ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
May 15 2017, 08:44
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
არაერთი ძაღლი მყოლია; კურცჰაარები, პოინტერი, დრათჰაარი. ყველა მყავს სულ პატარა ასაკიდან გაზრდილი. ამჯერადაც 27 დღის ლეკვი ავიყვანა. ინგლისური სეტერი. სეტერი აქამდე არ მყოლია, მაგრამ დიდი ხანია მომწონს მათი ძებნის სტილი. ამჟამად მყავს 4 წლის დრათჰაარი. პრაქტიკული ძაღლია. ნადირობის შედეგით ჩემ მეგობრების პოინტერებს ტოლს არ ვუდებთ, მაგრამ შედეგის გარდა სხვა მოთხოვნილებაც გამიჩნდა. მინდა სეტერის კატისებური ძებნის მანერითაც დავტკბე ნადირობისას. ამიტომ გადავწყვიტე მეორე ძაღლიც ამეყვანა. ზორო დაიბადა 2017 წლის 17 აპრილს, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედა- ქართველი "ლედი" მფლობელი ოთარ ქორიძე. მამა-ნოლანი საბერძნეთიდან, მფლობელი ქოჩიაშვილი. ჩემი ლეკვი გამოირჩეოდა თანამოძმეებისაგან შეფერილობით. თვალებზე უკეთია ზოროს ნიღაბი, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი. უკვე ორი დღეა სახლში მყავს, ცოტა შეეგუა დაობლებას. უკვე იყეფება კიდეც და აქვს კბენა-ღეჭვის მოთხოვნილება. ჯერჯერობით ვაძლევ მაწონში შერეულ სახლის კვერცხის გულს, საბავშვო კაშა ნესტლეს და ძროხის რძეს. ლეკვის საკვები ვუყიდე მაგრამ მაინც-და მაინც არ მოსწონს. დრო და დრო დავდებ სურათებს თუ როგორ იზრდება. მინდა ნამდვილ მეგობრად გავზარდო და კარგი მონადირე დავაყენო. ვნახოთ რა გამომივა. |
|
|
|
![]() |
May 15 2017, 08:55
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
გილოცავ სასახელო გაგეზარდოს ერთი ორი ფოტოც დაურთე შეგვახედე როგორია. |
|
|
|
May 15 2017, 09:03
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ოთო. მადლობა.
სურათები აუცილებლად. გადამაქვს კომპიუტერში და ჩავსვავ. |
|
|
|
May 15 2017, 09:56
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს. დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით. |
|
|
|
May 15 2017, 09:57
პოსტი
#5
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
კარგი მონადირე გაზრდილიყოს
|
|
|
|
May 15 2017, 10:33
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
samsoni777
მადლობა. ცდას არ დავაკლებ რომ კარგი მონადირე გავზარდო. ისეთი კარგი რომ ჩემ ავატარზე შევცვალო წინა ძაღლის სურათი და ზოროს სურათი დავაყენო |
|
|
|
May 15 2017, 19:44
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
უიარაღო
გილოცავ მეგობარო ძაან მაგარია! ლამაზი იქნება ძალიან რო დაიფერება ბოლომდო, მესამე ფერიც თუ გამოერია ხო ვაფშე. წარმატებებს გისურვებთ ორივეს. |
|
|
|
May 15 2017, 19:49
პოსტი
#8
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს. დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით. "ეგ არის "მაჩაბლის კლუბის" საგვარეულო , ე.წ დავით ცხვედიანის კლუბის საგვარეულო ნუსხა, ეს კლუბი არ არის გაწევრიანებული საქართვწლოს კინოლოგიურ ფედერაციაში(fci) და ამიტომაც არაღიარებს fci ცხვედიანის კლუბის საგვარეულოს. რაც შეეხება ამ საგვარეულოს 100%ით ნაღდია და ამაში ეჭვი არ შეიტანო. უბრალოდ ეს საგვარეულო ვერასდროს გახდება საერთაშორისო. ძაღლს გაიყვან გამოფენაზეც, შეჯიბრზეც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რასაც დავით ცხვედიანი ჩაატარებს და არა fci. თუ აუცილებლად fci -ის საბუთი გინდა აიღებ მგ ლეკვის მამი საგვარეულოს რომელიც საბერძნეთიდანაა და აქვს საერთქშორისო საგვარეულო ნუსხა, მიხვალ fci-ში და გაგიკეთებენ საგვარეულოს რომელსაც მხოლოდ მამის მხარე ექნება , დედის მონაცემები არ ჩაიწერება რადგან დედაც და დედის წინაპრებიც მხოლოდ ცხვედიანია საგვარეულოს ფლობენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია რაც 100% ით ვიცი "!!! ეს მითხრეს ამ საბუთებთან დაკავშირებით |
|
|
|
May 15 2017, 22:58
პოსტი
#9
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
მაგარ ნადირობებში ალექსას ძაღლიც მაგარია და ოთარასიც |
|
|
|
May 16 2017, 08:30
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ჭალიმგელა
მადლობა. ოთარის ძაღლთან მინადირია და ვიცი რომ კარგია. გენიოლოგია კარგი აქვს ჩემს ლეკვს. დანარჩენი უკვე ჩემზეა. საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე. რაც არ ვიცი თქვენ გკითხავთ და იმედია გავზრდი ისეთს მე რომ მინდა. ვაპირებ გამოფენა-შეჯიბრებზე გამოყვანას შემდგომში. ვნახოთ რას შევძლებთ. |
|
|
|
May 16 2017, 08:44
პოსტი
#11
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
გილოცავ. სასახელო გაგეზარდოს. სახელიც მაგარი აქვს. კაციშვილს ვერ დავარქმევინე ვერავის ეგ სახელი. არა და მაგარი სახელი.... |
|
|
|
May 16 2017, 10:44
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ჩელე მადლობა.
სახელს რაც შეეხება თავისით მოვიდა ფიქრის გარეშე. წამოსაყვანად რომ მივედი ჯერ ლეკვი არჩეული არ მყავდა. ხელში ვიყვანდი და ვამოწმებდი. ამის აყვანა რომ დავაპირე იქით გაიქცა და დავუძახე: ეი ზორო მოდი აქ. შემდეგ ეს ლეკვი ავირჩიე და ის სპონტანური წამოძახება დავარქვი სახელად. ვფიქრობ შესაფერისია ზოროს ნიღბიან ლეკვისათვის აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ ოთარს ასეთი მშვენიერი საჩუქრისათვის. |
|
|
|
May 16 2017, 10:51
პოსტი
#13
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ცხვედიანის საგვარეულო კი არ არის და ცხვედიანი კი არ ატარებს შეჯიბრებებს და გამოფენებს, არამედ "სანადირო მეძაღლეობის საზოგადოება..", რომელიც "მონკავშირის" კინოლოგიური სექციის სამართალმემკვიდრეა და ასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორია აქვს. რაც შეეხება ფცი-ს, დედის მხარე არ ჩაგიწეროს და მხოლოდ მამის მხარე ჩაგიწეროს, გამორიცხულია. ე.ი. არასრულყოფილ "ლიპა" საბუთში გახდევინებენ ფულს.
|
|
|
|
May 16 2017, 13:23
პოსტი
#14
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
გილოცავ მეგობარო, სულ კაი ნადირობებში და სასხელო მონადირე გაგეზარდოს. ძროხის რძეს მაინცდამაინც არ აქებენ ლეკვისთვის თუ არ ვცდები, ან 1-1ზე წყალში უნდა გაურიო |
|
|
|
May 16 2017, 13:38
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
apxazi
მადლობა მოლოცვისათვის. უფრო მაწონზე მყავს. რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ. მაგრამ ჯერ პატარაა ლეკვის პედიგრს ძნელად ჭამს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: May 16 2017, 13:39 |
|
|
|
May 16 2017, 19:23
პოსტი
#16
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ. აი ზუსტად რომ ეგ არ შეიძლება! რძის ნაწარმიდან ყველაზე უწყინარი ხაჭოა ლეკვისთვის, რძეს მოერიდე, კუჭს აუშლის, მითუმეტეს პედიგრში, დასალბობად გამოიყენე სასმელი წყალი, ერთი საათით ადრე დაასხი და შეიწოვს, დალბება, დოზას თითონ მიხვდები. კიდევ ერთხელ გილოცავ. |
|
|
|
May 16 2017, 20:45
პოსტი
#17
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
ზოროს მალე და გაუწევს კონკურენციას
|
|
|
|
May 17 2017, 08:47
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
და.კარ
რომ აიყვან გაუხსენი დღიური და დავაკვირდეთ როგორ იზრდება. თემას რომ გახსნი მაშინ მოგილოცავ, შენ თემაში მაქსიმუსა მადლობა რჩევისათვის. მოხარშულ კვერცხის გულს ვაძლევ მაწონში. იმედია ეს მაინც შეიძლება. კიდევ პედიგრის ფირმის ხორცის სოუსს ვაძლევ . ძალიან უყვარს, თუმცა თხიერ საკვებს უფრო ადვილად იღებს, მყარის აღება უჭირს რადგან ჯერ ისევ წოვის რეფლექსი აქვს. ჭიაზე რა ხნიდან დავამუშაო? |
|
|
|
May 17 2017, 16:47
პოსტი
#19
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
საერთოდ ჭიაზე 1,5 თვიდან მუშავდება, კარგ ხარისხიან მშრალ საკვებს თუ მისცემ მაწონში დამბალს კარგი იქნება,იმდენ ხანს დაულბე რომ ხელით გასრესა შეძლო მერე მიეცი, მე კვირაში სამი დღე სკუმბრიას ვაძლევდი პატარა ნაჭერს მოვხარშავდი იმავე წვენში საკვებს ვულბობდი მერე ამ თევზს დაუქუცმაცებდი და მაგრად მიირთმევდა. |
|
|
|
May 18 2017, 12:43
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
|
|
|
|
May 19 2017, 07:41
პოსტი
#21
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
და.კარ რომ აიყვან გაუხსენი დღიური და დავაკვირდეთ როგორ იზრდება. თემას რომ გახსნი მაშინ მოგილოცავ, შენ თემაში მაქსიმუსა მადლობა რჩევისათვის. მოხარშულ კვერცხის გულს ვაძლევ მაწონში. იმედია ეს მაინც შეიძლება. კიდევ პედიგრის ფირმის ხორცის სოუსს ვაძლევ . ძალიან უყვარს, თუმცა თხიერ საკვებს უფრო ადვილად იღებს, მყარის აღება უჭირს რადგან ჯერ ისევ წოვის რეფლექსი აქვს. ჭიაზე რა ხნიდან დავამუშაო? მე როგორც ვიცი , ჯერ არ შეიძლება მოხარშული კვერცხის გული , უმად უნდა მისცე , და სასურველია მაწონი და ხაჭO ნაკლებად ცხიმიანი |
|
|
|
May 19 2017, 08:59
პოსტი
#22
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
1 თვის იწონიდა 1400 გრამს. ცოტა პატარა იყო თავის და-ძმებთან შედარებით.
გუშინ გავუკეთე ბოჩოლის ხორცის და ძვლების ბულიონი. ძალიან მოეწონა. ახალ ინფორმაციას დავდებ 2 თვის რომ გახდება. ვნახოთ რა წონას აკრეფს და როგორ შეიცვლება. წინა კიდურებზე უკვე დაეტყო შავი კოპლები. |
|
|
|
May 19 2017, 16:36
პოსტი
#23
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
1 400გ 1 თვისთვის ძალიან ცოტაა, მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ჭია ეყოლება, თან მომეტებულად. ახლავე დაამუშავე, არ გადადო. 22- 24 დღისებს ვასმევდი ჭიის წამალს.
|
|
|
|
May 20 2017, 08:32
პოსტი
#24
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
|
|
|
|
May 20 2017, 11:24
პოსტი
#25
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
დავამუშავე გუშინ. დილას რომ შევედი ლეკვის ოთახში სასწაული ვნახე. სამი დიდი გროვა ჭიები ეყარა. ამდენი როგორ ეტეოდა მუცელში გასაკვირია. ვეტაფთიაქში მითხრეს რომ 10 დღეში უნდა გამეორება. რას იტყვით 10 დღე ბევრი ხომ არაა?
|
|
|
|
May 20 2017, 14:47
პოსტი
#26
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 96 რეგისტრ.: 29-April 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
უიარაღო
არა ბევრი არ არის ამ ათი დღის განმავლობაში კუჭში ისევ ცვლილებები მიდის წამლისგან მიღებული,ადრე რომ მისცე შეიძლება დოზის გადახურებისგან მოკვდეს ასე რომ ნუ ჩქარობ |
|
|
|
May 20 2017, 18:39
პოსტი
#27
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
თან ჭიებმა შეიძება კვერცხები დატოვეს მუცელში დაა ამ 10 დღის განმავლობაში გამოიჩეკება ყველა... შემდეგაც უნდა გაუმეორო ხოლმე პერიოდულად რამოდენიმე თვეში ერთხელ |
|
|
|
May 21 2017, 13:46
პოსტი
#28
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
10 დღის შემდეგ თუ კიდევ ბლომად დაყარა,12-13 დღის შემდეგ დიდი ალბათობით დაუნიშნავენ კიდევ !!! ასე მოხდა ჩემ ჩემთხვევაში მესამედ დაჭირდა.. აგერ მყავს პატარა ტერორისტი!
|
|
|
|
May 29 2017, 10:20
პოსტი
#29
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
მე ზოროს და ავიყვანე , აახალ პოსტს აღარ შევქმნი და ბარემ აქვე გკითხავთ , ვეტერინართან რომ მივიყვანე ნემსი გაუკეთა უფრო ეფექტრუიაო , ჩემმაც ბლომად დაყარა ჭია , 2 დღე "მშობიარობდა" , და რომ დავურეკე 3-4 თვე ჭიაზე დამუშავება აღარ უნდაო , ახლა თვენახევრისაა და უკვე პირველი აცრა უწევს . როგორ მოვიქცე ?
|
|
|
|
May 29 2017, 17:32
პოსტი
#30
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
და.კარ
წამალს ორჯერ უნდა გამეორება ნემსზე არ ვიცი შეიძლება ერთიც კმარა, აცრას რაც შეეხება აცადე ერთი კვირა და აცერი მერე . |
|
|
|
May 29 2017, 18:37
პოსტი
#31
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ოთო.
დრონტალ+ აღარ უნდა ორჯერ |
|
|
|
May 31 2017, 08:48
პოსტი
#32
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
10 დღეში 1300 გრამი მატება აქვს. თვე ნახევრის ხედება და 2 კილო 700 გრამია. აცრის დრო აქვს მგონი და ვიტამინებიც დასჭირდება ალბათ. აბა რას მირჩევთ . ადრე ხომ არაა.
|
|
|
|
May 31 2017, 11:41
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
უიარაღო
მატება კარგი აქვს, აცრით უნდა აიცრას უკვე, ჭიის წამალი თუ დაუმთავრე და 5 დღე მაინც არის გასული აცერი ნუღა დაუგვიანებ, ვიტამინების რა გითხრა აბა?, მე ჩემისთვის არაფერი მიმიცია დამატებით და კია შველივით, მთავარია რეჟიმი და სწორი კვება, ბოსტნეული მიეცი გახეხილი უმათ არაფერი ვიტამინები არ უნდა და მზის სხივი არ მოაკლო. სტაფილო, ჭარხალი კომბოსტო ბურგალური რავი კიდე რაც შედის უმათ გახეხილი მიეცი, აქედანვე შეაჩვიე ბოსტნეულს ძალიან სასარგებლოა, ხო კიდე ვაშლიც მოუჭერი ხოლმე ცოტა არ იტყვის უარს. |
|
|
|
May 31 2017, 14:31
პოსტი
#34
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
29 მაიის მივეცი მეორედ ჭიაზე წამალი. ესე იგი ცოტა კიდევ უნდა დავილოდო.
მაქსიმუსა მადლობა გამოხმაურებისათვის. |
|
|
|
Jun 6 2017, 08:54
პოსტი
#35
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 26-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გურჯაანი |
აცრას რაც შეეხება მარემ ამასაც გკითხავთ
|
|
|
|
Jun 6 2017, 10:43
პოსტი
#36
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
გუშინ, ანუ 5 ივნისს ჩავუტარე პირველი ვაქცინაცია ზოროს. ამერიკული ვაქცინით (თუ სწორედ მახსოვს ვირამაქსი) 21 დღეში , ანუ 26 ინვიის უწევს განმეორებით და შემდეგ 6 თვისას თუ ექვსი თვის შემდეგ, ამას დავადგენ. წონაში და ზომაში საკმაოდ გაიზარდა. ვაქცინაციის წინ დავბანე ინსექტიციდური შამპუნით. დავუწყე ვიტამინებიც. ზუსტად 2 თვისას ავწონი და ახალ სურათებსაც დავდებ. კოპლები უკვე გამოეკვეთა, თუმცა მესამე ფერი არსად არ ჩანს. ანუ ორფეროვანი იქნება.
და.კარ დათუნა შენს ლეკვსაც გაუხსენი ცალკე თემა და დადე სურათები და ინფორმაცია თორემ ზოროს დღიური შერეული თემებით გამოდის. |
|
|
|
Jun 9 2017, 08:09
პოსტი
#37
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
გუშინ გვქონდა პირველი გაკვეთილი მოტანაზე. პირველი ცდაზე მომიტანა, ანუ ყოველგვარი სწავლების გარეშე. პატარა რბილი სათამაშოთი ვეთამაშე. კბენის მოთხოვნილება აქვს, ყველაფერს კბენს. ამ სათამაშოსაც დაუწყო კბენა. შემდეგ გადავაგდე შორიახლოს , გაეკიდა, სტაცა პოირი და მომიტანა. შემდეკ კიდევ და კიდევ, თანდათან მანძილიც გავზარდე.
აქედან ვასკვნი რომ ინსტიქტში აქვს აპორტი. |
|
|
|
Jun 9 2017, 19:30
პოსტი
#38
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ყოჩაღი ბიჭია ზორო წარმატებები.
|
|
|
|
Jun 19 2017, 08:32
პოსტი
#39
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
2 თვის გახდა . პირველი აცრა უკვე გაკეთებული აქვს. სურათის გადაღება საკმაოდ გართულდა. ერთ ადგილას არ ჩერდება. სულ დარბის. სულ იკბინება , სულ მოძრაობაშია. ვეღარ ვწონი ჯერჯერობით, სამზარეულოს სასწორი (რითაც ადრე ავწონე) აღარ გამოდგება. გაიზარდა საკმაოდ.
დავდებ ერთი-ორ სურათს დილის გასეირნების შემდეგ. ცვრიან ბალახში ცოტა დასველდა. ![]() ![]() ![]() |
|
|
|
Jun 19 2017, 08:59
პოსტი
#40
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
იზრდება ზორო და ეზრდება ნიღაბიც
|
|
|
|
Jun 19 2017, 12:10
პოსტი
#41
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მაგარ ვიდზე მოსულა.
|
|
|
|
Jun 20 2017, 09:20
პოსტი
#42
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
კაი ტიპია, როცა იქნება ალბათ მეც მანადირებ ზოროსთან ერთად
|
|
|
|
Jun 20 2017, 10:31
პოსტი
#43
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
samsoni777
აბა რაა. მწყრის სეზონი რომ დადგება შევხმიანდეთ და დავგეგმოთ ერთობლივი ნადირობა. ვაჟა ფშაველას 54 ნომერში ვცხოვრობ. |
|
|
|
Jun 20 2017, 15:30
პოსტი
#44
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
|
|
|
|
Jul 11 2017, 08:36
პოსტი
#45
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ერთ კვირაში სამი თვის გახდება. 2 აცრა გავუკეთე. მესამე აცრა როგორც ვეტაფთიაქში მითხრეს 6-7 თვისას სჭირდება. კბილების ცვლისასო. ცოტა ცოტა რაღაცეები ისწავლა. ისწავლა მოტანა, დაძახებაზე მოსვლა. რაღაც აკრძალვებსაც შეეჩვია. ესეც ამ დილის სურათები ჩემს მოდრატჰაარო ელემენტთან ერთად გადაღებული.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ისეთი გაცელქებულია მეტი რომ არ შეიძლება. სისხლს გვიშრობს მე და ტერის. |
|
|
|
Jul 24 2017, 08:42
პოსტი
#46
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
|
|
|
|
Jul 24 2017, 19:45
პოსტი
#47
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
დიდი ბიჭია უკვე წარმატებები კიდევ ერთხელ.
|
|
|
|
Aug 12 2017, 10:33
პოსტი
#48
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
|
|
|
|
Aug 12 2017, 10:42
პოსტი
#49
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
როგორც ვატყობ სეზონის ბოლოსკენ უკვე გამართულად ანადირებ
|
|
|
|
Aug 12 2017, 13:24
პოსტი
#50
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მწყერზე ვერ ვანადირებ თუმცა მცირე გასვლებს მოვუწყობ აზრზე რომ მოვიდეს ცოტა და გაიგოს მწყერი როგორია. რაც მაფიქრებს და ვერ გადამიწყვეტია არის ის რომ, ქათამზე გავიყვანო თუ არა. 7-8-9 თვის იქნება მაშინ. უმეტესობის აზრით ,რაც ინტერნეტში გადავხედე , სანამ მწყერზე არ ჩამოყალიბდება მანამდე ქათამზე არ უნდა დაიგეშოს. მცირე ნაწილი იძახის რომ ადრეულ ასაკში ქათამზე გაყვანით არ გაფუჭდება. არგუმენტებიც ისე მოჰყავთ რომ ორივე მხარე სიმართლესთან ახლოსაა. ამ ფორუმელების აზრიც მაინტერესებს როგორ მოვიქცე?
და კიდევ ერთი "შიში" მაქვს ასაკთან შედარებით პატარა წონის ხომ არაა. გამხდარი არ არის. ვაჭმებ პროპლანს და ადამიანების საკვებს (ბორში, მოივა თევზი, ყაურმა ღვიძლებს ვურჩევ....) |
|
|
|
Aug 12 2017, 14:18
პოსტი
#51
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ქათამზე ნადირობა დიდ ძაღლებსაც უჭირთ მაგრად იმალება ეგ დალოცვილი შეიძლება ლეკვმა საერთოდ ვერ ნახოს და ვერ მიხვდეს რას ეძებს მერე გადაერთოს სხვა ფრინველზე მაგალითად შაშვზე და საერთოდ აურიოს.
მწყერით დააწყებიო ჯობია სექტემბერი ოქტომბერში უკვე კაი დიდი იქნება ეზოს პირობებშიც შეიძლება მეცადინეობა. ტანი არ უჩანს პატარა გამხდარიც არ არის ყველაფერი რიგზე აქ ჩემი აზრით. |
|
|
|
Sep 29 2017, 08:30
პოსტი
#52
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
|
|
|
|
Jan 23 2018, 10:07
პოსტი
#53
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
|
|
|
|
Jan 23 2018, 12:46
პოსტი
#54
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მესამე სურათში ნახეთ 9 თვის ლეკვს რა მკერდი აქვს. მოძრაობის სტილი აქვს რამისაა გამაგიჟოს. თოფი და ნადირობა მავიწყდება ამის მოძრაობას რომ ვუყურებ. ფუი, ფუი თვალი არ ეცეს
|
|
|
|
Jan 23 2018, 12:51
პოსტი
#55
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
კაი ტიპია !
ინადიროს როგორც წესია და ჭუჭყს და ბირკას აიტანს კაცი, ქათამი თუ შეახვედრე ? |
|
|
|
Jan 23 2018, 12:55
პოსტი
#56
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
იმ დღეს პირველად რომ გავიყვანე 4 ქათამი ავიღეთ. მაგრად იმოძრავა. კი არ დარბოდა , ეძებდა. მოკლული ნახა. ახალ აფრენილზე ან გაპარულზე სასწაული ნაბული გაჭიმა. ბეკასზე გააკეთა კიდევ ნაბული. ქათამზე აი ია გავიარეთ.
|
|
|
|
Jan 23 2018, 13:02
პოსტი
#57
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
ამიტომ აქ სეტერით ნადირობას უფრო მეტი ხიბლი შეიძლება ერთი ნახო მაგრამ ათს ჯობდეს . |
|
|
|
Jan 23 2018, 15:31
პოსტი
#58
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
ზორო გაზრდილა, დავაჟკაცებულა!
მოძრაობის სტილი აქვს რამისაა გამაგიჟოს. თოფი და ნადირობა მავიწყდება ამის მოძრაობას რომ ვუყურებ ჩემ შემთხვევაშიც ზუსტათ მასეა, მე ჯიშიანი ძაღლი რასაც ქვია არ მყოლია აქამდე, ისეთ ნაბულს აკეთებს, ისეთი მანერები აქვს მართლა გაგიჟდები კაცი. ამიტომ აქ სეტერით ნადირობას უფრო მეტი ხიბლი შეიძლება ერთი ნახო მაგრამ ათს ჯობდეს . რა თქმა უნდა მასეა, ლამის ფოტონადირობაზე გადავიდე. |
|
|
|
Aug 13 2018, 08:53
პოსტი
#59
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
შარშან 5 თვისას მოუწია მწყრის ნახვა. 3 ნაბული მოვასწარით სულ და კიდეც წავიდა მწყერი. წელს ცოტა მოუცლელად ვიყავი და ამ თვეში მოვახერხე 3 გაყვანა. პირველ 2 გაყვანაზე ნაბულზე დგებოდა და არ მიცდიდა, თვითონვე ეტანებოდა. ამ მესამე გაყვანაზე მგონი სწორედ იმუშავა. დავდებ ვიდეოს, ცოტა ემოციებში ვიყავი და ამიტომ რას ვამბობდი ვერ ვაკონტროლებდი. ამის გამო ნუ განმსჯით
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Aug 13 2018, 08:55 |
|
|
|
Aug 13 2018, 08:58
პოსტი
#60
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
არ ვიცი რატომ არ ჩანს ვიდეო. ყველაფერი სწორად გავაკეთე.
https://www.youtube.com/watch?v=fw8Jpvu6svU |
|
|
|
Aug 13 2018, 14:42
პოსტი
#61
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
კარგი მუშაობაა
|
|
|
|
Aug 13 2018, 15:58
პოსტი
#62
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ყველაფერს სწორად ვაკეთებ. არ ვიცი ვიდეო თუ ჩაჯდება ნორმალურად, თუ არა და ადმინს ვთხოვ ჩაასწოროს. ესეც ლინკი https://www.youtube.com/watch?v=8QNsIJPARVM რატომ არ ჩანს ვიდეო? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Aug 13 2018, 15:58 |
|
|
|
Aug 13 2018, 16:02
პოსტი
#63
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ეს მეორე მწყერი იყო იმ საღამოს. დიდხანს სდია პაწიაშკებით და ბოლოს , სულ ბოლოს პირდაპირ დაადგა და აუფრინდა, შეიძლება მეც ავაფრინე. არ ვიცი მეორედაც უნდა გაეკეთებინა ამ მწყერზე ნაბული?
დასაწყისისთვის მგონი კარგი იყო, თანდათან დახვეწავს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Aug 13 2018, 16:03 |
|
|
|
Aug 15 2018, 17:12
პოსტი
#64
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
კარგი ბიჭი დამდგარა კარგი სტილი აქ ეპარება კატასავით ერთ ადგილას უკანა ფეხებზე ჯდება თუ დააკვირდი ეგ მიმწონს ინგლისურებში, ერთხელ ხო დადგა მყარ ნაბულზე მერე უკვე პაწიაშკაზე გადავიდა სწორად აკეთებს ყველაფერს კარგი ბიჭია წარმატებული ნადირობები ერთად. |
|
|
|
Aug 16 2018, 10:44
პოსტი
#65
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ოთო.
მადლობა. პირველ ვიდეოში ნაბულზე დაწვა. აფრენილს გაეკიდა . პირველ გასვლებზე არ დავუშალე მაგრამ ამ მოქმედებას ნელ-ნელა მოვაშლევინებ. |
|
|
|
Aug 16 2018, 13:15
პოსტი
#66
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
აცადე ჯერ ნაბული გაიმყაროს ყველაფერს სწორად რო გააკეთებს მერე დაუწყე გადაჩვევა, ახლა რომ დაშლა დაუწყო შეიძლება ვერ მიხვდეს რას უშლი და საერთოდ აიღოს ძებნაზე ხელი. |
|
|
|
Aug 16 2018, 14:03
პოსტი
#67
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ოთო.
მასე ვიზამ. წელს უნდა ჩამოვაყალიბო მონადირედ. ძებნის სტილი აქვს სასწაული. ასეთი სწრაფი ძაღლი ჯერ არ მყოლია. |
|
|
|
Sep 6 2018, 09:11
პოსტი
#68
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
|
|
|
|
Sep 6 2018, 15:43
პოსტი
#69
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi |
მშვენივრად გინადირია
|
|
|
|
Sep 7 2018, 06:38
პოსტი
#70
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ვახ არ ხსნის ჩემთან ფოტოებს ,
კარგია თუ სასიამოვნო ნადირობა გამოვიდა კარგი ბიჭი დადგება ბატონი ზორო. |
|
|
|
![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 19:03 |