ირლანდიური სეტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი"
მონადირე
პოსტი Jun 10 2009, 16:55
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ირლანდიური სეტერი




ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).

პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
31 გვერდი V   1 2 3 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 99)
ჯეკო
პოსტი Jun 15 2009, 14:15
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 15 2009, 15:01
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 15 2009, 20:52
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ახოტნიკ
ჰერცოგი997
შესანიშნავი ფოტოებია! განსაკუთრებით, ჰერცოგ, შენი! თუ შენი ძაღლი და ნადავლია, საერთოდ უმაღლესი რამ არის! სიმართლე გითხრა, კაკაბზე არასდროს მინადირია გიურზას შიშით და ისე კი ძალიან მინდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 23 2009, 12:28
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ირლანდიური სეტერი ნუთუ არავის გყავთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 23 2009, 13:04
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



სხვას არავის არ ყავს ჯერ ჯერობით newsmile040.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jun 23 2009, 14:38
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ჰერცოგი997
ბეკარი19 ყავს ლარგო ,დავდებ ფოტოსnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jun 23 2009, 14:56
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



მიდი აბა ნოსო გვანახეე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი Jun 25 2009, 08:25
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



აღარაა მაგი ბექას ძაღლი, დღეიდან 1 კვირით ჩემია და მე დავდებ ფოტოებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jun 25 2009, 10:12
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



იკა კაპანაძე
ხო მასეა იკა მასეnewsmile05.gifnewsmile05.gifგაიხარე ,მადლობელი ვარ,ისე ნასწავლია და იქნება და ვიდეოც დადო მოტანისnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
D. E. N. T. I. S...
პოსტი Jun 25 2009, 14:37
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 217
რეგისტრ.: 22-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: t b i l i s i



მართალია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jul 7 2009, 02:42
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლარგო ჩემთანაა უკვე სახში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile015.gif ხვალ დავდებ სურათებს და ვიდეოებს .. 8 თვისაა უკვე დიდი ბიჭია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jul 7 2009, 18:47
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აჰა ესეც ჩემი ლარგო newsmile05.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jul 7 2009, 23:01
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



კარგი ირლანდიურია მაგრამ პატარა ბეწვი რატომ აქვს? ის კიდევ ინგლისური სეტერიაა მე მაგ ფერის ინგლისურები მომცონს უფრო მასიურები და ძლიერები არიანნ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jul 8 2009, 23:52
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი ვაშკაცი





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 9 2009, 00:25
პოსტი #16


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ისე თეთრი გული როდესაც აქვთ იბრაკებიან ტუ სტანდარტებში ჯდება ეგ შეფერილობაც?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 9 2009, 09:06
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



მაგარია ლევან მაგარიnewsmile05.gifnewsmile05.gifხომ ვამბობდი გაფრინდებიან მეთქიnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 9 2009, 09:07
პოსტი #18


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
ციტატა(vito @ 9th July 2009 - 01:25 AM) *
ისე თეთრი გული როდესაც აქვთ იბრაკებიან ტუ სტანდარტებში ჯდება ეგ შეფერილობაც?


ამის პასუხი პირველ პოსტში წერია:
ციტატა(Zvikius @ 10th June 2009 - 05:55 PM) *
შეფერილობა: მუქი წითელ-წითური, დაშვებულია მკერდზე პატარა თეთრი ლაქა.


newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 9 2009, 09:08
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სუფთააა კაცო,იზ უკრაინი მამაnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 16 2009, 19:59
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვხედავ ირების ნაკლებობაა კლუბში.. მე კიდევ ძალიან მომწონს ეს ჯიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Sep 3 2009, 19:16
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



M.R largo
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 8 2009, 10:00
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ესეც თენგო ძიას 3 თვის დამა



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Sep 10 2009, 09:51
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ნოსო
სკამზე რომ ზის, აი ამ სურათზე, ლეკვს უყურებ და როგორი კრიჭა აქვს?
თუ უბრალოდ მომენტია გადაღებული როდესაც კევს ღეჭავს? newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 11:31
პოსტი #24


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მე მყავდა ირლანდიური... ყველანაირად ძალიან კაი ძაღლი იყო... არაფერი მინუსი არ ჰქონდა, ერთის გარდა - თოფის გასროლის შიში ჰქონდა ისტერიულიი.... ერთი გასროლა და საუკეთესო ვარიანტში, ძაღლი მანქანაში მელოდებოდა, წინა სავარძელზე newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

მე ვაბრალებდი რომ ლეკვობისას შემიშინის მეთქი (ვიღაცამ თოფი ისროლა ძაღლთან ახლოს, პატარა რომ იყო), მაგრამ მერე ფორუმზე გავიგე თითქოს ეგ ირლანდიურებს ისედაც სჩვევიათო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 10 2009, 12:55
პოსტი #25


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(გიორგი @ Sep 10 2009, 12:31 PM) *
მე მყავდა ირლანდიური... ყველანაირად ძალიან კაი ძაღლი იყო... არაფერი მინუსი არ ჰქონდა, ერთის გარდა - თოფის გასროლის შიში ჰქონდა ისტერიულიი.... ერთი გასროლა და საუკეთესო ვარიანტში, ძაღლი მანქანაში მელოდებოდა, წინა სავარძელზე newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

მე ვაბრალებდი რომ ლეკვობისას შემიშინის მეთქი (ვიღაცამ თოფი ისროლა ძაღლთან ახლოს, პატარა რომ იყო), მაგრამ მერე ფორუმზე გავიგე თითქოს ეგ ირლანდიურებს ისედაც სჩვევიათო...


რას გვაბოლებ ეხლა ააა? შენს მანქანაში ძაღლი იჯდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 13:05
პოსტი #26


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Beso @ 10th September 2009 - 01:55 PM) *
რას გვაბოლებ ეხლა ააა? შენს მანქანაში ძაღლი იჯდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif იჯდა ბესო შენ წარმოიდგინე.... ოღონდაც ეს იყოო ბეეეევრიი წლის წინ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 10 2009, 13:10
პოსტი #27


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif საღოლ ბესო!!! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif ეგ მაგარი იყო newsmile090.gif

აფერისტები დავსაჯოთ!!! newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 10 2009, 14:06
პოსტი #28


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გოგა
მოგვატყუა ხომ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif, ბრიტანულებს ჩვეიათ სროლის შიშიო?????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 14:08
პოსტი #29


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ვაააახხხხ კაცო ეს ბრიტანულია თუ ირლანდიური ???? და ირლანდიურზე სადღაც წავიკითხე და სად არ მახსოვს... მაგრამ ფორუმზე როა ვიცი.... ხოდა თუ შევცდი მე მაპატიეთ newsmile05.gif

და ეგ რომ ეგრე იყო - აგერ გოგამაც კარგად იცის !!! იქ იყო !!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 10 2009, 14:41
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
ვიტო ირლანდიურის შემთხვევაში ძალაინ ხშირია სროლის შიში, რუსულ საიტებზე ამომწურავი ინფორმაციებია, და რეკომენდაციას იძლევიან 5-6 ასაკამდე რომ არ გაუსროლო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 14:53
პოსტი #31


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Nikolo @ 10th September 2009 - 03:41 PM) *
რეკომენდაციას იძლევიან 5-6 ასაკამდე რომ არ გაუსროლო


ხოდა ეეე მანდ დავუშვი მე თავის დროზე შეცდომა.... newsmile038.gif ტყუილა გავაფუჭე ძაღლი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 10 2009, 17:25
პოსტი #32


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
ციტატა(dubidubiduu @ 10th September 2009 - 03:08 PM) *
და ეგ რომ ეგრე იყო - აგერ გოგამაც კარგად იცის !!! იქ იყო !!!


გოგა იქ არ იყო,გოგა მაშინ ჯარში იყო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif აფერისტ newsmile035.gif



ისე ეს ხუმრობა კარგია,მაგრამ გიორგის ძაღლი ყოველ 31 დეკემბერს 12 საათზე უნიტაზის ქვეშ ზვრებოდა(თუ გინდა ესაც ხუმრობა იყოს) newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 19:29
პოსტი #33


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



კაცო
ციტატა(gogagoga @ 10th September 2009 - 06:25 PM) *
გოგა იქ არ იყო,გოგა მაშინ ჯარში იყო


აბა რამაზი იყო ??? არა ნუ ხო ფაქტია რომ ეშინოდა სროლი ?!?!?!!?!?!? ვააააა newsmile089.gif newsmile089.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 10 2009, 20:00
პოსტი #34


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო დაწყნარდი,ეგრე იყო. მაგრამ მიკვირს რატო უნდა ახასიათებდეს ჯიშს ეგეთი რამე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Sep 10 2009, 20:32
პოსტი #35


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მე მყავს ირლანდიური სეტერი და ყოველ ახალწელს სროლები რომ იწყება ძაღლი გიჟდება და მაგრად ნერვიულობს და სადაც ოჯახის წევრები ვიკრიბებით ხოლმე იქ სავარძელზე ვსვამთ და იქაც ეერთამბავშია წკმუტუნობს და მაგრად ნერვიულობ და თუ დამინახა რომ თოფი ავიღე და ვისროლე იმაზე ვაფსჰე გიჟდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Sep 11 2009, 14:52
პოსტი #36


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც მყავს ირლანდიური და მგონი ატომური ბომბა რო აუფეთქო გვერდზე არ შეეშინდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 11 2009, 16:07
პოსტი #37


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლევანა90 @ Sep 11 2009, 03:52 PM) *
მეც მყავს ირლანდიური და მგონი ატომური ბომბა რო აუფეთქო გვერდზე არ შეეშინდება newsmile05.gif

უბრალოდ შეშინებას ვერ მოასწრებს newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 11 2009, 18:11
პოსტი #38


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გიორგი
ეგ იმიტომ არის რომ ყველაზე მეტი ადრე ირლანდიური იყო გავრცელებული, თორემ არანაერად არა აქ ეგ შიში და ეგ სტერეოტიპია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Sep 15 2009, 14:38
პოსტი #39


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
პირდაპირი გაგებით ხო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Dec 20 2009, 12:26
პოსტი #40


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Dec 31 2009, 23:48
პოსტი #41


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე მკავს დზუ 3 დზლის დზალიან კარგი დზაგლია ჯგვიანი ესმის რომ ესაუბრები

ზუსტად ისეთია ლევანი 90 რომ ყავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Jan 4 2010, 01:09
პოსტი #42


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



nika shukakidze
მაგარი ძაღლის ჯიშია .. სადაური ხარ??? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 29 2010, 04:49
პოსტი #43


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰერცოგას ლედი




მაგარი მასტია ძაან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 29 2010, 09:32
პოსტი #44


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Davitus გეთანხმები!!!!!!!!!1 მაგრადაც ნადირობს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nanuka&jessi
პოსტი Feb 11 2010, 17:52
პოსტი #45


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi :)



მეც სეტერი მყავს ჯერ 2 თვე ნახევრისაა newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Feb 11 2010, 17:53
პოსტი #46


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



nanuka&jessi
სურათი არ გაქვს?დადე.რომელი სეტერია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 11 2010, 20:02
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ციტატა(Davitus @ Jan 29 2010, 05:49) *
ჰერცოგას ლედი




მაგარი მასტია ძაან

ვა ლედი სად გაეძრო ტო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Feb 11 2010, 20:16
პოსტი #48


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ჰერცოგი997 ნეტა ვისია ჰაა? ხოარ იცი? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Feb 24 2010, 17:17
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სტატია რომელიც ბატონმა შადიმანმა მოგვაწოდა იხილეთ თემის დასაწყისში

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 24 2010, 17:28
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
ციტატა(zaza @ 24th February 2010 - 18:17) *
ეს სტატია ბატონმა შადიმანმა მომაწოდა,რისთვისაც დიდი მადლობა

ბატონი შადიმანი იმას რატო არ ამბობს რომ თვითონ ყავდა საქართველოს საველე ჩემპიონი, ირლანდიული სეტერი "ბაკ-მალიგანი" რომელმაც 2003 წელს "ლევან ციციშვილის" მემორიალი მოიგო 1-ხარისხის დიპლომით vot-tak.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Feb 24 2010, 19:53
პოსტი #51


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სტატია ისე დაიდო პირველ გვერდზე,რომ არ ჩანს საიდან მოხვდა მანდ,ანუ ვინაა მისი ავტორი.თან ეს სტატია არ არის იმ წევრის პოსტი,რომელსაც მეიწერა იგი.ამიტომ,გთხოვთ სტატიას მიეთითოს მისი შემქმნელის ვინაობა ანუ ბატონი შადიმანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Feb 24 2010, 20:02
პოსტი #52


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზაზა
ვინ გითხრა რომ არ წერია?
ჯერ ყურადღებით გადაიკითხე პოსტი #49 და მერე #1

ვოტ ტაკ
newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Feb 24 2010, 20:11
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წავიკითხე ბატონო მოდერო,წავიკითხე,განა არ წავიკითხე,მარა მე და შენ და კიდევ რამოდენიმე რომ მივხვდებით,დანარჩენი მიხვდება ამას...თან ჯობდა მანდ სადაც განთავსდა ეს სტატია,ზემოთ და თვალსაჩინო ადგილას მითითებულიყო მისი ნამდვილი ავტორის ვინაობა.

პატივისცემით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 2 2010, 14:33
პოსტი #54


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ირლანდიულზეც ისაუბრეთ ცოტა ცოტა, რაც ვიცი ნადირაბაში ჩემს ძაღლს უნდა უმადლოდე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 2 2010, 16:55
პოსტი #55


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 2 2010, 18:51
პოსტი #56


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



უფ გაიხარეთ ამ ჯიშსაც ერხევა ნელნელა აქ მარტო 2 კაცს გვყავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Mar 2 2010, 20:15
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე პირადად ირლანდიურის ნადირობა მწყერზე არასოდეს მინახია(ვიდეოებს თუ არ ჩავთვლით).რატომ არ ჩანან ეს ძაღლები,არ ვიცი,მითუმეტეს ჩვენთან ბოლო პირველი ხარისხი ამ ძაღლმა აიღო.გლდანში ჰყავს ვიღაცას.დიდი მცოდნე არა ვარ,მარა ექსტერიერით მართლა მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 2 2010, 21:21
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუ შენ შემოგევლე მარტლაც რომ ეს თემა ძაან მკვდარია newsmile038.gif არადა ეს ძაღლები საკმაოდ იყო ადრე საქართველოში მე რამდენადაც ვიცი ,, ალბათ თენგო უფრო აგვიხსნის რატომ აღარ გვხვდება ეს ძაღლი newsmile038.gif
თენგო
თქვენ ბევრად მეტი გაგეგებათ ამ ძაღლებზე აბათ ვიდრე ჩვენ და ინებ ცოტა ჭAმოვწიოთ თემა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 2 2010, 23:20
პოსტი #59


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ირლანდიური სეტერი საკმაოდ მრავალრიცხოვნი იყო საქართველოში 90 იანი წლების დასაწყისიდან მათი რაოდენობა ინგლისური სეტერების რაოდენობას არ ჩამოუვარდებოდა და ყოველწლიურად გამოფენებზე დაახლოებით 20 ეგზემპლარი იყო ხოლმე წარმოდგენილი. ამ პერიოდს ემთხვევა რუსეთშიც ირლანდიური სეტერების ჰეგემონია-როდესც საველე შეჯიბრებში ირლანდიური სეტერები იმარჯვებდნენ როგორც პირად ისე გუნდურ ჩათვლებში. ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა როგორც რუსუთში ისე ჩვენთან.
საქართველოში გამოფენებზე ირლანდიურებისა და ინგლისურების თანაბრობის შემთხვევაში, ინგლისურებს უფრო მეტი საველე დიპლომები ქონდათ ყოველთვის რაოდენობრივად, რაც პირველ რიგში განპირობებული იყო მეპატრონეების უაქტიურობით, ძაღლის გვიანგეშვადობით გარკვეულწილად და ფსიქიკური თუ სხვა პრობლემებით რომელიც ბევრ ირლანდიურს აღმოაჩნდა, რაც პირველ რიგში თოფის გასროლის შიშით და უნაბულობით გამოიხატებოდა. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა მაინც ხდებოდა მწარმოებლად ისეთი ძაღლების გამოყენება რომელთაც თოფის შიში თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ. უპირატესობა ექსტერიერს ენიჭებოდა. არასწორი სელექციაა მიზეზი იმისა რომ დღეს საქართველოში ირლანდიური სეტერი გადაშენების გზაზეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 3 2010, 10:35
პოსტი #60


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევანა90
ციტატა(levana90 @ 2nd March 2010 - 22:21) *
თენგო
თქვენ ბევრად მეტი გაგეგებათ ამ ძაღლებზე აბათ ვიდრე ჩვენ და ინებ ცოტა ჭAმოვწიოთ თემა

ლევან გენაცვალე, ვისაც მართლა რამე გაეგება ირლანდიულებში და საერთოდ მონადირე ძაღლებში GIGO-ა.
ჩემი ფუნქციაა არ მივცე მაგას და სხვა მცოდნე ხალხს მოსვენება და ვაწერინო პოსტები)newsmile05.gifnewsmile05.gif:
თქვენც მომეხმარეთ,დასვით შეკითხვები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 3 2010, 20:47
პოსტი #61


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
გთხოვ თუ გაქ შენი ძაღლის სურათები ან ვიდეოები დადე აქ რა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 3 2010, 23:30
პოსტი #62


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება







www.youtube.com/watch?v=aIpLvFkwHs8&feature=related
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 00:02
პოსტი #63


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://russianpointdogs.ning.com/video/sos...ya-chempionov-v კარგი ვიდეოებია ირლანდიურების ნახეთ

რაღაც სურათები მაქვს ჩემი ძაღლებია მარა დასასკანერებელია მოგვაინებით დავდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 10:11
პოსტი #64


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
ციტატა(GIGO @ 4th March 2010 - 01:02) *
რაღაც სურათები მაქვს ჩემი ძაღლებია მარა დასასკანერებელია მოგვაინებით დავდებ

მე მაქვს სახლში სკანერი მომიტანე და დავდებ. და საერთოდ ყველას ეხება თუ გაქვთ კარგი ფოტოები მომიტანეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 4 2010, 14:26
პოსტი #65


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
შენ გარკვეული ყოფილხარ ირლანდიურებში .. რამდენად რეალურია ამ ძაღლების შემოყვანა და საიდან .. რა ფასები აქვთ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Mar 4 2010, 15:39
პოსტი #66


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ლევანა90 @ Mar 4 2010, 15:26) *
GIGO
შენ გარკვეული ყოფილხარ ირლანდიურებში .. რამდენად რეალურია ამ ძაღლების შემოყვანა და საიდან .. რა ფასები აქვთ ?



ლევან,GIGO არის ერთ-ერთ ცნობილი ექსპერტი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 17:31
პოსტი #67


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.radikal.ru]

გიგო მემგონი ძაან ლამაზი ძაღლია, გაგვიზიარე შენი აზრი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 4 2010, 17:40
პოსტი #68


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 17:51
პოსტი #69


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(გოგა @ Mar 4 2010, 18:40) *
irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?



ამ ჯიშზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, მეც მაინტერესებს და ამიტო გიგო უნდა დაგვეხმაროს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 18:28
პოსტი #70


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა
ციტატა(გოგა @ Mar 4 2010, 18:40)
irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?



ერთი შეხედვით კი, შუბლის ძვლები უჩანს ძედმეტად ამოწეული და ყურები უზის ძალიან დაბლა და დიდები უჩანს.. არა ასე არ უნდა იყოს. სურათზე ძალინ ძნელია ძაღლის შეფასება და ამიტომაც თავს ვიკივებ ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 4 2010, 19:58
პოსტი #71


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





ესეც ჩემი ძაღლი 9 თვის ასაკში. შემიფასეთ თავის ფორმა თუ შეიძლება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 4 2010, 20:45
პოსტი #72


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi






ცოტა ხარისხი არ უვარგა 5 წლის წინანდელი სურათებია



ლედი და მისი შვილი ლესი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 4 2010, 21:52
პოსტი #73


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შვილი რომელია დიდი რომ არის ის ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 22:02
პოსტი #74


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევანა90
ლევან ძაღლი თბილისში გყავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 4 2010, 22:26
პოსტი #75


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ხო ეეგ არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 4 2010, 23:09
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო
ფოთში მყავს .. რატომ?? ისე მერე ზაფხულში ვაპირებ ჩამოყვანას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 23:10
პოსტი #77


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევანა90
სურათით რაც ჩანს ჯიშს შეესაბამება,რო ჩამოიყვან გვანახე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 4 2010, 23:14
პოსტი #78


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო
აუცილებლად მაგის მშობლების სურათებსაც წამოვიღებ ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Mar 5 2010, 12:43
პოსტი #79


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti





newsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lesi_dato
პოსტი Mar 8 2010, 13:49
პოსტი #80


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(მონადირე @ Jun 15 2009, 21:52) *
ახოტნიკ
ჰერცოგი997
შესანიშნავი ფოტოებია! განსაკუთრებით, ჰერცოგ, შენი! თუ შენი ძაღლი და ნადავლია, საერთოდ უმაღლესი რამ არის! სიმართლე გითხრა, კაკაბზე არასდროს მინადირია გიურზას შიშით და ისე კი ძალიან მინდა.



მე მყავს ირლანდიური სეტერი და ქვია ლესიი newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 8 2010, 14:24
პოსტი #81


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



lesi_dato
დადე სურატები თუ გაქ newsmile05.gif საბუთებიანია ???

GIGO
ვიცი ო მართლა მაგარი ირლანდიელი გყოლია და ეს ადრეც ვთქვი გთხოვ რა როგორც შეძლებ სურათები დადე რა .. პატივისცემიც ლევანი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 15 2010, 05:08
პოსტი #82


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანა90
შენი პოსტები შევაერთე, თორემ უშნოდ იყო ერთმანეთზე მიწყობილი.

დაუდეთ ამ კაცს სურათები... სურათები ვ სტუდიუ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 15 2010, 14:39
პოსტი #83


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ლევანა90
აუცილებლად უნდა გაიცნო ირლანდისტების იმერული კლანი, გიგოს თამადობით. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 15 2010, 22:45
პოსტი #84


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რაღაც სურათები მაქვს, ციფრული არა , თუ მოვახერხე დასკანერება დავდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბექარი19
პოსტი Mar 17 2010, 23:05
პოსტი #85


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 432
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ესეც ლარგოს ახალი ფოტოები




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 18 2010, 13:13
პოსტი #86


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სად არის ეგ ირლანდიური სეტერების იმერული კლანი გურულს არ მიიგებენ ?? ანუ მე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 20 2010, 11:19
პოსტი #87


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ლევანა90
ციტატა(ლევანა90 @ Mar 18 2010, 14:13) *
სად არის ეგ ირლანდიური სეტერების იმერული კლანი გურულს არ მიიგებენ ?? ანუ მე newsmile05.gif

დიდი სიამოვნებით მიგიღებენ!! newsmile027.gif
ლიხსიქითელი უნდა იყო (წარმოშობით მაინც) და წითელი ძაღლის დანახვაზე პულსი უნდა გაგიხშირდეს, სულ ესაა მო თხოვნები. newsmile041.gif newsmile01.gif newsmile01.gif
თანაც მაგრა უჭირთ. newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Apr 23 2010, 13:13
პოსტი #88


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაუმარჯოს მონადირეებს newsmile045.gif newsmile045.gif newsmile045.gif ერთ დროს მეც ვიყავი წითლების ფანი.. 3 წითელი ხულიგანი მყავდა. რათქმა უნდა ერთმანეთის მორიგეობით.. აბა ჩემმა მტერმა გაუდძლოს 3 ირლანდიურ გადარეულს ერთ დროულად newsmile035.gif ყველა რატომგაც და ტრაგიკული ბედის აგმოჩნდა. 1ლს რაგაც ავადმყოფობა შეხვდა და მომიკვდა 10 თვის ასაკში. მეორე 4 წლის იყო რო მომპარეს. მესამე კიდე ამ სეზონის დასასრულისკენ უხსენებელმა (გველმა) დაგესლა კაკაბზე ნადირობისას....

სურატებს ვერ ვდებ ბიჭებო თორე განახებდით ჩემ წითელ ეშმაკებს.. მასწავლეთ რა ვინმემ როგორ უნდა სურათების დადება. წინასწარ მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 23 2010, 13:34
პოსტი #89


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



samo pix.ge ზე შედი ატვირტე დააა მორუმისლ ლინკი დააკოპირე აქ სადაც წერ და აიტვირთება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Apr 23 2010, 14:24
პოსტი #90


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi





ესეც ჩემი უკანასკნელი წითელი ეშმაკი.. უკანასკნელი აღმოჩნდა ეს ნადირობა მისთვის :(:(:(:(





ამ სუღატში 4 თვისაა ჩემი ბობო





ესეც ჩაპი 4 წელზე მეტი არ დაგვცალდა ერთად ნადირობა რო მომპარეს :@:@:@:@



ჩაპი ცოტა ვერაა ფორმაში ნადირობიდან ახალი დაბრუნებულია newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Apr 23 2010, 16:45
პოსტი #91


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





ჩემი ლესი პატარა და მუშა.. newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Apr 23 2010, 16:48
პოსტი #92


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შუკა რატო არსი შენი ლესი ესეთი დაბალი???? სუფთა სისხლის არ არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Apr 23 2010, 21:08
პოსტი #93


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს ძაღლი მოიყვანა მეზობლის ბავშვმა აზე არ ვარ საიდან, მაგ დროს კაი ძაღლები მყავდა და არ დამაინტერესდა, გაზარდა ეზოში(კიდე კაი არავინ მოიპარა) გავიდა 3 წელი მოვიდა შაშან სეზონი და ვარ უძაღლოდ (მომიკვდა დრადხაარი ივნისში) არ მევასება სხვისი ძაღლით ნადირობა, ავდექი და ეს დაუგეშავი და მინდორ უნახავი ძაღლი გავიყვანე, 1 გაყვანა ვერაფერი, მეორეზე მწყრის სისსხლი ჩავაწვეთე ცხვირში ცოტა აზე მოვიდა newsmile090.gif მესამეზე გაიხსნა და მანადირა და მანადირა ... დაღლა არ იცის რაა! 5 კაცი გვანადირა ერთხელ! მოტანა იმენა მწყერით ვასწავლე მინდორში, გამომადგა! ადრე არ მევასებოდა ეხლა შვილივით ვზრდი, მწყერი ვაჩვენე , ქათმი, კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს ოღონდ მციირე მანძილით მოკლედ ივარგა! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Apr 24 2010, 19:12
პოსტი #94


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შუკა
ციტატა(nikash4 @ 23rd April 2010 - 22:08) *
კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს

ნიკუშ, ზოოპარკში გყავდა? : newsmile027.gif newsmile015.gif

ბოდიში ოფისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Apr 24 2010, 19:30
პოსტი #95


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შუკა
ანუ მაგარი კმაყოფილი ხარ ძაღლით და იქნებ უკეთესი სურათები გვანახო ?? მაგრად მაინთერესებს თან ცოტავართ ირლანდიელების ფანები newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Apr 24 2010, 22:14
პოსტი #96


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(qarqashadze @ 24th April 2010 - 20:12) *
ციტატა(nikash4 @ 23rd April 2010 - 22:08) *
კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს

ნიკუშ, ზოოპარკში გყავდა? : newsmile027.gif newsmile015.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი May 31 2010, 19:42
პოსტი #97


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 31 2010, 20:30
პოსტი #98


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მაგარი ძაღლია ლევან!!! haski.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 31 2010, 22:11
პოსტი #99


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მოკლე ბეწვი აქვს ცოტა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი May 31 2010, 22:22
პოსტი #100


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჰერცოგი997
სურათში ჩანს ეგრე. ესეთი ლამაზი სეტერი საქართველოში სხვა არ მინახავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

31 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 09:42