, ჯერ ერთი მაღალი გამავლობის მანქანები უკვე პრობლემა არაა, მერე კიდევ კვადროციკლები არსებობს და სადაც მანქანა ვერ შეეტევა კვადროთი თავისუფლად გაივლი, უბრალოდ მონდომება უნდა რა, მაგრამ სიმართლე ისაა რომ მაგარი ჰკიდიათ ეს შენი ბუნება და ეზარებათ რა

ციტატა(goga todua @ 23rd July 2013 - 08:55) *
პარალელურად დაევალოს პოლიციას

ეს ისედაც ეგრეა, მაგრამ არც მაგას არ აქვს აზრი, ნადირობა ძირითადად მიდის რაიონებში, რაიონის პოლიციიას კიდევ ისედაც ჰყოფნის საქმე და აღარ გაირთულებს ცხოვრებას რა, დამიჯერე, ამაში კარგად ვარ ჩახედული newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 23 2013, 09:28
პოსტი #56


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კუთხა
ერთი გამოსავალია მანდ-ისევ და ისევ გარემოს დაცვის წარმომადგენელთა რიცხვი უდა გაიზარდოს, თავდაუზოგავი 2 სეზონის მუშაობა უნდა, ყველა დანაშაული გამოვლინებ, დასჯა და მალევე ჩადგება ყველაფერი მწყობრში...და არა ისე თვითონ გდი რომ იყო პირველთა შორის უპირველესი ბრაკონიერი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 26 2013, 19:30
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



საერთოდ არაფერი შეცვლილა რაც იყო ის დაამტკიცეს ისევ. მივიღე ერთადერთი პირობა ამ ეტაპზე რომ ტყის ქათამზე ვადას გადახედავენ. ასევე მექნება შეხვედრა გარემოს დაცვასთან.

ა ბატონო ამ წამს გადმომიგზავნეს--

ნადირობა
 ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:

 ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში.
 სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის მფლობელის თანხმობით.
 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:

 სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა;
 საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის
საჭირო დოკუმენტაცია
 „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე - შეადგენს 10 ლარს.
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობის ვადები

 ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით.
 2013 წელს ნადირობის სეზონი იხსნება 17 აგვისტოდან.


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონკრეტული ვადები:

• მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) - აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე;
• ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
• წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.



ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი დღიური ლიმიტები

 მწყერი – 20 ცალი;
 გარეული მტრედი – 10 ცალი;
 ჩიბუხა – 5 ცალი;
 ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
 ქედანი – 10 ცალი;
 გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
 ტყის ქათამი – 7 ცალი;
 წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.


ნადირობისათვის აკრძალული ხერხები და საშუალებები

 ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.
 მცენარეული საფარის დაწვით ნადირობა;
 გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა (გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
 ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
 ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების) ნადირობა;
 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ე. წ. „მანიოკებით“ - ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
 სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
 ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
 მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.




მტაცებელი ფრინველების და მონადირე ძაღლების გაწვრთნა

 ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება;
 მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
 მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.



ნადირობისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი:
• „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლით განსაზღვრულია სანადირო იარაღის ჩამონათვალი, რომლითაც ნადირობა დაშვებულია.
• სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. სანადირო იარაღის სახეებია:
• სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
• სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
• სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
• სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
• სანადირო პნევმატური იარაღი.




ნადირობის წესების დარღვევა:

o ნადირობა მოსაკრებლის გადახდის და სანადირო თოფის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, ადგილებში და აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
o ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 26 2013, 19:44
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



როგორ არ ამოგასხავს რა კაროჩე კაცს , ეს რა ხდება ამის დედა ვატირე, რა გრანტებს იღებენ იმისთანას, რომ სულ ფეხებზე ჰკიდიათ მტაცებლებისგან მიყენებული ზიანი და ისევ არ გვრთავენ ნადირობის უფლებას. მელა-ტურას-მგელს უფრო მეტ პატივს სცემენ ესენი ვიდრე მონადირესს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sergi88
პოსტი Jul 26 2013, 20:26
პოსტი #59


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 28-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi.naxalovka



ციტატა(aleksandre @ 26th July 2013 - 20:44) *
მელა-ტურას-მგელს უფრო მეტ პატივს სცემენ ესენი ვიდრე მონადირესს

100% მართალი ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 26 2013, 21:02
პოსტი #60


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



შევხვდები იმ კვირას და დედას ვუტირებ. იმაში იყავით დარწმუნებული რომ მტაცებლებზე ლიცენზირებულ ნადირობას მაინც მივაღწევ, აგრეთვე კურდღელზე, დღეს უკვე ვუთხარი პირდაპირ რომ ამ დებულებას თუ დატოვებთ ბრაკონიერების რაოდენობა გაორმაგდება თქო. ღიად ვუთხარი ისიც რომ პირადა მე ვინადირებ მტაცებლებზე და ზუსტად იცოდეთ ვერ დამიჭრთ-თქო რადგან გამოუცდელი ორი ადამიანით იქ სადაც მე ვნადირობ ნაღდად ვერ მიპოვით-თქო. მერე მაზოლზე დავაჭირე ფეხი და ვუთხარი-მითხარით რით განსხვავდებით წინა რამდენიმე ხელმძღვანელობისგან? იყო სასტიკი დუმილი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 26 2013, 21:09
პოსტი #61


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც ვინადირებ. ბოლოს და ბოლოს ვიტყვი თავს ვიცავდითქო. მანდ მორჩება ყველაფერი!!!!!! ტურა-მელა სახლში არ მომაქვს და ფეხები არ მომჭამოს არავინ!!! ამის დედაც ჯეკ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sergi88
პოსტი Jul 26 2013, 21:34
პოსტი #62


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 28-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi.naxalovka



Fishman კი გეთანხმები ყველა ეგრე მოვიქცევით მაგრამ იმის მაგივრად რომ ტურა მელას გაწყვეტაში ხელი შეუწყონ მონადირეებს ლიცენზიასაც კი არ უშვებენ და ესაა საწყენი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 26 2013, 22:21
პოსტი #63


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ მემგონი ისეა საქმე მთაში მაცხოვრებელი სანამ არ აუჯანყდება გარემოს დაცვის სამინისტროს მანამ არ შეცვლიან არაფერს ...




--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jul 27 2013, 02:42
პოსტი #64


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლიცენზიებს არ გასცემენ ნადირზე, ევროკავშირი მაგაში ფულს უხდით, არც წინა მთავრობა ამბობდა მაგ ფულზე უარს და ბიძინა იტყვის ფულზე უარს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
@bazierashvili@
პოსტი Jul 27 2013, 20:33
პოსტი #65


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 106
რეგისტრ.: 25-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kaxeti. kardenaxi



alika77
ციტატა(alika77 @ 27th July 2013 - 03:42) *
ლიცენზიებს არ გასცემენ ნადირზე, ევროკავშირი მაგაში ფულს უხდით, არც წინა მთავრობა ამბობდა მაგ ფულზე უარს და ბიძინა იტყვის ფულზე უარს?


ბარემ ჩვენც გაგვანათლე ფულს რატომ უხდიან და რამდენს? wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jul 27 2013, 21:33
პოსტი #66


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ლიცენზიებს არ გასცემენ ნადირზე
არ გასცემენ და ნუ გასცემენ კაცო რათ უნდა მაგას ლიცენზია დაინხავ და მოკალი რა ვინმე გეტყვის რატოვო ან ვინმე დაგინახავს ან ვნ შეგამოწმებს თუ მაინც დაგინახეს სეზონია და მაგალითად მწყერზე ვარ გსული სანადიროდ მიდი და დამიმტკიცონ რო მე მოვკალი. მე პირადა ძაან ხოშიანად ვხოცავ ტურებს და არც არავინ მეუბნება რატოვო და არც ვინმე მამოწმებს თუ გინდაა მოკლავ და თუ გინდა არაა ეგ შენზეა დამოკიდებული .
ედოთ ის ლიცენზიები და იყვნენ ჩვენ ჩვენი გავაკთოთ მთავარი ხო ყველამ ვიციტ რო სასიკეთO საქმე ვაკეთებთ და ერთი მაგათიც რა

ეს ჩემი პირადი აზრია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jul 28 2013, 01:55
პოსტი #67


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(@bazierashvili@ @ Jul 27 2013, 21:33) *
alika77


ბარემ ჩვენც გაგვანათლე ფულს რატომ უხდიან და რამდენს? wtfg.gif

რამდენს უხდიან ეგ არ ვიცი, იმიტომ უხდიან რომ პიტომნიკის პონტში აქვთ საქართველო. არაა ეგ ძნელი მისახვედრი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jul 28 2013, 09:32
პოსტი #68


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
იმიტომ უხდიან რომ პიტომნიკის პონტში აქვთ საქართველო
dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 5 2013, 14:13
პოსტი #69


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამ რაჭაში ჩავრჩი და კი ვიძახით როგორც წესია მესამე შაბათს გაიხსნება საზონითქო, მაგრამ რაღაც ელპიტე ბებიას დეპეშასავით ურევს ეს ახალი სამინისტროცდა რამე ხომ არ იცით სეზონის ვადებს ხომ არ ცვლიან,ან ლიცენზიების ხომ არ შეცვალეს რამე???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 5 2013, 14:29
პოსტი #70


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



17 ში იხსნება გიო არაფერი არ შეცვლილა მნიშვნელოვანი, პატარ-პატარა ცვლილებებია ვადებთან დაკავშირებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Che
პოსტი Aug 5 2013, 14:52
პოსტი #71


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 386
რეგისტრ.: 6-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



aragveli
და ლიცენზია კიდევ თუმანი ღირს?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Aug 5 2013, 14:56
პოსტი #72


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე ვიწყებ 17იში და............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Aug 5 2013, 15:07
პოსტი #73


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



კაროჩე მაგარი ყ...ს დოღია გარემოს სამინისტროში პირველი ზიანის მომტანები თვითონ არიან და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ შებერეთ ბიჭებო არ დაინდოთ მტაცებელი აგერ გიული ცხვედიანს ამ 1 კვირის წინ ძაღლი შეუჭამა მგლებმა და მაგათმა იპხანონ ყვერები სანამ დედას არ მოუტ**ავს ეგ მგლები მაგათ მანამდე გონზე ვერ მოვლენ.

bomb.gif engruss.gif newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 5 2013, 15:16
პოსტი #74


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



კი თანხაც ისევ იგივეა მგონი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatnik
პოსტი Aug 30 2013, 22:25
პოსტი #75


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 20-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



Nდირზე საერთოალულია ნადირობა მაგ კურდგელზეც აკრდზალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 17 2013, 20:27
პოსტი #76


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით.
კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.
შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.
ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია.
ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი).
სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2013, 12:48
პოსტი #77


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მანოკისტებს ნორმალურად შეუტევენ

ახალი კანონი ძალაში შევიდა!!!!!! მაგარია


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იკრძალება ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების (ე.წ. „მანოკების“) გამოყენება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას. აკრძალვა შეეხება ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე ელექტრონულ მოწყობილობებსაც. არსებული საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებით, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ აღმოაჩნდება ცხოველთა სამყაროს უკანონოდ მოპოვებული ობიექტი.
შესაბამისად, ცვლილება შევა „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში (დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წ ლის 6 აპრილის № 07 ბრძანებით). ცვლილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, მომდევნო კვირას. ზუსტი თარიღი განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდსა და ოფიციალურ „ფეისბუქზე“.
უკანასკნელი წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრო-იმიტატორების გამოყენებამ როგორც გადამფრენი, ასევე ენდემური სახეობების ფრინველთა რაოდენობის მკვეთრი შეამცირება გამოიწვია.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 17 აგვისტოდან (ნადირობის სეზონის დაწყებიდან) დღემდე სულ გამოვლენილია უკანონო ნადირობის 48 ფაქტი, რომელთაგან 46 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სულ დეპარტამენტის საქმიანობის მანძილზე (მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე) გამოვლენილია უკანონო ნადირობა/თევზჭერის 200-ზე მეტი ფაქტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მონადირეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Sep 26 2013, 12:53
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს უკვე კარგიაა newsmile05.gif დაველოდოთ მოვლენებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 26 2013, 12:58
პოსტი #79


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ სწრაფი რეაგირების ჯგუფები არ შეიქმნა და რეიდები არ ჩატარდა ეს მშრალი კანონი ვერაფერი შვილია!!!
მწყერი თითქმის გადავიდა და ეხლა მიიღეს ეს კანონი!ისეთი რაოდენობით ვეღარ დაიჭერენ მანოკისტებს რასაც მწყერობაზე იზვდნენ და როდესაც მეტად მნიშვნელოვანია მანოკით მიყენებული ზიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2013, 13:01
პოსტი #80


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იქნა შეიგნეს ამდენი ჩიჩინის შემდეგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Sep 26 2013, 13:03
პოსტი #81


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა( T A M P L I E R @ Sep 26 2013, 13:58) *
თუ სწრაფი რეაგირების ჯგუფები არ შეიქმნა და რეიდები არ ჩატარდა ეს მშრალი კანონი ვერაფერი შვილია!!!
მწყერი თითქმის გადავიდა და ეხლა მიიღეს ეს კანონი!ისეთი რაოდენობით ვეღარ დაიჭერენ მანოკისტებს რასაც მწყერობაზე იზვდნენ და როდესაც მეტად მნიშვნელოვანია მანოკით მიყენებული ზიანი.



ნაღდია ! არადა მართლა ბლომ-ბლომად მანოკისტები რომ აეყვანათ აი მაშინ იქნებოდა ყველაზე მაგარი შედეგი! ნუ ჯანდაბას მაინც ახლაც რომ გააკონტროლონ კარგია,მთავარი კანონის შესრულებაა თორე მიღებაც არ გვიშველის მარტო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Sep 26 2013, 13:04
პოსტი #82


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
მაგ კანონმა რო იმუშაოს შესაბამისი მაკონტროლებელი სისტემის თანამშრომლებს ნადირობის აქტიურ სეზონზე დილას 4-5 საათზე უკვე ეღვიძოთ და მოქმედებებს იწყებდნენ. გამთენიისას თოფის სროლა რო შეიძლება იმ დროიდან 1 საათში მანოკისტები ამთავრებენ უკვე "ნადირობას". ნებისმიერი კანონის მუშაობას კონტროლი ჭირდება, კონტროლი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Sep 26 2013, 21:37
პოსტი #83


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 16 მარტი''


ეს ბრძანებაც არსებობდა , მაგრამ ასრულებნენ?( აქაც აკრძალვაზეა საუბარი).. ხეთაგურის ბძანებაა, თან არავის გაუუქმებია და ახლი ბრძანება რა საჭირო იყო ვერ ვხდები , თუმცა ეს სხვა თემაა... მთავარი მაინც ისა რაც T A M P L I E R-მა აღნიშნა,.. ადმინისტრირება!!!! ანუ აღსრულება!!!! აი ეგ თუ იქნა ,მაშინ ბრავო!! თუ არა და დარჩება ეგ ბრძანება ისევ ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივად!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bacho monadire
პოსტი Oct 18 2013, 18:39
პოსტი #84


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 2-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: abasheli rustaveli



სალამი ყველა ფორუმელს,ერთი სეკიტხვა მექნებოდა ტქვენტან,ესეთი პრობლემოს წინაშე ვდგავარ,ერთი პირისგან ვიყიდე თოფი და ეხლა თვიტონ რუსეთშია და რამე საშუალება არის რომ ეს თოფი გავიფორმო?იმითომრომ ჯერჯერობით ვერახეხებს ჩამოსვლას და არის რამე გზა?ხომარიცით?ჭინასწარ უღრმესი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 21 2013, 11:12
პოსტი #85


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




თუ იმას აქ გაფორმებული რავიცი აბა, ეხლა ყველაფერი ფორმდება სკაიპით და ეგეც გაფორმდება ალბათ. თუარადა ბაბუას დანატოვარი იპოვე სხვენში და ეგააა D.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Oct 21 2013, 11:12
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 28 2013, 14:48
პოსტი #86


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ ახალ ცვლილებებს რომ აკეთებენ ნადირობის ვადებთან დაკავშირებით და არის სრული იდიოტიზმი, ამის თაობაზე გქონდათ თუ არა ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსთან და რა გიპასუხეს?

კერძოდ კი ვგულისხმობ ამ სიდებილეს – ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.

რომლის დაშვერბის მიზეზიც თურმე ეს ყოფილა – იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.

და იმ შემთხვევაში თუ გვიან აცივდა ან საერთოდ არ აცივდა იმ დონეზე, რომ ყველა წყალსატევი გაიყინოს, მაშინ რა ვქნათ?
თან ეტყობა დაუმალეს მაგ ცვლილების ავტორს, რომ მაგ მხარეში მდინარეებიც არსებობს და ისიც არ ასწავლეს ეტყობა, რომ მდინარეები არ იყინება და სავსეა ხოლმე იხვი მდინარის ხეობებში... !
ისიც არ უთხრეს ეტყობა, რომ ძირითადად მდინარის ხეობებში მიდის ნადირობა და შუა ფარავნის ტბაში ჩამჯდარ იხვს ვერავინ ვერ ესვრის!!!
2 კვირაში გამოდის, რომ წალკაში სეზონი იხურება!!!
მესმის, მდებარეობის გათვალისწინებით სეზონის გახსნა, რომ გადმოწიო უფრო ადრე, მაგრამ დახურვას რას ერჩოდნენ?

ან ამ ტყის ქათამზე რას ამბობენ 15 დეკემბერს, რომ მთავრდება სეზონი და რეალურად თბილისის შემოგარენში ახალი წლის მერე რომ ჩამოდის და სეზონვის დახურვამდე, არის???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 29 2013, 03:39
პოსტი #87


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბესო
გარდა მაგისა... ის თუ იკითხეს.. მარტო მანდ რატომ არის იხვი..როცა დანარჩენ საქართველოში ჯერ არ მოსულა?.. იმიტომ ხომ არა..რომ მარტო ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს ადგილობრივი იხვი და მაგ ტერიტორიაზე სეზონის ადრე გახსნა გამოიწვევს ადგილობრივი იხვის განადგურებას. უბრალოდ მონადირეები ავლენ და იქ ინადირებენ მთელი საქართველოდან.(სხვაგან ჯერ არ მოსულა და სად ინადირონ) მოკლედ..ჯავახეთის ადგილობრივ იხვს არ გაუმართლა..მაგარ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა ჩვენებური იხვი. newsmile05.gif

ისე საინტერესოა..ახალ მთავრობას მაგ დარგის ექსპერტებიც ახალი მოყვნენ თუ ძველ ექსპერტებს ეკითხებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jan 14 2014, 15:17
პოსტი #88


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს გავარკვიე,არაა ძალაში შესული და არ გადაეყაროთ,ნამდვილად დაგაჯარიმებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Jan 31 2014, 20:40
პოსტი #89


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Bოლო ბოლო კურდღელზე ნადირობა შეიძლება თუ არა? სანადირო მეურნეობების გარეთ შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 31 2014, 20:43
პოსტი #90


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




iosebovich
არ შეიძლება და კაი დიდი ჯარიმაცააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Feb 15 2014, 16:08
პოსტი #91


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რამდენჯერ შემხვა უცებ ბუჩქებიდან გამოვარდნილი კურდღელი, საწყლად რომ გარბის. მაგ საცოდაობით როგორ უნდა ესროლა ერთი-ორიღაა სულ დარჩენილი, მითუმეტეს დასავლეთში სადაც ათიათასობითაა ტურა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
miroslava
პოსტი Aug 15 2014, 11:11
პოსტი #92


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 120
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&am...mp;info_id=3111
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 4 2014, 10:23
პოსტი #93


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კარგად ვერ გავიგე მაგრამ მგონი კარგია

ვებგვერდი, 31/10/2014
სარეგისტრაციო კოდი
410010000.22.023.016269
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №146
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი
გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი
დებულება
გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი
წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები.
მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები
1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება.
მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით
1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარ თანხმობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.
3. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე.
4. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტი რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
5. რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზნით, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტის განცხადების ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის განხილვის შემდეგ, სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის საფუძველზე გასაფორმებული ხელშეკრულების პროექტს უთანხმებს მუნიციპალიტეტს.
6. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის შესაბამისად სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
7. რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება დეპარტამენტის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე.
8. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.
9. სათანადო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შეუძლია, მუნიციპალიტეტის მომართვის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირობები.
მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით
1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, შინაური ან გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის ან/და მისი გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების საფუძველია სამინისტროსადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადება - სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, გარეული ცხოველის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
4. სამინისტრო, განცხადების გახილვის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იღებს გადაწყვეტილებას გარეული ცხოველის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” შესაბამისად.
6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის
პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წყარო
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...=en&Itemid=
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Nov 4 2014, 11:23
პოსტი #94


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მეც მასე მგონია. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Nov 4 2014, 11:24
პოსტი #95


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეებს ხლართავენ ნეტა თვითონ იციან?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი Nov 4 2014, 12:03
პოსტი #96


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სულ არარაობას ჯობიააააა ........ არადა დაგჭამა დათვებმა ...

წელს დათვებმა ყვარელის ალპურში საძოვარზე საქონელი დაგვიგლიჯა და დიდი ზარალი გვანახაა .... ამათი შიშით და მესაზღვრეების გაფრთხილებით ხელი ვერ ვახლეთ ვერცერთს newsmile045.gif .......

იქნება ეხლა მაიც გვეშველოს რამეეეეე newsmile045.gif ......

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია OQRO444: Nov 4 2014, 12:03
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Nov 4 2014, 12:03
პოსტი #97


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მგელი თუ დაგესხა თავს შეგიძლია მოკლა, მარა ნაკბენი უნდა აჩვენო... chali.png D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beqa10
პოსტი Nov 4 2014, 13:00
პოსტი #98


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 25-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: georgia TBILISI



ტურის მოკვლა დაშვებულია თუ არა ვეღარ გავიგე რა D.gif .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 4 2014, 13:54
პოსტი #99


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მე დამარხვა რა უბედურებაა და ბარემ რო შეიწვას არა? განრისხებული შველი რო შემომივარდეს სახლში და თავდაცვისას მოვკლა რა აუცილებელია დავმარხო? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beqa10
პოსტი Nov 4 2014, 15:05
პოსტი #100


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 25-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: georgia TBILISI



D.gif D.gif განრისხებული შველი D.gif აღგზნებული კურდღელი რო გამომეკიდოს არ ვერსოლო აბა ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 03:39