რუბრიკიდან, იცით თუ არა რომ... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რუბრიკიდან, იცით თუ არა რომ... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა საჭიროა, იტდ (ია ტაკ დუმაიუ აჩუს სინონიმი)
აი მაგალითად ამდენი ხანია ოჩოპინტრეს ფორუმზე ხართ და არ იცით რას ნიშნავს ოჩოფობია - ტრანსპორტით გადაადგილების შიში (ნებისმიერი დედამიწის ზედაპირზე გორვით გადაადგილებადი საშუალება, ნუ ურემი და მისთანები არ იგულისხმება, უფრო ძრავიანი და ავტომობილის ტიპის საშუალება) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი თემააა, ძველი, მაგრამ შემეცნებითი..... ჩემი აზრით....
![]() 1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვი 2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ 3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე 4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან 5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა 6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს 7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა 8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ 9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია 10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება 11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ 12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
13. ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფო, სადაც 1983 წლის შემდეგ არცერთი ბავშვი არ დაბადებულა- ვატიკანია
14. საუდის არაბეთში, არცერთი მდინარე არ არის 15. ყველაზე დიდხანს უწყლოდ, ვირთხა ძლებს 16. წარმოიდგინეთ და სირაქლემას, თვალები, ტვინზე დიდი აქვს 17. ესპანეთი ნიშნავს: კურდღლების ქვეყანას 18. ლას-ვეგასის არცერთ კაზინოში, საათი არ არის 19. საჰარის უდაბნოში, 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი მოვიდა 20. რომის იმპერატორი კლავდიუსი, ცოლმა მოწამლა, მან კლავდიუსის საყვარელ სოკოს კერძში, შხამი შეურია 21. ანგლო-საქსურიტრადიციის მიხედვით, ქორწილის დროს სასიმამრო სასიძოს ქალის ფეხსაცმელს მიართმევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქალი მისი კუთვნილებაა 22. ძველ რომში თუ ოპერაციის დროს პაციენტი კვდებოდა, ექიმს ხელს აჭრიდნენ 23. 9 წლის აინშტაინს ლაპარაკი უჭირდა, ამიტომ მშობლები თვლიდნენ, რომ ბავშვი ჩამორჩენილი იყო 24. ტომას ედისონს სიბნელის ძალიან ეშინოდა, აიმტომ მან ელექტრონათურა გამოიგონა 25. მაკრატელი, ლონარდო და ვინჩიმ გამოიგონა 26. არაბულად სიტყვა --კაიფი-- ჭამის შემდეგ მოსვენებას ნიშნავს 27. ცეცე ბუზს, ფეხებით ესმის 28. ნიანგი ენას გარეთ ვერ ყოფს |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
29. კოკა-კოლა თავიდან იყო მწვანე.
30. ჰავაური ანბანი შედგება მხოლოდ და მხოლოდ 12 ასოსგან. 31. კაცებს შეუძლიათ უფრო პატარა შრიფტის წაკითხვა; ქალებს კი უკეთესად ესმით. 32. ყველაზე მეტი როლს როისი დადის- ჰონგ კონგში. 33. თოჯინა ბარბი, რომ იყოს ნადვილი ადამიანი, მისი მონაცემები იქნება ასეთი: 39-23-33 34. ამერიკელების მიახლოებით 36 % აცხადებს, რომ ისინი ღმერთს ელაპარაკნენ. 35. საშუალო ზომის ძაღლის გაზრდა 11 წლამდე ჯდება დაახლოებით $6.400 36. ამერიკელების 7 % ჭამს მაკდონალდსში ყოველ დღე. 37. ჯეიმს ბუჩანონი – ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი იყო, რომელსაც არ ყავდა ცოლ-შვილი. 38. ელეანორა რუზველტი – ერთადერთი პირველი ლედი იყო, ვინც ატარებდა იარაღს. 39. თაფლი – ერთადერთი საკვებია, რომელიც არასოდეს ფუჭდება. 40. ჩიტი კოლიბრი – ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით. 41. ანტარქტიკა – ერთადერთი კონტინენტია სადაც არ არსებობენ რეპტილიები და გველები. 42. ღორი – ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია “ზაგრის” მიღება ადამიანის მსგავსად. ![]() ![]() 43. არწივს შეუძლია თავისუფლად მოკლას ახალგაზრდა ირემი და თან წაიღოს თავის ბუდეში. 44. პოლარული დათვები არიან ცაციები. 45. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მშობლები იყვნენ 8 და 9 წლისები და ცხოვრობდნენ ჩინეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში. 46. ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი იყო 11 წლის. 47. სხეულთან პროპორციით, კაცები უფრო ძლიერები არიან ვიდრე ცხენები. 48. ცხვირი და ყურები არასდროს წყვეტენ გაზრდას! 49. ჩვენს მზის სისტემაში იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტაა. 50. ცხელი წყალი უფრო მძიმეა, ვიდრე ცივი. 51. პარაშუტი მოიგონა და ვინჩიმ 1515 წელს. 52. იაპონიაში გამოიყვანეს ოთხკუთხედი საზამთროები, მეტი პრაქტიკულობისთვის. 53. ნაყინი უფრო ცოტას იწონის, ვიდრე რძე. 54. პირველად საბეჭდ მანქანაზე დაიბეჭდა ნოველა “ტომ სოიერი” |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
55. მეცნიერები ამბობენ რომ,რაც უფრო მაღალია ჩვენი ინტელექტის მაჩვენებელი,მით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი სიზმრები. პ.ს. წარმომიდგენია აქ ზოგ-ზოგიერთები რა სიზმრებს ნახულობენ ![]() 56. ყველაზე დიდი უჯრედი ქალის სხეულშია არის კვერცხუჯრედი,ხოლო ყველზე პატარა უჯრედი კაცის სხეულში,სპერმატოზოიდი 57. ჩვენ ვსარგებლობთ 200 კუნთით რომ გადავდგათ ერთი ნაბიჯი 58. საშუალო სიმაღლის ქალი 5 დიუმით დაბალია საშუალო სიმაღლის კაცზე 59. ადამიანის წყვილი ფეხი შეიცავს 250.000 საოფლე ჯირკვალს 60. სავსე შარდის ბუშტი არის რბილი ბურთის წონა 61. ადამიანის ტვინი 5-ჯერ დაიტევს იმდენ ინფორმაციას რამდენიც არის ყველაზე დიდ ენციკლოპედიაში 62. საჭმლის მოხვედრას პირის ღრუდან მუცელში 7 წამი სჭირდება 63. საშუალოდ ადამიანის სიზმარი გრძელდება 2-3 წამი 64. თითოეულ თქვენს ფეხზე ტრილიონი მიკროორგანიზმია 65. ჩვენი სხეული იძლევა იმდენ სითბოს 30 წუთში,რომ აადუღოს ერთი გალონი წყალი 66. ჩვენს კბილებში მდებარე მინანქარი ყველაზე მძიმე ნივთიერებაა მთელს სხეულში 67. კბილების ზრდა იწყება დაბადებიდან 6 თვით ადრე 68. ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ღვინოს მედიკამენტის სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ფაღარათი, ლეთარგია და ტკივილი მშობიარობისას. 69. მეფე ერეკლე II-ს სამი ქორწინებიდან ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ჰყავდა… 70. პარტენოფობია არის ქალწულობის დაკარგვის შიში… . 71. 7 წლის შირლი ტემპლი აშშის კინოაკადემიის ისტორიაში „ოსკარის” ყველაზე ნორჩი მფლობელი გახდა. 72. 1998წელს, მრავალწლიანი შრომის შედეგად კინოეკრანებზე გამოვიდა უოლტ დისნეის ნახატი ფილმი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” 73. უოლტ დისნეი აღიარებულია მულტიპლიკაციური ფილმების პირველ ავტორად მსოფლიოში. მისი სახელობის სტუდია დღემდე დიდად პოპულარულია. 74. უნგრელმა ჟურნალისტმა ლალო ბირომ ბურთულიანი საწერი კალამი გამოიგონა. 75. 1938 წელს, შვეიცარიულმა ფირმა „ნესტლემ” მრავალწლიანი კვლევის შედეგად გამოუშვა ყავა „ნესკაფე” 76. რუსმა ემიგრანტმა აშშ-ში, იგორ სიკორსკიმ დააპროექტა და აამუშავა მსოფლიოში პირველი პრაქტიკული შვეულმფრენი. 77. მიგელ სერვანტესი და ულიამ შექსპირი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს 1616 წლის 23 აპრილს.. 78. თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად. 79. ღორს ორგაზმი ნახევარ საათს უგრძელდება. (ვაა რა ბედნიერია ხედააამთ? ![]() ![]() ![]() ![]() 80. კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება. 81. ზოგიერთი ლომი სქესობრივ კავშირს დღეში 50-ზე მეტჯერ ამყარებს. 82. ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ. 83. სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია. 84. ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია. 85. გიტარების ოსტატმა გიბსონმა მსოფლიოში პირველი ელექტრო გიტარა E9-150 შექმნა 1935 წ. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
86. წელიწადში მხოლოდ ერთი თვეა ისეთი, როდესაც წყლის დონე ერთნაირია ატლანიკისა და წყნარ ოკეანეში. ეს ხდება თებერვალში. წლის დანარჩენ დროს კი წყნარი ოკეანის დონე უფრო მაღალია.
87.აეროდინამიკის კანონების მიხედვით მაისის ხოჭო ვერ უნდა ფრენდეს! მისი ფრთების ამწევი ძალა თეორიულად არ კმარა ხოჭოს ასაფრენად. ხოჭო კი აინურშიც არ აგდებს ამ კანონებს და მაინც ფრენს! რატომ? მეცნიერები თავს იტეხენ ამ ამოცანის ამოხსნაზე. და თუ ჩასწვდნენ ხოჭოს საიდუმლოებას, ამან შეიძლება მთელი გადატრიალება მოახდინოს ავიამშენებლობაში. 88. ჯუჯა ანცი- ასე ეწოდება ყველაზე პატარა მაიმუნს. ზრდადასრულებული ჯუჯა ანცის "სიმაღლე'...114 მილიმეტრია. წონა კი 120 გრამი. 89. ეკვატორზე წყლის ტემპერატურა ოკეანის ფსკერზე +1.6 გრადუსს უდრის. 90. "დილის 10 საათია, სამშაბათი დღე. მანქანა გაგვიფუჭდა ნიუ-იორკიდან 210 მილის დაშორებით უსასოოდ დავცურავთ ბურანში. მოგვაშველეთ ბუქსირი... რაც შეიძლება სწრაფად..კაპიტანი.." ეს ბარათი ავარიით დაზიანებული საოკეანო გემიდან მოიტანა მტრედმა არნომ. სქელ ბურუსში არნომ 210 მილი 4 საათსა და 40 წუთში გადაიფრინა ოკეანის თავზე. სხვათაშორის ეგ მტრედი ფანჯრიდან მოკლა ვიღაც არაკაცმა და მაშინ ნახეს ეგ ბარათი(ჩემი შენიშვნა) 91. ერთმა ჩიტების მოყვარულმა ფრანგმა "მარსელიოზის" სტვენა ასწავლა თავის შოშიას, მერე გალიის კარი გაუღო და გაუშვა. რამდენიმე დღის შემდეგ შოშიების მთელი გუნდი სტვენდა "მარსელიოზას". 92. იუგოსლავიის ქალაქ გევგელიის გარეუბნის ერთ სოფელში მონადირე იანკოს ყავდა ძაღლი და კატა, რომლებიც მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ. მაგრამ ეს როდია საკვირველი, განსაცვიფრებელია ის, რომ როდესაც პატრონი ძაღლთან ერთად სანადიროდ მიდიოდა, მას ყოველთვის თან ახლდა კატა, რომელიც ატიურ მონაწილეობას იღებდა კურდღლების დაჭერაში. შინ ყოფნისას კი ძაღლი თავის მხრივ თაგვების დაჭერაში ეხმარებოდა კატას. (ინფორმაცია მოძიებული თორმეტ ტომეულიდან "ნადირობა. მოგზაურობა. თავგადასავალი".) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th July 2025 - 12:11 |