რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, ნადირობის შესახებ კანონის მინუსები, რას ითხოვენ მონადირეები
gagrinski
პოსტი Jan 26 2013, 16:04
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე ფორუმელმა იცის რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომავალი შაბათისთვის კურიერში ვაკეთებ რეპორტაჟს კანონმდებლობაზე ნადირობის შესახებ რომელიც როგორც ვატყობ არავის არ მოსწონს და უამრავი მინუსი აქვს, ვინაიდან ის რაც თქვენ გაწუხებთ ჩემთვისაც არის პრობლემა(მოყვარული მონადირე ვარ) გადავწყვიტე დიდი რეპორტაჟი გავაკეთო და გავაგებინო ბოლოსდაბოლოს შესაბამის უწყებებს და ჩინოვნიკებს რომ კაბინეტიდან გაუსვლელად ნადირობის შესახებ ბრძანებულებების დებულებების და კანონების წერა არ შეიძლება.

ვინაიდან კურიერის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 5 წუთზე მეტი იყოს რეპორტაჟი-გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები კანომდებლობასთან დაკავშირებით, რა არ მოგწონთ, რა გინდათ რომ იყოს დაშვებული, რა მიგაჩნიათ უაზრობად კანონმდებლობაში.

რეპორტაჟში იქნება ყველა მხარე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მონადირეები. თქვენი რეკომენდაციით მინდა ორი ადამიანი ოჩოპინტრედან ვინც ამდემნი და ამდენი ატასი ადამიანის სახელით ცამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას.

მე მგონი კარგი საშუალება იქნება რაღაც შევცვალოთ ერთად უკეთესობისკენ.

პატივისცემით დათო კაკულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
14 გვერდი V   1 2 3 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 14)
levan81
პოსტი Jan 26 2013, 17:08
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
უნდა აიკრძალოს ელექტრო მანოკები, შეიქმნას შესაბამისი სამსახური, რომელიც მოახდენს მონიტორინგს და რეალურად დასჯის კანონდამრღვევებს. ჯარიმები უნდა გამკაცრდეს. გამოიხშიროს ტურა, მგელი, ენოტი....გაუქმდეს ის იდიოტური კანონი, რომლის თანახმადაც, გარკვეული თანხის საფასურად შეუძლიათ დათვზე, ირემზე და ა.შ. ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 26 2013, 17:15
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski
small3d018.gif


შეგატყობინებთ პასუხს მალე ჩემო ბატონო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jan 26 2013, 17:20
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მადლობა მეგობრებო, თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, მინდა გაწონასწორებული რეპორტაჟი გამოვიდეს, სეზონის ბოლო იმიტომ ავირჩიე რომ აგვისტომდე ბევრი დრო აქვთ და იქნებ ცოტა ტ...კი და თავი გაანძრიონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beberi iagi
პოსტი Jan 26 2013, 22:03
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირველ რიგში ჩემი აზრით მავნებლების პრობლემა უნდა დაისვას.. (ტურა მგელი ენოტი).. დაშვებული უნდა იყოს ნადირობა მთელი წლის განმავლობაში..
ძალიან დიდი ჯარიმა უნდა დაწესდეს ღამე ფარზე ნადირობისთვის... ასევე დიდი ჯარიმა უნდა იყოს მანოკის გამოყენებისთვისაც.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 26 2013, 22:10
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ბრაკების პარპაშზე და რეკომენდაციები გაიცეს, როგორც კაონონის წესრიგში მოყვანაზე, ასევე დასჯის მკაცსრ მექანიზმზე .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 26 2013, 23:36
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უპირველესი პრობლემა დენით მოთევზავეები არიან, მერე მტაცებლებზე უნდა დაიშვას ნადირობა, ტყის ქათამის სეზონი უნდა გადავიდეს როგორც წყალმცურავზე 1 მარტამდე. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ღამით ფარით ნადირობა ტყის ქათამზე და კურდღელზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jan 26 2013, 23:41
პოსტი #8


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




ციტატა(Chalimgela @ 27th January 2013 - 00:36) *
უპირველესი პრობლემა დენით მოთევზავეები არიან, მერე მტაცებლებზე უნდა დაიშვას ნადირობა, ტყის ქათამის სეზონი უნდა გადავიდეს როგორც წყალმცურავზე 1 მარტამდე. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ღამით ფარით ნადირობა ტყის ქათამზე და კურდღელზე

+დაისაჯონ სეზონის გახსნამდე მონადირე ბრაკონიერები.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 26 2013, 23:45
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნუკრიMax
+10000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 27 2013, 00:09
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



შეაჯამეთ ეხლა და ეგ არიის!

სხვა აღარაფერი გვინდა ჩვენ ეგ თუ გაკონტროლდა

ნელ-ნელა ჩავდგებით ფორმაში, მერე ნადირობაც გესიამოვნება კაცს და თევზაობაც! elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 27 2013, 00:28
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ადგილზე დაიხ**იტონ მწყერზე, ხაზს ვუსვამ მწყერზე ელ. მანოკით მონადირეები!!!!!!!!!!!! newsmile055.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gelka72
პოსტი Jan 27 2013, 01:22
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 253
რეგისტრ.: 2-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: barcelona catalunya



მე მაგალითად უცხო ქვეყანაში ვცხოვრობ და ვნადირობ, ნადირობა დაშვებულია მოლოდ ხუთშაბათს და კვირას. მგონი ესეც გასათვალისწინებელია თვენ რას იტყვით???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 27 2013, 02:35
პოსტი #13


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით.. აუცილებელია ყურადრება გამახვილდეს მტაცებლებზე. ნამდვილად არ არის სიახლე და უამრავი რეპორტაჟიც გაკეთდა მგლის თარეშზე. ასევე გადაჭამა ტურამ ყველაფერი. განსაკუთრებით მარნეული-თეთრიწყაროსკენ(რათქმაუნდა სხვაგანაც) ხოდა ამ ფონზე... ტაბუ ადევს მაგ საკითხს. ხელოვნურად რეგულირებას ვინ ჩივის... ჯარიმებია მაგათ ლიკვიდაციაზე. ერთი კი არის.. ითქვა წინა წლებში..რომ არანაირი ჯარიმა არ იქნება თუ სოფლის მიდამოებში იქნება ლიკვიდირებული..მაგრამ ეგ არ კმარა. უნადა დაიშვას გარკვეული კვოტა და ხელოვნურად შემცირდეს. ეგ პრობლემა მარტო მონადირის არ არის რათქმაუნდა და სოფლის მოსახლეობასაც ძალიან აწუხებს..განსაკუთრებით მწყემსებს.
მონადირის და მეთევზის ყველაზე დიდი პრობლემა კი დენის აპარატი და მწყერის მანოკია. და საერთოდ. თუ გააკონტროლებენ სიტუაციას..კარგი იქნება.. თან ცოტა ტვინიც დაატანონ მაგ კონტროლის დროს. ცემი ახლობელი 100 ლარით დააჯარიმეს იმიტომ..რომ სახლში დარჩა(მეექვსე თუ მეშვიდე გასვლაზე) 10 ლარიანი მოსაკრებლის ქვითარი. ანუ გადახდილი ქონდა..უბრალოდ სახლში დარჩა. ამ დროს მანოკის გალობას მიქონდა მთელი მინდორი. ასე რომ იქნება ისიც დაამუღამონ..ვინ არის დასაჯარიმებელი და ვინ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jan 27 2013, 09:17
პოსტი #14


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gelka72 @ 27th January 2013 - 02:22) *
მე მაგალითად უცხო ქვეყანაში ვცხოვრობ და ვნადირობ, ნადირობა დაშვებულია მოლოდ ხუთშაბათს და კვირას. მგონი ესეც გასათვალისწინებელია თვენ რას იტყვით???

ეგ აბსურდია ჩევნს პირობებში მარტო ორი დღე რომ იყოს სანადიროთ , ისედაც შაბათ - კვირას ისეთი ამბავია რომ გადიხარ და მერე რა იქნება წარმოიდგინეთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jan 27 2013, 09:47
პოსტი #15


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიდი პრობლემები :

ელექტრო მანოკი !!

ელექტრო აპარატი მდინარეებში !!

გადამფრენ ფრინველებზე ვადების გადახედვა . მაგ : აღმოსავლეთში იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ისეთ დროს შემოდიან მასიურად , სეზონი რომ მთავრდება ... იყო საუბრები და დისკუსიები 2 კვირითვადის გადაწევაზე წყალმვურავეებზე , მაგრამ ჯერ არაფერი ცვლილება არ მომხდარა

ნუ რაც შეეხება მავნე მტაცებლების რეგულირებას აუცილბლად არის რაღაც ზომები მისაღები !! კიდევ კარგი მონადირეების ნაწილი მაგ პრობლემას თავის ძალებით ებრძვის , თორემ წარმოიდგინეთ ამ კანონის გამო რომ არავის ესროლა მტაცებლებისთვის ამ წლების მანძილზე რა კატასტროფულ შედეგს მივიღებდით newsmile045.gif
როგორც ვიცით მგლის ძირითად რაციონს შეადგენს კეთილშობილი ირემი , მწირი პოპულაციის გამო ადამინების ჭამის ფაქტების დაფიქსირდა სხვა სამეურნეო ზარალებზე რომ არ ვილაპარაკოთ newsmile05.gif
ზოგზოგიერთები ირწმუნებიან რომ მგელზე ნადირობის დაშვება არ შეიძლება . ერთი მაგალითი მოვიყვანოთ მაშინ : მგლის დღიური ნორმა დადგენილია რომ არის 5 კილომდე ხორცი(ნუ ჩვენთან დამშეულები დარბიან ) newsmile05.gif
ამოვიღოთ სტატისტიკა მგლის რაოდენობის საქართველოში თუ არსებობს და შევადაროთ დარჩენილი კეთილშობილი ირმის რაოდენობაზე წონით , მგონი საინტერესო ციფრებს მივიღებთ newsmile045.gif
არარეალური ლოგიკა მგონია მგელზე რომ ნადირობა დაუშვან იგი თურმე გადაშენდება(იყო ეს ვერსიაც) თან საქართველოს პირობებში , როცა უმეტესი რელიაფი მთა - გორიანს და მიუდგომელ ადგილებს წარმოადგენს.

რაც შეეხება ენოტისებრთა ძაღლს , ყველამ ვიცით რომ ექსპერიმეტის სახით იქნა შემოყვანილი სარეწაო მიზნებისთვის და ამ ექსპერიმენტმა სავალალო შედეგი მიიღო , რადგან ადგილობრივ ქათმისებრთა წარმომადგენლებს პირწმინდათ ანადგურებს ხეზეც მშვენივრად დაძვრება newsmile045.gif რა ქნას მისი ძირითადი რაციონია newsmile05.gif ამიტომაც მონადირეების მიმართ მასზე მოთხოვნითი ამოღება უნდა იქნეს მიღებული ბუნებიდან(ჩემი აზრით ) .

დაიშვას შესაბამის სეზონზე მდევარი ძაღლებით ნადირობა ტურა-მელიაზე რა თქმა უნდა უფასოდ , ზამტარში როცა ბეწვი გამოსედაგია სარეწაო მიზნებისთვის . ხოლო კურდღელზე იყოს ლიცენზიები სანამ ძალიან მაგრად არ მორავლდება . ამა ფაქტორს ღამე სანათი საშუალებებით ნადირობის კონტროლი და სოლიდური სანქციები უშველის ჩემი აზრით newsmile05.gif

დანარჩენ მოსაზრებებსაც დავამატებ ... რადგან პრობლემები ბევრია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:42