მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 28 2010, 13:16
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მტრედის აღწერილობა
ქედანი გვრიტი გვიძინი ანუ გულიო მტრედი ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)4. ელექტრო ფიტული სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ |
|
|
|
![]() |
Nov 28 2010, 17:20
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლეკი
ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი ამ თემას. ქება და დიდება შენ, ყმაწვილო. საკვებად, მე მაგალითად, მტრედი, როგორც ფრინველი ვერ წარმომიდგენია, მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს, მოშავო, ოდნავ მაგარი ხორცი აქვთ, სწორედ ამის გამო შემწვარი, ნაკლებად გემრიელია. მე პირადად მტრედის, ქედნის და ა.შ. ხორცს, უფრო ვშუშავ ხოლმე, ხახვში და პომიდორში. იფ,იფ,იფ........ აი ასეთია.
|
|
|
|
Nov 28 2010, 17:45
პოსტი
#3
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მტრედისებრებზე ნადირობა ერთერთი უსაყვარლესი ნადირობაა ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში.ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში.
მტრედზე ნადირობა ევროპელი და რუსი მონარქების საყვარელი გართობა იყო,მათ კი დამიჯერეთ,არჩევანის საშუალება ქონდათ. დღევანდელი სპორტული სროლა,მტრედებზე ნადირობიდან იღებს სათავეს,არსებობდა სპესპეციალური თოფები,ე.წ."სადოჩნოე რუჯიო" (მტრედს კალათიდან,"სადოკიდან" აფრენდნენ) ეს თოფები საკმაოდ მძიმე იყო და გრძელი ლულებით გამოირჩეოდა. ქედანზე ნადირობა ძალიან აზარტულია,მაგრამ ძირითადად სხვა ნადირობების თანმდევათ ითვლება. ჩვენში სპეციალურად ქედანზე,იშვიათად თუ ნადირობენ,მე სულ რამოდენიმე კაცი ვიცი. ეს ჩემი აზრით განპირობებული არის იმით ,რომ მტრედისებრი,ალბათ იმის გამო რომ ბევრია,ღირსეულ"ტროფეად" არ აღიქვება. თან ძაღლით ნადირობის მოყვარულ მონადირეებს ქედანზე ნადირობა ,სადაც ძაღლი საჭირო არ არის, დროის დაკარგვად არ უღირთ. |
|
|
|
Jan 16 2011, 19:33
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
სპეციალურად ქედანზე დავდივარ ხოლმე მარტო, მტრედებს კი სხვა ნადირობების დროს ვესვრი ხოლმა. სტრაფი და ლამაზი ფრენა აქვს მტრედს და ლამაზი ნასროლიც თუ გამოგივიდა ძალიან სახალისოა.
|
|
|
|
Feb 17 2011, 14:00
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ღორქედანა თუ გაგიგიათ? ყველაზე დიდია ტარიბანაში და სირაქშია ბევრი და ჭაჭუნაზე მარა 4 ნომერი მაინც უნდა ამტანია ძალიან
|
|
|
|
Feb 17 2011, 15:12
პოსტი
#6
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Feb 17 2011, 18:16
პოსტი
#7
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Feb 17 2011, 20:52
პოსტი
#8
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მე კი ვიცი რომ ქედანს კახეთში "ღორქედანას" ეძახიან, რადგან მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია... 3-4 ნომერიც მას სჭირდება...
|
|
|
|
Feb 17 2011, 22:19
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს, უფრო ,,სუფთად,, იღებს ვიდრე მსხვილი საფანტი...
|
|
|
|
Feb 17 2011, 22:58
პოსტი
#10
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Feb 18 2011, 09:44
პოსტი
#11
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია
|
|
|
|
Feb 18 2011, 10:05
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
რა თქმა უნდა მანძილს გააჩნია, 40 მეტრამდეს კარგი ვაზნა 5 ნომერი დამჯდარსაც კლავს და გაფრენილსაც. დამჯდარს უნდა ეცადო რომ მკერდის მხრიდან ესროლო და ხის ტოტები არ ფარავდეს სილუეტს. არის შემთხვევები როდესაც გვერდიდან ნასროლი ქედანი ვარდება და მხოლოდ ფრთა აქვს ხოლმე მოტეხილი. ყველა ნასროლ ქედანს აუცილებლად გააყოლედ თვალი, სასიკვდილოდ დაჭრილი ქედანი ხან 100-200 მეტრის იქით მკვდრად ვარდება.
|
|
|
|
Feb 18 2011, 10:26
პოსტი
#13
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
რომა მართალი ხარ, ბოლოს რომ ვინადირე ძირითადად მიწევდა სადღაც 60 მეტრამდე სროლა, ვესროდი 1 ნომერს (დამჯდარს). ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ერთმა კი კაი მანძილი იფრინა, მკერდში ქონდა გავლილი.
|
|
|
|
Feb 18 2011, 15:00
პოსტი
#14
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ძალიან ფრთხილია ახლოს არ გიშვებს მანქანიდან ჯობია სროლა მომენტს გააჩნია თორე ლაგატკიტაც მყავს მოკლული ბავშვობაში
|
|
|
|
Feb 18 2011, 17:50
პოსტი
#15
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ამიტომაა, რომ ქედანს "იღლიაში უნდა მოარტყა" თუ ჩემი არ გჯერათ ნოსოს კითხეთ
|
|
|
|
Feb 18 2011, 19:13
პოსტი
#16
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
|
Feb 18 2011, 21:59
პოსტი
#17
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია 9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება.. ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ამაში გეთანხმები, ძალიან კარგად იტანს ჭრილობას(გულ-მკერდის არეშიც კი) თავისი ხშირი ბუმბულის და მკრივი ხორცის წყალობით.... |
|
|
|
Feb 19 2011, 10:01
პოსტი
#18
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება.. ამიტომაც დავწერე მანძილს გააჩნია მეთქი. ყვითელი ფერის უკონტეინრო თურქული ვაზნები ვიყიდე 9 ნომერი, ძლიერები გამოდგა. მწყერზე ვნადირობდით შირაქში და ქარსაცავ ზოლებში სემიჩკის პირას ბლომად ქედანს წავაწყდით. ხოდა, ამ ვაზნებით 20-25 მერზე ვესროდით, ხან უფრო ახლოსაც. დახოცილები დავალაგეთ მინდორში, მოდიოდნენ და რომ დაეჭვდებოდნენ ხოლმე უკვე გვიანი იყო. გვქონდა მხოლოდ 9 ნომრები, რამდენიმე 7-ც. ასე რომ შეუძლებელი კი არა ფაქტია ეს ვაზნები იყო ![]() ასე ვალაგებდით მკვდრებს, რაც უფრო მეტს, უფრო მეტი მოდიოდა ![]() ზოგი ამანაც დააგოიმა, ნაჩქარევად და უხარისხოდ აგავაკეთეთ თორემ იმუშავებდა ![]() ესეც შედეგი, რამდენიმე მტრედიც იყო, 3 კაცი ვესროდით ![]() |
|
|
|
Feb 19 2011, 11:04
პოსტი
#19
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
იკა მიდი ძმურად შენ დაწერე ნოსოს მონაყოლი მაგას სად ცალია აქ შემოსასვლელად! ზუსტად არ მახსოვს შალვას შემოვევლე მაგრამ ნოსოს ნაამბობის ძირითადი დედააზრი ის იყო, რომ ნოსო გაფრენილ ქედანს იღლიაში უმიზნებს და არტყამს, აბა მკერდში რო მოვარტყაო ძლიერი აქვსო და ვერ იღებსო და ამიტომაც იღლიაშიო 9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც 9 ნომერ საფანტს თუ შესაბამისი დიამეტრი, წონა და სიმკვრივე აქვს სულაც არ არის სახუმარო |
|
|
|
Feb 19 2011, 13:58
პოსტი
#20
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ქევხო
არ შემიძლია არ დაგეთანხმო, #9 საფანტი, 35 მეტრშიც საკმაოდ ძლიერია... მწყერს - ქედანს და მტრედს ვერ შეადარებ, მაგრამ 9 ნომრით 55 მეტრში მყავს მოკლული მწყერი... გავზომე კიდეც ტესტირებისას 35 მეტრში ბეტონის კედელს ისეთ რამეებს უშვებოდა...მტრისას |
|
|
|
Feb 20 2011, 11:47
პოსტი
#21
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
Davitus
მაგ დღისით იყო შემთხვევა 9 ნომრით 25-30 მეტრში დამჯდარი ქედანი მკვდრაც ჩამოვაგდე. |
|
|
|
Feb 20 2011, 23:12
პოსტი
#22
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ქევხო
მაგ სურათებში ქედნები გყავს მოკლული? მე ქედანი სხვანაირი ვიცი... |
|
|
|
Feb 21 2011, 09:17
პოსტი
#23
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
|
|
|
|
Feb 21 2011, 12:12
პოსტი
#24
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
რაც სურათზეა ქედანია ორი აზრი არაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში წყვილი მოვინადირე ოდნავ ამათზე დიდები და მუქი შეფერილობის იყვნენ.
|
|
|
|
Feb 21 2011, 13:07
პოსტი
#25
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Feb 21 2011, 20:12
პოსტი
#26
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
|
Mar 7 2011, 20:07
პოსტი
#27
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ლეკი შენ რა სურათიც დადე ეგ არის ნაგდი ქედანი და იქ რომ სურათი უდევს ქევხოს ეგეც ქედანია ოგონდ ცოტა სხვა ჯიშის. ქედანს სხვანაირად ტყის მტრედი ქვია WOOD PIGEON.
|
|
|
|
Mar 8 2011, 20:17
პოსტი
#28
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
|
Mar 8 2011, 21:36
პოსტი
#29
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
აუ ამის ყურების შემდეგ ისეთი მადა მომივიდა რომ მემგონი სულ ქედანზე ვივლი სანადიროდ
http://www.youtube.com/watch?v=j-6YVuw-PcA ბოლომდე უყურეთ ნანადირევს როგორ მოამზადებს. გაპუტვაც კი არ დაჭირდა ფრინველს |
|
|
|
Aug 10 2011, 10:46
პოსტი
#30
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 12-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სალამი ბიჭებს ,
ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან, ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული.. ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ? წინასწარ დიდი მადლობა . |
|
|
|
Aug 11 2011, 10:32
პოსტი
#31
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
სალამი ბიჭებს , ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან, ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული.. ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ? წინასწარ დიდი მადლობა . ეფექტური ნამდვილად არის, განსაკუთრებით კი ელექტრო (ანუ მოძრავი) ფიტულები... |
|
|
|
Aug 29 2011, 09:29
პოსტი
#32
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
|
|
|
|
Dec 18 2011, 22:23
პოსტი
#33
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 21 რეგისტრ.: 18-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ქედანი მოსახლეობასჰი ჯდება?
|
|
|
|
Dec 19 2011, 10:14
პოსტი
#34
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ჯდება მაღალ შენობებზე..
|
|
|
|
Dec 20 2011, 18:47
პოსტი
#35
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 21 რეგისტრ.: 18-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მადლობა
|
|
|
|
Aug 9 2012, 18:05
პოსტი
#36
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ |
|
|
|
Aug 10 2012, 17:08
პოსტი
#37
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 126 რეგისტრ.: 16-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ქევხო გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ გაუმარჯოს, ქედანზე სპეციალურად მე ალაზნის ჭალებში ვნადირობ, ძირითადად თებერვალში. შირაქში კი სადაც შეგვხვდება ის ვუწყობთ ჩასაფრებას. მილარში ააუარება მაგრამ მესაზღვრეები ატრაკებენ ხოლმე. კახეთში თუ მოხვდები თებერვალში, ვინადიროთ. გუშინ სახლიდან დავპოსტე და ყურადღება არ მიმიქცევია რო ჩემი ძმის (DAVITA) სახლით ვიყავი ფორუმზე, დამახსოვრებული ქონდა. ქევხო ვარ და ეს პოსტი მე დავწერე |
|
|
|
Aug 11 2012, 14:07
პოსტი
#38
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
დიდი მადლობა ძმაო , იმიტომ გკითხე უწერიათ სემიჭკებში ვინადირეთო და დამაინტერესა სად არის ამდენი ქედანი რო ამდენს კლავენ მეთქი რა თქმა უნდა ლიმიტირებულს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აუცილებლათ ჩამოვალ და ვინადიროთ
|
|
|
|
Aug 11 2012, 14:29
პოსტი
#39
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
romeo 1
რომეო პირველ ფოტოში მარცხნივ როდგას ხიკსონდახიანი თოფით რუსთაველი ალიკა ხო არაა??? |
|
|
|
Aug 24 2012, 19:40
პოსტი
#40
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
გილოცავთ ყველას ნადირობის სეზონის გახსნას, ბიჭებო მტრედი არის სადმე რო გირდეს წასვლა ტბილისთან ახლო მახლოს ან საერთოდ არის წელს ქედანი სადმე წინასწარ მადლობთ
|
|
|
|
Aug 30 2012, 12:26
პოსტი
#41
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ ქედანი საით მოძრაობს უფრო ხო მეტყვით წინასწარ მადლობთ
|
|
|
|
Aug 30 2012, 12:53
პოსტი
#42
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ქესალოში მყავს ნანახი უზარმაზარი ღრუბლები ქედანის, დაიწყება გადაფრენები სექტემბრის ბოლოს.
|
|
|
|
Sep 3 2012, 17:43
პოსტი
#43
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ქესალოში ქედანი არაა თუ იმ ადგილს გულისხმობთ ხრამის მხარეს ვერხვებთან (5-6 წლის უკან სერიოზულად მოძრაობდა). ბოლო 2 წელიწადია იშვიათად თუ ნახავ. ვინ ამბობს მარნეულისკენ მოძრაობს სექტემბრის ბოლოს, რადგან წიფლის თესლებით იკვებებაო სადღაც ხეობაში, სექტეьბრის მერე ამბობენ აქეთ მოდის და ვერხვის კვირტებს ჭამსო, მაგრამ მე თუ დამიჯერებთ ბოლო 2 წელი ინტენსიურად ვიარე მაგ ადგილებში და ის რასაც 5 წლის უკან ვხედავდი (50-100 იანი გუნდები, აფრინდებოდა ვერხვებს) მაგ სიტუაცია ვერ ვნახე. ალბათ უამრავი ფაქტორი განაპირობებს ქედნების ასეთ ქცევას. აქ მწყერისგან განსხვავებით მანოკს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს. იქნებ უფრო გამოცდილმა ხალმა გაგვიზიაროს თავიანთი მოსაზრება, ქედანზე ნადირობის მოყვარულებმა რა გავითვალისწინოთ, რომელ ადგილებს მივეძალოთ და ა.შ Bonehill უზარმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი
|
|
|
|
Sep 3 2012, 19:48
პოსტი
#44
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Sep 3 2012, 22:15
პოსტი
#45
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ისე მართლა კარგი იქნება თუ ვინმე გამოჩნდება ვინც დაგვაკვალიანებს ქედანზე მონადირეებს საით არის ამჯერათ ქედანი მადლობთ წინასწარ
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში |
|
|
|
Sep 4 2012, 20:14
პოსტი
#46
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში
ოჩოპინტრეს არაწევრი ხალხისთვის პასუხი იქნება |
|
|
|
Sep 4 2012, 23:54
პოსტი
#47
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
Assasin
იმედია იქნება |
|
|
|
Sep 5 2012, 08:36
პოსტი
#48
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Assasin
ძმურად გთხოვ მასეთი ცინიზმი არ გვინდა რა ... კაცურად |
|
|
|
Sep 5 2012, 08:40
პოსტი
#49
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში ბენზინი ეს ხუმრობასავით. ბევრი უნდა ეძიო მონადირემ მიახლოებით სამტრედე ადგილები და მიაკვლევ ერთხელაც იქნება. მაგრამ მტრედმა იცის აუხსნელი რაღაცეები, წელს რო მაგრად ინადირებ, მომავალ წელს მანდ შეიძლება აღარც წახვიდე სანადიროდ. დანარჩენი პმ-ში |
|
|
|
Sep 5 2012, 10:57
პოსტი
#50
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Sep 5 2012, 11:15
პოსტი
#51
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Assasin
გაიხარე ზუსტი არ ვიცი სახლიდან გაუსვლელეად, სადაც შარშან და შარშანწინ ვნადირობდით იქ საერთოდ მერცხალიც არ დაფრინავსო გადმომცეს ახალი ადგილების ძიებაში ვარ, მაგრამ არ ვიცი წლევანდელი მტრედი როგორ იქნება...... |
|
|
|
Sep 5 2012, 15:16
პოსტი
#52
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი
შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი |
|
|
|
Sep 5 2012, 15:22
პოსტი
#53
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შავნაბადას მიდამოებში ნადირობა არ შაიძლება
|
|
|
|
Sep 5 2012, 15:24
პოსტი
#54
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ხო არ ვიცი დავწერე კიდეც ბოლოშI რო არ ვიცითქვა
|
|
|
|
Sep 11 2012, 14:57
პოსტი
#55
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
შავნავბადის მიდამოებში ნადირობა არ შეიძლება და უეჭველი დაგიჭერენო ესე მიტხრეს, ლაგოდეხში ვიყავი კვირას და ვერც იქ ვნახე ეს ოხერი ფრინველი ვინმეს ხო არ შეხვედრია სადმე ქედანი ნორმალურათ რო ემოზრაოს
|
|
|
|
Sep 11 2012, 15:26
პოსტი
#56
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ქედანის რა მოგახსენოთ, მაგრამ გარეული მტრედი - გულიოს რომ ეძახიან მგონი, აი მაგაზე სერიოზულად ვიკაიფე გასულ კვირას, ადგილსაც არ დაგიმალავთ - სართიჭალაში. არ მეგონა ასე ადრე რომ დაიწყებოდა გადაფრენები, უბრალოდ ამ უმწყერობაზე გაბრაზებულმა წავიღე ნახევრადავტომატი ყველასთვის ნაცნობი, ახალი შეძენილი "მურკა" და მტრედებზე მოვნათლე. სამჯერ ვიყავი დაახლობით და 30 ცალამდე მე პირადად ავიღე. მოღრუბლულ ამინდში ძალიან დაბლა მოდიან, 30-50 იანი გუნდები, მერე იქსაქსებიან 3-5 პატარა ჯგუფებად, აი მაშინ იწყება "სპორტინგი", მაგრად ასწორებს. ამ მტრედის გასტრონომიული ღირებულების რა მოგახსენოთ ქედანთან შედარებით, მაგრამ რაც ამ სამი დღის ნადირობისას ვაზნები გავისროლე, ალბათ ამ მანოკობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში არ მისვრია. მოკლედ გირჩევთ 2-3 მწყრის ძიების ნაცვლად შეუვარდეთ მტრედს წელში
|
|
|
|
Sep 12 2012, 10:16
პოსტი
#57
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
Assasin სართიჭალაში სად იქნებ პმ-ში მომცერო თუ გიაშია არ გინდა დაწერა ჭინასწარ მადლობ
|
|
|
|
Sep 12 2012, 10:39
პოსტი
#58
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Assasin
lasha-gs კრასნაგორკაზეა ცნობილი საქედნე ტრასა. გზიდან ხელ მარცხნივ ყანები რომ მთავრდება წვერზე ვდგები ხოლმე. გუნდებათ გადმოდიან და თითქმის ყველა ერთი და იგივე ადგილას. თუ დილასვე ვერ მიაგენი პირველი გუნდი სადაც გადაივლის იქ დადექი და დანარჩენიც იქით წავა. 98% ქედანი მოძრაობს (არა მტრედი) და ცოტაც გვრიტი. დაახლოებით 10 წელიათითქმის ტრასა არ შეუცვლია მად. სამი ნადირობა ვაკვირდებოდი მწყერზე ნადირობისას მაგ ტრასებს. ერთხელაც 10 ნომრები გამითავდა და 4 ნომრებით მარტო ეგღა მქონდა პრასვეტი, ჰოდა ისე გავერთე მას მერე სპეციალურად დავდივარ ხოლმე მაგაზე სართიჭალიდან რომ შეოხვევ ლიანდაგებ ქვეშ უნდა გაძვრე და მეორე შესახვევია მარცხნივ, პატარა ფერმასაც გაივლი გზაზე |
|
|
|
Sep 12 2012, 10:50
პოსტი
#59
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რამდენმა კაცმა გაიგო ახლა ეს ადგილი
|
|
|
|
Sep 12 2012, 11:00
პოსტი
#60
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რა ვქნა აბა? გონიათ რომ მარტო კლუბელებისთვისაა ინფო. მზად ვარ წავიყვანო კიდევაც. მეტი რა ვქნა
|
|
|
|
Sep 12 2012, 11:03
პოსტი
#61
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კი ბატონო, მერე თუ დატოვებთ რამეს, მზად ვარ მეც წამიყვანო
ისე მართალი ხარ ჭალო, მაგრამ ამას ხედავს ისეთი თოფიანი კაცი ვინც, უბრალოდ შემოიხედება ამ თემაში, არც კლუბის წევრია და არც ფორუმის, შეიძლება მანოკისტიც კი არის |
|
|
|
Sep 12 2012, 12:39
პოსტი
#62
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
გემრიელი ჩათრევა იცის ისე...
|
|
|
|
Sep 12 2012, 16:10
პოსტი
#63
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რა ვქნა აბა? გონიათ რომ მარტო კლუბელებისთვისაა ინფო. მზად ვარ წავიყვანო კიდევაც. მეტი რა ვქნა საღოლ, მაგარი კაცი ხარ!!!, გეფიცები მეც ეგეთი მიდგომა მაქვს. კაკბის ადგილი ვიცოდი ძალიან სერიოზული, წავიყვანე სასტავი ერთხელ, მეორე კვირას მიკროავტობუსით დამხვდა ხალხი, მაგრად გამიტყდა იქაურობა დაწიოკებული რომ დამხვდა. მიუხედავად ამისა თუ ვიცი რაიმე სახეირო ადგილი ნამდვილ მონადირეს არ დავუმალავ. ჭალიმგელა ეგ ადგილი ვიცი შენ რომელზეც მოიწერე, მე კიდევ გომბორის ტეკს როგორც კი გაცდები პირველივე ჩასახვევში უხვევ, გადავდივარ ლიანდაგს და იქვე გასწვრივ ვხვდები ხოლმე მტერედების სასტავს. |
|
|
|
Sep 12 2012, 16:20
პოსტი
#64
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ციტატა ადგილი ნამდვილ მონადირეს არ დავუმალავ მერე აქ, მილიონი კაცი შემოდის და როგორ უნდა გავიგოთ ვინაა ნამდვილი მონადირე და ვინ არა? |
|
|
|
Sep 12 2012, 16:26
პოსტი
#65
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
nik@a
შენც მართალი ხარ, ამიტომ აწი PM ში მივწერ ვისაც სურვილი ექნება უბრალოდ არ მინდოდა რომ ვინმეს გონებოდა რაღაც დახურული წრე გვაქვს და მორჩა. პირიქით კარგ ხალხთან ინფორმაციასაც გავცვლი და დიდი სიამოვნებით გავიცნობ კიდევაც ან ჯერ გავიცნობ და მერე გავცვლი |
|
|
|
Sep 12 2012, 16:47
პოსტი
#66
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
+100000000
|
|
|
|
Sep 13 2012, 10:07
პოსტი
#67
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 1-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ქედანი გამოჩენილა კუმისის მიდამოებში ვისაც გცალიათ ისიამოვნებთ ეგრე გადმომცეს იქაურებმა
|
|
|
|
Sep 13 2012, 21:57
პოსტი
#68
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ჭალიმგელა
გაიხარე |
|
|
|
Sep 13 2012, 23:33
პოსტი
#69
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
iosebovich
ზუსტი ადგილი, ჩვენც არ ვიცით ხოლმე, გზაში უნდა დააკვირდე მოძრაობას და მიაგნებ ადგილს სადაც გადადიან. უნდა გახვიდეთ მზიან უღრუბლო ამინდში შუადღეს ძებნის მერე მიაგნებტ ადგილს სადაც მოძრაობენ და საღამოხანს, მზის ჩასვლამდე, იმდენად გექნებათ შესწავლილ დამუღამებული ადგილი რომ, კარგი ჩასაფრებით, სპორტულ ნადირობასაც მოაწყობთ |
|
|
|
Sep 14 2012, 16:33
პოსტი
#70
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აბა ქედანი ქესალოში თუ ამოძრავდა ვინ გაგვახარებს
|
|
|
|
Sep 14 2012, 17:45
პოსტი
#71
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Assasin
მგონი შენ მთხოვე საქედნე ადგილი ხო? ხოდა შენს ზემოთ პოსტი როა დავამატებდი იმას, რომ იმ ხის კოორდინატებს რომლის ქვეშაც ვიდექი ნადირობის დროს ნაღდად ვერ მოგცემ, და აქ საწყენიც არაფერია მე მგონი კიდე რა, ხო ამ ბოლო ნადირობაზე დილის რვიდან თერთმედამდე კარგად იმოძრავა, მერე გაჩერდა და სამიდან რო დაიწყო ხუთამდე კარგად იტრიალა ( 5 წუთიანი პაუზებით), დღე იყო გალა ღრუბლიანი, ოდნავი ნიავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ფრინველს ნაჭამი ქონდა ხორბალი, რკო და ბალახი. ვისროდით 10 ნომრებს, იმიტომ რომ კარგი კამუფლირება და ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას სროლა გვეწარმოებინა 15-20 მ რადიუსით, უფრო შორს 6 N. სულ ესაა ... |
|
|
|
Sep 15 2012, 16:01
პოსტი
#72
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Assasin მგონი შენ მთხოვე საქედნე ადგილი ხო? ხოდა შენს ზემოთ პოსტი როა დავამატებდი იმას, რომ იმ ხის კოორდინატებს რომლის ქვეშაც ვიდექი ნადირობის დროს ნაღდად ვერ მოგცემ, და აქ საწყენიც არაფერია მე მგონი კიდე რა, ხო ამ ბოლო ნადირობაზე დილის რვიდან თერთმედამდე კარგად იმოძრავა, მერე გაჩერდა და სამიდან რო დაიწყო ხუთამდე კარგად იტრიალა ( 5 წუთიანი პაუზებით), დღე იყო გალა ღრუბლიანი, ოდნავი ნიავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ფრინველს ნაჭამი ქონდა ხორბალი, რკო და ბალახი. ვისროდით 10 ნომრებს, იმიტომ რომ კარგი კამუფლირება და ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას სროლა გვეწარმოებინა 15-20 მ რადიუსით, უფრო შორს 6 N. სულ ესაა ... მენი THANKS. GOOGLE EARTH კარგი ქედან ისკატელია |
|
|
|
Oct 11 2012, 20:42
პოსტი
#73
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე.
ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან ![]() ![]() online photo sharing და დავსვი ხეზე. ![]() ![]() picture sharing ![]() photo hosting მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც" ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100% ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე? აი ასე: ![]() image hosting sites აი შედეგიც ![]() image hosting sites გისურვებთ წარმატებებს !!! |
|
|
|
Oct 11 2012, 20:45
პოსტი
#74
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
დალშე დალშე
|
|
|
|
Oct 11 2012, 20:47
პოსტი
#75
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დალშე წავედი შეიწვა უკვე
|
|
|
|
Oct 11 2012, 20:49
პოსტი
#76
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლაგატკით ისროლე მტრედი?
|
|
|
|
Oct 11 2012, 20:49
პოსტი
#77
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
LeoTaso
მოლოდინს გადააჭარბე |
|
|
|
Oct 11 2012, 20:52
პოსტი
#78
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები
|
|
|
|
Oct 11 2012, 20:56
პოსტი
#79
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Fishman
ქვა ვისროლე, რომელზეც ძუა იყო გამობმული, გადავატარე ტოტს, დალშე ჩავაბი ფიტული და "ვირა" |
|
|
|
Oct 12 2012, 00:01
პოსტი
#80
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
LeoTaso
აი ქვა რო ვერ დავინახე მანდ დავიბენი |
|
|
|
Oct 12 2012, 10:32
პოსტი
#81
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები გახლდით ამ დილით, წვიმდა და მხოლოდ ერთმა ასე 15 ცალამდე გუნდმა გადმოიარა. ერთი ცალი ჩამოვაშორე გუნდს, მაგრამ ქედანის რა მოგახსენოთ და რაღაც გულიოს და შინაური მტრედის გიბრიდი აღმოჩნდა. მოკლედ სართიჭალა და გომბორთან აზრი დაკარგა უკვე მტრედზე ნადირობამ. ქესალოში თუ მოძრაობს ქედანი გააქვთ ვინმეს მაგ ადგილებში პროგრესი? |
|
|
|
Oct 12 2012, 10:37
პოსტი
#82
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე. ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან ![]() ![]() online photo sharing და დავსვი ხეზე. ![]() ![]() picture sharing ![]() photo hosting მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც" ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100% ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე? აი ასე: ![]() image hosting sites აი შედეგიც ![]() image hosting sites გისურვებთ წარმატებებს !!! ბრავო ძმაო ამ საქმის ექსპერტი ხარ, არა ერთჯერ დაგვარწმუნე ამაში. მაგრამ ჩემი თხოვნა მაინც მიაყურადე შენ რა, ტექნიკურად გუგლ მეპისკენ გადამიმასართე |
|
|
|
Oct 12 2012, 12:01
პოსტი
#83
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით! ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები |
|
|
|
Oct 12 2012, 12:35
პოსტი
#84
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
LeoTaso
საღოლ ძმაო მაგარი რაღაც მოგიფიქრებია... |
|
|
|
Oct 12 2012, 12:44
პოსტი
#85
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლეკი
საღოლ შენ , როგორც თემის ავტორს |
|
|
|
Oct 12 2012, 13:08
პოსტი
#86
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Assasin
არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება. |
|
|
|
Oct 12 2012, 15:15
პოსტი
#87
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Assasin არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება. გაიხარე!!! Assasin მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით! ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები დავზვერავ T A M P L I E R შენის ნებართვით მაგ ადგილებს, გაიხარე!!! |
|
|
|
Oct 12 2012, 15:26
პოსტი
#88
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
წარმატებები
|
|
|
|
Nov 23 2012, 23:46
პოსტი
#89
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 1-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?
|
|
|
|
Nov 24 2012, 11:26
პოსტი
#90
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
|
Nov 24 2012, 19:20
პოსტი
#91
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 1-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ
|
|
|
|
Nov 24 2012, 19:33
პოსტი
#92
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
|
Nov 24 2012, 20:32
პოსტი
#93
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Nov 24 2012, 22:48
პოსტი
#94
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.
კი 7 ლარი ღირს და მარტლაც ამართლებს თავის ფასს. წინა გვერდებს გადახედე და ნახავ მაგ ფიტულების მუშაობას. ერთხელ შევარდენმა ისე ახლოს ჩაუფრინა მეგონა წაირებსთქო |
|
|
|
Nov 25 2012, 09:28
პოსტი
#95
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 1-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
Assasin არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება. გუშინ ჯანდარაზე ვიყავი სათევზაოდ და გარდაბნის ტერიტორიებს შევავლე თვალი, სოფელ თაზაქენდში არის გზის პირას ეგეთი ადგილები( ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები), ეხლა თუ ღირს მანდ ჩასაფრება? დღის რომელ მონაკვეთში ჯობია(დილით ადრე, შუადღით თუ საღამოს?) გმადლობთ |
|
|
|
Nov 27 2012, 20:46
პოსტი
#96
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
![]() ![]() ![]() |
|
|
|
Nov 27 2012, 23:31
პოსტი
#97
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება
|
|
|
|
Nov 27 2012, 23:41
პოსტი
#98
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ქედანია ქედანი...
|
|
|
|
Nov 28 2012, 08:11
პოსტი
#99
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
|
Dec 12 2012, 18:01
პოსტი
#100
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th March 2026 - 09:04 |