მარჯვენა თუ მარცხენა ))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მარჯვენა თუ მარცხენა ))) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხალხებო, აბა გამომხედეთ აქეთ. ალბათ ყველა გაიგებდით ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვას შეეხება. და 150 ლარიან სტიკერს "ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო".
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მიცემითში გავიგნო თუ წოდებითში? შენ მარტო მითხარი
ჯერ გზას მიხედონ და მერე მიხედონ მანქანებს. ესენიც მალე გაუყვებიან შორეულ გზას |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ ასეთია ჩემი აზრი და ხედვები.
1. არავის აქვს უფლება ადამიანს აუკრძალოს იმ ავტომობილის ყოლა რომელიც მას მოსწონს. ეს ეხება, როგორც მარჯვენა საჭიან, ისე ძველ ავტომობილებს. გამოსავალი: გინდა მარჯვენა საჭიანი? გადაიხადე. დადგინდეს გარკვეული ყოველწლიური ტარიფი, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ყოლაზე. მარჯვენა მარჯვენა საჭიანებს ფარების ნათების მიმართულება და კუთხე სხვა აქვს. მოსათხოვნია მათი რეგულირება ( ისევ ტექ. დათვალიერებამდე მივედი) ან რეგულირების შესაძლებლობის არქონის შმეთხვევაში, მოსთხოვე ფარების შეცვლა დაშვებული მიმართულების ოპტიკით. 2. გინდა ძველი ავტომობილი? გაიარე ტექ. დათვალიერება, ნუ დაარღვევ ტექნიკურ და ეკოლოგიურ ნორმებს და პაჟალსტა ირახრახე რეტროთი. 3. "ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო"- რას გვაძლევს ეს ფირნიში? რაში გადავიხადო 150 ლარი? რა... გავაფრთხილო სხვები, რომ ჩემი ავტო მოჭარბებული რისკის მატარებელია და მომერიდეთთქო? მაშინ გადაახდევინონ გაზ ჩაყენებულ ავტოების მფლობელესაც და მიაკვრევინონ ფირნიში, ისენი უფრო მეტი საფრთხის შემცველები არიან. აზრი მხოლოდ ერთია ამ შემთხევაში: ბიუჯეტის შევსება. 4. და მთავარი........ ამდენ ბალამუტობას, დააწესონ გაზრდილი ტარიფი მარჯვენა საჭიან ავტომობილების განბაჟებაზე . აუცილებლად შემოიღონ ტექ. დათვალერება ( და არა ფულის კეთების სტანოკი). მესმის ეს ყველაფერი, გაჭირვებული ხალხის უფრო გაჭირვებას გამოიწვევს, მაგრამ სამაგიეროდ: 1. გადარჩება უამრავი ადამიანის სიცოცხლე. 2.და მთავარი გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა, 2. განახლდება საერთო ავტო პარკი, 3. შემცირდება უარგისი ავტომობილების რაოდენობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოძრაობის ნაკადის შემცირებას და საცობებს აგვარიდებს. ისე ჯერ სად ხართ..... ეხლა ცოტა ხანში ფურაშკიან-ღიპიან-კალიასკიანი მოტოებით "გაიშნიკებიც" გამოჩნდებიან და დაიწყებენ ტალონების ხ**ეტვას და ჩასასაფრებულები რადარების მოშვერას. ჰაჰა.... რა მაგარი იქნება..... შევეცი მოკლედ ........... ნუ ვის ამას თვითონ მიხვდებით........ პატივისცემით (არა თქვენი პატივცემით და არა იმიათი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საბო
რამდენის გაანალიზება მოგისწრია შე კაცო , ჩვენც დაგვიტოვე სათქმელი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საბო
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
2008 წლიდან დღემდე მყავს მარჯვენა საჭიანი მანქანა. ეს უკვე მესამეა. მეოთხეს უკვე მარცხენა საჭიანს ვიყიდი. ნელ-ნელა მივედი ამ აზრამდე ისევე როგორც მეორად საბურავს აღარ ვიყიდი არასოდეს. რამოდენიმეჯერ შემექმნა მარჯვენა საჭის გამო საავარიო სიტუაცია. ანუ ტრასაზე გასწრებისას (მარტი ვიჯექი მანქანაში და მარცხნივ არავინ არ მეჯდა რომ ეკარნახა გზა თავისუფალი იყო თუ არა) კინაღამ შევასკდი შემხვედრ მანქანას. ასეთი შემთხვევა ამ 6-7 წელიწადში შეიძლება 2-3 იყო მაგრამ მაინც ხომ იყო. იშვიათად მაგრამ მაინც მექმნება მარჯვენა საჭის გამო პრობლემა. განსაკუთრებით გვერდით თუ არავინ გიზის, გასწრებისას გიჭირს და ნერვიულობ. ისე თუ ვთქვათ ქალაქში მოძრაობ და არ ასწრებ არანაირი პრობლემა არ არის. ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა მთავრობის მხრიდან, არა და იაპონიის მანქანები მაგარი შენახული და იაფია. აზერბაიჯანში 2005 წლის ქვემოთ გამოშვებული მანქანების რეგისტრაცია აკრძალეს და ადვილად შეეგუა მოსახლეობა.
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. მარჯვენა საჭიანის აკრძალვით საავარიო სიტუაციების რისკი მცირდება. მოსახლეობას კი ეზღუდება შანსი იაფად შეიძინოს კარგი (მაგრამ მარჯვენა საჭიანი) მანქანა. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ბიუჯეტი როგორ შეივსება აკრძალვით საინტერესოა???
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მარტივად რო ვთქვათ თუ იცი ტარება მნიშვნელობა არაააქ რულს საით იქნება, პროსტა ბიუჯეტის და ხალხის გაღვლეპის თემაა რა
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჭე საით არის. მარჯვენასაჭიანი მანქანა საფრთხეს ქმნის და ასევე ძველი მარცხენასაჭიანი (მით უმეტეს მარჯვენა) ხრონგებიც რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. დილით სახლიდან რომ გამოვალ ვაჟაზე სუნთქვა არ შეიძლება ისე იგრძნობა გამონაბოლქვი. ყოველივე ამას დარეგულირება რომ ჭირდება არც ეგაა სადაო მგონი. მთავარია სწორედ მიუდგნენ და მართლა მარტო ბიუჯეტის შესავსებად არ შემოიღონ ახალი კანონები.
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
როგორც გავიგე აკრძალვაზეა საუბარი და არა რაიმე დამატებით ბაჟის დადებაზე. მაინც ვერ ვიგებ აკრძალვით ბიუჯეტი როგორ შეივსება? ანუ 2016 წლის მარტიდან ვეღარ განაბაჟებ მარჯვენარულიან მანქანას (ამის შემდეგ ვეღარ შემოიყვანთო). რაც ქვეყანაშია მათზე არაფერი იყო ნათქვამი. სანამ იარსებებს 2016 წლის მარტამდე შემოყვანილები, იქნებიან, მათზე არანაირ რეგულირებაზე არ არის ჯერჯერობით საუბარი და შემდგომ თუ რამეს ცვლიან და ვინმემ იცით დაწერეთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს კანონპროექტი მე ასე გავიგე: 2016 წლიდან (თუ დაამტკიცეს რა თქმა უნდა) ვეღარ შეოიყვანენ მარჯვენა საჭიან მანქანას და ვერ განაბაჟებენ. რეექსპორტზე და დასაშლელად მგონი პრობლემა არ შეექმნებათ.
რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს: აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. დადებითი: 1. აღარ გაიზრდება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რიცხვი. (თორე უკვე იაპონიის ერთ-ერთი პროვინცია გავხდით) 2. ეს ავტომობილები, იმდენად ბევრია და იმდენად იაფი, რომ ყველა მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს, თან მარჯვენა საჭით. (აიღებენ მართვის მოწმობას და მეორე დღეს ყიდულობენ მანქანას. რითიც იზრდება უბედური სემთხვევების რისკი.) 3. შედარებით გაიზრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც გაზრდის მის ფასს და ასე ყოველ მეორეს უკვე აღარ ეყოლება მანქანა. (რაც შემაცირებს ავტომობილების რაოდენობას ქალაქში. თუ არ შეამცირებს, კატასტროფულად მაინც არ გაზრდის) უარყოფითი: 1. ის ადამიანები, რომლებიც გადართულნი არიან ამ საქმეზე და ორ კაპიკს შოულობენ, შეუმცირდებათ გაყიდვები. შესაბამისად შეუმცირდებათ შემოსავალი რაც ძალიან ცუდია. თუმცა ამ თემაში გამოცდილი კაცი, ადვილად ადაპტირდება ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, ეს მინუსი არ არის, მაგრამ მაინც.... 2. იმ ადამიანებს, ვისაც დღემდე (ანუ სანამ გაჟღერდებოდა ამ კანონის შესახებ) უკვე ნაყიდი აქვს მანქანა და გზაშია, 2 თვის შემდეგ რომ ჩამოუვა ეს მანქანა, სად წაიყვანოს? ალბათ ამასაც კანონით დაარეგულირებენ. თუმცა დიდი იმედი არ მაქვს. 3. ხალხი აბუნტდება. თუმცა ეს იქნებ კარგიც იყოს, თორე მაგრად გადაისხეს თავზე უკვე.... 150 ლარიანი ფირნიში, სრული იდიოტიზმია. მოკლედ, რაღაცეები არ მახსენდება. ნუ დამიწყებთ კამათს იმაზე, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილი საფრთხეს არ წარმოადგენს: 1. ზოლებს ვერ იცავენ ან არ იცავენ. მაგრამ ასე 90% რომ ასე დადის, ეს უკვე პრობლემაა. მართალია მარცხენა საჭიანებიც არ აკლებენ, მაგრამ მარჯვენა საჭიანი რომ მიდის ჩემ წინ, მაშინვე ვხვდები და ფრთხილად ვარ. 2. ტრასაზე, გასწრებაზე, საშინელი საფრთხეა. თუ მარტო ზის მძღოლი ხომ საერთოდ. არ მითხრათ, რომ ვინც მარჯვენა საჭესთან სხედხართ, არ გიჭირთ ტრასაზე სიარული. ამასწინად, კინაღამ მარჩი გავაპე შუაზე გლდანში. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარჯვენა საჭეს ზემოდან ემატება ქართული იდიოტური სიარული მანერა რაც დამეთანხმებით, რომ დიდი პრობლემაა. ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, თან მომხრე ვარ ამ კანონის და თან არა. მაგრამ რაღაც უნდა გაკეთებულიყო აშკარად. თვითონაც კარგად ხედავთ რა მდგომარეობაა თბილისში. ასე, რომ უფრო მომხრე ვარ, რომ ეს კანონი ამოქმედდეს. ახლა მეტყვით, დაგაზული მანქანებიც საშიშიაო. მართალიც იქნებით, საშიშია. მაგრამ გაზზე შემოიღეს სავალდებულო დათვალიერება რასაც ნამდვილად არ მოყოლია ხმაური, იმიტომ რომ საჭირო იყო ეს გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც რაც თანდათან დაარეგულირებს გაუმართავი სისტემის გამართულად მუშაობას. აბა გისმენთ, გადამეცით ანათემას.... ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
2. ეს ავტომობილები, იმდენად ბევრია და იმდენად იაფი, რომ ყველა მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს, თან მარჯვენა საჭით. (აიღებენ მართვის მოწმობას და მეორე დღეს ყიდულობენ მანქანას. რითიც იზრდება უბედური სემთხვევების რისკი.) ესეიგი რაგამოდის ბატონო ჩემო თუ 5000 + არ აქვს კაცს უმანქანოდ უნდა იაროს? 3000 დოლარად მშვენიერი მანქანები მოდის მარჯვენა საჭიანი ახალი ლეგასი სკაილაინი ფორესტერი და ა.შ და ამ ფასად იაპონიიდან თუ აკრძალეს რა ჯანდაბა ვიყიდო? დანჯღრეული ტროიკა თუ ოპელი? რომელი უფრო აბინძურებს გარემოს? მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს, ვისაც უნდა უნდა ყავდეს კიდეც გავგიჭდები რა ყველა იმაზე წუწუნებს რო პრობკებია ქალაქშიო, თბილისი მანქანებს ვეღარ იტევსო და ასე შემდეგ და რულიდან არ ჩამოდიან მე რო არამაქ საშუალება ძვირიანი მანქანა ვიყიდო ჩემ ხარჯზე უნდა ეშველოს მოძრაობას? 3. შედარებით გაიზრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც გაზრდის მის ფასს და ასე ყოველ მეორეს უკვე აღარ ეყოლება მანქანა. (რაც შემაცირებს ავტომობილების რაოდენობას ქალაქში. თუ არ შეამცირებს, კატასტროფულად მაინც არ გაზრდის) ეს კარგია მერე? გაფიცებ ეხლა პრადო უფრო სჭირდება კაცს თუ იაფიანი მანქანა რითაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს არჩენს მაპატიეთ თუ მეჩვენება მაგრამ მგონია რომ გინდათ რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს მანქანების ყიდვა გაუჭირდეს? არარი ეს ეგოისტური? |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩელე
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას. საცობია თუა მიზეზი მისი დარეგულირების სხვა ბევრი გზა არსებობს. ტექ დათვალიერებას ვემხრობი 100 % |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას. ყველას უნდა რო არიყოს პროპკები ქალაქში გასაგებია დამღლელია ნერვების მომშლელი საწვავის ხარჯიჩ იმატებს მაგრამ რომ უთხრა მეტროთი იარეო არავინ იზავს |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კარგით რა, მანქანა არის ფუფუნების საგანი, სხვა შემთხვევაში კი შემოსავლის წყარო. 1500$ რომ მოაგროვებს ადამიანი და გარბის მანქანის საყიდლად, ეგ ნორმალურად მიგაჩნიათ?
გადატენილია ასეთი 1000$ მანქანიანი ქალებით ქალაქი, ქართველები ისეთი პაკაზუხა ხალხი ვართ, ლიჟბი მანქანით ვიაროთ და მარჯვენა საჭის დედაც, საჭმლისაც, და ჩასაცმელისაც. მშივრები კვდებიან და განვადებით აიბოლიტ ს6 გამოაქვთ. ასეთი ხალხისთვის რაც უფრო ძვირი იქნება ავტომობილი, მით უფრო დაისვენებს ყველა. |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეგობრებო მართლა არ მესმის, მე მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა შეიძლება ბევრმა იცოდეს integra
type-r ეს ავტომობილი მხოლოდ იაპონიაში მხოლოდ მარჯვენა რულით გამოდის საუკეთესო მონაცემებით, მხოლოდ ბიუჯეტური მანქანები ხო არაა ზოგს არ ყავს სხვა ქვეყანაში ანალოგი. ფულის მოგროვებას და ბევრი რამის მოკლებას თუ ეხება საქმე (ჭამას არ ვგულისხმობ) მე ვარ ეგეთი ადამიანი და მესმის სხვისიც კარგად მინდა ავტომობილი მაქ მიზანი და იმ მიზნისთვის ვიკლებ ბევრ რამეს პაკაზუხობად არ ვთვლი ამ საქციელს, მინდა დავკავდე სპორტით და იმიტო მჭირდება ვიღაცას სოფელში წასვლა უნდა ვიღაცას სანადიროდ ყველას ხო თავისი ჭიის გასახარებლად უნდა რატო უნდა ქონდეს ერთეულებს ამის შანსი და არა უმრავლესობას. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shotaa: Dec 5 2015, 01:03 |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ ქვეყანაში საერთოდ კონსტიტუცია არსებობს ნეტა? როდისაქეთია შეძლებული მოსახლეობის ფენა უწყვეტავს ყველა დანარჩენს რაიყიდოს როდის და სად მითუმეტეს საყოფაცხოვრებო ნივთზე ვლაპარაკობთ. აკრძალვებით კიარა ახალი შემოვლითი და ქალაქს რომ კვეთს ისეთი გზატკეცილი თუ რაქვია არვიცი ეშველება პრობკებს. სხვა ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი პრობლემები და მშვენივრად გადაჭრეს არაა საჭირო ველოსიპედს თავიდან მოგონება თანაც მახინჯის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კაგებეს ნოსტალგია სუფევს და ჩვენივე თავს აკრძალვებს ვუწესებთ
|
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნებისმიერი კანონი რაღაცას კრძალავს და არეგულირებს. მე ვერ ვხედავ პრობლემას თუ მთავრობა ახალი და მარცხენასაჭიანი მანქანების ქვეყანაში იმპორტს წაახალისებს, ხოლო ძველი და მარჯვენასაჭიანისას შეზღუდავს. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შემოყვანილ მანქანებს აქ უფრო მტკივნეული იქნება რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცით უნდა დაიწყონ.
|
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აბა ისაა ნორმალური ძველი დიზელის ძრავიანი მარშრუტკები, ან ჯიპები თუ სედანები ან თუნდაც სამარშრუტო ავტობუსები საშინლად რომ ჭვარტლავენ გარემოს თუ ის რომ ტაქსების უმრავლესობა საშინლად გაუმართავია? (იმდღეს ჩემს წინ მიდიოდა ტაქსი უკან სხვადასხვა სიმაღლის საბურავი ეყენა თუ რა ჭირდა ვერ მივხვდი, მანქანა ლამბადას ცეკვავდა თან კლიენტი ეჯდა) არც ისაა ნორმალური რომ ქვეყანაში სადაც მარჯვენა მოძრაობაა მარჯვენასაჭიანი მანქანები თუ არ ჭარბობს. არც ბევრად ნაკლებია მარცხენასაჭიანზე. ყოველივე ამას დარეგულირება ჭირდება! და ზემოთ აღნიშნული ტიპის მანქანების მფლობელებს აუცილებლად შეეხება მეტნაკლებად, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყველას უნდა რო არიყოს პროპკები ქალაქში გასაგებია დამღლელია ნერვების მომშლელი საწვავის ხარჯიჩ იმატებს მაგრამ რომ უთხრა მეტროთი იარეო არავინ იზავს გეთანხმები მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე იქნება, რამოდენიმე ქალაქში ვარ ნამყოფი და ჩვენ ქალაქთან შედარებით ყველგან განიერი გზებია, ჩვენთან გზებიც არაა. |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე ვერ ვხედავ პრობლემას თუ მთავრობა ახალი და მარცხენასაჭიანი მანქანების ქვეყანაში იმპორტს წაახალისებს ამისი წახალისების ერთადერთი გზაა ნორმალური სამსახური და ხელფასი. დღესდღეობით კი ეს ჩვენთან ფუფუნებად ითვლება. ათეულს გადავცდი კაი ხანია მანქანებში, აქედან არცერთი მარჯვენა და გადატანილი არ ყოფილა, უბრალოდ არ შეიძლება ასე ვიღაცის ნებაზე კანონების მიღება-გაუქმება. ზეგ მოვა ვინმე ახალი და გვეტყვის იგულავეთ ბიჭებო, გავაუქმე ამათი დამტკიცებული კანონიო, მაზეგ კიდე სხვა მოიფიქრებს რამე ოქროს და აეეე...რავი აბა, "კაკ მინიმუმ" უფლება ირღვევა ადამიანის, რომელსაც უნდა ყავდეს მარჯვენა საჭიანი მანქანა! გააძვირონ განბაჟება ცოტა, ფულიც შევა ბიუჯეტში და კოლოფი ასანთის ფასიც არ ექნება მანქანებს. ვისაც გულით უნდა კიდე, პატარას გაიჭირვებს და მაინც იყიდის. პოტენციური ათიდან შემოვა 2-3 და ქალაქსაც ეშველება და არც ბიუჯეტი დაიქცევა, ია ტაკ დუმაიუ))) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სწორედ მაგას ვგულისხმობდი, გააძვირონ ძველი ან/და მარჯვენასაჭიანების განბაჟება, მარცხენა საჭიანისა და ახალის კი გააიაფონ და წახალისებაც ეგ იქნება.
პ.ს კარგ სამსახურს და მაღალ ხელფასებს მხარს ვუჭერ ორი ხელით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხალხნო გამოსავალი ძალზედ მარტივია.
გაძვირდეს 20-30%-ით მარჯვენა საჭიანი მანქანების განბაჟება. (შემცირდება რეალიზაცია, შემცირდება დროსი ცოტა გრძელ ვადაში მარჯვენა საჭიანი მანქანების რაოდენობა). აუცილებელი გახდეს ტექ. დათვალიერება პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორზე, მაგ: ტაქსი, სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი და სატვირთო ავტომობილები.( მაგალითად ვადა დადგინეს 6 თვის პერიოდშინ გაიაროს პირველი ტექ. დათვალიერება. ხოლო ყოველ შემდეგ წელს კი ჩვეულებრივად როცა მოუწევს მაშინ. ეს ხარჯი ერთბაშად არ ექნება გადასახდელი და არც რიგები იქნება ტექ. დათვალიერების სადგურებში.) ამ 6 თვის პერიოდის გავლის შემდეგ აუცილებელი გახდეს ტექ. დათვალიერება კერძო მოხმარების მაქანებზე იგივე პრინციპით. ამ ყველაფრისთვის საჭირო იქნება ახალი ტექ. დათვალიერების სადგურების აშენება, მომსახურე პერსონალის მომზადება. რაც თავის მხრივ დაასაქმებს კიდევ ბევრ ადამიანს და ეს ცალკე ხეირი იქნება კიდევ როგორც ხალხისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. მესმის , რომ გამოიწვევს ხალხის ნაწილობრივ გაღიზიანებას ( თავის დროზე დიდი შეცდომა იყო გაუქმება) , მაგრამ მოიტანს ბევრ სარგებელს. და კიდევ რა დადებითი შედეგები ექნება ეს ზემოთ უკვე დავწერე. |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
assassin29
ესეიგი რაგამოდის ბატონო ჩემო თუ 5000 + არ აქვს კაცს უმანქანოდ უნდა იაროს? 3000 დოლარად მშვენიერი მანქანები მოდის მარჯვენა საჭიანი ახალი ლეგასი სკაილაინი ფორესტერი და ა.შ და ამ ფასად იაპონიიდან თუ აკრძალეს რა ჯანდაბა ვიყიდო? დანჯღრეული ტროიკა თუ ოპელი? რომელი უფრო აბინძურებს გარემოს? 3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. ![]() ვისაც უნდა უნდა ყავდეს კიდეც გავგიჭდები რა ყველა იმაზე წუწუნებს რო პრობკებია ქალაქშიო, თბილისი მანქანებს ვეღარ იტევსო და ასე შემდეგ და რულიდან არ ჩამოდიან მე რო არამაქ საშუალება ძვირიანი მანქანა ვიყიდო ჩემ ხარჯზე უნდა ეშველოს მოძრაობას? სწორედ მაგიტომ არის საცობები, რომ ყოველ მეორეს ავტომობილი ყავს. ბევრი მანქანაა ქალაქში და გზებიც არ გაუთვალისწინებიათ კომუნისტებს, როცა თბილისს აგეგმარებდნენ. მაგრამ რაც არ უნდა ფართე გზები გვქონდეს, ქართული სიარულით, მაინც საცობები იქნება. მორალი: ჯერ შეგნება და მერე დანარჩენი. არ მიგულისხმია, რომ მაინცდამაინც შენზე უნდა ეშველოს მოძრაობას. ზოგადად ვსაუბრობ. ეს კარგია მერე? გაფიცებ ეხლა პრადო უფრო სჭირდება კაცს თუ იაფიანი მანქანა რითაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს არჩენს მაპატიეთ თუ მეჩვენება მაგრამ მგონია რომ გინდათ რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს მანქანების ყიდვა გაუჭირდეს? არარი ეს ეგოისტური? ვერ გაგიმართლებ იმედებს და გეტყვი, რომ არ ვარ ეგოისტი. ![]() ![]() shotaa ჩელე ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას. საცობია თუა მიზეზი მისი დარეგულირების სხვა ბევრი გზა არსებობს. ტექ დათვალიერებას ვემხრობი 100 % არაფერი ცუდი არ არის ამაში, რომ ქალაქი იზრდება. შენ როგორ გესახება, რა ალტერნატივები არსებობს დარეგულირების ამბავში? გგონია, ბევრი იაპონური მანქანა გაივლის ტექდათვალიერება? ტყუილად გგონია. ნახევარზე მეტს ამოცლილი აქვს კატალიზატორი. ![]() shotaa მე მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა შეიძლება ბევრმა იცოდეს integra type-r ეს ავტომობილი მხოლოდ იაპონიაში მხოლოდ მარჯვენა რულით გამოდის რაც შეეხება ამ ამბავს: ის მანქანები, რომლებიც უკვე ნაყიდია, გზაშია და მოდის. ასევე სპორტული მაქნანები, ტრანზიტით და რეექსპორტით ნაყიდი მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, შეზღუდვა არ შეეხება. ასე რომ ღმერთმა მოგცეს იმდენი ფული, რომ შეძლო მისი ყიდვა. PREDATOR სხვა ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი პრობლემები და მშვენივრად გადაჭრეს თუ იცი, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა იქნებ გვითხრა თუ იცით?... ჩემი აზრით: ან უნდა გაიზარდოს განბაჟების ფასი მარჯვენა საჭიანებზე ან დროებით მაინც შეწყდეს იმპორტი. ცოტა განიტვირთება სიტუაცია. და საერთოდ: ჩვენ მთავრობაში რომ ჭკვიანები ისხდნენ, საერთოდ თუ არა, გავანახევრებდი განბაჟების საფასურს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე. |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჩემი აზრით: ან უნდა გაიზარდოს განბაჟების ფასი მარჯვენა საჭიანებზე ან დროებით მაინც შეწყდეს იმპორტი. ცოტა განიტვირთება სიტუაცია. და საერთოდ: ჩვენ მთავრობაში რომ ჭკვიანები ისხდნენ, საერთოდ თუ არა, გავანახევრებდი განბაჟების საფასურს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე. ![]() სადაა მერე ჭკვიანები? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
.რავი აბა, "კაკ მინიმუმ" უფლება ირღვევა ადამიანის, რომელსაც უნდა ყავდეს მარჯვენა საჭიანი მანქანა! გააძვირონ განბაჟება ცოტა, ფულიც შევა ბიუჯეტში და კოლოფი ასანთის ფასიც არ ექნება მანქანებს. ვისაც გულით უნდა კიდე, პატარას გაიჭირვებს და მაინც იყიდის. პოტენციური ათიდან შემოვა 2-3 და ქალაქსაც ეშველება და არც ბიუჯეტი დაიქცევა, ია ტაკ დუმაიუ))) კენჭი იყარე არჩევნებზე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
megreli
არ ვარ მე იმნაირი)))) |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
(3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. ![]() მაქვს 3000 $. ამ ფულით მომდის 2005 წლიანი ნისან იქსტრაილი(დიდი ხანია უკვე მყავს ეს ავტომობილი 2001 წლიანი და ჩემი დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მიძლებს ერთგულად. ვფიქრობ, საუკეთესოა თავის კლასში) 120000 მდე გარბენით, 4BB შეფასებით. რა ალტერნატივის მოძებნა შეიძლება ამერიკის და ევროპის ბაზარზე ამ ფასად?4x4 ზე ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ერთი ავტომობილის ყოლის საშუალება მაქვს და სედანს ვერ ვიყოლიებ ნამდვილად. ეხლა ზოგადად რას ვფიქრობ ამ კანონზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მანქანაა და დასარეგულირებელია. 1)უნდა შეზღუდულიყო იაპონიიდან იმპორტი მანქანის გამოშვების წელის მიხედვით და გაზრდილიყო ბაჟი.(სრულად აკრძალვა არ იყო საჭირო, ვინაიდან განსაკუთრებულად მოწესრიგებული მანქანები შემოდის ამერიკისგან და ევროპისგან განსხვავებით) 2)ტექ-დათვალიერება 100 % ით საჭიროა.(რას გავს ჩვენი ავტოპარკი კი ვიცით. თავისი ტაქსით, მარშუტკით, ავტობუსით და სპეც-ტექნიკით ასევე) 3)დამწყებისთვის ჩემი აზრით მნიშვენლობა არ აქვს რომელ საჭესთან დაჯდება. ვინც ტარება არ იცის, ვერც მარცხენას ატარებს და ვერც მარჯვენას.ამიტომ ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის არის, რომ მართვის მოწმობის გამოცდები ჩატარდება რეალურ მოძრაობაში და უფრო მეტიც არის საჭირო ამ მხრივ, ვისაც აქვს ,,პრავა''აღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩემის აზრით თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდა, ახალი წესებით. მართალია დიდი ხარჯია, მაგრამ აუცილებელი უსაფრთხოებისათვის. ვინაიდან ტარება 80-% მა არ იცის. 4)100 ქულიან სისტემას ვემხრობი 100 % ით 5)300 ლარიან ჯარიმასაც ვემხრობი ღერძულას გადაკვეთაზე, მაგრამ ცოტა მეშინია ![]() მოკლედ ყველაფერს ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის აკრძალვის გარდა, ვინაიდან არ მაქვს სურვილი ჩავჯდე ამერიკულ და ევროპულ, გაბანძებულ ავტომობილში ზემოდან 5000 $ ის დამატებით და მინიმუმ 150000 კმ ით მეტი გარბენით, მიმაჩვია იაპონიამ კომფორტს. არ მაქვს პრეტენზია 10000 $ ზე ზემოთ ღირებულების მანქანებზე. ვიცი რომ კარგია, მაგრამ არ მაქვს ფული. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Dec 7 2015, 12:31 |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 7-December 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე ვფიქრობ, რომ უნდა იქნეს შემდეგნაირი კანონი მიღებული: უნდა დართონ ისეთი ავტომობილების ყიდვის უფლება, რომლებზეც საჭე არ გადადის, მაგალითად სკაილაინი. მე როცა მინდა რაღაც მოდელი და საჭე არ გადადის, კანონის გამო ჩემი უფლება იზღუდება და ვერ ვიყოლიებ ეს არასწორია. ასევე უნდა მოთხოვონ ჩამოყვანის შემდგომ 1 თვის ვადაში საჭის გადატანა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ეს ჩემი აზრით. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ძვირი დაჯდება და საშუალება არ აქ მაგის ხალხს, მაგრამ ბევრს მაინც უღირს 2005-2010 წლის მანქანა ყავდეს და გადაიტანოს საჭე ვიდრე მარცხენა გერმანული 90_იან წლებში გამოშვებული მანქანა.
|
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ტანკი მინდა მყავდეს
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პრობლემა არაა მარჯვენა საჭე.პრობლემა გამოცდების ჩაბარება.8 იანით და ზიგზაგით რომ აძლევენ პრავებს ეგრე არაა. პრავის აღება უნდა მოხდეს ქალაქში მოძრაობით. ესე უაზროდ რომ არიგეს პრავები მაგის ბრალია ეს. რაც შეეხება მარჯვენა საჭეს. მარცხენა საჭიანიც მინახია ბევრი დასირებული და მარჯვენათიც, ამ ქუჩების შევიწროვება გაუტავებელი მშენებლობები აი ამის ბრალია ყველაფერი. ესე შორს ვერ წავლენ ესენი. ნახევარი საქართველო მარჯვენა საჭეს უზის ჩემის თამადობით.არაა ეს ქვეყანა ისე მოწყობილი რომ ამის დრო იყოს. რომელ საჭეზეა ლაპარაკი ელემენტარული გზა არაა. ეს ტექ დათვალიერებას რომ იღებენ მე რომ ორმოს გულიზე მანქანა გავაფუჩო( და ბევრი მომხდარა ესეთი) სახელმწიფო ამინაზღაურებს? როცა ხალხს უწესებ შეძღუდვას ჯერ უნდა მიხედო იმას რაც მისახედი გაქვს და არ უნდა იფიქრო ფულის შოვნაზე. ჩემი ნებაა რა მეყოლება . სად ექნება საჭე და რამდენს დამიწვავს
|
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს მთავრობა ძალიანაც არ მეხატება გულზე, მაგრამ დამეთანხმეთ რომ მოუწესრიგებელი მოძრაობა მთლად მთავრობის ბრალი არ არის. იმაში გეთანხმებით, რომ გზები მოუწესრიგებელია, ქუჩები კიდევ უფრო შეიზღუდა მშენებლობებით და ა.შ. იმაშიც გეთანხმებით, რომ მთავრობა ვალდებულია მოაწყოს ინფრასტრუქტურა, რათა ადამიანებმა ავტომობილით თუ მის გარეშე იმოძრაონ შეუფერხებლად. მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა.
1. სანამ ჩვენი შეგნება არ მიუახლოვდება ევროპულისას ანდა ამერიკულისას (ყველაფერი კი არ აქვთ ცუდი იმ ხალხს, როგორც მავანნი ამბობენ) რომ გზა უნდა დავუთმოთ ზებრაზე გადმომსვლელს, სასწრაფოს, სახანძროს. 2. რომ როდესაც საცობში ვდგავარ, არ უნდა ვიჩალიჩო და თავზე არ უნდა გადავაჯვა ყველა იქ მდგომს ჩემი საწინააღმდეგო მიმართულებით გადასვლით და ვითომ მაგარი ბიჭი ვარ ორღერძული ხაზი გადავკვეთე, იმიტომ რომ ''მეჩქარება''. 3. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის დათმობას. 4. სანამ შუქნიშანზე მდგარ მანქანას ისევ სირული მანერით ვუსწრებთ და წინ ვუდგებით. 5. სანამ ზოლში სიარულს არ ვისწავლით. 6. სანამ ''კაი ბიჭები'' ფანჯრიდან ფანჯარაში ებაზრებიან ერთმანეთს შუა გზაზე იმიტომ, რომ საბაზრო აქვთ ძმაო და ყველა დანარჩენი სამყარო ერთ ადგილზე ახატიათ... 7. სანამ ნორმალურად პარკირებას ვისწავლით... 8. სანამ 2 ნაბიჯის გადადგმა არ დაგვეზარება მაღაზიაში შესასვლელად და ვარჩევთ უბრალოდ ავარიული სიგნალით ვაცნობოთ დანარჩენებს, რომ გაჩერებული ვარ და არ დამეჯახო, იმიტომ რომ მაღაზიაში საქმე მაქვს და პარკინგის ადგილი 5 მანქანის იქით არის... 9. სანამ ''ქართველები'' ვიქნებით.... 10. სანამ კალთაში ბავშვები გვიზის ინტენსიურ მოძრაობაში და მანქანას ''ვატარებინებთ''..... 11. სანამ... 12. სანამ... 13. სანამ... ჩვენი საშველი არ იქნება. ვერც მთავრობა გვიშველის და ვერც მამაზეციერი... სანამ შეგნება არ გვექნება, არ იქნება ჩვენი საშველი. მაშინ მოდით ჯერ ამას მივხედოთ და მერე დანარჩენს.... სხვისკენ თითის გაშვერა ძალიან ადვილია. ამ საცობების მთელი პრობლემა, არასწორი მოძრაობაა. ვინ სად ჩაგიხტება კაცმა არ იცის. ერტმანეთს არ ვუთმობთ, პატივს არ ვცემთ, ყველას გვინდა პირველები ვიყოთ და იმათზე ''კაი და მაგარი ბიჭები'' ვინც ელემენტარულ მოძრაობის წესებს იცავს..... პ.ს. ვიღაც ერთხელ აუცილებლად მცემს მაგრად, იმიტომ რომ ვერ ვიტან უსამართლობას და ამ ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოვწერე... სულ ჩხუბი მაქვს და სულ ვიგინები მსგავს შემთხვევაში. თუ ვიღაც არასწორად ცდილობს გამისწროს საცობში, თუ ამის საშუალება მაქვს არანაირად არ ვუშვებ ჩემზე წინ და არც გავუშვებ.... |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
ჩელე ეს ყველაფერი მარჯვენა საჭის ბრალი ხომ არაა? ხალხი არ ვარგივართ საჭე რა შუაშია? საცობში არღვევს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა.იმიტომ არ ვწერ რომ მყავს მარჯვენა საჭიანი. როცა 1000 პრობლემა არსებობს აღარ უნდა დაუმატო პრობლემა პრობლემას. ამათ იცი რა უნდათ? შეამცირონ მოძრაობა ქალაში და გამოსავალი ნახეს მოდი მარჯვენა საჭე ავკრძალოთ.ეგრე არა კანონი კანონია გეთახმებით მარა იქაც ადამიანები არიან და იღებენ გადაწყვეტილებას. ჩემმა მანქანამ რომ გაიაროს ტექ.დათვალიერება და მაგის მერე მე ორმოში ჩავარდნით დავაზიანო მანქანა. ვინ გამიკეთებს? ისევ და ისევ მე უნდა მივხედო ხო? ეხლა იტყვიან დააზღვიე მანქანაოო. ჯერ არა საქართველო იმის მზად. ხალხი მშიერი კვდება რა დაზღვევა,რა ქნას იმ გაჭირვებულმა ტაქსისტმა? რომელიც შემოდის და მეუბნება 2.5 ლარის ანტიფრიზი ჩამომისხი? ესე ლაპარაკი ადვილია ყვეგან, რეალობაა ცუდიი. ამათ დააჯდებათ სიკვდილის ბუზი. |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ჩელე ასი პროცენტით გეთანხმები. უდიდესი პრობლემა ჩვენი შეგნება და კულტურაა. გერმანიის მთავრობა რომ ჩამოვიყვანოთ (ფეხბურთში ხომ ჩამოყავთ მწვრთელები, თუმცა იქაც ვერაფერი გვეშველა) ეშველება ჩვენს ქვეყანას. ან რომ აგვიღონ ქარველები და რომელიმე ევროპული მოწყობილ-გაზიზინებულ ქვეყანაში ჩაგვასახლონ კომპაქტურა. დედას ვუტირებთ ყველაფერს ერთ წელში. თაობების ცვლა სჭირდება ჩენ გამოსწორებას თან ისეთ პირობებში, მთავრობა რომ მუშაობდეს ეფექტურად და მიზანმიმართულად, რასაც ათწლეულებია ვერ ვხედავ. ამიტომაც არ მაქვს იმედი ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ჩემი დარჩენილი წლები არ ეყოფა ისეთ ქვეყანას მოვესწრო მე რომ მინდა. სხვაგან კიდევ სადაც მომწონს, სხვაა ჩემთვის, ჩემი სამშობლო არ არის და ვერ ვიცხოვრებ. ისევ აქ უნდა ვიჯახიროთ.
ერთი რა მაგიჟებს კიდევ ყველაზე მეტად, აინთება თუ არა შუქნიშანზე მწვანე უკან მდგომი მანქანები ატეხენ სიგნალებს. მე მაგათი ქანცა-ქუნცა... რა რო ასიგნალებ გადააფრინდება შენს წინ მდგომი მინქანა იმაზე წინ, წინ და ასე შემდეგ... მანქანებ? ერთი კვირა საფრანგეთში ვიყავი და მანქანის სიგნალი არ გამიგია. 2 დღე საჭესთანაც მომიწია ჯდომა და შუქნიშანზე მწვანე რომ ინთებოდა არანორმალურად მოვწყდებოდი ხოლმე ადგილს, თბილისში მიჩეული როგორც ვარ, იმის შიშით რომ უკანიდან სიგნალების ქარბუქი წამოსულიყო. ჩამოვედი თუ არა რაც პირველი დავინახე იყო როგორ გამოჰკრა ტაქსისტმა მანქანიდან ქუჩაში დაჭმუჭნული სიგარეტის კოლოფი. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Dec 7 2015, 15:26 |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
აბსოლიტურად გეთანხმები ყველა პუნქტში, მაგრამ აქ მარჯვენა საჭიანი მანქანები არაფერ შუაშია. პრინციპში არც გიწერია ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
jaba_gugesha გლობალურ ჭრილშია პრობლემა განხილული
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kajuberi
ჩელე ჩელე ეს ყველაფერი მარჯვენა საჭის ბრალი ხომ არაა? ვეჟოოოო, მარჯვენა საჭე იმ შუაშია, რომ თემაა მთლიანად მიძღვნილი და სიტყვას მოვაყოლე თუ რა უვარგისი ერი ვართ ამ მხრივ.... ვააახ... ![]() ![]() ![]() უიარაღო აინთება თუ არა შუქნიშანზე მწვანე უკან მდგომი მანქანები ატეხენ სიგნალებს. ეს იმ ''სანამ''-ის გაგრძელებაა რომელიც ვეღარ გავიხსენე და ასეთი ''სანამ'' კიდევ ბევრი იქნება.... ![]() jaba_gugesha ჩელე აბსოლიტურად გეთანხმები ყველა პუნქტში, მაგრამ აქ მარჯვენა საჭიანი მანქანები არაფერ შუაშია. პრინციპში არც გიწერია მართალი ხარ არაფერ შუაშია, მაგრამ ეს 1 მთლიანი ჯაჭვია რომელიც პატარა რგოლებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ასე რომ მაინც აქვს რაღაც კავშირი ამ ამბავთან.... |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
ისე მე- 6 პუქტში ყველაზე მიუღებელია მარჯვენა საჭე. ![]() ![]() ერთი კაი ბიჭი მარჯვენა საჭეზე, მეორე მარცხენაზე, თითქმის ჩაცუცქულები ბაზრობენ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
jaba_gugesha
ისე მე- 6 პუქტში ყველაზე მიუღებელია მარჯვენა საჭე. ერთი კაი ბიჭი მარჯვენა საჭეზე, მეორე მარცხენაზე, თითქმის ჩაცუცქულები ბაზრობენ ![]() ![]() ![]() ![]() კიდევ 1 ''სანამ'' გამახსენდა: სანამ კალთაში ბავშვები გვიზის ინტენსიურ მოძრაობაში და მანქანას ''ვატარებინებთ''.... აი ამაზე სისხლი მასხავს ხოლმე და სულ მინდა ის ბავშვი ვურტყა თავში იმ სირ მამას, ბიძას თუ ბაბუს ვინც ამას აკეთებს.... არა და ამ ბოლო დროს უკვე ძალიან ბევრჯერ შევესწარი ამ ფაქტს.... |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ეგრე რა თქვე კაი ხალხო დაგვეწყო მაქედანვე რო მარჯვენა მარცხენა საჭიანი კიარა უკულტურო მძღოლია პრობლემა
მაგაზე უნდა ფიქრობდეს მთავრობა და არა იმაზე გაჭირვებული მძღოლების ხარჯზე როგორ იშოვოს მეტი ფული |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
assassin29
მარჯვენა მარცხენა საჭიანი კიარა უკულტურო მძღოლია პრობლემა მაგაზე უნდა ფიქრობდეს მთავრობა და არა იმაზე აი სწორედ მაგაშია ჩვენი პრობლემა, რომ ამაზე მთავრობამ კი არა, ხალხმა უნდა იზრუნოს და რაც არ უნდა მთავრობამ იზრუნოს, ვერაფერს გააკეთებს თუ ხალხის ნება არ იქნება.... |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
აი სწორედ მაგაშია ჩვენი პრობლემა, რომ ამაზე მთავრობამ კი არა, ხალხმა უნდა იზრუნოს და რაც არ უნდა მთავრობამ იზრუნოს, ვერაფერს გააკეთებს თუ ხალხის ნება არ იქნება.. ხალხი თავისით არაფრის გამკეთებელი არაა მითუმეტეს ჩვენ ერთმანეთის გვერდზე დგომა რო არვიცით ზოგს გაუხარდა კიდეც იმიტო რო საკუთარ მანქანებს ფასი აეწია და პროპკები აღარ იქნებაო, იმას არავინ იძახის საკუთარ მეგობრებს და ახლობლბს რო ყვლეფავენ |
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგრე რა თქვე კაი ხალხო დაგვეწყო მაქედანვე რო მარჯვენა მარცხენა საჭიანი კიარა უკულტურო მძღოლია პრობლემა მაგაზე უნდა ფიქრობდეს მთავრობა და არა იმაზე გაჭირვებული მძღოლების ხარჯზე როგორ იშოვოს მეტი ფული ამაზე მგონი ყველა შევყანხმდებით რო არის ხალხში დიდი პრობლემა წესების მიმართ, მაგრამ ცოტა სხვანაირი მიდგომით და არა ეგრევე ამხელა შეზღუდვით მოკლე დროში, უმეტესობას ბევრი რამ ჰქონდა დაგეგმილი და ამას თავი რო დავანებოთ, ბევრის სამსახური პირდაპირაა მიბმული მარჯვენა საჭეზე და ძალიან ბევრს შეექმნება ფინანსური პრობლემა ისეთი პირადი ბანკირი რო ვერ უშველის. |
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
assassin29
ხალხი თავისით არაფრის გამკეთებელი არაა მითუმეტეს ჩვენ ერთმანეთის გვერდზე დგომა რო არვიცით მთავრობა კულტურას ვერ გასწავლის დამიჯერე. თუ შინაგანად არ გაქვს, ვერანაირი ხერხით ვერ შეგცვლის მთავრობა. ზოგს გაუხარდა კიდეც იმიტო რო საკუთარ მანქანებს ფასი აეწია და პროპკები აღარ იქნებაო, იმას არავინ იძახის საკუთარ მეგობრებს და ახლობლბს რო ყვლეფავენ არ ვიცი ვის გულისხმობ, მაგრამ რომ გითხრა გამიხარდა ამ კანონის მიღება და ცას ვეწიე მეთქი მოგატყუებ. უბრალოდ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო ამ მხრივ, თორემ უკვე მართლა ჯაპანას დააწერდნენ საქართველოს და ბოლოს ვიცხოვრებდით არა საქართველოში არამედ ჯაპანთველოში. პ.ს. გგონია ეს აკრძალვა განმუხტავს სიტუაციას ან ტექ-დათვალიერებით ეშველება რამე? არა მეგობრებო. ნუ დაიჯერებთ ამ ზღაპრებს. ქართველი კაცი ისეთია, ყველაფერს გააკეთებს. უკანასკნელ კაპიკს ამოიღებს ჯიბიდან და მანქანას დაახარჯებს. ტექდათვალიერება რომ შემოვა, ხალხი სესხებს აიღებს და იმ კატალიზატორს მაინც ჩადგამს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. არც ამ ლაპარაკით ეშველება არაფერი. უბრალოდ გული მტკივა და თქვენთან საუბრით ვიოხებ ჭირ-ვარამს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვერ ვხვდები ასეთი მტკივნეული მიდგომა რატომაა. 2 დღის წინ განმარტება გაკეთდა, რომ არსებულ და გზაში მყოფ ავტომობილებზე არ ვრცელდება არანაირი ცვლილება. მათ შორის ადგილზე გაყიდვის დროს გადაფორმებისას არანაირი პრობლემა არ იარსებებს.
სახელმწიფო იღებს საკანონმდებლო ნორმას, რომელიც ამ მომენტში არავის აზარალებს. ერთადერთი ვისაც მტკივნეულად შეეხება არიან მარჯვენა საჭისნი ავტომობილებით მოვაჭრენი - მოგებას ვერ ნახავენ. საქართველოში და არა მარტო აქ, მიიღება კანონები რომელშიც ჩვეულებრივი ხალხის აზრი არაა გათვალისწინებული. ესე იყო ნაცების დროსაც და ასეა ეხლაც. რაც შეეხება მანქანის გაიაფებას, მგონი პირიქით გაძვირდება - ბაზრის კანონია. როცა სხვა აღარ შემოვა და თუ მოთხოვნა იარსებებს რეგისტრირებადი მანქანების ფასი უნდა გაიზარდოს ყველა ლოგიკით ☺ |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 03:35 |