პოეზია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პოეზია, ლექსები
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:03
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო D.gif )


მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი newsmile05.gif



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
9 გვერდი V   1 2 3 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 99)
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:08
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა.
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
რასა ჰყვირიან ირმები,
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა.
ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოანგრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.
გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება -
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა,
სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:09
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თეგებში როგორ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2012, 20:14
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



[code][/code]

ესე მე მგონი


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:16
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



რისხვით გავცქერი მინდორს გაქუცვილს.
დამამშვიდებელ აზრთა ფიქრს ველი.
ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი.
და ნატყვიარი აგდია მგელი.
-მოგკალ რამდენი ცოდვის ჩამდენი,
ამ აზრთა ჭიდილს რაღა ვუშველო?
უდედოთ დარჩა კრავი რამდენი?
ცხვარი რამდენი დარჩა უშვილო?
აღარ დაგცალდა მეტი რომ გევლო,
ერთი ტყვიისთვის რამდენს ბორგავდი?
ნუთუ ძაღლობა არ ჯობდა მგელო?
ლაქუცით ფეხებს ამილოკავდი.
შეგaგინებდი დრო ჟამს გაჩენილს.
შენც მომაპყრობდი თვალებს ვედრებით.
გაგრძელდებოდა სიცოცხლე შენი
და მიიღებდი ლუკმას ყვედრებით.
მაგრამ მაგ მგლობას შენ არ დაკარგავ!
მოიგდებ მსხვერპლს და დაუვლი დავლურს,
შენს გულში ვზივარ და ვიცი კარგად
სიკვდილი გიჯობს სიცოცხლეს ძაღლურს!
და ძაღლობაში მგლობას გაუცვლი,
ეს დავიჯერო ძნელზეა-ძნელი?
ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი
და ნატყვიარი აგდია მგელი. . ."
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:17
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ალთაზარ @ Apr 20 2012, 21:14) *
[code][/code]

ესე მე მგონი

ვცდი აბა newsmile05.gif


არა არ შვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:18
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ბევრჯერ ამივლია ტატაბარში
თოფით, სანადიროდ გამზადებულს,
თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,
ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.

ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,
ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,
ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,
მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.

ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,
თოფით, არეული ნადირები,
კლდენი _ ჩამოშლილი ტყვიით, ხოლო
თოვლი _ ჯიხვის სისხლად ნატირები.

მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,
მერე ველურივით მიროკია,
ორი დღის მშიერსა და მოწყურებულს
თოვლი ხარჯიხვივით მილოკია.

მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,
ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,
სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,
კაცი მამა _ ღმერთად მიწამია.

ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი და
ბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,
მცირე ნახ**ეტსაც რომ იპოვიდა
ქარი, წყევლა _ კრულვით ასაკლები.

მუხლის კანკალიც კი ამტეხია,
ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,
მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,
კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.


გელა დაიაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2012, 20:18
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Little Fisher
ვიდეოს დადება ნეხე ფორუმის რესურსების გამოყენებაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:19
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi






ულამაზესად კითხულობს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Apr 20 2012, 20:23
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სად მიდიხარ თეთრო თამბი?
მთაში მივდივარ სანადიროდ.
მთაში ვეფხვია, თეთრო თამბი,
ბევრი წასულა, ვერ მოსულა.
არ დაიშალა თეთრმა თამბიმ,
შიში გულში არ გაიტარა:
მკლავი რად მინდა მოუღლელი,
მშვილდი რად მინდა მოუხრელი,
ხმალი რად მინდა ჯავარდნისა,
სავსემთვარობას გაჭედილი...
ცისა და მიწის შესაყართან,
დღისა და ღამის შესაყართან,
მზისა და მთვარის შესაყართან,
თამბი და ვეფხვი შეიყარნენ...
...ტორი ჩამოჰკრა ზოლიანმა,
ჯაჭვ-აბჯარი ჩამოახია.
ტანი რად მინდა მოხატული,
თუკი ნახტომი ამიცდება!
მაშინ გახელდა თეთრი თამბი,
ხმალი დაჰკრა, მძიმედ დადრიკა.
ვეფხვის ზმორება სასიკვდილო
მდინარეს ჰგავდა ადიდებულს...
ფიცხი ყოფილხარ, ზოლიანო,
მოყმე ყოფილხარ უშიშარი.
მე ართვალი რისთვის მეგონე,
მოხატული ტანი გქონია.
ეკლიანი რისთვის მეგონე,
ატლასივით ბეწვი გქონია.
მოუქნელი რისთვის მეგონე,
ელვასავით ტორი გქონია,
ნეტავი შენ არ მომეკალი,
მამაჩემი შემომკვდომოდა.
ნეტავი შენ არ მომეკალი,
ალალი ძმა შემომკვდომოდა.
ნეტავი შენ არ მომეკალი,
ღვიძლი შვილი შემომკვდომოდა.
ნეტავი შენ არ მომეკალი,
ან შენთან ერთად მოვმკვდარიყავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:23
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ჯიხვო, რამ მაგკლა, რქიანო,
ლამაზო, კლდეთა ჯიშისა,
უდროოდ რამ ჩაგიღამა,
სველი თვალები, გიშრისა,
უდროოდ რამ ჩაგიმუხლა,
გრძელი ფეხები ისრისა,
უდროოდ რაად დასტოვე
პიტალო კლდენი, ფიცრისა,
ცისკარზე მქროლმა ნიავმა
მუხთლობა ხომ არ იცისა,
იქნება შურთხმა დაგათრო,
ან ჩანჩქერების კისკისმა.
ან იქნებ არწივ გიმუხთლა,
ადრე ხომ ხშირად გიძმისა,
ბრალია შენი დაკარგვა
ძმასავით მძიმედ მიმძიმსა.
„არც შურთხმა მამკლა, არც წყალმა,
არცარას არწივ მიშლისა,
ცრემლით ბოინობს ჩემს თავზე,
ნიავი ბალანს მიშლისა.
მუხლმაგარმ მამკლა ვაჟკაცმა,
ფერი ჰქონიყვა ნისლისა,
ხმა შურთხის ზარი მეგონა,
მასპინძელია ცისკრისა
ფოლადის წრიაპნ გასხმული,
ნაპერწკლად ელვას ისვრისა,
ვეფხვისა გული ჰქონიყვა,
არ მატარები შიშისა
არწივის თვალი ჰქონიყვა,
ჩოხა ფერ სცმიყვა ქვიშისა,
ქუჩისფერტარა „ვინტოვკა“,
არ ამცილები ნიშნისა,
თოფის ხმა მეხი მეგონა,
დავგორდი შვილი სიპ–კლდისა,
რქები კლდეთ ჩავაჯახჯუხე,
ნაზარდებს სიკვდილ მიგლისა
ყველამაც მამკლა, არც რამაც,
მამცემ არა ვარ ფიცისა,
მე სილამაზემ დამღუპა,
დანდობამ ეგრე იცისა“.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:28
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:28
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხ**ევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2012, 20:31
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli
დამასწარი , ეს ყველაზე მაგარია !


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:31
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,-
"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში."
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Apr 20 2012, 20:36
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Bonehill
ეს უფრო ასწორებს D.gif

მოყმემან პირშიშველამან შიბნ გაიარნა კლდისანი,
მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხისანი.
შამახვდის კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი
ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.

შევარდა ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნენ შუაღმისანი,
მეორე მხრიდან მოესმა ხმაური რაღაცისანი,
ხან ბორგვა ესმის ხან ქშენა, ხანცა ხმაური ტყისანი,
ვეფი რომ წამოუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი.

შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრის მიწანი,
კლდეები ჩამაანგრივნეს შტონ დაილეწეს ტყისანი,
დრო აღარ დარჩა მოყმესა ხანი არ ჰქონდა ცდისანი,
ფაქრსა უფარებს ვერ ჰფარავს, ვეფხი ჩქარია კლდისანი.

ბრჭყალით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი,
მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი,
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონ იყვნენ წაქცევისანი
ვეფხი კლდით გადმოეკიდა ჩამოაწითლნა ქვიშანი.
თავად კლდის თავზედ შემოწვა მოყმე სულ ამომდინარი
ქვიშას მიღებავს წითლადა სისხლი ზედ ჩამომდინარი.

იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი:
ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია გაჯავრებული ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი,
მათ დაუხოცავთ ურთერთი არ დარჩნენ სირცხვილიანი.

ტირილით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა:
შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს, დაქანცული ხარ ჯაფითა
ეს შენი ჯაჭვის კალთები ტიალმა როგორ დაგფლითა
შენც იმის საფერ ყოფილხარ ხმალის ქნევაში გაგიცვდა.

მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია
მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია,
მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია
ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია.

ხან ვეფხვი, ხან იმის შვილი ელანდებოდა მძინარსა
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აჭრის რკინასა
ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლებს ყირასა,
აი ამ სიზმრებს ჰხედავდის გამაეღვიძის მტირალსა.

ხან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა სთქვა შვილისა
იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა
წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა
ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექმნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2012, 20:44
პოსტი #17


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Little Fisher
Bonehill
aragveli
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:50
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს მაგარია D.gif გურული ვეფხისტყაოსანი D.gif



ნახეს ვინცხა ყაზილარი, ჯდა მტირალი სუფსის პირსა,

მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვარებს, საცოდავი ისე ტირსა

მეფის ხალხმა დაინახა არ ეცნობა არავისა,

და მეფემაც მოინდომა ახლო ნახვა ფირალისა.



გაუგზავნა მან ყაზახნი, მომიყვანეთ აქა ისო,

იგი ვინცხა მოტირალი სუფსის პირსა რომა ზისო,

ყაზილარმა ეიხედა,სახეს ხელი ჩამეისო,

მე არსადაც არმივდივარ, ნება იყოს გინდ მეფისო.



ხალხმა ძალი დუუპირა,ყაზილარი გედირია,

ხელი ტაცამაგან მათრახს და ყაზახებს დეერია,

მეფის ხალხი ერთიანად ეირია-დეირია

ვეღარ იცნობს კაციშვილი, ვინ ცოცხალი ვინ კვტარია.



ერთივინცხა გეიპარა, მოახსენა მან მეფესო,

აბდალია უპატრონო და გადაგვყრის ფარსაგებსო,

შენი ხალხი ჩვენ მეფეო სულ მთლიანად გაგვჟლიტესო,

მაშინ იქინა მივიდეთ,მეფის ხალხმა ესე თქვესო.



მაფის ხალხი გეემართა და მინდორიგადალახეს

რომ არა ჩანს, ეფარება ალბათ ხეებს და ბალახებს,

ყაზილარი აღარ ჩანდა, თუმცა ბევრი კი უძახეს,

იგი ცხენით გაპარულა მისი ბუნდღა ვერსად ნახეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:53
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



წელთა ქავ-ციხის დამეცა ჩრდილი,
მთაში შურთხები აღარ მელიან,
ვეღარ ავყვები საჯიხვე ბილიკს,
ვეღარ გავარღვევ ნისლებს ელვიანს.
ვეღარ გაბერტყავს დაღლილი მუხლი
ცვარ-ნამს, ბალახზე ასხმულს მძივებად,
ბლოს სალოცავებს თავს დაბლა ვუხრი
და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.
ვთხოვ პატიებას ნასახლარს ჩემსას,
მხედრებს, ნახშირით ქვებზე ნახატებს.
და გმირ წინაპარს, შეფიცულს თემთან,
საგვარო სათობს, ტევრებს სახატეს.
იქ ბორიალობს ბავშვობა ტკბილი,
წელზე ნაჯლით და ცერზე ხვეულით
და მე თუ არა, ის მუდამ ივლის
კლდეებზე წყაროდ ჩამორხეული.
ქარაფს ვეწვიო, მე მაინც ვნატრობ
და თქმულებების ვარწიო ტახტი,
სადაც კოპალას, წყალ-ჭალის პატრონს,
დაულეწია დევები ლახტოთ.
მამუკაურის ფრანგულის ელვა
სად ქარიშხლიან ღამეებს ხევდა,
სად ჯარჯი მშვიდად დააკვდა მწვერვალს
და მთებისხელა დატოვა სევდა.
მინდა ჭაღარა ჭიუხის პირას,
მეწყერებმა რომ გაიმყეფარეს,
ნადირთ მწყემსივით დავიდო ბინა,
დავუძმობილდე არაგვს მჩქეფარეს,
მაგრამ ამაოდ...
არ მუხლობს მუხლი,
მგონი დამთავრდა გზების ძიება,
ბებერ საფლავებს თავს დაბლა ვუხრი

და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.

/გიორგი გიგაური/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2012, 20:56
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭიუხ ქორები დაგკივის,
ჯიხვების წყემსო ქალაო:
ახლოს გყავ მენადირეი,
ხელი არ შაუშალაო!
ქარაფზე წადგა ხარ-ლაღი,
რა კოხტად გაიზარაო,
წამაიგრძელა კისერი,
რქებ ზურგზე გადიყარაო,
ქვიშაში რქათა ნაგრილი,
მშვილდივით მაიხარაო.
დაბლიდან მენადირემა
ლიშანზე აიყვანაო,
თოფ გატყვრა, ტყვიამ იწივლა,
ჯიხვო, წაგაერთვა ძალაო,
მაღლა წვერებზე გაზრდილო,
დაბლა გაჩვენა ჭალაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
motevzave
პოსტი Apr 20 2012, 21:01
პოსტი #21


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 86
რეგისტრ.: 26-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 21:05
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
motevzave
პოსტი Apr 20 2012, 21:07
პოსტი #23


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 86
რეგისტრ.: 26-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Apr 20 2012, 22:22
პოსტი #24


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მთაში ინათა და ბნელ წყვდიადს დღე მიეგება,
დილის ნიავმა შორიახლოს გაფანტა ნისლი,
დაბურულ ხევებს უკუნეთი ღამე მოშორდა,
და გარიჟრაჟზე ვიღაც უცხო გამოჩნდა თოფით.

შორს მომავალი ნელა,ფრთხილად მოყვება აღმართს,
ტყიდან გასული, საცალფეხოს გაუყვა ბილიკს,
ძნელად სავალი ვიწრო გზაა,ირგვლივ ხევები,
მონადირე კი შეუპოვრად მიიწევს,მიდის.

მეორე მხრიდან გზას მოყვება ტყის ბინადარი,
კაცი და დათვი ერთმანეთის პირისპირ დგანან,
ნადირმა ხრამი აირჩია და გზა დაუთმო,
ადამიანი აღელვებით მოზიდავს ჩახმახს.

სროლის ხმა იყო,ძალით გასცდა ლულის პირს ტყვია,
ფერდობებს, ნისლი მისდგომია დარდის ამშლელად,
დათვის მკერდიდან გადმოხეთქა სისხლმა დუღილით,
მისმა ღრიალმა გაიარა გულში შანთებად.

დათვის ღრიალი ეს არ იყო მარტო ბღავილი,
ეს იყო მისი ბოლო სიტყვა და გულისცემა,
ისევ მობრუნდა სიცოცხლეზე გულგატეხილი
და მონადირეს სინანულით მიაბყრო მზერა.

კაცი გაშეშდა,ვეღარ იძვრის,ეკვრის ხელ-ფეხი,
სიცოცხლე შეწყდა ,მდუმარებამ დაისადგურა,
დადუმდა ირგვლივ ყოველივე,რაც იყო ქვეყნად,
მხოლოდ ხეობის თავზე თოფით,კაცი გამოჩნდა.

იქვე მახლობლად მუხის ხეზე შემოჰკრა თოფი,
თითქოს ზარები ყველა ერთად,ერთხმად აჟღერდა,
მხოლოდ მოსჩანდა მთის ნისლებში სული ცხოველი,
ადამიანი ცოდვით სავსე,ხევთან ჩამოდგა.

დაჰყურებს დაჭრილ,სისხლში მოსვრილ,წაქცეულ ნადირს,
პირი იბრუნა, ვიწრო ბილიკს გაუყვა ფრთხილად,
ტყეში დატოვა დამტვრეული თოფი და დათვი,
და მონადირის სულში სევდამ დაისადგურა.

დღეები ნელა და მაცდურად ქსოვენ ცხოვრებას,
სიცოცხლე ფრთხილად მიუყვება გასვლელ ბილიკს,
არ გამხდარიყოს კაცის საქმე ისე უკუღმა,
რომ ვაჟკაცობით ველურ ნადირს ეჯობნოს ტყეში !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2012, 22:44
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Сын колокольчик трясет забавляясь.
Папа спросонья бежит чертыхаясь.
Думает рыба попалась на донку…
В общем, за дело досталось подонку!

Что же ты, сволочь, пугаешь, зараза?
Дал по башке ему сорок два раза.
Я ж ведь подумал поимали дельфина,
Вот и ходи, блин, голодный, скотина…

Сын заревел и пошел на рыбалку,
Срезал в лесу он здоровую палку.
Нитку приляпал и скрепку повесил…
В общем удило себе скуралесил.

В речку закинул, соплю вытирая,
Думает, вот же жизнь — падла какая!
Щас я поймаю большую рыбёшку
И настучу бате по головешке.

Рыба, однако, клевать не хотела.
Парень подумал: “Совсем обалдела”.
Если сейчас ничего не поймаю,
То всех червей в водоем побросаю.

Тут егеря подошли из лесочка,
Видят, сидит паренек-одиночка,
Дали они мальцу спиннинг Шимана:
“Ты покидай, и все будет намана”.

Парень забросил, почувствовал рыбу,
Тянет ее, на лице, блин, улыба.
“Лишь бы на берег достать, крокодила,
Больно уж сильно согнулось удило”.

Вытащил щуку, орет, весь довольный,
И егеря пошли дальше спокойно.
Мальчик тут понял: “Рыбалка — приятно!”
Двинул домой, объяснил отцу внятно:

“Папа, поймал я на ужин рыбешку.
Дайка мне, папа, деньжонок немножко.
Я в магазин побегу рыболовный
И спиннинг куплю себе, длинный и ровный”

Так рыбачек появился на свет.
Ловит он рыбу, встает он чуть свет.
Только лишь зорька, а он уж на речке,
Таскает рыбешку, большую, помельче.

Люди, берите детей на рыбалку.
Уклейку половят, кому ж её жалко.
Глядишь, рыболовами будут когда-то!!!
Пусть БОЛЬШЕ становится “нашего брата”!


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Apr 21 2012, 01:22
პოსტი #26


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,
დახოცეს უშტი და უშქერი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთროსნებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების-
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
-კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!...
-კურთხეულ იყოს,- აღმოხდათ თავადებს,-
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:
-ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
-მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი თითი გადაისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
-ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,
ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!
-გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი,
ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით.
ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,
მაგ ირმის გვერდით რომ ქისონი ტახია!
სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა
თავადმა მაღალმა, ჟღალ ულვაშიანმა.
ნაკვერჩხლებივით ელავდნენ ღამეში
თვალები ვეება გარეულ კამეჩის.
და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი
წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.
წყვდიადში თვალების გადაბრიალებით
რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები:
-პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,
პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!
სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ
და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.
-ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი
ცოცხლობდეს
შრომობდეს
ომობდეს მთავარი!
ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ
ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,
და ეწყო ბთავები, ვით სასაკლაოზე,
ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით....
თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი
ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:02
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



• • •

ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი...

|მერაბ არაბული|
(ძალიან კარგი იქნება თუ ავტორებსაც მივუწერთ ლექსებს... ეს აუცილებელია და უფრო შემეცნებითიც იქნება)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:12
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



(სამწუხაროდ ამის ავტორს ვერსად მივაგენი... საოცარი ლექსია)


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!

(ზანგური)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:16
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დასჭკნება.
ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ, სანამ ქვეყნად არსებობთ.

ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო.


(ზურაბ კუხიანიძე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 21 2012, 07:24
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არგამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ-ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ-ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა,
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ-იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი, გინდ არა _
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.
ტარიელ ხარხელაური

არაგველებო! სამშობლო გეძებთ! _
გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა,
რად სდუმან მთები მამულის მკერდზე
უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი.
არაგველებო! მამული მტკივა _
წამლად დამადეთ მამულის წყლულებს,
მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს
და ვერ ისვენებს მსოფლიო სული.
არაგველებო! რად გვინდა სისხლი _
თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა,
თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი
რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან.
არაგველებო! მოვკივი ქარებს
და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს,
არაგველებო! გაშალეთ მთვარე
და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ.
არაგველებო! სამშობლო მტკივა _
სამშობლო _ უფლის მუხლთა სასვენი,
არაგველებო! ამინთეთ დილა
და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით.
არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს,
გონებავ ერის _ სიფრთხილე გმართებს,
არაგველებო! სამშობლოს სტკივა,
სამშობლოს სტკივა _ ღვთისმშობლის სანთელს.


ტარიელ ხარხელაური

ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
შენს ხმას მაგონებს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.
წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა
და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს,
მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
მუხლს
მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ.
ვერ შევიშლები ამაზე მეტად,
თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ,
მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა,
რომ უშენობა გამომასწორებს.
თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის,
ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ,
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი,
რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი.
თავით ვარსკვლავი ცისკრის მინთია,
რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის,
მწყურიხარ, ესეც დროებითია -
დროებითია, გული რომ კვნესის.
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.

ტარიელ ხარხელაური

ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,
ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
როგორც ნარწყევი გველის,
წაწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.

ტარიელ ხარხელაური

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხ**ინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად _ სამარი,
საკაცე _ თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა _ ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

ვაჟა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 23 2012, 19:14
პოსტი #31


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi








ზურა სალუკვაძე drankd.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Apr 23 2012, 20:45
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Apr 23 2012, 20:54
პოსტი #33


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 23 2012, 22:23
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



გენაცვალე ამური კარგებია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Apr 23 2012, 23:19
პოსტი #35


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777

გაიხარე!!! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 24 2012, 19:41
პოსტი #36


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 24 2012, 19:54
პოსტი #37


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალთაზარ
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Apr 24 2012, 20:21
პოსტი #38


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 24 2012, 20:34
პოსტი #39


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგად აზროვნებს ეს ყმაწვილი და შესანიშნავად გადმოსცემს კიდეც newsmile05.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=eSZ86iFzAto

http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=9oCL3y5l9nA

დამეხმარეთ ადეთ ვინმემ ეს ლინკები წესიერად ან მასწავლეთ გასაგებად როგორ უნდა დავდო რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 24 2012, 20:44
პოსტი #40


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დამეხმარეთ ადეთ ვინმემ ეს ლინკები წესიერად ან მასწავლეთ გასაგებად როგორ უნდა დავდო რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 24 2012, 21:01
პოსტი #41


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777
ა ბატონო

აგერ აქ შეიხედე არაა რთული
აი აქ შეიხედე





--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 24 2012, 21:04
პოსტი #42


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(hunter777 @ Apr 24 2012, 21:44) *
დამეხმარეთ ადეთ ვინმემ ეს ლინკები წესიერად ან მასწავლეთ გასაგებად როგორ უნდა დავდო რა



მეც ეგ პრობლემა მქონდა D.gif ფორუმის რესურსების გამოყენებში შედი და ვიდეოს დადება როგრ უნდა გასწავლიან, მე მანდედან ვისწავლე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 24 2012, 21:09
პოსტი #43


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი




ძალიან შემზარავი ლექსია... კარგი იქნება თაობები თუ ამ სიტყვებზე გაიზრდება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 24 2012, 22:42
პოსტი #44


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბაბუაჩემი


ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ენამზიანი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი
უყვარდა ლხინში ღამის გათევა
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.

ლადო ასათიანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 25 2012, 14:42
პოსტი #45


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ცხრა ძმა ხერხეულიძე


ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!

საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!

მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!

იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!

ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?

მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,

ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!

ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!

ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —

დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!


ლადო ასათიანი
1942
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 26 2012, 17:57
პოსტი #46


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



თვალებს გაახელს საფლავში მწოლი,
და გვერდით აღარ დახვდება ცოლი.
ხელსა კრავს კუბოს გაბზარულ ფიცარს
და როგორც საბანს, გადიძრობს მიწას.
წავა და ცოლის ნაკვალებს ეძებს,
ყველა ხსოვნაში და ყველა გზებზე.
და ფიქრობს: "ღმერთო! საით წასულა?
რას ნიშნავს, ნეტავ, ეს დაშორება?..."
და ეძებს იმას, ვის სიყვარულსაც.
არ ეყო მისი ერთი ცხოვრება.

მ.ქვლივიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 26 2012, 18:02
პოსტი #47


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 10:54
პოსტი #48


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“,
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…
ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ…
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა…
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს…
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“…
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს…
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება…
ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე…
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

გალაქტიონი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 27 2012, 11:01
პოსტი #49


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aragveli
მაგარია small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Apr 27 2012, 11:11
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა

ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე...........

ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 11:17
პოსტი #51


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(alika77 @ Apr 27 2012, 12:11) *
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა

ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე...........

ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი?

მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა.
თ ო ვ ლ ი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა .
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ
უდაბნო თეთრად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება.
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ...ვხედავ შენს ხელებს
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა
როგორმა ზამთარს თუ გადავურჩი
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება
მომწყურდი ეხლა,–ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს–ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე შენს წინაშე
თოვს, ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა.

აბა ვის უნახავს იისფერი თოვლი, ან უდაბნო თეთრად ნახავერდები, მარა პოეტის ფანტაზია და ხიბლი სწორეთ ეს არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Apr 27 2012, 11:32
პოსტი #52


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(aragveli @ Apr 27 2012, 12:17) *
მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა.

ეგ არა არის კარგი მნიშვნელობით დაწერილი ედებიან ყველაფერს ვის უნდა ეგონოს ეგ დეგენერატი ერეკლე მეფე, ან რა ჭირს ერეკლეს მაგის გასაკრიტიკებელი, მაგარი შტერი პოეტია.
საქართველოს ნებისმიერ მეფეს რომელი ადამიანიც ასე დასცინებს ის მოღალატე და ნაძირალაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 11:44
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



შტერი ნამდვილად არ იყო, 1962-1966 წლებში, ერთად-ერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 27 2012, 11:56
პოსტი #54


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰმ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 27 2012, 14:52
პოსტი #55


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



aragveli
ეგ სიტყვები წარმოსთქვა მუხრან მაჭავარიანმა, თანაც შენ არასრული ვერსია გიდევს. აკლია დასაწყისი. მიტომ გთხოვეთ რომ ყველა ლექსს ავტორი მიგეწერათ, აქ ვინმე პატარა ბავშვი წაიკითხავს ამას და შეცდომით დაიმახსოვრებს.

საქართველო
(მუხრან მაჭავარიანი)

რა წვამ აშკარამ,
რა წვამ ფარულმა,
რამ გადმოგაგდო,
რამ გადმოგხვეწა?
-რამ?-სიყვარულმა.
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 27 2012, 14:58
პოსტი #56


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



alika77
და კიდევ, პოეტებს ახასიათებთ თავისებურება, განსხვავებული ხედვა... თუ რა იგულისხმა ამ სიტყვებში ეს რთული თემაა... ასე ერთი შეხედვით რომ უწოდებ სულელს ეს იმაზე ბევრად დიდი დანაშაულია, ვიდრე ერეკლეს გაკრიტიკება... და საერთოდ ერეკლე მეფის პოლიტიკის უკანასკნელი გადაწყვეტილებანი ბურუსით არის მოცული....
მუხრან მაჭავარიანს ასე საჯაროდ უწოდო სულელი? რავიცი რავიცი!!!!

აკაკიმ თქვა: "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"- აკაკიც სულელი იყო? თუ საქართველო ეზიზღებოდა?
ილიამ კი საერთოდ ბედნიერი ერი დაწერა.
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერ



პ.ს მოდერებს ვთხოვ ამ თემას ყურადღება მიქეცეს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 15:07
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.


აი ეს რომ ნამდვილად ქვლივიძისაა ეს ზუსტად ვიცი და ეგ თავი და ბოლო თუ მუხრანმა მიუმატა არ ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 27 2012, 15:19
პოსტი #58


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



aragveli
შეიძლება ასეც იყოს... არ ვიცი...
დავძებნი აუცილებლად...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 15:22
პოსტი #59


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად _ მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე, გვძრახონ, _ ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: `ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!~
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!


ი.ჭავჭავაძე

ჩვენ ვინ ვართ, რომ ქვლივიძე, ან მუხრან მაჭავარიანი და ერეკლე განვიკითხოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 27 2012, 15:28
პოსტი #60


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მუხრან მაჭავარიანი

შენ, სისხლო ჩემო
შენ -
სისხლო ჩემო -
სად არ დაღვრილო -
შენ -
სად არ გხ**ეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 27 2012, 15:30
პოსტი #61


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა
ჩვენ ვინ ვართ, რომ ქვლივიძე, ან მუხრან მაჭავარიანი და ერეკლე განვიკითხოთ.

ოქროს სიტყვებია. აბსოლიტურად გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Apr 28 2012, 01:25
პოსტი #62


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მეფე საქართველოს სახეა, ერეკლე მითუმეტეს----მაგათი განკითხვა არაა ჩვენი სქმე მარა მწერალი და პოეტი კიბატონო, აბა რისთვის კითხულობ თუ არ განსჯი? პოეზიას კრიტიკა ქმნის სრულყოფილს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 28 2012, 01:52
პოსტი #63


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



alika77
კომპეტენტური ადამიანების კრიტიკა და თანაც ჯანსაღი კრიტიკა.... სულელი უწოდო მაჭავარიანს? ღირსეულ, უნიჭიერეს პოეტს? ეს არაა კრიტიკა... ეს შეურაცყოფაა და არა მარტო პოეტის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Apr 28 2012, 01:59
პოსტი #64


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შენ ხარ კომპეტენტური ერეკლეს გადაწყვეტილებებს ბურუსით მოცულად რომ მიიჩნევ? მე ვარ ისტორიაში კომპეტენტური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 28 2012, 02:09
პოსტი #65


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



alika77
ისტორიაში კარგად ერკვევით, ძალიან კარგია...
მაგრამ სად ნახე რომ ვაკრიტიკებ? მე მხოლოდ ავღნიშნე ფაქტი... "ბურუსით მოცული", ანუ დღემდე არსებობს სხვადასხვა მოსაზრესები, ურთიერთ გამომრიცხავი... ერთნი დადებითად აფასებენ, მეორენი უარყოფითად, მესამენი სხვას და ასე შემდეგ. აი ამას ნიშნავს ბურუსით მოცული!...

პ.ს მე არ მივიჩნევ, ბურუსით მოცულად... ამას ისტორია მიიჩნევს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 28 2012, 06:45
პოსტი #66


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(alika77 @ Apr 28 2012, 02:25) *
მეფე საქართველოს სახეა, ერეკლე მითუმეტეს----მაგათი განკითხვა არაა ჩვენი სქმე მარა მწერალი და პოეტი კიბატონო, აბა რისთვის კითხულობ თუ არ განსჯი? პოეზიას კრიტიკა ქმნის სრულყოფილს

მაჭავარიანი და ქვლივიძე უკვე განიკითხა საზოგადოებამ და შესაბამის სიმაღლეზეც დგანან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 28 2012, 07:00
პოსტი #67


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ისტორიაში მრავლად არსებობს სხვა და სხვა ფაქტები და მოსაზრებები და ეს მარტო ერეკლეს არ ეხება ,სააკაძესაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ, მარა ქართველები ვართ და ჩვენი ვალია მოწიწებით შევხედოთ და თუნდაც ბევრ რამეზე თვალი დავხუჭოთ, რადგან ამ ადამიანებს ლიტრობით ოფლი და სისხლი აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის დაღვრილი. უშეცდომო კი ამ ქვეყნად ისესო იყო მხოლოთ და ისიც გოლგოთას გზას გავუყენეთ ადამიანებმა.

ამ საუბარს ეს ლექსიც მოუხდება


ვაჟა-ფშაველა

გიორგი სააკაძის სურათზე:

ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ

მეორე სახე მე მეხატება

შენის ქვეყნისა - საქართველოსი.

რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:

თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,

კარგი შვილები რად გვებადება.

შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,

ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება.

ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ,

კარგის დაღუპვა რად გვენატრება

ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!

ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,

არ გეკადრება, არ გეკადრება!..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი May 6 2012, 13:02
პოსტი #68


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი May 9 2012, 19:55
პოსტი #69


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!
მ.ლებანიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი May 24 2012, 09:57
პოსტი #70


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ახალგაზრდა თაობას

გარდავიცვლები ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს
ოღონდაც ახლა ყვავილნო
ოღონდაც ახლა გამათბეთ
მერე სულ თქვენთვის ვენთები
ცაც მხოლოდ თქვენთვის ამანთებს
მომენატრებით ნისლივით
ჩამოვეღვრები ქარაფებს
ოღონდაც ახლა ყვავილნო
ოღონდაც ახლა გამათბეთ
ქარი ჰქრის თოვლი ჩამოაქვს
მთებს თოვლი ჰფარავს სრულიად
ჩემს წუხილს არც დასაწყისი
და აღარც დასასრული აქვს
არაფრის ხილვა არ მინდა
თქვენი ხილვა კი მწყურია
ხან დარდი შემომეხვევა
სისხლს ამირევს და დამთრთვილავს
წუხელაც ქარმა ამიკლო
სად რანაირად მათრია
ახლა ხატის წინ ვლოცულობ
ღვთის სანთელივით ვანთივარ
გარდავიცვლები ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს
ოღონდაც ახლა ყვავილნო
ოღონდაც ახლა გამათბეთ.

ტარიელ ხარხელაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი May 27 2012, 22:27
პოსტი #71


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,

ცირკში ვარ…ძაღლი “ბისზე” გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მივიდა სამსახურისთვის,
ადამინო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო, ღვთის გულისათვის.

მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს…

შოთა ნიშნიანიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 1 2012, 08:29
პოსტი #72


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მაინც ვიდიდგორებთ

აღარვის სჭირდება "ოჟა სვილის ფერი",
ქვეყანა შენატრის თეთრსა და ფითქინას,
წასულა დრო-ჟამი ვაჟაის მგლისფერის,
მამაცებს უქებენ საყურეს-კიკინას!

სულში გეტკინება, ალგეთელ მგლის ლეკვებს,
ეტყვიან: "მხედრობას ყავლი აქვს გასული",
რა ვქნათ, თუ ვჭირდებით სამშობლოს იმედად?!
რა ვქნათ, თუ მტერს რჩება წინაპრის მამული?!

ჩვენში ქართველობა ვერ გარდაიცვლება,
უფალმა შეგინდოთ თქვენში თუ მოკალით!
დღეს თქვენში დაფასდა უკუღმა გინება,
ვაჟების ნამღერი ქალური ვოკალით.

ზეცაც რომ დაემხოს გზას ვერ გავიმრუდებთ,
ვერ შევცვლით, ვერ გავტეხთ წინაპრის წეს-ადათს,
წეს-რჯული ქართული, დღეს რომ აღარ მოგწონთ,
ეტყობა დამარხეთ კრწანისს და მარაბდას!

დუშმანი ჩამდგარა ქსანზე და ლიახვზე,
ილორს და ბედიას პატრონი აღარ ჰყავს!
მაინც ვიდიდგორებთ! მაინც ვიშამქორებთ!
არავის შევარჩენთ კრწანისს და მარაბდას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Jun 18 2012, 22:11
პოსტი #73


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ვაჟა ხორნაული

ჭალაზე შამოდიოდენ
ქალი და ქალის ქმარია,
უკვენ მოსდევდა ლაშქარი
ძაღლი ურჯულოს ჯარია.
ქალი ქმარს ეუბნებოდა:
დაბრუნდი როგორც ტარია.-
ჭიჩოს გავარდა ხირიმი,
კიტოხს დააგდო ჩქამია.
კიტოხით ჩამეედინნეს
შიგ დარჩეულნი ყმანია.
ხოცეს და ხოცეს ლაშქარი,
არაგვ გაწითლდა წყალია.


====================

მე ვაჟი მომწონს ისეთი:
წილ ედვას ყველასთანაო.
მთიბლებში ცელი იქნივა,
წადგა და წაახანაო.
თუნდ იყვას მღერა-თამაში,
იქაც თავ გაიტანაო
ცხენის მხედრობაც კაია,
სწორობა სწორებსთანაო.
კაია პურადობაი,
ედგას ჭურჭლების ჯარაო.
დროზე შუღლობაც კაია,
მტერს ჩაუნათო დანაო


==================

ხან ვიტყვი გაჯავრებული,
მოვკვდე,რადა ვარ მთელია!
ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი,
მუდამ ვაჯავრო მტერია!


==================

მთიელო,მთაში გაზრდილო,
ხმალს როდი მოგიშივდება,
ომში შეხვალ და გამოხვალ,
გული არ შაგიშინდება,
სისხლისა ნაგუბარზედა
ფეხი არ მოგიცურდება,
უკან დახევა არ იცი,
სისხლი რო შაგიხურდება.



"მოსიარულე წმინდანები"

მართლაც დიდება მაღალთა შინა!უფალს დიდება!
მართლაც მადლობა მაღალთა შინა,დიდი მადლობა!
თვის სახე მოგვცა,თვის მცნებები,გზა დაგვილოცა,
ჩვენ კი ჯვარს ვაცვითდა იმ ჯვარზეც ჩვენთვის ილოცა.
და გამოიხსნა მართალთ სულები,მისცა ადგილი,
კაცად ცხოვრება და ცხონება გახდა ადვილი,
ჩვენ კი არ ვცდილობთ მასთან მისვლას ბევრ ცოდვას ვბედავთ,
სმენის შემძლენი,თვალხილულნი უფალს ვერ ვხედავთ.
გმადლობთ უფალო,კვლავ რომ ზრუნავ,კვლავ რომ გვილხინე,
წმინდა მამები,ძმები,დები რომ მოგვივლინე,
ვინც გვანუგეშებს,ვინც გვპატრონობს,ვისიც ვიწამეთ-
მოსიარულე წმინდანები-დედამიწაზე!



ეძღვნება კათალიკოს პატრიარქს_ილია II-ს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Jun 20 2012, 17:10
პოსტი #74


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



"გზააბნეული კაცობრიობა"

უკიდეგანო შექმნა სამყარო:
ხმელეთს შერია წყ**ბი,
განალაგა და მოაწესრიგა,
უდაბნო, ზღვა და მთები
თავ-თავის წესზე ჩასხა სულდგმულნი,
მერე_მაღალი ნებით
კაცობრიობას გადააბარა
მოფერებით და ქებით
აგერ, ამდენი საუკუნეა
გზააბნეულნი ვრჩებით_
დედამიწაზე ვეძებთ უფლის გზებს,
ვკვდებით, ვცოცხლდებით, ვკვდებით!
ხან საოცარი ვაგეთ ტაძრები_
ავაღაღადეთ ქვები,
ხან უცნაური მექანიზმებით
დავსერეთ ცა და წყ**ბი,
ბოლოს დაღლილნი, დამძიმებულნი
მარტო ვრჩებით და ვხვდებით,
რომ მხოლოდ დიდი სიყვარულია
მისკენ მავალი გზები!



ავტორი:ნონა ჩუნთიშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 18:50
პოსტი #75


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწურთო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
გოდერძი ჩოხელი

"იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანასა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა"
გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 19:12
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ
სისხლით დაფერილ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა რო სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.

ტარიელ ხარხელაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 26 2012, 18:33
პოსტი #77


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ქებათა-ქება ნიკორწმინდას…
14
Mar
Share

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
გრძნობ – ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლვრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

გალაქიონ ტაბიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Aug 2 2012, 18:05
პოსტი #78


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები...
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდექს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული - პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი,
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს ცაგერის ჭალაზე?
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 2 2012, 18:58
პოსტი #79


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს,
სთქვი,დავდგები დარიალთან.
სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი,მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე.

ვდგავარ ცივი გარინდებით,
მშფოთვარ მიწას გადავყურებ,
სისხლიანი ამინდებით
შენს მოშუღარს დავაპურებ.
სთქვი,დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია,
შემოგევლე!

ტარიელ ხარხელაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Aug 2 2012, 19:05
პოსტი #80


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სიწმინდეები გვიხმობენ

სამების სამრეკლოს ვდგავართ, სამშობლო მთიდან გხედავთო,
სამი სანთელი გვინთია, გვიგულებიხარ დედათო.
სამნი ვართ, სამ საგალობლით, შენს სადიდებელს ვბედავთო.
სამების ძალა გფარავდეს, დაშენებულო კლდესაო,
სალოცავებით მოფენილს როგორ გაგიჭირდესაო?!
გიყურებთ, გული გვიტირის, ჩუმადა ვყლაპავთ ცრემლსაო,
ვიღვიძებთ, არა გვგონია მლოცველი მოგაკლდესაო,
ყველა ტაძარი გახსენებს, ყველაწმნინდაა დღესაო.
გვაკურთხე კომონის ძალავ, საინგილოდან ქურმუხო,
გონიოს ციხევ, იკორთავ, ვაჟკაცმა როგორ გიმუხთლოს!
გვლოცავს გიორგის ტაძრები, მცხეთას დაგვყურებს ჯვარიო,
კიდევაც შეიკრიბება დიდგორს დავითის ჯარიო!
გელათი გმირებს მოითხოვს, სამთავრო მთავრობასაო,
მაღლიდან წმინდა მეფენი არ მოგვაკლებენ მადლსაო,
ჩვენი თუ ვერ შეგვიცნია, ცრუდ რად მივყვებით სხვასაო,
უფლის ვიწრო გზით ის მიდის, ვინც გაჰყვა ძველსა კვალსაო.
ანჩისხატი კვლავ გიგალობს ერი მოსძახის ბანსაო,
ბაგრატი ისევ აღსდგება, შესძრავს მთასა და ბარსაო!
სანამდის სვეტიცხოველი ქართლის გულს ელის მკასაო,
სამშობლოს გადასარჩენად ღმერთი კვლავ მოგვცემს ძალსაო!
ჭეშმარიტი და სიცრუე, სიწმინდენი და ფულია,
ვინც ერთმანეთში არია, წარუწყმენდია სულია.
სადაც თვის კვართზე მაცხოვარს სვეტი აქვს აღმართულია,
სადაც ანდრიას, მატათას, სიმონს დაუდევთ რჯულია,
ასურელ, ათონელ მამებს ულოციათ და უვლიათ
იქ სადაც წმინდა ნინოა ბოდბეში დაკრძალულია
იმ მიწის ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალულია!
გონს მოდით, ღვიძავს ანჩისხატს, ახსოვს სიონის ღვთისმშობელს,
ათასმა საცხონებელად ჩვენთვის ხომ სისხლით იშრომეს!
თუ შენი სული გაყიდე უკეთესი რა იშოვე?!
ხევში გერგეთის სამება, მყინვარს ბეთლემის კელია,
სიწმინდეები გვიხმობენ – აღვსდგეთ ერი და ბერია!
ერთი პირითა ვილოცოთ, ერთობით ვძლიოთ მტერსაო,
ერთად შეკრებილს დაგვხედავს, გაუხარდება ღმერთსაო;
მას ძალუძს ცეცხლის ცვრად შეცვლა, ის ამოგვიყვანს მზესაო,
ღვთისმშობლის შვიდი სამთავრო დაუდევთ საფასესაო,
ივერიისა სიწმინდე ჰგონიათ იყიდესაო?!
ბოროტი რისთვის ირჯება, ტყვილა რად იქნევს ხელსაო,
სამშობლოს ვერვის დავუთმობთ, სანამ მკერდს გული ძგერსაო,
სანამ სამებას სამი ხმა ერთხმად უგალობდესაო,
სანამ დედა ღვთისმშობელი არ გვაკლებს საფარველსაო,
სანამ უფლის ხატს ვღაღადებთ: ქრისტე ღმერთო შენ გესავო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Aug 3 2012, 10:33
პოსტი #81


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზურაბ რთველიაშვილი

“მე ვარ ვენახი”

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი –
ყუძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული…
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 9 2012, 06:18
პოსტი #82


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არ მინდა ბრენდი, ვისკი, ჯინ-ტონიკი,
ვერც რომი და ტეკილა გავიტოლე -
ვენახი მანავით და ოჯალეშით,
უფალო, გევედრები - დამიტოვე!
არ მინდა ფურშეტი და პიკნიკ - ფართი,
ვერც შოუ, შოუმენი გავიტოლე,
თამადა მჭერმეტყველი ქრისტეს სისხლით,
უფალო, არ მომაკლო - დამიტოვე!
არ მინდა ჯიშად დაგაგვარებული,
სხვის ბაგას შეფარებულს ვერ ვიტომებ,
უფალო, დამილოცე ბიბლია და
მაცხოვრის სახარება დამიტოვე!
არ მინდა ურჯულოთა კანონები,
იუდა ქრისტეს მოსვლით გამიოცე,
მამაო, გამიხარე სიცოცხლის ხე,
ლაზარეს ამაღლება დამილოცე...
მავანი ეკლესიას მედავება,
მავანი მიწის გოჯსაც არ მიტოვებს,
უფალო, ყველა ცოდვას ვაღიარებ,
ოღონდაც საქართველო დამიტოვე!

მანანა დანგაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 9 2012, 10:33
პოსტი #83


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვინ ართმევს მანანას მანავს და ოჯალეშს??..
ანდა თამადას ვინ ერჩის მჭრმეტყველს??..
ანდა ბიბლიას ვინა ჰყავს მოდავე??..
ჩენთვის წმინდაზე ავად ვინ მეტყველებს??..
ვინ და "ერთმორწმუნე" .."კეთილი" მეზობელი.
შებილწა ყველაფერი..რაც გულით ვატარეთ.
დროა გაარკვიოს მტერ-მოყვარე..
თორემ მგონია მანანა ატრაკებს.

მე...... D.gif
(ფურშეტი არა კვახი.."მიზეზ მიზეზ.დოს მარილი აკლიაო)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
georgiana05
პოსტი Dec 6 2012, 18:18
პოსტი #84


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




aragveli alika77 nik@a


რა წვამ აშკარამ,
რა წვამ ფარულმა,
რამ გადმოგაგდო,
რამ გადმოგხვეწა?
-რამ?-სიყვარულმა.

ეს ეპიგრაფი-ირაკლი აბაშიძის ლექსიდან-წინ უძღვის მიხეილ ქვლივიძის ლექსს

პასუხი

მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.



ეს კი მუხრან მაჭავარიანისაა

იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.


ასე რომ ქვლივიძე სრულიად უსამართლოდ იქნა გაკრიტიკებული ერეკლეს გამო. newsmile05.gif

ეს შეცდომები ბევრ საიტზე შევნიშნე-როგორც ჩანს-ერთმანეთისგანაა გადაწერილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
georgiana05
პოსტი Dec 6 2012, 18:30
პოსტი #85


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



aragveli

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

და ა.შ.

ეს ლექსი კი ანზორ აბულაშვილისაა და არა მურმან ლებანიძის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
georgiana05
პოსტი Dec 6 2012, 18:30
პოსტი #86


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




სოლომონის განძს,
კრეზის სიმდიდრეს,
ლეგენდად ოქროს,
ლალს მობდღვრიალეს,
მე მირჩევნია
ერთი ხოხობი,
ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.

მის შუქს მივყვები
ხელის ცეცებით,
მისით ჩემს სიტყვას
ოქროს დავადენ;
და თუ ოდესმე ძირს დავეცემი,
შემომაშველებს თვისს შარავანდედს....

გიორგი ლეონიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Dec 6 2012, 20:21
პოსტი #87


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Dec 22 2012, 15:05
პოსტი #88


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 23 2012, 10:12
პოსტი #89


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Datoie
პოსტი Dec 23 2012, 10:35
პოსტი #90


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი.ვაჟა ფშაველა.




გელა დაიაური
ფიქრი გადაგვარებაზე:

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო
კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 23 2012, 11:21
პოსტი #91


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



სახლში ვარ ტილი მჭამს უსაქმოდ ვაგდივარ,
ხელებიც მეღლება ყვერების ფხანვაში
გარეთ გამოხვალ და ჩიტი დაგასკლინტავს
მოდი და ნუ დალევ ასეთ ქვეყანაში.


ესაა რეალობა!

საქართველოს გაუმარჯოს ბიჭებო

საკუთარი სემოქმედების ნაყოფია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Dec 23 2012, 11:35
პოსტი #92


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(irakli fofxadze @ 23rd December 2012 - 12:21) *
ტილი მჭამს

თავზე თმა არგაქ ბაბუ და ტილი სადგყავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 23 2012, 11:50
პოსტი #93


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ჯეკო @ Dec 23 2012, 12:35) *
თავზე თმა არგაქ ბაბუ და ტილი სადგყავს?


რო ჩამოხვალ განახებ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 23 2012, 12:06
პოსტი #94


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
ეგ ლექსი იმ მეორე თემაშია გადასატანი "ბილწსიტყვაობაში".

hunter777
ის არა პესიმისტურ განწყობაზე ხარ რაა.. ვერც შენ აგიხდა ოცნება??..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Jan 18 2013, 18:02
პოსტი #95


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 19 2013, 00:52
პოსტი #96


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Little Fisher
უმაგრესია. 2 გენიოსის წყალობით შექმნილი შედევრია ეგ ვიდეო.
ძალიან გული დამწყვიტა გურამ საღარაძის გარდაცვალებამ. უდიდესი პიროვნება იყო და საუკუნის ხმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Jan 26 2013, 16:12
პოსტი #97


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Jan 31 2013, 15:43
პოსტი #98


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi






კაი რამეა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jan 31 2013, 16:43
პოსტი #99


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Dec 23 2012, 13:06) *
hunter777
ეგ ლექსი იმ მეორე თემაშია გადასატანი "ბილწსიტყვაობაში".

hunter777
ის არა პესიმისტურ განწყობაზე ხარ რაა.. ვერც შენ აგიხდა ოცნება??..


მეოცნებესა ვგევარ ლევანიკო? D.gif

უბრალოდ ძღრენ ხასიათზე გამეღვიძა და D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 31 2013, 17:47
პოსტი #100


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 06:06