ჯოხი (ანკესი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჯოხი (ანკესი) , სპინინგისთვის
გიორგი
პოსტი Sep 24 2009, 17:39
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჯოხი სპინინგისთვის


სასპინინგე ჯოხი, იგივე ანკესი, უნდა იყოს პირველ რიგში მსუბუქი და ამავდროულად საკმაოდ მტკიცე. ის თევზჭერის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით მუდამ მოქმედაბაშია და მთელი დღის განმავლობაში საკმაო დატვირთვების ატანა უწევს: სატყუარის ტყორცნა, მისი გატარება, თევზის ამოყვანა და ასე შემდეგ. ამიტომ მის სიმტკიცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სიმსუბუქე შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც თოფის წონა ნადირობის დროს.

ამიტომ ახალი თაობის ანკესები მზადდება ძირითადად углеволокно-გან (ქართულად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ გრაფიტისგან რომ მზადდება ვიცი newsmile05.gif ) ,რაც შესაბამისად არსებითად ამცირებს ანკესის წონას და ამცირებს მის ინერციულობას.

სასპინინგე ანკესის სიგრძე
ანკესის სიგრძე ვარირებს 1.4 მეტრიდან (პატარა თევზის დასაჭერად მცირე მდინარეებში) - 4 მეტრამდე (სერფიშინგი ზღვის ნაპირიდან). ჩვენთან კი უფრო "ხოდშია" ანკესები 1.8 მეტრიდან - 3.3 მეტრამდე. ანკესის სიგრძის შერჩევისას მნიშვნელობა ენიშება იმას თუ როგორ აპირებთ თევზაობას - ნავიდან, თუ ნაპირიდან. ნავიდან თევზაობისას უფრო მოსახერხებელია მოკლედ ანკესები, ხოლო ნაპირიდან - პირიქით.

აქვე უნდა გაითვალისწინოთ ქართული პირობებიც. თუ თქვენი სათევზაო ადგილები ძირითადად წარმოადგენს ბუჩქნარიან და ხეებიან ნაპირებს - მაშინ გრძელი ანკესების გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია. ალბათ ყველაზე უნივერსალური დიაპაზონი ჩვენს პირობებში იქნება 2.4 - 2.7 მეტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ანკესების სიგრძეები განსხვავდება ევროპულებისგან. ამერიკული ანკესების უმრავლესობა არწევს მაქსიმუმ 2.14 მეტრს სიგრძეში, რაც სავარაუდოთ გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელები ნავიდან თევზაობას ამჯობინებენ. მაშინ როდესაც ევროპული ანკესების უმეტესობა იწყება 2.10 მეტრიდან.

სასპინინგე ანკესის ტესტი
სასპინინგე ანკესი და გამოყენებადი სატყუარები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ანუ სატყუარის წონა უნდა შეესაბამებოდეს ანკესის "ტესტ" . ტესტი ანკესებს აწერია გრამებში ან უნციებში და მოცემულია როგორც დიაპაზონი "მინიმალური წონა - მაქსიმალური წონა" და ანკესებზე არის მოცემული როგორც - Casting Wight (C.W.) ან Lure Wight (L.W.). ქვედა მაჩვენებელი გვეუბნება სატყუარას მინიმალურ წონას, რომელსაც ანკესი "გრძნობს" ტყორცნის დროს, ხოლო ზედა - სატყუარას მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც არ დააზიანებს ანკეს.

ტესტის მიხედვით ანკესები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1. ულტრამსუბუქი (ultra light) - 1-7 გრამი
2. მსუბუქი (light) - 3-15 გრამი
3. საშუალო 7-30 გრამი
4. მძიმე 15-60 გრამი

ტესტი არ ნიშნავს ანკესის სიმძლავრეს. ანუ მსუბუქი ანკესით თავისუფლად შესაძლებელია 2 კილოიანი თევზის ამოყვანაც კი. აქ უკვე საქმე ამოყვანის ტექნიკაშია და გამოცდილებაში.

ხანდახან ანკესზე მითითებულია ძუის რეკომენდირებული ტესტიც (Line Test), რაც საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. თუ ძუის ტესტი აღემატება ანკესის ტესტ - ამან შეიძლება გადატეხოს ანკესი ვთქვათ იგივე სატყუარის "ზაცეპიდან" ამოღების დროს. ხოლო უფრო ნაკლები ტესტის ძუა კი - შეიძლება ვერ უძლებდეს ანკესის აქტიურ მუშაობას და ხშირად წყდებოდეს.


ვარჩევთ სასპინინგე ანკეს
ისევე როგორც არ არსებობს უნივერსალური თოფი, ასევე არ არსებობს უნივერსალური ანკესი. იდეაში სპინინგით გატაცებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 2-3 ანკესი მსუბუქიდან - მძიმით დამთავრებული.

მაგრამ პირველ ხანებში შესაძლებელია "მეტ-ნაკლებად" უნივერსალური ანკესის შეძენა. ასეთი ანკესის რეალური ტესტი უნდა იყოს 5-25 ან 7-30 გრამი.


აბა თქვენ იცით newsmile05.gif გისურვებთ წარმატებებს newsmile05.gif


ხო მართლა პირველწყარო ავიღე KAA დადებული ლინკიდა და ჩემი რაღაცეებიც დავამატე

P.S. - ქართულად იგივე "ხო მართლაა ???" newsmile035.gif newsmile035.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
გიორგი
პოსტი Oct 20 2009, 19:47
პოსტი #16


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(geojorjika @ Oct 20 2009, 08:44 PM) *
ანუ ქვედა ტესტზე ამბობ? newsmile05.gif

და საერთოდ სად ვიყიდო ეგ? ამ საიტიდან ჩამოტანა შეიძLება?

http://efish.ru/shop/catalog1/Udilisa/spin...spin/122133.php



ვაჟაზე ვიყიდე მე და კაი ჯოხებიცა აქვთ და ფასიც ნორმალურია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 20 2009, 19:48
პოსტი #17


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



გიორგი
დელისთან?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 20 2009, 19:49
პოსტი #18


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



არა, მებადურში – სამედიცინოს პირდაპირ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 20 2009, 19:51
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



გიორგი
ვა ეგ არც ვიცოდი აბა გავივლი მანდ newsmile05.gif , სპასიბა , მაგრამ მე ხომ ვცი მანიც ჩამოტანაზე დავიწყებ ჩალიჩს და ბარემ მთელს აღჭურვილობას მოვაყოლებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 21 2009, 10:21
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვინმემ დაწეროთ იქნებ, რა კრიტერიუმებით ხდება არჩევა სასპინინგე ჯოხის - სხვადასხვა თევზე თევზაობისას? კალმახი, ქარიყლაპია და ასე შემდეგ. ანუ მაინტერესებს ტესტების და სისწრაფის შეფარდება სხვადასხვა შემთხვევებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 22 2009, 00:24
პოსტი #21


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(ბესო @ Oct 21 2009, 11:21 AM) *
ვინმემ დაწეროთ იქნებ, რა კრიტერიუმებით ხდება არჩევა სასპინინგე ჯოხის - სხვადასხვა თევზე თევზაობისას? კალმახი, ქარიყლაპია და ასე შემდეგ. ანუ მაინტერესებს ტესტების და სისწრაფის შეფარდება სხვადასხვა შემთხვევებში.



პირველი პოსტი ჩავასწორე და ნახე აბა თუ გამოგადგება რამეში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 22 2009, 14:18
პოსტი #22


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
КАА
პოსტი Oct 24 2009, 08:35
პოსტი #23


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 29-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: откуда все ;-)))



Мдаааа... и название ролика нормально перевести не смогли... Причем тут спиннинги? народ лепит нахлыстовые трехсекционники..
Хоть технологии и схожи, но все таки...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CECEIRON
პოსტი Oct 24 2009, 19:12
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 487
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa



ციტატა(КАА @ Oct 24 2009, 09:35 AM) *
Мдаааа... и название ролика нормально перевести не смогли... Причем тут спиннинги? народ лепит нахлыстовые трехсекционники..
Хоть технологии и схожи, но все таки...

კაცო ეს რუსული არ მესმის გადამითარგმნეთ რა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 20 2009, 14:22
პოსტი #25


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



გვიტრაკებს რა რუსულად newsmile011.gif არასწორიაო

ვაპირებ მომავალი გაზაფხულისთვის შევაგროვო ფული ერთი სასპინინგე ჯოხისთვის.
და რა მინდა დავიჭირო...
...უნდა ვიჭირო ქარიყლაპია სერიოზული ზომების;
ქაშაპი;
ვსინჯო კალმახი
და ვაკეთო ექსპერიმენტები ზღვაში.
100-130 ლარში უნდა ჩავეტიო
აბა ვინ იცის უკეთესი ვარიანტი ჩემთვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Nov 21 2009, 00:29
პოსტი #26


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



amroci

კალმახი წითელ ნუსხაშია და შესაბამისად მისი ჭერა აკრძალულია.... იმის და მიუხედვად, რომ ხალხი მაინც იჭერს - ფორუმზე ამ თემაზე მაინც არ ვსაუბრობთ.

რაც შეეხება ჯოხს - მე მგონი მე რომ მაქვს ლაითი ჯოხი, ეგეთი გამოგადგება ზუსტად და ფასშიც ჩაჯდები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 21 2009, 18:17
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



მეც ძალიან დამაფიქრა შენმა ჯოხმა. დრო მოვა ეგეთს შევიძენ
კალმახს რაც შეეხება. ჯერ ვერ ვითევზავებ საერთოდ. და მერე რომც მოხდეს სასწაული და დავიჭირო, აუცილებლად უკან გაუშვებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato79
პოსტი Dec 11 2009, 17:21
პოსტი #28


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 61
რეგისტრ.: 16-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას.
მეგობრებო, ერთი პატარა კითხვა მაქვს გამოცდილ სპინინგისტებთან. დღეს ვნახე ერთი სპინინგი, დამწყებს ალბათ ერთი სეზონი ეუოფა, სიგრძე 210, ტესტი 5-20 გრ, action-მრდიუმ, შეიძლება ცოტა გლეხურად გამომივიდეს, ძალიან რბილი ჯოხი იყო. და თვით კითხვა: action-ის ხარჯზე შესაძლებელია თუ არა 2-3 გრ. სატყუარებით თევზაობა? თქვენ როგორ ფიქრობთ ტყორცნა შესაძლებელი იქნება? ხო ჯოხი ტრაბუკოსი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 11 2009, 19:00
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



dato79
რავიცი ჯობია Lite და Fast-ი აიღო მაგდენ ჩალიჩს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato79
პოსტი Dec 11 2009, 19:20
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 61
რეგისტრ.: 16-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არ იყო newsmile090.gif , და რა უპირატესობა აქვს fasts medium თან? თან უნდათ რომ მაჩუქონ და ძვირიანის ყიდვაც არ უნდათ newsmile029.gif . და იმ თანხაში მხოლოდ ამ ტესტით და წყობით არის. თუ დაველოდო იქნებ რამე სხვა ვაყიდინო newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 11:29