ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები: 1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას. 2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები. 3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული. თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი. ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ძალიან საინტერესო ინფოა. დიდი მადლობა.
და ხელოვნურ წყალსაცავებზეც ვრცელდება ეგ ამბავი ?? ჟინვალი, სიონი და ა.შ. ? თუ მარტო ბუნებრივზე ?? თუ სისულელე ვიკითხე ეხლა ? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala ![]() |
კარგი სტატიაა
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Caldera
საინტერესოა, თუ კომპეტენტური ხარ მაგ საკითხებში, იქნებ უფრო განგევრცო |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და ხელოვნურ წყალსაცავებზეც ვრცელდება ეგ ამბავი ?? თუ სისულელე ვიკითხე ეხლა ? პირიქით, კარგი კითხვაა ![]() რათქმაუნდა ხელოვნურზეც ვრცელდება, როგორც ასეთი მდინარეს დიდი რაოდენობით ნატანი მასალა შეაქვს წყალსაცავში და აგროვებს, დროთა განმავლობაში კი წყალსაცავი პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება (ექსპლუატაციის ვადა გასდის). მაგრამ სულ სხვა საქმეა მაშინ როცა ტბა სიბერის სტადიაშია და ამ დროს ხელოვნურად ვასაზრდოვებთ, ასე ვთქვათ სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ მაგრამ წყლის ევტროფიკაციის პროცესს წინ ვერ აღვუდგებით. მართალია გამოყენების თვალსაზრისით ტბის ხელოვნური არხით კვება გამართლებულია მაგრამ წყალი იმ დონეზეა ევტროფიცირებული რომ იხტიოფაუნა საჭმელად ვარგისი არაა და მაინცდამაინც ირიგაციის თვალსაზრისითაც არაა მისი გამოყენება გამართლებული მაგრამ ამ უკანასკნელზე მოდის მაინც დიდი დატვირთვა. nikoloza_migina სმაილებს ჯობდა რამე საინტერესო დაგეწერა ![]() საინტერესოა, თუ კომპეტენტური ხარ მაგ საკითხებში, იქნებ უფრო განგევრცო კითხვა დასვი და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 398 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაშინ მე როგორ ცვატყობ თბილისის ზღვა ჯერ ახლგაზრდაა და გლდანის ტბა უკვე სიბერეშია და მალე დაშრება ხო?
![]() (ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაპატიეთ) |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
აბა მაშინ ფაქტიურად ჩვენს ონკანებში შხამი მოდის ეხლა :(
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გლდანის ტბა უკვე სიბერეშია და მალე დაშრება ხო? როცა ხელოვნურად გაჭრილი არხით ვასაზრდოვებთ ტბას ამით მას სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ მაგრამ რაღაც გარკვეული ვადით ![]() აბა მაშინ ფაქტიურად ჩვენს ონკანებში შხამი მოდის ეხლა :( წყალი ხომ სპეციალურ დამუშავებას გადის და მხოლოდ ამის მერე მიეწოდება მოსახლეობას (მაგიტომაც არ აქვს მერე გემო) |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 398 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და საშუალოდ ეს პროცესი რამდენხანს გრძელდება ბუნებრივ ტბებზე სადაც არაა ხელოვნურად გაჭრილი არხი.
ანუ დაბადებიდან დაშრობამდე.. |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და საშუალოდ ეს პროცესი რამდენხანს გრძელდება ბუნებრივ ტბებზე სადაც არაა ხელოვნურად გაჭრილი არხი. ანუ დაბადებიდან დაშრობამდე.. გარემო პირობებზეა დამოკიდებული ასევე წყალმცენარეებზე რომლებიც ტბაში თუ მის მიდებარე ტერიტორიაზე არიან წარმოდგენილნი და რაღათქმაუნდა საზრდოობა (ვგულისხმობ ბუნებრივს - ატმოსფერული ნალექები, გრუნტის წყლები, მყინვარული თოვლის ნადნობი წყლები და ა.შ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ტბების არსებობაში. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 398 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხო ნუ აი სტანდარტულად ხო იქნებოდა დაკვირვება ან მეცნიერების მიერ გამოკვლეული ... ისე საშუალო ხო იქნება შემუშავებული და ეგ მაინტერესებდა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხო ნუ აი სტანდარტულად ხო იქნებოდა დაკვირვება ან მეცნიერების მიერ გამოკვლეული ... ისე საშუალო ხო იქნება შემუშავებული და ეგ მაინტერესებდა სიმართლე გითხრა ტბის არსებობის ზუსტი ასაკი არსად შემხვედრია. ყველა ტბა ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც გენეტური ტიპით ასევე საზრდოობით, წყლის ქიმიური შედგენილობით, გამდინარეა თუ გაუმდინარი, წყალმცენარეულობით, ფსკერის რელიეფით, სიღრმით, სარკის ფართობით, წყლის მარილიანობის მაჩვენებლით (აღნიშნავენ ‰-ით), შეფერილობით, წყალში სინათლისა თუ ბგერის გავრცელებით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
წყალი ხომ სპეციალურ დამუშავებას გადის და მხოლოდ ამის მერე მიეწოდება მოსახლეობას (მაგიტომაც არ აქვს მერე გემო) ამის შესახებ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა ჩემით დავამატო , დედაქალაქს მიეწოდება წყალი 2 ხაზით 1) თბილისის ზღვა 2) ბულაჩაური თბილის ზღვა იმდენად დაბინძურებულია რომ მისი გასუფთავება 100 % ვერ ხერხდება , მისი ფილტრაცია ხდება ქვიშისა და ნახშირის ფილტრებში , მაპრიალებელსა და ოსმოსის პრინციპით , რომლებიც აცლიან მარილებსა და სხვა აქტიურ ნივთიერებებს რაც პრინციპში საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის თუმცა ღა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ზღვისა თუ ტბაში ანდა მდინარეში არის ის ნივთიერებები რომლებიც 50% არის ჯანმრთელი ნივთიერება და აჯანსაღებს დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას ადამიანის ორგანიზმში , დავუბრუნდეთ ფილტრაციას ამ ორი ფილტრი ს შემდგომ ხდება გაპრიალება ანუ იგივე გაკრისტალიზირება წყლის რათა საბოლოოდ ჩაკლას ყველა ნივთიერება მაგრამ რაც ყველაზე სამწუხარო ისაა რომ თუ დააკვირდებით ონკანიდან წამოსულ წყალს აქვს თეთრი შეფერილობა ეს არის ქლორი და მეტ ნაკლებად სიჭარბე მარილების რომელთა დაშლაც 95% შესაძლებელია ... გემო შესაძლებელია არ ქონდეს მაგრამ "პიშევოი ქლორის " კონცენტრირებული ნაერთები ჩვენთვის უცნობია და დანამდვილებით არ ვიცით თუ რა დოზითა და რა შერევით ემატება გაფილტრული წყლის სრულ რაოდენობას .. Caldera ჩემის აზრით მართლაც ძალიან კარგი თემაა , ბევრმა ადამიანმა არც იცის ეს , კარგი აზრია ამ ინფორმაციის მიწოდება , რითაც შევძლებ ინფორმირებაში მოგეხმარები ეკოლოგიის საკითხებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ სპეციალობიდან გამომდინარე ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 398 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არადა მე ვიცი რომ მიუხედავათ ბინძური ადამიანებისა თბილისის ზღვა ძალიან სუფთაა მთლიანობაში.. და ბევრი ქლორიც არ ესაჭიროება
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემის აზრით მართლაც ძალიან კარგი თემაა , ბევრმა ადამიანმა არც იცის ეს , კარგი აზრია ამ ინფორმაციის მიწოდება , რითაც შევძლებ ინფორმირებაში მოგეხმარები ეკოლოგიის საკითხებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ სპეციალობიდან გამომდინარე გაიხარე ![]() არადა მე ვიცი რომ მიუხედავათ ბინძური ადამიანებისა თბილისის ზღვა ძალიან სუფთაა მთლიანობაში.. ზღვას ახასიათებს თვითგაწმენდის (თვითაღდგენის) უნარი მაგრამ თუ ადამიანმა თავისი საქმიანობა არასწორად წარმართა შეიძლება ზღვამ ეს უნარი დაკარგოს რაც დამღუპველად აისახება წყლის ხარისხის მაჩვენებელზე, იხტიოფაუნაზე და წყალმცენარეულობაზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 17:40 |