ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩდა იმიტომ რომ:
1)ამ ფორუმზე თითქმის ყველა თემა გადავიკითხე რაც ფასიან ტბებს ეხება და დასკვა ასეთი გამოვიტანე რომ თუკი სადმე იყო წესიერი ფასიანი ტბა ის 1 ან 2 წელიწადში ფუჭდება და ყველა იმედგაცრუებას გამოთქვავს... 2)თვითონ ვიყავი რამდენიმე კერძო ტბებზე და ჩემი თვალით ვნახე რომ პირობები არანაირი არ არი შექმნილი მეთევზეებისათვის! 3)საქართველოში რეალურად იხდი 2ჯერ ან 3 ჯერ მეტს ვიდრე იღებ ამის საფასურად.. ხან 100ჯერ მეტსაც იმიტომ რომ სულ ვერაფერს იღებ ვერც თევზს და ვერც სიამოვნებას... 4)იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ფასიანი სათევზაო! ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასიან ტბებს შორის! არც კი ვიცი რითი დავიწყო ![]() მინდა ვთქვა რომ საქართველოში თევზაობა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ხარისიხანი თევზაობა (შეიძლება სიტყვა "ხარისხიანი" არ შეესაბამება მაგრამ მაინც) ანუ იხდი ბევრს და იჭერ ან ვერაფერს ან უკეთეს შემთხვევაში 2-3კილო თევზს.. ან იხდი ძალიან ბევრს და იჭერ კარგათ და რასაც იჭერ იმაშიც იხდი ძალიან ბევრს, სიამოვნებას კი იღებ მაგრამ მაინც გულში ნაღველი გრჩება რომ ეს სიამოვნება ასეთი ძვირი დაგიჯდა.. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მეთევზეთათვის შექმნილი პირობები! უფროსწორად საქართველოს შემთხვევაში ამ პირობების არ ქონა საერთოდ.. მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს ფასიანი თევზაობა უკრაინაში! 1) ეს არის გარანტირებული თევზი რომლის სახში მიტანა არა მარტო არ შეგრცხვება არამედ სიამაყითაც კი აღივსები)))) 2)ფასი მინიმალური გადავიხადე ყველაზე იაფი 12ლარის ეკვივალენტი გრივნებში და ყველაზე ძვირი 30 ლარის ეკვივალენტი. 3)მეთევზეებისათვის ექმნილი პირობები ანუ ვგულისხმობ იმას რომ არ ეძებ ადგილს სადაც ნაკლები კამიშია რო ჩააგდო და ზაცეპკა არ გააკეთო, არ ეძებ ადგილს სადაც მზეზე არ დაიხრუკები მთელი დღე, არ ეზებ ადგილს სადაც სხვა მეთევზეები არ შეგიშლიან ხელს, და არ ფიქრობ იმაზე რომ შედიხარ სატევზაოტ საერთოდ ნახავ ადგილს დასადგომს თუ ყველა კრგი ადგილი დაკავებულია სხვა მეთევზეებით! 1 ტბა სადაც პირველად ვიყავი საერთოდ ფასიან მეურნეობაზე იყო 80კმ კიევიდან, ფასი70გრივნი, ლარზე თუ გადმოვიყვანთ გამოდის 12 ლარი.. ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის! დაჭერილი თევზის გატანის პრობლემაც არ არი, რასაც დაიჭერ შენია! 2 ჯერ ვიყავი ამ ტბაზე და ორივეჯერ 2 კაცმა სამ სამი ანკესით დავიჭირეთ ერთხელ 13კგ მეორეთ 11კგ კარპი მინიმუმ 300გრ და მაქსიმუმ 1,5კგ ( ჩვენ მოყვარულებათ ვითვლებით ასე რომ იქვე სერიოზულმა ბიძა კაცებმა სერიოზული თევზებიც დაიჭირეს 5-10 კილოიანი ეგზემპლიარები) პირობებიდან მინიმალური კომფორტი იყო ანუ მანქანით ნებისმიერ ადგილზე ტბის ნაპირას შეიძლებოდა მისვლა და ნებისმიერ ადგილზე ჩრდილში იდექი რადგან მთელ პერიმეტრზე ტყეა და ბუნება))) ეს რაც შეეხება ყველაზე იაფ ვარიანტს. იქვე დაახლოებით 20 კილომეტრით შორს იყო მეორე ტბა სადაც ფას 120 გრივნი იყო ანუ 24 ლარი. ამ საფასურში შედიოდა შემდეგი: მანქანის სადგომი ყარაულთან ერთად, საჩოკი იმ შემთხვევაში თუ არ გაქ. სათევზაო ადგილი, ნაპირიდან ტბაში შემავალი 20-30 მეტრის სიღრმეში ხიდი და ბოლოში ხის პლათრორმა დაახლოებით 15-20კვადრატული გადაფარებული პალატკა მაგიდა სკამები, ანკესის სამაგრები და მანგალით იქვე ნაპირში)))) მოკლედ იდეალური პირობები სათევზაოთ და უბრალოდ დასასვენებლად)) ამ ტბაზე ალბათ 5-6ჯერ ვიყავით რადგან არც შორს იყო არც ძვირი და თვზიც ისე მოდიოდა რომ ხან ანკესებს გადავდებდით და 1 ანკესით ვიწერდით იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ფიზიკურად! თევზს რაც შეეხება ისევ და ისევ ჩვენი სამოყვარულო დონისთვის კარგი იყო 500 გრამიდან 2-3 კილოიანებამდე.. ისევ და ისევ გვერდით არაერთხელ მყავს ნანახი 10კგ კარპის ამოყვანის პროცესი))) მოკლედ დღეში მინიმუმ 10 კგ თევზს ვიჭერდით მაქსიმუმ 18კგ.. იყო კიდევ ერთი ტბა სადაც მოვასწარი წამოსვლამდე მოხვედრა, მხოლოდ იქ მიზანმიმართულად შუკაზე ვიყავით ქარიყლაპია ქვია მგონი ქართულად.. 30 ლარი ღირდა ნავით შეცურვის უფლებით)) მაგრამ ჩვენ დავიგვიანეთ ნოემბრის ბოლო იყო და ყინავდა ძალიან რამაც ხელი შეგვიშალა, მიუხედავად ამისა მაინც დავიჭირეთ რამოდენიმე ეგზემპლიარი)) ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ საშუალება ან აპირებთ უკრაინისკენ გეზის აღებას აუცილებლად წადით სათევზაოთ! კმაყოფილები დარჩებით ძალიან! თუ კი ვინმეს აინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ კიდეც!! მოყევით ვის სად გითევზავიათ ფასიან მეურნეობებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ! P.S ბოდიში თუ კი თემა არ შეესაბამება იმ განყოფილებას რომელშიც დავპოსტე.. უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე შესაბამისი ადგილი... ფოტოები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ უკვე შუკაზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზურაზუ
კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება დიდი სიამოვნებით ავტვირთავდი მაგრამ ვერ გავერკვიე როგორ ხდება ფოტოების დადება! ლინკს მთხოვს!! იქ სადაც ამის ახსნაგანმარტებაა ვიდეოს არ მიჩვენებს და ვერ გავერკვიე ფოტოების დამატების პროცესში.. თუ კი 2 სიტყვით ამიხსნით მადლობელი დაგრჩებით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ზურაზუ
http://www.radikal.ru/ აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი! |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ http://www.radikal.ru/ აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი! მადლობა დიდი))) როგორც ხედავთ გამომადგა!))) მადლობა თქვენც დიდი! ესეც გამომადგა მაგრამ ძალიან დიდი ფოტოები იპოსტებოდა და გადავწყვიტე მაქსიმუსას სილკით მესარგებლა! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 493 რეგისტრ.: 12-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa ![]() |
100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად
![]() ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს: შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია! პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან ![]() ნუ ფასები ხო კატასტროფაა, დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი! ლოპოტა: ღამე 300 ლარი ![]() ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი! ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო. უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ ![]() 2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ. მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ. პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად ![]() ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს: შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია! პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან ![]() ნუ ფასები ხო კატასტროფაა, დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი! ლოპოტა: ღამე 300 ლარი ![]() ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი! ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო. უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ ![]() 2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ. მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ. პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე. ხოო მეც სწორედ მაგას ვამბობ!!! პრინციპში იმათთვის 20 ევრო არის როგორც ჩვენთვის 10-15 ლარი! აქ ამ ფასად კატერით კი არა გასაბერ კამერითაც არ გაგასეირნებენ))))) ამ ყველაფრის შემყურეს იმდღეს ძმაკაცს ვეუბნებოდი ჩვენ ხომ არ გავაკეთოთ საჰუთარი ტბათქო კარგი პირობებით!? მაგრამ რო დავთვალეთ დაახლოებით ღირებულება ამაზე ფიქრის სურვილიც კი გამიქრა))))))))))))) 100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია მადლობა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები".
პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები". პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება. მადლობა დიდი.. მიხარია რომ სტატიას ტყუილად არ ვწერდი წუხელ ღამის ოთხის ნახევრამდე)))) და ვხვდები რომ ჩემი გულის ტკივილის გამოთქმით ბევრის სათქმელი ვთქვი! ერთი ის არის რომ უკრაინა შორია მარტო გადაფფრენა გადმოფრენა ჯდება 500$ თორე სათევზაოდ წასვლა კი ღირს ნამდვილად))) ნეტა ამ მხროვ როგორი ამბებია სასომხეთში და აზერბაიჯანში? ცოტა ახლოს მაინც არის და რეალურია წასვლა! თუ კი აქ აზრი რათქმა უნდა))) |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ
სამწუხაროდ ყველას გულისტკივილი გამოთქვი და არა სიხარული.... ეგ ყველას ჩვენგანს გვტკივა და ამაზე უარესი ის არის, რომ საშველიც არ არის, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ მოგვარდება ყველაფერი და მიხვდებიან ოდესღას ეს ჩვენი "გურჯი ბიზნესმენები" რომ რაღაც უნდა დათმონ და შეცვალონ. სომხეთში ალბათ სევანზე თუ წახვალ სათევზაოდ, თორე სხვა სეროზული ტბა მე არ გამიგონია. აზერბაიჯანში მგონი უფრო მეტი ტბაა და შანსიც მეტია, რომ იყოს თევზი. აი იმის შანსი კი ნაკლებად იქნება, რომ არ გაიქექები..... იქ ისევ კომუნიზმია, ყოველ 2 კილომეტრში პოლიცია და ქრთამი მიდის...... ალბათ ისევ თურქეთში ჯობს ვეძებოთ მსგავსი ადგილები..... |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 432 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ზურაზუ
გახსოვდეს რომ ეს ისეთი ფორუმია სადაც შრომა დაგიფასდება ყოველთვის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 65 რეგისტრ.: 3-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ძალიან კარგი სტატიაა, საჭირო შედარებებით.
ჩელე ციტატა აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხარო სიმართლეა რომ ასეთი წარმოდგენა აქვთ ბიზნესზე, შეიძლება თემას ვუხვევ, ბიზნესკურიერს ვუსმენდი ბენზინის კიდევ ერთხელ გაძვირების შემდეგ, და ითქვა რომ "საწვავის გაძვირების მიუხედავად ქართული კომპანიები აცხადებენ, რომ მოთხოვნა ბაზარზე ჯერჯერობით არ შემცირებულა" ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
bachovar
ხო რა ვიცი, არა მგონია ჩვენ ამ შემთხვევაში რამე ვქნათ. გეტყვიან: კერძოა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თუ გიღირს შენ მაგდენის გადახდა გადაიხადე, თუ არა და გზებიც დამილოცნია-ო..... პრინციპში მართალიც იქნება. საკუთრებაა და ვერაფერს იზამ. არა მგონია ეხლა მაგალითად ვალგერას ჩემი იქ არ მისვლით რამე დააკლდეს. პრინციპში არც დავდივარ და არც მაქვს სურვილი ვიარო იქ სადაც მატყავებენ და უკან ვერაფერი მომაქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მე სიონი მანიჭებს და იმედი მაქვს იმასაც არ გახდიან ფასიანს. |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ სამწუხაროდ ყველას გულისტკივილი გამოთქვი და არა სიხარული.... ეგ ყველას ჩვენგანს გვტკივა და ამაზე უარესი ის არის, რომ საშველიც არ არის, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ მოგვარდება ყველაფერი და მიხვდებიან ოდესღას ეს ჩვენი "გურჯი ბიზნესმენები" რომ რაღაც უნდა დათმონ და შეცვალონ. სომხეთში ალბათ სევანზე თუ წახვალ სათევზაოდ, თორე სხვა სეროზული ტბა მე არ გამიგონია. აზერბაიჯანში მგონი უფრო მეტი ტბაა და შანსიც მეტია, რომ იყოს თევზი. აი იმის შანსი კი ნაკლებად იქნება, რომ არ გაიქექები..... იქ ისევ კომუნიზმია, ყოველ 2 კილომეტრში პოლიცია და ქრთამი მიდის...... ალბათ ისევ თურქეთში ჯობს ვეძებოთ მსგავსი ადგილები..... მეც დიდი იმედი მაქვს რომ გამოსწორდება! უნდა გამოსწორდეს რადგან თევზაობა დიდი სიამოვნებაა და ხობი ბევრი ადამიანისთვის!! და უსამართლო იქნება თუ კი ჩვენ არ გვექნება საშუალება ამ სიამოვნების მიღების! ჯერ ჯერობით არ არის მთლად განვითარებული ეს სფერო, რაც ფასიანი ტბებია ყველა ისეა რა მიშვებული რო პატრონი რომ არ ყავდეს ალბათ უკეთესი იქნებოდა))) იმედია დროთა განმავლობაში ან პატრონი შეიცვლება ან მიდგომა ამ საქმის მიმართ და ყველაფერი კარგად იქნება! თუ არა და მართალი ხარ ისევ უფასო წყალსაცავებში ჯობია ვერაფერი დაიჭირო ვიდრე ფასიანში))) |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ზურაზუ
ოკ, მოდი ცოტას აგიხსნი თუ როგორ უნდა გააკეთო ციტირება და როგორ უდნა ჩასვა ადამიანის ნიკი ვიზეც პასუხის გაცემა გსურს. 1) როდესაც რამეზე პასუხის გაცემა გსურს, არაა აუცილებელი, რომ მთლიანად მისი ტექსტი დააკოპირო და ისე გასცე პასუხი. მოქმედება N1: ვპოულობთ იმ ადამინს ვიზეც გვსურს პასუხის გაცემა და მისი ავატარის დაბლა სადაც წერია ნიკის ჩასმა ვაწვებით მაგას (ამით დაბლა მოხვდება იმ პიროვნების სახელი ვიზეც პასუხის გაცემა გსურს) მოქმედება N2: (ტექსტის კოპირება) მაგალითად ადამიანმა გაგცათ დიდი პასუხი, მაგრამ იქ არის რამოდენიმე თემა, რომელზეც გსურთ პასუხის გაცემა, ვნიშნავთ იმ ტექსტს რომელზეც გსურთ, რომ პასუხი გასცეთ და მაგ პოსტშივე მარცხენა მხარეს, სადაც ნიკის ჩასმაა მაგის დაბლა არის ციტირება აი ვაწვებით ციტირებას და ქვევით ჩამოხდება ტექსტი რომელზეც პასუხის გაცემა გსურთ. მოქმედება N3: ჩამოდიხართ სწრაფი პასუხის ფორმაში და აგრძელებთ თქვენი ტექსტის წერას. მაგალითად აი ასე: ზურაზუ მეც დიდი იმედი მაქვს რომ გამოსწორდება! აი მეც მაქვს იმედი, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ მაქედან. (ახლა კი ისევ თქვენ მინდა გაგცეთ სხვა რამეზე პასუხი, ქვევით კიდევ ერთხელ მოვიყვან ციტატას და ისევ გაგცემთ პასუხს) ისევ უფასო წყალსაცავებში ჯობია ვერაფერი დაიჭირო ვიდრე ფასიანში) ამაშიც გეთანხმებით 100%-ით. |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ilariona
ჩემი აზრები წაიკითხეთ მოკლედ))) ავატორთან არ მივაქციე ყურადღება, მარჯვნივ პასუხი და ციტირება ვცადე და ამიტომ გამოდიოდა ასე! დიდი მადლობა პრაკტიკული რჩევისთვის! |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 65 რეგისტრ.: 3-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ჩელე
ციტატა არა მგონია ეხლა მაგალითად ვალგერას ჩემი იქ არ მისვლით რამე დააკლდეს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
bachovar
მაგ ვარიანტში ნამდვილად 100%-იანი ხარ..... |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კლიენტის ნაკლებობის შემთხვევაში ფასებს გადახედავენ მგონი ფასებს კი არ უნდა გადახედონ, თევზი არ უნდა გააძღონ სიკვდილამდე, რომ ადამიანი, რომელიც ჩავა ანკესით სათევზაოდ მიიღოს სიამოვნება და მერე მთელს სამეგობროს მოუყვეს, თუ რა კარგია მანდ თევზაობა და მოდით კიდევ წავიდეთო. დააწესონ ამ თევზზეც ფასი, პროსტა ნუ იქნება დეზერტირების ბაზრის ფასები ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 65 რეგისტრ.: 3-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ციტატა დებედამ გუდვილზე ძვირი ფასი დაადო დაჭერილ თევზს არა მართლა კეცზე მოგიტანენ კალმახს მაგ ფასში, ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შეიძლება აქ სხვა გათვლაა და ჩვენ არ ვიცით. სავარაუდოდ მაგათ გათვლა აქვთ ფულიან ტიპებზე, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ ფულიანი ტიპები ბარ-რესტორნებში დადიან..... ათასში ერთი თუ წავა ვინმე, თორე მართლა არა მგონია ჭკუამყოფელმა კაცმა ცალკე ანკესში იხადოს ფული და მერე ცალკე კიდევ თევზში...... ან ერთია კიდევ: უბრალოდ ჯერ უნდათ მოშენება მაგ თევზის, გამრავლება, გაზრდა და ა.შ. ვინც შევა ეტყვიან ამდენი ღირს და გადაიხადე. თუ შევა ხომ კარგი, თუ არა და არც მაგაზე ნაღვლობენ ალბათ...... მაგრამ მაგხელა ტბას შენახვა ხომ უნდა?.......
|
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგრამ ტბები, რომლებიც ორიენტირებულია თევზჭერაზე, კლიენტის ნაკლებობის შემთხვევაში ფასებს გადახედავენ მგონი, ფასი კი შეიძლება დააკლო კაცმა მაგრამ თუ კი ტბაში თევზი არ არის ანდა როგორც იძახიან გამძღარია ღორივით და ანკესი კი არა მოძრაობაც კი ეზარება ეგეთ თევზაობასაც არ ააქვ აზრი! იყოს გადასახადი რაც არის მაგრამ სამაგიეროდ კარგი ჭერაც უნდა იყოს და ელემენტარული პირობები...))) |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 30-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დებედამ გუდვილზე ძვირი ფასი დაადო დაჭერილ თევზს
გრთანხმები,მართლა ძალიან ძვირია მაგრამ მეზობელ საიტზე დაწერა დებედას დირექტორმა---ქართული კანონმდებლობა არ მაძლევს საშუალებას რომ ნაკლები ფასი დავადო დაჭერილ თევზსო. ვერ ვერკვევი მაგ კანონებში და არ ვიცი ეგრეა თუ არა,მაგრამ-სათევზაოდ შესვლაშიც ხო არ ავალდებულებს მაგხელა ფასის(30-40ლ) დადებას კანონები?? ზურაზუ რაც შენ დაწერე ყველა მოთევზავის გულისტკივილია,აღარც უფასო ტბებშია თევზი, სიონის -წვრილი შამაიის გარდა.და შაორი ალბათ. მართლა ცუდი მდგომარეობაა.ასე მგონია რამოდენიმე წელში საქართველოში საერთოდ აღარავინ ითევზავებს |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 88 რეგისტრ.: 6-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
18 ოქტომბერს ვიყავი დებედაზე, გადავიხადე 20 ლარი შესვლაში, ამინდი იყო ძალიან კარდი 25-27 გრადუსი ქარო 0, დავიწყე თევზაობა 2 სთვის ვითევზავე 6:30მდე, შედეგი არის 1 ცალი 6 კგ, 1 ცალი 5 კგ, 1 ცალი 1.8 კგ და ერთი 2,4. მე ვისიამოვნე
![]() ![]() ![]() მოვიდა სახლში მოხარშულ სიმინდზე და ზემოდან ყვითელ პოპაპზე და წითელი ფერის პატარა სადღაც 8 მმ ტკბილ ბოილზე, ორივეს ვამატებდი ანისის ექსტრაქტს |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
CHUDA
მაგარი ხარ ჩუდა, მაგარი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეგობრებო დებედაზე მოქმედებს პრინციპი დაიჭირე გაუშვი, სიმართლე გითხრათ საერთოდ არ სიამოვნებს იმ ხალხს როდესაც 7-8 კგ-იან თევზს გააქანებს ვიღაც ფულიანი ბიძა სახლში.
მაგ ტბაზე სულ სხვა ჩანაფიქრი აქვთ პატრონებს, კერძოდ კარპ-ფიშინგისთვის არის ეგ ტბა შექმნილი და ინგლისიდანაც ჩამოყავთ პროფესიონალები რათა მაქსიმალურად მიაახლოვონ იქარუ პირობებს. მოვა დრო და მაგ ტბებძე შეგეძლებათ დაიჭიროთ 15კგ-იანი თევზი და უფრო დიდიც, აი ამაში უნდა მიიღოს სიამოვნება მეთევზემ და არა თევზის ჭამაში. ფასებს რაც შეეხება ზევით დაწერა ჩუდამ, თევზაობა 20 ლარი ღირს და რაც უფრო დიდ თევზს წაიყავნ სახლში მით უფრო მატულობს კგ-ს ფასი რადგან როგორც ზევით დავწერე მანდ თევზის გაზრდას ცდილობენ და არა გაყიდვას. რაც შეეხება ტბის შენახვას და მის ხარჯებს, გეტყვით, რომ დიდი ნანხები იხარჯება მაგრამ ეს ხალხი არიან თევზაობის მოყვარულები და დამიჯერეთ კარგ საქმეს აკეთებენ. თემის ავტორს ვეთანხმები, უკრაინამდე ბევრი გვიკლია ჯერ ჯერობით, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი და ვნახოთ რა იქნება. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 88 რეგისტრ.: 6-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გეთანხმები ბოლომდე, მარა მეგობარი მყავდა წაყვანილი და ერთი 5 კგ. ვერაფრით დავათმობინე
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
CHUDA
გაიხარე, კარგი გიქნია, ეთი ცალი საკმარისია მემგონი 2 კაცზე, ის კიარა 5-6 კაცსაც ეყოფა თავისუფლად, (5 კილოიანი თევზის შეჭმა ხუმრობა საქმე არ არის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 19-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეჰ,ფასიანი ტბები ფასების მიხედვიტ რომ შეესაბამებოდეს პირობებს კარგი იქნებოდა.
მე მაგალითად წელს წალკაზე მაგრად ვისიამოვნე.5-6ჯერ ვიყავი და 3-4 კილო თევზზე ნაკლები არ წამომიღია.(სათავის მხრიდან 90% ხრამული მომქონდა ხოლმე,ბეშტაშენის მხრიდან კარასი). ფიდერზე ვიჭერდი სულ.. ასე რომ ბუნებრივ,უფასო წყალსატევებზე და ტბებზეც შეიძლება გაერთო კაცი. |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Rey -
კარასზე თევზაობა ![]() აქ საუბარია სიამოვნების მიღებაზე და არა სახლში წაღებაზე , მე პირადად თევზს არ ვჭამ მაგრამ მიყვარს თევზაობა და თუ მომეცემა საშვალება მირჩEვნია ისევ ის 20 გელ გადავიხადო და გემრიელადაც გავერთო და დიდ ეგზემპლარებთან ჭიდაობით ვისიამოვნო , ვიდრე 50 გრამიანი კარასები ვიჭირო ![]() ![]() ყველა ინდივიდუალურია ზოგს ისე მოსწონს ზოგს ასე ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 19-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ალთაზარ
მეც არ მიყავრს თევზი.სიამოვნების მიღებაზე მაქვს ლაპარაკი.. კარჩხანას ბრძოლისუნარიანობაზე რა მოგახსენი,მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა ნახევარ კილოიანებს იჭერ.თან წალკის კარასი კიდე,მგონი ყველამ ვიცით რა გოჭები იზრდება.. აი ხრამული უკვე სხვა თემაა,ნახევარ კილოიანი და ზემოთ ხრამული როგორ გეჭიდავება მეთევზეს,ვიცით ყველამ. წელს დავიჭირე ჩემი ყველაზე დიდი ხრამული (1.200 კგ) და ისეთი წინაამდეგონა გამიწია,2 კილოიან საზანს არ უჭიდავია მაგდენი. ჩემთვის სიამოვნების მიღება თევზის ამოყვანის პროცესშია და არა რაოდენობაში. ნახევარი კილო მიზეზით ისეთი მაგარი სუფრა გაშლილა,თევზისთვის პირი არავის დაუკარებია. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით! რაც შეეხება ასიან ტბებს, ცაან ბევრი იფორმაცია მაქვს და ჩემი გადაღებული ვიდეოებიც, მინდა დავიცყო ნადარბაზევით.
1) (28 ივნისი) თვითონ ნადარბაზევის ტბა http://youtu.be/xQvFzQbl35A?list=PLJNiAwTU...shAwNtm6XjRxwIO 2) (ზაფხული მაისი-ივნისი) ჩემი და მეობრის დაჭერილი რამდენიმე ეკზემპლიარი http://youtu.be/EWPDbxyW9aA?list=PLJNiAwTU...shAwNtm6XjRxwIO 3) (28 ივლისი) ჩვეულებრივი თევზაობა ნადარბაზევის ტბაზე http://youtu.be/Bna-iGmz91U?list=PLJNiAwTU...shAwNtm6XjRxwIO 4) (21 სეკტემბერი) ბოლო თევზაობა ამ წელში ნადარბაზევის ტბაზე http://youtu.be/cCfZjMOjWI8?list=PLJNiAwTU...shAwNtm6XjRxwIO მარაბდას ტბა 1) (17 ივლისი) პირველი წასვლა მარაბდას ტბაზე (რაზვედკა) http://youtu.be/cQYwDiie1DI?list=PLJNiAwTU...poibABx0uA-4ayV 2) (20 ივლისი) მეორე წასვლა მარაბდას ტბაზე http://youtu.be/2h8-SRBda-I?list=PLJNiAwTU...poibABx0uA-4ayV იმავე დღესვე მეგონა დიდი საზანი დაჯდა მაგრამ ნახეტ თვიტონ ))) http://youtu.be/qYxcnM-vmiE?list=PLJNiAwTU...poibABx0uA-4ayV 3) (8 ნოემბერი) გუშინ ვიყავი და გული დამწყდა რაც ვნახე მანდ დაწვრილებით ნახეთ აქ http://youtu.be/jWTPVZi185U?list=PLJNiAwTU...poibABx0uA-4ayV აი ეგეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ რაც მქონდა იმედია დაგეხმარებათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 18:23 |