= თურქული თოფი= - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
= თურქული თოფი=
Bone
პოსტი May 20 2010, 07:42
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეისათვის ჩვენი მშვიდობიანი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს და რომელსაც თურქეთის სახელით ვიცნობთ, ერთ დროს უმძლავრეს იმპერიას წაროადგენდა. უმძლავრესს როგორც ევროპის მიმარეთებაში ასევე აზიაში. XIV - XIX საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია დაუმარცხებელ ძალას ფლობდა, არც შეიარაღებით და არც გაწაფული არმიით არ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ ევროპის ძლევამოსილ სამეფოებს.


თურქული იარაღი. ომის ისტორიის მუზეუმი. ქალაქი ვენა

ოსმალთ ელიტური ქვეითი ჯარი , ანუ იანიჩარები (რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ ბავშვობაში ტყვედ ჩავარდნილი ომებში დამარცხებული ქვეყნის მკვიდრები. მათ შორის ქართველები) თურქეთისთვის პრივილეგირებულ ჯარს წარმოადგენდა. ამ ლეგენდარული ქვეითი არმიის შეიარაღებაში შედიოდა თურქეთში წარმოებული, ევროპის მიღწევების, საიარაღო დარგში (იმ ეპოქისათვის ბოლო მიღწევებზე) დაყრდნობით დამზადაბული ცეცხლსასროლი იარაღი.


იანიჩარები

პირველად თურქულ იარაღს, ან როგორც მაშინ იწოდებოდა "ტრაპეზუნის თოფები" ვხდებით პეტრე I -ის მმართველობისას ისტორიულ ნარკვევებში. XVII - XVIII საუკუნეების გასაყარზე.
იმ შორ წარსულში დამზადებული, პატრუქიანი თუ კაჟიანი თურქული თოფები ცოტა რამით თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.




თურქული თოფები და დამბაჩები

მაშინდელი თურქული თოფის განმასხვავებელი ნიშანი ევროპული თოფებისაგან არ იყო. თუ არ ჩავთვლით იშვიათ ეგზემპლარებს ან შეძლებული ბატონების შეკვეთით დამზადებულ , უძვირფასესი ქვებითა თუ მეტალებით შემკულ ძვირფას საცალო ერთეულებზე.
ეს ძალიან მცირე მონახაზი, გავაგრძელოთ საუბარი სანადირო იარაღზე.
დღეისათვის თურქული თოფები (და ზოგადად იარაღიც) მზარდი პოპულარობით სარგებლობს , მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება თურქული იარაღისადმი საკმაოდ აქტუალურად რჩება. ნაწილობრივ გასაგებიცაა. 90-ან წლებში თურქეთის მიერ წარმოებულმა იაფფასიანმა ტანისამოსმა თუ მდარე ხარისხის იაფასიანმა თოფებმა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.......
განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა ქართველ მომხმარებელში, აზრი თურქული საქონლის უხარისხობის თაობაზე.
რასაკვირველია თურქი მწარმოებლებიც მიხვდნენ თავიანთი ნაწარმის უარყოფით მხარეებს და რადიკალურად შეცვალეს , საყოფაცხოვრებო, ტანისამოსის თუ იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა მათი მარკეტინგული ხედვა.
"თურქებმა" მიზანი დაისახეს დაემზადებინათ , სერიული მანქანური წარმოების თოფები , საშუალო ფასის მქონე თოფების ხარისხით.რამდენად გამოუვიდათ ეს უკვე მომხმარებლის გამოხმაურებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი ერთია; დღევანდელი თურქული სანადირო თოფები, მზადდება საშუალო ან დაბალი ხარისხის მასალისაგან. სრულიად საპირისპიროა მათი აწყობა გამართვის საკითხი....
სერიული , რიგითი თურქული სანადირო თოფების შემადგენლობის 80 % მანქანური წარმოებისაა. მაგრამ გამოყენებადი ჩარხები, მაკოპირებელი თუ გრავირების დამტანი, დღეისათვის ევროპული, იარაღის წამოებაში არსებული ჩარხების იდენტურია. თურქულ თოფებში , პირველ რიგში სიმპატიას იწვევს ხის ნაწილები. უბრალოა მართალია მაგრამ კეთილშობილი კაკალია ბოლო ბოლო. არც გრავირებებია ურიგო, ცხოველები გარჩევადია, მგელი , ირემი ღორი ერთმანეთისგან ადვილად გაირჩევა. ზოგიერთი ფრინველიც კი დამახასიათებელი ნიშნითაა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თურქებს არაფერი მოუგონიათ ! უბრალოდ გადააკოპირეს იატლიის და ამერიკის იარაღთ მწარმოებელთა ქმნილებები.
თურქულ თოფებში ჭარბადაა ფხვნილოვანი ფოლადის დეტალები. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება იარაღის წარმოებაში. ფხვნილოვანი ფოლადი ძრითადად გვხდება ყალიბში ჩამოსახმელ დეტალებში. ფხვნილოვანი ფოლადი საკმაოდ ამცირებს იარაღის წარმოების მრავალ საფეხუროვან პროცესს, მაგრამ გააჩნია უარყოფითი მხარე, დაზიანების შემთხვევაში მისი მექანიკური შეკეთება (დეფორმირებულის გასწორება) და თბო შეკეთება (გატეხილის შედუღება) სავალალო შედეგებს იწვევს. ამის გარდა ხშირია თითბერის დეტალები, ან სხვა ადვილად ცვეთადი მასალის ნაწილები. რათქმაუნდა ასეთ დეტალებს მცირე ნაწილი უჭირავს ზოგადად თოფის კვანძებსა თუ სხვა შემედგენელ დეტალებში.
ამ და სხვა ნაკლოვანებების მიუხედავად, თურქეთში იარაღის წარმოება უსაფრთხოების ყველა ნორმით მიმდინარეობს.მთელი თურქეთის არმია და პლოციაც კი აჭურვილია თურქეთში წარმოებული იარაღით.



უფრო მეტიც, საიარაღო კომპანია Hatsan -ის მიერ წარმოებული ტყვიამფრქვევი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარების , ყოველ 5-6 ტანკზე თუ სხვა ჯავშანმანქანაზეა დამონტაჟებული. NATO -ს უმკაცრეს სტანდარტებზე კი, ალბათ ყველასთვის ცნობილია მეტ ნაკლებად.
თურქულია სამოქალაქო იარაღის ბუმი, რათქმაუნდა ნახევრად ავტომატებით დაიწყო.
მათი და ზოგადად თურქული სანადირო თოფის პოპულარობა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: თურქული თოფი ფუნქციურად საიმედოა, აქვს მისაღები, უმეტესად კი შესანიშნავი წონა (სანადირო თოფისთვის) და რაც მთავარია ადექვატური ფასი , მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, სადაც ის ინმპორტირდება.
ნახევრად ავტომატების აშკარა წარმატება, ასევე აშკარა გარემოებაზეა დამოკიდებული. ესაა კოპირებულ თოფებში, იმ კვანძების არსებობა, რომელიც დროის მიერ გამოცდილი და და დახვეწილია, გამორჩეულია საუკეტესო მათ შორის.
ქართველი მომხმარებლის მიერ , თურქული ნახევრად ავტომატების და ორლულიანების მიმართ შეხედულება, ხშირ შემთხვევაში ზედაპირული, ზეპირი და ზედმეტად და გაბერიალია - მათი უხარისხობის თვალსასზრისით. სინამდვილეში კი, თურქულ თოფებში გამოყენებული მასალის ხარისხი, მათ აწყობა-გამართვის , მათ შორის ხის ნაწილების დამუშავების შეფასების შემდეგ, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა; ეს თოფები 8 -10 ათას გასროლას უპრობლემოდ შეასრულებენ ! სანადიროდ კი , მეტი ალბათ არაფერში არაა საჭირო, თუ რათქმაუნდა სისტემატიურად არ ვინადირებთ ბოლივიაში ან არგენტინაში, აგრო კულტურების გამანადგურებელ , მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე.....
ქართველი მონადირისათვის, ისევე როგორც ყველა საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მონადირისთვის, ძირითად ნახევრად ავტომატურ გლუვ სანადირო თოფს წარმოადგენდა , ქალაქ ტულაში არსებული კლვევითი ბიუროში შემუშავებული "მც 21" -ი ან იშვიათად ბრაუნინგ აუტო 5





მაგრამ მაინც, მრავალმუხტიან თოფად საბჭოთა ეპოქაში მოიაზრებოდა მც....
ამ თოფს ბევრ მინუსებთან ერთად, ასევე გააჩნია პლიუსებიც, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობისათვის, ზომაზე მეტად ძიმეა. ამას ემატება, ტყვია წამლისადმი "წუნიანობა". წლების განმავლობაში, ამ თოფისადმი მადლიერების გარდა გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც და აი თითქოს ერთბაშად , თითქოს შეკვეთით , ამ ყველა მოთხოვნაზე გასცა პასუხი თურქულმა ნახევრად ავტომატებმა.
დღეისათვის თურქული წარმოების მრავალმუხტიანი თოფები სარგებლობენ აშკარა და მზარდი პოპულარობით. მათი მისაღები წონა (ხშირად დაბალიც კი) ყოვლად დამაკმაყოფილებელი ბალისტიკა, დიზაინი თუ ხისა და მეტალის დეტალების ერთმანეთთან მორგების მაღალი სიზუსტე,მათი კვალიფიციური დამუშავება, გამართული დიზაინი და პრაქტიკულად ყველასთვის მისაღები ფასი
ამ თოფებს სამართლიანად აყენებს იაფფასიანი სერიული თოფების მწვერვალზე.
იმ ქვეყნის მონადირეებში სადაც საიარაღო წარმოების გიგანტებია, ისეთები როგორიც "იჟი" და "ტოზია" თურქული თოფი ღირსეულ ადგილს ფლობს. ფაქტიურად დაუმარცხებელ კონკურენტს წარმოედგენს , ჩრდილოეთ ზე სახელმწიფოში. ეს მაგალითი ძალიან საყურადღებოა........
ჩვენთან ძალიან პოპულარულია სტოგერის, ატას, არმსანის და სხვა ფირმის მრავალმუხტიანი თოფები.


სტოგერ 2000

სტოგერის ფირმის ნაწარმი ძალიან პოპულარულია იაფფასიან სანადირო თოფებში. ქარხანა StoegerSilah SanayiA.S. მდებარეობს თურქეთში , მაგრამ 100% მიეკუთვნება იტალიურ ცნობილ საიარაღო გიგანტს Beretta. სტოეგერი წარმოადგენს ბერატას კონცერნს. ბერეტას საკმაოდ მივიწყებული ერთ ერთი მოდელის პირდაპირი სალია, უბრალოდ დამზადებული თურქეთში.

მორიგი პოპულარული ნახევრად ავტომატები არის კომპანიის ATA ARMS-ის ნაწარმები. მოგეხსენებათ , რომ ნებისმიერი კომპანია არ მიმართავს ინერციული თოფების დამზადებას, ვინაიდან ინერციულ თოფები ძალიან მომთხოვნები არიან ავტომატიკის მექანიზმის დამზადების დროს, ცალკეული ნაწილების , მაღალი სიზუსტიტ დამუშავებისადმი.


ატა ნეო 12

მოგეხსენებათ ყველა თოფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა თუ სხვა ევროპულ სტანდარტებს (CIP) ასევე ამერიკულ სტანდარტებს (SААМI)
თურქული თოფები , სხვა ქვეყნის ქარხანებში წარმოებული თოფებისაგან (არ დავასახელებ ამ ქარხნის ნაწარმს შესაძლო ანტირეკლამის გამო) განსხვავებით, როდესაც სავაზნე 76 მმ-ია , რეალურად აკმაყოფილებს მაგნუმის მოთხოვნებს.ხშირ შემთხვევაში , ევროპულ ამერიკული სტანდარტით თურქული თოფები გამოიცდება 1370 ბარზე.
ინერციული თოფების საიმედო მუშაობა , მწარმოებლების განცხადებით 28 გრამიდან 52 გრამამდეა (საუბარია ინერციის უტყუარ მუშაობაზე) მიუხედავად ამისა, მე პირადად არა ერთჯერადად მისვრია 24 გრამიანი ვაზნები, თოფის უპრობლემო გადატენვის ფონზე.
სალულე ფოლადი , თურქული თოფების 95 % შემთხვევაში,გამოიყენება გერმანული სალულე ფოლადი (!) 42CrMo4 (4140)


მომავალი ლულები. ნამზადი.

ნახევრად ავტომატებში მექანიზმის კოლოფი იჩარხება განსაკუთრებული ალუმინის შენადნობისგან 7012T6 რომელიც ფართოდ გამოიყენება ავია მშენებლობაში.
ხის ნაწილები საქვეყნოდ ცნობილი თურქული კაკლისგან მზადდება. მათში ტენიანობა 10 %-ზე მეტი არაა. თურქეთი დღეისათვის კაკლის ხის , საკონდახ მერქნის, მომწოდებელიი 80 %-ს შაედგენს მსოფლიოში.ბევრი საიარაღო ფირმა, მათ შორის ელიტური და ცნობილი ბრენებიც, თავისი ნაწარმის გარეკლამებისას მიუთითებენ , რომ გამოყენებულია "თურქული კაკალი"


თურქული საკონდახე კაკლით მოვაჭრე მაღაზია.

სასხლეტის დამცავი ფარი და ზოგიერთი დეტალი მილისებრ სავაზნეში მზადდება ზე მყარი და ცვეთისადმი გამძლე პლასტიკისაგან. რომელიც არც ისე იაშვიათად გვხდება საბრძოლო იარაღის შემადგენლობაში და ამ ბოლო დროს საერთოდ ასეთი იარაღების კორპუსად.
საფანტის მოხვედრის ძალა დამაკმაყოფილებელია, ყოველ შემთხვევაშო , არავითარი პრეტენზია ჯერ არავისგან გამიგია, ამის თაობაზე. საფანტის დაჯგუფებას რაც შეეხება, თურქული თოფები ზოგიერთ(ზოგიერთი) იტალიურ თუ ბელგიურ თანამედროვე თოფებს ჯობს კიდევაც...
მათი ლულების შიგნითა გამოხვეწა , ხდება თანამედროვე დაზგა დანადგარებზე.



ლულის ნომინალური დიამეტრი 18,3-18,4 მმ-ია.

რაც შეეხება შეწყვილებულ ლულებიან თოფებს:
აქაც, თურქი მეიარაღე კონსტრუქტორები დამზადების უკვე არჩეულ გეზზს არ ღალატობენ. თურქულ იაფასსიანი ორლულიანი თოფები , შეგვიძლია ვთქვათ, მეტალისა და ხის ნაწილების ჰარმონიაა.







ორლულიანი თოფები გამოდის როგორც ექსტრაქტორით, ისე ეჟექტორებითაც, ლულების ყოველთვის ქრომირებულია. ლულების განლაგება ვერტიკალური ან ჰორიზონტალურია. თურქული თოფები შეიძლება შეგვხდეს ჩახმახიანებიც, სავაზნეები იბურღება 70 ან 76 მმ ვაზნებზე. კონდახი როგორც პისტოლეტური ისე ნახევრად პისტოლეტური თუ სწორი - ინგლისური შეიძლება იყოს. მწარმოებლისგან, სულ 9 (!) ვარიანტის კონდახი. ჩასახრახნი ჩოკები 5 სანტიმეტრზე მეტი სიგრძისაა ყოველთვის. თოფების კალაპოტი ფერადი წრთობის დექნიკითაა დამუშავებული, ლულების გაშავების ტექნიკით ან სპეციალური მეტალის ლაქ საღებავით, რომელიც დაიტანება მაღალ ტემპერატურაზე. თურქული თოფები არც ორნამენტებითაა ღარიბი, მათ შორის ჭარბობს მანქანური შესრულება, მაგრამ ხშირია ხელითი შრომის მაღალი პროცენტულობა. ასევე კალაპოტის ფერადი გაფორმება , თოფის სისადავის ფარგლებში. ზოგიერთი მწარმოებლისგან ვხდებით სპორტულ თოფებსაც ! ბოლო დრსო ყურადღესბა გამახვილდა გარეჩახმახიან თოფებზე. ორლულიანი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალური თოფები აღჭურვილია მობილ ჩოკებით, თოფები აღჭურვილია რეზინის ამორტიზატორებით კონდახზე. ყურადღების ღირსია ჰორიზონტალური ლულებიანი თოფების ჩამკეტი მექანიზმები, უმეტესად ასეთი თოფები აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვით, როგორც ზოგიერთი ევროპული ფირმის შტუცერი ან პოპულარულიб გლუვლულიანი თოფები. საყურადღებოა ორლულიან თოფებში თოფის ბალანსი და საერთო ერგონომიკა. თოფის შეკვეთის შემთხვევაში , პრაქტიკულად ნებისმიერი მოთხოვნა თუ შემკვეთის ახირებას აკმაყოფილებს ესა თუ ის ფირმა. ასევე ნებისმიერი შეკვეთა მზადდება ცაცია მონადირისათვის, ხის ნაწილებიდან მეტალის ნაწილებამდე ყველა დეტალი საჭირო გეომეტრიით.

არ შეიძლება იმის თქმა რომ თურქულ თოფებში არ გვხდება დაბრაკული ეგზემპლიარები, მაგრამ თურქული სანადირო თოფები სტაბილურად ნორმალური ნაწარმითაა წარმოდგენილი. მარტო ის რად ღირს, თოფის ლულებს რომ შავი ხრომით ამუშავებენ, ძირითად ნაწილს...
რათქმაუნდა იაფიან თოფებზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უპრობლემოდ გვექნება და გვემსახურება, ინტენსიური ნადირობის ფონზე, მაგრამ თოფები კეთილსინდისიერადაა აწყობილი და საკმაოდ მუშა თოფების რეპუტაცია უკვე მოიპოვეს. უმეტესი ფირმა თავის ნაწარმს 1 წლიან გარანტიას აყოლებს, იშვითი თოფები კი 3 წლიანი გარანტიითაა. გარანტიითაა ყველა დეტალზე. თურქეთში ნამდვლილად ცვლიან დეტალებს, თუ დაზიანება სერიოზულია მაშინ მთლიანად ცვლიან თოფს.



ამ ყოველი მაგალითის და რეალობის ობიექტური შეფასების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ : თურქულმა სანადირო იარაღმა სწორი მიმართულებით აიღო გეზი, მეოცე საუკუნის მიწურულს დაშვებული შეცდომების შემდეგ. სრულიად არ იქნება გასაკვირი თუ ერთი ან ორი ათეული წლის შემდეგ თურქული გლუვლულინი თოფები, მათი საბაზრო და მწარმოებლის ღირებულებით გაუტოლდეს, ევროპული პოპულარულ ფირმათა ნაწარმის საბაზრო ღირებულებებს. როდესაც ჩვენ ამ წერილს ვკითხულობთ, პარალელურად, ამავე დროში, თურქი ოსტატების კვალიფიკაცია მაღლდება, თურქული სანადირო იარაღის , ღირსება მოთხოვნა და ღირებულება იზრდება !
იმედი დავიტოვოთ , რომ თურქები მორიგ შეცდომას არ დაუშვებენ, არასოდეს მიბაძავენ სხვა ქვეყნების ნეგატიურ მაგალითს. ამისათვის თურქეთს ყველა საჭირო რესურსი გააჩნია.სავარაუდოა, რომ თურქეთის საიარაღო ფირმები შეინარჩუნებენ გეზსს - წინ და ზემოთ.

ბონე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Oct 15 2012, 17:11
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზე ნაშრომია.

ვამაყობ, რომ თურქული მაქვსnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Oct 15 2012, 17:29
პოსტი #3


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Bonehill

ვამაყობ შენით ბაბუ.. მართლა კარგი სტატიაა.. ბევრი რამ არ ვიცოდი და ბევრ რამეში ეჭვები მქონდა,
მაგრამ ამ სტატიამ ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცა.. newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Oct 15 2012, 18:40
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



Bonehill
გაიხარე ბონე, მშვენიერი სტატიაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Oct 15 2012, 19:01
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bonehill გენიოსი ხარ ბონე გენიოსი small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GELGURU
პოსტი Oct 15 2012, 19:23
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 21-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ვანი



ბრავო კარგი სტატიაა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Oct 15 2012, 19:49
პოსტი #7


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill

კარქი ხარ ბაბუ, კარქი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Oct 15 2012, 21:13
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(niko @ 12th October 2012 - 16:39) *
განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა ქართველ მომხმარებელში, აზრი თურქული საქონლის უხარისხობის თაობაზე


ხოო... "სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო !!!"
მაგიტომაც ავდექი და ლამის სამმაგი ფასი გადავიხადე იტალიურში.


ისე კი მაგარი გიშრომია, საუცხოო სტატიაა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Oct 15 2012, 21:24
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Bonehill
აკაკისა არ იყოს, ამას ველოდი,მოვესწარ,
ვიცინი აღარ ვსტირი მე....
ბონე გაიხარე. სერიოზული ნამუშევარია. დიახ, თურქული თოფები იაფფასიან კლასში საუკეთესოებია და სტატიაში ნახსენებიც სრული სიმართლეა, რომ რუსებიც კი უმეტესად სწორედ თურქულებს ყიდულობენ ყოველგვარი ურაპატრიოტიზმის გარეშე, პრაქტიკულობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ასეთი სრულყოფილი რევიუს შემდეგ თავისუფლად ვიყიდოთ და მხოლოდ ფირმების გამოცდილებაზე და სრულყოფილებაზე ვისაუბროთ. ბრავო ბონე, კიდევ გაგვანებივრე ხოლმე ასეთი შემეცნებითი სტატიებით.გაიხარე და მადლობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Oct 15 2012, 21:29
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

მალადეც ბაბუ მალადეც !!!


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 15 2012, 23:51
პოსტი #11


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია ბაბუ კარგი!

მეც ვამაყობ რომ იტალიური თოფი მაქვს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Oct 16 2012, 08:22
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გენიალური ნაშრომია, საღოლ ძმაო....
წავალ ეხლა ჩემ შტოგერს მივეალერსები....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 16 2012, 08:58
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობთ შეფასებისთვის და დაფასებისთვის ყველას......newsmile045.gif

რომ დავაკვირდი , ცოოტა გარეკლამება შეიძლება გამომდიოდეს ან ასე იფიქროს რომელიმე მკითხველმა....რათქმაუნდა ასე არაა...
ამ წერილში, თავმოყრილია მხოლოდ ობიექტური შეფასება რეალური ფაქტების გათვალისწინებით.
ყველაფერს დრო გვიჩვენებს......

პირადი გამოცდილებაც არ დაიშუროთ, აქ დაწერეთ newsmile045.gif......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Oct 16 2012, 13:07
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი ნაშრომია ბაბუ მომეწონა აშკარად იგრძნობა პროფესიონალიზმი და საგნის ფილოსოფიურად ფლობა გაიხარე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 16 2012, 13:23
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ ბაბუ. კარგად გიშრომია. ისე მართლა გარეკლამება გამოვიდა. მგონი წილი გვეკუთვნის თურქებისგან. D.gif თუ არ იკისრებენ... მერე დავწეროთ ახალი სტატია ევროპულ თოფებზე.(მაგავე ფასებში რომ შეიძლება შოვნა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 16 2012, 13:43
პოსტი #16


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777
მადლობთ ბატონო ჩემო newsmile045.gif

ლეონ-ბლექი
შენ თუ მოგწონს ეს უკვე ახალი სტიმულია ჩემთვის.......
მაქსიმალურად მინდოდა ნეიტრალური ყოფილიყო, მაგრამ თავის თავს თვითონ უკეთებს რეკლამას ეს საქონელი..........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Oct 16 2012, 13:56
პოსტი #17


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ეხ რატომ არა ვარ მეფე გიორგი? ხო გაგიშვებდი ლონდონში, ან ლიეჟში სტაჟირებაზე. პატივს ვცემ შენს შრომას. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Oct 16 2012, 16:07
პოსტი #18


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბაბუ! ლომი ხარ!
კარგად იკითხება, ისტორიული და მატერიალურ-ეკონომიური მიმოხილვაც დონეზეა,
დავფიქრდი ხომ იცი შეძენაზე, რაც მთავარია კარგი კონსულტანტი გვერდზე მეყოლება (იმედია newsmile090.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 16 2012, 16:25
პოსტი #19


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
დიდებულია ბონე. ბევრი სხვა თვალით შეხედავს თურქულ იარაღს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 16 2012, 16:37
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



levani100
ვაახ მაგარი სიტყვებია , გაიხარე ლევან newsmile05.gif
შალვა თუ რამე შემიძლია.....newsmile045.gif

ჭალიმგელა
კრასავჩიკი ხარ....

ერთი ეგაა ნუკრას შეაპარეს რაღაცა უვარგისი თოფი და რა ეშველება არ ვიცი newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Oct 16 2012, 16:51
პოსტი #21


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
საღოლ ბონე კაცი ხარ კაცური.newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Oct 16 2012, 17:13
პოსტი #22


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Bonehill
გაღიარებ რააა მაგრად გიშრომია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Oct 16 2012, 18:20
პოსტი #23


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
მაგარია ნაშრომია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ფანები გელოდებიან !! მიდი ესენიც შეისწავლე D.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Oct 17 2012, 07:41
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რას გვანან ბიჯო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 17 2012, 09:07
პოსტი #25


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
კალვერა

ხოდა კაკრაზ თურქული აბანო გინდათ თქვენ (ბოროტი სმაილი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 17 2012, 13:21
პოსტი #26


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(irakli kvachadze @ 17th October 2012 - 09:41) *
რას გვანან ბიჯო

რატომ კაცო. სიამოვნებით ავაოხრებდი მაგათ. D.gif
ციტატა(zaxara @ 16th October 2012 - 20:20) *
ფანები გელოდებიან !! მიდი ესენიც შეისწავლე

შეისწავლე ბონე..შეისწავლე. არ დაუჯერო კალვერას. newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Feb 5 2013, 12:26
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



მოკლედ, მგონი სწორ ადგილას ვწერ newsmile05.gif ქუთაისში არის სამონადირეო მაღაზია "გორდა". ერთი სიტყვით აქვს თურქული იარაღი ძირითადად, რომლებიდანაც ჩემი ყურადღება მიიპყრო საიბერგანის ნახევრად ავტომატურმა იარაღმა, რომელიც 900 ლარი ღირს. მაინტერესებს ვინმეს რამე თუ გსმენიათ ამ ფირმაზე ან უშუალოდ ამ იარაღზე. როგორც ვიცი არის ე.წ. "გაზაატვოდი". მაინტერესებს მაგალითად რითი შეიძლება განსხვავდებოდეს თუნდაც ფენომასგან... მადლობა წინასწარ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 17 2013, 20:18
პოსტი #28


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აბა თურქული თოფების მოყვარენო და "მოძულენო" newsmile05.gif

ჰუგლუ 103 ერთ სასხლეტიანი მოდელი. 12 ყალიბი.
ნასროლი – 2 500 –ს ვაზნას გადაცილებული. ჯერ ისეთ მდგომარეობაშია, რომ 'ვესტლი რიჩარდსის' ტოპ ლევერიც კი არ იკეტება ბოლომდე კარგად. (ვისაც ახსოვს როგორ აქვს ზოგჯერ ახალ თოფებს მაღაზიებში, მიხვდება რასაც ვამბობ)
ნუ რყევაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. როგორიც იყო მაღაზიაში უხმარი, ისეთივეა 2 500 ვაზნის გადაცილების შემდეგაც. არც სხვა ცვეთის აღსანიშნავი კვალი არ ეტყობა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 17 2013, 20:27
პოსტი #29


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
ისწავლეს ამ ტურქებმა და შაე-ცი თუ გინდა....
რუსები კი დარჩნენ კარგი იარაღის პერსპექტიულ (მომავალში ალბათ) მწარმოებლებათ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 17 2013, 20:49
პოსტი #30


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰუგლუ 104A ავითვისე ორ სასხლეტზე 71 სმ ლულით ფრიად კმაყოფილივარ ფასიდან გამომდინარე და რუსულ ანალოგებთან შედარებით პერდეა D.gif და კიდე კირხოფი ერთად D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 17 2013, 20:52
პოსტი #31


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(irakli fofxadze @ 17th March 2013 - 21:49) *
და კიდე კორხოფი ერთად

D.gif
ბოლო კაი იყო.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Mar 17 2013, 23:06
პოსტი #32


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



104-ზე კაის მეტის არაფრის თქმა არ შემიძლია ჯერ-ჯერობით. ერთად-ერთი კონდახის ლაქი არ მომწონს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 17 2013, 23:14
პოსტი #33


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჩემსას ლაქი საერთოდ არქონია მე თვითონ დავამუშავე სპეციალური ზეთით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 17 2013, 23:25
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(irakli fofxadze @ 17th March 2013 - 21:49) *
კირხოფი


მერე გიტყდება რო გეუბნები , აბა მაჩვენე სად მიწერიაო
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 17 2013, 23:26
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Bonehill @ Mar 18 2013, 00:25) *
მერე გიტყდება რო გეუბნები , აბა მაჩვენე სად მიწერიაო
D.gif


რაგინდა კაცო რა მიწერია ვერგავიგე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 18 2013, 00:18
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც ვერ გავიგე

ციტატა(niko @ 18th March 2013 - 00:25) *
კირხოფი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 18 2013, 00:37
პოსტი #37


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Bonehill @ Mar 18 2013, 01:18) *
მეც ვერ გავიგე


მერე?? არ გაგიგია ეგ მწარმოებელი?? ეგ იმის ბრალია ლექციებს რო მიცდენ D.gif

აჰა გადაავლე თვალი ცოტა შენც შეგიტოკდეს ნერვი თან გაეცნობი გერმანელი სპორტული თოფების მწარმოებელი ვირტუოზების შედევრებს

http://www.google.ge/search?hl=ka&q=Kr...XFqj64QTb3oDYBQ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 8 2013, 09:17
პოსტი #38


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰუგლუ 103 12 ყალიბი. 1 სასხლეტი.

გარბენი 5 000 ვაზნა

ხუთი ათასი გასროლა , ცოტა მეტიც. თოფი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია !!!!!!!!!!!!!!!!!!
ოდნავ კონდახზეა, ხმარებაში გახეხილ დაკაწრული.

ისევ ისევე იკეტება როგორც ახალი მაღაზიაში. რყვევა არ კვახი ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი May 8 2013, 22:15
პოსტი #39


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Bone @ May 8 2013, 10:17) *
ჰუგლუ 103 12 ყალიბი. 1 სასხლეტი.

გარბენი 5 000 ვაზნა

ხუთი ათასი გასროლა , ცოტა მეტიც. თოფი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია !!!!!!!!!!!!!!!!!!
ოდნავ კონდახზეა, ხმარებაში გახეხილ დაკაწრული.

ისევ ისევე იკეტება როგორც ახალი მაღაზიაში. რყვევა არ კვახი ...


მე პირადად როგორც ჰუგლუს პატრონს ეჭვეი არ მეპარება, მაგრამ სურათებს თუ დასდებ ნამდვილად კარგი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი May 8 2013, 23:54
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რანაირად თვლით რამდენი ვაზნა გაისროლეთ? არ გეზარებათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 9 2013, 02:16
პოსტი #41


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(alika77 @ May 9 2013, 00:54) *
რანაირად თვლით რამდენი ვაზნა გაისროლეთ? არ გეზარებათ?


ექსელის ფაილი მაქვს სადაც იწერება გასროლი ვაზნები, კალიბრი, რა იარაღი., ცალკე ფაილია დაბრკოლებები, პრობლემები და შენიშვნები. ფორმულები ითვლიან გასროლების საერთო რაოდენობას, რაოდენობას კალიბრების მიხედვით დაბრკოლებების და გასროლების რაოდენობის შეფარდებას.

მოსახერხებელია newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი May 9 2013, 14:02
პოსტი #42


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირადად მე ჰუგლუ იქნება ატა თუ სიბერგანი, 10 ათასი გასროლა რომ გააკეთოს ისევე როგორც ბონემ დაწერა, სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები თურქი მეიარაღეების.

მეტი მოთხოვნა არც მაქვს ამ თოფებისგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 9 2013, 14:26
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



game 91
მართალი ხარ. დავდებ რამენაირად ფოტოს. უბრალოდ რას გადავუღო, ოდნავაა გახეხილი ხის ნაწილები. არც არაფერი ეტყობ სხვა და....
10 000 -ს როგორც მე ვუყურებ გაისვრიან მარტივად. სერიოზული შეკეთების გარეშე. მე ასე ვფიქრობ.

alika77
არანაირად, სახალისოცაა. მე პირადად საღამოს, ნადირობის შემდეგ ვიწერ , მაგისთვის განკუთვნილ წიგნაკში.
ჩემმა მეგობარმა კი, უფრო მარტივად დაითვალა. სტენდზე ! თითო ვარჯიშზე ისვრის 75 ვაზნას. გაამრავლა ვარჯიშის დღეებზე, კვირაში, თვეში და მიიღო შედეგი. ანგარიშის ცდომილება ექნება მაქსიმუმ 200 ვაზნა.

ამ კონკრეტულ ჰუგლუს ექნება ცდომილება , ყველაზე დიდი შეცდომის შემთხვევაში 4800. რეალურად კი 5 500 დაახ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 9 2013, 17:44
პოსტი #44


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(alika77 @ May 9 2013, 00:54) *
რანაირად თვლით რამდენი ვაზნა გაისროლეთ? არ გეზარებათ?

მე პირადად ნაყიდი ვაზნების მიხედვით ვითვლი ხოლმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი May 9 2013, 23:29
პოსტი #45


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვაზნების დათვლას რაც შეეხება დღის ბოლოს ყოველთვის ვითვლი ხოლმე გასროლილი ვაზნების რაოდენობას, მერე ამას ვამატებ წინა გასვლებით დაგროვებულს, მაგრამ ცდომილება მაინც ხდება. ჩემს ჰუგლუს 250 მდე გასროლა აქვს გაკეთებული. დიდი ვერაფერია, მაგრამ ხმარება კი ძალიან მაგარი აქვს.
არ ვზოგავ არაფერში. ან როგორ უნდა დავზოგო წარმოიდგინეთ ხშირ ეკლიან ბუჩქში მიძვრებით სახეზე და ხელებზე ეკლები გესობათ და თქვენ კი ამ დროს კონდახის დაჩხაპნას ერიდებით, ეს ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერს ჰუგლუსთან მიმართებაში. ასევე წვიმასა და თოვლში იღლიის ქვეშ ხოარ ამოვიდებ და გადაკარებას დაველოდები?.

მეც მგონია რომ 10 ათას გასროლას ამ თოფებმა უპრობლემოდ უნდა გაუძლონ, ისე რომ კვლავ კარგ მუშა მდოგოარეობაში იყვნენ, აქ იგულისხმება მექანიზმი და კალაპოტი. რაც შეეხება ლულებს კარგი მოვლით ისინი უკეთ გაძლებენ ვიდრე კონდახი და მექანიზმი, ასე მგონია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
artemi63
პოსტი May 11 2013, 12:31
პოსტი #46


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 71
რეგისტრ.: 31-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც მგონია რომ 10 ათას გასროლას ამ თოფებმა უპრობლემოდ უნდა გაუძლონ, ისე რომ კვლავ კარგ მუშა მდოგოარეობაში იყვნენ, აქ იგულისხმება მექანიზმი და კალაპოტი. რაც შეეხება ლულებს კარგი მოვლით ისინი უკეთ გაძლებენ ვიდრე კონდახი და მექანიზმი, ასე მგონია.

მეტსაც უძლებს,როგორც თურქები წერენ ქარხანაში დაუტესტიათ ვერტიკალი ჰუგლუ სანადირო ვერსია , ჰოდა 43000 გასროლის მერე თოფი მარტივათ რო ვთქვათ დაიშალა.
ასევე,ცნობილ ამერიკულ საიტზე shotgunworld.com ფორუმზე არის ეგეტი რუბრიკა I Love MY.... ანუ მე მიყვარს...ამ რუბრიკაში სხვადასხვა გლუვის მწარმოებელია შეკრებილი, Baikal-ან დაწყებული Blaser, Fabarm, Miroku-იტ დამთავრებული.იქვე არის ჰუგლუს თემა,ჰოდა ერთ-ერთ თემაში კერძოტ (CZ Canvasback Reliability Test )კაცი ტესტავს CZ-Canvasback იგივე Huglu -103,ამჟამათ 25100აქვს ნასროლი 3წლის განმავლობაში.ვოტ ტაკ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი May 11 2013, 12:47
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ყვველასთვის კარგად ნაცნობ ბექა ყურაშვილს (გადაცემა "საუბრები კოცონთან"- ის წამყვანს) მერვე წელია (თუ სწორად მახსოვს) აქვს უკვე სტოგერ 2000 და თოფი ჩვეულებრივად მუშა მდგომარეობაშია. ბევრი აქაური კარგად იცნობს და ქე იცის როგორი მონადირეა და რამდენ ვაზნას ისვრის წელიწადში newsmile05.gif).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Global Arms
პოსტი Jul 23 2013, 21:45
პოსტი #48


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 22-July 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



გირსანიც (Girsan) მაგარია !!!



http://www.youtube.com/watch?v=t7-0vMtuWak
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jul 23 2013, 22:41
პოსტი #49


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აზრი რა იყო ამ სროლების ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 24 2013, 10:11
პოსტი #50


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ATAARMS-მა ახალი ფაბრიკის მშენებლობა დაასრულა. აგრეთვე შეიძინა უახლესი იაპონური და ევროპული დანადგრები და დაზგები. ძველ ფართობში მხოლოდ კონდახების გასამზადებელი საამქრო დარჩა. ივნისში ვესტუმრე და დავათვალიერე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. სურათებიც გადაუღე და როდესაც მოვიცლი დავდებ ფოტოებს. ისე აქ დავდო ის ფოტოები თუ ATA-ს თემაში?


хостинг фото

ამერიკის შეკვეთით ATA-ს ფაბრიკაში გამზადებული ,,ვეზერბი,,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Jul 24 2013, 20:00
პოსტი #51


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ატა ძლიერდება ნელ-ნელა მანქანურ წარმოებში, მაგრამ არც სხვა დიდი მწარმოებლები დატოვებენ უკონკურენტოთ.

ამ ეტაპზე ძნელია იმის ცალსახად თქმა შეძლებს თუ არა, მაგრამ თურქეთი იმას ცდილობს რაც იტალიამ გააკეთა გასული საუკუნის ბოლოს და მემგონი ყველა რესურსი აქვთ ამის მისაღწევად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 24 2013, 20:01
პოსტი #52


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესაა რეალობა აგერ.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 24 2013, 20:01
პოსტი #53


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესაა რეალობა აგერ.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DUCK CALLER
პოსტი Jul 26 2013, 15:02
პოსტი #54


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 280
რეგისტრ.: 18-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ესეც ჩემი ახალი ჰუგლუ 202b. მომბეზრდა ნახევრადავტომატები კლასიკა მირჩEვია.
რავიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ მირჩევნია ორი ვაზნა მქონდეს და მეტი კომფორტი ვიდრე ხუთი ვანზა და 20 სანტიმეტრით გრძელი თოფი. ამას ვიძახი განსაკუთრებით ჩვენს პირობებში როცა ნადირ ფრინველი აგარ დარჩა.
სურათს ვერ ვდებ და იქნებ დამეხმაროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jul 26 2013, 15:07
პოსტი #55


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



woodman
საღოლ ჰევი, ჯიგარი ხარ newsmile05.gif იმედია წელს ერთად ვნახავთ საქმეში. მეც მაქვს თვალი დადგმული მაგ მოდელზე newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jul 26 2013, 17:46
პოსტი #56


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(game 91 @ Jul 24 2013, 21:00) *
ატა ძლიერდება ნელ-ნელა მანქანურ წარმოებში, მაგრამ არც სხვა დიდი მწარმოებლები დატოვებენ უკონკურენტოთ.

ამ ეტაპზე ძნელია იმის ცალსახად თქმა შეძლებს თუ არა, მაგრამ თურქეთი იმას ცდილობს რაც იტალიამ გააკეთა გასული საუკუნის ბოლოს და მემგონი ყველა რესურსი აქვთ ამის მისაღწევად.

მალე ჰოლანდებსაც გამოუშვებენ newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 26 2013, 18:03
პოსტი #57


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვუდმენის ჰუგლუ...



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
artemi63
პოსტი Jul 26 2013, 18:10
პოსტი #58


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 71
რეგისტრ.: 31-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(alika77 @ Jul 26 2013, 18:46) *
მალე ჰოლანდებსაც გამოუშვებენ newsmile01.gif


გამოუშვეს,დიდ ბრიტანეთში ეგ მოდელი 8-9000 გირვანკა სტერლინგი ღირს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Jul 26 2013, 18:51
პოსტი #59


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Fishman
ვიზუალურად კარგი თოფია, რა ღირს ეგ მოდელი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 26 2013, 19:10
პოსტი #60


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(artemi63 @ Jul 26 2013, 19:10) *
გამოუშვეს,დიდ ბრიტანეთში ეგ მოდელი 8-9000 გირვანკა სტერლინგი ღირს.



ფოტოშედევრია ამაღელვა ეეხხ newsmile05.gif სრულსაკეტებიანი ჰორიზონტალკა ფერადი სევარით ტყისქათამი იაგთაში ეს უკვე კლასიკაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 26 2013, 19:39
პოსტი #61


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



alika77

თუ არ ვცდები, დაახლოებით 1050 ლარი ღირს მაგნუმში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Aug 2 2013, 12:33
პოსტი #62


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ესეც დაპირებული ATA-ს ახალი დაზგების სურათები:

загрузить картинку


хостинг картинок bmp
ეს ლულების მასალაა:

бесплатный хостинг картинок
ეს უკვე დამუშავებული ,, ზაგატოვკები,,:

фото хостинг
ესეც ერთ ერთი საამქრო:

хостинг картинок для форумов
კომპიუტერული ჩარხი:

фотохостинг png
ესეც სხვა და სხვა დანიშნულების დანადგრები:

upload


бесплатный хостинг картинок


загрузить картинку в интернет


хостинг картинок без регистрации
მოკლედ, ყოველი ახალი ვიზიტის დროს თურქები სასიამოვნო სიახლეებით და წინსვლით გვახარებენ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 2 2013, 20:17
პოსტი #63


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მივესალმები ყველანაირად თურქების წინსვლას, იქნებ ჩვენთანაც გაჩნდეს რარაც ნაღვერდალი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Aug 2 2013, 21:21
პოსტი #64


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(gamezardashvili @ 2nd August 2013 - 21:17) *
მივესალმები ყველანაირად თურქების წინსვლას

ამრავლოთ და აბედნიეროთ newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 2 2013, 21:56
პოსტი #65


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაგ ხრივ კისერიც უტეხიათ newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Aug 3 2013, 09:10
პოსტი #66


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ეხ, აქ საიდან უნდა გაჩნდეს ნაღვერდალი, რომ იცოდეთ რა დონეზე უწყობს ხელს წარმოების შექმნაში და მეწარმეებს მათი მთავრობა! ჩვენ საგადასახადო კოდექსს რომ გაეცნენ, გვითხრეს დიდი და ერთადერთი პერსპექტივა გაქვთ ტურიზმის გასანვითარებლადო! newsmile039.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Aug 7 2013, 15:55
პოსტი #67


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(game 91 @ Aug 2 2013, 22:56) *
მაგ ხრივ კისერიც უტეხიათ newsmile090.gif newsmile090.gif

newsmile015.gif newsmile015.gif

ნაღვერდალი საიდან გაჩნდება ჩვენი დეგენერატი მთავრობის ხელში ვინმემ რომ წამოიწყოს ისე დაბეგრავენ სახლსაც გააყიდინებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sorento
პოსტი Sep 29 2013, 21:20
პოსტი #68


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



თურქულებიდან რომელია ყველაზე კარგი ვერტიკალი?




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha59
პოსტი Sep 30 2013, 13:21
პოსტი #69


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 26-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



sorento
ჩემი აზრით ჰუგლუ 104ა newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sorento
პოსტი Sep 30 2013, 13:24
პოსტი #70


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



თურქული თოფებიდან რომელია უკეტესი სტოგერიბ თუ ჰუგლუ ვერტიკალური ლულებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 30 2013, 14:47
პოსტი #71


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იალდიზია საუკეთესო როგორც მე ვიცი. ისე ატა სპ ც მაგარია. ბერეტას ასლია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 30 2013, 15:29
პოსტი #72


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი





images
????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
artemi63
პოსტი Sep 30 2013, 17:39
პოსტი #73


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 71
რეგისტრ.: 31-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



sorento
თურქულებიდან რომელია ყველაზე კარგი ვერტიკალი?
თურქული თოფებიდან რომელია უკეტესი სტოგერიბ თუ ჰუგლუ ვერტიკალური ლულებით
ყველაზე კარგი არის "აკუსი"იგივე "ვებლეი-სკოტტი"რომელიც 2000ლარის ზემოთ ფასობს.
http://akus.com.tr/tr/urunler.asp
სტოეგერის ვერტიკალებს თუ გულისხმობ ეგ თურქული თოფები არ არის,ამ იარაღებს ბრაზილია უშვებს, ჰუგლუ-104 ჯობია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iglait
პოსტი Oct 1 2013, 09:51
პოსტი #74


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29

ეს რა თოფია 600 ლარად?

ციტატა(lashaashal @ 29th September 2013 - 22:20) *
თურქულებიდან რომელია ყველაზე კარგი ვერტიკალი?


მე ჰუგლუ 104ა მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია iglait: Oct 1 2013, 09:53
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sorento
პოსტი Oct 1 2013, 13:19
პოსტი #75


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოვერმეტყვით ჰუგლუს ვერტიკალი ჯობია თუ სტოგერის ვერტიკალი და დამისაბუთეთ რითი რომელია უკეთესი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha59
პოსტი Oct 1 2013, 13:29
პოსტი #76


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 26-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



sorento
სტოეგერის ვერტიკალზე ჯერ ვერავინ ვერაფერს გეტყვის, ახალი შემოსულია და ჯერ მგონი არავის აქვს გატესტილი. ჰუგლუ კი აქ ბევრს აქვს და იციან რაც არის. და ფასთან მიმართებაში 1000ლარამდე კარგია.
assassin29
ეს რა თოფია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sorento
პოსტი Oct 1 2013, 14:06
პოსტი #77


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(misha59 @ Oct 1 2013, 14:29) *
sorento
სტოეგერის ვერტიკალზე ჯერ ვერავინ ვერაფერს გეტყვის, ახალი შემოსულია და ჯერ მგონი არავის აქვს გატესტილი. ჰუგლუ კი აქ ბევრს აქვს და იციან რაც არის. და ფასთან მიმართებაში 1000ლარამდე კარგია.
assassin29
ეს რა თოფია?

ამბობენ ჰუგლუს ლულების ჩასასმელი ბუდე რაგაც რბილი მეტალიაო და ხოარ ფუჭდება მალე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 1 2013, 14:21
პოსტი #78


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



artemi63
ეგ დამავიწყდა რომ ვებლი სკოტიც თურქებმა იყიდეს, ერთი ნაკლი ისაა რომ თამასის სამაგრები არ აქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 1 2013, 14:43
პოსტი #79


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(mishel1959 @ 1st October 2013 - 14:29) *
ეს რა თოფია?

ჩიფსანია გორდას შემოაქვს
ai linkic
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Oct 1 2013, 15:40
პოსტი #80


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კიდევ შემოიტანეს ჩიფსანი? ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძმაკაცის მამას აქვს იგივე მოდელი ოღონდ დაახლოებით 14-15 წლის მაინც იქნება და რავი ჯერ იდეალურად მუშაობს, მართალია დიდი დატვირთვა არ აქვს მაგრამ ტყუილადაც არ უდევს სახლში, თანაც სულ დიდ დოზას აძლევს ხოლმე წამალს. წვიმა თოვლი და მასეთი რაღაცეები არ დაკლებია და რავი მაინც კარგად გამოიყურება, ჭრა და მიტანაც კარგი აქვს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია game 91: Oct 1 2013, 15:41
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha59
პოსტი Oct 1 2013, 22:14
პოსტი #81


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 26-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(sorento @ Oct 1 2013, 15:06) *
ამბობენ ჰუგლუს ლულების ჩასასმელი ბუდე რაგაც რბილი მეტალიაო და ხოარ ფუჭდება მალე?

ეგეთი არაფერი შემიმჩნევია ჩვეულებრივია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iglait
პოსტი Oct 2 2013, 17:33
პოსტი #82


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(lashaashal @ 1st October 2013 - 15:06) *
ამბობენ ჰუგლუს ლულების ჩასასმელი ბუდე რაგაც რბილი მეტალიაო და ხოარ ფუჭდება მალე?


რბილის რა გითხრა, არამგონია ეგეთი რამე.

უბრალოდ ლულას თუ არასწორედ ჩასვი ვაზნებს როცა ჩადებ არ დაიხურება არ უნდა სცადო ძალით დახურვა უნდა მოხსნა და თავიდან ჩასვა და ვაზნის ამომღები მეტალი უნდა დაზეთო რომ გახსნა დახურვაში ხელი არ შეგიშალოს. როცა დავზეთე მშვენივრად მუშაობს. ძაან კმაყოფილი ვარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
camaro
პოსტი Oct 8 2013, 23:26
პოსტი #83


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 135
რეგისტრ.: 15-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



რომელიღაც რუსულ ფორუმზე იყო თურქული თოფების რეიტინგი

http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...=338&st=555
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
izh-58
პოსტი Nov 9 2013, 00:53
პოსტი #84


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 9-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



[b]მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება, ხომ ვერ მეტყვით რომელი თოფია უფრო საიმედო, STOEGER 3500 თუ ARMSAN PHENOMA, ამ უკანასკნელზე შედარებით მწირი ინფორმაციაა, რომელი აფიქსირებს უკეთეს შედეგს (ჭრას, საფანტის შეჯგუფებას და მიტანას) და საერთოდ, გაზგადამტენები უკეთ მუშაობს თუ ინერციით დამტენები? დიდი მადლობა წინასწარ.... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 9 2013, 08:09
პოსტი #85


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



izh-58

კეთილი იყოს მეგობარო შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე, newsmile041.gif მაგრამ შესაბამის თემაში ჯერ სალამი გეთქვა და გაგვცნობოდი შე კაცო.
ასევე გადახედე იარაღის განყოფილების თემებს და იქ ვრცლად წაიკითხავ, ყველა შენს მიერ დასმული კითხვების პასუხებს. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
izh-58
პოსტი Nov 10 2013, 22:16
პოსტი #86


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 9-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩაგეთვალა ბრატ newsmile05.gif იცით საქმე იმაშია ეგ თემები თითქმის ყველა წაკითხული მაქვს ვერ გამოვიტანე დასკვნა ბოლომდე, ისეთი ადამიანის აზრი მაინტერესებს ვისაჩ პრაქტიკულად ქონია შეხება ამ თოფებთან და იცის მათი პლუსები და მინუსები.
თუ ვენმე არის ესეთი ნუ დაიზარებთ ამ კეთილ საქმეს და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.... newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 03:38